სამყარო კვდება


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გალაქტიკები შემაშფოთებელი ტემპით კარგავენ ენერგიას და ადასტურებენ, რომ სამყაროში არსებული მთელი ენერგია საბოლოოდ არაფრად იქცევა. 200 000 გალაქტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ მათ ენერგიის ნახევარი მხოლოდ 2 მილიარდ წელიწადში დაკარგეს. „სამყარო ნელ-ნელა კვდება”, ავისმომასწავებლადაა აღნიშნული ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის განცხადებაში.

თეორია, რომ სამყარო კვდება ენთროპიის ზრდის გამო, ახალი არაა, თუმცა ეს გახლავთ ყველაზე ვრცელი ანალიზი იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად. ყველაზე ზუსტად გაიზომა ენერგიის გამოყოფა კოსმოსის მსხვილი მონაკვეთების მიერ, რომლებიც გალაქტიკებს შეიცავენ. კვლევა განხორციელდა 21 სხვადასხვა ტალღაში, დაწყებული ულტრაიისფრიდან დამთავრებული ინფრაწითლით და აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი მცირდება. კვლევა შედის GAMA-ს (Galaxy And Mass Assembly survey) პროექტში, რომელიც კოსმოსის შესასწავლად მსოფლიოში უძლიერეს ტელესკოპებს იყენებს.

„ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა კოსმოსური თუ დედამიწაზე მდებარე ტელესკოპი, რათა გაგვეზომა ენერგიის გამოყოფა 200 000-ზე მეტი გალაქტიკის მიერ ტალღების იმდენად ფართო სპექტრში, რამდენადაც შესაძლებელი იყო”, განაცხადა GAMA-ს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა საიმონ დრაივერმა ავსტრალიაში მდებარე რადიოასტრონომიული კვლევის საერთაშორისო ცენტრიდან (ICRAR).

ვარსკვლავები იყენებენ თავიანთ საწვავს და სინათლისა და სითბოს სახით გამოყოფენ მას. როდესაც ვარსკვლავები სიცოცხლეს ასრულებენ კატაკლიზმური ზეახლის აფეთქების სახით, შესაძლოა დასაბამი მისცენ ახალ ვარსკვლავებს, მაგრამ საბოლოდ მთელი მათი ენერგია იმდენად ფართოდ გაიშლება, რომ ახალი ვარსკვლავების წარმოქმნა ვეღარ მოხდება. შესწავლილ გალაქტიკებში ვარსკვლავების ფორმირების ტემპი ორჯერ შემცირდა 2 მილიარდ წელიწადში. მკვლევარები აღნიშნულ დასკვნამდე ძველი და ახალი გალაქტიკების მიერ გამოყოფილი ენერგიების შედარებით მივიდნენ.

„საბოლოოდ სამყარო დაბერდება. ის სულ უფრო მეტად ბნელდება. სამყარო სულ უფრო ცივი და ბნელი ადგილი ხდება”, ამბობს ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰენ ლისკი, რომელიც კვლევაში იყო ჩართული.

ეს კვლევა, რომელიც საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის XXIX ზოგად ასამბლეაზე წარადგინეს ჰავაის ქალაქ ჰონოლულუში, მცირეოდენად განსხვავდება სამყაროს აღსასრულის შესახებ არსებული სხვა თეორიისგან, რომელიც ცნობილია, როგორც ცხელი სიკვდილი. მის მიხედვით, სამყაროს გაფართოების ტემპის მატების შედეგად ყველაფერი იმდენად გაიშლება, რომ ერთმანეთთან კავშირი აღარ ექნებათ. როგორც ლისკი ამბობს, „სამყარო მრავალნაირი სიკვდილით კვდება”.

ჯერჯერობით მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობენ, რომელი ვარიანტი განხორციელდება პირველად. „ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდია სამყაროს გაფართოების ტემპი”, ამბობს ლისკი. „ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ გაცემულა. ჯერ არ ვიცით, რა იწვევს აჩქარებად გაფართოებას”.

თუმცა სამყაროს ცხელ სიკვდილს მილიარდობით წლები სჭირდება. სავარაუდოდ მანამდე გალაქტიკებს უკვე გამოცლილი ექნებათ ენერგია და ეს ის სცენარია, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. „ჩვენ უდავოდ ამ გზით მივდივართ. უკუპროცესისთვის საჭირო იქნებოდა კოსმოსური პროცესი, რომელიც შეცვლიდა სამყაროს და გააბათილებდა მსხვილ ფლუქტუაციებს. ჩვენთვის ცნობილი არაა პროცესი, რომელსაც მსგავსი რამ შეუძლია”.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ეს ყველაფერი მილიარდობით წლების შემდეგ მოხდება, როცა ყველა სინათლე გაქრება და დედამიწიდან ვარსკვლავები აღარ გამოჩნდება. მანამდე კი, რამდენიმე მილიარდ წელიწადში, დედამიწას წითელი გიგანტის ფაზაში შესული მზე შთანთქავს, ხოლო შთანთქმამდე პლანეტაზე ყველანაირი სიცოცხლე მოისპობა და უკაცრიელი და არასტუმართმოყვარე ადგილი გახდება.

iflscience.com

Advertisements

92 responses to “სამყარო კვდება

  1. zaza 12/08/2015, 11:05 PM

    ადამიანებმა მეცნიერებს რომ უსმინონ ჭკუიდან გადავლენ, მაგათი ნახევარიც კიარ არის დასაჯერებელი, დღეს შეშლიან ჭკუიდან ადამიანს და ხვალ იტყვიან მაპატიეთ შეცდომა დავუშვით და შევცდითო…
    თან ვერ ხსნიან ბევრ რაღაცეებს კოსმოსში რადგან მუდმივად ცვალებადია და ბევრი ისეთი რაღაცეები ხდება რომ ვერ გებულობენ ბევრ რაღაცას, რასაც თვითონვე აღიარებენ ხოლმე მეცნიერები და თან გვიმტკიცებენ რაღაც სისულელეებს რამოდენიმე მილიარდები წლების შემდეგ თურმე დასრულდება ყველაფერი, ახალი ამბავი, რა იცი, საიდან იცი, როგორ ამტკიცებ როცა ვერ ხსნი ბევრ რაღაცეებს?!…
    მეორედ მოსვლა იესოს რომ შეეკითხნენ, იესომ ვერ უთხრა რადგან მხოლოდ მამაღმერთმა იცისო და ამათმა უკვე დაამტკიცეს, თურმე სულ რაღაც რამდენიმე მილიარდი წლების შემდეგ დაიშლება, დაინგრევა და გაქრება ეს ყველაფერი… :)))))……
    ყველაფერს აქვს თავის დასასრულიც და დასაწყისიც, აქ, დედამიწაზე, ჩვენ ხომ უკვდავები არა ვართ, და შესაბამისად არც არაფერია უკვდავი, ყველა და ყველაფერი იცვლება სხვადასხვა სახით, მეთოდებით, ისე რომ სულაც არ არის არაფერი გასაკვირი, გასაკვირი მხოლოდ ის არის რომ აზრზე არ არიან და გვიმტკიცებენ თარიღებით რაღაცეებს და თარიღებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა, მილიარდებზე ლაპარაკობენ, მილიარდობით და ტრილიონობით და კიდევ უფრო მეტი… გალაქტიკები და პლანეტები არსებობს და რა იციან ამათმა ან როგორ ამტკიცებენ ამ ყველაფერს როდის რამდენი და რომელი გალაქტიკები ან პლანეტები გაქრება, ჩაქრება?!… :))))……

    Like

  2. zaza 14/08/2015, 10:43 PM

    როდესაც რაღაცას ამტკიცებ ადამიანებს კითხვები აღარ უნდა დაუტოვო, ან მაქსიმალურად ძალიან ნაკლები…
    დღევანდელი მეცნიერები კი ერთს რომ ამტკიცებენ მის უკან 3-5 კითხვა რჩება და ჩნდება პასუხგაუცემელი, მე მართალი რომ გითხრათ ამათი საერთოდ არ მჯერა, მაგრამ არსებობს ხალხი რომლებიც ეგრევე დაუფიქრებლად იჯერებენ, კითხვაც კიარ უჩნდებათ და ეგ არის სწორედ პრობლემა, ეგეთ ხალხს ადვილად მართავენ შემდეგ…

    Like

    • Charlius 14/08/2015, 11:23 PM

      პირიქით, სამყაროს რაციონალურად და მიუკერძოებლად რომ იკვლევ, ახალი კითხვები ყოველთვის გაჩნდება, იმიტომ რომ ერთბაშად ყველაფერს ვერ აღმოაჩენ და სამყაროში უამრავი აღმოუჩენელი ინფორმაცია რჩება. მაგალითად, ნიუტონმა აღმოაჩინა გრავიტაციის კანონი, მაგრამ გაჩნდა კითხვა, როგორ მოქმედებს გრავიტაცია შორ მანძილებზე. ეს საკითხი ახსნა აინშტაინმა, მაგრამ გაჩნდა კითხვა თავად გრავიტაციის არსზე, რასაც ამჟამად იკვლევენ.

      კითხვებსა და აზროვნების ადგილს რომ არ ტოვებს, ეგეთი რელიგიაა, ყველა კითხვაზე ერთი და იგივე პასუხებით: ღმერთმა შექმნა; ღმერთმა ასე ინება; შეუცნობელია გზანი უფლისანი და ა.შ.

      ეს „ბოროტი” მეცნიერები კი, ტყუილში რომ უნდათ გვაცხოვრონ, კომპიუტერებით, მობილურებით, სმარტფონებით, ინტერნეტით, ავტომობილებით, ანტიბიოტიკებით, ვაქცინებით და სხვა სიკეთეებით გვამარაგებენ.

      Like

  3. zaza 15/08/2015, 9:24 PM

    კი ბატონო, გეთანხმებით რომ მეცნიერება საჭიროა, მაგრამ, მეცნიერება არაფერს არ უნდა ამტკიცებდეს ისეთს რაც მუდმივად ცვალებადია და ამოუცნობია, თავად მეცნიერებისთვისაც კი, რასაც თავად მეცნიერებიც რომ ვერ ხსნიან და ვერ ერკვევიან…
    რა თქმა უნდა მეცნიერება საჭიროა რათა ადამიანმა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს და მეტად განვითარდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისეთ რაღაცეებს ამტკიცებენ, გადაწყვეტილად რომ თავადაც კი არ იციან, ვერ რომ ამოუხსნიათ და გადაწყვეტილად ამტკიცებენ ისეთ რაღაცეებს რაც თვითონაც რომ ვერ დაუმტკიცებიათ, კი ბატონო იკვლიე რამდენიც გინდა და წარმოუდგინე ხალხს რომ მე აი, ამას ვიკვლევ და მივედი რაღაც შედეგამდე, ეს მესმის რა თქმა უნდა და საჭიროც არის, იკვლიე მაგრამ ნუ გამოუჭედავ ტვინს ადამიანებს იმის მტკიცებულებებით რაც ჯერ შენ თვითონ არ დაგიმტკიცებია… :))))))
    აქ ჩემი აზრით მასონიზმი მუშაობს, რადგან ადამიანებს შეუცვალონ აზროვნება, ფსიქოლოგია, უფრო მორჩილები გახადონ, თავიანთ სასარგებლოდ, ღმერთის გარეშე რომ აცხოვრონ ხალხი, მარტივად რომ ვთქვათ და დიდხანს რომ აღარ გავწელო ეს თემა…
    რელიგიას რა თქმა უნდა თავისი ადგილი აქვს, და მარტივად რომ ვთქვათ, გეუბნება თუ ჩემი გჯერავს და გწამს მაშინ კითხვები რა საჭიროა, და თუ კითხვები გიჩნდება მაშინ ჩემი არ გწამს, უბრალოდ მენდე გწამდეს ჩემი და ყველაფერი კარგად იქნება… ან რელიგიის უნდა გწამდეს და იქნები განვითარებული თავისთავად, ან შენ თვითონ უნდა განვითარდე მეცნიერებით, როდესაც მუდმივად იკვლევ და არ ჩერდები ვითარდები, ხოლო როდესაც ისეთ რაღაცეებს ამტკიცებ რაც შენ თვითონვე იცი რომ არ არის 100% მართალი მაშინ შორს ვერ წახვალ… :)))
    ჩემი აზრით, მეცნიერებაში მთავარი მუდმივი კვლევაა, რათა განვითარდე რაიმე ახალი გაიგო თორემ რაიმე რომ დაამტკიცო აზრი არ აქვს, რადგან რამდენი ნაბიჯიც არ უნდა გადადგა წინ მეცნიერებაში ბოლოს ყოველთვის მაინც გაუგებრობაში ვარდები, რატომ? იმიტომ რომ ღმერთთან მიდის პასუხიც და კითხვაც, რომელიც ბევრ მეცნიერს ეს არ უნდა, რადგან უნდა რომ თვითონ აღმოაჩინოს რაღაც, რაც ღმერთის გარეშე იქნება, მაგრამ ეს ყოველთვის კრახით მთავრდება, თუ გადავხედავთ მეცნიერულ ისტორიებს ყოველთვის ესე იყო, მერე ისევ თავიდან იწყებენ, ცდილობენ ღმერთს გვერდი აუარონ მაგრამ მაინც ვერ უვლიან, რადგან პასუხიც და კითხვაც ერთია, ღმერთი! ამას ნიუტონიც მიხვდა აინშტაინიც, პლანკიც და ასე შემდეგ… :))))))))

    Like

    • Charlius 19/08/2015, 9:54 PM

      ისტორია საპირისპიროს ამბობს – რაც დროს გადის, სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება ღმერთისთვის მეცნიერებაში, რადგან სულ უფრო მეტი რამ იხსნება მეცნიერულად და ნაკლები ხელმოსაჭიდი რჩებათ მორწმუნეებს.

      ნიუტონის მორწმუნეობა თუ არგუმენტი გგონია, ნიუტონი ალქიმიკოსიც იყო, ოკულტისტიც და ნუმეროლოგიც, მეორედ მოსვლის თარიღად 2060 წელი დაასახელა. აინშტაინმა კი ბევრჯერ თქვა, ხმები ჩემს რელიგიურობაზე ტყუილია და ცილს ნუ მწამებთო.

      Like

    • TEA 30/08/2015, 4:33 PM

      yvelaze martivi gamosavalia amouxsneli pasuxebis shemtxvevashi iwamo gmertis arseboba, amit adamianebi cdiloben tavianti uvicoba rogorme gaamartlon

      Like

  4. zaza 15/08/2015, 10:12 PM

    და თუ მკითხავ, და ვიცი რომ მკითხავ (და იმიტომ ვაგრძელებ წერას), რელიგიაც ხომ მართავს ადამიანებსო, რელიგია (მე ვგულისხმობ ქრისტიანულ მართლმადიდებლობას რადგან მე მხოლოდ ამას ვთვლი რელიგიად) სწავლებაა თუ როგორ გადარჩე, როგორ დაიმკვიდრო თავი საუკუნეების განმავლობაში, უკვდავებაში, პრინციპში გეთანხმები, მაინც იმართებიან ადამიანები რადგან არასწორად ფიქრობენ, არასწორად სჯერავთ, ბევრს გონიათ რომ რახან სწამთ და სჯერავთ მონებად უნდა იქცნენ, იმას კი არ ფიქრობენ რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა და მხოლოდ იმას ცდილობს რომ ადამიანებს სწორად ცხოვრება ასწავლოს, მონები რომ სდომოდა მაშინ არ მისცემდა თავისუფლებას ხომ?..
    მაგრამ რელიგია თუ მართავს ადამიანს მართავს იმიტომ რომ სწორად იცხოვროს რათა სამუდამო უკვდავებაში დაიმკვიდრონ თავი…
    ხოლო მასონიზმი ან ბევრი კიდე სხვა რომლებსაც ადამიანები რელიგიას ეძახიან, ქრისტიანობის გარდა, მხოლოდ საკუთარი, პირადი მიზნებისთვის მართავენ…

    Like

    • Charlius 19/08/2015, 10:02 PM

      თავისუფლება როგორ მისცა, როცა მისი წესებით თუ არ იცხოვრებ, ჯოჯოხეთში ხვდები? ვინმემ იარაღი რო მოგიშვიროს და ფული მომეცი თორე მოგკლავო, თავისუფალ არჩევანს გაძლევს? ნუ მასონიზმი უკომენტაროდ :დ

      Like

  5. zaza 19/08/2015, 10:46 PM

    კი ბატონო იცხოვრე შენ როგორც გინდა ვინ გიშლის…
    რელიგია, ღმერთი უბრალოდ გეუბნება რომ არსებობს მხოლოდ 2 გზა, ან მე ან ჯოჯოხეთი, მესამე არ არსებობს!
    და შენი გადასაწყვეტია სად გინდა, და რა გინდა…
    და ზოგიერთები მესამე გზას ეძებენ რომელიც არ არსებობს, რეალობა ეს არის…
    და ღმერთი რასაც გვთავაზობს ხომ კარგია, კარგს გვთავაზობს ხო?.. და აირჩიე შენც (შენც ზოგადად) კარგი, ნუ მოკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ დაჩაგრავ და ასე შემდეგ… და პრობლემა არ არსებობს…
    უკვდავებას გვაძლევს ღმერთი და ჩვენ უარს ვამბობთ?
    მე რა თქმა უნდა სასულიერო პირი არა ვარ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია.. :)))))
    მონა რომ სდომოდა ღმერთს გაუჭირდებოდა ჩვენი მონად გადაქცევა? ჩემი აზრით უნდა რომ ჩვენ თვითონვე გავიაროთ ის საფეხურები რომ თავად მივხვდეთ ყველაფერს, მიხვედრას დრო, ცხოვრებისეული პრაქტიკა ჭირდება…
    მშობლისთვის მაგალითად, შვილი მონაა?
    მშობელიც ხომ ისე იქცევა, კი ბატონო გადი, გამოდი სადაც გინდა წადი, იცხოვრე როგორც გინდა მაგრამ, მაინც ხომ გაკონტროლებს მშობელი, რატომ, მონა ხარ და იმიტომ?
    მარტივად რომ ვთქვათ შენზე გული შესტკივა და იმიტომ, სადმე კისერი რომ არ წაიმტვრიო…
    ღმერთიც იგივე მდგომარეობაშია, უბრალოდ ვერ ვხედავთ, შეგრძნებაა საჭირო…
    აბა ღმერთი, იმიტომ არის ღმერთი რომ ვერ ვხედავთ და მიუწვდომელია იმ შემთხვევაში თუ იმ საფეხურებს არ გავივლით რაც საჭიროა…
    ლექციასავით გამომივიდა, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემი აზრია… :))))))

    Like

    • Charlius 20/08/2015, 6:13 PM

      იქნებ არც სამოთხე მინდა და არც ჯოჯოხეთი, სადაა თავისუფალი ნება? :დ იქნებ არ მინდა უკვდავება? ნუ მოკლავ და ნუ მოიპარავ ერთია, მაგრამ მაგათ გარდა უამრავი ისეთი რამაა, რაც ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც მონობის მხარდაჭერა, ჰომოფობია, მიზოგინია და ა.შ. თან ეს ახალ აღთქმაში, ძველი აღთქმა ხომ საერთოდ “სამეფო კარის თამაშებს” უჯოკრავს

      ბიბლიურ მორალს რაც შეეხება, ის შეიქმნა ათასობით წლების წინ და იმ პერიოდის ადამიანთა ნააზრევს აღწერს. თანამედროვე ეპოქას ცხადია, ვერ მიუდგება, გარდა იმ ოქროს წესებისა, რომლის ნაწილიც შენც ჩამოთვალე. თუმცა ეგ ოქროს წესები მხოლოდ ნაწილია.

