
ეს არის უზარმაზარი შავი ხვრელი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, ცენტრში მდებარეობს. მეცნიერებმა პირველად შეძლეს ამ ობიექტის გამოსახულების მიღება.
ობიექტის სახელია მშვილდოსანი A* და მას მზეზე 4 მილიონჯერ მეტი მასა აქვს.

ეს არის უზარმაზარი შავი ხვრელი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, ცენტრში მდებარეობს. მეცნიერებმა პირველად შეძლეს ამ ობიექტის გამოსახულების მიღება.
ობიექტის სახელია მშვილდოსანი A* და მას მზეზე 4 მილიონჯერ მეტი მასა აქვს.

ნასამ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის 32 წლისთავი ერთ კადრში მოქცეული 5 გალაქტიკის შთამბეჭდავი გამოსახულების გამოქვეყნებით აღნიშნა. გალაქტიკათა ამ ერთობლიობას „ჰიქსონის კომპაქტური ჯგუფი 40“ ეწოდება.
ეს ჯგუფი მოიცავს 3 სპირალურ გალაქტიკას, ელიფსურ გალაქტიკას და ლინზისებრ გალაქტიკას. ამ განსხვავებული ტიპის გალაქტიკების ევოლუციური გზა როგორღაც გადაიკვეთა და შედეგად გალაქტიკებით მდიდარი რეგიონი ჩამოყალიბდა.

შავი ხვრელი უკიდურესად მკვრივი კოსმოსური ობიექტია, რომლისგანაც სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. იდუმალი და ეგზოტიკური შავი ხვრელი გრავიტაციის ბუნების დემონსტრაციას წარმოადგენს: როცა დიდი რაოდენობით მასა იკუმშება საკმარისად მცირე ზომის სივრცეში, შედეგად წარმოქმნილი ობიექტი სივრცისა და დროის ქსოვილს აზიანებს და ე.წ. სინგულარობად გარდაიქმნება. შავი ხვრელის გრავიტაცია ისეთი ძლიერია, რომ შეუძლია ახლომდებარე მატერია თავისკენ მიიზიდოს და შთანთქას.

1900 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა ლორდ კელვინმა განაცხადა: „ფიზიკაში ახალი აღარაფერია აღმოსაჩენი. დარჩა მხოლოდ უფრო და უფრო ზუსტი გაზომვების გაკეთება.” შემდეგი 30 წლის განმავლობაში კვანტურმა მექანიკამ და აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ ამ დარგში რევოლუცია მოახდინა. დღესდღეობით ვერცერთი ფიზიკოსი გაბედავს იმის თქმას, რომ სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნა სრულყოფილთან ახლოს არის. უფრო პირიქით – ყოველი ახალი აღმოჩენა ხსნის უფრო დიდი და ღრმა დილემის პანდორას ყუთს. ქვემოთ მოყვანილია 18 საკითხი, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა და ყველაზე საკამათო თემებია თანამედროვე ფიზიკაში.

ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან მოყოლებული ადამიანები მუდმივად აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს. ათასობით წლის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ადგენდნენ ღამის ცის რუკებს და კოსმოსის საიდუმლოებებს მითოლოგიად აქცევდნენ ხოლმე.
ძველი ეგვიპტელებისთვის ვარსკვლავი სირიუსი დიდ როლს თამაშობდა კალენდრის შედგენის საკითხში. ასტროლოგები ვარსკვლავებში ცდილობდნენ ადამიანის ბედისწერის ამოცნობას სულ მცირე ძვ.წ.-ით მესამე ათასწლეულიდან. ალბერტ აინშტაინი კი თვლიდა, რომ სივრცე და დრო ურთიერთდაკავშირებულ უსასრულო სტრუქტურას წარმოადგენდა, რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდებოდა.
კაცობრიობის ისტორიის გათვალისწინებით, დედამიწის ატმოსფეროს მიღმა სამყაროს კვლევა არც ისე დიდი ხანია, რაც დაიწყო. ნასა 1958 წლის 29 ივლისს დაარსდა და 63 წლის შემდეგ ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებთ ჩვენი სამყაროს შესახებ.
კოსმოსური ხომალდების მცირე არმიისა და მსოფლიოში უძლიერესი ტელესკოპების წყალობით ნასამ გარე სამყაროს საოცრად ლამაზი რეგიონები აღბეჭდა.

რადგან 2016 წელი უკვე გავიდა, დროა ვნახოთ, რას გვიმზადებს ახალი 2017 წელი. წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მოვლენებს, რომლებსაც წელს უნდა ველოდოთ.

პატარა პლანეტები ხანდახან დიდი ხმაურის მიზეზი ხდებიან. რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებდნენ დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ პოტენციურად დასახლებადი პლანეტა გარს უვლის მზის უახლოეს ვარსკვლავს, წითელ ჯუჯას, სახელად პროქსიმა კენტავრს. ამჯერად კი ასტრონომებმა ოფიციალურად განაცხადეს ამ პლანეტის არსებობის შესახებ.

2011 წლის სექტემბერში ფიზიკოსმა ანტონიო ერედიტატომ მსოფლიო შოკში ჩააგდო. მის მიერ გაკეთებული განცხადება სამყაროზე ჩვენი წარმოდგენის ძირეულ შეცვლას გვიქადდა. თუკი პროექტ „ოპერაზე” მომუშავე 160 მეცნიერის მიერ შეგროვებული მონაცემები სწორი იყო, საქმე გვქონდა დაუჯერებელ ფენომენთან. ნაწილაკებმა – ამ შემთხვევაში ნეიტრინოებმა – სინათლეზე სწრაფად იმოძრავეს.

დაივიწყეთ ტატუინი: ახლად აღმოჩენილი პლანეტის ცაზე არა ერთი, არა ორი, არამედ სამი მზე კაშკაშებს.
მეცნიერებისთვის ბევრი ისეთი პლანეტაა ცნობილი, რომლებსაც ორი მზე აქვთ, მაგრამ ცაში რომ სამი ვარსკვლავი ანათებდეს, ასეთი პლანეტები ბევრად იშვიათია. ეს უჩვეულო ობიექტი, რომელსაც KELT-4Ab უწოდეს, ერთი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. თავის მხრივ ამ ვარსკვლავს გარს უვლის ახლომდებარე ვარსკვლავთა წყვილი. ეს ტყუპი ვარსკვლავები საკმარისად ახლოს არიან პლანეტასთან, რომ მის ცაზე სავსე მთვარესავით გამოჩნდნენ.

„მანდ ვინ არის?”, ინდოეთი
განაგრძე კითხვა