დამბლა ძილში – გღვიძავს, მაგრამ გძინავს


შენ იღვიძებ, მაგრამ განძრევა არ შეგიძლია. წევხარ საწოლში, სრულიად საღი გონებით, მაგრამ იაზრებ, რომ რაღაც უცნაური ხდება. თითქოს მკერდზეც რაღაც გაწვება და სულს გიხუთავს. გინდა ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე, მაგრამ იყინები – ვერც მოძრაობ და ვერც ლაპარაკობ. შეიძლება ნაბიჯების ხმა გაიგონო, ან მოჩვენების მსგავსი გამოსახულება დალანდო. დამშვიდდი, შენ ავი სულების მსხვერპლი არ ხარ, უბრალოდ სიზმრების სამყაროში გამოიღვიძე.

სავარაუდოდ, ძილში დამბლა მემკვიდრეობითი დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს საშინელი წამების ან წუთების გადატანა უწევს. მთელი სხეული პარალიზებულია, მხოლოდ სუნთქვა და თვალების ამოძრავებაა შესაძლებელი. მსხვერპლი გამოღვიძებულია, თუმცა არ შეუძლია ორგანიზმის კონტროლი. უძრაობასთან ერთად, გავრცელებული სიმპტომებია მოგუდვის ან დახრჩობის მსგავსი შეგრძნება, უცხო ხმის ან ნაბიჯების მსგავსი ბგერების გაგონება, მუქი ჩრდილების დანახვა, ასევე ოთახში ვიღაცის არსებობის შეგრძნება. ხშირად ასეთი მოვლენები უბიძგებს ადამიანს, იფიქროს, რომ მის გვერდით მოჩვენება ან უცხოპლანეტელია, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერს იწვევს ტვინში ნერვული სიგნალების გადაცემის დარღვევა. ძილის დროს ჩვენი ტვინი აგზავნის სიგნალებს, რომლითაც ზღუდავს კუნთების მოძრაობას, რათა მაქსიმალურად აარიდოს ორგანიზმს იმის გამეორება, რაც სიზმარში ხდება. ძილში დამბლა კი მაშინ ხდება, როცა ტვინს ჯერ კიდევ არ შეუწყვიტავს ამ სიგნალების გაგზავნა, ანუ მუსკულატურას არ მიუღია ტვინისგან “ნებართვა”, რომ იმუშავოს. ამის გამო ადამიანი სავსებით ფხიზელია, მაგრამ პარალიზებული.

იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ხდება დამბლა ძილში, ჯერ ძილის ფაზებს უნდა გავეცნოთ. ძუძუმწოვრებში ძილისას ორნაირი მდგომარეობა არსებობს: NREM (Non-rapid eye movement – თვალის ნელი მოძრაობის) და REM (Rapid eye movement – თვალის სწრაფი მოძრაობის). ეს ორი ფაზა ერთმანეთს ენაცვლება ციკლურად მთელი ღამის განმავლობაში. ადამიანებში ჯერ არის 80 წუთიანი NREM, შემდეგ 10 წუთიანი REM. ეს 90 წუთიანი ციკლი მეორდება 3-6-ჯერ მთელი ღამის განმავლობაში. NREM ძილის დროს სხეული მცირეოდენად მოძრაობს, ზოგჯერ ბორგავს საწოლში, იშვიათად კი ბოდავს ან დადის (მთვარეული). გულის კუნთის მუშაობა და სუნთქვა ერთგვაროვანია, თვალები ნელა მოძრაობს. REM ძილისას კი განსხვავებულია გულისცემის, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სიხშირე. თვალები სწრაფად მოძრაობენ, რადგან სიზმრების უმეტესობა ამ ფაზაში ხდება. მძინარე ადამიანი ამ დროს მოძრავ ობიექტებს “ხედავს” სიზმარში.

დღესდღეობით ძილში პარალიზების მეცნიერული ახსნა არსებობს – თანამედროვე ნეირომეცნიერება მას REM ფაზაში ტვინის მიერ ნეირონების გადაცემის დარღვევას უკავშირებს. მიუხედავად ამისა, უამრავ ადამიანს, რომელსაც ეს მოვლენა აქვს გამოცდილი, მტკიცედ სწამს, რომ გაიგონა ზებუნებრივი არსების ხმა და ბოროტი სული მის სხეულს აკონტროლებდა. ხმა და გამოსახულებები, რასაც ამ დროს გამოფხიზლებული ადამიანი ხედავს, უმეტესად ჰალუცინაციაა, რაში “დამნაშავეც” ისევ ტვინია.

XX საუკუნის 60-იან წლებში კანადელმა ნევროლოგმა უაილდერ პენფილდმა აღმოაჩინა, რომ ტვინზე, კონკრეტულად კი საფეთქლის წილზე, ელექტრულმა სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს ხმოვანი ჰალუცინაციები ფხიზელ მდგომარეობაში. ცნობილია, რომ ძილში დამბლის პერიოდის დასაწყისში საფეთქლის წილის აქტივობა მნიშვნელოვნად იზრდება. ზუზუნა და ჟღარუნა ხმები, ასევე სხვა ხმოვანი ჰალუცინაციები, ტვინის ქერქის იმ უბნის აქტივობის შედეგია, რომელიც სმენაზე აგებს პასუხს. ამის მსგავსად, ტვინის ქერქის ის ნაწილი, სადაც მხედველობაზე ხდება რეაგირება, აქტიურდება და იღებს სტიმულებს, რაც იწვევს საშიში ფიგურების “დანახვას”.

რატომ იწვევს ძილში დამბლა ჰალუცინაციებს, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაა. სავარაუდოდ, ეს დაკავშირებული უნდა იყოს შფოთვასთან. შფოთვა ნეიროკოგნიტიური მოვლენაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პროცესებთან. უკიდურესმა შფოთვამ ან პანიკამ შეიძლება გამოათავისუფლოს სასიგნალო მოლეკულები, რომლებიც სხეულში სხვადასხვა რეაქციებს გამოიწვევენ. ადამიანი ძილში დამბლის დროს გრძნობს სიკვდილის შიშს, განიცდის ძლიერ მღელვარებას, ეს კი იწვევს ტვინის მიერ ვიზუალური და სმენითი სტიმულების გამომუშავებას და ამოქმედებას, რასაც ჰალუცინაცია მოსდევს.

ასევე ძილში დამბლა შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა სიზმარი მას შემდეგაც გრძელდება, როდესაც ტვინის გარკვეული უბნები REM ფაზიდან უკვე გამოფხიზლებულია. თუმცა ნერვული და ენდოკრინული სისტემები აგრძელებენ ნერვული ინჰიბიტორების გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს სხეულის პარალიზებულ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ამ დროს გამომუშავებული ნერვული აქტივატორები ხელს უწყობენ სიზმრის გახანგრძლივებას. აქედან გამომდინარე, პიროვნება ისევ “ხედავს” იმ გამოსახულებებს და “ესმის” ის ხმები, რომლებიც REM ფაზის ძილიდან გამოყვა.

სხვადასხვა სახის კვლევებმა დაადგინა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ადამიანთა უმეტესობა ერთხელ ან ორჯერ მაინც გამოცდის ძილში დამბლას. ვისაც ეს მოვლენა ხშირად ემართება, როგორც წესი, აწუხებს ნარკოლეფსიაც. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ძილში დამბლას ან/და ჰალუცინაციებს. ესენია: გულაღმა წოლა, სტრესი, საცხოვრებელი ადგილის მოულოდნელი შეცვლა, გააზრებული სიზმარი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მოუწესრიგებელი (დარღვეული) ძილის რეჟიმი.

შუა საუკუნეებში ძილში დამბლას როგორც წესი, დემონებს უკავშირებდნენ, უფრო ხშირად კი ინკუბუსს. მიაჩნდათ, რომ ამ დროს მძინარე ადამიანს მკერდზე დემონი აჯდებოდა. ნიუფაუნდლენდში, სამხრეთ კაროლინასა და ჯორჯიაში შემორჩენილი ფოლკლორული გადმოცემები გვიამბობენ უარყოფით პერსონაჟზე, ჰაგზე, რომელიც ღამით ტოვებს თავის სხეულს და მძინარეებს მკერდზე აჯდება. მსხვერპლი იღვიძებს შეშინებული, უჭირს სუნთქვა, რადგან სხეულზე მძიმე რაღაც აწევს, უჭირს მოძრაობა. მსგავსი პერსონაჟი ჩრდილო ამერიკის სხვა ტერიტორიებსა და დიდ ბრიტანეთშიც გვხვდება.

ფიჯის კუნძულებზე მიაჩნიათ, რომ ამ მოვლენის მიზეზია დემონის მიერ დაუფლება. ხშირ შემთხვევაში ეს დემონი ახლად გარდაცვლილი ნათესავის სულია, რომელსაც რაღაც საქმე დარჩა დასამთავრებელი, ან ახლობლებს მნიშვნელოვანი რამ უნდა შეატყობინოს. ხშირად ამ შემთხვევაში სხვები იწყებენ ძახილს: “კანია, კანია!” ანუ “ჭამე! ჭამე!” იმ მიზნით, რომ შეპყრობილობის დრო გაახანგრძლივონ და სასურველი პასუხები მიიღონ.

თურქეთსა და ბევრ ისლამურ ქვეყანაში ძილში დამბლას ეძახიან კარაბასანს. მათი აზრით, ამ დროს სული სტუმრობს ადამიანს. ხშირ შემთხვევაში ეს არის ბოროტი სული, დემონი (ე.წ. ჯინი), რომელიც ჯერ ბოჭავს ადამიანს, შემდეგ კი მის დახრჩობას ცდილობს. გამოფხიზლების შემდეგ ხშირად ყვებიან, რომ მათ ჯინის ან სატანის ხმა გაიგონეს. ეს დემონური ქმნილება რომ აირიდონ, კითხულობენ გარკვეულ ციტატებს ყურანიდან. თუკი დროზე არ წაიკითხეს, შეიძლება დემონმა ადამიანი მოკლას. ზოგიერთი ქალი იმასაც ირწმუნება, რომ ჯინმა გააუპატიურა და გაღვიძების დროს ტკივილს გრძნობდა.

დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ზებუნებრივ არსებებთან – სულებთან, დემონებთან, სატანასთან, უცხოპლანეტელებთან და ა.შ. – კავშირის შემთხვევებიდან უმეტესობა რეალურად ძილში დამბლისას გამოწვეული ჰალუცინაციაა. ძილში დამბლის მკურნალობა შესაძლებელია, ხშირად მას უბრალოდ ძილის რეჟიმის მოწესრიგება და ცხოვრების ჯანსაღ სტილზე გადასვლა შველის.

Advertisements

76 responses to “დამბლა ძილში – გღვიძავს, მაგრამ გძინავს

  1. faifuris angelozi 22/05/2011, 8:16 PM

    tvalebgaxelili rom dzinavt eg kidev sxva ragacaa xo?dzinavs magram tvalebi aqvs gaxelili da gugebi ar chans…

    Like

  2. gio 23/05/2011, 3:15 AM

    სჰენი მოყვანილი მაგალიტები სხვა არის ალბატ მაგრამ მე მომდის ხოლმე ხსჰირად ასეტი რამ, მდზინავს, ვხედავ სიზმარს, რაგაც საშინელებას და უცბათ ვიღვიძებ და ამოვისუნთქავ რო სიზმარი იყო მეთქი და ამდროს ის კოშმარი ბრუნება ისევ და ასე მეორდება ორი სამჯერ, ანუ ძილის დროს მეღვიძება და მგონია რო მღვიძავს მაგრამ ამ დროს მძინავს ისევ. ცოტა ძნელი ასახსნელია მაგრამ დაახლოებით გამიგებთ იმედია. რაღაც საშIნელი შეგრძნებაა გაოფლილი და დაღლილი ვიღვიძებ ხოლმე საბოლოოდ :))

    Like

  3. maito 23/05/2011, 2:50 PM

    ვაი, რა ნაცნობი განცდაა.
    ბავშვობაში ნაბიჯების ხმა მესმოდა ხოლმე.
    ახლა ხანდახან იცით, როგორ მემართება? მძინავს და რეალურად ვხედავ რაღაცებს, ოღონდ ვერ ვინძრევი, ვხედავ გამოსახულებებსაც, მოჩვენებებისავით. აი, რო გინდა დაიყვირო და ვერ ყვირი. საშინელებაა.
    ესეიგი, ეს ძილის დროს დამბლაა?
    მე დამბლა მჭირს? რა ცუდია 😦

    Like

    • Charlius 23/05/2011, 5:31 PM

      ძილის დროს რო ხედავ, სიზმარია ეგ თუ რეალობა? გააზრებულ სიზმარზე ხო არ ამბობ?
      http://en.wikipedia.org/wiki/Lucid_dream
      ანუ სიზმარში ხარ და ხვდები რომ სიზმარია

      სიზმარს რო ხედავ და რო ვერ ინძრევი, შეიძლება რამე გიშლის ხელს, მაგალითად მე მემართება, როცა ფეხი მიბუჟდება 🙂

      “ძილში დამბლა” არაა ცუდი, ძილის განმავლობაში ისედაც პარალიზებულია სხეული, უბრალოდ ზოგჯერ სხეულის გამოფხიზლებას გაღვიძება უსწრებს წინ 🙂

      Like

    • lukach24 27/05/2011, 7:38 AM

      zustadddddddddddddddddd ai manam dzilshi shevdiodi vigudebodi mara titkos rom veshvebodi mexneboda … da rom shevedi dzilshi mere sashineli koshmari damesizmra bebiachemi gamomecxada dzaan lamaazi iko mkvetrad chanda axalgazrda iko ( gardacvlilia) da shavi tmebi konda .. da ese mitxra xo xar magraoo … da me cota xanshi mivxvdi rom is iko .. da davicye vaime vaime vaime s yviriliiiiiiii mara ar shemezloooo … da mereeesxeulshi uceb sicxelec vigrzeni magari .. da uxmod vyvirodiiii .. manamdeshi am sizmris dros avdeqiiiiiiiiii vitom ikneb gamiaros tko .. chveulebrivad shevediii abazanashi gadavivle civi cyali .. sizmarshi es yvealferi saocreba ikooo .. da cota xanshi aze movedi da camovxti mere .. ;(((

      Like

  4. მაიტო 24/05/2011, 1:14 AM

    გეტყვი, ესეიგი ვხედავ რეალურად. ანუ მღვიძავსსავით. როგორ აგიხსნა.
    ბოლოს ზუსტად ასე დამემართა.
    ძლივს დავიძჳნე, უცებ გამომეღვიძა, ლანდებს ვხედავდი, თითქოს ვიღაც ხელს მკიდებდა, მთლად გამოღვიძებულიც არ ვიყავი. საშინელი განცდაა.

    ისე ეგაც მემართება ხოლმე, ვთქვათ ცუდ სიზმარს ვხედავ, ჩემ თავს ვეუბნები, რომ ეს სიზმარია და არ უნდა შემეშინდეს.

    Like

    • Charlius 27/05/2011, 12:37 PM

      აა ეგ ძილში დამბლაა 🙂 უცებ გამოღვიძებისას ხშირია, ორგანიზმი რომ არაა გამოფხიზლებული

      Like

  5. pako 10/01/2013, 8:40 PM

    maxsovs ase damemarta patara rom viyavi da sashinlad aporiaqebulma gavigvidze, survili mqonda melaparaka da ver vaxerxebdi amis gao yeli amtkivda da sashineli shegrdzneba iyo…

    Like

  6. zura 25/02/2013, 10:47 AM

    mec gamovcade eg.vici racaa.sabednierod ukve agar memarteba.zustad rogorcaa agcerili ise xdeboda

    Like

  7. me 27/07/2013, 1:31 AM

    სიზმრის კონროლი შემიძლია, უცებ ვაღვიძებ თავს თუ რამე ცუდი მესიზმრება, ისე რომ ვითომც არაფერი და ამ 1ხელ ჩემი ნებით არ გამეღვიძა,თავისით ”ცუდად” გაიღვიძა ორგანიზმმა დააა…ცხოვრემაში იმ 1ხელ მომივიდა ეს,თან ისიც ზედმეტად გადაჭარბებულად აშკარად:D და იმედია არასდროს მომივა მეტი!ახლაც მახსოვს ის შეგრძნება საშინელებაა..საღოლ ვინც ეს ბევრჯერ გადაიტანა რა !

    Like

  8. Sandro Sanaia 30/07/2013, 4:04 PM

    წლებია ეს მჭირს

    Like

  9. იიიი 30/03/2014, 8:41 PM

    me damemarta ukve meored da davinaxe martla tan orjer erti da igive adgilas stumrad yopnis dros dges meored isev vnaxe ogond shavi arseba iyo ragac ar mgonia dzilis dambla iyos erti da imave adgilas roca var ukve meored mechvena marto im adgilas vxedav tu martla dzilis damblaa sxvagan rato ver vxedav

    Like

  10. ემ 04/12/2015, 2:52 AM

    არვიცი რავთქვა…მეცნიერება ხსნის და მეც მირჩევნია ეს ასე იყოს,მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებ,აი ამ უკანასკნელმა თქვა ერთიდაიგივე ადგილას მემართებაო მე კიდევ ერთდაიგივე არსებას ვხედავ,კანზე ჩალურჯებებს მიტოვებს ყველაფერი იმდენად რეალურია შეუძლებელია ეს უბრალოდ ჰალუცინაცია იყოს.სამჯერ დამემართა ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე/შიშით ვიძინებ

    Like

  11. ლიკა 22/01/2016, 4:28 AM

    ishviatad mawuxebs dzilshi paralizeba roca chamedzineba mewyeba sashineli tavis tkivili yurebshi sashineli bzuilis xmebi am dros titwos mgvidzavs yvelafers vxedav chem otaxs magram ver vdgebi xmas ver vigeb titqos vigudebi minda vinmes gavagono ro damexnaros da ver vyvirivar marto tvalebs vaxel da vsuntqav ..risi bralia xom ver metyvit 😦

    Like

  12. კიკი 26/05/2016, 11:00 PM

    აი თურმე რა მტანჯავს წლები,6-7 ჯერ დამემართა ასეთი რამ ,ვიგვიძებ და პარალიზებული ვარ ვხედავ ყველაფერს რაც ჩემ წინაა მაგრამ ვერ ვმოძრაობ,ყველაზე ცუდი კი ისაა რომ აუწერელ ტანჯვას განვიცდი,ბოლოს კლინიკაში დამემართა გავიღვიძე ვერ ვმოძრაობ ვხედავ ჩემ პალატაში რომ ქალია ისიც ადგა ბავშვს საჩმელი მოუმზადა,მეც უნდა მომემზადებინა და ვერ ვტოკდებოდი,ვგრძნობდი გვერდიდან ხელები ამოდიოდნენ და უფსკრულისკენ მექაჩებოდნენ ვიტანჯებოდი შეგრძნება ძალიან რეალური იყო,ბოლოს ეს ქალი გამომელაპარაკა მკითხა რატომ არ ვდგებოდი,და მეც ხელი გამიშვეს უფსკრულიდან,მოლანდებები არა, არც გალუცინაციები არ მემართება ამ დროს უბრალოდ ვგრძნობ გვერდით ისეთი საშინელი არსების ყოფნას უჯრედებამდე რომ გზარავს.ხელებს ვერ ვხედავდი უბრალოდ მათ შეხებას ვგრძნობდი მივჩერებოდი ამ ქალს მავედრებელი თვალებით ვნატრობდი ნეტა შემეხოს ან დამელაპარაკოსმეთქი რომ კოშმარი დამთავრდესმეთქი,ასეთ დროს თითქმის ყოველ ჯერზე ვგრძნობ აუწერელ შიშს რაგაც ბნელი ძალის მიმართ რომელიც მეხება

    Like

  13. კიკი 26/05/2016, 11:01 PM

    me ar vicodi tu aseti ram sxvebsac emartebodat sadac movyevi veravin veraferi amixsna turme am movlenas saxelic qonia

    Like

  14. კიკი 26/05/2016, 11:03 PM

    esec mqonia simdime rom gawveba am dros mezina da gamomafxizla sizimem romelic suntqvas miketavda,mkerdi mtkioda simdzimis gamo,dzalian shemeshinda

    Like

  15. კიკი 26/05/2016, 11:04 PM

    am videoshic natlad chans rom ragac dzala shemodis otaxshi da rodesac ushualod kacs exeba mashin yviris

    Like

  16. zaza 27/05/2016, 12:09 PM

    ჯვარი ატარე ყველგან, რწმენით გაიკეთე ჯვარი რომ გწამდეს დაგიცავს, თქვი შენს გულში, იყოს ისე ყველაფერი როგორც ღმერთს სურს, მიანდე შენი თავი და არსდროს მოიხსნა ჯვარი, და შიშზე არ იფიქრო, როდესაც შიშზე ფიქრობ სწორედ ეგ არის ნომერ პირველი მტერი შენი, რაზეც ფიქრობ რეალურად გეჩვენება…
    არსებობს ჩვენთვის უხილავი სამყაროები, ბოროტი და კეთილი, რასაც ღმერთის გარეშე ვერ ჩასწვდები…

    Like

  17. zaza 02/06/2016, 11:33 AM

    მაგეების არა, 🙂 ღმერთის, უფლის და ჯვრის ნამდვილად მჯერა, დრო მოვა და შენც დაიჯერებ, ადრე თუ გვიან ყველა იჯერებს…
    ბავშვი, სანამ ბავშვია ცელქობს მთელი ბავშვობა და მერე როდესაც იზრდება ღვინდება, სერიოზულად იწყებს სამყაროს აღქმას და მერე ბრძენდება, თავისებურად. ცხოვრების აზრს პოულობს, ღმერთთან ერთად, მანამდის სხვანაირად აღიქვამს სამყაროსაც და საერთოდ ცხოვრებას, თავისებურად…
    ისე რომ გინდა თუ არ გინდა, ადრე თუ გვიან შენც მიხვდები ყველაფერს ისე როგორც საჭიროა…
    ბევრი ათეისტები ყოფილან თავისას რომ ამტკიცებდნენ მაგრამ საქმე საქმეზე რომ მისულა, მერე მათზე დიდი მორწმუნენი არ ყოფილან, დაიმახსოვრე და გამიხსენებ… 🙂

    Like

  18. zaza 03/06/2016, 3:58 PM

    ერთი, ჯერ ამ ლინკზე გადადით, წაიკითხეთ. მაინტერესებს რა აზრი გაგიჩნდებათ.

    http://www.allnews.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D/147635-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98.html#show-more

    ცოტა არ იყოს მაკვირვებს ეს თქვენი მეცნიერები თავიანთი მეცნიერობით…
    თან ჭრიან თან კერავენ რა…
    ესეიგი, ადამიანი რომ გაქრეს, 10 000 წლის შემდეგ ადამიანის კვალი არ დარჩება, გარდა ქვებისა…
    და, მილიონი და მილიარდი წლების უკან რა ხდებოდა რა მოხდა ის იციან, კვალს კიარა, კვლებს პოულობენ, ეს ჩვენი მეცნიერები… 🙂 🙂 🙂

    (შტო ონ ხოჩეტ, ატკუდა ონ, კტო ეტატ პასტრადავში?… ამ მეცნიერების, ზუსტად ეგ ვარიანტია რა)
    რაღაცეებს გვატყუებენ და სწორად ვერ გვატყუებენ, ისევ თავიანთ თავებს ატყუებენ…
    ფიცი მწამს საქმენი მათი გვაკვირვებენ… 🙂

    Like

  19. Liza Osnadchuk 05/06/2016, 8:56 PM

    როგორც იქნა გავარკვიე რა მემართება 😦 პირველად ქალაქ გარეთ ვიყავი როცა ეს გადავიტანე ორსართულიანი სახლია და მაინცდამაინც მშვიდი არ გახლავთ ოთხი ძმა გარდაიცვალა ოთხივე გულის პრობლემით მათი ფოტოები მეორე სართულზეა და ის საწოლიც რომელზეც დასვენებულები იყვნენ.მახსოვს ღამით ჩვეულებრივად გამეღვიძა არც მიგრძვნია რომ რამე უცნაური იყო თუმცა უცებ მეორე სართულიდან ფეხის ხმა გავიგონე თავიდან ნელა დადიოდა შემდეგ ნელნელა აუსწრაფა უცებ მეგონა რომ ჭერი ჩამოცვივდა და ნანგრევებში მოვყევი ვცდილობდი ყვირილს მოძრაობას მაგრამ არაფერი გამომდიოდა ამის შემდეგ კიდევ დამემართა ერთ ღამეში ხუთჯერ გამომეღვიძა და ვგრძნობდი რომ ნელნელა სუნთქვაც მიწყდებოდა.ახლა არ ვარ საქართველოში და დიდი სტრესიც გადავიტანე სრულიად მარტო ვარ მეგობრების და ოჯახის გარეშე თითქმის ყოველ დღე ვტიროდი ახლახან დამემართა საბედნიეროდ არც ხმები მესმოდა და არც უცნაური შემინიშნავს რამე მაგრამ მაინც საშინელებაა და შემეშინდა იმედიმაქვს ეს აღარ განმეორდება 😦

    Like

  20. zaza 06/06/2016, 10:59 AM

    იმედია ეს კიდე ერთ-ერთი ფაქტია იმისა (და დასაჯერებელია) რომ სულიც არსებობს რელიგიაც (ღმერთი თავისთავად) უხილავი სამყაროც, რომელიც ჩვენთვის ამოუხსნელია, სულის, ღმერთის არსებობის დაჯერების გარეშე… (მაგრამ უცნაური ის არის რომ ზოგიერთები იტყვიან, მაინც არ მჯერა, და ზღაპრად მოეჩვენებათ)
    ისე, ძალიან უცნაური დრო მოვიდა, ნამდვილ ზღაპარს რეალობად აღიქვამენ და რეალობას ზღაპრად, ყველაფერი თავდაყირა… 🙂

    Like

    • ლუკა ქოქიაშვილი 01/07/2016, 11:45 AM

      ზაზა, თქვენი კომენტარები წავიკითხე და თავში ვირტყი ხელები…
      1) მეცნიერებაზე ასე რომ საუბრობთ, გვატყუებენო, რომელიმე დარგის სერიოზული მეცნიერების ნაშრომები მაინც თუ წაგიკითხავთ? (მგონი, არა, რადგან რომ წაგეკითხათ ახლა ასე არ ილაპარაკებდით). წესით ფსევდომეცნიერულ ბოდვებს ადევნებთ თვალყურს, რაც, არანაირად არაა ვერიფიცირებული და აღიარებული, რასაც ყვითელი პრესა აქვეყნებს და შესაბამისად არასანდოა.
      2) ანუ, ბოლოს ყველა ირწმუნებს? დარწმუნებული ხართ? ალბათ ეს იდეაც ყვითელმა პრესამ ჩაგაგონათ დიდ მეცნიერებზე არსებული მითებით, თითქოს სიკვდილის წინ ყველამ ღმერთი ირწმუნაო.
      3) ჯვარი გაიკეთოს და ძილში დამბლა არ დაემართება? (მე არ ვიცი ამ კონკრეტული სტატიის სანდოობის შესახებ, მაგრამ აქ სიცრუე ნამდვილად არაფერია, რადგან მსგავსი ჰიპოთეზები სანდო ლიტერატურაშიც წამიკითხავს). აქ დეტალურად წერია,თუ რატომ გემართებათ ძილში დამბლა, ლოგიკურადაა განხილული ტვინის მოქმედება ამ დროს და ამ მოვლენის მიზეზებზეცაა საუბარი. და თქვენ კიდევ ამბობთ, ჯვარი დაგიცავთო? რამე კავშირს ხედავთ ჯვარსა და ამ მოვლენას შორის? ნერვული იმპულსების დარღვევას ჯვარი როგორ უშველის?
      გთხოვთ, ცოტა დაუფიქირდით რაღაცებს, გააანალიზეთ მოვლენები და მათი მიზეზები, ნუ იცხოვრებთ მითებისა და ზღაპრების სამყაროში და დამიჯერეთ, უკეთ იგრძნობთ თავს.
      მეცნიერებისა და სამეცნიერო იდეებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება კარგია და უზრუნველყოფს მეცნიერებაში არასწორი იდეების გამორიცხვას, მაგრამ ეს სკეპტიციზმი გამყარებული უნდა იყოს ისევ სამეცნიერო ცოდნითა და აზროვნებით. თქვენ შემთხვევაში კი სკეპტიციზმი მეცნიერების მიმართ ემყარება რელიგიას, ამიტომ ეს უარესად აბრკოლებს ობიექტური რეალობისკენ სწრაფვას. თქვენ, თქვენი აზროვნებით ჩაკეტილი ხართ ზედმეტად სუბიექტურ რეალობაში, სადაც სული სულობს და ღმერთი მაღლიდან იყურება. 🙂

      Like

  21. irakli 30/06/2016, 6:07 AM

    ai yoveldge memarteba eg ragac. dgesac 3jer gavigvidze mgonia ro ragac mawva zevidan, fexis xma da ragac cudi shegrdzneba. mara yvirils dros dedas vfciavar xma ar amomdis. daaxloebit 1-2 wt-shi yvelaferi qreba ertad.