      ვიცხოვრო როგორც მინდა, ვინ მიშლის? ვინ და საქართველოს მოსახლეობის 84%, რომელიც ცდილობს, თავისი რწმენა ყველგან გაავრცელოს და ყველას მოახვიოს თავზე და თუ იტყვი, რომ ღმერთის არ გწამს, მაშინვე ღმერთზე გაბრაზებული სატანისტ-მასონ-იაღოველი ხდები, რომელსაც სოროსი და თუთბერიძე აფინანსებენ.

      Liked by 1 person

    • giosanogio 23/08/2015, 11:21 PM

      სულ მიჩნდება ერთი კითხვა და პასუხი არ მაქვს 🙂 როცა უფალმა სოდომი და გომორა დასაჯა ამ ქალაქების მოსახლეობიდან მხოლოდ ლოტი და მისი ორი ქალიშვილი გადაურჩნენ , გოგოები რომლებიც სულ ცოტა ხანში საკუთარ მამასთან დაწვნენ. ვინმემ ამიხსენით მათი გადარჩენის მორალი

      Like

      • Charlius 25/08/2015, 4:14 PM

        ისე მაგათზე უკეთესი თუ არავინ იყო მთელ ქალაქში, ვერ გაამტყუნებ იაჰვეს გოგირდის წვიმისთვის 😀

        Like

  6. zaza 20/08/2015, 8:56 PM

    არც სამოთხე მინდა და არც ჯოჯოხეთი, ეს უკვე მესამე გზაა, რომელიც არ არსებობს, ასეთია რეალობა… :)))))
    მინუსი და პლიუსი, სიბნელე და სინათლე, სიკეთე და ბოროტება… ყველაფერში მხოლოდ 2-ია :)))
    სინათლე რომ არ არსებობდეს სიბნელეს ხომ ვერ გაიგებ რომ სიბნელეა, ან პირიქით?..
    რეალობა ეს არის თუ გინდა რომ განვითარდე მაშინ უნდა იყოს რბილად რომ ვთქვათ სიმშვიდეც და განსაცდელებიც, ხომ უნდა შეგვეძლოს, განვასხვავოთ სიკეთე ბოროტებისგან, ცხოვრებისეული პრაქტიკიდან გამომდინარე, ამიტომ არის სიკეთე და ბოროტება…
    წესით ყველა, ნებისმიერი ადამიანი უნდა ისწრაფოდეს უკვდავებისკენ…
    წარმოიდგინე შენ, ადამიანმა, გამოიგონე უნიკალური რობოტი, მსგავსი ადამიანისა, თვითონვე აზროვნებდეს და ყველაფერს თვითონ აკეთებდეს…
    მისცემ თავისუფლებას?
    არა!…
    ესე ადვილად ვერ დათმობ, შენი ნამუშევარია, ოფლი დაგიღვრია და შენ გაუშვებ?…
    და თუ მისცემ, შორიდან მაინც გექნება მის მიმართ კონტროლი, დაახლოებით როგორც მშობელი შვილის მიმართ მოიქცეოდა, არ დაენახვებოდა მაგრამ შორიდან მაინც გააკონტროლებდა, რატომ? იმიტომ რომ მის მიმართ სიყვარული გაგაჩნია, გული შეგტკივა, შენი შექმნილია და არ გინდა რომ სადმე კისერი წაიმტვრიოს რაიმე დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან… ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა:)))
    ჩემი აზრით, აუცილებელი არ არის ბიბლიაში, ახალ აღთქმაში ან სახვა რომელიმე წიგნებში იყურო და ისე იცხოვრო, ან თუნდაც დღეში 3-5-ჯერ… ეკლესიაში იარო (თუ ივლი გულწრფელად კარგია რა თქმა უნდა…) რა თქმა უნდა საუკუნეების უკან დაწერილი ან მომხდარი ზუსტად ისე არ იქნება, რაღაცეები შეცვლილი იქნება, ვიღაცა ერთ სიტყვას დაუმატებდა ვიღაცა დააკლებდა და ასე შემდეგ…
    ეგ კიარა, ტელევიზორში უყურებენ უსმენენ და იმას ისე ვერ გებულობენ და გადმოსცემენ როგორც გადმოცემული იყო და საუკუნეების განმავლობაში დაწერილს რაიმე შეცვლილი რომ არ ქონდეს რა გასაკვირია, ამიტომ ვამბობ ჩემი აზრით, მთავარია სიმართლით იცხოვრო, მართალი კაცი იყო, თანამედროვე, დღევანდელი ადამიანი დღევანდელ ცხოვრებისეული პირობებით განისჯება, ვინ როგორ ცხოვრობს, და არა რომელიმე საუკუნის ცხოვრებისეული პირობებით (ყველა თავის ცხოვრებით განისჯება)…
    მე პირადად სულაც არ ვუყურებ იმ 84%-ს, იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენად მართლები არიან ისინი, რადგან არავის აქვს უფლება ვინმემ ვინმეს რაიმე თავს მოახვიოს ან დააძალოს, მართლმადიდებლობა ამას არ ასწავლის, როგორც ზემოთ ვახსენე უმეტესობას არასწორად სჯერავთ, არასწორად წარმოუდგენიათ მართლმადიდებლობა, რახან ეკლესიაში დადიან და ლოცულობენ და გონიათ რომ სჯერავთ, ბევრი მეტ უფლებებს აძლევს თავის თავს, მე მხოლოდ ის ვიცი და მწამს რომ არ უნდა მოვკლა, არ უნდა მოვიპარო, არ უნდა დავჩაგრო, დავამცირო და ასე შემდეგ… და შევეცადო მართალი კაცი ვიყო. ღმერთი ყველა ადამიანშია, და ყოველთვის შეუძლია ნებისმიერს, ღმერთთან ან ახლოს იყოს ან შორს, გააჩნია რამდენად მართალი კაცი ხარ… (შეიძლება გაგეცინოს მაგრამ ნამდვილად მართალს ვამბობ) მე პირადად ძალიან ხშირად ვგრძნობ ღმერთის დახმარებას, ძალიან ბევრჯერ მითხოვია და დამხმარებია… (რა თქმა უნდა მე თავს არ ვიქებ რომ ძალიან მართალი კაცი ვარ მეთქი, მაგრამ სურვილი და მონდომება მაქვს, მე მხოლოდ ფაქტს ვამბობ):)))
    აუ, კიდე რამდენი გამომივიდა, რამდენი დავწერე… :))))

    Like

    • Charlius 20/08/2015, 10:38 PM

      რატო არ მივცემ იმ რობოტს თავისუფალ ნებას? ნეტავ შემეძლოს ჯერ რობოტის შექმნა და მერე თავისუფალი ნების მიცემა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.

      რომ არ უნდა მოკლა, არ იძალადო და ა.შ. ელემენტარული შეგნებაა და თუ ვინმეს რელიგია სჭირდება მაგის მისახვედრად და რელიგიის გარეშე მკვლელი და თაღლითი გახდება, ეგეთი ადამიანი ფარისეველი და ამორალურია.

      კაცობრიობის მორალი იცვლება რელიგიისგან დამოუკიდებლად. ახალი აღთქმა არის 2000 წლის წინანდელი ადამიანების ნააზრევი, დღეს რომ დაწერილიყო ახალი აღთქმა, გაცილებით პროგრესული იქნებოდა.

      Like

  7. ლაშა 20/08/2015, 8:56 PM

    ღმერთმა თავისუფალი ნება იმიტომ მოგვცა რომ რაც გვინდა ის ვაკეთოთ აქ, ღმერთს რაც მოწონს ბიბლია გვეუბნება ძველიც და ახალიც თუ ღმერთს მოწონხარ და მის წესებს იცავ მაშინ შენ მის მიერ შექმნილ სასუფეველში იცხოვრებ თუ მის წესებს არ იცავ არ ასრულებ მაშინ ჰო არ შეგიშვებს და გეუბნება წადი აქ ჩემს სასუფეველში ვერ შემოხვალ სადაც გინდა წადი აქ ვერ იცხოვრებ ჩემს სასუფეველში შენნაირები არ მჭირდება ესაა და ეს ეს უბრალო ლოგიკაა ღმერთისაა სასუფეველი და ვისაც უნდა მასში იმას აცხოვრებს თანაც გეუბნება ის ვინ ვინ იქნება ვინც სასუფეველში მოხვდება თუნდაც შენ ადამიანო თუ წესებს იცავ რომელიც დაწერილია
    სამწუხაროდ სასუფევლის და ჯოჯოხეთის მეტი ადგილი ღმერთს არ აქვს განკუთვნილი ადამიანებისთვის ან ერთში შეხვალ ან მეორეში ესაა რეალობა.
    მოდით ახლა ასეთ კითხვას დავსვამ მეცნიერულად დადასტურებულია იესო ქრისტეს არსებობა
    და მის მიერ მოხდენილი სასწაულები აბა ახსნან როგორ ახდენდა სასწაულებს მკვდერებს როგორ აცოცხლებდა 5000 კაცი როგორ დააპურა რამდენჯერმე როგორ დადიოდა წყალზე და ასე შემდეგ ვერ ახსნიან ამას ათეისტთა მიერ ქებული მეცნიერები ვერანაირი მიდგომით ეს არ შეიძლება მეცნიერულად აიხსნას უბრალოდ.

    Like

    • Charlius 20/08/2015, 10:49 PM

      ადამიანო, როცა მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს, ან ღმერთის მონა ხარ ან არა და ჯოჯოხეთში ხვდები, როგორ ამბობ, რომ თავისუფალი ნება არსებობს? 😀 ან საერთოდ თავისუფალ ნებას როგორ განმარტავ?

      სასწაულებს რაც შეეხება, ჯერ მეცნიერული ფაქტები დადე, რომ წყალზე იარა და 5000 ადამიანი დააპურა და ახსნებზე მერე ვისაუბროთ.

      Like

  8. zaza 20/08/2015, 9:10 PM

    იგივე აზრი მაქვს, გეთანხმები…

    Like

  9. zaza 21/08/2015, 10:03 PM

    ღმერთთან ყოფნა მონობა არ არის, პირიქით, მოკლედ რომ ვთქვათ სასარგებლოა, შენი მომავლისთვის… :))))
    და თუ მაინც მონობად თვლი ღმერთთან ყოფნას, ისევ გავიმეორებ, როგორც ზემოთ ვთქვი, მაშინ გამოდის რომ მშობელს რომელსაც შენთვის სიკეთე უნდა, (როგორც ღმერთს) და უნდა შენზე იზრუნოს, მონა ყოფილხარ მშობლისთვის…
    ღმერთი არ გეუბნება იყავი ჩემი მონა და უკვდავებას მოგცემო, ღმერთი გეუბნება იყავი ჩემთან, ნუ გამოავლენ აგრესიას, ნუ დაჩაგრავ, ნუ მოკლავ, მოკლედ ნუ, ნუ…… და ასე შემდეგ, და იქნები ჩემთან, შენი გადასაწყვეტია, გინდა მოკლა, კი ბატონო მოკალი მაგრამ მე არ მიგიღებ, ელემენტარულია ხო?..
    რაც შეეხება რელიგიური სასწაულებს, ეს უკვე დადებულიც არის და აღიარებულიც არის, არამარტო მეცნიერების მხრიდან არამედ მსოფლიოს მხრიდან, ყველა აღიარებს, უბრალოდ ვერ ხსნიან, ვერ ამტკიცებენ, მეცნიერები ამ ყველაფერს, და აქედან გამომდინარე ზოგიერთი მეცნიერი არ აღიარებს, არ უნდა რომ თავის სისუსტე გამოჩნდეს, მაგრამ ფაქტია… აი მაგალითად, ერთერთი ლინკი: http://worldnewsdailyreport.com/red-sea-archaeologists-discover-remains-of-egyptian-army-from-the-biblical-exodus/ შედი ამ ლინკზე და შეგიძლია ნახო, ეს ინგლისურად არის და თუ ვერ გაიგებ, ქართულადაც აგერ არის: http://apocalypse.ge/sxvadasxva_witel_zgvashi_faraonis_meomarta_narchenebi_ipoves.html
    ბოლოსდაბოლოს თუ წინა საუკუნეების რელიგიური სასწაულების არ გჯერა მაშინ ჩვენი დროის სასწაულებს შეგეკითხები, მამა გაბრიელის არ გჯერა?…
    მამა გაბრიელის სასწაულები ხომ ღმერთისგან არის?.. http://www.monkgabriel.ge/geo/archive.htm
    პირადად ჩემს თვალწინ მოხდა და ხდება ქალს კიბო ჰქონდა წლების განმავლობაში შარშანწინ ძალიან დაერია და აზროვნებაც დაკარგა და ფეხზეც ძლივს დადიოდა, დგებოდა ბარბაცით და გარეთ სადღაც მიდიოდა და სად მიდიოდა არ იცოდა, კანი მთლიანად გაშავებული ჰქონდა, საჭმელს აღარ ჭამდა, უკან იღებდა, ექიმებმა თქვეს რამდენიმე დღეში მოკვდებაო, წაიყვანეს მამა გაბრიელის საფლავზე და დღემდე კარგად არის, რა დავარქვათ ეხლა ამას შემთხვევითობა?.. ახსნან მეცნიერებმა თუ რა იყო ეს, ან როგორ იყო, შეუძლიათ?…
    ღმერთის ძალით მოვლენილი სასწაულები ძალიან ბევრი ფაქტია… http://www.ambebi.ge/sazogadoeba/124831-muslimebis-ojakhshi-ghvthismshoblis-marthlmadidebluri-khatidan-mironi-moedineba.html
    რასაც ვერ ხსნიან მეცნიერები, (განსაკუთრებით დღევანდელი მეცნიერები) იმას მოგონილს უწოდებენ რადგან იმდენად ამპარტავნობენ რომ უჭირთ აღიარება რაც ღმერთისაა… (არადა ყველაფერი ღმერთისაა…) :))))))

    Like

    • Charlius 25/08/2015, 4:37 PM

      მშობელს თუ არ დაუჯერე და სხვა გზით წახვედი, სამუდამოდ ცეცხლში არ დაგწვავს, თუ რა თქმა უნდა, მანიაკი არაა, ასე რომ არასწორი პარალელია.

      apocalypse.ge-ს სტატიები მეცნიერული ფაქტია? :დ იმდენი ბოდვაა მანდ მასონებზე და სატანისტ დასავლეთზე, ოდნავ რაციონალურმა ადამიანმა სერიოზულად არ უნდა აღიქვას. თან, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, წყარო რუნეტის ანალოგიურად ნაგავი სტატიებია, რომლებსაც გადამოწმების გარეშე თარგმნიან და დებენ.

      უცხოური საიტი რომ დამიდე, ჯერ ერთი სატირული საიტია ( http://realorsatire.com/worldnewsdailyreport-com/ ) და თავად სტატიას რაც შეეხება, მოგონილია ( http://www.snopes.com/religion/redsea.asp ), ასე რომ გადაამოწმე ხოლმე დაპოსტვის წინ.

      Like

      • Charlius 25/08/2015, 4:38 PM

        ახლა ვნახე, apocalypse.ge-ს სტატიის წყაროც ეს სატირული სტატია ყოფილა, მაგრები არიან :დდდ

        Like

  10. zaza 26/08/2015, 10:15 AM

    კარგი, მეტ მტკიცებულებებს და რაღაცეების თავზე მოხვევას არ დავიწყებ, შენი ნებაა, რას დაიჯერებ და რას არა…
    მე მხოლოდ იმას გკითხავ მამა გაბრიელის თუ გჯერავს, და თუ გჯერავთ საერთოდ, ზოგადად?…
    და ისევ გავიმეორებ, ღმერთთან ყოფნა მონობა არ არის, პირიქით, მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ სასარგებლოა, შენი მომავლისთვის… :))))
    ჩემი აზრით თუ გჯერავთ, მამა გაბრიელის, მაშინ საერთოდ უნდა დაივიწყოთ ზოგ-ზოგიერთი ვაი მეცნიერის რაღაც მტკიცებულებები რაც რელიგიას ეწინააღმდეგება…

    Like

    • Charlius 26/08/2015, 9:28 PM

      სატირა არ არის, მაგრამ ვერც ფაქტად ჩაითვლება, რადგან მონაყოლებზეა დაფუძნებული. თანაც მამა გაბრიელს რომ აქვს ნათქვამი, ანტიქრისტე საქართველოში ვერ გამეფდებაო, ბიბლიას ეწინააღმდეგება, სადაც წერია, რომ ყველგან გამეფდება. რომელიმე სასწაული მეცნიერულად იქნა გამოკვლეული? რატომაა, რომ ყველა მათგანს მხოლოდ მორწმუნეები და მღვდლები ამოწმებენ და სასწაულად აცხადებენ სკეპტიკური ანალიზის გარეშე? იქნებ რაც მირონი ჰგონიათ, ახსნადი ბუნებრივი მოვლენაა? ერთ მაგალითს გეტყვი, სამი წლის წინ ჩემს ყოფილ სკოლაში ხატი მიიტანეს და ცოტა ხანში წითელი ლაქები შენიშნეს, რომელიც სისხლად ჩათვალეს. ერთ-ერთი მოსწავლე (ვინც პირველმა შენიშნა ლაქები) იძახდა, იესო მეცხადება ხოლმეო. რა თქმა უნდა, მედიაში მაშინვე გავრცელდა, ცოტა ხანში კი აღმოჩნდა, რომ საღებავის ლაქები იყო, ის ბავშვი კი ან იგონებდა, ან ჰალუცინაციები ჰქონდა. რამდენია ეგეთი შემთხვევა, ვინ იცის

      Like

  11. zaza 27/08/2015, 11:50 AM

    ბიბლიაში ზოგადად წერია, მსოფლიოში რა მოხდება და როგორ მოხდება, კონკრეტულად საქართველოზე ხომ არ დაწერდნენ დეტალებში, მაშინ ყოველი ქვეყნის და სოფლის დეტალებიც უნდა აეღწერათ ხომ? მაგრამ მამა გაბრიელი ქართველი იყო და ჯერ პირველ რიგში საქართველოზე შესტკიოდა გული და მერე მთელ მსოფლიოზე, რა თქმა უნდა და ამიტომ კონკრეტულად საქართველოზე იწინასწარმეტყველა რომ საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებსო ანტიქრისტე, ისიც თქვა რომ თვითონ, თავად შეუშლიდა ხელს და ხალხს დაეხმარებოდა რომ არაფერი ვთქვათ წინა საუკუნეებზე რომლებიც თავებს სწირავდნენ ქრისტიანობის გულისთვის, ბოლოსდაბოლოს 100 000 მოწამე ვის ჰყავს მსოფლიოში, რომ არაფერი ვთქვათ ღვთისმშობლის წილხვედრობაზე და ღმერთიც ალბად დაუშვებს იმას რომ მსოფლიოსთან შედარებით საქართველოში ისეთი ძლიერი ვერ იქნება ალბათ ანტიქრისტე, ეს წმინდა მამებმა იციან და მე სხვას ვერაფერს დავამატებდი…
    და რაც შეეხება მონაყოლებზე, ყვებიან ისეთი ადამიანები რომლებიც კონკრეტულად შეესწრო მამა გაბრიელს და ურთიერთობა რომ ჰქონდათ, შენს ძმაკაცზე რომ მოყვები რაღაც ამბავს, შენზე უკეთესად მე ხომ არ მეცოდინება შენი ძმაკაცების ამბები?..
    და ზემოთ რაც მოვყევი ის ამბავი პირადად მე ვნახე და დღესაც ვუყურებ იმ ადამიანს, დღესაც ცოცხალია და ყოველდღე ვუყურებ, ჩემი კარის მეზობელია.
    პირადად ჩემს თვალწინ მოხდა და ხდება ქალს კიბო ჰქონდა წლების განმავლობაში შარშანწინ ძალიან დაერია და აზროვნებაც დაკარგა და ფეხზეც ძლივს დადიოდა, დგებოდა ბარბაცით და გარეთ სადღაც მიდიოდა და სად მიდიოდა არ იცოდა, რომ ეკითხებოდი სად მიდიხარ, იძახდა არ ვიციო, კანი მთლიანად გაშავებული ჰქონდა, კანი კიარა მთლიან იყო საერთოდ გაშავებული, საჭმელს აღარ ჭამდა, უკან იღებდა, ექიმებმა თქვეს რამდენიმე დღეში მოკვდებაო, და ელოდებოდნენ როდის მოკვდებოდა… მერე წაიყვანეს მამა გაბრიელის საფლავზე და დღემდე კარგად არის, რა დავარქვათ ეხლა ამას შემთხვევითობა?.. ახსნან მეცნიერებმა თუ რა იყო ეს, ან როგორ იყო, ასეთი ფაქტები უამრავი მოხდა ღმერთისგან მინიჭებული მამა გაბრიელის ძალით, ახსნან მეცნიერებმა, შეუძლიათ?… არამგონია.
    რაც შეეხება გამოკვლევებს, სწორედ ამაშია საქმე რომ ვერ იკვლევენ ვერცერთ რელიგიურ სასწაულს, და ვერც გამოიკვლევენ, როგორ გამოიკვლევენ როცა მეცნიერების მთავარი მიზანია რომ ისე გამოვიდეს ყველა კვლევა რომ ღმერთი არაფერშუაში არ იყოს, თავისთ რომ იყოს ყველაფერი და მეცნიერებმა თავი წარმოაჩინონ, თურმე როგორი ჭკვიანები არიან, მერე რაღაც პრემიები მიიღონ და კარიერა აიწყონ, მაგრამ ვერ ცდებიან ამ ყველაფერს, რჩებათ მხოლოდ ის რომ უარყონ ყოველი რელიგიური სასწაული და თქვან, ზოგი ხალხის ფანტაზიებიაო, ზოგი ხალხის ილუზია, ზოგი მონაჭორი, ზოგი ფსიქოლოგიური ფანატიზმი და ასე შემდეგ და შემდეგ… ოღონდ ღმერთი არა და სხვა რაც გინდა იყოს, ყველაფერს აღიარებენ, ცეცხლის გარდმოსვლაზეც ხომ იგონებენ რაღაცეებს, არადა, პირველ საუკუნიდან დღემდე გარდმოდის ეს ცეცხლი, ადრე თვითონ კათოლიკებიც აღიარებდნენ ამას მაგრამ, ეხლა რახან მხოლოდ მართლმადიდებლებზე გადმოდის შეშურდათ და ეხლა ცალსახად უყურებენ, პროვოკაციულად, როგორც იტყვიან, ისე როგორც არც მწვადს წვავენ და არც შამფურს… არ არსებობს არცერთი რელიგიური სასწაული რომელსაც რაიმე მეცნიერული ახსნა არ მოუძებნონ, ოღონდ როგორმე ღმერთისგან დააშორონ, როცა არ გინდა რომ რაიმე დაიჯერო, ზემოთ ვამბობდი, ქოთანს ნებისმიერ მხრიდან მოუძებნი ადგილს სახელური რომ დაუყენო, შენი სურვილის მიხედვით…
    და ამაზე რას იტყვი, ესენი ხომ მუსლიმები არიან და რაში აწყობთ ამ ფაქტის გასაჯაროება, ეგენი ხომ ხატებს არ აღიარებენ, ჩვეულებრივ სურათებად მიიჩნევენ? http://www.ambebi.ge/sazogadoeba/124831-muslimebis-ojakhshi-ghvthismshoblis-marthlmadidebluri-khatidan-mironi-moedineba.html

    Like

  12. teona 08/09/2015, 2:17 AM

    სასაცილო ის არის, რომ არსებობს სამყარო და მეცნიერები ცდილობენ ახსნან რა ხდება როგორ არსებობს ეს ყველაფერი, ის რომ ეს პროცესები მიმდინარეობს არავინ დაობს ის რომ სამყარო აფეთქებით შეიქმნა ,შესაძლოა,ღმერთსაც ხომ უნდა შეექმნა იგი რაიმე მოვლენით,მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რელიგიას ,მეცნიერება ჩემი აზრით იკვლევს იმას რაც გააკეთა უფალმა ,კაცობრიობა მივიდა იმ განვითარებამდე რომ ზოგიერთმა მისმა წარმომადგენელმა შეძლო რაგაც პროცესების შეცნობა ზოგი კი იმიტომ არის ამოუცნობი რომ ჩვენი გონება მას ვერ ჩაწვდება(უმრავლესობის ყოველ შემთხვევაში ) იმიტომ რომ ის უფლის,ჩვენთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე მოვლენის შექმნილია.
    რაც შეეხება თავისუფლებას,თავი დავანებოთ იმის წარმოდგენას რომ ცაში მართლაც არსებობს ზებუნებრივი არსება,თუნდაც რელიგია ადამიანების გამოგონილი იყოს,დაანებეთ თავი ადამიანების დაჰიპნოზებას თავისუფლებაზე საუბრით ,რელიგია ადამიანს აკეთილშობილებს,,რომ არა ნებისმიერი რელიგია ადამიანების თვითნებას ხომ საზღვარი არ ექნებოდა,და წარმოიდგინეთ 7 მილიარდი ადამიანი რომელმაც იცის რომ არაფერია ცოდვა ,ყველაფერი დასაშვებია განა კი იარსებებდა ღირებულებები,საიდან მოდის ღირებულები თუ დავუკვირდებით მათი სათავე რელიგიაა,როგორიც არ უნდა იყოს ის გამოგონილი თუ რეალური.გადაჭარბებული თავისუფლების სიყვარული 21-ე საუკუნის სენია,უსაზღვრო თავისუფლება არავის მოუტანს ბედნიერებას,ადამიანის ბუნება ყველამ ვიცით როგორია.

    Like

    • Charlius 08/09/2015, 8:31 AM

      რელიგია ადამიანს აკეთილშობილებს? მოდი ობიექტურად გადავხედოთ ისტორიას და თანამედროვეობას: უამრავი ომი რელიგიის მიზეზით და ამ ომებში დახოცილი მილიონობით ადამიანი, ჯვაროსნული ლაშქრობები, ინკვიზიცია, მუსლიმთა ტერაქტები აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში, ბავშვების გათხოვება ისლამურ ქვეყნებში, გოგოების სკოლებზე თავდასხმები, ქალების, შავკანიანებისა და ჰომოსექსუალების ჩაგვრა, მონათმფლობელობა, ერეტიკოსების ცოცხლად დაწვა ან წამება, მეტროებში თავის აფეთქება – ამ ყველაფერს აკეთებ(დნ)ენ ღრმადმორწმუნე რელიგიური ადამიანები. ცნობილი ფაქტია, რომ ჰიტლერი და მისი ოფიცრებიც კათოლიკეები იყვნენ. რეალობა არის შემდეგი: როგორც სტივენ ვაინბერგი ამბობს, რელიგიით თუ რელიგიის გარეშე კარგი ადამიანები სიკეთეს ჩაიდენენ და ცუდები – ბოროტებას. მაგრამ კარგმა ადამიანმა რომ ბოროტება ჩაიდინოს, ამისთვის რელიგიაა საჭირო.

      რაც შეეხება იმას, საიდან მოდის ღირებულები, ეს არის კაცობრიობის ზოგადი მორალი, რომელიც ძირითადად რელიგიისგან დამოუკიდებლად განიცდის პროგრესს დროთა განმავლობაში. მაგალითად, რამდენიმე საუკუნის წინ ქრისტიანებს მონები ჰყავდათ, დღეს კი ეს სირცხვილად ითვლება. თუმცა ქრისტიანობა მშვენივრად მოერგო ორივე პერიოდს.

      რელიგიისა და მეცნიერების წინააღმდეგობა დიდია, თან ბიბლიის პირველივე გვერდიდან იწყება.

      პ.ს. მეცნიერები რომ სამყაროს ახსნას ცდილობენ, ამაში სასაცილო რა არის? გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანებისგან თუ რამით განვსხვავდებით, 90% მაინც მეცნიერული აზროვნების დამსახურებაა. ბოლოს და ბოლოს, ცერნის ლაბორატორიაში შექმნილი ინტერნეტით ვპოსტავთ იმ კომპიუტერებიდან, რომელთა დახვეწაშიც ფიზიკოს-ინჟინრების მრავალმა თაობამ მიიღო მონაწილეობა

      Like

  13. zaza 08/09/2015, 10:58 AM

    რაღაც-რაღაცეებში ორივეს გეთანხმებით, თეონასაც და ჩარლიუსსაც, იმაშიც გეთანხბებით რომ მეცნიერება საჭიროა, რათა განვითარდეთ და მეტი ინფორმაცია მივიღოთ, ცდებით, თეორიებით და ასე შემდეგ…
    მაგრამ, ისეთი რაღაცეების მტკიცებულებები რაც თვითონ მეცნიერებმა არ იციან დაზუსტებით და თვითონაც რომ იძახიან რომ ჩვენი ფიზიკა საერთოდ არ მუშაობს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, და თვითონაც რომ გონება ერევათ და შემდეგ სხვა ადამიანებსაც გონებას რომ უმღვრევენ ამ უცოდინრობით, ეს არის ცუდი, კი ბატონო ატარე ცდები რამდენიც გინდა მაგრამ რაც არ იცი, ნუ ატყუებ ადამიანებს მტკიცებულებებით…
    არის ბევრი ისეთი რაღაცეები რასაც ჩვენი გონება ვერ სწვდება და ვამტყუნებთ რელიგიას რაღაც-რაღაცეებში… ამას დრო ჭირდება რომ ჩავწვდეთ ნელა-ნელა ყველაფერს…
    და რელიგია ჩემი აზრით მხოლოდ ერთია დედამიწაზე, ქრისტიანული მართლმადიდებლობა მხოლოდ, სხვა დანარჩენი არ არის რელიგია, რადგან ადამიანების მოგონილია ყველა, ერთმანეთის საკონტროლებლად, ხოლო მართლმადიდებლობა ადამიანების გასაკეთილშობილებლად ღმერთმა ჩვენთვის მოიგონა, თეონამ სწორედ აღნიშნა, რელიგია რომ არ იყოს უფრო მეტად აღვირახსნილი ცხოვრება იქნებოდა და მეტად დაუნდობლობა, ამიტომ, იცოდა ღმერთმა რასაც აკეთებდა, ჩვენ ვერ ვასწავლით…
    რაც შეეხება იმას რომ წინა საუკუნეების განმავლობაში რომ ომები იყო და ასე შემდეგ…
    ამას ჩვენ ვერ ვწვდებით თუ რატომ, მაგრამ დაახლოებით შემიძლია ვთქვა ესე თუ არ იქნებოდა მაშინ რწმენაში ვერ გაძლიერდებოდა ადამიანები ვინც გაძლიერდა, ვინც არადა ის ვერაფრით გაძლიერდება რაცარუნდა რელიგიები უქმნა, ესეა ის გადარჩება ვინც ირწმუნებს, განაჩენი თვითონ გამოაქვს ყველას თავის თავისთვის…

    Like

    • Charlius 08/09/2015, 5:47 PM

      მეცნიერებმა რაც არ იციან, იმაზე ამბობენ კიდევაც, არ ვიცითო. ადამიანს ყველაფერი ვერ ეცოდინება, სამყაროსთან სამწუხაროდ არ გვაქვს ისეთი კავშირი, რომ მის შესახებ ინფორმაციას დაუბრკოლებლად და დაუსრულებლად ვიღებდეთ. გვიწევს შესაბამისი აპარატების და მექანიზმების გამოგონება, რომ უფრო მეტ ასპექტში შევისწავლოთ სამყარო. რაც დრო გადის, მით მეტი რამ ხდება ცნობილი სამყაროზე, მით მეტი რამ ზუსტდება და მით მეტი ხარვეზი იფხვრება, თუმცა ცხადია, უფრო მეტი ახალი კითხვა ჩნდება. ეს ბუნებრივი პროცესია მეცნიერებაში, რომელსაც ადამიანური ცნობისმოყვარეობა წარმართავს. 3000 წლის წინ მეცნიერულად ვერ ხსნიდნენ, როგორ ხდებოდა მზის დაბნელება, დღეს ეს დაწყებითი კლასების მოსწავლემ იცის. წარმოიდგინე რა ეცოდინება 3000 წლის შემდგომ მცხოვრებ 9-10 წლის მოსწავლეს.

      დანარჩენზე თეონას ვუპასუხე, მასაც მსგავსი კომენტარი ჰქონდა.

      Like

  14. teona 08/09/2015, 1:03 PM

    ღმერთმა შქმნა ერთადერათი სწორი სწავლება ეს არის მართლმადიდებლობა,და მართლმადიდებლობა ერთი-ერთში პასუხობს თანამედროვე გაგებას,შემწყნარებლობას,მიტევებას,სიკეთეს,თანასწორობას.რომელ მონობაზეა ლაპარაკი როდესაც იესომ ფეხი დაბანა თავის მოწაფეებს თავმდაბლობის ნიშნად,მე გელაპარაკები რელიგიის კანონებით და არა იმით რაც ამ რელიგიიის წარმომადგენლებმა თავიანთი გონებით გააკეთეს, ღმერთმა მოგვცა გონება და შენ უნდა აირჩიო გზა.ნუთუ მართლა სჯერა ვინმეს რომ ომები რელიგიის გამო ხდებოდა,ყველა რელიგია ეწინააგმდეგება ადამიანთა კვლას,მაშ ასეთი რელიგიური ადამიანები რატომ სჩადიოდნენ ამდენ სისასტიკეს, არა ეს ყველაფერი ადამიანის ძალაუფლების სურვილით იყო გამოწვეული.არც ის მჯერა რომ ჰიტლერს რამის სწამდა,და საერთოდ რა შუაშია აქ პატარა ადამიანის გათხოვება ,შავკანიანებისა და ჰომოსექსუალების ჩაგვრა,რელიგია თანასწორობას ქადაგებს და ამ რელიგიას უფრო მეტი მიმდევარი რომ ჰყავდეს სამყარო უკეთესი იქნებოდა. და კიდევ ერთი როგორ შუძლია ვინმეს თქვას რომ ადამიანებს რელიგიით თუ რელიგიის გარეშე ჩამოუყალიბდებოდათ ფასეულობები,არ უნდა უყურო დღევანდელ სამყაროს სადაც უკვე კარგადაა გარჩეული განსხვავება კარგსა და ცუდს შორის,თუ არა რელიგიით შექმნილი ღირებულებები ამ ღირებულებებს დასაბამი არ ექნებოდა.რაც შეეხება მეცნიერებას მე სასაცილოდ ის არ აგვიქვი რომ მეცნიერები სამყაროს ახსნას ცდილობენ,სასაცილო ის არის რომ ადამიანები ამბობენ თუ მეცნიერებმა თქვეს სამყარო აფეთქებით შეიქმნა მაშ გმერთს არ შეუქმნია იგი,არადა როგორც უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი მეცნიერება გმერთის გაკეთებულს იკვლევს, და ამაში ცუდი არაფერია.განვითარება კი ნამდვილად მისაგებია და ამას არც არავინ უარყოფს და არც ეწინააღმდეგება.უბრალოდ ნუ ცდილობთ რწმენა შეურყიოთ ადამიანებს როდესაც კითხვების 1% ზეც კი არ არის პასუხი გაცემული.

    Like

    • Charlius 08/09/2015, 5:24 PM

      ბიბლია წაკითხული გაქვს? კონკრეტულ მუხლებს მოგიყვან მართლმადიდებლური ბიბლიიდან

      5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;
      6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.
      7. კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს.
      8. იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან.
      http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/efeselta-6.htm

      1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.
      2. რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
      http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/1timote-6.htm

      ძველ აღთქმას აღარ ვეხები, იქ საერთოდ კატასტროფაა..

      ყველა რელიგია არ ეწინააღმდეგება მკვლელობას, ეგეთები ერთეულებია. თუ გინდა ბიბლიიდანაც მოგიყვან მაგალითებს და ყურანიდანაც, სადაც მკვლელობაა ნებადართული.

      პატარების გათხოვება რა შუაშია და აიშა რომ ჰყავთ მაგალითად, 5 წლისა რომ დაინიშნა 53 წლის მუჰამედზე და 6-7 წლის ასაკში გათხოვდა. უფრო ვრცლად თუ გაინტერესებს, შესაბამისი სტატიაც მაქვს:
      https://charliuss.wordpress.com/2011/06/21/child-brides/

      თანასწორობას შეიძლება რომელიმე რელიგია ქადაგებდეს, მაგრამ არა ქრისტიანობა. მონას რომ ეუბნება, ბატონს დაემორჩილეო და ქალს ეუბნება, კაცი შენი უფროსიაო, თანასწორობა სადაა?

      ფაქტები და მეცნიერული აღმოჩენები თუ ვინმეს რწმენას ურყევს, ეგ რელიგიის ბრალია, ჰაერზე გამოკიდებულ რწმენას რომ სთავაზობს ადამიანებს და არა მეცნიერების, რომლებიც შეიძლება წლების განმავლობაში იკვლევდნენ ერთ რომელიმე გალაქტიკას ან ვარსკვლავს, რათა მცირეოდენად მაინც წაიწიონ წინ სამყაროს შეცნობის საკითხში.

      ხო კიდევ, რატომაა რომ ციხეში მოხვედრილი ადამიანების ძალიან მცირე ნაწილია ათეისტი? ყველა ქვეყანაში, სადაც კი კვლევა ჩატარდა, ციხეში ათეისტების პროცენტული წილი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე მთლიან მოსახლეობაში.

      ასევე, ათეისტების მზარდი რიცხვით გამორჩეული ქვეყნები (სკანდინავიის რეგიონი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ავსტრალია და ა.შ.) რატომ არიან ყველაზე დემოკრატიული და მშვიდობიანი ქვეყნები? გადახედე დემოკრატიის ინდექსის სტატისტიკას:
      https://en.wikipedia.org/wiki/Democracy_Index#Democracy_index_by_country_.282014.29
      ჩემი ჩამოთვლილი ქვეყნები იკავებენ პირველ ათეულს: ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ახალი ზელანდია, დანია, შვეიცარია, კანადა, ფინეთი, ავსტრალია, ჰოლანდია

      Like

  15. zaza 08/09/2015, 4:11 PM

    თეონა, თითქმის ერთი-ერთზე გეთანხმები…
    იგივე აზრი გამაჩნია…

    Like

  16. teona 08/09/2015, 9:49 PM

    ”იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ, არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა”.
    ”თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს”
    ”უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა”
    და კიდევ უამრავი….ჩანაწერები წინააღმდეგობრივია,თუმცა გეთანხმები ძველი აღთქმის შესახებ, რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანია.
    ბიბლის უამრავი საკითხი ჩვენთვის შეუცნობელია ისევე როგორც უფალია შეუცნობელი,ბიბლია როგორც აქ კომენტარებში აღინიშნა ათასჯერ შეიცვალა,იგი საუკუნეების მანძილზე ადამიანის ხელით იწერებოდა და უამრავი ცვლილება ხდებოდა.ხშირად ეკლესია მას ისე წერდა როგორც აწყობდა,თუნდაც ავიღოთ ინდულგენციების გამოყენება ეს ხომ სრული სისულელე იყო ,ამ შემთხვევაში ადამიანები მართლაც იყვნენ მონები დაბრმავებული მონები .გეთანხმები რომ ბევრი რაგაც არის უცნაური და ალოგიკური თუმცა დრომ და ჩანაწერების ცვლილებამ ვერ შცვალა ძირითადი ღირებულებები,მე პირადად ძალიან ბევრ ფორმალობას არ ვეთანხმები და მგონია რომ ეს უბრალოდ წესებია რელიგიის გასავრცელებლად,მაგრამ ადამიანი რომელიც აცნობიერებს რეალურად რა არის რელიგია მიხვდება რომ თუ კონკრეტულმა ჯგუფმა ის იარაღად არ აქცია,რელიგია ნამდვილად აკეთილშობილებს.

    Like

    • Charlius 08/09/2015, 10:20 PM

      თუ ის იცი, რომ ბიბლია ბევრჯერ შეიცვალა, რა გარანტია გაქვს, რომ პირვანდელი აზრი უცვლელად მოვიდა აქამდე? რა გარანტია გაქვს, რომ ბიბლიის ამჟამინდელი ვერსია ორიგინალის საწინააღმდეგო არაა?

      სწორად აღნიშნე, ურთიერთწინააღმდეგობრივი აზრებია, ჯერ ძველი და ახალი აღთქმებია რადიკალურად განსხვავებული და უშუალოდ ცალკეულ მონაკვეთებშიც არის ერთმანეთის საწინააღმდეგო მუხლები. ამის გამოა, რომ ბიბლიის სწავლებებს ბოროტმოქმედიც გამოიყენებს თავის სასარგებლოდ და ქველმოქმედიც და ხელაღებით ვერცერთს გაამტყუნებ.

      რელიგიაზე დაფუძნებულ მორალს რაც შეეხება, ჩემი აზრი ასეთია: თუკი ადამიანი მხოლოდ იმიტომ იკავებს თავს მკვლელობისგან, გაუპატიურებისგან, ძარცვისგან, თვითმკვლელობისგან თავს რომ ამას რელიგია ეუბნება და/ან ჯოჯოხეთის ეშინია, მაგ ადამიანს რეალურად არ ესმის, ბოროტება რატომაა ცუდი და დანაშაულის სიმძიმე რაში მდგომარეობს, სხვა ადამიანებს და ზოგადად ცოცხალ არსებებს რატომ უნდა სცე პატივი და ა.შ. ხოლო თუ საამისოდ რელიგია არ სჭირდება, მაშინ რელიგიის გარეშეც შეგვიძლია, მორალური და კეთილშობილი ადამიანები ვიყოთ. მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ ამის გამო ჩემს მორალურ შეხედულებებს დეგრადაცია არ განუცდია

      Like

      • teona 08/09/2015, 11:01 PM

        მე მაინც ვფიქრობ რომ რელიგიამ შექმნა ფასეულობები და თქვენი მორალიც ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად იმიტომ მოვიდა აქამდე,და შესაძლოა ბევრი ადამიანი სწორედ რელიგიის გამო იკავებს თავს დანაშაულისგან და მიუხედავად იმისა რომ ეს შესაძლოა მხოლოდ შიშით იყოს გამოწვეული მემგონი უნებლიეთ მივედით იმ რეალობამდე ,რომ რელიგის წყალობით არსებობს სამყარო,წარმოიდგინე რამდენი ადამიანია ,რომელსაც ჯოჯოხეთის ეშინია და მაგიტომ არ კლავს ან არ ქურდავს ან ცილსწამებს, და რომ არ ეშინოდეს,განა უკეთესი იქნება?თავისუფლება ყველას უყვარს მე თვითონ გოგო ვარ მაგრამ რომ დაიბადა ადამიანი გოგოდ და რომ დაიბადა ბიჭად ესეიგი ბუნებამ შექმნა ასე,ესეიგი არსებულა მათ შორის განსხვავება,ის რომ ბუნებამ კაცისა და ქალის ურთიერთობით შექმნა კანონი, რომელიც საფუძველია ჩვენი არსებობისა ესეგი ასეა სწორი და არა lgbt ურთიერთობები.მცდარ ლიბერალიზმს,ყალბ თავისუფლებას ამოფარებულები ბუნებას ეწინააღმდეგებიან დავარა რელიგიას,ბუნებისვარსებობის ხომ გჯერათ?

        Like

        • Charlius 09/09/2015, 12:34 AM

          რელიგიები ძირითადად იმ ფასეულობებს ასახავენ, რაც მათი შექმნის მომენტში საზოგადოებაში არსებობდა. მაგალითად, რაც იესომ იქადაგა, ნაწილობრივ უკვე იყო ბუდიზმში და ძველ ბერძენ-რომაელ ფილოსოფოსთა ნაშრომებში. უკეთესი ის იქნება, გააზრებულად რომ იკავებდნენ თავს დანაშაულისგან. ეგეთი ადამიანები რეალურად საშიშები არიან, ერთ დღეს შეიძლება გადაეკეტოთ და ვინ იცის რა მოხდება 😀

          lgbt ურთიერთობები ადამიანის გარდა 1500 სახეობაშია შემჩნეული. შენი აზრით ეშმაკი ცხოველებსაც აცდუნებს რომ ჯოჯოხეთში მოახვედროს? თან ადამიანი ის იშვიათი არსებაა, რომელსაც სექსი სიამოვნებისთვისაც აქვს. გეებს თუ სიამოვნებთ ერთად ყოფნა, ავადმყოფები უნდა ვეძახოთ? ორი ზრდასრული ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი მგონი სხვისგან დევნის მიზეზი არ უნდა გახდეს. გამრავლებას ზოგი ჰეტერო წყვილიც ვერ ახერხებს, მაგრამ ავადმყოფებს და არასრულფასოვნებს არ ვუწოდებთ

          Like

  17. zaza 09/09/2015, 12:50 AM

    ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება!

    გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნის.

    ღმერთის ძიება სიკვდილამდეა; ბრძოლა – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

    ღმერთი უმაღლესი განგებით სცდის ადამიანებს.

    ქრისტიანს წუწუნი არ შეჰფერის, რადგან ქრისტემ პირველმა გაიარა გზა დამცირებისა და შემდეგ ამაღლებისა. ეს ყველა მისმა მიმდვარმა უნდა იცოდეს.

    დრო დიდი წყალობაა ღვთისაგან. დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს. შეიძლება წარწყმდეს.

    შენი განსაცდელი, შენს უსჯულოებაშია. ღმერთს პატიება სთხოვე და ისე ახსენე მისი სახელი.

    შიში მხოლოდ ერთი უნდა გქონდეს – ცოდვების შიში, და სხვა არაფრისა გეშინოდეს.

    კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილიკ გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა… მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე.

    თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს – პირდაპირ შედიხარ სასუფეველში.

    ასჯერ მრუში სჯობია იყო, ვიდრე სარწმუნოებას გადაუხვიო.

    უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს. ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა.

    შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული.

    ყველა ვერ გადარჩება. ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია.

    ყოველთვის არაა საჭირო ადამიანმა წინასწარ იცოდეს რა მოელის.

    იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.

    ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე.

    ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ, შეიძლება ერთიც გატყუებდეს და მეორეც.

    ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

    ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.

    წმინდა ღირსი მამა გაბრიელ ბერი აღმსარებელი და სალოსი

    Like

  18. zaza 09/09/2015, 1:03 AM

    ეს არის ჩემი პასუხი ყველა კითხვაზე, რაც კი კითხვები ყოფილა აქ. მამა გაბრიელის სახელით!

    Like

    • teona 09/09/2015, 1:41 PM

      ნამდვილად აგარ გირს იქ კამათი სადაც ადამიანები ცხოველებს შეადარეს,არავინ ამბობს რომ სექსუალურ უმცირესობებს ეშმაკი ყავთ სულში,ეს დაავადებაა რომლოს პროპაგანდაც მოხდა და უამრავი არასამთავრობოს და უსაქმურის ფულის კეთების კარგ საშუალებად იქცა .სამწუხაროა რომ თავისუფლების ასეთი განსხვავებულო აღქმა გვაქვს ადამიანებს.

      Like

      • Charlius 10/09/2015, 12:01 PM

        ცხოველზე რომ ცუდი წარმოდგენა აქვს ადამიანს, ეგეც რელიგიის ბრალია სხვათა შორის, ცხოველი რომ ზედმეტად ჩლუნგად, ხოლო ადამიანი სამყაროს გვირგვინად გამოიყვანა. გვინდა თუ არ გვინდა, ბიოლოგიურად ადამიანი საოცრად ჰგავს სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, თავად ცხოველი კი თავდაპირველი მნიშვნელობით ცოცხალს ნიშნავს. თუ დავუკვირდებით, ამეებში ცუდი არაფერია

        თუმცა გინდაც არ ჰგავდეს, ჩემი პარალელი სხვა დატვირთვას ატარებდა, რასაც პასუხად მხოლოდ შეთქმულების თეორიები მოჰყვა.

        Like

  19. teona 12/09/2015, 2:06 AM

    პირველ რიგში არ ვთვლი, რომ ადამიანებს ცუდი წარმოდგენა აქვთ ცხოველებზე,უამრავი ადამიანი შიმშილით იღუპება მაშინ, როცა ზოგ პატრონს საკუთარი ძაღლი მასაჟისტთან დაჰყავს.უამრავი ორგანიზაციაა, რომელბიც ცხოველებს იცავს, არსებობს თავშესაფარები მათთვის და ა.შ.თუ ადამიანი არ არის სამყაროს “გვირგვინი” მაშინ რატომ შევძელით ჩვენზე ბევრად ძლიერი ცხოველების “ჩლუნგად” ქცევა? როგორ მოხდა ეს ,რატომ არ აქვს სხვა ცოცხალ არსებას ჩვენი მსგავსი თვისებები,ინტელექტს ვგულისხმობ რა თქმა უნდა. მათაც ხომ ჰქონდათ განვითარების ჩვენნაირი პირობები,პასუხთანაც მივედით რომ ეს იერარქია ღმერთმა შექმნა.ეს ყველაფერი გარშემო ჩვენი ადამიანების შექმნილია და თქვენ სარწმუნოებას აბრალებთ ადამიანის აღმატებულობას ცხოველებზე.პარალელის მნიშვნელობა სრულიად გასაგებია.იმას არავინ ამბობს, რომ ბუნებრივად აქტი ერთსქესიანებს შორის შეუძლებელია ან სურვილია გამორიცხული( აქვე საკითხავია ზუსტია თუ არა თქვენს მიერ მოპოვებული მონაცემები 1500 სახეობაზე,თუმცა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა) ,მაგრამ ეს არ არის ბუნების კანონი,იმიტომ რომ მათ არ შუძლიათ გამრავლება.ბუნებაში კი ყველაფერი სიცოცხლის არსებობას მის გაგრძელებას უკავშირდება და ემსახურება. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ ადამიანების, რომლებმაც გაიაზრეს, რომ ეს არაბუნებრივია და სცადეს განკურნება, მაგრამ არსებობენ ჰომოსექსუალები , რომლებსაც უბრალოდ ასე უნდათ ან ბისქსუალები,არც ფსიქოლოგიური და არც ჰორმონალური დარღვევა არ აქვთ.საქმე ამაშია ,რომ თავისუფლება თავისუფლების ძახილმა უამრავი ადამაინი ჩემი აზრით “დაღუპა”. თუმცა არც მათ ვერჩი რამეს მე მხოლოდ პროპაგანდის წინაარმდეგი ვარ.

    Like

    • Charlius 12/09/2015, 8:57 AM

      ლომისობაზე ადი ერთხელ და ნახავ, ცხოველებს როგორ ეპყრობიან, თან ყველა ქრისტიანია იქ.

      ცხოველების ნაწილი იმიტომ მოვაშინაურეთ, რომ მათზე განვითარებული ინტელექტი გვაქვს, თუმცა ინტელექტი რაღაც დოზით ბევრ სახეობას აქვს. დელფინებს მაგალითად ჩვენზე რთული ნეოკორტექსი აქვთ, ნეოკორტექსი კი სივრცულ აზროვნებას, ცნობიერ მსჯელობასა და კომუნიკაციას აკონტროლებს. ყვავზე დიდი ხანია ამბობენ მეცნიერები რომ 4 წლის ბავშვის ჭკუა აქვს. მაიმუნები პრიმიტიულ სანადირო იარაღებს ამზადებენ და ჟესტების ენას სწავლობენ. მაიმუნები, სპილოები, ზოგი ფრინველი და დელფინები თავიანთ თავს ცნობენ სარკეში. ჭიანჭველები მუხლუხებს იჭერენ და მათ გამოყოფილ შაქარს საკვებად იყენებენ, რაც ფაქტიურად ჩვენებური მეძროხეობის ანალოგია.

      მე ასე მესმის, რომ ცოცხალ არსებას რაც უფრო განვითარებული ინტელექტი აქვს, მით უფრო უნდა მოუფრთხილდეს გარემოსა და სხვა სახეობებს, სულ მცირე იმიტომ რომ საკვები ჯაჭვი არ დაირღვეს და ეკოლოგიური კატასტროფა არ მოხდეს, რისი საფრთხის წინაშეც სამწუხაროდ ახლა ვდგავართ (შეიძლება მეექვსე დიდი გადაშენება მოხდეს და სახეობების ნახევარი განადგურდეს);

      ჰომოსექსუალობისგან განკურნება, როგორც ასეთი არ არსებობს. ერთი მხრივ იმიტომ რომ ის დარღვევად აღარაა მიჩნეული (თუმცა ცხადია, უფლება გაქვს, არ დაეთანხმო), მეორე მხრივ იმიტომ, რომ ორიენტაციის შეცვლის შემთხვევა მეცნიერულად არაა დადასტურებული, მიუხედავად უამრავი ექსპერიმენტისა გასულ საუკუნეში (თუნდაც აპართეიდის მიერ).

      პროპაგანდაში რას გულისხმობ? ჰომოფობიის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, პროპაგანდაა?

      Like

  20. zaza 12/09/2015, 1:56 PM

    პროპაგანდაცაა და რეკლამაცაა აბა რა არის, მე რაში მაინტერესებს შენ რა ორიენტაციისა ხარ, რომ გამოდიხარ და ყვირიხარ ხმამაღლა მე გეი ვარ და ასე შემდეგ… კი ბატონო იყავი რაც გინდა მაგრამ, პატარა თაობას რატომ აჩვენებ იმას შენი ყვირილით რომ შენ გეი ხარ, ამით ფაქტიურად რეკლამას ეწევი შენ გინდა თუ არ გინდა და პატარა თაობამ რომელმაც ჯერ არაფერი იციან შენ ამით ინტერესს უღვივებ, არადა ადამიანის ტვინი ხომ ესეა, რასაც უკრძალავ სწორედ ის აინტერესებს, და სწორედ ეს რეკლამა იმას ნიშნავს რომ პატარა თაობას ინტერესი გაუღვივო, და არამარტო პატარა, დიდებიც არიან სამწუხაროდ რომლებიც ინტერესდებიან, არადა ვინ გიშლის იყავი რაც გინდა, არავინ გიკრძალავს შენთვის თუ იქნები და სხვას არ მოახვევ თავს, ადრეც, წინა საუკუნეში ბევრი გამოჩენილი ადამიანი ყოფილა მაგრამ პრობლემა არავის შექმნია, მე მეოცე საუკუნეშიც მიცხოვრია და დღესაც ვცხოვრობ და ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი, რა აუცილებელია პარადები ატარო, მე და ჩემნაირები გამოვდივართ და ვყვირივართ რომ ჩვენ გეები არა ვართ და ცუდია ეს ყველაფერი და ასე შემდეგ?…
    და თუ ამას ვინმე ამბობს სწორედ იმიტომ ამბობს რომ რეკლამირებას უწევენ არაქრისტიანულ და არაადამიანურ გარყვნილობებს, არაადამიანურს ხაზს ვუსვამ იმიტომ რომ ღმერთს ესე არ შეუქმნია, რომ ერთსქესიანებმა ერთმანეთთან კავშირი დაამყარონ…
    მაშინ მარტო მამაკაცს შექმნიდა, მარტო გამრავლების გულისთვის თუ შექმნა ქალი, მაშინ ისიც ეცოდინებოდა ხო რომ ესე გაუკუღმართებული ცხოვრება რომ იქნებოდა, ამიტომ ღმერთმა თავისუფალი ნება მოგვცა რომ ეს ჩვენ თვითონვე გამოვასწოროთ და ადამიანურად ვიცხოვროთ, რა თქმა უნდა ვისაც უნდა, ვისაც არადა….
    არიან ისეთი ადამიანებიც რომ არ არიან გეები მაგრამ თუ ყოველდღიურად ესეთ რეკლამებს დაინახავს გეების პარადებს და ასე შემდეგ… ისიც დაინტერესდება, შეძახილმა ხე გაახმო… როგორც მოდას ისე უყურებს…
    არავინ არაფერს არ გიშვრება, შენ გამოდიხარ და ყვირიხარ ჰომოსექსუალებს ნუ გვჩაგრავო, ეს ყველაფერი ყველამ ძალიან კარგად ვიცით საიდანაც მოდის და რა ინტერესები აქვს, მასონებისთვის ნომერ პირველი მტერი არის სწორედ ქრისტიანული მართლმადიდებლობა და ისლამი, სწორედ ამათი კონტროლი უჭირთ…
    რაც შეეხება ცხოველებს, ცხოველები იმიტომ შექმნა ღმერთმა რომ ადამიანი გამოკვებილიყო, ცხოველებითაც და მცენარეებითაც, (ღმერთმა ადამიანი დედამიწაზე ყოველთა მეფედ მოავლინა) ქრისტიანულად თუ მშიერი ხარ მხოლოდ მაშინ გაქვს უფლება ცხოველის მოკვლის, და თუ ვინმე ტყუილად კლავს, და კი, ამაში დაგეთანხმები რომ კლავს სამწუხაროდ, ეს რა ქრისტიანობის ბრალია, ესეც ერთ-ერთი გაუკუღმართებაა ადამიანების, ვისაც ქრისტიანი ქვია და არაქრისტიანულად ცხოვრობს, ქრისტიანობის რა ბრალია, სკოლაში ერთი ბავშვი კარგად რომ სწავლობს და მეორე რომ არ სწავლობს საგნის ბრალი ხომ არ არის, ან თავის ბრალია რამე პრობლემა აქვს, ან მასწავლებლის, კარგად ვერ ასწავლის, ხო?…
    რაც შეეხება ცხოველთა მოფრთხილებას, ამაში რა თქმა უნდა გეთანხმები, ცხოველებს მოფრთხილება სჭირდება, ცხოველებს კიარა, ყველას და ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება, ყოველი თვითოეული ადამიანი თუ შეიგნებს რომ დედამიწაზე რაც არსებობს ადამიანის განკარგულებაშია და ჩვენ ადამიანებს გვეკუთვნის ყველაფერი (გვეკუთვნის, იმას არ ვგულისხმობ რომ როგორც გინდა და რაც გინდა გაუკეთო…) და ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება როგორც საკუთარ შვილს და მშობელს, საკუთარ ქონებას…
    მაშინ გამოსწორდება ყველაფერი და უკეთესად იქნება, ისე რომ ყველაფერს თუ დაწვრილებით მივყვებით და ვიფიქრებთ და ვეცდებით გამოსწორებას, მერწმუნეთ უკეთესად იქნება ყველაფერი.
    კედლებზე მაგალითად, რომ ჩხაპნიან, ან მაგიდებზე და ასე შემდეგ… მაგას პრეზიდენტი ხომ ვერ გეტყვით ყველას სათითაოდ რომ არ დაჩხაპნოთ, შენიც არის ჩემიც და ყველასიაო, თვითონ ადამიანს ხომ უნდა ქონდეს შეგნება, შეგნება კიდე ადამიანს ოჯახიდან და გარემოდან უყალიბდება…
    არავინ და არაფერი იდეალურად რომ არ არის ხომ ვიცით, უბრალოდ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება რომ გამოვასწოროთ ყველაფერი, სწორედ ამას ელოდება ღმერთი ჩვენგან, რომ ჩვენ შევძლოთ საკუთარი ნებით და ძალებით უკეთესობის მიღწევა…

    Like

    • Charlius 12/09/2015, 3:37 PM

      აქციაზე იმას იძახიან, გეი ვარო თუ ორიენტაციის გამო ნუ გვდევნითო? როგორც წესი, მეორეს. როგორი ინტერესიც გინდა გაუღვივონ, ორიენტაცია არაა ისეთი რამ, რომ ვიღაცისგან გადმოიღო, ფსიქოლოგიაში და ფსიქიატრიაში კარგადაა ცნობილი შემთხვევები, რომ პატარაობიდანვე ცდილობდნენ ადამიანის ორიენტაციის შეცვლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მაგალითისთვის დევიდ რეიმერიც გამოდგება.

      “არავინ არაფერს არ გიშვრება” ამაში კი ცდები. დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი წნეხის ქვეშ არიან და საქართველოში მითუმეტეს. კონკრეტული სტატისტიკა თუ გინდა, ეს ნახე:
      http://feradi.info/ka/visualizations/saqartveloshi?category=qkhvela
      89% რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, არავინ არაფერს უშვრება?

      ბიბლია თუ გაქვს წაკითხული, ღმერთმა ადამს მცენარეები მისცა საჭმელად, ცხოველებს კიდევ მოუარეო.

      Like

  21. teona 12/09/2015, 3:14 PM

    ჩამოყალიბებული გონება ჩემი აზრით მარტივად მიხვდება ყველაფერს რა სიტუაციაცაა ზოგადად,ადამიანი მივიდა იმ განვითარებამდე რომ თავისუფელაბა, სიტყვის, გამოხატვის, რელიგიის, და ა.შ ყველაზე წინ დგას და ეს რა თქმა უნდა სწორია.ჭკვიანი ადამიანები კი ამ ღირებულებებს ძალიან მოხერხებულად იყენებენ, რომ მართონ მასები,ისევე როგორც ჰიტლერი, სტალინი მართავდნენ მასებს თავიანთი დამაჯერებელი გამოსვლებით და ისეთი ღირებულებების შეთავაზებით როგორზეც აუცილებლად წამოეგება მასა.მსოფლიოს არსებობის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა ასე იყვნენ ლიდერები და იყვნენ მორჩილები თუმცა თანდათან ლიდერებმა დემოკრატიული სახე მიიღეს და ღირებულებებიც დახვეწეს იმ მხრივ რომ მათხე ბევრად უფრო მეტი ადამიანის წამოგება შეიძლება,ერთერთ ასეთ ღირებულებად აქციეს თავისუფლება და ჩემი აზრით გააუფასურეს ეს სიტყვა.თავისუფლებას მისცეს შმდეგი მნიშვნელობა დაწექი ვისთანაც გინდა,თქვი რაც გინდა,ჩიცვი რაც გინდა,გააკეთე რაც გინდა.პატარა ბავშვები იცი როგორ ემუქრებიან მშობლებს? პოლიციაში არ დამარეკინოო,და სხვათა შორის მე მყავდა მოსწავლე, რომელმაც დედასმისი პოლიციაში დაასმინდა იმის გამო რომ დედამ ღამე გარეთ გაპარვისთვის სილა გააწნა.რაც შეეხება ცხოველებს ძალიან გთხოვთ მორჩით ამ შმწყნარებლობის თამაშს, ცხოველები ძალიან მიყვარს მაგრამ როგორ ვიდარდო მათზე როცა სირიის ომის კადრებს ვხედავ.

    Like

    • Charlius 12/09/2015, 3:47 PM

      ადამიანიც რომ გედარდებოდეს და ცხოველებიც, გამორიცხულია? რასაც ვწერ გულწრფელად ვწერ, თამაში რაში მჭირდება? 😀 ვინმეს გულის მოგებას ვცდილობ?

      დანარჩენში გეთანხმები

      Like

  22. zaza 12/09/2015, 6:57 PM

    ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ, შეიძლება ერთიც გატყუებდეს და მეორეც.
    ხშირად ისეთი რაღაცეების საწინააღმდეგოც გვხვდება რაშიც დარწმუნებული ხარ და იყავი, ან დამტკიცებული რომ აქვთ მეცნიერებს…
    ყველაფერს ცხოვრებიდან გამომდინარე, რეალურად უნდა შეხედო, მარტო მეცნიერული თვალით დანახული ადამიანს რობოტად აყალიბებს, ვირტუალურ სამყაროში აცხოვრებს. :)))
    რეალობა არის ის რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი არარელიგიური გახადონ, აცხოვრონ ვირტუალურ სამყაროში, და რაც შეიძლება მეტად აკონტროლონ ადამიანები, დღეს სამწუხაროდ ბევრი ადამიანის გაგებით, თავისუფლებაა შიშველი სიარული, სადაც გინდა და როგორც გინდა და ვისთანაც გინდა ბოდიში და იფურთხო, ბილეთს რომ აიღებ არავინ დასვა რადგან ის სკამი შენ გეკუთვნის, თუ გინდა სახლშიც წაიღებ, ხომ შენია და..:)))) რიგში რომ დგახარ და შენს წინ რომ ჩადგება და შენ გასწრებს, აუ რა თავისუფალია… :)))) ამ დროს რომ ეკითხები ხომ არ გეჩქარება? ბოდიში და გამოთაყვანებული გიყურებს თვალებში და არ იცის რა გიპასუხოს. ტელევიზორში უყურებ და ბოდიში და პიდარასტები ერთმანეთს უმტკიცებენ მე უფრო მაგარი პიდარასტი ვარო. შეხედავ როგორც მაგარ ქალს და ამ დროს კაცია. შეხედავ კაცს და ვერ გაიგებ კაცია ქალია თუ საერთოდ რა არსებაა?… ესეიგი, რაც ყველაფერი გადაგვარებულია, ანუ, ყველაფერი უკუღმაა სწორედ ის არის თავისუფლება. სკანდინავიაში მაგალითად, (რა თქმა უნდა ფინანსურად, სოციალურად ძალიან მაგრად ცხოვრობენ მაგრამ…) ოჯახში, პირველ ადგილზე ქალი დგას, მეორეზე შვილები, მესამეზე ძაღლი ან კატა თუ ჰყავთ და მეოთხეზე კაცი, ანუ, რო რამე იყოს ქალს შეუძლია შუა ზამთარში კაცი გარეთ გააგდოს და ძაღლი და კატა ლოგინში ჩაიწვინოს (ამას ისე ჰაერზე არ ვამბობ ზუსტად ვიცი რომ ასეა)… ესეც ერთ-ერთი ევროპული თავისუფლების სახეობაა, რომ აი, ესეთია სწორედ თავისუფლება, ნახეთ როგორ ვიცავთ და პატივს ვცემთ ქალს და თუ შვილები არ ჰყავთ მეორე ადგილზე ცხოველებს… და ის არ არის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ. დღევანდელობით თავისუფლება ის არის კაბაში გამოწყობილი კაცი რომ გამოდის ტელევიზიით და შენ მას სექსზე რომ ელაპარაკები და ამ დროს შენი შვილები სხედან ტელევიზორთან და ამ ყველაფერს აღიქვამენ როგორც თავისუფლებას…

    Like

  23. teona 12/09/2015, 8:49 PM

    შეუძლებელი არა არის ორივეს ერთად შებრალება,მაგრამ შემწყნარებლობის თამაშში იმას ვგულისხმობ, რომ ზოგი ამასაც მშვენივრად იყენებს არგუმენტად, რომ თურმე საწყალი ცხოველები, როგორ სწირავენ ქრისტიანები,თვითონ კი ღმერთმა იცის კვირაში რამდენი სახეობის ცხოველის ხორცით იკვებებიან.ვეგეტარიანელებს არ ეხებათ, მაგრამ თუ ხორცს მიირთმევთ ქრისტიანობას შეეშვით. თუ როგორ არის ეგ ძაღლი ცოდოა, და ღორი ან ძროხა არა? 😀 😀 გულის მოგებას და თამაშს რაც შეეხება ზოგადად ვწერ.

    Like

    • Charlius 12/09/2015, 10:28 PM

      მე პირადად 3 წელია ვეგეტარიანელი ვარ სწორედ მაგ მიზეზის გამო, რომ თუ ცხოველები გიყვარს, როგორც ცოცხალი არსებები და არა როგორც ხორცი, მათ ჭამაზე უარი უნდა თქვა, ასევე შერჩევით ჭამაც მიუღებელია (ანუ ძაღლს ადამიანის მეგობრად თვლიდე და ღორს მწვადად, რაც მხოლოდ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და კულტურაზეა დამოკიდებული).

      “სტანდარტულ” დღეებში ქრისტიანები იმდენივე ხორცს ჭამენ, რამდენსაც სხვები, მაგრამ ზოგ დღესასწაულზე ზღვარს გადადიან, ამაში იმედია შევთანხმდებით
       
       
       
       
       
       
       
       

      Like

  24. teona 12/09/2015, 10:36 PM

    კი მაგაში გეთანხმებით,და ისიც მისასალმებელია, რომ ვეგეტარიანელი ხართ.თუმცა ცხოველებისადმი ასეთ მოპყრობას ქრისტიანებს ნუ დავაბრალებთ წარმართებიც ასეთივე მსხვერპლშეწირვებს ატარებდნენ,ეს ტრადიციაც მთაშია,რომელიც არ მოიშალა და ქრისტიანული დღესასწაულის სახე მიიღო.

    Like

    • Charlius 13/09/2015, 9:01 PM

      წარმართობაც რელიგიაა 😀 წარმართობა რომ არ მოიშალეს, ნაწილობრივ იმის გამოა, რომ მთის ხალხი ძალით გააქრისტიანეს და შედეგად ჰიბრიდული, წარმართულ-ქრისტიანული რელიგია მივიღეთ

      Like

  25. oto 13/09/2015, 12:59 PM

    ესე დაზუსტებითაც იასნა ვერაფერს ზომავენ. და იდეაში არც არავინ იძახის რო უეჭველი ეგრეა. უბრალოდ თეორიებია, სამუშაო პროცესი, რაც მეტი მით უკეთესი ალბათ. ხედავ რამდენი რამაა შესაძლებელი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი თავდაყირა დადგეს. წარმოუდგენლად ბევრი ვარიანტია.რატო იციკლება ეს ხალხი ამ ღმერთზე და ერთი ორ ზღაპარზე ეგ ვერ გავიგე. შეიძლება არის კიდეც, რაღაც ზე ძალა ,იყოს ღმერთი თუნდაც. მარა ეგეთ “სუპერ ტიპად” აღიქვამდე და თან ფიქრობდე რო ვიღაცას “სამყაროს შემქნელს” ადარდებს ოთხშაბათს შენი სალათის მაიონეზი სამარხვო იქნება თუ არა.და მაგისთვის თავის “ვიპ” ზონაში არ შეგიშვებს მერე მგონი არაა ეგ ნორმალური და ადეკვატური.

    Like

  26. teona 13/09/2015, 7:17 PM

    გამოდიხართ და კაი ბიჭური ფრაზებით ცდილობთ დასაცინი გახადოთ ის რაც ბევრი ადამიანისთვის ძვირფასია.მარხვის აზრი, რომ იცოდეთ ასე ირონიულად არ იტყოდით უნდა ადარდებდეს თუ არა უფალს ოთხშაბათს მაიონეზიან სალათს ჭამთ თუ არა.ფიქრობთ რომ ჩვენ ქრისტიანები არ ვფიქრობთ ჩვენს გარშემო რა ხდება? იმას, რომ ვფიქრობთ და ბევრ საკითხს ჩვენც სკეპტიკურად ვუყურებთ ისიც ადასტურებს რომ ამ გვერდს უამრავი ქრისტიანი კითხულობს. ეს თქვენ გაქვთ ისეთი ძლიერი გონება, რომ მიხვდით ეს ყველაფერი ზღაპარს გავს ჩვენ კი ვერა, მაგრამ ცდებით და გირჩევთ უფრო ღრმად იფიქროთ უფრო ზღაპრული და დაუჯერებელია ის, რომ ეს ყველაფერი გარშემო ასეთი ზუსტი კანონზომიერებებით თავისით შიქმნა.არ გაგჩენიათ კითხვა რატომ არ არსებობს სიცოცხლე სხვა პლანეტაზე და თუ ამას ის უშლის ხელს რომ დედამიწის იდენტური პლანეტა არ არსებობს მაშინ რატომ არ შეიქმნა იმ პლანეტის პირობების შესაბამისი სიცოცხლე.რაც შეეხება ქრისტიანულ წესჩვეულებებს ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში უამრავი ცვლილება მოხდა თვითონ წმინდა წიგნშიც იგი ისე იცვლებოდა როგორც გავლენიან პირებს აწყობდათ თუმცა ძირითადი ღირებულებები უცვლელია.

    Like

    • Charlius 13/09/2015, 8:54 PM

      და მარხვა ვინ გახადა დასაცინი? იმათ ხო არა, სამარხვო (ანუ სოიოს) კატლეტებს და ქაბაბებს რომ ჭამენ მარხვაში? რომელი პატრიარქი იყო არ მახსოვს, მარხვის პერიოდში ლობიოს არ ჭამდა იმის გამო რომ ლობიო უყვარდა და მარხვაში კიდევ სიამოვნებისგან თავი უნდა შევიკავოო. ასე რომ იქცეოდეს უმეტესობა მაინც, ვინმე რამეს იტყოდა?

      რატომ გგონია, რომ სხვა პლანეტებზე რომ სიცოცხლე არ არსებობს? რამდენი პლანეტა გამოვიკვლიეთ საფუძვლიანად? წინასწარ გეტყვი, რომ არცერთი. დედამიწაც კი არ გვაქვს ნორმალურად შესწავლილი.

      Like

  27. teona 13/09/2015, 9:06 PM

    გამოკვლევა რა საჭიროა მე სიცოცხლის არსებობაზე ვსაუბრობ,რა კვლევაზე მელაპარაკები,ან რომელ არსებობაზე ეგეც ვარაუდია, რომელიც ათასწლეულია არსებობს და ვერ დამტკიცდა.მე იმას ვამბობ, რომ დედამიწა კი არა სხვა პოლანეტაზე ნებისმიერ პლანეტაზე შექმნილიყო სიცოცხლის პირობები, მაგალითად სიცოცხლე რომლის ტემპერატურა არ იქნებოდა 36.6 და იქნებოდა 90 გრადუსი და გაუძლებდა სიცხეს ,რომელიც დასალევად არ მიიღებდა წყალს და ა.შ და ა.შ.აქაური პირობები ჩვენტვის არის მისაღები მაგრამ სხვა პლანეტაზე შესაძლოა იქაური პირიბები გამხდარიყო ხელშემწყობი,მაგრამ არა არ არსებობს სხვა მოაზროვნე არსება იმიტომ რომ ღმერთმა მხოლდო დედამიწას არგუნა სიცოცხლე.რაც შეეხება მარხვას კომენტარებს თუ წაიკითხავ ნახავ ვიგაცეებს ჰგონიათ რომ ღმერთი დგას და თითოეულ ადამიანს დურბინდით აკვირდება აბა ოთხშაბათს რას ჭამს.მართლა სასაცილოა ეს ყველაფერი:დ მარხვის დროს სოიოს და სამარხვო შოკოლადების და ნამცხვრების ჭამა რომ არასწორია ამაში გეთანხმები.

    Like

    • Charlius 13/09/2015, 9:59 PM

      წინა კომენტარში ხომ გეწერა “არ გაგჩენიათ კითხვა რატომ არ არსებობს სიცოცხლე სხვა პლანეტაზე და თუ ამას ის უშლის ხელს რომ დედამიწის იდენტური პლანეტა არ არსებობს მაშინ რატომ არ შეიქმნა იმ პლანეტის პირობების შესაბამისი სიცოცხლე”
      ახლაც წერ “არ არსებობს სხვა მოაზროვნე არსება იმიტომ რომ ღმერთმა მხოლდო დედამიწას არგუნა სიცოცხლე”

      ხოდა მაგას ეხებოდა, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ სიცოცხლე მარტო დედამიწაზეა, ან დედამიწის მსგავსი პლანეტა არ არსებობს, როცა წესიერად არცერთი პლანეტა არ გამოგვიკვლევია? რა ვიცით, რომ განსხვავებული პირობების მქონე პლანეტაზე განსხვავებული სიცოცხლე არ წარმოშობილა? მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტა პირველად 1992 წელს აღმოაჩინეს, ხოლო დედამიწის გარდა ადამიანი ჯერ არცერთ პლანეტაზე არ ყოფილა (მხოლოდ უპილოტო ხომალდები აქვთ გაშვებული). დარწმუნებით იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ მზის სისტემაში მარტო აქაა სიცოცხლე, არათუ დაკვირვებად სამყაროში, რომლის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლასაც სინათლის სხივს 92 მილიარდი წელი დასჭირდება. სიცოცხლის აღმოსაჩენად საფუძვლიანი გამოკვლევაა საჭირო, მარტო ტელესკოპით გახედვა არ კმარა.

      ოთოს კომენტარი წავიკითხე და ოთხშაბათი ხოა მარხვა? მარხვის დარღვევა კიდევ ცოდვად ითვლება. ნუ ცინიკურად გამოთქვა აზრი, მაგრამ შინაარსობრივად არ აქვს აცდენა. მორწმუნე და რელიგიური რომ ვიყავი, მახსოვს წმინდანების ფრაზები, მარხვისა და ფსალმუნების კითხვის დარღვევას სჯობს მზე ჩაქრესო (ზუსტად ასეთი ფრაზა იყო, ავტორი არ მახსოვს)

      Like

  28. oto 13/09/2015, 9:44 PM

    ვინ თქვა რო სხვა პლანეტებზე სიცოცხლე არაა?ან აუცილებელია იყოს მეორე დედამიწა/ რო იარსებოს რამემ?ან რატო უნდა იყოს ადამიანისნაირი,ცოცხლად რო ჩაითვალოს?.ის რო ჩვენ არ ვიცით და ჯერ ვერ ვიპოვეთ არ ნიშნავს რო რამე არ არსებობს. არც ღმერთზე მითქვამს მსგავსი არაფერი. შეიძლება იყოს . რატომაც არა. შეიძლება არც ერთია არც მეორე და რაღაც სხვაა,ილუზიაა ყველაფერი, უამრავ თეორიაზე მუშაობს მეცნიერება.ჭკვიანი, გონება გახსნილი ხალხი. ეგ ვთქვი რო ცოტა სხვა კუთხით შეხედვა არაა ცოდვა. არ ეწყინება ღმერთს.არ სჯის იდეაში ღმერთი არც აშინებს ვინმეს. ასე დაბლა დაწევა ტეხავს ღმერთის.მაგას ვამბობ და გამოდის მე უფრო დიდ პატივს ვცემ ვიდრე ვიღაც ვინც ამ უაზრო დოგმებთან აიგივებს რწმენას.

    Like

  29. teona 13/09/2015, 10:02 PM

    ზუსტად ეგ ვთქვი რომ არ არის აუცილებელი სიცოცხლე იმ ფორმით არსებობდეს რაც ჩვენ ვიცით მაგრამ არანაირი ფორმა არ არის აღმოჩენილი ჯერ და მგონია რომ არც აღმოჩნდება.ეგეც ისეთივე ვარაუდია როგორიც სხვა დანარჩენი თუმცა იკვლიონ რა პრობლემაა მე უბრალოდ არგუმენტად მოვიყვანე თრემ კვლევისა და განვიათარების წინააღმდეგი არ ვარ,პირიქით.დოგმებს რაც შეეხება აქაც იგივე ვთქვი ბევრი რაღაც შეცვლილია ჩემი აზრით მაგრამ არსებობს ძირითადი ღირებულებები.მაგრამ ღმერთი თუ არსებობს მას სუპერმენის ძალაც ექნება ე.ი და თავისი ვიპ ზონაც ექნება რომელსაც ისე გააკონტროლებს და იმათ შეუშვებს ვინც უნდა. თუ მის არსებობას უშვებთ ესეც უნდა დაუშვათ და არ არის ირონია საჭირო.

    Like

  30. zaza 13/09/2015, 11:06 PM

    ათეისტებს ყველას სჯერავს რომ არსებობენ უცხოპლანეტელები და რაღაც მსგავსები… :))))

    მაშინ თქვენ ყველა ათეისტებმა გამეცით პასუხი, თქვენ ხომ ასე იცით ყოველ კითხვას ჩაჭიდებული ხართ და ეძებთ ისეთ პასუხებს რომ მერე დაუპირისპიროთ ისეთი კითხვები როგორმე ჩამჭრელად რომ გამოიყურებოდეს…

    1. რატომ არის რომ ყველა ვერ ხედავს მაგ ეგრეთწოდებულ უცხოპლანეტელებს?.. ხედავს მხოლოდ ისეთი ადამიანები ვისაც სჯერავს ესეთი რაღაცეების, თუ რეალობაა მაშინ ყველა უნდა ხედავდეს და ყველა უნდა შედიოდეს კონტაქტში, თეფშები ამერიკელებს და რუსებსაც დიდი ხანია აქვთ და ათასნაირ ცდებს ატარებენ… ?:))))

    2. ტრილიონობით და უფრო მეტიც, პლანეტები და სამყაროები არსებობს (რასაც თვითონ მეცნიერები ამტკიცებენ) ჯერ მზის სისტემა ვერ შეუსწავლიათ წესიერად, ეგ კიარა წყალქვეშა სამყაროს აზრზე არ არიან და საიდან და როგორ ამტკიცებენ რაღაც თარიღებით რომ ამდენ და ამდენი წლების შემდეგ სულ ჩაქრება პლანეტები, სიცოცხლისუნარიანობა აღარ იქნება და გაქრება საერთოდ სიცოცხლე? :)))))

    3. თუ ღმერთი არ არსებობს, თუ სული არ არსებობს, მაშინ სიცოცხლეს რა აზრი აქვს, ცხოველები ვართ, მხოლოდ ხორცი? დღეს ხარ და ხვალ აღარ ხარ, რისთვის ცხოვრობ???… :))))

    4. თუ კოსმოსში რაღაც აფეთქებით შეიქმნა ეს ყველაფერი, მაშინ რატომ არის სამყარო ლამაზი, ბუნება, ცხოველები, ადამიანები საერთოდ სიცოცხლე, განა შეიძლება აფეთქებით ესეთი სილამაზე შეიქმნას, ყველაფერი მწყობრად, მდედრები, მამრები, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, როგორც საათის მექანიზმი, ისეა აწყობილი ყველაფერი?… :)))))

    5. თუ აფეთქებით შეიქმნა ეს ყველაფერი, და ღმერთი არ არსებობს, მაშინ ის რაც აფეთქდა ოდესღაც კოსმოსში, ნივთიერება რომელიც გაჯერებული ყოფილა ცოცხალი ორგანიზმებით, ვინ შექმნა აფეთქებამდე, ვინ მოუყარა თავი ასე ერთად და ააფეთქა თუ აფეთქდა, და თუ აფეთქებაზე ადრე კიდე იყო აფეთქება და ისე შეიქმნა ის ცოცხალი ორგანიზმები, მაშინ იმ პირველ აფეთქებამდე ვინ შექმნა ის რაც აფეთქებამდე იყო? :))))))

    6. რატომ ვერ ვითარდებიან ცხოველები ისე როგორც ადამიანები, ცხოველები ხომ ადამიანებზე ადრე ცხოვრობდნენ, თუ დრო ჭირდებათ, ხომ ამბობთ რომ მილიონობით და მილიარდობით წლებია გასული, რაც ეს ყველაფერი არსებობს? :)))))

    7. წმინდა მამები სასწაულებს როგორ ახდენენ, ისეთ სასწაულებ რომლებსაც თვითონ ათეისტებიც რომ ვერ უარყოფენ მაგრამ, მაინც ფანატიკურად იძახიან არ მჯერავს, ვხედავ მაგრამ არმჯერავს (იმიტომ რომ ესე მინდა)?… :))))

    8. განა შეიძლება აფეთქებით სისტემა შეიქმნას, ადამიანის სისტემა, აგებულება როგორც არის მოწყობილი, ერთ-ერთი მაგალითი, თავში ტვინი რომ დევს გარშემო თავის ძვალსა და ტვინს შორის არის სითხის თხელი ფენა სპეციალურად რომ ადამიანის მოძრაობის შედეგად ტვინმა აქეთ-იქეთ მიხეთქებით დაზიანება რომ არ მიიღოს ეს სითხე იცავს ტვინს, და ესეთები უამრავი დამცავი მექანიზმებია სხეულში, განა შეიძლება ეს ყველაფერი თავისით შეიქმნას (შეიძლება გაგეცინოს ვინმეს მაგრამ თუ დაუფიქრდები არ არის სასაცილო, უფრო დამაფიქრებელია)? :))))

    9. რატომ არის რომ ვინც მთელ ცხოვრებას ღმერთს, რელიგიას შესწირავს იმას არ სჭირდება მიწიერი მეთოდებით განათლება, თავისით აქვს, მოსდის კოსმოსიდან, თუ???… მაგალითად მამა გაბრიელს ოთხი თუ ხუთი კლასი ქონდა დამთავრებული და ვინ შეედრებოდა მას განათლებით???…

    10. ვის შეგიძლიათ დაამტკიცოთ რომ ღმერთი არ არსებობს?
    მეტყვით რომ არ მჯერავს და არ არსებობს?
    მე გეტყვით რომ მე მჯერავს და არსებობს…
    მე გეტყვით რომ ბევრი რელიგიური ისეთი ფაქტები არსებობს ისტორიაში რომელიც თქვენც იცით რომ იყო მაგრამ არ გინდათ რომ დაიჯეროთ, ყოველ, ნებისმიერ ფაქტზე თქვენი პასუხია, არ დამინახავს, არ მჯერა, თუ ვინმესგან არ გაიგე (რომელიც და რაც არ გჯერავთ) აბა როგორ ნახავ შენი თვალით რაც საუკუნეების უკან ყოფილა, სხვანაირად როგორ უნდა დაიჯერო, ესეიგი არ გინდა რომ დაიჯერო? :))))
    რატომ? იმიტომ რომ საქმე-საქმეზე რომ მიდგება ღმერთის წინაშე რომ წარსდგები, ეტყვი არ ვიცოდი შენი არსებობისო (არცოდნა ხომ არცოდვაა), მაგრამ მაინც ცოდვაა, რადგან გინდოდა რომ არ გცოდნოდა…

    11. რატომ უმტკიცებთ რელიგიურებს რომ ღმერთი არ არსებობს, თქვენ ხომ იცით რომ არ არსებობს, რელიგიურებს შეუძლიათ დაგიმტკიცონ ფაქტებით რომ არსებობს, თქვენ შეგიძლიათ? :))))

    12. ვინ შექმნა ან როგორ შეიქმნა ცეცხლი (მზეს არ ვგულისხმობ) აფეთქებამდე, ესეც აფეთქების შედეგად? :)))

    Like

    • Charlius 13/09/2015, 11:54 PM

      1. უცხოპლანეტელები თუ არსებობენ, არ ნიშნავს, რომ დედამიწას სტუმრობენ

      2. სხვა პლანეტებზე და ვარსკვლავებზე დაკვირვებით. თითოეულ ციურ სხეულს გააჩნია გარკვეული ფაზები დაბადებიდან სიკვდილამდე, სამყაროს კვლევისას კი ყოველ ფაზაში მყოფ სხეულებს აღმოაჩენ

      3. სიცოცხლეს ის აზრი აქვს, რასაც შენ მისცემ

      4. სილამაზე სუბიექტური აღქმაა, თან სამყაროში უამრავი არც ისე სასიამოვნო რამ არსებობს. ელემენტარულად სტიქიური უბედურებები ავიღოთ, რაც დედამიწაზე ლამის ყოველდღე ხდება. სამყაროს მასშტაბით კი შავი ხვრელები, კოსმოსური სხივები, ვარსკვლავების აფეთქება, გალაქტიკების განადგურება..

      5. ცოცხალი ორგანიზმებით რანაირად იყო გაჯერებული როცა სიცოცხლე სამყაროზე გაცილებით გვიან გაჩნდა?

      6. ყველა ცხოველი ვითარდება საარსებო პირობების შესაბამისად. ზვიგენი მაგალითად მილიონობით წლებია, მხოლოდ მცირეოდენად იცვლება, რადგან რა მოთხოვნილებებიც აქვს, იმისთვის ყოფნის ასეთი ორგანიზმი. რაც შეეხება დღევანდელობას, კაცობრიობამ უამრავ ცხოველს მოუსპო ნორმალური არსებობის საშუალება ტყეებისა და მცენარეული საფარების განადგურებით, მდინარეების დაბინძურებით და ა.შ. უამრავი სახეობა კი საერთოდ გადააშენა

      7. რომელ სასწაულებს ვერ უარყოფენ? და რომელი სასწაულები იქნა გამოკვლეული მეცნიერულად?

      8. დიდ აფეთქებას ბომბის აფეთქებას ნუ შეადარებ, აფეთქება ჰქვია იმიტომ, რომ სამყარომ ძალიან სწრაფად დაიწყო გაფართოება. თავისით შექმნას არ ვიცი რას ეძახი, ბუნების კანონები წარმართავს ყველა მოვლენას

      9. რა ტიპის განათლებას გულისხმობ გააჩნია. ეკონომიკის ექსპერტი იყო თუ ასტროფიზიკის?

      10. მტკიცების ტვირთი იმაზეა, ვინც არსებობაზე აცხადებს. მე რომ ვთქვა, გუშინ უცხოპლანეტელი ვნახე მეთქი, მე უნდა დავამტკიცო, რომ ვნახე და არა სხვამ, რომ არ მინახავს. ათეისტისთვის ღმერთი იგივეა, რაც შენთვის ელფები, ფერიები და დევები

      11. ღმერთის არსებობა აქამდე არავის დაუმტკიცებია. ვინმე თუ შეძლებს, ეჭვი მაქვს, ნობელს მიიღებს :დ

      12. რომელი ცეცხლი? დიდი აფეთქება ცეცხლი გგონია?

      Like

    • oto 14/09/2015, 3:37 AM

      ერთი ის რო რაღაცეებით თუ ინტერესდები. და რელიგიურ ცხოვრების მიმართ კითხვები, პრეტენზიები გიჩნდება ათეისტი არ გამოდიხარ.ათეისტი არაა ის ვინც ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობს.არაფერ შუაშია აქ არაფრის რწმენა.
      მეორე საიდან მოდის ეს წარმოდგენა რო ამხელა სივრცე. ამდენი ენერგია იმისთვისაა შექმნილი რო ღამით ადამიანები დატკბნენ. იმიტო რო ღამის ხედს უხდება? ეგ უფრო ადვილი დასაჯერებელია?ყველას თავისებურად ესმის ალბათ.მე არ მგონია რო ასე უაზროდ დაიხარჯა ამდენი ენერგია. შესაბამისად მარტივი ლოგიკით ვხვდები რო უამრავი სახის სიცოცხლე უნდა იყოს სამყაროში. უმეტესობა ისეთი როგორიც ალბათ ვერც წარმომიდგენია, შესაბამისად ჩემთვის საინტერესო ხდება უფრო სამყარო.თუ დავუშვებთ რო სამყარო მართლა მარტო ჩვენთვისაა, შესაბამისად მეცნიერება ყველაზე საჭირო რამ გამოდის.დაგვეხმაროს ჩვენთვის განკუთვნილი რესურსები გამოვიყენოთ. და არც უნდა გაუჩნდეს ვინმეს რამე პრეტენზია ამ ძიების პროცესზე.ისე სრული აფსურდი გამოდის ჩემთვის ყველაფერი.
      დიდი აფეთქება თეორიაა. არავინ ამტკიცებს რო ზუსტად ეგრე იყო. უბრალოდ არსებულ თეორიას ჯერ ვერ უწევს სხვა ვერსიები კონკურენციას.ამ დროისთვის არსებული ფიზიკის კანონების ცოდნიდან გამომდინარე. არავინ გვაიძულებს ეგ ვირწმუნოთ .უბრალოდ ინფორმაციაა.და უამრავი მეცნიერი ცდილობს მის საწინააღმდეგო,ალტერნატიული. ვერსიის შექმნას.
      ადამიანის სრულყოფილებას რაც შეეხება. მიწიდან შექმნის ისტორიას ევოლუციის ისტორია მირჩევნია მე.შესაბამის ლიტერატურაში უფრო დაწვრილებითაა რა როგორ იყო.და საკმაოდ დამაჯერებლადა ჩემი აზრით. ცხოველებიც იგივე თემაა
      სასწაულებს რაც შეეხება არ ვიცი. დიდად არ მჯერა და ალბათ არცაა საჭირო დაიჯერო რო იესო წყალზე სიარულს ახერხებდა რო რაღაცეების იწამო. წესით ღმერთს სპეცეფექტები არ ჭირდება.ალბათ რაღაც ახსნა ყველაფერს აქვს. მე არ მჯერა და არც ვცდილობ ვინმეს ის ვუმტკიცო რაც არც ვიცი რა მოხდა.
      ღმერთის არ არსებობსას არ ვამტკიცებ. ის ისტორრია და განმარტებები ვერაა მისაღები რაც კონკრეტულ რელიგიებს აქვთ კითხვებზე რომლებიც თავისთავად ჩნდება.

      Like

  31. teona 14/09/2015, 12:55 AM

    1.დედამიწას არ სტუმრობენ დედამიწელები ცდილობენ პოვნას და ვერ პოულობენ.
    2.აფეთქდა აფეთქდა ეგ გაქვთ არგუმენტად,ისევ ვიმეორებ იქნებ ღმერთმა მოახდინა ეს ყველაფერი აფეთქებით ხალხო რა შუაშია აფეთქება ან აფეთქებასთან სილამაზე?ის რაც აფეთქდა რაგაც ხო იყო საწყისი რაღაც ჯანდაბა ხომ უნდა აფეთქებულიყო ,ატომებს რომ გაიძახიან ატომი ისეთი რთული შემადგენლობისაა და ისეთი კანონზომიერებით მუშაობს ვინ შექმნა ის ატომი რომ აფეთქებულიყო კიდეც საიდან მოვიდა.თუ შევთანხმდეთ რომ”და თავიდან იყო ატომი” 😀
    3.დარვინის აზრის ,რომლისაც ასე გჯერათ ათეისტებს ის რომ მაიმუნებისგან განვვითარდით რატომ აღარ ვითრდებიან სხვა მაიმუნები არ ვამბობ რომ ადამიანად ზოგადად ,განვითარდნენ რა უშლით.
    4.ყველაზე დიდი სასწაული აღდგომას ცეცხლის გადმოსვლაა რომელსაც ვერცერთი რელიგია ვერ უარყოფს,თუ აწყოფთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ქრისტიანული სასწაულების დაჯერება. რა თქმა უნდა აქაც აქვთ ათეისტებს თეორიები :დ და კიდევ სასწაულები მეცნიერულად როგორ უნდა გამოიკვლიონ ის სასწაული იმიტომაა რომ არავითარ ფიზიკურ კანონზომიერებას არ ეთავსება.
    5.ბუნება სამყაროს არსებობამდე არ არსებობდა,როგორც შენ ამბბობ აფეთქებამდე არაფერი იყო შსაბამისად არაფერს არც კანონი ჰქონდა და რომელ ბუნების კანონზე ლაპარაკობ.
    6.განათლება არ ნიშნავს იყო ეკონომისტი და ასტროფიზიკოსი,ათეისტების ერთერთი ნაკლიც ეგაა რომ განათლებად მხოლოდ მეცინერება მიგაჩნიათ.
    7.არ გინახავს და ამტკიცებ(მჯერაო როცა ამბობ ე.ი ამტკიცებ)რაც შენსავე ლოგიკას ეწინააღმდეგება.
    8.ღმერთს ვერავინ დაგიმტკიცებს შესაბამისად ნობელსაც ვერავინ მიიღებს(სამწუხაროდ),მისი არსებობა შენ უნდა იგრძნო და გაიაზრო..
    9.დიდ აფეთქებას ცეცხლიც მოჰყვა დედამიწა გავარვარებული მასა იყო თავიდან,როგორც ამტკიცებენ მეცნიერები.თუმცა შესაძლოა ეს ასეც იყო რადგან მიუხედავად იმისა ბიბლიაში წერია ღმერთმა სამყარო 6 დღეში შექმნაო,ჩვენთვის სხვაა დრო და უფლისთვის შესაძლოა 1 დღე 5 მილიარდი წელია. ამიტომ მჯერა დედამიწამ მართლაც გაიარა ევოლუციის ეტაპები.

    Like

    • Charlius 14/09/2015, 1:20 AM

      ატომები დიდი აფეთქების მერე გაჩნდნენ, პირველ 10 წამში გაჩნდა წყალბადი, ჰელიუმი და ლითიუმი, მაგათგან პირველყოფილი ვარსკვლავები შეიკრა და იმ ვარსკვლავებში ბირთვული სინთეზით მივიღეთ დანარჩენი ელემენტები.

      შეიძლება ღმერთმა შექმნა, შეიძლება პარალელურ სამყაროში მყოფმა მეცნიერმა, შეიძლება დიადმა ბუმბამ, როგორც ბოშონგოს ტომს ჰგონია. შეიძლებაზე ხომ არ ვიქნებით? 😀

      მაიმუნი არ განვითარებულა, ჩვენ და მაიმუნს გვყავდა საერთო წინაპარი. ევოლუციურად მაიმუნები ბიძაშვილები არიან და არა ბაბუები. რაც შეეხება იმას, მაინცდამაინც ჩვენ რატომ განვვითარდით, კონკრეტულ მომენტში არსებული შანსი ჩვენ გამოვიყენეთ. შეიძლებოდა სხვას გამოეყენებინა.

      აღდგომის ცეცხლზე თავად აღიარეს, რომ მხოლოდ ტრადიციაა და სასწაული არ ხდება:

      რომც არ ეღიარებინათ, 21-ე საუკუნეში ცეცხლის ანთება როგორ უნდა გიკვირდეს? 😀

      ბუნების კანონებში იგივე ფიზიკის კანონები იგულისხმება, ფიზიკის კანონები კი არსებობს იქ, სადაც საერთოდ რამე არსებობს

      რა (ვინ) არ მინახავს და რისი (ვისი) მჯერა, ვერ მივხვდი. ღმერთის არარსებობას ეხება?

      Like

  32. zaza 14/09/2015, 1:05 AM

    1. უცხოპლანეტელებს მე ვგულისხმობ იმათ ვისაც თქვენ (თქვენ იმიტომ რომ მე არ მჯერავს) უწოდებთ ხოლმე, რომლებიც დედამიწაზე ევლინებიან ადამიანებს, რომლებსაც სჯერავთ, და ვისაც არ სჯერავთ რატომ ვერ ხედავენ, თუ რელობაა?

    2. როგორ შეიძლება რაიმე მსგავსი დაამტკიცო როცა რაც მზის სისტემაშია ისიც არ იციან წესიერად, ამდენი, ტრილიონობით გალაქტიკები და მერე პლანეტებზე რა იცი რა ხდება, ვერანაირი სიჩქარეც რომ არ გეყოფა იქ მისვლაზე და ვერც ვერაფრით რომ ვერ დაინახავ, სადაც ვერც ვერანაირი ტექნიკით ვერ სწვდებიან და თვითონაც რომ იციან რომ ვერ შეწვდებიან?….

    3. მაგაში გეთანხმები რომ სიცოცხლეს ის აზრი აქვს, რასაც შენ მისცემ, მაგრამ თუ ღმერთის და სულის არ გჯერავს, რა აზრი აქვს მომავალს, ცხოველებს მაგალითად სულ არ აინტერესებს მომავალი, მთავარია დღეს რა ჭამო?

    4. სტიქიური უბედურებებს რაც შეეხება, სტიქიური უბედურებები ყოველთვის ხდებოდა და მოხდება რადგან ეს ბუნების კანონებია, ეს თვითმართვის მექანიზმია, რათა სწორად იმუშავოს ბუნების სისტემამ, თავის კანონები აქვს, როგორც საათის მექანიზმს ჭირდება კბილანებიანი მექანიზმი და ასე შემდეგ… თვითონ ადამიანის დაუდევრობით ჩქარდება, უარესდება და იშლება ბუნების სისტემა.

    5. ცოცხალი ორგანიზმებს ვგულისხმობ იმ სიცოცხლის ნაწილაკებს თუ რაც ქვია, რითაც დაიწყო სიცოცხლე აფეთქების შედეგად, რომელიც ნაკლებად მჯერავს რომ აფეთქებით რაიმე ცოცხალი ორგანიზმი იქმნებოდეს…

    6. კაცობრიობა ერთმანეთსაც უსპობდნენ წლების, საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის განვითარების საშუალებას, და რას აღარ უშვრებოდნენ ერთმანეთს მაგრამ… თუმცა ადამიანებმა დაბადებიდან არ იცოდნენ მაგალითად ბორბალის შექმნა, თვითმფრინავის შექმნა, განვითარდნენ მოკლედ რომ ვთქვათ დღეს კოსმოსში დაფრინავენ… ცხოველებიც, ხომ ცოცხალი არსებები არიან, უსულოები, მარტო ხოცი?…

    7. ბევრი სასწაულები არსებობს მთელს მსოფლიოში, საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ…
    საქმეც მაგაშია, რომ ვერ იკვლევენ, და ადანაშაულებენ ან ფანატიზმში, ან შიზოფრენიებში, ან ილუზიებში, ან რაიმე მოლანდებებში თუ რავიცი… ძალიან ბევრია ფაქტები, როცა არ გინდა არ დაიჯერებ ადამიანი, ამითაც გამოიხატება ადამიანის თავისუფლება, ნება გაქვს არ დაიჯერო…

    8. საქმეც მაგაშია რომ ბუნების კანონები მუშაობს, ბუნება ვინ შექმნა რამ შექმნა, ცოცხალი უჯრედები, ნაწილაკები და ასე შემდეგ… ვინ შექმნა, რამ შექმნა, აფეთქდა და შეიქმნა? ცოცხალი საწყისი აფეთქებამდე, საიდან?…

    9. ნებისმიერი, ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ და შეუძლიათ პასუხის გაცემა…

    10. ხომ ამტკიცებენ, ხომ ამბობენ რომ არ არსებობს, თუ ამბობ რომ არ არსებობს ესეიგი ამტკიცებ, თუ ამბობ რომ არვიცი თუ არსებობს, მაშინ რატომ ედავები იმას ვინც გიმტკიცებს ფაქტებით რომ არსებობს?

    11. ღმერთის არსებობა უამრავს შეეძლო და შეუძლია დაამტკიცოს, უბრალოდ ნობელის პრემია არ მოქმედებს ღმერთის მტკიცებულებებზე, რადგან მეცნიერებს რაში აწყობთ რომ დაეთანხმონ ღმერთის არსებობაზე, ეგენი ხომ კარიერაზე ფიქრობენ, წარმოიდგინე ყველა მეცნიერმა ერთხმად რომ აღიარონ ღმერთი, მაშინ ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და რაღა უნდა აკეთონ მერე, ესე ვიღაც რაღაც სისულელეს დაამტკიცებს და ნობელის პრემიას მიიღებს მერე ამით კარიერას აიწყობს და დიდი მეცნიერი გახდება, შემოსავალიც სოლიდური ექნება რა თქმა უნდა, სახელი….

    12. დიდი აფეთქება, დიდი აფეთქება მგონია მაგრამ, ცეცხლი, ჩვეულებრივი ცეცხლი, რომელსაც ასანთის (ასანთს არ ვგულისხმობ და არც ღერს და არც სანთებელას.. :))) ღერს გაკრავ და აინთება, გამოყოფს სინათლეს, სითბოს… აფეთქებამ შექმნა, განა შეიძლება თავისით?

    Like

    • Charlius 14/09/2015, 1:37 AM

      უცხოპლანეტელების დედამიწაზე სტუმრობა მეცნიერულად დადასტურებული არაა. ეგ არის უფოლოგია, რომელიც მსგავსი ამბებით იკვებება, უფოლოგია კი ფსევდომეცნიერებადაა შერაცხული, როგორც ასტროლოგია და ნუმეროლოგია.

      პლანეტას ან ვარსკვლავს რომ აღმოაჩენენ, არათუ სიცოცხლის ფაზას იგებენ, არამედ ქიმიურ შემადგენლობას, ასაკს, ბრუნვის სიჩქარეს და ბევრ სხვა მახასიათებელს. ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას უნდა ვუმადლოდეთ ამ ყველაფერს

      ზოგისთვის ღმერთია ცხოვრების აზრი, ზოგისთვის სხვების დახმარება, ზოგისთვის ფული. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია და იმდენი ‘სიმართლე’

      ცხოველებიც ვითარდებიან, თუმცა ცხადია, ადამიანივით სწრაფად არა. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთგვარი კანონია: რაც უფრო განვითარებული ხარ, მით უფრო სწრაფად ვითარდები

      სიცოცხლე და სამყარო როგორ შეიქმნა, მაგაზე ათასობით ნაშრომი და უამრავი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა და გინდა, რომ ორი სიტყვით ავხსნა? 😀 უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში, მოძიებას არაფერი უდგას წინ

      სისულელეში ვინ მიიღო ნობელის პრემია? ჰიგსის ბოზონი იყო სისულელე, სამყაროს გაფართოების ტემპის ზრდა თუ კვანტურ სისტემებზე მანიპულაცია?

      ცეცხლზე მაინც ვერ მივხვდი რას იძახი, მაგრამ სითბოს იმიტომ გამოყოფს, რომ აალებისას თერმული ენერგია გამოიყოფა, სინათლე კი ხილულ ელექტრომაგნიტურ სპექტრში გამოყოფილი ენერგიაა.

      Like

  33. zaza 14/09/2015, 1:35 AM

    სიცრუე მეცნიერების სახელით

    Like

    • Charlius 14/09/2015, 1:43 AM

      ღმერთმანი, წარსულში სულ ორჯერ შევძელი ამ ვიდეოს ჩართვა, პირველად 5 და მეორედ 7 წუთით. იმდენი ტყუილი იყო, პირველი ყურების დროს კიბო დამემართა, მეორედ ჩემს კიბოსაც დაემართა კიბო. მესამედ ვეღარ გავრისკავ

      Like

  34. zaza 14/09/2015, 1:39 AM

    sicrue mecnierebis saxelit1 nawili

    Like

  35. zaza 14/09/2015, 1:42 AM

    sicrue mecnierebis saxelit2 nawili

    Like

  36. zaza 14/09/2015, 1:47 AM

    sicrue mecnierebis saxelit3 nawili

    sicrue mecnierebis saxelit5 nawili

    Like

  37. teona 14/09/2015, 1:53 AM

    ანუ გინდა თქვა ჩვენ ბიძაშვილები დავჩაგრეთ,ადამიანები გავხდით და ისინი მაიმუნებად. დავტოვეთ? 😀 ერთი გენი და ასეთი განსხვავებული თაობა,საოცარია 😀 შეიძლებაზე რომ არ უნდა ვიყოთ ზუსტად მაგას ვამბობ.შეიძლება მოვკვდეთ,შეიძლება პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ და იქ მოხუცები ვართ,შეიძლება ბომბმა შეგვქმნა და შეიძლება მაიმუნმა.აჰაა ატომებიც დიდი აფეთქების შემდეგ გაჩენილან,და რაო მეცნიერები რას ამბობენ თვითონ აფეთქება რამ შექმნაო? 😀 ეს მართლა მაინტერესებს მაგ ვერსიაზე არაფერი მსმენია.ფიზიკის კანონებზეც ზუსტად მაგას ვამბობ რომ სანამ საერთოდ არაფერი იყო რა კანონი არსებობდა რომ კანონებს უმორჩილებ საერთოდ ამხელა სამყაროს.რაც არ გინახავს ეს უცხოპლანეტელია თუმცა თქვი ათეისტს ყველას სჯერა მისი არსებობაო,ანუ შენც გჯერა.
    წმინდა ცეცხლს რაც შეეხება აქ ამ კაცს,რომელიც მხოლოდ მწერალი და პუბლიცისტია ისევე მოჰყავს არგუმენტები, როგორც ჩვენ ეს რომ ასეთი ნათელი იყოს არგუმენტები აღარ დასჭირდება.ციტატა მოჰყავს, რომელიც შესაძლოა სხვა დატვირთვას ატარებდეს.თუმცა ჩემში ეჭვი გამოიწვია მისმა არგუმენტებმა ამისთვის მადლობა.მაგრამ მე მაინც ვერ ვხვდები რატომ უშვებს ამას მაგალითად ისლამი.

    Like

    • Charlius 14/09/2015, 10:13 PM

      1 გენიო ვინ გითხრა? შიმპანზეებთან გენომში 2%-იანი სხვაობა გვაქვს, რაც მინიმუმ 15 მილიონ განსხვავებას უდრის. ასევე არსებობს 49 რეგიონი გენომში, რომლებიც მკვეთრად განსხვავებულია.

      ყველა ათეისტს სჯერა უცხოპლანეტელებისო, ეგ ზაზამ დაწერა.

      დიდ აფეთქებამდე რა იყო, მაგაზე რამდენიმე ვერსია არსებობს და მოკლედ დაგიწერ:
      1. დიდ აფეთქებამდე საერთოდ არაფერი იყო – სერიოზული მეცნიერებიდან ფაქტიურად აღარავინ ემხრობა ამ მოსაზრებას
      2. სამყარო ციკლურ რეჟიმშია, ხდება დიდი აფეთქება, განვითარება, სამყაროს სიკვდილი, მერე ისევ დიდი აფეთქება და ასე უსასრულოდ. სამყარო როგორც ასეთი, მარადიულია, უბრალოდ სახეს იცვლის – მეცნიერების ნაწილი ემხრობა, თუმცა უმრავლესობაში არ არიან
      3. მულტისამყარო, ანუ არსებობს უამრავი სამყარო ერთმანეთისგან პარალელურად, როგორც ოკეანის ზედაპირზე წყლის ბუშტუკები ან თუნდაც ოკეანეში ატომები. თავის მხრივ აქ ორი მოსაზრებაა – ჩვენი სამყარო ისევე სპონტანურად გაჩნდა, როგორც სხვა სამყაროები, ან ორი მანამდე არსებული სამყარო ერთმანეთს შეეჯახა და გაერთიანდა. მულტისამყაროს მეცნიერთა უმეტესობა ემხრობა, მულტისამყაროს მოიცავს სიმების თეორია და მემბრანების თეორია, რომლებზეც აქტიურად მუშაობენ წამყვანი მეცნიერები

      პრობლემა ისაა, რომ რაღაც რომ დაინახო, მოვლენა ან ობიექტი, იქიდან არეკლილი სინათლე შენამდე უნდა მოვიდეს, სამყაროში კი სინათლემ გავრცელება დიდი აფეთქებიდან 380 000 წლის მერე დაიწყო, ანუ ვიჭედებით. უშუალოდ დიდ აფეთქებას ვერ ვაკვირდებით, საჭიროა ირიბად, თანამედროვე სამყაროზე დაკვირვებით, ლაბორატორიული ექსპერიმენტებითა და მათემატიკური გამოთვლებით მივიდეთ ჭეშმარიტებამდე. ამას კი შესაბამისი ტექნოლოგია, ფინანსები და დრო სჭირდება

      Like

  38. zaza 14/09/2015, 1:55 AM

    საუბარი რელიგიაზე

    Like

  39. zaza 14/09/2015, 1:59 AM

    საუბარი რელიგიაზე: ზურაბ კიკნაძე – რატომ უშვებს კეთილი ღმერთი ბოროტებას?

    Like

  40. zaza 14/09/2015, 11:44 AM

    რელიგიური ცხოვრების მიმართ მე პირადად არც კითხვები მიჩნდება და არც პრეტენზიები, მე რაც მაინტერესებს ყველა კითხვაზე ჩემი პასუხები მაქვს, რადგან რწმენა მაქვს ჩემებური, როგორც მესმის… (თუმცა რომ გითხრა რომ ძალიან მორწმუნე ვარ, მაგასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ კიარა რომ არ მწამს, უბრალოდ ესეა, ალბათ ჩემი სიზარმაცეა ან სისუსტეა, ყოველშემთხვევაში სურვილი მაქვს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ესე ვიყო როგორც ვარ).
    და ვინ რა იცის რომ ეგრე არ არის, იქნებ მართლა ჩვენთვის შექმნა ღმერთმა ეს ყველაფერი, რატომ გამორიცხავთ? რადგან 100% ვერაფერს ვერ ვამტკიცებთ, და ყველაფერი ვარაოდის დონეზე მტკიცდება, რაც მტკიცდება, რატომ არ შეიძლება მაშინ რომ ასე იყოს? გამოდის რომ შენ რაც გინდა და როგორც გინდა რომ იყოს, გგონია რომ ისეა ყველაფერი ხო? მაშინ რატომ არის ცუდი რომ იფიქრო, ღმერთმა შეგვიქმნა ეს ყველაფერი, მოგვავლინა ამ ქვეყანაზე და გვპირდება მარადიულ, უკვდავ სიცოცხლეს, თუ გამოცდას ჩავაბარებთ სიკეთეში…
    თუ აღიარებს მეცნიერება ღმერთს და იტყვის რომ ყველაფერი ღმერთის შექმნილია, მაშინ მეცნიერებს აღარაფერი ესაქმებათ, რადგან უკვე გაცემული იქნება ყველა კითხვაზე პასუხი, ესე კიდე როგორც დღეს არის უფრო მეტი ფანტაზიებია და მეტი დასაქმებები მეცნიერებისთვის, მრავაფეროვნული, კარიერისტული და ასე შემდეგ…
    რაც შეეხება მეცნიერულად გამოყენებად რესურსებს, ეს რა თქმა უნდა კარგია და ესეც უნდა იყოს განვითარებისთვის, ტექნოლოგიური იქნება თუ ფიზიკური, ამაზე არავინ დაობს, დავა მხოლოდ მაშინ იწყება როდესაც რწმენას ეხება, როდესაც მეცნიერება რწმენის გაქრობას ცდილობს, ტექნიკურად, ადამიანის ფსიქიკის შეცვლით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეთოდებით, ადამიანის ვირტუალობაში მოქცევას რომ აპირებენ, რეალობას რომ წყვეტენ…
    ადამიანის სრულყოფილებას რაც შეეხება, ამის საშუალება ყოველ ადამიანს მისცა ღმერთმა, ადამიანის სხეულს ძალიან ბევრი რამე შეუძლია, ძალიან დიდი რესურსები აქვს ყველა სფეროში ადამიანს, რაშიც თავისუფალია ადამიანი და თავისი ნებით შეუძლია მიაღწიოს სრულყოფილებას, მართალია ძნელია, რატომ? იმიტომ რომ არ გაგვაჩნია ინფორმაცია, დღეს ჩვენ გვგონია რომ ბევრი ვიცით მაგრამ უფრო მეტი არ ვიცით, ეს სამყარო და საერთოდ ადამიანი ისეა შექმნილი რომ რაც გგონია მეტი იცი მით უფრო მეტი არ იცი…
    სასწაულებს რაც შეეხება, სასწაული არ არსებობს, რადგან ადამიანს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, რაც არ იცი სასწაული გგონია, რომ გაიგებ სასწაული აღარ არის, რატომ არ უნდა დავიჯერო ის რომ იესოს წყალზე გავლა შეეძლო, და რატომ უნდა დავიჯერო ის რომ ათეისტები ამბობთ რაც რელიგიას ეხება და ღმერთს, ეს ყველაფერი არ არსებობს?
    აქ იწყება სწორედ თავისუფლება, რომ მესპორებოდით (ზოგადად) ზემოთ, რომ თავისუფალი არა ვართო, შენ რასაც გინდა და როგორც გინდა და რაც გინდა ისე იჯერებ არავინ ძალით არაფერს გაჯერებს, ინფორმაციას გთავაზობენ და შენი საქმეა დაიჯერებ თუ არ დაიჯერებ ან რას დაიჯერებ…
    რელიგიას რაც შეეხება, რელიგია მაშინ არის როდესაც შენ ერგები რელიგიას, და არა შენ ირგებდე როგორც გინდა რელიგიას, ათეისტობაც ერთ-ერთი სახეობაა, რელიგიას რასაც ეძახიან ხალხი, ჩემი აზრით რელიგია მხოლოდ ქრისტიანული მართლმადიდებლობაა, რადგან მხოლოდ მართლმადიდებლები ცდილობენ მოერგონ რელიგიას. (მართალია ძნელია და სრულად ჯერჯერობით ვერავინ ერგება მაგრამ მაინც, ყველაფერი შედარებითია)

    Like

    • oto 14/09/2015, 12:24 PM

      ნუ კაი და სიკეთე-ში გამოცდის ჩაბარება რას ნიშნავს ? რას გულისხმობს სიკეთე?
      რა კავშირი აქ სიკეთეს რელიგიასთან?
      არა მორწმუნე კეთილი ხალხი არ არსებობს? ან არა მართმადიდებელი კეთილი ხალხი? ვინ განსაზღვრა სიკეთის კრიტერიუმები?

      Like

  41. zaza 14/09/2015, 12:42 PM

    ადამიანი რომ არუნდა დაჩაგრო, არ მოკლა, რომ არუნდა მოიპარო, დახმარება თუ ჭირდება შენი შეძლებისდაგვარად დაეხმარო, არ დასცინო და ასე შემდეგ და შემდეგ… მემგონი არ არის ძნელი გასაგები ხო?…
    რელიგიურად ასე ითქმის, გამოცდის ჩაბარება, რათა მოიპოვო უკვდავებაში გადასვლის საშუალება, დარწმუნებული ვარ ყველამ კარგად ვიცით ეს, მთავარია ნება…
    სიკეთე, პირდაპირ კავშირშია რელიგიასთან, განსაკუთრებით ქრისტიანულ მართლმადიდებლობასთან…
    ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეებს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ. საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს.

    Like

  42. oto 14/09/2015, 1:11 PM

    და სადაც მართმადიდებლობა არაა გავრცელებული . ყველგან ყველა ერთმანეთს ხოცავს ჩაგრავს? იპარავს დასცინის და ასე შემდეგ? არ შეილება არსებობდეს ბედნიერი ადამიანი . რომელიც მარხვას არ იცავს ? თავის დადებით ენერგიას სხვებს გადასცემს . უყვარს გარშემომყოფები. უბრალოდ კარგადაა და ამ კარგად ყოფნით სხვებსაც კარგად ხდის . სიკეთე ალბათ ეგ უფროა ვიდრე . არ კლა და არძარცვა .. რა საჭიროა ვინმეს თქმა,დარიგება და სადმე წაკითხვა იმისი რო რაც გაბედნიერებს და რითითაც სხვას აბედნიერებ ის აკეთო. ან იმისთვის რატო უნდა აკეთო რო სადმე მოხვდე. სიამოვნებას თუ განიჭებს ახლობლის, არაახლობლის ,ბედნიერი სახის დანახვა . რაში გჭირდება ამისთვის რაღაც კანონები . ვიღაც დამრიგებლები.თუ შესაწირის შეწირვაა სიკეთე? ვინმესთვის ლოცვა რო იმან დაინახოს და მერე დაგიფასოს? ეგ ვიგოდნიკობაა ჩვეულებრივი.
    ჩემთვის ეგრეა, არ აქვს სიკეთეს არც კანის ფერი , არც აღმსარებლობა ,არც ორიენტაცია არც სქესი .

    Like

  43. zaza 14/09/2015, 1:53 PM

    კი, გეთანხმები რომ შეიძლება არ იყო რელიგიური მაგრამ სიკეთეს აკეთებდე და საერთოდ არსებობენ არარელიგიური ადამიანები, ამაზე ორი აზრი არ არსებობს რა თქმა უნდა.
    უბრალოდ რელიგია უფრო მეტად აფხიზლებს ადამიანს რომ სიკეთეს არ მოაკლეს, უფრო მეტად ყურადღებიანი ხდება ადამიანი სიკეთის კეთებაში და ეგ არის, თორემ მაგის თქმა როგორ შეიძლება რომ ყველა არარელიგიური ბოროტია ან ცუდია….
    ჯობია როდესაც რწმენა გაქვს, თორემ ყველა ადამიანი თავისი საქმით განისჯება ღმერთისგან…

    Like

  44. teona 14/09/2015, 2:52 PM

    ამბობ რომ რაში სჭირდება ადამიანს რელიგია ის მიანც კეთილი იქნება? არავინ ამბობს რომ შენ ან ნებისმიერი ათეისტი ბოროტია მაგრამ მაგრამ საიდან მოდის შენში იმის გრძნობა რა არის კეთილი და რა ბოროტი.ვიკინგების ისტორია თუ არ იცი ფილმი მაინც გექნება ნანახი,იცი რა ჰგონიათ მათ სიკეთე? რაც უფრო მეტ ადამიანს მოკლავ კერპებისთვის და ცოცხალ ადამიანებს შესჭირავ მსხვერპლად,და არა მხოლოდ ვიკინგები სხვა წარმართებიც რა იცოდნენ მათ რა იყო სიკეთე და რა ბოროტება ისევე არ გეცოდინებოდა შენც და ახლა შესაძლოა მსხვერპლშეწირვისთვისაც გაემზადებინე ვინმეს და შენც მოხარული ყოფილიყავი ამისთვის რომ ღირსად გაქციეს :Dქრისტიანობა კი ამბობს “არა კაცთ კვლა” . ანუ ადამიანი რომ იბადება მშობელიც აღარ სჭირდება მას ყველაფერი სცოდინია უკვე.უკაცრავად მაგრამ ულოგიკოა თქვენი გამოსვლა პირადად ჩემთვის.

    Like

  45. oto 14/09/2015, 3:22 PM

    რელიგია რაში ჭირდებაო არ მიწერია არსად. წაიკითხე კარგად ნაწერები და მერე გამოუშვი ეს უაზრო აგრესია . ლოგიკურრად ვწერ და ან აზრი გამოიტანე ან უბრალოდ დააიგნორე კომენტარები. არავინ არ გეჩხუბება შენი საქმე შენ იცი და ისე მოიქცევი . უბრალოდ შენ აზრს და მსოფლმხედველობას სხვას ნუ ტენი . უზდელობაა ეგ. ნუ არიგებ ჭკუას ვინ როგორ მოიქცეს. არ მოგწონს საიტი სადაც სამეცნიერო თემებზე წერენ ნუ შემოდიხარ .. სხვის აზრს პატივი უნდა სცე. გადაიკითხე მიხვდები რას ვგულისხმობ.
    კი ისედაც იქნება ვიღაც კეთილი, ვირაც ბოროტი, ვირაც არაკაცი , და რავიცი კიდე რა . გენეტიკაზე, აღზრდაზეა დამოკიდებული . ვინ როგორ გარემოში იზდება. როგორ აღიქვამს სამყაროს. მაგაზეა ეგ დამოკიდებული. ვინ როგორ მივიდა მაქმადე . წირვაზე სიარულით . თბილი ოჯახური გარემოთი. თუ ცუდი ბავშვობით. ინდივიდუალურია ეგ . და ბევრი გარემოება განსაზღვრავს . ასე ყველაფრის ერთი ჭრილით შეხედვა არი სისულელე ჩემთვის და ვამბობ მაგას . შენთვის როგორც გესიამოვნება იყოს ისე .

    Like

  46. teona 14/09/2015, 3:40 PM

    “რა საჭიროა ვინმეს თქმა,დარიგება და სადმე წაკითხვა იმისი რო რაც გაბედნიერებს და რითითაც სხვას აბედნიერებ ის აკეთო. ან იმისთვის რატო უნდა აკეთო რო სადმე მოხვდე. სიამოვნებას თუ განიჭებს ახლობლის, არაახლობლის ,ბედნიერი სახის დანახვა . რაში გჭირდება ამისთვის რაღაც კანონები . ვიღაც დამრიგებლები…..” მე ხომ მოგიყვანე მაგალითი რა ეგონათ ადამიანებს ბედნიერება სანამ არაფერი წაეკითხათ და არავის დაერიგებინა.და შენ რა გეცოდინებოდა რა გააბედნიერებდა ადამიანს.ამისი არგუმენტი მოვითხოვე შენგან.აგრესია არაფერ შუაშია უბრალოდ ის ვთქვი როგორც აღვიქვი შენი ნაწერი,შესაძლოა მართლაც გულისხმობდი სხვა რამეს.და საიტის არ მოწონება რა შუაშია აქ რომ ვარ ე.ი. მაინტერესებს და მომწონს, ან აზრის შეტენვა ისევე გამოვხატავ აზრს როგორც შენ.შენ ქრისტიანულ წესებს არაადეკვატური უწოდე და აქ სხვა გატენის საკუთარ აზრს?

    Like

  47. oto 14/09/2015, 4:08 PM

    ქრისტიანულ წესებს არ ვუწოდე არაადეკვატური . ხალხის დამოკიდებულებას , დღეს მაგ წესებისადმი მაგას ვუწოდე არაადეკვატური . სამარხვო მაიონეზით რო იზომება უმეტეს შემთხვევაში ვინმეს ეკლესიურობა ან “კეთილობა” აი მაგას ვუწოდე არაადეკვატურობა და არა წესებს და ტრადიციებს მაგას ვგულისხმობ რო უნდა წაიკითხო რაც წერია და ის აზრი გამოიტანო. ეგ იგულისხმება რო . უაზრობებზე იციკლება ხალხი და არ ფიქრობს როგორ რა . ეგ იგულისხმება მაგ ყველაფერში. რო არ განისაზღვრება ვიღაცის სიკეთე იმითი ვინ უფრო მეტ ბენზინს ჩაუსხამს მამაოს . ან ვინ უფრო მაგარ სამარხო ტორტს დააცხობს .. ეგაა არაადეკვატური . რელიგია დგევანდელი ფორმით რაც ამ ქალაქში ხდება . და რელიგია დღევანდელი ფორმით როცა აზრს გამოცხატავენ მხოლოდ სადღაც გაგონილი . “სწორი” რელიგიური ფრაზებით გამყარებულს . აი ეგაა არაადეკვატური და არა ტრადიციები . მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ. ეგ იგულისხმება მაგაში.
    და კი ვფიქრობ რო არ განისსაზღვრება ადამიანის ქცევა და ბუნება რელიგიიდან გამომდინარე . აღწევს ვიღაც რწმენითაც სულიერ სიმშვიდეს და არის კარგი ადამინი . მარა არა მარტო ის! აი ეგ იგულისხმება ჩემ ნაწერში . რელიგია არ განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს. შეიძლება იყო არა ეკლესიური . არ გწამდეს მუჰამედის . არც ებრაელი იყო . არც ბუდისტი. და იყო მაინც ძალიან კარგი ადამიანი . ეგ იგულისხმება მაგაში . არ ვთვლი იმას რო ადამინები იმიტო აკეთებენ ყველაფერს რო ღმერთმა დაინახოს . არ არის ყველა ეგეთი ვიგოდნიკი . ცხოვრობს იმიტორო უნდა იცოხვროს ეგრე და არა მერე მოხვდეს სამოთხეში. სამოთხის ბილეთისთვის არ იბრძვის ყველა .არ აქვს აპრიორი ის რო მაგისთვის ნევროზულად მთელი ცხოვრება ” სწორად” უნდა მოიქცეს ,ისედაც არის კარგი ხალხი .უანგაროდ . წინ გაუხედავად რო აკეთებს იმას რაც სიამოვნებს . და რაც სხვას ბედნიერებას ანიჭებს .
    გწამს გწამს შენთვი. მოიპოვებ სიმშვიდეს და თავისთავად მოხვდები იქ სადაც მოხვდები მერე . ეგ იგულისხმება ჩემ ნაწერში.
    და რა როგორ იქნებოდა რო არა ეს არავინ იცის . ვიკინგებშიც იყვნენ ღირსეული ადამინები ალბათ. კერპთაყვანისმლებშიც. პირველყოფილ ადამინებშიც და ასე შემდეგ. ხასიათის ნიშანია ეგ . და არა მართმადიდებელი ქრისტიანის მახასიატებელი თვისება . ეგ წერია მანდ.

    Like

  48. teona 14/09/2015, 4:36 PM

    ვის ჯერა რომ ვინმე ადამიანის რწმენას იმით ზომავს რას ჭამ,ბიბლიაში პირველი ეგ წერია რომ ნუ ილოცებ სხვის დასანახად შეიკეტე კარი და მხოლოდ საკუთარი თავის და უფლის დასანახად ილოცე ,წრფელი გულით იმარხულე და დაიცავი წესები.ის ადამიანები რომლებსაც შენ აღწერ არ არიან მორწმუნენი ისინი ქრისტიანობის თუ მის გარეშე მაინც ფარისევლები იქნებოდნენ.მაგრამ არიან ისინიც ვინც წრფელი გულით მარხულობს და გონია თუ ტრადიციებს გადაუხვევს მარადიული ცხოვრება არ ექნება უფლის სასუფეველში,იქნებ ეს მართლაც ასეა შენ ხომ არ გაქვს არგუმენტი ამის წინააღმდეგ,ამიტომ კიდევ გიმეორებ იგივე პრეტენზია რაც ჩემთან გაქვს მე მაქვს შენთან,ნუ ტენი შენს აზრებს სხვას,არაფერია გამორიცხული არც ვიპ ზონა და არც სუპერმენის შესაძლებლობები.მე არ ვარ ძალიან მორწმუნე ადამიანი იმიტომ, რომ მინდა ჩემი გონებით მივიდე დასკვნებამდე და ღრმა რწმენამდე იმიტომაც ვწერ აქ და ბედნიერი ვარ, რაც უფრო ბევრ აზრს ვისმენ მით უფრო ვრწმუნდები რომ ღმერთი არსებობს.

    Like

  49. oto 14/09/2015, 4:44 PM

    და რა გარწმუნებს მაგაში?

    Like

  50. teona 14/09/2015, 4:50 PM

    ღმერთის არსებობაში? კანონზომიერებები,რომელსაც გარშემო ვხედავ და რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის.პირადად ჩემთვის ის სუსტი არგუმენტები რომელიც ათეისტებს მოგყვათ.ადამიანის სული,და დასაწყისი,დასაწყისი ჩემთვის პირადად წარმოეუდგენელია ზებუნებრივი ძალის გარეშე.

    Like

    • Charlius 14/09/2015, 10:20 PM

      მეცნიერება თუ რაღაცას ვერ ხნის, საუკეთესო ვარიანტი იმის აღიარებაა, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით ცოდნა არ გვაქვს. ღმერთის ჩასმით პრობლემა არ გვარდება, ხშირად უფრო რთულ სახესაც იღებს. თან რაც ჯერჯერობით აუხსნელია, არ ნიშნავს, რომ ვერასდროს აიხსნება და არ ნიშნავს, რომ ზებუნებრივთან გვაქვს საქმე

      ღმერთს რაც შეეხება, კაცობრიობამ 4000 ღმერთი გამოიგონა. თუ რომელიმე მართლაც არსებობს, გამართლების შანსი თითქმის ერთნაირი გვაქვს :დ

      Like

  51. teona 14/09/2015, 4:52 PM

    და შენ როგორ წარმოგიდგენია დასაწყისი?

    Like

  52. oto 14/09/2015, 5:24 PM

    ათეისტებს არ ვიცი რა არგუმენტები მოყავთ . მარა ბევრი ძაან საინტერესო თეორია არსებობს. და ალბათ როდესმე რაღაც დონემდე ამოხსნის კაცობრიობა ყველაფერს. ზებუნებრივი ძალების არ ვიცი არაფერი არაა ზე ბუნებრივი . ბუნებაში თუ არსებობს ალბათ ბუნებრივია . ის თუ ადამინებს არ გვესმის არ ნიშნავს რო რამე სასწაულია ეგ . ლაპრაკაია სიმების თეორიაზე,დამატებით განზომილებებზე, , რასაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ. პარალელურ სამყაროებზე. მულტისამყაროზე. სადაც მუდმივად ხდება ასეთი პროცესები. დაბადება სიკვდილი სამყაროების. პარალელური რეალობები . ყველაფერი საინტერესოა . ერთ კონკრეტულზე იასნა ვერ ჩაიციკლები . არცაა საჭირო მაინც ვერავინ დაამტკიცებს ეხლა რომელია სწორი და რომელი არა. . უბრალოდ მჯერა რო ბევრი ცოცხალი ორგანიზმია . სამყაროში ბევრი ჭყკვიანიც და ბევრი მეტად განვითარებული .ბევრი ისეთი რამ ხდებაა რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი ალბათ.. ვიცი რო სამყარო შეიძლება იმისგან რადიკალურად განსხვავებულიც იყოს ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ. მაგიტო არ მიყვარს ეს ჩარჩოები . აპრიორი ერთი რაღაცის დაჯერებები, ისეთის რაზეც წარმოდგენაც არავის აქ და უბრალოდ ამტკიცებს არაფრიდან გამომდინარე. მაგიტოა საინტერესო ეს თეორიები რო ყველა თავის მოსაზრებას დებს .შენ ფიქრობ და აანალიზებ. . არავინ გემუქრება სადმე არ შეშვებით რო დაიჯერო ერთი კონკრეტული ჭეშმარიტება.გიფართოებს წარმოსახვის უნარს. და უბრალოდ ფიქრობ ბევრ რაღაცაზე/ მაგ. რა საინტერესოა ეს სამყარო და რა შესაძლებლობები შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს.

    Like

    • teona 14/09/2015, 7:29 PM

      გეთანხმები იმიტომ რომ აქაც ათასჯერ ვახსენე კვლევის წინააღმდეგი არავინაა,თუმცა მეცნიერებმა უნდა დაგვიმტკიცონ თავიანთი სიმართლე,წინააღმდეგ შემთხვევაში თავისთავად სიმართლე ერთი იქნება,რომ ღმერთი არსებობს და ყველაფერი მან შექმნა.ჩემი აზრით პარალელური სამყაროები თუ არსებობს ეს შესაძლოა ზუსტად ის სამყარო იყოს ,რომლისაც ქრისტიანებს გვჯერა რომ არსებობს სიკვდილის შემდეგ.მორწმუნე ადამიანი ვარაუდზე ვერ იქნება იმიტომ რომ სარწმუნოება ამბობს თუ არ ვიწამებთ ვერ მოვიპოვებთ საუკუნო სასუფეველს ამიტომ ადამიანს რომელსაც სწამს უყვარს და სჯერა ვერ ეტყვი ვარაუდებზე შეაგდოს ყველაფერი.

      Like

  53. zaza 17/09/2015, 10:32 PM

    რელიგია და მეცნიერება 2

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: