რატომ განსხვავდება ვენერა ასე ძალიან დედამიწისგან?

ტესერა ვენერას რელიეფის დეფორმირებული რეგიონებია, რომლებიც ამ გამოსახულებაზე კაშკაშა ფერში ჩანს პლანეტის დისკოს ცენტრის გასწვრივ. გამოსახულება შექმნილია ნასას „მაგელანისა“ და „პიონერ-ვენერას“ მისიებიდან მიღებული მონაცემებით.
(Credit: NASA/JPL-Caltech)

პლანეტების კვლევამ ნათლად გვაჩვენა, რომ მერფის კანონი – „თუკი შესაძლებელია რაიმე ცუდი მოხდეს, მაშინ ის აუცილებლად მოხდება“ – მთელ მზის სისტემაში მოქმედებს. მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ერთ-ერთი პლანეტა – ვენერა.

განაგრძე კითხვა

რა არის კვანტური გადაჯაჭვულობა?

მრავალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კვანტური მექანიკის ერთ-ერთი უჩვეულო მოვლენა სამყაროს ფუნქციონირების შემადგენელი ნაწილია. ამ ექსპერიმენტების შემოქმედ მეცნიერებს გადაეცათ 2022 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.

ნობელის კომიტეტმა აღიარა იმ მეცნიერთა ღვაწლი,  რომლებმაც გარდამტეხი წვლილი შეიტანეს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მოვლენის, კვანტური გადაჯაჭვულობის, გაგებაში.

განაგრძე კითხვა

როგორ ათარიღებენ მეცნიერები ქანებსა და ნამარხებს

შედარებითი და რადიომეტრული დათარიღების მეთოდების გამოყენებით გეოლოგებს შეუძლიათ, პასუხი გასცენ კითხვას: რა ასაკისაა ეს ნამარხი?

განაგრძე კითხვა

როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

მეცნიერებამ გამოკვეთა სამყაროს აღსასრულის ოთხი შესაძლო შემთხვევა. მათ ეწოდებათ დიდი გაყინვა, დიდი შეკუმშვა, დიდი ცვლილება და დიდი გახლეჩა.

ჩვენს პლანეტას აღსასრული ელის. უბრალოდ ამას დიდი დრო დაჭირდება. დაახლოებით 6 მილიარდ წელიწადში დედამიწა სავარაუდოდ აორთქლდება, როცა მომაკვდავი მზე წითელ გიგანტად გაფართოვდება და ჩვენს პლანეტას შთანთქავს.

მაგრამ დედამიწა მხოლოდ ერთ-ერთი პლანეტაა მზის სისტემაში, მზე მხოლოდ ერთ-ერთია გალაქტიკის ასეულობით მილიარდი ვარსკვლავიდან და დაკვირვებად სამყაროში ასობით მილიარდი გალაქტიკა არსებობს. რა ბედი ელის მათ? როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?
განაგრძე კითხვა

უკვდავი ცხოველები და მცენარეები

ცხოველთა უმეტესობა რაღაც ეტაპზე ბერდება და საბოლოოდ კვდება. თუმცა ზოგიერთ იღბლიან სახეობაზე დროის მსვლელობა გავლენას არ ახდენს და არსებობას ჩვეულებრივად აგრძელებენ.

განაგრძე კითხვა

რა საფრთხეები გველის კოსმოსიდან?

ღია კოსმოსი შორეულ და მიუღწევად ადგილად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში კოსმოსში მომხდარი მოვლენები შესაძლოა ეხმარებოდა ან ხელს უშლიდა დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციას.

ჩვენ ძლივძლივობით მოვაღწიეთ აქამდე. ევოლუცია ადვილად შეიძლებოდა, სხვა გზით წარმართულიყო და ასე რომ არ მოხდა, გარკვეულწილად უჩვეულო და შემთხვევითი მოვლენების გამოა. დედამიწაზე სიცოცხლეს მრავალი მოულოდნელობა, უცნაური შემთხვევა და კატასტროფა დახვდა წინ, დაწყებული უეცარი გამყინვარების პერიოდებიდან დამთავრებული ასტეროიდების ცვენით – და ჩვენ პირდაპირი შედეგი ვართ იმისა, თუ როგორ გაუმკლავდა სიცოცხლე ამ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს.

განაგრძე კითხვა

10 კითხვა შავ ხვრელებზე

Black Hole
მზეზე მილიონჯერ ან მილიარდჯერ უფრო მასიური შავი ხვრელი მხატვრის წარმოსახვით. ზემასიური შავი ხვრელები გალაქტიკების ბირთვებში ჩაფლული უკიდურესად მკვრივი ობიექტები არიან.

შავი ხვრელი უკიდურესად მკვრივი კოსმოსური ობიექტია, რომლისგანაც სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. იდუმალი და ეგზოტიკური შავი ხვრელი გრავიტაციის ბუნების დემონსტრაციას წარმოადგენს: როცა დიდი რაოდენობით მასა იკუმშება საკმარისად მცირე ზომის სივრცეში, შედეგად წარმოქმნილი ობიექტი სივრცისა და დროის ქსოვილს აზიანებს და ე.წ. სინგულარობად გარდაიქმნება. შავი ხვრელის გრავიტაცია ისეთი ძლიერია, რომ შეუძლია ახლომდებარე მატერია თავისკენ მიიზიდოს და შთანთქას.

განაგრძე კითხვა

თანამედროვე ფიზიკის 18 ამოუხსნელი საიდუმლო


1900 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა ლორდ კელვინმა განაცხადა: „ფიზიკაში ახალი აღარაფერია აღმოსაჩენი. დარჩა მხოლოდ უფრო და უფრო ზუსტი გაზომვების გაკეთება.” შემდეგი 30 წლის განმავლობაში კვანტურმა მექანიკამ და აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ ამ დარგში რევოლუცია მოახდინა. დღესდღეობით ვერცერთი ფიზიკოსი გაბედავს იმის თქმას, რომ სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნა სრულყოფილთან ახლოს არის. უფრო პირიქით – ყოველი ახალი აღმოჩენა ხსნის უფრო დიდი და ღრმა დილემის პანდორას ყუთს. ქვემოთ მოყვანილია 18 საკითხი, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა და ყველაზე საკამათო თემებია თანამედროვე ფიზიკაში.

განაგრძე კითხვა

როდის ვიპოვით უცხოპლანეტელებს?


კრის მაკკეის მიერ არამიწიერი სიცოცხლის ძიება 1976 წელს დაიწყო, როცა „ვიკინგ 1″ და „ვიკინგ 2″ მარსზე დაეშვნენ. მარსის ზედაპირზე პირველად დაჯდომა, ცხადია, მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, მაგრამ მაკკეი, რომელსაც უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, უფრო მეტად იმით აღფრთოვანდა, რომ რაც ხომალდებმა აღმოაჩინეს, ერთი შეხედვით სიცოცხლის ნიშნებს ჰგავდა.

განაგრძე კითხვა

საიდან ვიცით, რომ ევოლუცია რეალურად ხდება?

tree
ევოლუცია ერთ-ერთი უდიდესი თეორიაა მეცნიერებაში. მისი მიზანი სიცოცხლის ახსნაა, უფრო კონკრეტულად კი – როგორ დაუდო პირველმა მარტივმა ცოცხალმა ორგანიზმმა დასაბამი იმ უზარმაზარ მრავალფეროვნებას, რომელსაც დღეს ვხედავთ, ბაქტერიებიდან მუხებამდე და ლურჯ ვეშაპებამდე.

განაგრძე კითხვა