    Like

  22. Zaza 01/07/2016, 2:04 PM

    ყვითელი პრესა თუ მეცნიერებასთან მიმართებაში არსებობს, რელიგიასთან მიმართებაში არ არსებობს ყვითელი პრესა?
    გვატყუებენო, კი გეთანხმები ნამდვილად, რაც წავიკითხე იმას გავეცი პასუხი, გვატყუებენ. (ფიცი მწამს საქმენი მათი მაკვირვებენ)
    მაგ სტატიაში, 10 000 ათას წელზე რაც ეწერა და მე რაზეც გავეცი პასუხი, ეგ თუ ყვითელი პრესაა… მაშინ რატომ გგონია რომ რელიგიაზეც ყვითელი პრესა არ მუშაობს?
    რომელიც თქვენ (მეცნიერების მხარდამჭერები) ფიქრობთ მცდარად რელიგიაზე, იქნებ ყვითელი პრესის დამსახურებაა ესეც, და არა რელიგიის, თქვენ რომ ესე ფიქრობთ (როგორც ზღაპრად)?
    მე არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს მეცნიერებასთან, მე მხოლოდ ფაქტებს ერთმანეთს ვუკავშირებ და შემდეგ ვაკრიტიკებ (ჯანსაღი კრიტიკა ეს არის სწორედ)…
    და რატომ გგონია რომ ჯვარს ძალა არ აქვს? თუკი მაქციების, ვამპირების, სუპერმენების თუ სპაიდერმენების… ესეთი რაღაცეების გჯერავთ, ჯვარს რომ ძალა ჰქონდეს რა, რატომ გიკვირს?
    (ვისაც ჯვრის სჯერავს, ქრისტიანობას იცავს რა, ფანატიკოსები არიან, გიჟები არიან? თუ ესე ფიქრობ შენ, მაშინ მე მირჩევნია ისევ ესეთი ფანატიკოსი ვიყო, ისევ ესეთი გიჟი ვიყო, თუ გინდა გოიმი, ვიდრე მეცნიერებით შეპყრობილი დღევანდელი თანამედროვე, კაი ტიპი)
    ბიბლია ხომ ნამდვილად არსებობს, 10 მცნება ხომ ნამდვილად არსებობს, იესო ხომ ნამდვილად არსებობს, ჯვარზე ხომ ნამდვილად გააკრეს და საერთოდ ბიბლიური ისტორიები ხომ ნამდვილად არსებობს, (ისეთ ტყუილს რა ვუთხარი თუ რაღაც პროცენტები სიმართლე არ არისო) 2 000 წლის უკან ხომ ნამდვილად იყო ის ყველაფერი რაც იყო და როგორც იყო, ამას თვითონ მეცნიერები ეთანხმებიან და ამტკიცებენ კიდევაც, თუ ესეთი მეცნიერები ვინც ამ ყველაფერს ამტკიცებს “ყვითლები” არიან და ვინც პირიქით ”ცისფერები”? 🙂 თუ როგორ არის ეგა?..
    მაინტერესებს, სერიოზულ მეცნიერს ვის ეძახი, რომელიც რელიგიას უარყოფს და დაახლოებით ესე ამბობს როდისღაც საიდანღაც მოვფრინდითო (დიდი აფეთქებების შემდეგ, თუ აფეთქებებით)?
    შეიძლება ესე იდეალურად შეიქმნას, ესე იდეალურად ყველაფერი როგორც არის, ჯერ თვითონ სამყარო, პლანეტები, გალაქტიკები თავისი წესრიგით, სილამაზით, მერე თვითოეული, ნებისმიერი რამე რომ განვიხილოთ ცალ-ცალკე, მაგალითად წყალი, თვითონ, თავისით, ცეცხლი, სინათლე, სითბო, მცენარეები, ცხოველი… ადამიანი? ვიცი, დაიწყებ მეცნიერული ენით ამ ყველაფრის ახსნებს, მაგრამ რა იცი რომ ეგ სიმართლეა, ეგ ახსნები? შენ დღევანდელი ცოდნით ამტკიცებ ამ ყველაფერს, ხვალ სხვა ცოდნით დაამტკიცებ და ესე გრძელდება უსასრულოდ, რელიგია დღეს როგორც გასწავლის ადრეც ესე გასწავლიდა და მომავალშიც ესე იქნება, რადგან რელიგიას არ ჭირდება ცვლილებები, სიმართლე სხვადასხვანაირად არ იხსნება, მხოლოდ ერთია.
    გეთანხმები, ნამდვილად დაფიქრებაა საჭირო…
    ყველაფერი არსებობს, რასაც ჩვენ ყველაფერს სხვადასხვანაირად, ჩვენებურად, როგორც ჩვენ გვირჩევნია ისე აღვიქვამთ, სიტუაციიდან, საქმიდან გამომდინარე, მოდიდან გამომდინარე…

    Like

    • ლუკა ქოქიაშვილი 01/07/2016, 7:31 PM

      ზაზა, რელიგიისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ჩემს და სხვა სკეპტიკოსების შემთხვევაში ყვითელი პრესის ბრალი არაა. ჩემ შემთხვევაში საქმე ულოგიკობას, უფაქტობას და ბევრ დაუმოწმებლობას ეხება. მეცნიერების ჰიპოთეზები, კიბატონო, იცვლება, მაგრამ მოდი ჩავუღრმავდეთ როგორი ჰიპოთეზები შეიცვალა? -რომელსაც ფაქტობრივი, ექსპერიმენტული და სხვა არანაირი შემოწმებული საფუძველი არ გააჩნდა და რომელიც მხოლოდ აზრობრივობით ხასიათდებოდა. მაგ.: გეოცენტრული თეორია, ფაქტია, რომ არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა იმისა, რომ გეოცენტრული თეორია აეღიარებინათ. ეს ჰიპოთეზა ძირითადად იქიდან გამომდინარეობდა, რომ ადამიანს გააჩნია განსაკუთრებულობისა და ერთადერთობის შეგრძნება, რელიგიური მოტივებითაც სამყარო ადამიანისთვისაა შექმნილი და იგი მის მთავარ ობიექტს წარმოადგენს, შესაბამისად, გეოცენტრული თეორია ამას კარგად ეთანხმება. მაგრამ ფაქტებით დადასტურდა, რომ გეოცენტრული თეორია მცდარია.
      რაც შეეხება რელიგიის სტატიკურობას: რელიგია როგორც გვასწავლის ადრეც ასე გვასწავლიდა? რას ლაპარკობთ:
      1) მრავალი განსხვავება ძველსა და ახალ აღქმებს შორის. ის რაც ძველ აღქმაში მისაღებია, ახალ აღქმაში მიუღებლად ითვლება, რადგან ახალ აღქმაში სულ სხვა მორალისა და მენტალობის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად შეიცვალა დამოკიდებულება წმინდა საკითხებისადმიც. როცა ძველ აღქმაში “თვალი თვალის წილ” პრინციპით მოქმედებდნენ, ახალ აღქმაში უკვე მარჯვენა ლოყაში შემომრტყმელს მარცხენაც უნდა შევუშვიროთ, აქ უფრო მიმტევებლური დამოკიდებულებაა.
      2) თვით ქრისტიანობის რელიგიად ჩამოყალიბების შემდეგაც კი მრავალჯერ შეიცვალა რელიგიური დამოკიდებულებები. არსებობდა ხატმებრძოლეობა და მის თანამედროვედ ხატების თაყვანისცემა, მრავალჯერ მოხდა ქრისტიანობაში ცვლილებები, მოხდა სამყაროს აღქმის ცვლილებაც კი: მეოცე საუკუნის ბოლომდე ვატიკანი ისევ გეოცენტრული თეორიის რეალობით ცხოვრობდა.
      და ა.შ.
      თუ ეჭვი გეპარებათ სამეცნიერო ფაქტების/თეორიების და სხვათა სისწორეში, შეგიძლიათ ჩაუღრმავდეთ იმ მეთოდებს, რომლებითაც ამ დასკვნებს იღებენ. მერე თქვით, ეთანხმებით თუ არა. დიდი აფეთქების არ გჯერათ? – წაიკითხეთ დიდი აფეთქების თეორია, გაერკვიეთ ასტროფიზიკის პრინციპებში.
      ევოლუციის არ გჯერათ? – გადახედეთ პალეონტოლოგიას, პალეობიოგეოგრაფიას, თუნდაც ევოლუციის საფუძვლებს.
      აბიოგენეზის არ გჯერათ? – ამასაც გაეცანით, გაეცანით როგორც თეორიის არსს, ასევე მის ექსპერიმენტულ საფუძველს.
      P.S. არც მაქციების, არც ვამპირების, არც სპაიდერმენებისა და არც სუპერმენების არსებობის არ გვჯერა, საიდან მოიტანეთ…
      მეცნიერებას არ სწამს, მეცნიერება ცხოვრობს იმ რეალობაში, რასაც იძლევა სამეცნიერო მეთოდით დამოწმებული ფაქტები და მოვლენები.
      მეცნიერება ასევე არაფერს გამორიცხავს ისეთს, რის საწინააღმდეგოდაც არ არსებობს რაიმე ხელმოსაჭიდი, მაგრამ ასეთ თემებს მაინც ირიბად უყურებს, რადგან მის დასამტკიცებლადაც არაფერი არსებობს, შესაბამისად მე არ გვჯერა არც მაქციების, არც ვამპირების, არც ეშმაკების და არც ბოროტი სულების, ამის პარალელურად არც ანგელოზების და მისნაირი მითიური არსებების.

      Like

  23. zaza 01/07/2016, 11:34 PM

    ლუკა, ჩვენ რომ ერთმანეთს დაუსრულებლად არ დავუწყოთ კამათი ან რაღაც მტკიცებულებები არ მოვთხოვოთ ერთმანეთს ამისათვის ეს ლინკი არის ძალიან კარგი წასაკითხი, ეს ძალიან ახლოს არის ჩვენი კამათისათვის, ფაქტიურად შენს კითხვებს და ჩემს პასუხებს კარგად უდგება ეს ლინკი და ძალიან კარგი იქნება თუ ყურადღებით წაიკითხავ ამ სტატიას და ჩათვალე რომ შენს დასმულ კითხვებს (და არამარტო შენს კითხვებს) პასუხებს სცემს…

    http://www.orthodoxy.ge/metsniereba/dialogi.htm

    Like

    • ლუკა ქოქიაშვილი 02/07/2016, 4:26 PM

      ზაზა, ყურადღებით წავიკითხე ყველაფერი.
      მსჯელობა ერთი შეხედვით ლოგიკურადაა წარმართული, მაგრამ აბსურდულია და გეტყვი რატომაც.
      ყველაზე მთავარი_ სამყაროში მატერიის გარდა არსებობს ენერგიაც, რასაც მოძღვარი მსჯელობისას არ ითვალისწინებს. როდესაც მას მოჰყავს მაგალითი ელექტროენერგიის არსებობის უტყუარობისა, ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ელექტროენერგია გაზომვადია, ანუ ჩვენ გაგვაჩნია მის მოქმედებაზე დაკვირვების საშუალება. ასევე გაზომვადი და დაკვირვებადია ის რეალობა, რომელიც ჩვენი გრძნობითი ორგანოების მიერ არ აღიქმება. მაგალითად სინათლის სხივთა ის დიაპაზონი, რომელიც ჩვენი თვალისთვის არ აღიქმება:ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და ა.შ. (ადამიანის თვალი მხოლოდ გარკვეული დიაპაზონის სიგრძის ტალღებს აღიქვამს, თუმცა დანარჩენი სიგრძის ტალღებიც გაზომვადია), ანალოგიურად ბგერითი დიაპაზონი და ა.შ. მაგრამ, რატომღაც მოძღვარმა თავი აარიდა იმ კითხვას, რით იზომება ადამიანის სული, როგორც არამატერიალური სუბსტანცია და დაიწყო სულიერების არსებობამდე ,თითქოს, ლოგიკით მისვლა, ბოროტებისა და სიკეთის ცნებების შემოტანა და მათი არსებობით სულიერების განსაზღვრა. ასევე დაუშვა დიდი შეცდომა, როცა ადამიანის სხეული განიხილა, როგორც არაცოცხალი მატერიის მსგავსი.
      მოდი, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ რა განსხვავებაა ცოცხალ ორგანიზმსა და არაცოცხალ მატერიას შორის? აბსოლუტურად სწორია, რომ ჩვენც იგივე ქიმიური ნივთიერებებისგან შევდგებით, რისგანაც არაცოცხალი მატერია, რადგან სიცოცხლე არაცოცხალი მატერიის ნივთიერებების საფუძველზეა შექმნილი. ცოცხალსა და არაცოცხალს შორის განმასხვავებელი ვერ იქნება ქიმიური შედგენილობა, ე.ი. მათ არაფერი განასხვავებთო (მატერიალისტური შეხედულებით უნდოდა ეს ეთქვა და შემდეგ მათ განმასხვავებელ ერთადერთ ნიშნად სული შემოეტანა).
      საქმე იმაშია, რომ სიცოცხლე მატერიის უმაღლესი ფორმაა და მას არაცოცხალი მატერიისგან ატომების დონეზე არაფერი, მაგრამ უფრო მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ის განასხვავებს, რომ მასში არსებობს ცილის მონომერები-პოლიმერები, უჯრედები, ქსოვილები და ა.შ., რაც არაცოცხალ მატერიაში არ გვხვდება. ამიტომ, მხოლოდ უმდაბლესი ორგანიზაციული დონით შედარება ძალიან ალოგიკურია.
      მოძღვარმა შემოიტანა ბოროტებისა და სიკეთის, ასევე თავისუფალი ნების ცნებები.
      რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე? არსებობს თუ არა ობიექტური მიდგომა ამ ცნებებისთვის? რატომ ვართ ბოროტები და რატომ ვართ კეთილები?
      ბოროტება და სიკეთე ადამიანის, როგორც მაღალორგანიზებული არსების (რომელსაც გააჩნია მოვლენათა ურთიერთქმედებისა და შესაძლო განვითარების განსაზღვრის უნარი) მიერ შემოტანილი აბსტრაქტული ცნებებია, ამასთან სუბიექტურიც. მაგალითად: ერთი და იგივე მოვლენა ორი სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანის მიერ შეიძლება შეფასდეს განსხვავებულად. ჰომოსექსუალებისთვის მათი ურთიერთობა საერთოდ არ ასოცირდება ბოროტებასთან, რელიგიური მრწამსის მქონდე ხალხისთვის კი მათი ურთიერთობა უკეთურებაა. მათხოვრის დახმარება ერთისთვის უკეთურებაა მეორესთვის სიკეთე, ეს პირველი, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ დახმარებით მას უკლავს უნარს, იშრომოს და თვითონ მოიპოვოს სარჩო-საბადებელი, აჩვევს სხვის ხარჯზე ცხოვრებას, შესაბამისად, იგი ცდილობს უბიძგოს მას დამოუკიდებლობისკენ. ამით, იგი თვლის რომ ამით მათხოვარს ეხამრება ცხოვრების შეცვლაში. მეორე კი დახმარებად უშუალო, ერთჯერად, ან მრავალჯერად ფინანსურ შემწეობას თვლის. ამ შემთხვევაში რომელია სიკეთე და რომელი ბოროტება? საბოლოოდ, გამოდის, რომ სიკეთე და ბოროტება სუბიექტური ცნებებია და ჩვენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს და არა სულიერებიდან. რატომ გვინდა დავეხამაროთ სხვას? იმიტომ, რომ საკაცობრიო გამოცდილებით, ადამიანს უდგება მომენტები, როცა თავადაც სჭირდება დახმარება. ჩვენი დამხმარე ბუნებით კი ვქმნით ასეთი ქმედებების საყოველთაოობის საფუძველს, რაც ისევ ჩვენთვისაც იწევს დადებით შედეგებს. თუ ჩვენ ვქმნით იმას, რასაც ბოროტებას ვეძახით, ჩვენსავე ცხოვრებაში, გაჭირვების ჟამს ისევ საზოგადოებისგან არ გვეძლევა(ან ნაკლებად გვეძლევა) გადარჩენის შანსი, ნებისმიერი ორგანიზმი კი გადარჩენისკენ მიილტვის. ის, რომ ჩვენ მომავალ თაობებს ვუქმნით სტაბილურ მომავალს, ისევ ჩვენი ალტრუისტული ბუნებიდან გამომდინარეობს, რაც ჩამოგვიყალიბა არსებობისთვის ბრძოლამ. ვხვდებით, რომ გადარჩენის შანსი მეტია, რაც მეტად ვზრუნავთ სხვებზეც. მაგრამ ეს ყველაფერი არ წარმოიდგინო ისე, თითქოს თითოეული ადამიანი “სიკეთეს” საკუთარი თავისთვისა და კეთილდღეობისთვის აკეთებს. არა, ჩვენ ეს უნარი დიდი ხნის მანძილზე გამოგვიმუშავა არსებობისთვის ბრძოლამ.
      მოძღვარს დიალოგი სათავისოდ ჰქონდა წარმართული. მატერიალისტური მიდგომა (როგორც თვითონ ეძახის ჩემნაირი ხალხის მიდგომას), როგორც აღმოჩნდა საერთოდ არაა აბსურდული და ითვალისწინებს ლოგიკურ მიზეზ-შედეგორივ კავშირებს, სადაც სული არაფერ შუაში არაა.

      Like

  24. zaza 03/07/2016, 9:09 PM

    რავიცი, აბა რა გითხრა, თქვენ, მეცნიერების აზრების და თეორიების მიმდევრები ესე ფიქრობთ სასულიერეო პირები, რელიგიათმცოდნეები და ასე შემდ… სხვანაირად ფიქრობენ… (თითქოს ერთნიც მართლები არიან და მეორენიც, გააჩნია რომელი მხრიდან შეხედავ და როგორი რწმენით)
    მე პირადად არც სასულიერო პირი ვარ და არც მეცნიერების მიმდევარი, მაგრამ ჩემი რწმენა, აზროვნება და გაგება გამაჩნია, ჩემებურად მჯერავს და მწამს, შესაბამისად თავს ქრისტიან-მართლმადიდებლად ვთვლი თავს…
    ჩემი აზრით როდესაც მეცნიერი ხარ და რწმენაც გაქვს ეს ჯობია ვიდრე ურწმუნო მეცნიერი, ურწმუნო მეცნიერი მხოლოდ საკუთარი კარიერის, ჯიბის მეცნიერია, მორწმუნე მეცნიერს უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის. (ეს ჩემი პირადი აზრია) 🙂
    ადამიანის სული არ იზომება ჩემი აზრით, ვერანაირი ხელსაწყოთი ვერ გაზომავ, რადგან ის მარადიულია, არამიწიერია, აუხსნელია და ჩვენთვის უხილავია… (ღვთიური გონიერი არამიწიერი ენერგიაა)
    ადამიანის სული არც სიკეთით იზომება და არც ბოროტებით, რადგან ადამიანის სული მხოლოდ კეთილად იბადება და შემდეგ იძენს სხვადასხვა თვისებებს, ბოროტი ადამიანი არ არსებობს, არსებობს ცუდი, ავი თვისებების მატარებელი (შემდეგ შეძენილი თვისებების მატარებელი, გზას აცდენილი).
    სიკეთე, მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, როდესაც შენი თავის საზრუნავად, სასარგებლოდ არ აკეთებ სიკეთეს და აკეთებ მხოლოდ იმისათვის რომ უბრალოდ, დახმარება ჭირდება და ეხმარები, პარალელურად რომ არ ფიქრობ ქულების ჩასაწერად, რომ მომავალში წინ დამხვდებაო ეს ჩემი გაკეთებული სიკეთე (რაც მეტი მით უკეთესიო)…
    თუმცა, სიკეთის კეთებასაც ცოდნა უნდა ვის როდის უნდა გაუკეთო სიკეთე, რადგან არის ხოლმე შემთხვევები გგონია სიკეთეს აკეთებ მაგრამ პირიქით გამოდის, ეს ისევდაისევ ჩვენი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე… (ამის გარჩევა წმინდანებმა იციან)
    მე პირადად ასე ვთვლი თუ არ მთხოვს დახმარებას არ დავეხმარები, თუ „წაქცეულია, დაცემულია“ მაშინ თავისთავად დავეხმარები, შეძლებისდაგვარად…

    Like

    • ლუკა ქოქიაშვილი 04/07/2016, 6:40 PM

      სიკეთეზე და ბოროტებაზე, როგორც სუბიექტურ ცნებებზე, როგორც ადამიანში ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებურ ქცევაზე უკვე გესაუბრე..
      მე ვარ მომავალი მეცნიერი, ანუ გინდა თქვა ჯიბის მეცნიერი ვიქნები? 😀 გამაცინე.
      არანაირ შემთხვევაში. მე შეცნობისკენ მივისწრაფი, მაინტერესებს როგორ მუშაობს სამყარო, როგორც მთლიანი, ისე მისი ცალკეული ნაწილი. ამიტომ, ვცდილობ მეტად გავერკვე მასში და ასევე, ის, რაშიც გავერკვევი, სხვასაც გავაგებინო_ მეტად დავაახლოვო ობიექტურ რეალობას.

      Like

  25. zaza 04/07/2016, 10:24 PM

    ლუკა, რადგან მომავალი მეცნიერი ხარ და თანაც რბილად რომ ვთქვათ არარელიგიური, ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვები და მაინტერესებს რა ახსნას მოუძებნი, ოღონდ სრული სერიოზულობით და არანაირი ირონია, ან ზდმეტი ან დაკლებული, სრული სიმართლეა, პირადად მე რომ ვხედავდი, დღესაც ვხედავ, ჩემი კარის პირდაპირი მეზობელია, არავის არც მონაყოლი და არც მონაჭორი, პირადად მე დღესაც ვხედავ, ვუყურებ…
    ქალია, რომელსაც წლების განმავლობაში კიბო აქვს, დაახლოებით 2 წლის უკან, მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა როდესაც მოხდა, მაგ დროს ეს ქალი ძალიან ცუდად გახდა, ექიმებმა რომ ნახეს დასკვნა ესეთი იყო, დაახლოებით ერთი კვირის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, ხელი აღარ მოკიდეს, 100%-ით სიკვდილი…
    და ოჯახის წევრებიც მზად იყვნენ, შეგუებულნი იყვნენ რომ ვეღარ უშველიდნენ ვერაფრით, ფაქტიურად მოსიარულე მკვდარი იყო, სულ გაშავებული იყო მთელ ტანზე, მარტო ძვალი იყო საჭმელსაც ვეღარ იღებდა და ჭკუაზეც ვეღარ იყო, გარეთ კედელკედელ იპარებოდა (როცა ოჯახის წევრები სამსახურში იყვნენ) და მეზობლები ხან სად დაიჭერდნენ ხან სად, რომ ეკითხებოდნენ სად მიდიხარო, პასუხი არ ჰქონდა თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა სად მიდიოდა, საკუთარი შვილიშვილები ეზიზღებოდა, ხომ წარმოგიდგენია რა დონეზეც იქნებოდა…
    შემდეგ რჩევა იყო, ოჯახის წევრებთან რომ მამა გაბრიელის საფლავზე წაეყვანათ, ცდა ღირდა თუკი მაინც აღარაფერი სხვა შანსი აღარ არის და მაინც რომ წაეყვანათ… დაიჯერეს და წაიყვანეს… იმის შემდეგ რამდენი, დაახლოებით, აღარ მახსოვს 2 წელია გასული, დღესაც ყოველდღე ვხედავ პირადად მე, ქალი ჩვეულებრივი ადამიანია, ცოცხალი ნორმალურ ჭკუაზე და რავიცი, ჩვეულებრივ ცხოვრობს დღესაც…

    რა ქვია ამას, როგორ ახსნი, თუკი შენთვის (და არამარტო შენთვის) არანაირი ღვთაებრივობა, ღმერთი, უფალი, სულიერება არ არსებობს?…

    ამას არანაირი გაფორმება არ აქვს, სრული სინამდვილე მოგიყევი რასაც პირადად მე შევესწარი ჩემი თვალით და დღესაც ვხედავ იმ ადამიანს, ეხლა ნუ დაიწყებ, გაცვეთილ მეცნიერულ ფრაზებს (რადგან ბევრჯერ მომისმენია მეცნიერებისგან) ჰალუცინაციები, როგორც შენ ფიქრობ ისე გეჩვენება და ასე შემდეგ და შემდეგ, სრულ ჭკუაზე ვარ და სრულად ვაკონტროლებ თავს… 🙂 🙂 🙂

    Like

  26. რეზო 06/07/2016, 12:51 AM

    მამა გაბრიელის საფლავი რომ შველოდეს, თქვენი პატრიარქი გერმანიაში არ ივლიდა სამკურნალოდ 🙂 ეს ფაქტი უკვე ყველაფერზე სცემს პასუხს 🙂

    Like

  27. რეზო 06/07/2016, 12:52 AM

    ზაზა იმ 10000 წელიწადზე ხომ გაგეცი პასუხი და აქ კიდე იგივეებს იმეორებ? 😀

    Like

  28. Zaza 06/07/2016, 2:12 PM

    მამა გაბრიელის საფლავი რომ შველოდეს, თქვენი პატრიარქი გერმანიაში არ ივლიდა სამკურნალოდ

    ამაში ვერ დაგეთანხმები, ეს ნამდვილად არ არის პასუხი, არაფერს არ სცემს პასუხს, უბრალოდ არანაირი არგუმენტი არ გაქვს და სხვა გზა არ გაქვს, ისევ აგრძელებ იმას რომ (მართალია სიტყვა-სიტყვით ესე არ ამბობ მაგრამ იგივეს ნიშნავს) თურმე ქრისტიან-მართლმადიდებლებს რაღაცეები გველანდება, გასაგებია ეს არის ზუსტად ჩემი მხრიდან მეცნიერების მიმართ ურწმუნოება. (ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს)

    “ჩვენი პატრიარქი” გერმანიაში რომ დადის და რატომ დადის ეს თავის საქმეა, თუ რატომ ბერის საფლავზე არ მიდის და ასე შემდ… ეს არც მე ვიცი და არც შენ, დარწმუნებული ვარ ამასაც თავის ახსნა აქვს, ეს პატრიარქმა იცის.

    მაგრამ ფაქტს გვერდს რატომ უვლი (ხომ მოხდა ის ფაქტი რაც მე ვთქვი, მე თვითონ ვხედავდი) თუ რამის დამტკიცება შეგიძლია, მეცნიერულად, მე ვამბობ, ვხედავ ყოველდღე ჩემი კარის პირდაპირ ცხოვრობს ადამიანი, არავის მონაყოლი და მონაჭორია-მეთქი, დღესაც ცოცხალი დადის, და რაც გადახდა თავს იმას ყოველდღე ვხედავდი და იმაზე უკეთესად არის ვიდრე იყო 2 წლის უკან, აქ რა არის გაუგებარი? და ამიტომაც საკუთარი თვალით რომ დავინახე კიდევ უფრო მიმყარდება იმის აზრი რომ ყველაფერი ღვთაებრივი არსებობს… უბრალოდ მაინც არ გინდა რომ დაიჯერო… (თეთრზე მეუბნები რომ შავიაო, გეჩვენებაო, ფაქტიურად ეგრე გამოგდის, ვხედავ მაგრამ მაინც არ მჯერავსო, მესმის მაგრამ მაინც არ მესმისო)

    თქვენ მეცნიერები მიმტკიცებთ რაღაც მათემატიკურ-ფიზიკური ახსნებით, (და თანაც არც იცით რომ მართალია, რაიცით იქნებ არ არის ეგ თქვენი მათემატიკა-ფიზიკა სწორი, მაგ ახსნებთან მიმართებაში და თქვენ გგონიათ რომ მართალია, იქნებ ცდებით) და მე გეუბნებით რომ მე ვხედავდი და ვხედავ, ვიცნობ დღესაც და ფაქტიურად შენ მეუბნები გელანდებაო, მეც იგივე აზრი მიჩნდება, თქვენც, მეცნიერებიც იტყუებით… 🙂

    მამა გაბრიელის სისხლი უხრწნელად რომ არის დღემდე, რატომ არის როგორ ახსნით მეცნიერები, ვერ ხსნით ხო? ვერც ახსნით, რადგან არ გინდათ რომ დაიჯეროთ…
    თუ ეგეც არ გჯერავთ შეგიძლიათ მოიძიოთ მისი პირადი ექიმის ხელშია ის უხრწნელი სისხლი, არვიცი შეიძლება ეხლა სხვაგან შეინახეს, ყოველშემთხვევაში ზუსტად ვიცი რომ იყო მის ხელში…
    ხატებს რომ მირონი სდის ან მაგას როგორ ხსნით, საფრანგეთში მუსულმანების ოჯახში მირონი რომ სდიოდა ქრისტიანულ ხატს, ეხლა ნუ მკითხავ რატომ ჰქონდა მუსულმანს ხატიო, რავიცი ჰქონდა, ფაქტია რომ ჰქონდა და რისთვის ჰქონდა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი, რაც მთავარია ხომ მოხდა, გასაგებია, თქვენი ახსაა რომ ქრისტიანები ყველას თავს ვახვევთ (ეტყობა ის მუსულმანების ჩვენსკენ გადმოვიდნენ, ქრისტიანებისკენ 🙂 ) და წყალს ან ზეთს ვასხამთ ხატებს, რათა მერე თქვენ დაგაჯეროთ, კარგით რა… 🙂 🙂 🙂

    Like

  29. Zaza 06/07/2016, 2:36 PM

    რეზო, ის რამოდენიმე ლინკები თუ ნახე რაც დაგიდე, და რა ზრი დაგრჩა?
    დაახლოებით ასეთი ალბათ, მე ჟუჟუნების სისულელეებს არ ვკითხულობ, მხოლოდ სუპერმენ მეცნიერების აზრებს ვეყრდნობი… 🙂

    Like

  30. რეზო 06/07/2016, 7:22 PM

    ზაზა მეცნიერების თუ არ გჯერა, რატომ იყენებ მათ მიერ გამოგონილ და შექმნილ ტექნიკას? კომპიუტერს რატომ იყენებ თუ არ გჯერა? ალბათ ტელეფონითაც საუბრობ ხოლმე და ელექტროენერგიაც გექნება სახლში, რომელიც სწორედ იმ მეცნიერებამ გამოიგონა, შენ რომ არ გჯერა. პატრიარქის მაგალითით უკვე ყველაფერი ნათქვამია, ფართხალს აზრი არ აქვს 😀
    არ იცი რა მიზეზით დადის “გარყვნილ ევროპაში” სამკურნალოდ ხოო? მე ვიცი. იმიტომ, რომ ეგ “მამა გაბრიელის საფლავი” და ხატებიდან გადმოსული მირონი რეალურად ვერავის კურნავს, ისღა დარჩენია ისევ მეცნიერებს მიმართოს.

    “მაგრამ ფაქტს გვერდს რატომ უვლი (ხომ მოხდა ის ფაქტი რაც მე ვთქვი, მე თვითონ ვხედავდი)”

    გვერდს არ ვუვლი, უბრალოდ ვერ ვხვდები მანდ რაზე უნდა გეკამათო. თუნდაც ყველაფერი, რაც შენ მოყევი იყოს მართალი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ეს მაინც არ არის საკმარისი, რომ ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ, თითქოს ზებუნებრივის ხელი ერიოს. როცა მაჩვენებ მტკიცებულებას, მაშინ დავიჯერებ. მსგავსი ისტორიები, მეც ბევრი მაქვს მოსმენილი და ჩემთვის ეგ არაფერს ნიშნავს. ისევე, როგორც იმ ათეისტ მეცნიერებს აქვთ მოსმენილი, მაგრამ განხილვის ღირსადაც არ აგდებენ ასეთ რაღაცეებს. ისინი მუშაობენ თავისთვის, ლაბორატორიებში, იკვლევენ სამყაროს, ყოველდღიურად აკეთებენ ახალ-ახალ აღმოჩენებს და დამერწმუნე მაგრად კიდიათ მათ ეგ მირონმდინარე ხატები და მსგავსი აბსურდული ამბები.

    “თქვენ მეცნიერები მიმტკიცებთ რაღაც მათემატიკურ-ფიზიკური ახსნებით, (და თანაც არც იცით რომ მართალია, რაიცით იქნებ არ არის ეგ თქვენი მათემატიკა-ფიზიკა სწორი, მაგ ახსნებთან მიმართებაში და თქვენ გგონიათ რომ მართალია, იქნებ ცდებით)”

    რომ ვცდებოდეთ, ამ კომენტარს ვერ დაწერდი მეცნიერების მიერ “რაღაც მათემატიკურ-ფიზიკური ახსნებით” შექმნილ მოწყობილობაში. მსგავსი ფაქტი მაჩვენე შენ რელიგიაში მომხდარიყოს და დავიჯერებ.

    ერთი რამე დამისახელე ისეთი, რაც რელიგიამ შექმნა რაიმე ზებუნებრივის დახმარებით. მე გაჩვენებ ხომალდს, რომელიც იუპიტერზე გაფრინდა, მეცნიერება რომ ცდებოდეს, იუპიტერამდე ვერ მივაღწევდით და გვეგონებოდა, რომ დედამიწა ბრტყელია და სპილოებზე დგას.

    “ენ მეუბნები გელანდებაო, მეც იგივე აზრი მიჩნდება, თქვენც, მეცნიერებიც იტყუებით…”

    ანუ შენი აზრით გველანდება და არ არსებობს მთელი ეს თანამედროვე ტექნოლოგიები? ანუ შენც გელანდება რომ კომპიუტერთან ზიხარ ხოო? ამ კითხვაზე გამეცი პასუხი.

    არაფერი არ არის უხრწნელი, ვნახე რაც იყო და ჩვეულებრივ გახრწნილია 😀 შენ ეგვიპტის ფარაონების მუმიები არ გინახავს ეტყობა როგორ არის დღემდე შემორჩენილი 😀 მსგავსი სასწაულები, უკვე მილიონჯერ ვიმეორებ, სხვა რელიგიებშიც ხდება. თუ თვლი რომ სხვა რელიგიების სასწაულები ფოკუზებია, მაშინ რატომ გგონია შენი რელიგია გამონაკლისი?

    “ხატებს რომ მირონი სდის ან მაგას როგორ ხსნით”

    ახსნილია ეგ უკვე.

    შენ როგორ ახსნი იმას, რომ ბუდას ქანდაკება რძეს სვამს? როგორ შეიძლება ქანდაკბა რძეს სვამდეს? არა, აშკარად ზებუნებრივი რამაა კაცო.

    Like

  31. რეზო 06/07/2016, 7:26 PM

    “რეზო, ის რამოდენიმე ლინკები თუ ნახე რაც დაგიდე, და რა ზრი დაგრჩა?
    დაახლოებით ასეთი ალბათ, მე ჟუჟუნების სისულელეებს არ ვკითხულობ, მხოლოდ სუპერმენ მეცნიერების აზრებს ვეყრდნობი… ”

    ჯერ ერთი მაგაზე გაგეცი უკვე პასუხი და ძალიან გთხოვ მართლა მილიონჯერ ნუ მამეორებინებ. მე მეცნიერების აზრებს არ ვეყრდნობი. საერთოდ არავის “აზრებს” ვეყრდნობი. მე ვეყრდნობი მხოლოდ ფაქტებს და მტკიცებულებებს. თქვენგან განსხვავებით, ვინმეს ავტორიტეტულობის გამო ბრმად არ ვუჯერებ. არა, არ მინახავს, თუ რამე სერიოზულია, გადავავლებ თვალს. იმას ვეღარ ვპოულობ, რომელ პოსტზე იყო, არვიცი დააკომენტარე თუ არა რამე და დამილინკე ბარემ ვნახო 😀

    Like

  32. zaza 06/07/2016, 9:42 PM

    კომპიუტერი და საერთოდ, ტექნოლოგიები რა შუაშია რელიგიასთან, მე არაერთხელ განგიმარტე რომ ტექნოლოგიურ მეცნიერებას მივესალმები-მეთქი, მაგრამ რელიგიას მეცნიერება როდესაც იგნორირებას უკეთებს, ვითომც არც არსებობს და ყველაფერი ან წეროებს მოაქვთ ან თავისით იქმნება მაგაზე მაქვს მხოლოდ კომენტარები დაწერილი?.. (ისევდაისევ ყურადღებაა საჭირო)

    მამა გაბრიელს რაც შეეხება და საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით… შენ არ გინდა რომ გჯეროდეს და იმიტომ თორემ რეალურად თუ მოუსმენ ადამიანს და დაუკვირდები ყველაფერს, მაშინ მიხვდები რომ არც ისეა საქმე როგორც ქუხს ისე წვიმდეს…

    გეუბნები არავის მონაყოლი არ არის-მეთქი პირადად შევესწარი, ვიცნობ და ვხედავ ყოველდღე იმ ადამიანს და მაინც იძახი რომ მაინც არ მჯერავსო (შენი ნებაა გინდ დაიჯერე გინდ არა) აბა, რა ქვია ამს შენ თვითონ დაარქვი სახელი მაშინ, რბილად რომ ვთქვათ თეთრი შავიაო მეუბნები… რომც ვიდეო კადრები ჩამეწერა რა, დაიჯერებდი? შენ თვითონ ხომ იცი რომ არ დაიჯერებდი მაინც, იტყოდი მონტაჟიაო…
    მათემატიკურად და ფიზიკურ ენაზე როგორ აგიხსნა ელხა ეს ამბავი, ფორმულები ჩამოგიწერო თუ რა ვქნა ვერ გავიგე… რადგან არაფრის დაჯერება არ გინდა აბა მაშინ რა მტკიცებულებებს მთხოვ ერთი ამიხსენი, რა ენაზე უნდა აგიხსნა რომ დაიჯერო? (არ გეწყინოს, უბრალოდ ვერ გავიგე ვერაფერი)
    მე რა თქმა უნდა ვერაფრის დაჯერებას დაგაძალებ და არცა მაქვს უფლება, უბრალოდ ვკამათობთ და იმიტომ გამიგრძელდა ამ თემაზე ლაპარაკი… (თავსმოხვევად ნუ ჩამითვლი)

    მართლა ლაბორატორიებს ხომ ვერ შევქმნი, უბრალოდ არ მესმის როგორ უნდა დაიჯერო?.. 🙂

    ერთი რამე დამისახელე ისეთი, რაც რელიგიამ შექმნა რაიმე ზებუნებრივის დახმარებით.

    რელიგიამ შენ შეგქმნა მე შემქმნა, (შეგქმნა, რა თქმა უნდა პირდაპირი გაგებით არ გეუბნები, გაუგებრობას რომ არ ქონდეს ადგილი) ის და ისინი… შენ რომ განათლებული ხარ, სხვები რომ განათლებულები არიან, სახელი არ მინდა ვთქვა, ზოგიერთი რელიგიის მიმდევრებივით კამიკაძე რომ არ ხარ, კაციჭამია რომ არ ხარ, სიკეთის და ბოროტების შეცნობა რომ შეგიძლია, კოსმოსში რომ დაფრინავ, მეცნიერება რომ არსებობს, მსოფლიოში ყველაზე მაღალგანვითარებულები ქრისტიანები რომ არიან, რელიგიურად, ტექნოლოგიურად, კულტურულად, შენი (ზოგადად რა თქმა უნდა) მსოფლმხედველობა სხვებისგან, გამორჩეული რომ არის, და საერთოდ ქრისტიანები რომ წინ არიან ყველაფერში, უმეტესად… აი, ეს არის ის ზებუნებრივობა რომელსაც შენ საოცრებად არ აღიქვამ და შენთვის სულაც არაფერს ნიშნავს.

    რომ ვცდებოდეთ, ამ კომენტარს ვერ დაწერდი მეცნიერების მიერ “რაღაც მათემატიკურ-ფიზიკური ახსნებით” შექმნილ მოწყობილობაში. მსგავსი ფაქტი მაჩვენე შენ რელიგიაში მომხდარიყოს და დავიჯერებ.

    ჩემ რელიგიაში რომ ფაქტებია იმდენი მემგონი მეცნიერების ისტორიაში არც ყოფილა და არც არის, ოღონდ სამწუხაროდ შენ არაფრის გჯერავს…

    ანუ შენი აზრით გველანდება და არ არსებობს მთელი ეს თანამედროვე ტექნოლოგიები? ანუ შენც გელანდება რომ კომპიუტერთან ზიხარ ხოო? ამ კითხვაზე გამეცი პასუხი.

    მე ტექნოლოგიები კიარ მელანდება, მე თქვენი მტკიცებულებები არ მჯერავს-მეთქი რელიგიასთან მიმართებაში, რადგან დღეს ერთს ამტკიცებთ და ხვალ უკეთესად დახვეწავთ და მერე ამბობთ შევცდით ესე კიარა სხვანაირად ყოფილაო, და ასე გრძელდება კაცობრიობის ისტორია თავისი მეცნიერებით, თუმცა ეს ბუნებრივია და არ მიკვირს, უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებ… (ეს ისე ზოგადად)

    და რა ნახე, სისხლი ნახე? მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი შუშის ბოთლში, დღეს ისევ ისე რომ არის როგორც ახალი, ის ნახე და მაინც არ იჯერებ?
    მუმია საერთოდ არ იყო აქ მოსატანი შენი მხრიდან, საერთოდ რა შუაშია მუნია?..

    ბუდას ქანდაკება რომ რძეს სვამს, ეს უბრალოდ შენი მხრიდან ჯიბრით ლაპარაკია და მეტი არაფერი, თუ სერიოზულად და ჯანსაღად ვკამათობთ, კარგი და თუარადა შენც კარგად და მეც კარგად…

    მაგალითად, მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ წლების მანძილზე ბავშვი არ უჩნდებოდათ, ეკლესიაში მისულან ცოლ-ქმარნი შეუთხოვიათ ღმერთისთვის და შემდეგ გაუჩნდათ, რა თქმა უნდა ეხლა გეცინება და შენთვის ზღაპარია მაგრამ ფაქტს ვერ გაექცევი,თუმცა შენ გაურბიხარ, ძალიან მარტივად, მაინც არ მჯერა!.. ამას რა ქვია, შენ თვითონ თქვი, საინტერესოა…

    რაც შეეხება ლინკებს, კიბატონო, ნაკლებად მჯერა რომ წაიკითხო მაგრამ მაინც აგერ არის… 🙂
    http://tbiliso.ge/index.php?/topic/13885-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98/

    ეს იმისთვის რომ სული არსებობს
    http://www.self-discovery.ge/suli

    http://ucnauri.com/12732/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98/

    http://www.orthodoxy.ge/metsniereba/dialogi.htm

    http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=14972&year=2012&jurn_id=27&rubr_id=20

    http://mama-giorgi.moy.su/publ/st-39-at-39-iebi/gza_imkveqnad_ra_emarteba_adamianis_suls_gardatsvalebis_shemdeg/2-1-0-179

    Like

  33. Zaza 07/07/2016, 11:50 AM

    ხომ გითხარი რომ ყოველ სიტყვას ძალიან დიდი დაკვირვება უნდა-მეთქი, სიტყვას ძალიან დიდი ძალა, ფასი აქვს-მეთქი…
    რამდენი ხანია ჩვენ ერთმანეთს ვეკამათებით და მაინტერესებს თუ სადმე იპოვნი იმას რომ მე ვთქვი მეცნიერების გამოგონილ ტექნოლოგიების არ მჯერა და ასე შემდ…
    მე არაერთხელ და ძალიან ხშირად გიმეორებ მე, ტექნოლოგიურ მეცნიერებას პატივს ვცემ…
    მე პატივს არ ვცემ რელიგიურ მეცნიერებას რომ აიგნორირებენ და თითქოს არაფერი ღვთაებრივი არ არსებობს, ადამიანებს რომ ტვინს უჭედავენ ათასნაირ სისულელეებით, თითქოს და ყველაფერი თავისით იქმნებოდეს… დღეს ერთს ამტკიცებენ და ხვალ მეორეს გიმტკიცებენ, ან ჯერ გიმტკიცებენ მერე გეუბნებიან ბოდიშით შევცდით და თაობებს ამ ფსიქოლოგიებით ზრდიან თავიანთ ჩადენილი შეცდომებით, მერე ბოდიშებს უხდიან და ასე დაუსრულებლად რომ გრძელდება… (პირიქით მე თვითონ უკვე, სადღაც 22-წლამდეა კომპიუტერთან ვმუშაობ და ესეთ რაღაცეებს როგორ ვიტყოდი, აბა დაფიქრდი ან მოძებნე სად და როდის გითხარი)
    აი, ამას ვწერდი ხოლმე ჩემს კომენტარებში ყოველთვის, რატომღაც შენ შენებურად გესმის ხოლმე ჩემი კომენტარები და… (საუკეთესო დაცვა თავდასხმააო და მაგ მეთოდს იყენებ, შთაბეჭდილება მრჩება პირიქით, შენ არ კითხულობ ხოლმე კომენტარებს, ყველა და ყველაფერი „ჟუჟუნებად“ გეჩვენება, ვისაც თუ რაიმე ღვთიური სწამს)

    და რაიცი რომ არ კურნავს მირონი ადამიანებს, ლაბორატორიაში ცდები ჩაატარე თუ სტივენ ჰოკინგმა გითხრა… (თუ ერთხელ ვიღაცამ ზეთი წაუსვა იმის გულისთვის რომ ყურადღება მიექცია, ეს არ წყვეტს ყველაფერს იმას რომ იფიქრო ღმერთი არ არსებობს და არანაირი მირონ ძალა არ აქვსო) მე გეუბნები რომ ჩემი საკუთარი თვალით ვხედავ და ვიცნობ იმ ადამიანს ვინც დღესაც ცოცხალია, და თავს იმაზე უკეთ გრძნობს ვიდრე 2 წლის უკან იყო, და შენ მაინც ერთიდაიგივეს იმეორებ „თეთრი შავიაო“, მაინც არ მჯერავსო, ამას რა ჰქვია? შენ თვითონ დაარქვი სახელი.
    და, მტკიცებულება როგორ გინდა გაჩვენო იმ ადამიანს ვიდეო გადავუღო და დაგილინკო, ლაბორატორიაში ვირთხასავით ცდები ჩავუტარო თუ დაქპატიჟოთ სადმე ორივე და გაგაცნოთ ერთმანეთი, არ მესმის? 🙂 🙂 🙂 . . .
    რომელი უფრო დასაჯერებელია, ლაბორატორიაში ცდებს რომ ატარებენ, იკვლევენ… თუ პირადად შენ ბუნებრივად, რეალურად რომ უყურებ იმ ადამიანს რომელზეც გუშინ ექიმებმა უარი თქვეს მასზე და ერთი კვირის სიცოცხლე რომ უწინასწარმეტყველეს თუ მამა გაბრიელის საფლავზე მისვლის შემდეგ 2 წელი გავიდა და დღესაც ცოცხალია და ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანია?…

    რომ ვცდებოდეთ, ამ კომენტარს ვერ დაწერდი მეცნიერების მიერ “რაღაც მათემატიკურ-ფიზიკური ახსნებით” შექმნილ მოწყობილობაში. მსგავსი ფაქტი მაჩვენე შენ რელიგიაში მომხდარიყოს და დავიჯერებ.

    შეცდომა, არაერთხელ… (ეს ბუნებრივიც არის)
    მსგავსი ფაქტი? ამას მსგავსი ფაქტი არ ჰქვია ამას რეალობა ქვია…
    აბა ერთი წუთით სხვადასხვა მეცნიერულ რაღაცეებზე არ იფიქრო, ცოტახანი დაივიწყე ყველაფერი და დაფიქრდი კარგად.
    მთელი ქრისტიანული სამყარო, დღემდე ყველაზე მაღალგანვითარებული რომ არის, კულტურა, ხელოვნება, შემოქმედება, მეცნიერება… რატომ მაინცდამაინც ქრისტიანები, კითხვა არ გიჩნდება?
    შენ რომ დღეს ზოგიერთი რელიგიის წარმომადგენელივით კამიკაძე არ ხარ, განვითარებული რომ ხარ, კანიბალი რომ არ ხარ, საქართველოში რომ ცხოვრობ და შენს ქვეყანას საქართველო რომ ჰქვია, შენ რომ ქართველი გქვია, (ქრისტიანობის დამსახურება არ არის, ქრისტიანობამ არ გადაგვარჩინა დღემდის?) შენ რომ დღეს პრეტენზიები გაქვს თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვის უფლებებზე რომ გაგაჩნია განათლება და იცი რის მოთხოვნა შეგიძლია და რისი არა… და კიდევ ბევრი რაღაცეებია (ძალიან შორს წაგვიყვანს) ისეთი რაც დამსხურებაა ქრისტიანობის… განა ადამიანის უფლებების მოთხოვნის დამსახურება არ არის ის, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ? ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ, მეორე მიუშვირე (რა თქმა უნდა პირდაპირი გაგებით არა) განა, ცოტა ჰუმანურობაა? ამ ყველაფერზე რომ გაიზარდე იმიტომ ჩამოგიყალიბდა ცოდნაც, ინტელექტიც და ასე შემდეგ და შემდეგ… (უბრალოდ რაღაცეები სხვანაირად გესმის… ეხლა ვიღაცა თუ არასწორად იქცევა და ავადმყოფია, რა ქრისტიანობის ბრალია, ეგეთები ყვლეგან არიან, ადამიანი ხომ რობოტი არ არის) რა, არ არის ეგრე?…

    ანუ შენი აზრით გველანდება და არ არსებობს მთელი ეს თანამედროვე ტექნოლოგიები? ანუ შენც გელანდება რომ კომპიუტერთან ზიხარ ხოო? ამ კითხვაზე გამეცი პასუხი.
    ამაზე უკვე გაგეცი პასუხი რომ ტექნოლოგიურ მეცნიერებაზე არ მაქვს პრეტენზიები-მეთქი…

    და, რა ნახე? სისხლი ნახე რომელიც დღესაც ისევ ისეა როგორც ახალი, ეგ ნახე?
    ბერის პირადმა ექიმმა ნახა, შეამოწმეს მეცნიერებთან ერთად, ლაბორატორიაში და ისევ ისეთი ცოცხალი სისხლია, ჩვეულებრივი სისხლი…
    გინდა თქვა რომ, შეიძლება ეგრეა, მაგრამ, მაინც არ მჯერავს, იმიტომ რომ ესე მინდა, ხო? 🙂

    ვიცი გაგეცინება, მაგრამ მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომლებსაც წლების განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდათ, ეკლესიაში მისულად ღმერთისთვის შეუთხოვიათ და ეყოლათ. შენი აზრით დარწმუნებული ვარ იტყვი, დაემთხვაო…
    დამთხვევა შეიძლება ერთხელ, ორჯერ. მაგრამ, შეიძლება მუდმივად დამთხვევები, ყველა იმ ადამიანებზე ვისაც შვილი არ უჩნდებოდათ? რამდენ ადამიანზე?..

    და ბუდას ქანდაკება რომ რძეს სვამს, მაგას მხოლოდ სიჯიუტე, ჯიბრი გალაპარაკებს რადგან, ქრისტიანობის სულიერება რომ არ გინდა დაიჯერო, თუმცა შენი ნებაა, შენ რაც გინდა ის დაიჯერე და როგორც გინდა… (უბრალოდ ეს ყველაფერი კამათმა მოიტანა თორემ ჩემი მხრიდან ნუ ჩამომართმევ იმაში რომ თითქოს რაიმეს თავს გახვევ, არა, უბრალოდ, კითხვებს მისვამ, მე პასუხს გცემ როგორც შემიძლია) 🙂

    ლინკებს რაც შეეხება, რაც ყველაზე ნაკლებად მჯერავს რომ შენ გაინტერესებდეს, მაინც გეტყვი სადაც არის. (და კიდევ მე მეუბნები არ კითხულობო)

    BBC Horizon – პარალელური სამყაროები (ამ თემაშიაა)

    Like

  34. რეზო 08/07/2016, 12:58 AM

    “კომპიუტერი და საერთოდ, ტექნოლოგიები რა შუაშია რელიგიასთან”

    რელიგიასთან არა, მეცნიერებასთანაა შუაში. როცა ამბობ, რომ მეცნიერება ცდება, გაიხსენე, რომ მთელი ეს ტექნოლოგიური მიღწევები მეცნიერების დამსახურებაა. რელიგიასთან მიმართებაში კი იმიტომ გინდა გამტყუნდეს, რომ როგორმე შენი რწმენა-წარმოდგენები გააპრავო. მეცნიერების 99% ვერ იქნება შეთქმული სპეციალურად თქვენი რელიგიის წინააღმდეგ.

    “მაგრამ რელიგიას მეცნიერება როდესაც იგნორირებას უკეთებს, ვითომც არც არსებობს ”

    იმიტომ, რომ მეცნიერება არ არის დაინტერესებული მისტიური ზღაპრული მითებითა და რელიგიებით, მეცნიერებას უყვარს სიზუსტე, ლეგენდები-არა!

    “მამა გაბრიელს რაც შეეხება და საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით… შენ არ გინდა რომ გჯეროდეს და იმიტომ თორემ რეალურად თუ მოუსმენ ადამიანს და დაუკვირდები ყველაფერს, მაშინ მიხვდები რომ არც ისეა საქმე როგორც ქუხს ისე წვიმდეს…

    “გეუბნები არავის მონაყოლი არ არის-მეთქი პირადად შევესწარი, ვიცნობ და ვხედავ ყოველდღე იმ ადამიანს და მაინც იძახი რომ მაინც არ მჯერავსო (შენი ნებაა გინდ დაიჯერე გინდ არა) აბა, რა ქვია ამს შენ თვითონ დაარქვი სახელი მაშინ, რბილად რომ ვთქვათ თეთრი შავიაო მეუბნები… რომც ვიდეო კადრები ჩამეწერა რა, დაიჯერებდი? შენ თვითონ ხომ იცი რომ არ დაიჯერებდი მაინც, იტყოდი მონტაჟიაო…
    მათემატიკურად და ფიზიკურ ენაზე როგორ აგიხსნა ელხა ეს ამბავი, ფორმულები ჩამოგიწერო თუ რა ვქნა ვერ გავიგე… რადგან არაფრის დაჯერება არ გინდა აბა მაშინ რა მტკიცებულებებს მთხოვ ერთი ამიხსენი, რა ენაზე უნდა აგიხსნა რომ დაიჯერო? (არ გეწყინოს, უბრალოდ ვერ გავიგე ვერაფერი)
    მე რა თქმა უნდა ვერაფრის დაჯერებას დაგაძალებ და არცა მაქვს უფლება, უბრალოდ ვკამათობთ და იმიტომ გამიგრძელდა ამ თემაზე ლაპარაკი… (თავსმოხვევად ნუ ჩამითვლი)”

    შენ მონაყოლზე არ გეკამათები, კი ბატონო იყოს მართალი. როგორც ჩანს, ყურადღებით არ კითხულობ და ტყუილად ვწერ ამხელა კომენტარებს.
    მაგაზე გაგეცი პასუხი, აი კიდევ გიკოპირებ: “გვერდს არ ვუვლი, უბრალოდ ვერ ვხვდები მანდ რაზე უნდა გეკამათო. თუნდაც ყველაფერი, რაც შენ მოყევი იყოს მართალი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ეს მაინც არ არის საკმარისი, რომ ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ, თითქოს ზებუნებრივის ხელი ერიოს. როცა მაჩვენებ მტკიცებულებას, მაშინ დავიჯერებ. მსგავსი ისტორიები, მეც ბევრი მაქვს მოსმენილი და ჩემთვის ეგ არაფერს ნიშნავს. ისევე, როგორც იმ ათეისტ მეცნიერებს აქვთ მოსმენილი, მაგრამ განხილვის ღირსადაც არ აგდებენ ასეთ რაღაცეებს.”
    ანუ მჯერა შენი მონაყოლი, კი ბატონო, მაგრამ “ეს მაინც არ არის საკმარისი, რომ ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ, თითქოს ზებუნებრივის ხელი ერიოს.” კაი მჯერა რომ მამა გაბრიელის საფლავზე მივიდა და მერე განიკურნა. მაგრამ რით ამტკიცებ, რომ მაგ საფლავმა განკურნა? მე ვამბობ, რომ, სავარაუდოდ, ეს დაემთხვა. ათიათასობით ადამიანს ვერ კურნავს და მაგ შენ მეზობელს განკურნავდა? თუ არადა მაჩვენე როგორ ურთიერთქმედებს საფლავი ადამიანზე. ეგრე ჩემი მეზობელი ავად იყო, მერე ძროხის ნეხვში ფეხი ჩაადგა და განიკურნა. როგორ ფიქრობ ეს ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ ერთმნიშვნელოვნად დავუშვა თითქოს მართლაც ძროხის ნეხვში ფეხის ჩადგმამ განკურნა? არადა უამრავი ადამიანი ადგამს ფეხს ნეხვში და მაგით არ იკურნება. ეხლა ხვდები, რომ ეგ შენი მაგალითი არაფრის მომცემია?
    “რა მტკიცებულებებს მთხოვ ერთი ამიხსენი, რა ენაზე უნდა აგიხსნა რომ დაიჯერო?”
    ანესთეზია რომ ადამიანზე მოქმედებს და ტკივილს აქრობს ამას ხომ ახსნი ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე არა? ხომ შეძლებ ამიხსნა,რომ ანესთეზიის დროს იყენებენ ნერვკუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელ პრეპარატებს, რომლებიც კუნთებს ადუნებს და აძინებს ადამიანს, ხომ შეგიძლია გამცე ასეთი კონკრეტული პასუხი? თუ არ დაგიჯერებ და კიდევ ჩაგეძიები, მაშინ ამიხსნი კონკრეტულად როგორ მოქმედებს, ნივთიერების შემცველობას მაჩვენებ, ლოგიკურად დაამტკიცებ, ბოლოსდაბოლოს სტატისტიკას მაჩვენებ, სადაც ასიდან ასივე შემთხვევაში ანესთეზიამ იმოქმედა სხვადასხვა ადამიანზე, იგივე შეგიძლია გააკეთო მამა გაბრიელის საფლავზე? აი ასეთ ახსნას ვითხოვ, მაჩვენე სტატისტიკა, სადაც ასიდან ასი ნუ იქნება 50 შემთხვევაში მაინც განკურნა, ნამდვილი სტატისტიკა მაჩვენე, ვიღაცის ჭორები არ მინდა, ამიხსენი კონკრეტულად როგორ მოქმედებს ეგ მამა გაბრიელის საფლავი ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც ანესთეზიაზე აგიხსენი, ეგრე ამიხსენიშენც, ეს იქნება ჩემთვის გასაგები ენა. თუ არადა მაშინ მითხარი რატომ მოურჩა ჩემს მეზობელს გრიპი მაინც და მაინც იმ დღეს, როცა ნირვანანაჭამი ძროხის ნეხვში ჩადგა ფეხი? რა პასუხი გაქვს ამაზე მთელი სერიოზულობით გეკითხები.

    “რადგან არაფრის დაჯერება არ გინდა”

    ჰაერზე, უპრაკუნოდ, ჭორის დონეზე მართლა არაფრის დაჯერება არ მინდა!
    მაჩვენე მტკიცებულება!
    ამიხსენი კონკრეტულად როგორ მოქმედებს მამა გაბრიელის საფლავი ადამიანის ჯანმრთელობაზე!
    კვლევები მაჩვენე!
    სტატისტიკა მაჩვენე!
    წარმოიდგინე როგორ დამიმტკიცებდი იმას, რომ ანესთეზია მოქმედებს ადამიანზე, ზუსტად იმავე პრინციპით იმოქმედე მამა გაბრიელის საფლავის შემთხვევაში.
    გელოდები.

    “რელიგიამ შენ შეგქმნა მე შემქმნა, (შეგქმნა, რა თქმა უნდა პირდაპირი გაგებით არ გეუბნები, გაუგებრობას რომ არ ქონდეს ადგილი) ის და ისინი… შენ რომ განათლებული ხარ, სხვები რომ განათლებულები არიან, სახელი არ მინდა ვთქვა, ზოგიერთი რელიგიის მიმდევრებივით კამიკაძე რომ არ ხარ, კაციჭამია რომ არ ხარ, სიკეთის და ბოროტების შეცნობა რომ შეგიძლია, კოსმოსში რომ დაფრინავ, მეცნიერება რომ არსებობს, მსოფლიოში ყველაზე მაღალგანვითარებულები ქრისტიანები რომ არიან, რელიგიურად, ტექნოლოგიურად, კულტურულად, შენი (ზოგადად რა თქმა უნდა) მსოფლმხედველობა სხვებისგან, გამორჩეული რომ არის, და საერთოდ ქრისტიანები რომ წინ არიან ყველაფერში, უმეტესად… აი, ეს არის ის ზებუნებრივობა რომელსაც შენ საოცრებად არ აღიქვამ და შენთვის სულაც არაფერს ნიშნავს.”

    როგორც ჩანს ვერ მიხვდი მე რა ვიგულისხმე როცა ვთქვი: “ერთი რამე დამისახელე ისეთი, რაც რელიგიამ შექმნა რაიმე ზებუნებრივის დახმარებით.”-მეთქი. რომ მიმხვდარიყავი და გაუგებრობას არ ჰქონოდა ადგილი (შენი თქმისა არ იყოს) მეცნიერებიდან კონკრეტული მაგალითებიც კი დაგისახელე კომპიუტერისა და სხვა ტექნოლოგიების სახით. მე გეუბნები დამისახელე კონკრეტულად რა შექმნა რელიგიამ ზებუნებრივის დახმარებით, რაც დღესაც მუშაობს და ყველა ხედავს, მაჩვენე მსგავსი რამე და ამით დამტკიცდება, რომ ზებუნებრივი არსებობს. შენ მეუბნები მეცნიერების არ მჯერაო, ამის პასუხად მე გაჩვენებ კვლევებს, ანალიზს, მტკიცებულებებს, ფაქტებს, მეთოდებს, თუ როგორ იგებენ რაღაცეებს, უკანასკნელ შემთხვევაში გაჩვენებ კომპიუტერს იმის საილუსტრაციოდ, რომ თუ მეცნიერება ცდება, მაშინ კომპიუტერსაც ვერ გამოიგონებდა, ვერ გაფრინდებოდა ადამიანი კოსმოსში. კოსმოსში რომ დავფრინავ, როგორც შენ ზემოთ დაწერე, რელიგიის დამსახურება ნამდვილად არაა და მითუმეტეს ქრისტიანობის, ძალიან გთხოვ ნუ შესტენე რელიგიას მეცნიერული პროგრესი, მით უმეტეს ის, რაც მხოლოდ მეცნიერებას ეხება. დამისახელე ეხლა ვინ გაფრინდა კოსმოსში რელიგიით, დამისახელე ზებუნებრივი ძალებით შექმნილი აპარატი, რომელიც დღესაც მუშაობს და ყველა ხედავს, მე დაგისახელებ მეცნიერების მიერ შექმნილს, შენც დამისახელე რელიგიის მიერ შექმნილი.
    ის ფაქტი, რომ კაცობრიობა განვითარებული და განათლებულია, არ არის რელიგიის დამსახურება, რელიგია და განსაკუთრებით ქრისტიანობა პირველი მტერია განათლების. გაიხსენე შუასაუკუნეები, ინკვიზიცია გაიხსენე, ინდულგენციებით ვაჭრობა, ისიც გაიხსენე რა უქნეს გალილეოს და როგორ დაწვეს ჯორდანო ბრუნო ცეცხლზე. ისიც გაიხსენე როგორ არ აღიარა ვატიკანში 1992 წლამდე ეკლესიამ რომ დედამიწა ბრუნავს. ეხლა იტყვი ის მართლმადიდებლური ეკლესია არ არის და იმიტომო, ესეთ აზრებზე ძალიან მეცინება, თქვენი წარმოდგენით ხომ მხოლოდ მართლმადიდებლები ხართ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგის მიმდევარნი და დანარჩენიი სხვა ყველა მცდარი. ხო მართლა, აქვე ბარემ უკვე მეასედ შეგეკითხები, რა იცი, რომ შენი რელიგიაა მართალი და არა ბუდიზმიი, ისლამი ან რომელიმე სხვა?

    “ჩემ რელიგიაში რომ ფაქტებია იმდენი მემგონი მეცნიერების ისტორიაში არც ყოფილა და არც არის, ოღონდ სამწუხაროდ შენ არაფრის გჯერავს…”

    რომელი ფაქტები? მეცნიერების ისტორიაში არ არსებობს? ამაზე მაგრად გამაცინე, აქაც ჩანს როგორი დამოკიდებულება გაქვს მეცნიერებისადმი. ერთი ფაქტი დამისახელე აბა. გელოდები მიდი, მართლა მაინტერესებს. ის, რაც მომიყევი იმ ქალზე, ფაქტი იყო? ჭორების დონეზე მოთხრობილი ისტორიები ფაქტებია? მეც ხომ დაგისახელე ფაქტი, თუ როგორ ჩადგა ჩემმა მეზობელმა ნეხვში ფეხი და გაუარა გრიპმა, ამიხსენი მაშინ როგორ მოხდა? დამისახელე მიდი ფაქტები ამდენ ლაპარაკს, მე ხომ გისახელებ, შენ რატომ არ ასახელებ? მეცნიერებამ შექმნა კომპიუტერი, რადიო, ტელევიზორი, კოსმოსური ხომალდი, ტელეფონი, ლაზერი, რაცია, სამი დე პრინტერი, მედიცინაში შეიქმნა ათასობით წამალი, გაფრინდით კოსმოსში, გავფრინდით მთვარეზე, მივედით იუპიტერამდე, პლუტონამდეც კი, აგერ უკვე ვოიაჯერი ინტერსტელარში გავიდა, შენ შეგიძლია დამისახელო ასეთი ფაქტები რელიგიაში, სადაც ზებუნებრივი ძალის დახმარებით ასეთ რამეებს აკეთებთ? იმის ერთი პროცენტი მაინც დამისახელე, რასაც მეჩამოვთვლი და მერე თავი მომაჭერი თუ პირველმა არ ვირწმუნო შენი რელიგია.

    Like

  35. რეზო 08/07/2016, 1:17 AM

    “მე ტექნოლოგიები კიარ მელანდება, მე თქვენი მტკიცებულებები არ მჯერავს-მეთქი რელიგიასთან მიმართებაში, რადგან დღეს ერთს ამტკიცებთ და ხვალ უკეთესად დახვეწავთ და მერე ამბობთ შევცდით ესე კიარა სხვანაირად ყოფილაო, და ასე გრძელდება კაცობრიობის ისტორია თავისი მეცნიერებით, თუმცა ეს ბუნებრივია და არ მიკვირს, უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებ… (ეს ისე ზოგადად)”

    მერე რა ნიშნის მოგებით წერ ამას? რომ ამბობს მეცნიერება ვცდებიო და ესე კი არა ესე ყოფილაო, მაგას რა ჯობია? ზუსტად ასეთმა მიდგომამ მოიტანა განვითარება, ზუსტად ასეთი მიდგომის დამსახურებაა, რომ გავფრინდით კოსმოსში. ასეთი მიდგომით წინ მივდივართ და რელიგიისგან განსხვავებით წინასწარ რაღაც აპრიოორული დასკვნები არ გვაქვს გაკეთებული.
    ისე შენ შეგიძლია დამისახელო ასეთი ფაქტები მეცნიერებაში, სადაც რელიგიასთან მიმართებაში შეცდა? მე არ ვიცი, არ გამიგონია და მაინტერესებს, ასე გრძელდება ისტორიაო ამბობ და ესეიგი კარგა ბლომად ფაქტების შესახებ გცოდნია ასეთი შემთხვევებისა. კაი ყველა არ მინდა, ორიც საკმარისია, 2 ფაქტი მაინც დამისახელე ისეთი, სადაც, როგორც შენ ამბობ, მეცნიერება რელიგიასთან მიმართებაში შეცდა. გელოდები, არ დააიგნორო.
    ხვალ რომ უკეთესად დავხვეწავთ, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ვცდებოდით, პირიქით ეგ იმას ნიშნავს, რომ უფრო გავამყარეთ ჩვენი თეორია.

    “და რა ნახე, სისხლი ნახე? მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი შუშის ბოთლში, დღეს ისევ ისე რომ არის როგორც ახალი, ის ნახე და მაინც არ იჯერებ?”

    ვაახ კაცო, რატომ არ გამეცი პასუხი როგორ სვამს ბუდას ქანდაკება რძეს? ჩემგან რომ ითხოვ ყველა ფოკუსზე პასუხს, შენ თვითონ რატომ არ მპასუხობ? კაი თუ არ ვიცი რატომ არ გაიხრწნა ეგ სისხლი იმ შუშაზე, ეგ საკმარისია ერთმნიშვნელოვნად მივიდე იმ დასკვნამდე რომ ზებუნებრივმა ძალებმა იმ სისხლის წვეთს შთააგონეს არ გაიხრწნაო? კარგი რაა, სირცხვილია უკვე. შენ გამეცი პასუხი, როგორ დაფრინავს დინამო? როგორ დადის წყალზე? როგორ ყოფს შუშაში ხელს? გამეცი ამ კითხვებზე პასუხი. იცი ქიმიაში რამდენი ნივთიერება არსებობს, რომლებიც არ იხრწნებიან? საკმარისია ის ნივთიერება შეურიო სხვა ნივთიერებას, რომ მორჩა “უხრწნელი” იქნება. მე არ ვამბობ მაინც და მაინც ეს არის მიზეზითქო, მაგრამ სანამ ზებუნებრივ უაზრო, ულოგიკო დაშვებამდე მიხვალ, ჯერ განიხილე ყველა ბუნებრივი შესაძლებლობა, ჯერ გამორიცხე ყველაფერი და ისე გადადი. და კიდევ, ის ფაქტი, რომ რაიმე ფოკუზს ვერ ვხსნი, არანაირად არ არის საკმარისი, რომ არიქა უცბად ზებუნებრივს დავაბრალო ყველაფერი. კიდევ ვიმეორებ, ამიხსენი, როგორ დადის დინამო წყალზე, როგორ დაფრინავს, როგორც ყოფს შუშაში ხელებს, როგორ სვამს ბუდას ქანდაკება რძეს, ამიხსენი ეს ყველაფერი, გამეცი პასუხი. იმაზეც გამეცი პასუხი, რატომ განიკურნა ჩემი მეზობელი გრიპისგან მაინც და მაინც მაშინ, როცა ძროხის ნეხვში შემთხვევით ჩადგა ფეხი?

    “ბუდას ქანდაკება რომ რძეს სვამს, ეს უბრალოდ შენი მხრიდან ჯიბრით ლაპარაკია და მეტი არაფერი, თუ სერიოზულად და ჯანსაღად ვკამათობთ, კარგი და თუარადა შენც კარგად და მეც კარგად…”

    ჯიბრით ლაპარაკია? მართლა? რაიყო აბსურდულად მოგეჩვენა ხოო? ისევე აბსურდულად მეჩვენება ეგ მირონმდინარე ხატები. მოვძებნი იმ ვიდეოებს დინამოზე და ბუდას ქანდაკებაზე, როვა კომენტარის წერას მოვრჩები და დაგილინკავ.

    “მაგალითად, მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ წლების მანძილზე ბავშვი არ უჩნდებოდათ, ეკლესიაში მისულან ცოლ-ქმარნი შეუთხოვიათ ღმერთისთვის და შემდეგ გაუჩნდათ, რა თქმა უნდა ეხლა გეცინება და შენთვის ზღაპარია მაგრამ ფაქტს ვერ გაექცევი,თუმცა შენ გაურბიხარ, ძალიან მარტივად, მაინც არ მჯერა!.. ამას რა ქვია, შენ თვითონ თქვი, საინტერესოა…”

    მე კიდევ ძალიან ბევრი ფაქტი ვიცი, ისეთი, რომ ცოლ-ქმარი ეკლესიურები არიან, სულ ეკლესიაში დადიან, ვაფასებ, როგორც ადამიანებს ძალიან კეთილსინდისიერები არიან, მაგრამ უკვე 50 წელს გადააცილეს და ბავშვი არ უჩნდებათ. მეცნიერებას შეუძლია სუროგაციით აღმოფხვრას ეს პრობლემა, მაგრამ რელიგია ვერაფერს შველის. მილიონიდან ერთ წყვილს რომ გაუჩნდება შვილი ეკლესიაში სიარულის პარალელურად, გაგიკვირდებათ ხოლმე, ამბობთ, ღმერთმა ჩაიდინაო. ძალიან პრიმიტიული მიდგომაა.

    Like

  36. რეზო 08/07/2016, 1:55 AM

    “რამდენი ხანია ჩვენ ერთმანეთს ვეკამათებით და მაინტერესებს თუ სადმე იპოვნი იმას რომ მე ვთქვი მეცნიერების გამოგონილ ტექნოლოგიების არ მჯერა და ასე შემდ…”

    მეცნიერული ტექნოლოგიების არ მჯერაო რომ თქვა რა გამოვა მაგით? რისი არ გჯერა? ეგ ხომ ყველაზე დიდი სისულელე იქნება რომ არ გჯეროდეს იმის, რასაც ყოველდღე ხედავ და იყენებ. მაგრამ უყურე შენ რას ამბობ? დაახლოებით ასე:”აი მეცნიერება კი მართალია, კი ბატონო, კი გაფრინდა კოსმოსში, თავისი აღმოჩენებით, თავისი გამოთვლებით, სამყაროს კვლევის თავისი მიდგომით, კი ყველაფერში, ყველა დარგში ბევრს მიაღწია, განვითარების მწვერვალზე ავიდა. მომავალი კიდევ უფრო მეტი აქვს, მაგრამ აი მაინც და მაინც იმ საკითხებში ცდება, სადაც ჩემს, მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთ, ტრილიონობით პლანეტიდან ერთ-ერთ, მილიონობით სახეობიდან ერთ-ერთის გონების მოდელის მიერ შექმნილი ათასობით რელიგიიდან ერთ-ერთის, რამდენიმე მიმდინარეობიდან ერთ-ერთის რწმენა-წარმოდგენებს ეწინააღმდეგება” – აი ასეთი მიდგომა გაქვს შენ და ეს ჩემთვის ძალიან აბსურდული და სასაცილოა.

    “მე პატივს არ ვცემ რელიგიურ მეცნიერებას რომ აიგნორირებენ და თითქოს არაფერი ღვთაებრივი არ არსებობს, ადამიანებს რომ ტვინს უჭედავენ ათასნაირ სისულელეებით, თითქოს და ყველაფერი თავისით იქმნებოდეს…”

    სისულელეებით თავს რელიგია უჭედავს ადამიანებს და არა მეცნიერება. ეგ რელიგია ამბობს სამყარო 8000 წლის არისო 😀 იმიტომ აიგნორებენ, რომ უამრავი მითი და რელიგია არსებობს ადამიანების მიერ გამოგონილი და ეს მეცნიერები მოცლილები არ არიან, რომ ყველას გამოეკიდონ და მტკიცება დაგიწყონ ცდებითო. ისინი მუშაობენ თავისთვის ლაბორატორიებში და აგერ უკვე ინტერსტელარში გავიდნენ თავისი მეცნიერობით, კოსმოსში გაფრინდნენ უკვე. ეს რელიგიური ფანატიკოსები კი ისევ 2000 წლის წინანდელ იესოს მისტირიან 😀
    ისე, რომ ამბობ “ყველაფერი თავისით იქმნებოდეს”-ო, ეგეც რელიგიური ხალხის მიერ ინტერპრეტირებული სულელური და აბსურდული დასკვნაა, თითქოს მეცნიერება მაგას ამბობდეს. მეცნიერება არ ამბობს ყველაფერი თავისით იქმნებაო, უბრალოდ თქვენ მამაოებს იმდენი ჭკუა და განათლება არ აქვთ, რომ გაიგონ სინამდვილეში რას ამბობს მეცნიერება და აბოლებენ ამბიონებიდან ისედაც გამომრევლებულ, ზომბირებულ ხალხს.

    “დღეს ერთს ამტკიცებენ და ხვალ მეორეს გიმტკიცებენ, ან ჯერ გიმტკიცებენ მერე გეუბნებიან ბოდიშით შევცდით და თაობებს ამ ფსიქოლოგიებით ზრდიან თავიანთ ჩადენილი შეცდომებით”

    დამისახელე კონკრეტულად რომელ ფაქტებზე ამბობ, სადაც მეცნიერება შეცდა რელიგიასთან მიმართებაში. ან რომელ ჩადენილ შეცდომებს გულისხმობ? დამისახელე ასეთი ფაქტები.

    “და რაიცი რომ არ კურნავს მირონი ადამიანებს, ლაბორატორიაში ცდები ჩაატარე თუ სტივენ ჰოკინგმა გითხრა…”

    რა იცი რომ ძროხის ნეხვიც არ კურნავს ადამიანებს? ლაბორატორიაში ცდები ჩაატარე თუ სტივენ ჰოკინგმა გითხრა?
    ჯერ ერთი რამდენჯერ უნდა გამამეორებინო, რომ მე არ ვუჯერებ კონკრეტულ პიროვნებებს შენგან განსხვავებით, მე ავტორიტეტის ნათქვამს ბრმად არ ვიჯერებ შენგან განსხვავებით. სტივენ ჰოკინგი იქნება თუ ილია მეორე, თუ არ გადამოწმდა იმისი ნათქვამი, თუ არ დამტკიცდა და არ დაიტესტა, ისე ჰაერზე უპრაკუნოდ არ ვიჯერებ, არა!
    მეორეც, მირონი რომ არ კურნავს, მაგას კი არ უნდა ლაბორატორიაში გადამოწმება, შენ უნდა გადაამოწმო და დაამტკიცო, რომ კურნავს. შენი პრეროგატივაა ამის დამტკიცება, შენ შემოიტანე ეგ იდეა და არა მე. ყველა რელიგიურ ახირებას ვერ გადაამოწმებ ლაბორატორიაში, ვისაც აქვს პრეტენზია და ამბობს კურნავსო, იმანვე დაამტკიცოს ეს. თუ დამტკიცებული არ აქვს, მაშინ საიდან მოიტანა?

    ” გეუბნები რომ ჩემი საკუთარი თვალით ვხედავ და ვიცნობ იმ ადამიანს ვინც დღესაც ცოცხალია, და თავს იმაზე უკეთ გრძნობს ვიდრე 2 წლის უკან იყო, და შენ მაინც ერთიდაიგივეს იმეორებ „თეთრი შავიაო“, მაინც არ მჯერავსო, ამას რა ჰქვია? შენ თვითონ დაარქვი სახელი.”

    მეც ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ნეხვში ფეხი ჩადგა და გრიპმა სასწაულად გაუარა. დღეს უკვე კარგადაა, ბავშვიც გაუჩნდა და ყოველდღე ვხედავ თითქმის. მითხარი საკმარისია ეს ფაქტი იმისთვის, რომ დავასკვნა თითქოს ის ნეხვი სასწაულმოქმედმა ძროხამ ქნა? სერიოზულად გეკითხები. რამე განსხვავებას ხედავ ჩემსა და შენ მაგალითს შორის?

    “და, მტკიცებულება როგორ გინდა გაჩვენო იმ ადამიანს ვიდეო გადავუღო და დაგილინკო, ლაბორატორიაში ვირთხასავით ცდები ჩავუტარო თუ დაქპატიჟოთ სადმე ორივე და გაგაცნოთ ერთმანეთი, არ მესმის? ”

    აი, ზემოთ ხომ აგიხსენი როგორც უნდა დამიმტკიცო, კიდევ გადაიკითხე ის კომენტარი და ველოდები პასუხს.

    “რომელი უფრო დასაჯერებელია, ლაბორატორიაში ცდებს რომ ატარებენ, იკვლევენ… თუ პირადად შენ ბუნებრივად, რეალურად რომ უყურებ იმ ადამიანს რომელზეც გუშინ ექიმებმა უარი თქვეს მასზე და ერთი კვირის სიცოცხლე რომ უწინასწარმეტყველეს თუ მამა გაბრიელის საფლავზე მისვლის შემდეგ 2 წელი გავიდა და დღესაც ცოცხალია და ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანია?…”

    ლაბორატორიებში რომ ცდებს ატარებენ და რაღაცეებს იკვლევენ, იმ კვლევის შედეგებს მილიარდობით ადამიანი ხედავს. ნებისმიერი ექიმი შეძლებს ნებისმიერ ადამიანს გაუკეთოს ანესთეზია და დაამტკიცოს, რომ მეცნიერების მიერ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევები მართალია. თან უყურე ეხლა შენ ლოგიკას დაუკვირდი, თან არ გჯერა მეცნიერების და თან ამბობ ერთი კვირა უწინასწარმეტყველესო, თუ არ გჯერა იმათი კვლევების შე კაი ადამიანო, მაშინ იმას რატომ იჯერებ რომ იმათი დასკვნა ერთი კვირა დაგრჩა სიცოცხლეო, მართალია? რაც გაწყობს იმას იჯერებ და რაც არ გაწყობს იმას არა ხო? ლიჟბი შენი რელიგია გააპრავო და რას აღარ აკეთებ ესეთი განათლებული კაცი. ცოცხალია, მერე რაა? ესეიგი განუკურნებელი არაფერი ჭირდა და შეცდომა დაუშვეს ექიმებმა. ექიმები ხშირად უშვებე ხოლმე შეცდომებს, ასეთი ფაქტები ბევრია. მით უმეტეს საქართველოში. იქ არა, სადაც თქვენი პატრიარქი მკურნალობს. რატომღაც ვერ შველის მამა გაბრიელის ზეთი.

    “აბა ერთი წუთით სხვადასხვა მეცნიერულ რაღაცეებზე არ იფიქრო, ცოტახანი დაივიწყე ყველაფერი და დაფიქრდი კარგად.
    მთელი ქრისტიანული სამყარო, დღემდე ყველაზე მაღალგანვითარებული რომ არის, კულტურა, ხელოვნება, შემოქმედება, მეცნიერება… რატომ მაინცდამაინც ქრისტიანები, კითხვა არ გიჩნდება?”

    კაი დავივიწყე ყველაფერი და დავფიქრდი. ვიწყებ აზროვნებას სუფთა ფურცლიდან. გადავხედე ისტორიას და ვხედავ როგორ ებრძოდა ქრისტიანობა განათლებულ ადამიანებს. როგორ ათქმევინეს გალილეო გალილეის ძალით უარი თავის აღმოჩენებზე, ლოგიკურად ვასკვნი, რომ ასეთ პირობებში ძალიან ბევრმა ადამიანმა უბრალოდ ვერც გაბედა, თავისი მეცნიერული აღმოჩენები გაესაჯაროვებინა, ჯორდანო ბრუნომ თქვა დედამიწა ბრუნავსო და ცეცხლზე დაწვეს, რას ამბობო, ბიბლიაში ეგრე არ წერიაო, ყველაფერი დედამიწის გარშემო ბრუნავსო, კაი დავივიწყე კიდევ ყველაფერი, როგორც შენ მთხოვე, დავფიქრდი და გამახსენდა, როგორ გადაწვეს ქრისტიანებმა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, როგორ მოკლეს სამარცხვინოდ განსწავლული ქალი ჰიპათია, ისიც გამახსენდა, როგორ ხოცავდნენ კუდიანებს ქრისტიანები, არ იცოდნენ ევოლუცია, არ იცოდნენ, რომ ეს უბრალოდ ევოლუციური, რუდიმენტული გადმონაშთი იყო და ეშმაკები ეგონათ. რაც მე ჩამოვთვალე, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ ყველაფრისა, რითაც უპირისპირდებოდა ქრისტიანობა განათლებასა და მეცნიერებას და ამ ყველაფრის შემდეგ შენ კიდევ ასკვნი, რომ ქრისტიანობის დამსახურებაა დღეს რაც გაგვაჩნია?

    Like

  37. რეზო 08/07/2016, 2:20 AM

    “შენ რომ დღეს ზოგიერთი რელიგიის წარმომადგენელივით კამიკაძე არ ხარ, განვითარებული რომ ხარ, კანიბალი რომ არ ხარ, საქართველოში რომ ცხოვრობ და შენს ქვეყანას საქართველო რომ ჰქვია, შენ რომ ქართველი გქვია, (ქრისტიანობის დამსახურება არ არის, ქრისტიანობამ არ გადაგვარჩინა დღემდის?”

    ვერ გავიგე ანუ რას მაყვედრი რომ ქრისტიანობა ზოგიერთი სხვა რელიგიასავით მეტისმეტ საშინელებსბ არ სჩადის და მთლად კამიკაძეებად არ აყალიბებს ხალხს? კაი, მადლობა იმისთვის, რომ ზოგიერთ სხვა რელიგიას ჯობია და მთლად ასეთი წყალწაღებულიც არ არის. სამაგიეროდ ტაბურეტკებით მორბენალი მღვდლები გვხვდებიან ბლომად. ქრისტიანნობამ გადაგვარჩინაო რომ ამბობ ხოლმე, მეოთხედ თუ მეხუთედ გეკითხები უკვე და იქნებ ამიხსნა რას გულისხმობ მაგაში? როგორ გადგვარჩინა, როცა ქრისტიანობის გამო საქართველოში მარტო ერთ დღეში 100 000 ადამიანი დაიღუპა, ეგ არის გადარჩენა? მერე იტყვით ვეღარ მრავლდება ერიო, რას გავმრავლდებით თუ ყველამ ეგრე უაზროდ შევწირეთ თავი ამ გამოგონილ რელიგიას.

    ” შენ რომ დღეს პრეტენზიები გაქვს თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვის უფლებებზე რომ გაგაჩნია განათლება და იცი რის მოთხოვნა შეგიძლია და რისი არა… და კიდევ ბევრი რაღაცეებია (ძალიან შორს წაგვიყვანს) ისეთი რაც დამსხურებაა ქრისტიანობის…”

    მოიცა არ უნდა მქონდეს ამის უფლებები თუ რისი თქმა გინდა მაგით? თუ შენი წარმოდგენით ეს ყველაფეი პრივილეგიაა? ქრისტიანობის დამსახურება როგორ არის, როცა ქრისტიანობა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ხმლითა და მახვილით ებრძოდა განათლებას და თავისუფლებას. კიდევ ერთხელ გადაიკითხე ზემოთ ჩემი კომენტარი გალილეოზე, ჯორდანო ბრუნოზე( მაგარი სიტყვის თავისუფლებაა, ხმა ამოიღო და ეგრევე ცეცხლზე დაწვეს კაცი), ზოგადდ ინკვიზიციებზე, ინდულგენციებით ვაჭრობებზე, კუდიანების ხოცვა-ჟლეტაზე, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის გადაწვაზე და სხვა უამრავზე.

    “განა ადამიანის უფლებების მოთხოვნის დამსახურება არ არის ის, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ? ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ, მეორე მიუშვირე (რა თქმა უნდა პირდაპირი გაგებით არა) განა, ცოტა ჰუმანურობაა? ”

    კიბატონო ამაში არ არის ცოტა ჰუმანურობა, ძალიანაც ბევრი ჰუმანურობაა, ვაღიარებ, მაგრამ სამაგიეროდ 100-ჯერ უფრო მეტი უარყოფითიც რომ აქვს? ისედაც იმ პრინციპით ვხელმძღვანელობ რომ ადამიანებს უნდა მოვექცე ისე, როგორც მინდა მომექცნენ მე ისინი. კაი, აქვს რაღაც დადებითიც, მაგრამ არ მინდა მე ამ შენი ქრისტიანული მორალური პრინციპებით ცხოვრება იმიტომ, რომ მე საკუთარი, ბევრად უფრო მდიდარი და სწორი მორალი და ღირებულებები გამაჩნია, არ მჭირდება ვინმეს კარნახი და დაშინება რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები თუ თქვენი ღმერთის კაპრიზებს არ გავითვალისწინებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თქვენი რელიგია მცდარია და თუნდაც მორალური და ჰუმანური იყოს, ეგ არ ნიშნავს და არც მავალდებულებს, რომ ავტომატურად უნდა ვიწამო ის. რაღაცა არის სიმართლე და რაღაც ტყუილი იმის მიუხედავად, რა მორალურ გაკვეთილს იძლევა ის.

    “ამ ყველაფერზე რომ გაიზარდე იმიტომ ჩამოგიყალიბდა ცოდნაც, ინტელექტიც და ასე შემდეგ და შემდეგ…”

    კარგი, ეს სხვა თემაა. მაგაზე არ გედავები. ზოგადად კულტურის ჩამოყალიბებაში რელიგიებმა, არამარტო ქრისტიანობამ, დიდი როლი ითამაშეს. მაიას რელიგიამაც დიდი როლი ითამაშა, ვიკინგების რელიგიამაც, მითოლოგიებმა თორზე და ოდინზე, ბუდიზმმა და მუსულმანობამ და საერთოდ ყველა რელიგიამ. მაგრამ მე რომ გეუბნებოდი დამისახელე რა შექმნა რელიგიამ მეთქი, მანდ არ მიგულისხმია კულტურის ჩამოყალიბება, ეს ზემოთაც აგიხსენი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, მე ვგულისხმობ, მაჩვენე რა შექმნა რელიგიამ ისეთი, რაც ზებუნებრივის არსებობას ამტკიცებს, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს რელიგია მართალია და ზებუნებრივი რამე არსებობს.

    “ბერის პირადმა ექიმმა ნახა, შეამოწმეს მეცნიერებთან ერთად, ლაბორატორიაში და ისევ ისეთი ცოცხალი სისხლია, ჩვეულებრივი სისხლი…”

    გამარჯობა შენი! წყარო მაჩვენე, რომ ლაბორატორიაში შეამოწმეს მეცნიერებმა და დამტკიცდა, რომ ამ სისხლში არ ურევია რაიმე ქიმიური ნივთიერება და ეს მართლაც უხრწნელია. მაჩვენე წყარო, ამის შესახებ, სადაც შევძლებ დეტალურად გავეცნო კვლევებს და მის შედეგებს. შეგიძლია შენც ზუსტად იგივე მომთხოვო ნებისმიერ რამეზე, რასაც ვიტყვი.

    “დამთხვევა შეიძლება ერთხელ, ორჯერ. მაგრამ, შეიძლება მუდმივად დამთხვევები, ყველა იმ ადამიანებზე ვისაც შვილი არ უჩნდებოდათ? რამდენ ადამიანზე?..”

    რამდენ ადამიანზე? მილიონობით ადამიანს არ უჩნდება შვილი და არც ეკლესიაში სიარული შველით, მხოლოდ მეცნიერება შველის სუროგაციის დახმარებით. ზოგ მათგანს მეც ვიცნობ პირადად, ვინც ეკლესიაში დადიან და შვილი მაინც არ უჩნდებათ.

    “და ბუდას ქანდაკება რომ რძეს სვამს, მაგას მხოლოდ სიჯიუტე, ჯიბრი გალაპარაკებს რადგან, ქრისტიანობის სულიერება რომ არ გინდა დაიჯერო, თუმცა შენი ნებაა, შენ რაც გინდა ის დაიჯერე და როგორც გინდა… ”

    მოიცა, ბუდას ქანდაკება რომ რძეს სვამს რა ეს იმაზე აბსურდულია, ვიდრე მირონდენა? 😀 ჯიბრი ნამდვილად არ მალაპარაკებს ანალოგიურ “სასწაულებს” გისახელებ სხვა რელიგიებიდანაც.

    Like

  38. რეზო 08/07/2016, 2:24 AM

    კაი გადავალ იმ ლინკებზე და წავიკითხავ, როგორც კი დრო გამომიჩნდება და გიპასუხებ.

    Like

  39. Zaza 08/07/2016, 3:26 PM

    შენ, ვერ ხვდები მე რისი თქმაც მინდა ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ვერ მიგებ მე რას ვამბობ, რადგან მე უბრალო, მარტივი ენით გელაპარაკები, შენ სუპერ ახსნებს ელოდები, მეცნიერული აზროვნებით გებულობ და შესაბამისად პასუხებიც ესეთი გაქვს… (არ მიკვირს)
    რისაც გჯერავს და როგოც გჯერავს შესაბამისად პასუხებსაც ისეთს ვიღებ, გასაგებია.
    შესაბამისად ჩემსასაც ვერ გებულობ და ვერც გაიგებ, რადგან რწმენას, რელიგიას არასერიოზულად უყურებ…

    ტექნოლოგიური მეცნიერებები რა თქმა უნდა მეცნიერების დამსახურებაა, აბა სასულიერო პირები ხომ არ მოიგონებდნენ, (სასულიერო პირები სულიერებას გასწავლიან, შენ თუ გინდა მეცნიერება დაარქვი, სულიერ სწავლებებსაც) აბა, რაკეტებს ხომ არ გამოიგონებენ? ჯერ დაუფიქრდი თვითონ სიტყვა გეუბნება, სასულიერო, სულიერება… რა შუაშია სულიერება ტექნოლოგიებთან? 🙂
    იმიტომ რომ მეცნიერება სულიერებისგან ძალიან შორს არის და იმიტომ არის ზღაპარი სულიერება მეცნიერებისთვის…

    ანუ მჯერა შენი მონაყოლი, კი ბატონო, მაგრამ “ეს მაინც არ არის საკმარისი, რომ ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ, თითქოს ზებუნებრივის ხელი ერიოს.” კაი მჯერა რომ მამა გაბრიელის საფლავზე მივიდა და მერე განიკურნა. მაგრამ რით ამტკიცებ, რომ მაგ საფლავმა განკურნა?

    საფლავმა არ განკურნა, მართალია მამა გაბრიელის საფლავზე მიდიან ხალხი და ინკურნებიან, (თვითონ მამა გაბრიელის სულს აქვს იმის შესაძლებლობაც, მადლიც და ძალაც ღმერთისგან, ის ხომ წმინდანია, ეს რომ დაგაჯერო უნდა გწამდეს, რადგან არ გწამს ვერ დაგაჯერებ, მაგრამ რომ გწამდეს ჯერ უნდა იცოდე ეს ყველაფერი, ინფორმირებული უნდა იყო, რაც შენ არ გინდა არ გაინტერესებს, ისე რომ პრობლემაა რადგან არ გინდა რომ იცოდე და გინდა რომ გჯეროდეს და მერე გწამდეს, ცოდნას კიდე კითხვა ჭირდება შესაბამისად, ამ თემაზე) მაგრამ ყველა, ასიათასობით და მილიონობით ადამიანი ვერ განიკურნება, და რატომ, იმიტომ რომ რწმენაა საჭირო, როდესაც შენთვის სულერთია სულიერებაც და უსულოებაც და შენ მხოლოდ იმის გულისთვის მიდიხარ მის საფლავზე რომ მთავარია განიკურნო (სარგებელი ნახო მხოლოდ) თორემ შენთვის სულერთია რელიგიურობაც, სულიერებაც და უსულოებაც, ან თვალთმაქცობ, მიდიხარ ლოცულობ და შემდეგ აღარ გახსოვს თუ რაზე ილოცე, ივიწყებ ღმერთსაც და სულიერებასაც… ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვერ განიკურნება, ისევდაისევ გეტყვი რომ ყველაფერში უმთავრესია რწმენა… (სანამ ცოცხალი იყო მამა გაბრიელი, მაშინ ამცირებდნენ ზოგზოგიერთები და რომ გაიგეს თურმე წმინდანიაო და მერე ცაში აიყვანეს, ეგეთ ადამიანებზე რა უნდა იფიქრო აბა? ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს)
    როდესაც შენ ადამიანს სიკეთეს უკეთებ იმისათვის რომ შემდეგ წინ დაგხვდეს, ასე ვთქვათ ხელმა ხელი დაბანაო, ამას რწმენა არ ჰქვია, ამას უხეშად რომ ვთაქვათ გამორჩენა ქვიაპირადი სიამოვნებისთვის თუ მიზნებისთვის.
    იქ მისული ასიათასობით ადამიანი შენ ხომ არ იცი რა რწმენით მივიდა, შენ გგონია ტყუილია როდესაც ამბობენ რწმენა გადაგვარჩენსო?
    იმიტომ გიმეორებ ხშირად რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რწმენას, სიტყვას… და საერთოდ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და უნდა ერქვას მაგრამ ჩვენ ადამიანები არაფერს ვაქცევთ ყურადღებას და ვიწვევთ ქაოსს, ჩვენი უცოდინრობით და დაუდევრობით, გვგონია რომ ბევრი ვიცით მაგრამ არაფერი ვიცით… მერე ამ ქაოსის შედეგად ვღებულობთ ამ ყველაფერს, რასაც ვხედავთ და ვცხოვრობთ, მერე ვაბრალებთ რელიგიას, ან ერთმანეთისკენ ვიშვერთ ხელს…

    ანესთეზიები, კუნთების მოდუნებები და ასე შემდეგ… ეს ყველაფერი არის ხორციელი ცხოვრებ იდან, და ამ ყველაფრის შედეგად ატარებთ ცდებს მეცნიერები…
    სულს ვერ ხედავ, ვერ ეხები და რა ცდები უნდა ჩაუტარო რომ შენ რაიმე დაინახო და ირწმუნო?
    სულიერებას, ჭირდება თავმდაბლობა, ერთმანეთისადმი პატივისცემა… ღმრთისადმი სიყვარული, რწმენა… ეკლესიური ცხოვრება, (და არა ლაბორატორია) ოღონდ ისეთი არა, ეკლესიაში რომ დადიან და გარეთ რომ გამოდიან კლავენ, იპარავენ, ჩაგრავენ, არ ინდობენ, მრუშობენ… და ის ტაბურეტკიანი ადამიანიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, ამასაც ხომ აქვს ემოცია, სიბრაზე?… განა შეიძლება ქრისტიანობა დაადანაშაულო იმის გულისთვის რომ ერთერთმა მამაომ თავი ვერ შეიკავა და ტაბურეტკა აიღო ხელში და ამიტომ მორჩა! რა ცუდი ყოფილა ქრისტიანობა…
    მაშინ მეც იგივე შედარებას მოგიყვან, თუკი მამაოს არ ეპატიება ემოციების გამომზეურება, მაშინ არც მეცნიერს არ ეკადრება შეცდომის დაშვება, როგორ ფიქრობ არასწორი ლოგიკაა?..

    და როდესაც ამ ყველაფერს გაივლი რაც ზემოთ ჩამოვთვალე (რა თქმა უნდა არ არის ადვილი ამ ყველაფრის გავლა) შემდეგ დაინახავ სულიერებასაც და ძალიან ბევრ რაღაცეებს… რასაც დღეს ხედავ ზღვაში წვეთია, უბრალოდ სასაცილოა, თავისი მეცნიერებით და თავისი მთლიანობაში ზოგადად ყოფაცხოვრებით, არსით… (მეც რა თქმა უნდა შორს ვარ ამ ყველაფრიდან რაც ეხლა ჩამოვთვალე, მაგრამ მე სურვილიც მაქვს და რწმენაც ამ ყველაფრის რომ ეს ყველაფერი არსებობს, და მე მინდა რომ ესეთი ვიყო… შენ? ეს უკვე შენზეა დამიკიდებული დაიჯერებ თუ არ დაიჯერებ)

    ჰაერზე, უპრაკუნოდ, ჭორის დონეზე მართლა არაფრის დაჯერება არ მინდა!

    შენთვსი რა თქმა უნდა ჰაერია, იმიტომ რომ შენ მხოლოდ ხორციელი ცხოვრებას სცემ პატივს, ხორცის სიკვდილის შემდეგ შენთვის მთავრდება ყველაფერი და როგორ დაიჯერებ სულიერებას, შენთვის ეს ყველაფერი ზღაპარია…

    (მე შენი კარგად მესმის, იმდენად კარგად რომ შენ ვერც კი წარმოგიდგენია) რელიგია ტექნოლოგიებს და ზებუნებრივობას კიარ ქმნის, რელიგია გასწავლის სწორად ცხოვრებას, თუ როგორ უნდა გადარჩე, როგორ უნდა იბრძოლო მომავლისათვის, მარადიულობისათვის… მაგრამ, შენ ამას ვერ გაიგებ, რადგან ხორცში ხარ გამოკეტილი (როგორც ხორცი ვაზის ფოთოლში, ვიღაც რომ შეჭამს და იქ დასრულდება მისი ცხოვრება 🙂 ) და კმაყოფილი ხარ ხორციელი ცხოვრებით, მე არა ვარ ხორციელი ცხოვრებით კმაყოფილი, რადგან მე ვიცი და მწამს რომ რაც ვარ, ამ ხორცზე მეტი შემიძლია ვიყო და ვებრძვი ჩემს თავს, ამიტომ არის რომ ერთმანეთისა არ გვესმის…

    თქვენი წარმოდგენით ხომ მხოლოდ მართლმადიდებლები ხართ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგის მიმდევარნი და დანარჩენიი სხვა ყველა მცდარი.

    მემგონი ეს პირველი შემთხვევაა თუ არ ვცდები რომ გეთანხმები, კი, (ნამდვილი რელიგია არა) მხოლოდ ქრისტიანული-მართლმადიდებლობაა რელიგია, სხვა რელიგია დედამიწაზე არ არსებობს! სხვას რასაც შენ, თქვენ ეძახით რელიგიას, ისინი რელიგია არცერთი არ არის, რატომ? იმიტომ რომ რელიგია ღმერთის მოგონილია და არა ხალხის, და თუ მაინცდამაინც ქრისტიანობა რატომ? იმიტომ რომ ქრისტიანობას ნამდვილი, ჭეშმარიტი სარწმუნო ფაქტობრივი წყაროები აქვს დასაჯერებლად, ჯერ ის რომ, რას გასწავლის, რას ქადაგებს ქრისტიანობა და შემდეგ მთელი ისტორიები არსებობს…
    სხვა ეგრეთწოდებული რელიგიები ხალხის გამოგონილია ერთმანეთის საკონტროლებლად!
    (პირადი მიზნები აქვთ, თუ როგორ დაიმორჩილონ, აკონტროლონ ხალხი, სხვადასხვა მეთოდებით)

    რაც შეეხება ბუდას ქანდაკებას, თუ როგორ სვამს ბუდა რძეს, ეგ უკვე ბუდისტებს უნდა კითხო და გეტყვიან როგორ სვამს…
    ტყუილად მოგყავს ესეთი შედარებითი არგუმენტები ქრისტიანობასთან, რადგან ძალიან შორს არის ერთმანეთისგან, ის რასაც შენ ამბობ ისევდაისევ არის ხილვადი, ანუ, ურწმონოთათვისაც ხილვადია და არასერიოზულია, ქრისტიანობა რასაც გასწავლის ის სერიოზულია, რადგან ცხოვრებაში გამოგადგება. შენ რომ ბუდის ქანდაკება დაინახო თუ როგორ სვამს რძეს, ეს არაფერში გამოგადგება, უბრალოდ დაინახე და მორჩა (ოღონდ მხოლოდ შენ დაინახე 🙂 ).

    ზებუნებრივმა ძალებმა კიარ ჩააგონეს სისხლს არ გაიხრწნაო, წმინდანის სისხლია და იმიტომ არ იხრწნება, მე და შენ წმინდანები რომ არ ვართ ჩვენი სისხლი გაიხრწნება მაგრამ… გაიგე რაშია საქმე, აქ ქიმია არაფერშუაშია?
    ის ადამიანიც რომ განიკურნა მე რომელზეც მოგიყევი, იქაც არაფერი ქიმიურობა არ ყოფილა, ჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი კარის მეზობელი და ესეთ დღეში მყოფ ადამიანს რა ფოკუზები უნდა გაეკეთებინა, შენი წარმოდგენებით ფოკუზებათ რომ ნათლავ ყველაფერს.

    დინამოს რაც შეეხება, არასერიოზულია, დინამოები და კოპერფილდები არ შეიძლება ქრისტიანობას შეადარო!
    დინამოებს და კოპერფილდებს ახსნები გააჩნიათ თუ როგორ აკეთებენ ფოკუზებს.
    ქრისტიანობას არანაირი ახსნები არ ჭირდება, სწავლობ და ცხოვრობ და შესაბამისად თავს ირჩენ სისულელეებისგან…

    ეს რელიგიური ფანატიკოსები კი ისევ 2000 წლის წინანდელ იესოს მისტირიან 🙂
    კი, აი, ამ პასუხშიც გამოჩნდა თქვენი „მოდნობა“ თქვენთვის მხოლოდ მოდაა ეს ყველაფერი, 2000 წელი გასულა და ისევ გოიმებად დავრჩით და თქვენ წინ წახვედით, იმიტომ რომ რაკეტები გამოიგონეთ და კოსმოსში დაფრინავთ, ვაიმეეე… რა შორს გაფრენილან… 🙂 და ესენი, ეს გოიმები ისევ ეკლესიებში დადიან… ვაა… აი განვითარებააა…. 🙂 სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

    დამისახელე კონკრეტულად რომელ ფაქტებზე ამბობ, სადაც მეცნიერება შეცდა რელიგიასთან მიმართებაში. ან რომელ ჩადენილ შეცდომებს გულისხმობ? დამისახელე ასეთი ფაქტები.
    ერთი ის რომ როდისღაც ჩვენ მაიმუნები ვყოფილვართ, მერე ის რომ ჩვენ რაღაც თევზის სახეობები (“Eusthenopteron”) ვყოფილვართ, მერე ხელები გაგვინვითარდა და წყლიდან მიწაზე ამოვედით, თურმე ჩვენ მაგარი სახეობა აღმოვჩნდით და სხვა ცხოველებზე უკეთესად განვითარებულვართ,

    მირონი რომ არ კურნავს, მაგას კი არ უნდა ლაბორატორიაში გადამოწმება, შენ უნდა გადაამოწმო და დაამტკიცო, რომ კურნავს. შენი პრეროგატივაა ამის დამტკიცება, შენ შემოიტანე ეგ იდეა და არა მე.
    მე უკვე გადავამოწმე და ვნახე ადამიანები რომლებიც განკურნებულან, შენ არ გინახავს როგორც ჩანს, რა ვქნათ ეხლა რომელი დავიჯეროთ ჩემი ვარიანტი თუ შენი?
    შენს მეზობელს რაც შეეხება იმას ნიორი ქონია ნაჭამი, სანამ ნეხვში ჩადგამდა ფეხს და ნიორმა უშველა, თუ არ იცი, გაიკითხე საერთოდ მედიცინაში ნიორს რა სარგებლობის მოტანა შეუძლია, გრიპს არჩენს, დაიმახსოვრე მაინც, ზამთარი ხომ მოვა კიდე… 🙂 🙂 🙂
    მირონს ღვთაებრივი ძალა აქვს, რომელის შენ არ გჯერავს და არ გწამს, წარმოიდგინე მარტო ხორცს რა ღვთაებრივისა უნდა სწამდეს, დღეს არის და ხვალ აღარ არის, მისთვის ყველაფერი სულერთია…

    ლაბორატორიებში რომ ცდებს ატარებენ და რაღაცეებს იკვლევენ, იმ კვლევის შედეგებს მილიარდობით ადამიანი ხედავს. ნებისმიერი ექიმი შეძლებს ნებისმიერ ადამიანს გაუკეთოს ანესთეზია და დაამტკიცოს, რომ მეცნიერების მიერ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევები მართალია. თან უყურე ეხლა შენ ლოგიკას დაუკვირდი, თან არ გჯერა მეცნიერების და თან ამბობ ერთი კვირა უწინასწარმეტყველესო, თუ არ გჯერა იმათი კვლევების შე კაი ადამიანო, მაშინ იმას რატომ იჯერებ რომ იმათი დასკვნა ერთი კვირა დაგრჩა სიცოცხლეო, მართალია? რაც გაწყობს იმას იჯერებ და რაც არ გაწყობს იმას არა ხო? ლიჟბი შენი რელიგია გააპრავო და რას აღარ აკეთებ ესეთი განათლებული კაცი. ცოცხალია, მერე რაა? ესეიგი განუკურნებელი არაფერი ჭირდა და შეცდომა დაუშვეს ექიმებმა. ექიმები ხშირად უშვებე ხოლმე შეცდომებს, ასეთი ფაქტები ბევრია. მით უმეტეს საქართველოში. იქ არა, სადაც თქვენი პატრიარქი მკურნალობს. რატომღაც ვერ შველის მამა გაბრიელის ზეთი.

    ძალიან შორს ხარ… რა შუაშია მედიცინა ტექნოლოგიები… მე არაერთხელ გითხარი რელიგიურ მეცნიერებაზე მაქვს კრიტიკები-მეთქი, ადამიანი სულ გალურჯებული, გაშავებული რომ არის და იცი რომ კიბო აქვს, რომ შეხედავ ცოცხალი რომ აღარ არის და კედელკედელ დადის, ამ ყველაფრის მერე (ეს ყველაფერი გარეგნულად) პლიუს რომ გასინჯავ ყველანაირად და დიაგნოზს რომ დაუსვამ სიკვდილს, დაახლოებით ერთ კვირაში, ამას ქვია რა მოხდა ექიმებიც ცდებიან?.. კიარ შეცდნენ, სიმართლე უთხრეს, მიწიერ ენაზე სიმართლე უთხრეს, რადგან მედიცინა მაგის იქით ვეღარ მიდის, ის რომ ადამიანი მაინც გადარჩა და დღესაც ცოცხალია ის ღმერთისგან ბოძებული მამა გაბრიელისადმი მადლისა და ძალის დამსახურებაა, ღმერთმა დაუშვა ის რომ მამა გაბრიელს გადაერჩინა ის ადამიანი, არვიცი როდემდე მაგრამ, ყველას და ყველაფერს თავისი დრო აქვს, ეს ღმერთმა იცის…
    და პატრიარქი რატომ არ მიდის მამა გაბრიელის საფლავზე ეს თვითონ პატრიარქმა იცის, ეს არც შენ იცი და არც მე ვიცი, ზევით თუ ყურადღებით წაიკითხე ამ თემაზე გაგეცი პასუხი.

    ჯორდანოებს და გალილეოებს და ასე შემდ… რაც შეეხება, კი ბატონო რაც მოხდა მოხდა ისე როგორც მოხდა… შენ გაინტერესებს რატომ მოხდა?
    იმიტომ მოხდა რომ ქრისტიანობა არის სწავლება, ისწავლო ცხოვრება, გაიგო თუ როგორ უნდა იცხოვრო ისე რომ სხვას ზიანი არ მიაყენო, შესაბამისად შენც უკეთ იყო, ეს ყველაფერი იყო საუკუნეების უკან, რითაც შენ მანიპულირებ, არაერთხელ…
    როგორ ფიქრობ, რისთვის არის საჭირო ქრისტიანობა?
    ადამიანი სრულყოფილი, იდეალური რომ ყოფილიყო საჭირო იქნებოდა ქრისტიანული სწავლებანი?
    არა, ხომ?
    გამარჯობა…
    ადამიანს მთელი ცხოვრება (და საერთოდ, ზოგადად განათლება) ქრისტიანული განათლება ჭირდება რომ ისწავლოს სხვისი უფლებების პატივისცემა, ერთ დღეში, ერთწელში, 100 და 1000 წელში ვერ ისწავლის ყველაფერს, დრო ჭირდება, ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს ყველაფერს, რასაც ყველაზე კარგად ქრისტიანობა აჩვენებს. (ეს იმის პასუხიც არის შენ რომ კამიკაძეებზე და განათლებაზე გაინტერესებდა ახსნები).

    კაი, აქვს რაღაც დადებითიც, მაგრამ არ მინდა მე ამ შენი ქრისტიანული მორალური პრინციპებით ცხოვრება იმიტომ, რომ მე საკუთარი, ბევრად უფრო მდიდარი და სწორი მორალი და ღირებულებები გამაჩნია, არ მჭირდება ვინმეს კარნახი და დაშინება რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები თუ თქვენი ღმერთის კაპრიზებს არ გავითვალისწინებ.

    მერე ვინ გაძალებს გინდა თუ არა ქრისტიანი იყავიო, შენ მეკითხები მე პასუხებს გცემ.
    რადგან მეკითხები და პასუხ ითხოვ, ესეიგი გაინტერესებს ხო?
    შენ ვინმე კიარ გაძალებს გინდათუარგინდა ქრისტიანი იყავი თორემ ჯოჯოხეთში მოხდებიო, არა, ეგრე არ არის, მაგრად ცდები…
    უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდეს, რომ ცოდნა გქონოდა და დანარჩენი შენი გადასაწყვეტია, ალბათ მეტყვი არ მჭირდებოდა ეს ინფორმაციაო. რომ არ მოეწოდებინათ შენთვის ეს ინფორმაცია (ღმერთმა ნუ ქნას) რო რამე მოგსვლოდა ხომ იტყოდი თუ ესე ძალიან ვუყვარვარ ღმერთს მაშინ რატომ არ გამაფრთხილაო. არა?

    რაღაცა არის სიმართლე და რაღაც ტყუილი იმის მიუხედავად, რა მორალურ გაკვეთილს იძლევა ის.
    რაღაცა რომ არის სიმართლე და რაღაცა ტყუილი ამისათვის გეძლევა შენ თავისუფალი ნება რომ შენ გაერკვე, გადაწყვიტო რა გინდა შენ, როდესაც შენ გაიაზრებ, მიხვდები რომ ეს გზა შენ დაგღუპავს და შენ მაინც ამ გზით მიდიხარ, მაშინ ღმერთი ხელს არ შეგიშლის, შენს უფლებას არ დაარღვევს რადგან შენ გინდა ესე, შენი არჩევანია, მაგრამ შენ რომ გაურკვევლობაში ხარ და გგონია რომ იცი რას აკეთებ და სინამდვილეში არ იცი რას აკეთებ, მაშინ ღმერთი არ მოგცემს დაღუპვის უფლებას, ჯერ მიგიყვანს დაგაყენებს კლდის წვერზე, გაგააზრებინებს თუ რას აკეთებ და მერე შენ გადაწყვიტე გინდა გადახტომა თუ არა.

    წყარო მაჩვენე, რომ ლაბორატორიაში შეამოწმეს მეცნიერებმა და დამტკიცდა, რომ ამ სისხლში არ ურევია რაიმე ქიმიური ნივთიერება და ეს მართლაც უხრწნელია.

    წყარო ის არის რომ არაერთხელ გამოსულა ტელევიზიით მამა გაბრიელის პირადი ექიმი და უთქვამს შევამოწმეთ მამა გაბრიელის სისხლი და ისევ ისეთი, უხრწნელია… უხრწნელი თუ არ იქნებოდა ესე უფრო მეტად, როგორც ეხლა არის არგუმენტები ვერ გამყარდებოდა, ბოლოსდაბოოს ადამიანი წმინდანად შერაცხეს…
    წმინდანად შერაცხვა ის არ არის რომ ადამიანს უთხრა წმინდანი ხარ და მორჩა, ძალიან ბევრი არგუმენტებია საჭირო და მერე…

    Like

  40. ლუკა ქოქიაშვილი 13/07/2016, 5:28 PM

    ზაზა, მხოლოდ ის კომენტარი წავიკითხე,შენს მეზობელზე. დანარჩენების წაკითხვის თავი არ მქონდა, ძალიან ბევრი და ვრცელია. 🙂
    მე იცი რა მაინტერესებს? მსგავს სასწაულებს მე რატომ ვერ ვხედავ? თუმცა კი, მეც მყავს ახლობელი, 8 წელია სიმსივნე აქვს და სწორედ მედიცინის დახმარებით (და არანაირი შარლატანობითა და რიგითი საპიენსის საფლავზე სიარულით), დღემდე ცოცხალია და ექიმებს ეჭვიც არ შეპარვიათ, რომ ცოტა დროღა ჰქონდა დარჩენილი, არც ჭკუიდან გადასულა და არც არაფერი მსგავსი. 80 წლისაა და დღესაც ასწავლის სკოლაში მათემატიკას. ეს არაა სასწაული?
    რეზომ სწორად გკითხა, თუ მამა გაბრიელის საფლავი წმინდაა, რატომ ვერ შველის ძაალიან ბევრს, მათ შორის, ჩვენს პატრიარქს? კაცი ყველაზე წმინდა ჰომინიდად ითვლება საქართველოში და მედიცინას მიმართავს სამკურნალოდ? თუ მართლა არსებობს ეს სასწაულები, მიმართოს ეკლესიას, ილოცოს და საკუთარი ჯანმრთელობა ღმერთს მიანდოს და არა ექიმებს, მარა ყველამ ვიცით, რომ აფიორაა ეგ სასწაულმოქმედი ხატებიც, მირონებიც, საფლავებიც და წმინდა ნაწილებიც.
    ყველაფერი ხომ ფარდობითია? 1000-ჯერ მეტი ვიცი, ვინც მასეთ გზებს მიმართა გამოჯანმრთელებისთვის და არაფერი გამოუვიდა, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ ხდება ხოლმე “გამოჯანმრთელება” და მაგაშიც არანაირად არაა “დამნაშავე” ეგ სიწმინდეები, უბრალოდ, ალბათურად ხდება. რაც შეეხება იმას, ექიმებმა 100% დიაგნოზი დასვესო, კაი კაცო, ექიმი 100%-იან დიაგნოზს არ სვამს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხდება შემთხვევები, როცა მძიმე ავადმყოფი გამოდის მდგომარეობიდან, ან რაც ექიმის დიაგნოზია, იმისგან განსხვავებით მიმდინარეობს მოვლენები, ყოველგვარი “წმინდა აქტივობების” გარეშე.

    Like

  41. zaza 13/07/2016, 11:05 PM

    რავიცი, რა გითხრათ აბა, მე რასაც ვხედავდი ყოველდღიურად, რა ინფორმაციაც მქონდა და დღესაც რასაც ვხედავ ის გითხარით და თქვენი ნებაა დაიჯერებთ თუ არ დაიჯერებთ, ის ვიცი რომ ეს ადამიანიც ეგრე იყო ზუსტად შენ როგორც თქვი რომ წლების განმავლობაში ექიმებთან მკურნალობდა და ბოლოს, 2 წლის უკან კვდებოდა, ჩემი თვალით ვხედავდი და ისიც კარგად ვიცი რომ ექიმებმა საბოლოო პასუხი უთხრეს ოჯახის წევრებს რომ ვეღარაფერს ვუშველით და… (მაგრამ მოხდა ის სასწაული, რომელიც თქვენთვის, ათეისტებისთვის ძალიან ძნელი დასაჯერებელია)

    ლუკა, ისე საინტერესოა, შენგან როგორც მომავალ მეცნიერისგან მაინტერესებს პასუხი, როგორ ახსნი?
    რა არის სინდისი?
    რისთვის არის, როგორ არის ადამიანში, რა სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის, ან რანაირად არსებობს, საერთოდ რა არის?
    რეზოსგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, ორჯერ დავუწერე და ეტყობა ერთხელაც არ წაუკითხავს, ან წაუკითხავს და პასუხი ვერ იპოვნა, არვიცი… მე როგორც ვიცი და მესმის ის დავწერე და საინტერესოა მეცნიერულად როგორი აახსნა აქვს, ოღონდ რეალურად, დამაჯერებლად… 🙂
    თუ არ გეზარება ზემოთ ცოტა ვრცლად დავწერე ამის შესახებ, ერთ მონაკვეთში და მაინტერესებს ნამდვილად ლამაზი ზღაპარი თუ გამომივიდა:) 🙂 🙂 ….

    Like

  42. რეზო 14/07/2016, 1:48 AM

    “რეზოსგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, ორჯერ დავუწერე და ეტყობა ერთხელაც არ წაუკითხავს, ან წაუკითხავს და პასუხი ვერ იპოვნა”

    თუ დამაცდი გაგცემ პასუხს, შენსავით კი არ დავაიგნორებ ყველაფერს რაც ზემოთ და სხვა პოსტებზე კომენტარებში გკითხე. ორჯერ დავუწერეო და ოცჯერ რომ დაგიწერე იმ კითხვებზეც არ გაქვს გაცემული პასუხი 🙂

    სინდისი-ეს არის ჩემივე გონების ემოციური ან ლოგიკური ნაწილი.
    გონება ძირითადად ერთიანი და განუყოფელი გვგონია, სინამდვილეში კი ის შედგება სხვადასხვა მოდულებისგან, ზოგიერთ მოდულს ხანდახან სხვა რამ სურს და იქმნება კონფლიქტი. ისინი ნახევრად დამოუკიდებლები არიან და ზოგჯერ საკუთარი აზრიც კი გააჩნიათ.
    ეს არის თანამედროვე ნეირომეცნიერების აღმოჩენა, ჩემი აზრი და გამოგონება არაა.
    შეგიძლია ინტერნეტში მოიძიო ინფორმაციები. მაგალითად შემიძლია მოგიყვანო შემთხვევა რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი ნეირომეცნიერი რამაჩანდრანი ყვება პაციენტებზე რომლებსაც კორძიანი სხეულის (corpus callosum) დაზიანებით გათიშული აქვთ ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის კავშირი. მარჯვენა ტვინი ხედავს მარცხენა თვალით, მარცხენა მარჯვენა თვალით. სათითაოდ თვალით მხედველობის დაბლოკვით შესაძლებელია ასეთ პაციენტის ორივე ტვინს ცალ-ცალკე ჩაუტარო გამოკითხვა. ნახევარსფეროები ვერ ურთიერთქმედებენ, იმიტომ რომ მათი დამაკავშირებელი კორძიანი სხეული დაზიანებულია. ერთ-ერთი პაციენტის ნახევარსფეროებმა გამოავლინეს მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა.მაგალითად მარცხენას არ წამდა ღმერთი, მარჯვენას წამდა. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს რომ გონება არის კონსტრუქციული ერთობა და არა ერთი მთლიანი განუყოფელი არსება. სხვათაშორის ეს სულის არსებობასაც უქმნის პრობლემას. თუ სული განუყოფელია (იდეაში ასეც უნდა იყოს) მაშინ ის გონების სხვადასხვა მოდულებში როგორ ნაწილდება? ან თუ სული მისტერიულდ უკავშირდება ტვინს, რომელ მოდულს ანიჭებს უპირატესობას?

    Like

  43. Zaza 14/07/2016, 12:28 PM

    არა, ნამდვილად არაფერს ვაიგნორირებ, ვერ დაგეთანხმები, მე ყველა კითხვაზე გაგეცი და გცემ პასუხებს, უბრალოდ შენ არ გესმის, (და ზოგიერთ რაღაცეებს არც კითხულობ, მე ხომ შენამდე ვერც მოვალ) რადგან ისევ გაგიმეორებ, შენ მხოლოდ სუპერ პასუხებს ელოდები, შენ მხოლოდ ყველაფერს ტექნოლოგიურად უყურებ, მე უბრალო ენაზე, გცემ პასუხებს და შენ ეს არ გესმის, ტყულად, ცილს ნუ მწამებ…

    ჩემი აზრით მაგრად ცდები, როცა ამბობ,
    სინდისი-ეს არის ჩემივე გონების ემოციური ან ლოგიკური ნაწილი.
    ძალიან მარტივად გადაწყვიტე, ამოხსენი, არადა არც ისეთი მარტივია, სინამდვილეში, ათეისტისთვის კი, სწორედ ეს არის ახსნა და მეტი არაფერი. (არის ბევრი რაღაცეები რასაც ვერ ხსნით, და ვერც ახსნით რადგან თქვენ ყველაფერს ტექნოლოგიურად უდგებით)

    ეს ხომ ყველამ ვიცი, ყველას გვაქვს, ამაზეც ხომ ვერ შემეწინააღმდეგებით რომ არ ჩანს, ვერ ვხედავ, არ არსებობს… (სულისგან განსხვავებით)
    როდესაც არასწორად იქცევი, რაიმეს ჩაიდენ, დანაშაულის გრძნობა გიჩნდება…
    სწორედ მაშინ ირთვება ჩვენს გონებაში და გვადანაშაულებს, გვასამართლებს და გვაიძულებს მოვიქცეთ ისე როგორც მართალია, სიმართლის მხარეზე დავდგეთ…

    ცხოველს ააქვს სინდისი? (მე ვფიქრობ არა აქვს, ცხოველს მხოლოდ დარდი აქვს, სინდისი არა)

    ადამიანის სულს და სხეულს სინდისი აერთიანებს!

    და საერთოდ, (უსულო) მხოლოდ ხორცს, არ შეიძლება რომ სინდისი ჰქონდეს, არ არსებობს, ამას ნამდვილად ვერცერთი ათეისტი ვერ დამაჯერებს…
    დარწმუნებული ვარ, დიდ მეცნიერებს რომლებსაც (არარელიგიურნი არიან, მაგრამ არც აწუხებთ) რელიგიასთან პრობლემა რომ არ აქვთ ისინიც დამეთანხმებიან ამ საკითხში, იტყვიან ალბათ, სულის არ არსებობის არვიცით მაგრამ, ჯერჯერობით ეს საკითხი არ არის შესწავლილი…

    ამას რომ გავყვეთ ბოლომდე ძალიან შორს წაგვიყვანს, ძალიან ბევრი რაღაცეები უნდა დაუკავშირო ერთმანეთს, ესე არ შეიძლება, უბრალოდ თქვა, ჩემი გონების ემოციური ან ლოგიკური ნაწილი.

    მაშინ გეკითხები, სად არის, როგორ არის, საიდან არის, რისთვის არის, რა საჭიროა, როგორ რწმუნდება შენი სინდისი რომ მართალია, თუ კი შენ მარტო ხორცი ხარ, რა იცი რომ მართალს გკარნახობს შენი სინდისი, რადგან, შენ როგორც ხორცს ხომ პირიქით, საწინააღმდეგოდ ფიქრობ და მოქმედებ?
    ყველაფერი ხომ ხელოვნურია, ყველაფერი ხომ შექმნილია (ადამიანიც) ვიღაცისგან, რაღაცისგან, ადამიანის გარდა ვინმეს, რამეს ააქვს სინდისი, სერიოზულად გიფიქრია ამაზე როდისმე?
    ჩემი აზრით, და არამერტო ჩემი აზრით, ეგ არ არის სერიოზული ახსნა რაც შენ ახსენი…

    Like

  44. რეზო 14/07/2016, 7:50 PM

    შენთვის მთელი მეცნიერება არასერიოზულია და მხოლოდ ჭორების დონეზე მოსმენილ ამბებს აღიქვამ სერიოზულად, ან მირონმდინარე ხატებზე შეთხზულ ისტორიებს.
    ცხოველს არ აქვს ისეთი ინტელექტი, როგორიც ადამიანს და სესაბამისად ვერ ექნება ყველაფერი ადამიანური. ჩვენ-ადამიანები კვების ჯაჭვის თავში ვართ, ამიტომ გვაქვს ზოგი რამ ცხოველისგან განსხვავებული. მაგალითად მორალი და ემპათია ცხოველებსაც გააჩნიათ და ეს უცხო არ არის მეცნიერებისთვის. ადამიანებმა შევქმენით რთული სოციალური სტრუქტურა. ასეთი სტრუქტურა რომ შექმნა აუცილებელია გქონდეს ემპათია, ღირებულებები, სინდისი, მორალი. ევოლუციური თვალსაზრისით ის ტომი უფრო გადარცება, სადაც არის ეს ყველაფერი, ვიდრე ის , სადაც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ და ერთმანეთს ანგარიშს არ უწევენ. ამიტომ ადამიანს ევოლუციურად ჩამოუყალიბდა ასეთი გონება. პლუს ამას, ჩვენ ცხოველებისგან განსხვავებით მეტი ინტელექტი გვაქვს და უფრო მეტად აღვიქვამთ დანაშაულს.

    Like

  45. zaza 14/07/2016, 11:00 PM

    ამას პასუხი არ ჰქვია, არც მეცნიერულად და არც სხვანაირად, ძალიან ზოგადი პასუხია, ისეთი რომელსაც ნებისმიერი ადამიანი, ერთიდაიგივე პასუხს რომ გაგცემს…
    ამ საკითხს ან მეცნიერულად უნდა გაეცეს პასუხი (გამართული, დამაჯერებელი, სწორი პასუხი) ან რელიგიურად, თუ მეცნიერება პასუხს ვერ პოულობს მაშინ რელიგიას აქვს პასუხი და შესაბამისად რელიგიური პასუხია მართალი…

    ვერანაირ სტრუქტურებით ვერ შექმნიდა და ვერც შექმნის ადამიანი რომ შესაბამისად სინდისი მიეღო, მითუმეტეს ადრეულ წლებში, სინდისი კიდე რაც ადამიანი შეიქმნა იმის შემდეგ, დღემდეს აქვს ადამიანს სინდისი.

    იძახი ასეთი სტრუქტურა რომ შექმნა აუცილებელია გქონდეს ემპათია, ღირებულებები, სინდისი, მორალი.

    და საიდან გაქვს ეს ყველაფერი, საქმეც მაგაშია თავისით, განსაკუთრებით სინდისი ვერ შეგექმნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ სინდისზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ სინდისი ისეთი რაღაცაა რომ ეს თავისით ვერ შეგექმნება, ვერ ჩამოგიყალიბდება ეს ხელოვნურია, კონკრეტულად ვიღაცის ჩადებულია ჩვენში, ყველა ადამიანში, რადგან შენ სინდისს ვერასოდეს გაურბიხარ, მუდმივად ჩასაფრებულია და გაკონტროლებს, პასუხს გთხოვს, გასამართლებს, გიჭირს მორევა, სწორ გადაწყვეტილებისკენ გექაჩება ყოველთვის, შეიძლება დროებით მოერიო მაგრამ რაც დრო გადის და რაც უფრო მეტად არ ფიქრობ სინდისზე მით უფრო მეტად განადგურებს, და ვინ ჩადო ეს ჩვენში? თუ არა ღმერთმა?…

    სწორედ სინდისი აერთიანებს სულს და სხეულს.

    Like

  46. რეზო 15/07/2016, 9:26 AM

    მაგაზე გაგეცი უკვე პასუხი. კიდევ ერთხელ გადაიკითხე ჩემი კომენტარი სინდისზე. სინდისი-ეს არის ჩემივე გონების ემოციური ან ლოგიკური ნაწილი.
    გონება ძირითადად ერთიანი და განუყოფელი გვგონია, სინამდვილეში კი ის შედგება სხვადასხვა მოდულებისგან, ზოგიერთ მოდულს ხანდახან სხვა რამ სურს და იქმნება კონფლიქტი. ისინი ნახევრად დამოუკიდებლები არიან და ზოგჯერ საკუთარი აზრიც კი გააჩნიათ.

    “ვერანაირ სტრუქტურებით ვერ შექმნიდა და ვერც შექმნის ადამიანი რომ შესაბამისად სინდისი მიეღო, ”

    რატომ ვერ შექმნის? ამაზე არგუმენტი გაქვს?

    “ამ საკითხს ან მეცნიერულად უნდა გაეცეს პასუხი (გამართული, დამაჯერებელი, სწორი პასუხი) ”

    გაგეცი უკვე ზემოთ პასუხი და კონკრეტულად თუ რომელიმე დეტალს არ ეთანხმები თქვი. შენთვის დამაჯერებელი და დამაკმაყოფილებელი მხოლოდ რელიგიური ჭორებია და რა ვქნა მე.

    “ან რელიგიურად, თუ მეცნიერება პასუხს ვერ პოულობს მაშინ რელიგიას აქვს პასუხი ”

    თუ მეცნიერება რამეზე პასუხს ვერ პოულობს, რელიგია მით უმეტეს, ვერ იპოვის. თქვენ რასაც პასუხებს ეძახით კიდ, მსგავსი პასუხები კომბლეს ზღაპარშიც შეიძლება იპოვოთ.

    “იძახი ასეთი სტრუქტურა რომ შექმნა აუცილებელია გქონდეს ემპათია, ღირებულებები, სინდისი, მორალი.

    და საიდან გაქვს ეს ყველაფერი, საქმეც მაგაშია თავისით, განსაკუთრებით სინდისი ვერ შეგექმნებოდა, ”

    თავისით არა, მე შემოგთავაზე ალტერნატიული ვარიანტი.

    “მხოლოდ და მხოლოდ სინდისზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ სინდისი ისეთი რაღაცაა რომ ეს თავისით ვერ შეგექმნება,”

    მოდი უსასრულოდ ამ “თავისით ვერ შეეიქმნებოდას” გამეორებას, კიდევ ერთხელ წაიკითხე რასაც დავწერ. შენ ხარ დეტერმინირებული რომ ვისაც ან რასაც “აზრი” გააჩნია ე.ი ის თავისი არსით ზებუნებრივი უნდა იყოს. შენ გაქვს აპრიორული დოგმატები რომ აზროვნებას ინტელექტს აუცილებლად ჭირდება ზებუნებრივი პირველმიზეზი.შენი არგუმენტი უბრალოდ ემყარება უცოდინარობის არგუმენტს. “რადგან მე არ ვიცი რომ ეს შესაძლებელია, რადგან მე ვერ წარმომიდგენია რომ ეს შეიძლება რეალური იყოს ამიტომ გვჭირდება ზებუნებრივი ღმერთი და დანარჩენი რელიგიური ბაგაჟი”.
    აქ ერთი მუტაცია არ ყოფილა. ტვინის სხვადასხვა ნაწილები ჩამოყალიბდა სხვადასხვა დროს ევოლუციურ ისტორიაში, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები და “მიზნები” ამიტომ შეიძლება კონფლიქტშიც მოვიდნენ ერთმანეთთან.

    “ვერ ჩამოგიყალიბდება ეს ხელოვნურია”

    ჩვენც არ ვდგავართ შორს ხელოვნური ინტელექტის შექმნისგან.

    “რადგან შენ სინდისს ვერასოდეს გაურბიხარ, მუდმივად ჩასაფრებულია და გაკონტროლებს, პასუხს გთხოვს, გასამართლებს, გიჭირს მორევა, სწორ გადაწყვეტილებისკენ გექაჩება ყოველთვის,”

    ამბობ და მხედველობიდან გრჩება რომ Survival of the fittest ანუ გადარჩევის პროცესი, არ არის მხოლოდ ინდივიდის სასარგებლოდ, არამედ გვთავაზობს უფრო ფართო და მოხერხებულ გადარჩენის სტრატეგიას. მორალის და სინდისის არსებობა წახალისებულია ბუნებრივი გადარჩევის მიერ. იმიტომ რომ თუ მე მაქვს ემპათია, ვიცავ ბაზისურ წესებს, მაქვს გარკვეული ღირებულებები, (მაგ: თანასწორობა) მაშინ მე უფრო მეტად გადავრჩები, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია. აღსანიშნავია რომ მორალის ელემენტები არის სხვა განვითარებულ სახეობებშიც, როგორიცაა ადამიანის მსგავსი მაიმუნები, სპილო და ა.შ.

    “ცხოველს ააქვს სინდისი? (მე ვფიქრობ არა აქვს”

    მიტომ რომ ჩვენი გადარჩენის და გადარჩევის სტრატეგია არ არის ისეთი მარტივი როგორიცაა მაგალითად იმ ცხოველების რომლებიც აფრიკულ სავანაში იბრძვიან ყოველდღიურად. ჩვენ კვების ჯაჭვის თავში ვართ და არ გვჭირდება ძალიან უხეში ჯუნგლის კანონი. ისიც კი არ გვჭირდება რომ უმეტესობა ჩვენგანმა ვინადიროთ სხვა სახეობებზე. ამიტომ ჩვენი სტრატეგიები უფრო ლაკონურია, სადაც დათმობა და ზრდილობაც გამოიყენება.

    “და საერთოდ, (უსულო) მხოლოდ ხორცს, არ შეიძლება რომ სინდისი ჰქონდეს, არ არსებობს, ამას ნამდვილად ვერცერთი ათეისტი ვერ დამაჯერებს…”

    ცხოველებს არ აქვთ სათანადო აზროვნების უნარი და კომპლექსური სოციალური სტრუქტურა. ამიტომ ცხოვრების წესი და აზროვნება აქვთ მარტივი. ეთიკის, კულტურის, სინდისის და მსგავსის მოთხოვნილება ჩნდება იქ სადაც სუბიექტები აზროვნებენ და თან რესურსებთან აქვთ მეტნაკლებად წვდომა. რომ აიღო მაგალითად მაღალ ეთიკური ადამიანების დიდი ჯგუფი და დასვა ტრიალ მინდორზე სადაც ყოველდღიურად უნდა იბრძოლონ თითო ლუკმაზე, ისინიც დაკარგავენ ამ სინდისს და მორალს. ამით იმის თქმა მინდა რომ რესურსების წვდომადობა მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ასევე კულტურას და მორალს ჭირდება საკმარისად კომპლექსური ტვინი.
    და კიდევ ძალიან ცდები თუ გგონია რომ ცხოველებში სრულიად არაა დათმობა ემპათია, სინდისი, მორალი და ა.შ. ოჯახის შიგნით ხშირად მოიძებნება პატივისცემის და სიყვარულის მაგალითები. უბრალოდ ეს ურთიერთ დამოკიდებულებები ვერ არის ისეთი რთული როგორც ადამიანში.
    შეგიძლია ინტერნეტში მოიძიო ბევრი ისტორია ექსპერიმენტების შესახებ სადაც ერთი ან რამდენიმე მაიმუნი გამოხატავს თანაგრძნობას მისთვის სრულიად უცნობი მაიმუნის მიმართ., მაგალითად ორ ცალ-ცალკე კამერაში ზის ორი მაიმუნი, რომლებიც აქამდე არ იცნობდნენ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს შუშის მეშვეობით ხედავენ, ერთი მაიმუნი გააცნობიერებს, რომ რაღაც ღილაკზე თითის დაჭერით მის საკანში ჩნდება ბანანი, მაგრამ ამავე დროს მეორე მაიმუნს ძლიერი ჭავლით წყალს ასხავენ.რამდენიმე ცდის შემდეგ პირველი აცნობიერებს რომ მეორეს მისი საქციელის გამო ტკივილი ადგება, მიუხედავად იმისა რომ ის მშიერია და უყვარს ბანანი, წყვეტს ღილაკზე თითის დაჭერას და ბანანის მიღებას.
    მსგავსი ექსპერიმენტები ბევრია და ნათლად ანახებს რომ თანაგრძნობა, მორალი და სინდისი სხვა ცხოველებსაც გააჩნიათ.

    Like

  47. რეზო 15/07/2016, 9:27 AM

    “სწორედ სინდისი აერთიანებს სულს და სხეულს.”

    ამაზე მტკიცებულება გაქვს? თუ როგორც ყოველთვის შენი ფანტაზიის ნაყოფია?

    Like

  48. რეზო 15/07/2016, 9:30 AM

    ისეთი თვისება ვერ გადარჩება რომელიც გარემოს ვერ ერგება. ვერ ადაპტირდება.
    სინდისიც შემთხვევით არ ჩნდება, არამედ იმიტომ რომ გამოსადეგი მიმია, მისი მეშვეობით უფრო მოწესრგებული სოციალური სტრუქტურა მიიღება. წარმოიდგინე საზოგადოება სადაც სინდისი და მორალი არაა, ასეთ საზოგადოებაში ატყდება ომები და პროგრესი ვერ მოხდება, განიცდის სტაგნაციას და საბოლოოდ გადაშენდება. ევოლუციის თვალსაზრისით, უფრო სიცოცხლის უნარიანი უნდა იყოს ის საზოგადოება სადაც სინდისი და ღირებულებები არსებობს. ასე რომ ის ჯგუფი უფრო გადარჩება რომლელშიც არსებობს სასრგებლო იდეები თანაცხოვრების წესები და ა.შ./

    Like

  49. Zaza 15/07/2016, 2:23 PM

    არა, ეს ჩემი ფანტაზიები არ არის, ეს მხოლოდ ჩემი აზრებია, მე ესე ვფიქრობ რომ ესეა, როგორც დავწერე.

    ბოლო კომენტარში კი, ალბათ ვერ დაიჯერებ და შენ წარმოიდგინე გეთანხმები… 🙂
    სინდისი თავისით არ ჩნდება, კი ბატონო, სინდისი ჩადებულია ჩვენში ღმერთისგან… 🙂

    Like

  50. რეზო 15/07/2016, 7:19 PM

    მაინც შენებურად გადააკეთე 😀

    Like

  51. zaza 15/07/2016, 10:24 PM

    ისე, სერიოზულად თუ შევხედავთ საერთოდ, ყველაფერს, ნებისმიერ საკითხს, ნებისმიერ თემაზე თუ სფეროში… აფსოლუტურად ყველას და ყველაფერს აქვს რამდენიმენაირი გაგება, მტკიცებულება, ახსნა… რომ გგონია რაიმე სწორად გაიგე ან ახსენი შემდეგ აღმოჩნდება რომ შეიძლება სხვაც იყოს პასუხი, სხვანაირადაც აიხსნას… ანუ, რისი თქმა მინდა იცი, ამ ხორციელ ცხოვრებაში ყველაფერი ერთმანეთზეა დაკავშირებული, საკმარისია ერთი რაიმე გამოეყოს ამ ჯაჭვს და ეგრევე ქაოსი იწყება, სიმწყობრე ირღვევა, ყველაფერს რამდენიმენაირი ახსნები აქვს…
    მაგალითად აიღე ქოთანი, მრგვალია, რომელსაც სახელური არ აქვს, შენ მიაწებე სახელური, ამის შემდეგ ვიღაც გამოჩნდება ისეთი რომელიც დაგიწყებს მტკიცებულებებს რომ შენ ეს სახელური არასწორად მიაწებე, მაგალითად ეს სახელური ცოტა გვერდზე უნდა ყოფილიყო, დაახლოებით 5 სანტიმეტრით იქით. ამ დროს ის ისეთ რაღაცეებს მოგიყვანს მტკიცებულებებად რომ შეიძლება მართლა დაგაჯეროს, რომ შენ შეცდი, აქ არ უნდა გაგეკეთებინა ეს სახელური და შენს თავშიც ეჭვი შეგეპარება, იმდენად მრავალფეროვნად არის ეს სამყარო მოწყობილი… სიმართლე სად არის, რომელია სიმართლე იკარგები ამ ყველაფერში…
    ამიტომ მე ესე ვფიქრობ ეს სამყარო ისეა მოწყობილი რომ შეიძლება ითქვას ყველაფერი სიმართლეა, არაფერია სიმართლე, არსად არ არის სიმართლე, ყველგან სიმართლეა, უბრალოდ, მთავარი ის არის შენ ვისი, რისი, გჯერავს…
    თუმცა, შეიძლება აღარც არის მოწყობილი, უბრალოდ ჩვენ ადამიანებმა ავურიეთ, ყველგან და ყველაფერში ქაოსია, ტყუილი, მართალი, თეთრი, შავი… სულ ერთმანეთშია არეული ყველაფერი…

    მე ისევ მირჩევნია ღმერთის მჯეროდეს, და მჯერავს კიდევაც, მე ამაში ეჭვი არ მეპარება… 🙂

    Like

  52. zaza 17/07/2016, 12:03 PM

    აი, მაგალითად ამ ადამიანმა აქ რაზეც ისაუბრა არ შემიაძია რომ არ დავეთანხმო, მეც ესე მესმის ქრისტიანობა…
    თვითონ ქრისტიანობა სწორი, კარგი სწავლებაა მაგრამ, სამწუხაროდ ამ სწავლებას საქართველოში ამახინჯებენ და ამიტომ იხვევთ მერე ხელზე ათეისტები ქრისტიანობას და არა ქრისტიანობის არასწორ შემსრულებლებს.

    თუ ბოლომდე მოუსმენ ცუდი არ იქნება…

    Like

  53. ლუკა ქოქიაშვილი 18/07/2016, 9:14 PM

    უკაცრავად, ცოტა გვიან გცემთ პასუხს.
    ზაზა, რეზომ სწორად აღნიშნა რაც იყო სინდისი, მორალი და ა.შ.
    ნებისმიერი ადამიანური თვისება ევოლუციურადაა ჩამოყალიბებული და ფაქტობრივი ახსნა არ გააჩნია, რადგან ევოლუციას ვერ დავაკვირდებით, ვერც ექსპერიმენტით განვსაზღვრავთ და ა.შ. თუმცა, მეცნიერებაში აქტიურად გამოიყენება აზრობრივი ექსპერიმენტები, რომლებიც კარგად მუშაობს.
    აზრობრივი ექსპერიმენტის პრინციპით მიღებული დასკვნები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს და თანხმობაში უდნა იყოს სამეცნიერო ფაქტებთან. ის, რომ ადამიანური თვისებები ევოლუციის შედეგად შეიძლება იყოს გამომუშავებული, წინააღმდეგობაში არ მოდის სამეცნიერო ფაქტებთან და გააჩნია ლოგიკური ახნაც.
    რატომ არ აქვს ცხოველს სინდისი? რა განგვასხვავებს ცხოველებისგან? ინტელექტი, სამყაროს აღქმის უნარი, უფრო მაღალი დონის სოციალურობა და ა.შ. სწორედ ეს განაპირობებს პირველ ეტაპზე ურთიერთობების გარკვეული ტიპების ჩამოყალიბებას, დროთა განმავლობაში კი მზრუნველობითი, ალტრუისტული თვისებების გაჩენას (თუმცა ასეთი თვისებები ხერხემლიან ცხოველთა წარმომადგენლებშიც გვხვდება). დროდადრო ინტელექტისა და სოციალურობის დახვეწასთან ერთად, იხვეწება ის, რასაც მორალს ვეძახით. როგორც ზემოთ აგიხსენი, სიკეთისა და ბოროტების ცნებების ევოლუციორად დადებითობის შესახებ, ამ შემთხვევაშიც მასეა საქმე. ფაქტია, რომ მორალურობა, ევოლუციურად დადებითი ნიშანი უნდა იყოს იმ ინდივიდისთვის, რომელიც გარკვეული სოციუმის წევრია. მორალიც ხომ სუბიექტურად ჩამოყალიბებულ ქმედებათა და ქცევათა კრებულია, რომელიც მეორეულად დადებით ნიშნად გვევლინება ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთობის დროს.პრაქტიკა აჩვენებს,რომ ამორალური ინდივიდი საზოგადოებას არ მოსწონს. შესაბამისად ასეთი საკითხები ევოლუციურად ჩამოყალიბებურ სოციალურ თვისებებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
    ამ თვისებების არსებობის პარალელურად კი ჩნდება საკუთარი დანაშაულის განცდის მოვლენა, რადგან, ჩვენი ალტრუისტული ბუნებიდან გამომდინარე, სხვისი კეთილდღეობის დარღვევის პირობებში გვიჩნდება საკუთარი დანაშაულის გრძნობა და განვიცდით მას. სწორედ ეს შეგვიძლია აღვიქვათ სინდისად.
    უკაცრავად, სოციოლოგიის თეორიულ საკითხებში ვერ ვერკვევი კარგად, მაგრამ ალოგიკური არაფერია იმაში, რაც გითხარი.
    ფაქტია, რომ ჩვენ ყველაზე სოციალური ცხოველები ვართ.

    Like

  54. zaza 18/07/2016, 10:44 PM

    მიუხედავად იმისა რომ, მე და რეზო უკვე დიდიხანია ვკამთობთ და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, მე პატივს ვცემ თქვენს მეცნიერულ ჩამოყალიბებულ აზრებს, რადგან არ არსებობს საკითხი სადაც მრავალნაირი ახსნა არ არის ერთიდაიგივე საკითხზე, სხვადასხვანაირი გაგებით, გააჩნია ვისი, რისი გწამს და გჯერავს… მაგრამ ათეიზმი ჩემი აზრით არათუ რელიგიისგან არამედ თვით მეცნიერებისგანაც შორს არის.

    მე ვერ დაგეთანხმები იმაში რომ ევოლუციამ ჩამომიყალიბა სინდისი.
    როდესაც ახალი, პირველი ადამიანები იყვნენ როდისღაც, როცა იყვნენ მაშინ ევოლუცია სად იყო? 🙂
    შენ თვლი რომ მაშინ სინდისი არ ქონდათ ადამიანებს და როცა დრო გავიდა, ადამიანებმა ცხოვრებისეული პრაქტიკა გაიარეს, შეიძინეს განათლება, ინტელექტი, მორალი, და ყველაფერი… და სინდისიც შემდეგ, ევოლუციამ ჩამუყალიბა? 🙂 სწორად მიგიხვდი?..

    თუ ეს ასეა, ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, ვფიქრობ არათუ მე არამედ სხვა ნებისმიერი (არა ათეისტი) ვერ დაგეთანხმება… (მე არ ვარ პროფესიონალი ამ საქმეში მაგრამ მაინც ჩემებურად როგორც მესმის, რომ სიმართლეს მოკლებულია, პროფესიონალი რაღას იტყვის არ ვიცი… 🙂 )

    ჩემი აზრით ადამიანი ჯერ კიდე ვერ არის ამოხსნილი როგორც ზოგიერთ მეცნიერს გონია, კოსმოსში ფრენა, გენეტიკის თუ მოლეკულების კვლევა იმას არ ნიშნავს რომ ადამიანი ამოხსნილია და შეიძლება ითქვას რომ მოვრჩით ადამიანის კვლევა და ახლა კოსმოსი უნდა ამოვხსნათ, ცდებით… 🙂

    ადამიანი მარტო განათლებული ხორცი, ცხოველი არ არის, ადამიანი მიკროკოსმოსია, ადამიანში ყველაფერი დევს, ის რაც ვიცით, მაგრამ კიდე ბევრი რამეა რაც არ ვიცით ადამიანში… ადამიანი გონებით განსვავდება ცხოველისაგან, ადამიანი ხატია, ასლი ღმერთისა…
    აბა ნახე, დაუკვირდი კარგად, უფრო წინ ადრეულ წლებში გაიხედე, რა იყავი და რა გახდი, განვითადრი) შემდეგ ვინ უნდა გახდე.
    ცხოველი იყავი, ადამიანი გახდი, შემდეგ უნდა განღმერთდე (საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ, რა იყავი და ვინ ხდები…)
    ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებ თუ უფალი იესო, გწამს.

    ეს ევოლუციაა?
    არა! იესო რომ არ მოსულიყო, ეს ეგრეთწოდებული ევოლუცია არ იქნებოდა და ისევ იმ ცხოველებად დავრჩებოდით, დღეს რომ ვუწოდებთ ჩვანს თავს. (იესოს მოსვლა განა ევოლოცია არ არის)
    ის ცხოველები, ორიათასი წლის უკან რაც ვიყავით, იესომ აგვიხილა თვალი რომ ჩვენ მარტო ზომბები, ცოცხალი ხორცები არა ვართ, ჩვენი შრომით, თავისუფლებით უნდა მივაღწიოთ განღმერთობას…

    ათეისტებს ეცინებათ, უკვირთ ხომე სიტყვა განღმერთება.
    და რა არის აქ სასაცილო ან გასაკვირი?
    განა მშობელს არ უნდა რომ თავისი შვილი ჯობდეს მამას?
    ღმერთსაც ადამიანის მაგნღმერთობა რომ უნდოდეს რა გასაკვირია?
    ისედაც ღმერთისგან არ მოდის ჩვენი ცხოვრების წესები და კანონები, უბრალოდ ჩვენ ვამახინჯებთ ყველაფერს და ვირგებთ ისე ჩვენ როგორც გვინდა მაგრამ იმასაც ვერ ვირგებთ როგორც გვინდა, წესით კიარ უნდა მოვირგოთ, ჩვენ უნდა მოვერგოთ. (მე ესე ვფიქრობ)

    Like

  55. Zaza 19/07/2016, 11:14 AM

    და სხვათაშორის (ზევით დავწერე თუ რატომ არ ვთვლი სხვა რელიგიას რელიგიად) ჩემი კიდევ ერთი არგუმენტი ის არის თუ რატომ არის მხოლოდ ქრისტიანული-მართლმადიდებლობა რელიგია, სხვა ეგრეთწოდებული რელიგიები თავიანთ რელიგიას ისე ირგებენ თვითონ როგორც აწყობთ, ქრისტიან-მართლმადიდებლები შეიძლება ზუსტად ისე ვერ აკეთებენ როგორც უნდა აკეთებდნენ მაგრამ ბრძოლობენ ყოველდღიურად იმისათვის რომ როგორმე თვითონ მოერგონ რელიგიას.
    რელიგიას იმიტომ ქვია რელიგია რომ შენ უნდა მოერგო და არა შენ მოირგო როგორც გინდა.

    Like

  56. ლუკა ქოქიაშვილი 19/07/2016, 1:21 PM

    ზაზა, სულაც არ გამიცია ისეთი პასუხი, თითქოს, ჰოპ და გადავწყვიტე ადამიანის თვისებების საკითხი.
    მე იმ დებულებიდან გამოვედი, რომ ყველაფერი დროდადრო ევოლუციის პირობებში ყალიბდება, როგორც მორფოლოგიური, ისე ქცევითი თავისებურებები.ასევე, არსებობს მორალის ევოლუციურობის საკითხებიც, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს, თუმცა,, ვაპირებ გავეცნო ახლო მომავალში.
    ადამიანიც რომ ურთულესი ორგანიზმია, (როგორც შენ თქვი “ადამიანი მიკროკოსმოსია”) ესეც სწორედ ევოლუციის და სხვა არაფრის გამოა!
    რა თქმა უნდა, მეცნიერებასაც ძალიან ბევრი რამ აქვს ამოსახსნელი (და არა ამოუხსნელი!), თუმცა მეცნიერება იმიტომაა შეუცვლელი, რომ ის ფაქტობრივ და დამოწმებულ ცოდნას გვაძლევს ობიექტური რეალობის შესახებ. სხვა არაფერს შეუძლია ასეთი ცოდნის მოცემა მეცნიერების გარდა. რელიგია ობიექტური რეალობის შეცნობაში ნულია. მასათა მმართველობაში,კიბატონო, უძლიერესია.
    ახლა გამითავისუფლდა დრო. გუშინ უკვე დავიწყე ფსიქოანალიტიკის კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფილისგან საერთოდ განსხვავებულია. მოლოდინი მაქვს, რომ სინდისსა და მორალს არ განიხილავენ, როგორც ღვთისგან ბოძებულს.
    “ცხოველი იყავი, ადამიანი გახდი, შემდეგ უნდა განღმერთდე”_ აქ რას გულისხმობ, დაბადებიდან სიკვდილამდე პერიოდს? ანუ, რა გინდა თქვა? ამას რატომ აკავშირებ რაღაც ღვთიურთან? ნებისმიერი ცხოველის შემთხვევაში მასეა. ძუძუმწოვარა მტაცებლები რომ იბადებიან თავიდანვე ხომ ვერ ნადირობენ, შემდეგ პრაქტიკით სწავლობენ ნადირობას და ხდებიან ისინი, რაც ადამიანის შემთხვევაშია პროფესიონალობა. ანუ, დროდადრო უყალიბდებათ გარემოსთან ურთიერთობის კონკრეტული თვისებები, თანდაყოლილი ინსტიქტების საფუძველზე. განღმერთებაში რა იგულისხმე, ვერ მივხვდი.
    პირიქით, ჩვენ რომ ღვთის ხატები ვიყოთ, ცხოველებისგან განსხვავებით, დავიბადებოდით ისეთივე უნარებით, რაც ზრდასრულ ადამიანს გააჩნია. მაგალითად, შეგვეძლებოდა ლაპარაკი, აზროვნება, ღმერთის აღქმა (ახლა არ მითხრა, ახალშობილი ღმერთს გრძნობს და ანგელოზებს ხედავსო. ან კიდევ, აღუ-ადიდე ღმერთი უფალის აბრევიატურააო :D). მორწმუნე რის შემდეგ ვხდებით, ან რა პირობებში? რისი გვწამს? რაც ჩვენს მშობლებს, ჩვენს გარშემომყოფთ (თუ დროთა განმავლობაში არ მივედით იქამდე, რომ სხვა რამის უნდა გვწამდეს, ან საერთოდ არ უნდა გვწამდეს). ანუ, ჩვენს კონკრეტულ რწმენას განაპირობებს ისევ სოციალური ფაქტორი. მოდი, ბავშვს ნუ ვეტყვით არაფერს რელიგიების და რწმენის შესახებ, შევუქმნათ მას ინტელექტუალური საფუძველი, კერძოდ გავარკვიოთ თითოეული მოვლენის მექანიზმში. გაუჩნდება ამს რწმენა? საერთოდაც, რწმენა თავის თავში გულისხმობს დაუმოწმებელი ფაქტებისადმი ნდობის გამოცხადებას. რატომ შეიძლება ადამიანი ენდო და შენი მსოფლმხედველობა მიანდო იმ ფაქტებს, რაც დაუმოწმებელია? ანუ, რატომ უნდა გწამდეს? გრძნობ რაღაცაც? მეც ვგრძნობდი ანალოგიურად, როცა რაღაც საკითხებში ვერ ვერკვეოდი, მაგრამ გარკვევის შემდეგ ვეღარ ვგრძნობ. ის გრძნობაც კონკრეტული რწმენით იყო გამოწვეული.
    სწორედ ამ სტატიის საფუძველზე: ეს მოვლენა ყველაზე მაგარი პარალელია. წარმოიდგინე, ხარ ამ ფაქტში გაურკვეველი. ძილში დამბლას და ჰალუცინაციებს მიაწერ ზებუნებრივს, ან შეიძლება თქვა კიდეც, რომ ზებუნებრივ ძალებთან კონტაქტი გქონდა. დაიჯერებ ამას და ამაზე ააგებ შენს მსოფლხედველობას. დანარჩენ ხალხსაც, რომლებიც ამ მოვლენის ბიოლოგიურ მიზეზებში ვერ ერკვევიან, გააგებინებ, რომ ზებუნებრივობასთან გქონდა შეხება, ისინიც დაიჯერებენ ამას და ჩათვლით ადამიანსა და ზებუნებრივობას შორის დამაკავშირებელ ფაქტად. რა არის რეალურად? ყველაფერი კარგად წერია სტატიაში. ფაქტია, რომ არანაირ ზებუნებრივობას აქ არ აქვს ადგილი. ამ მაგალითის მიხედვით, რწმენა ეფუძნება საკითხში გარუკვევლობას, მაგრამ ეს რწმენა ობიექტურ რეალობას ძალიან სცილდება. რატომ უნდა გწამდეს? ჯერ კიდევ ვერ გამიგია.
    P.S. ათეიზმიდან საერთოდ არ ვიყურები და ჩემთვის ათეიზმი არაფერს ნიშნავს. არც ვარ ათეისტი. მე ვმსჯელობ მხოლოდ სამეცნიერო ფაქტებით და ჰიპოთეზებით, რომელიც წინააღმდეგობაში არაა სამეცნიერო ლოგიკასთან.

    Like

  57. zaza 19/07/2016, 9:18 PM

    რა თქმა უნდა, გეთანხმები რომ ევოლუცია ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში და სხვადასხვა თვისებების მიღებაში, ნამდვილად ვერ შეგეკამათები, გეთანხმები.
    და მე ეს ყველაფერი კარგად გაგიგე, უბრალოდ მე სხვა რამეში ვერ დაგეთანხმე, თუ ადამიანს თავიდანვე სინდისი არ ექნებოდა მაშინ ვერანაირი ევოლუცია ვერ ჩამოუყალიბებდა-მეთქი, ეგრე რომ იყოს მაშინ თვითონ სინდისმა რატომ არ განიცადა ევოლუცია, სინდისს ადამიანი ხომ ვერ იმორჩილებს როგორც თვითონ უნდა, სინდისი ხომ ყოველთვის გასამართლებს ადამიანს როგორც კი არასწორად იქცევი, შეიძლება დროებით ზურგი შეაქციო მაგრამ, დროდადრო მაინც გრღნის მთელი ცხოვრების განმავლობაში და შემდეგ მაინც იმას გაკეთებინებს როგორც სწორია, შენთვის როგორც უკეთესია, შენ როგორც გინდა ისე კიარა, შენთვის როგორც უკეთესია.
    ამდენი წლები, საუკუნეები გადის, ყველაფერი განიცდის ევოლუციას მაგრამ სინდისი მაინც სინდისად რჩება, რატომ, თუ კი ღმერთის ჩადებული არ არის ჩვენში, ხელოვნურად?… მე ამ შინაარსით შეგეკითხე.
    სინდისი ხომ არასოდეს იცვლება, ყოველთვის სიმართლეს გთხოვს, ვერანაირი ევოლუციები ვერ ცვლის, შეიძლება ინტელექტი შეგეცვალოს, მორალი შეგეცვალოს, აზროვნება შეგეცვალოს, ჩვევები შეგეცვალოს, გაბოროტდე… მაგრამ სინდისი არ გეცვლება სინდისი ყველას ერთნაირად თხოვს, ბოროტსაც და კეთილსაც, ამიტომ მჯერავს რომ სინდისი ღმერთის ჩადებულია ჩვენში, ხელოვნურად, შეიძლება მივაღწიოთ მომავალში ისეთ განვითარებას რომ ყველაფრის შეცვლა შეგვეძლოს მაგრამ სინდისს ვერასოდეს შევცვლით, ყოველთვის ისევ იმას მოგვთხოვს რასაც საუკუნეების უკან გვთხოვდა…

    “ცხოველი იყავი, ადამიანი გახდი, შემდეგ უნდა განღმერთდე”_ აქ რას გულისხმობ, დაბადებიდან სიკვდილამდე პერიოდს?

    მე აქ ვიგულისხმე, 0-დან დავიწყეთ, შემდეგ ადამიანი რასაც ქვია ვცდილობთ დღემდე რომ გავხდეთ, მომავალში განვღმერთდეთ, განვითარდეთ ბოლოს ისე რომ შევიცნოთ უფალი, შევიცნოთ რომ მის გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ, კოსმოსის ერთი მტვრის ნაწილაკები ვართ…

    არ მითხრა, ახალშობილი ღმერთს გრძნობს და ანგელოზებს ხედავსო.

    იმ დროს ახალშობილი, სანამ ახალშობილია, ხომ ხილულ და უხილავ სამყაროს კართან არის მისი ახლად ჩასახლებული სული სხეულში და ხედავს რა თქმა უნდა ანგელოზებს, ოღონდ ჯერ ვერ აღიქვამს თუ რა ხდება მისი აზროვნება ჯერ ხომ არ არის ჩამოყალიბებული, და როდესაც მიწიერი აღქმა ნელ-ნელა უყალიბდება, ცოდვილ სამყაროში შემოდის თანდათან კარგავს სულიერ სამყაროს აღქმის უნარს…

    ჩვეთ თუ ბავშვს არაფერს ვეტყვით რელიგიაზე, ღმერთზე და ისე ავღზრდით, დიდი შანსია რომ უფრო მეტი ბოროტებისკენ ჰქონდეს მიდრეკილებები, პატარაობაში თუ არა დიდობაში მაინც გამოავლენს, რადგან ქრისტიანობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაზე, ჰუმანურობაზე, ევოლუციაზე…
    ადამიანი სულ რომ უღმერთოდ გაიზარდოს, სიმდიდრეში რომ აცხოვრო და არაფერი არ მოაკლო, მაინც ვერ იგრძნობს თავს კარგად, რადგან მას ყოველთვის რაღაცის უკმარისობა ექნება, მართალია არ ეცოდინება რელიგია, ღმერთი… მაგრამ ისეთი შეგრძნება ექნება რომ თითქოს რაღაცა აკლია და ვერ ხვდება რა აკლია და აქედან გამომდინარე მუდმივად სტრესში იქნება, რაღაცის უკმარისობა ექნება, ანუ, ადამიანს რაღაც გრძნობა ექნება ღმერთის მიმართ მაგრამ არ ეცოდინებოდა ეს რა გრძნობაა და დაიტანჯებოდა… ანუ შენ არ გყოფნის არც ფული, არც ქალები, არც მანქანები, თვითმფრინავები ვერანაირი სიმდიდრე ვერ გყოფნის, რაღაცა სხვას ეძებ თითქოს და ვერ პოულობ.

    ვიცი არ დამეთანხმები და ერთ შეკითხვას დაგისვამ საპირისპიროდ, ერთერთი მაგალითი: თუ დიდ როლს არ თამაშობს ქრისიანობა, რატომ ქრისტიანები არ არიან მუსულმანებივით ფანატიკოსები, შედიან ხალხმრავალ თავშეყრის ადგილზე და თავს იფეთქებენ?…
    თუ მეტყვი რომ საერთოდ არანაირი რელიგიაო, მაშინ ხალხი ბრბოს ემსგავსება, მაგალითად ხომ გახსოვს, ხალხი ქვებით ჩაქოლვას რომ აპირებენ და რა სიტყვა შეაჩერებს მათ? ვინც უცოდველია იმან ესროლოს ქვა.

    ჰალუცინაციები, სიზმარი და ესეთი რაღაცეები… ან ერთჯერადია შენი მეხსიერებიდან გამომდინარე ან შიშისგან გამოწვეული ფაქტია, რაზეც ფიქრობ იქიდან გამოწვეულია…
    მაგრამ, რელიგია, ქრისტიანობა ხომ ერთჯერადი ჰალუცინაციები არ არის, ქრისტიანობა რწმენაა, სწავლებაა…
    როდესაც შენ ფიზიკას სწავლობ, თუ კარგად სწავლობ და კარგად ჩაუღრმავდი კარგი მოსწავლე ხარ და შეიძლება პროფესორიც გახდე…
    როდესაც შენ ქრისტიანობას სწავლობ, თუ კარგად სწავლობ, კარგად ჩაუღრმავდები, მაშინ ხომ კარგი მასწავლებელი გახდები ქრისტიანობის სწავლებისა, თუ ცუდი მაშინ იტყვიან ცუდი მსწავლეაო, სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა სხვა არის ამბობენ ქრისტიანობაა ცუდიო… (ამიტომაც მიჩნდება ეჭვი რომ ყველაფერი შეგნებულად ხდება, რათა ქრისტიანობა შეაძულონ ხალხს) თუ საუკეთესო, მაშინ წმინდანი გახდები.
    შენც ხომ ვერ ხედავ ფიზიკას, როგორც შენ მეკითხები დამანახე შენი რელიგიაო, მეც გეკითხები დამანახე შენი ფიზიკა, მეტყვი ფიზიკას ვერ დაგანახვებ რადგან ფიზიკა სწავლებააო…
    ქრისტიანობა? მეც ხომ გეუბნები სწავლებაა-მეთქი
    ფიზიკით რაკეთებს და რაღაცეებს იგონებთ…
    ქრისტიანობით უნდა განღმერთდე, რათა ღმერთი დაინახო! 🙂

    Like

  58. ლუკა ქოქიაშვილი 20/07/2016, 1:46 PM

    1) სინდისი თუ ევოლუციურია, რატომ არ იცვლება დროთა განმავლობაში?
    ყველა ადამიანს თანაბარი დოზით არ აქვს სინდისის ქენჯნა. თუ მე უმნიშვნელო რაღაცაზეც კი მაწუხებს სინდისი, შეიძლება, ზოგი მკვლელობის შემდეგაც არ შეაწუხოს სინდისმა. ნამდვილად განსხვავებული დოზითაა ეს თანამედროვე ადამიანებში და შენ რა იცი, რომ ეს დროთა განნმავლობაში არ იცვლებოდა? მე არ ვიცი, რადგან არანაირი მონაცემი არ მაქვს “სინდისის კოეფიციენტისა”, სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში, რათა შევადარო და დასკვნა გამოვიტანო, რომ სინდისიანობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა ამ მონაცემების უქონლობის გამო, ვერც იმას ვიტყვი_ძველსაც და თანამედროვე ადამიანსაც, სინდისის გრძნობა თანაბრად ჰქონდაო.
    2) საიდან ვასკვნით იმას, რომ ახალშობილი ანგელოზებს ხედავს? თუ თავადვე ამბობ, რომ ეს ყველაფერი ახალშობილის ცნობიერებაში არ რჩება, რა გვაქვს ხელშესახები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ახალშობილს შეიძლება მსგავსი ხილვები ჰქონდეს? საერთოდ არაფერი. იმავე ლოგიკით შეგვიძლია ახალშობილს მივაწეროთ ტელეპატიის უნარის ქონა, ურთულესი მათემატიკური ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობა და ა.შ., მაგრამ იგი ამას ვერ გვიმხელს (ჩვენთან კომუნიკაციის შეზღუდულობის გამო), არც მეხსიერებაში რჩება და მომავალშიც, როცა უკვე შეუძლია ჩვენთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ვეღარ გვეუბნება, რომ ამოხსნა ურთულესი მათემატიკური ამოცანები,რადგან ეს აღარ ახსოვს.
    3) კი ბატონო, ქრისტიანობა, როგორც ჰუმანურო მოძღვრება ძალიან კარგია.ქრისტიანობა, როგორც საზოგადოების მენტალიტეტის განმსაზღვრელი და ჩამომყალიბებელი, როგორც მორალური წესების კრებული, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ აქ ვერ ვხედავ ზებუნებრივობას. ქრისტიანობა, როგორც სწავლება, შეიძლება აყალიბებდეს ინდივიდს, როგორც საზოგადოების ღირსეულ წევრს, თუმცა თუ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ეს ძალიან დაბალი გამოვლინებით ხდება. ქრისტიანთა დიდი ნაწილი სწავლების არასწორი გაგების და სწავლების ზომბირებული ხასიათის გამო, ვერ ყალიბდება ღირსეულ პიროვნებად და მისი ქმედებები ძირითადად ისეთია, რასაც თქვენ ფარისევლობას ეძახით. ქრისტიანობის მოტივები, რაც მას მისცა ვინმე ინდივიდმა იესო ქრისტემ, რომელიც, როგორც ჩანს საკმაოდ ჭკვიანი, ჰუმანური და მაღალმორალური ყოფილა, დროთა განმავლობაში ძალიან შეიცვალა. ამიტომ, დღეს ქრისტიანობას აღარ გააჩნია მისი ერთადერთი ღირებულება: გზა მაღალმორალურობისკენ. ამის პარალელურად შეიძლება არსებობდეს ნებისმიერი სწავლება, მოძღვრება, რომელიც ადამიანს გარკვეული ქმედებებით ჩამოაყალიბებს ზნეობრივ ინდივიდად და რომელთაც არ ექნებათ რაიმე ზებუნებრივი საფუძველი.რა განასხვავებს მას ქრისტიანობისგან? სწორედ ის ნაწილი, რაც ზებუნებრივობას მოიცავს. ეს ნაწილი გათვლილია გარკვეულ საკითხებში ცოდნის არმქონე ხალხზე, რადგან ამ შემთხვევაში მარტივი ხდება ასეთი მოვლენების დაჯერება, შესაბამისად ეს ზებუნებრივი ნაწილი სუსტი და ზედმეტად სუბიექტურია.

    ხომ მიხვდი, როგორ (რა პრინციპით) ვაზროვნებ და ვმსჯელობ?
    ჩემი აზროვნების მთავარ საფუძველს წარმოადგენს ლოგიკურობა, გარკვეული სამეცნიეროდ დამოწმებული ფაქტები და ამ ფაქტებთან წინააღმდეგობაში არმყოფი ჰიპოთეზები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი სამეცნიერო ფაქტად ჩამოყალიბებისა.
    დანარჩენის არ მჯერა, მანამ მის სამეცნიერო ცოდნასთან ჰარმონიას, ან დამამტკიცებელ, დამოწმებულ ფაქტებს არ გავეცნობი. ეს გზა, დამიჯერე, შეუცვლელია ობიექტური რეალობის აღქმაში და შედარებით სწორად განსაზღვრავს ჩვენს მსოფლმხედველობას.
    სწორედ ეს გზა არ გვაძლევს საშუალებას რწმენისა, რადგან, როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნე, რწმენა არ ემყარება დამოწმებულ ფაქტებს, რწმენა ბრმაა. თუ გწამს, არ გჭირდება ფაქტები. ჩემნაირად რომ უდგებოდე ამ საკითხებს, აღარც შენ ირწმუნებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან განსხვავებულია შენი გზა, ობიექტური რეალობის შეცნობისა.

    Like

  59. Zaza 20/07/2016, 3:54 PM

    რა თქმა უნდა ამაშიც გეთანხმები, რომ ყველა ადამიანს თანაბარი დოზით არ ექნება სინდისი, ეს უკვე თვითონ პიროვნებიდან გამომდინარე, ვის უფრო მეტ-ნაკლებად შეუძლია სინდისის იგნორირება, მაგრამ აქ მთავარი ის არის რომ ზოგადად სინდისის მთავარი არსი ხომ შენარჩუნებულია, (ზოგადად როგორც ადამიანმა განიცადა ევოლუცია 180 გრადუსით, სინდისი ისევ ისე დარჩა, თავის მოთხოვნებით) როგორც მოსამართლეს ფულს მიუტან და გააჩუმებ, სინდისს ხომ ვერ გააჩუმებ, დაუშვათ აიგნორირებ შენს სინდისს, გადის დრო მაგრამ არ გასვენებს, შინაგანად გღრნის… ბოლოს მაინც ვეღარ გაუძლებ და მაინც იმას გაკეთებინებს როგორც შენთვის უკეთესი იქნება და არა შენ როგორც გინდა…
    ანუ, იმის თქმა მინდა რომ საუკუნეებს გაუძლო ჩვენმა სინდისმა თავისი პრინციპით და დღემდე იცავს ისევ იმ მთავარ არსს, რომელსაც ვერ მოისყიდი, თუ მოისყიდი, დროებით მაგრამ ბოლოს მაინც… ამიტომ ვფიქრობ რომ ხელოვნურია, ღმერთის მერ.

    ანუ, რისი თქმა მინდა იცი, გუშინ მაგალითად, ვუყურე ქრისტიანობის საპირისპიროდ ჩატარებულ სხვადასხვა ცდებს, რათა დაემტკიცებინათ რომ რასაც ქრისტიანები ვთვლით ზებუნებრივად ეს ყველაფერი დაახლოებით ესე გამოდის, გველანდება, ან როგორც ჩვენ ვფიქრობთ ისე გვეჩვენება…
    ჩაატარეს ესეთი ცდა, ადამიანს საფეთქლებში ძალიან სუსტი დენი გაუტარეს და ამ ადამიანმა თავისთავი დაინახა ნახევარი მეტრის უკან, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ სული გამოიყვანეს და საკუთარი თავი დაანახვეს, ოღონდ იმათი გაგებით ეს სული არ იყო, ეს ილუზია იყო, ამ დასკვნამდე მივიდნენ (მოკლედ მოვყევი დაახლოებითი შინაარსით)…
    ესეიგი ადამიანს თავში თუ რამე აერევა და რაღაცეები მოელანდება ან არასწორად რაიმეს დაინახავს… პარალელი კეთდება ეგრევე სულთან, რელიგიასთან მიმართებაში, რომ აი ესეთი რაღაცეები ელანდებათ ქრისტიანებს და გონიათ რომ სული აქვთ და ზებუნებრივი რაღაცეები ელანდებათ…

    შემდეგ ბავშვი შეიყვანეს ოთახში, მაგიდაზე იდო ორი ყუთი, ერთერთ ყუთში ნივთი ჩადეს და ბავშვს უნდა გამოეცნო რომელში იქნებოდა, თან უთხრეს რომ უხილავი ფერია დაგეხმარება, გამოგაცნობინებსო, ოთახში სხვა არავინ იყო, გარდა ფარული კამერისა, ბავშვმაც ეგრე იცოდა რომ ოთახში არავინ იყო გარდა უხილავი ფერიისა… შევიდა ბავშვი და აკვირდება ყუთებს, ამ დროს უცბად გვერდზე, მარცხენა მხარეს ხელოვნურად, ბავშვმა არ იცოდა, ნაჩნიკი აანთეს და ჩააქრეს, რათა ბავშვს ეფიქრა ალბათ ფერიასგან ნიშანი არისო…
    ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა ექნებოდა რომელი ბავშვი რას იფიქრებდა, ერთი იფიქრებდა ალბათ მართლა ნიშანია და მოდი მარცხენა ყუთს ავირჩევ, მეორე საერთოდ არაფერზე იფიქრებდა და უბრალოდ ისე რომელიმეს დაადებდა ხელს, ამით ხომ არ შეიძლება ღმერთის, სულის, არსებობა-არარსებობა დაადგინო?
    და კიდე ბევრი მსგავსი რაღაცეები ჩაატარეს, რითაც არ არსებობს რომ დასკვნა გამოიტანო და თქვა რომ არანაირი ზებუნებრივობა არ არსებობს…

    ამით შეიძლება რომ დავადგინოთ, ღმერთი, სული და არანაირი ზებუნებრივი არ არსებობს?..
    შეიძლება დამეთანხმო, არ შეიძლება მაგრამ ხალხის მასაზე ეს ძალიან მოქმედებს და ისევე იჯერებენ როგორც შენ ამბობ, ქრისტიანებზე…
    მაგრამ რეალობა სად არის? ესეც ხომ ერთგავი ტყულებია მეცნიერებისგან, რა მნიშვნელობა აქვს ცნობილია თუ არაცნობილი, ხალხის მასას კი აჯერებს და შეცდომაში შეჰყავს, სიტყვაზე, ხვალ, ზეგ… რომ აღმოჩნდეს ისე რომ მეცნიერებამ აღიაროს ღმერთიც და სულიც, იმ ხალხმა რა ქნას რომლებიც ვიღაცის შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომით გაათეისტდნენ ზოგიერთი დაუდევარ მაცნიერებისგან?..

    რაც შეეხება ახალდაბადებულ ბავშვს, რავიცი რომ ანგელოზებს ხედავს, ეს უკვე ჩემი ქრისტიანულობიდან გამომდინარე, აბა, მეც მათნაირად ცდებს ვერ ჩავუტარებდი ბავშვებს 🙂 (ეს არამარტო მე ვიცი, ყველა ქართველმა იცის) 🙂

    Like

  60. zaza 21/07/2016, 10:48 PM

    ლუკა, არასოდეს მოგსვლია თავში მაგალითად, ესეთი თეორია, ჩვენ ესეთი მაგრები, ჭკვიანები ვართ, ნახე რა მოკლე დროში მივაღწიეთ ესეთ განვითარებას, მეოცე საუკუნიდან დღემდის, განსაკუთრებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან… მაგრამ ღმერთი თუ მართლა არსებობს, ესეიგი ჩვენზე ჭკვიანიც არის და ჩვენზე მაგარიც, თუკი ეს ყველაფერი მისი შექმნილია, თუკი ჩვენც მისი შექმნილები ვართ, ხომ შეიძლება მას შეეძლოს, ისე შეგვიშალოს ხელი რომ ჩვენ ვერც კი ვხვდებოდეთ რა, ან ვინ, გვიშლის ხელს, ჩვენ გვგონია, ან სულაც არავინ გვიშლის ხელს და ჩვენ გვეშლება ხოლმე სხვადასხვა დროის განმავლობაში… იმ მხრივ რომ ღმერთს ვერ ვპოულობთ, ან მის კვალს, არ არის დასაშვები ეს თეორია? მაგალითად ძალიან მაგრად იმუშავეს მეცნიერებმა ყველაფერი მთელი სიზუსტით გააკეთეს მაგრამ ვერ გამოვიდა რაღაც მიზეზის გამო, ფიქრობ რომ ვარიანტი არ არსებობდა შეცდომა რომ მომხდარიყო გადის დრო და მერე, შემდეგ იგებ რომ თურმე შეცდომა მოგივიდა, არადა ის სადაც შეცდომა მოგივიდა წლების განმავლობაში ამოწმებდი და არ ყოფილა შეცდომა და უცბად ერთ დღეს აღმოაჩინე რომ შეცდომა მოგსვლია, სინამდვილეში არ ყოფილა შეცდომა მაგრამ ღმერთმა ისე შეატრიალა სიტუაცია რომ დაგაჯერა რომ შეცდომა მოგივიდა, შენი თვალით ხედავ… 🙂 ამ თეორიაზე არასოდეს გიფიქრია, არადა სრულიად შესაძლებელია, ის ხომ ყოვლისშემძლეა?..
    ალბათ მკითხავ რატომ? რისთვის უნდა, რატომ გვიშლის ხელს?..
    იმიტომ რომ სხვანაირად, რაკეტებით ვერ მიხვალ ღმერთთან, მხოლოდ ლოცვით და კარგი ადამიანობით, თავმდაბლობით უნდა მიხვიდე ღმერთთან, იქნებ ეს არის ღმერთის ჩანაფიქრი, აბა იფიქრე ამ თეორიაზეც, მეცნიერებაში მაგალითად ათასნაირ თეორიებზე ფიქრობენ და ნუთუ ეს თეორია, თეორია არ არის?.. 🙂 (არ შეიძლება რომ ტექნოლოგიების გარეშე მიხვიდე ღმერთთან?)

    Like

  61. ლუკა ქოქიაშვილი 23/07/2016, 12:19 AM

    ბოლოს მაგარი კომედია იყო. 🙂
    ვიცინე.

    Like

  62. ლუკა ქოქიაშვილი 23/07/2016, 12:23 AM

    ერთი ბერის ხილვა მაქვს წაკითხული.
    მიახლოებით მახსოვს,რომ ყველაფერი ისე იყო წარმართული, თითქოს ეს ბერი ჯოჯოხეთში მოხვდა და ნახა, რას აკეთებდნენ ეშმაკები. იქ ზოგი ეშმაკის საქმე იყო ბოროტების ჩადენა, ზოგის გარყვნილების დანერგვა. ასევე, იქვე იყო ეშმაკთა კომისიასავით, რომელსაც ევალებოდა ადამიანებში მეცნიერების განვითარება და ტექნოლოგიის დახვეწა, რათა ღმერთის გზას აეცილებინა ხალხი..
    მაგაზეც ვიცინე. კარგი რაღაც მოუფიქრებია.

    Like

  63. zaza 23/07/2016, 8:57 AM

    ეს ლინკი საინტერესოა…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: