ყველაზე შემაძრწუნებელი ცივილიზაციები ისტორიაში


კელტების იმპერია. კელტებს ჰქონდათ თავებზე მონადირეების რეპუტაცია, სახელგანთქმულნი იყვნენ იმით, რომ მსხვერპლს თავს აჭრიდნენ, შემდეგ კი თავიანთი სახლების წინ, ეტლზე ჩამოაცვამდნენ ხოლმე. ბევრი კელტი ბრძოლაში შიშველი ერთვებოდა, რითიც მოწინააღმდეგის გაკვირვებასა და დაბნევას იწვევდნენ. მათი ხელწერა იყო რკინის გრძელი ხმლები, რომელთა შესახებ ძვ. წ. I საუკუნის ისტორიკოსი, დიოდორუს სიცილიელი წერდა: “(ხმლებით) მტრებს თავებს ჰკვეთენ და შემდეგ ცხენების კისრებზე ჰკიდებენ, ხოლო სახლში მოტანისას შემოსასვლელთან დებენ. სისხლიან ნადავლს მაღლა სწევენ, რომ ყველამ დაინახოს, შემდეგ კი პეანს ან გამარჯვების სიმღერას მღერიან. დამარცხებული მტრებიდან ყველაზე ცნობილების მოკვეთილ თავებს ინახავენ კედრის ზეთში, რათა შემდეგ სიამაყით უჩვენონ უცხოებს… და ზოგნი თავს იქებდნენ, და იძახდნენ, რომ ამავე წონის ოქროშიც კი არ გაცვლიდნენ მათ თავებს.” საქმე იმაშია, რომ კელტებისთვის თავი სულის ადგილსამყოფელი იყო და მტრისთვის თავის მოკვეთა ნიშნავდა, რომ მისი სული გამოყოფილია სხეულისგან და ვეღარასდროს გაცოცხლდება.


 


მაორის ცივილიზაცია. მაორები ახალი ზელანდიის პირველი ახალმოსახლეები იყვნენ, რომლებიც ამ კუნძულებზე ევროპელებამდე საუკუნეებით ადრე ჩავიდნენ. მათი კულტურა დასაბამს იღებს თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდში. სახელი გაითქვეს იმით, რომ ომის პერიოდებში კანიბალიზმს მიჰყვეს ხელი. 1809 წლის ოქტომბერში ევროპულ გემს თავს დაესხა მაორის მეომართა დიდი ჯგუფი, რადგან ევროპელები ამ უკანასკნელთა ბელადის შვილს უდიერად მოეპყრნენ. ბორტზე მყოფი 66 ადამიანიდან უმეტესობა დახოცეს, შემდგომ ყველა მათგანი, ზოგი მკვდარი და ზოგი ჯერ კიდევ ცოცხალი, სანაპიროზე გადაიყვანეს. იქ კი ცოტა ხანში მათი დაგემოვნება დაიწყეს. მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს გემის ანძასთან დამალვა და ამგვარად თავის დაღწევა კაციჭამიებისგან. თუმცა საშინელი შოკი მიიღეს, როცა უყურებდნენ, როგორ ხარბად სანსლავდნენ მაორის ტომელები მათი კოლეგების სხეულებს მთელი ღამისა და შემდგომი დილის განმავლობაში.

 


მონღოლების იმპერია. მონღოლებს თვლიდნენ ველურ და ბარბაროს ადამიანებად. მათ დაიპყრეს ევროპისა და აზიის დიდი ნაწილი. თვითმხილველებს მაშინვე თვალში ხვდებოდათ, რომ მონღოლები არაჩვეულებრივად ატარებდნენ ცხენებს და მაღალ დონეზე ფლობდნენ ჯირითის ხელოვნებას. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი გახდა ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წარმატებული სამხედრო ლიდერის, ჩინგიზ-ყაენის, დროს. მეომრებში დისციპლინა უმაღლეს დონეზე იყო, მშვილდოსნობა ცხენით ჯირითის დროსაც საოცრად გამოსდიოდათ. ისრისთვის სხვადასხვა მასალებს იყენებდნენ და ვისაც მოხვდებოდა, აბჯარს თავისუფლად შეუნგრევდა, ამიტომ შეიძლებოდა, ერთი ნასროლიც კი სასიკვდილო ყოფილიყო. არსენალში შედიოდა შუბებიც და მოღუნული ხმლებიც. მონღოლები კარგად იცნობდნენ ომის ფსიქოლოგიასაც და იცოდნენ, მოწინააღმდეგეები როგორ შეეშინებინათ. საკვებად იყენებდნენ თითქმის ყველაფერს: ძაღლებს, ბაღლინჯოებს, მატლებს და ა.შ. ამ ყველაფრის წყალობით მათ ააგეს ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე დიდი იმპერია ბრიტანეთის იმპერიის შემდეგ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თემუჩინმა (მოგვიანებით ცნობილმა, როგორც ჩინგიზ-ყაენმა/ჩინგისხანმა) პატარაობაში დაიფიცა, რომ მთელი მსოფლიო მის ფერხთით დაეგებოდა. სიტყვა მართლაც აასრულა და თავისი საბრძანებელი გადაჭიმა ვიეტნამიდან უნგრეთამდე.

 


აპაჩების ტომი. შეიძლება ითქვას, აპაჩები ამერიკელი ნინძები იყვნენ. მათ მარტივად შეეძლოთ მოწინააღმდეგის ზურგში უჩუმრად მიპარვა და შემდეგ ყელის გამოჭრა, ისე რომ ეს უკანასკნელი იმის გააზრებასაც ვერ მოასწრებდა, რა ხდებოდა. აპაჩები იყენებდნენ პრიმიტიულ იარაღებს, რომლებიც ძირითადად ხისგან და ძვლებისგან იყო დამზადებული. გარდა ამისა, დანის ხმარების საუკეთესო ოსტატები იყვნენ, რაც კი ისტორიას უნახავს. ასევე არაჩვეულებრივად ფლობდნენ ტომაჰავკებსა (მსუბუქი ნაჯახი) და ნაჯახებს. მათი სახელის გაგონებაზე შიშით ძრწოდნენ სამხრეთ-დასავლეთ ამერიკის მაცხოვრებლები, აპაჩების დამარცხება უჭირდათ ამერიკელ სამხედროებსაც კი. მათი დღევანდელი შთამომავლები ისევ ფლობენ ამ ხელოვნებას და ამერიკულ არმიას ასწავლიან, თუ როგორ წარმართონ ხელჩართული ჩხუბები. აპაჩების მოქმედების სტილი იყო ჩუმად მიპარვა, მაქსიმალურად დიდი ზიანის მიყენება და ადგილიდან გაქრობა. დამარცხებულს, როგორც წესი, სკალპს ხდიდნენ.

 


ვიკინგების იმპერია. სკანდინავიელი მეზღვაური მეომრები, რომლებიც VIII – XI საუკუნეებში ატერორებდნენ ევროპას თავდასხმებითა და ძარცვებით, აარსებდნენ კოლონიებს. ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიისა და გრენლანდიის პირველი მოსახლეები. ზოგი ცნობებით, ისინი ასევე იყვნენ კანადისა და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები. ტანადი და დაკუნთული აღნაგობის მქონენი ბრძოლაში მძვინვარენი იყვნენ, იყენებდნენ ნაჯახებს, ხმლებსა და შუბებს. მათი რელიგიაც კი ომს ეხებოდა და ვიკინგებს სწამდათ, რომ ბრძოლის ველზე სიკვდილის შემთხვევაში მათი სული ჩაებმებოდა ახალ ბრძოლაში, რომელიც არასდროს დასრულდებოდა. მათ ჰქონდათ ყველა თვისება, რაც კი შეიძლება მეომარმა ინატროს და ამას ბრძოლაშიც ამტკიცებდნენ – სადაც ფეხს დადგამდნენ, ყველაფერს პირწმინდად ანადგურებდნენ.

 


ჩრდილოეთ კორეა. ისინი, ვისაც წაასწრებენ საკვების მოპარვისას ან საზღვრის გადაკვეთისას, სიკვდილით ისჯებიან. სასჯელის ეს ფორმა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. ქვეყნის ლიდერი კიმ ჯონგ-ილი მფლანგველ ცხოვრებას ეწევა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მისი და მამამისის კულტის დანერგვა და გაღმერთება, უწოდებენ მათ მხსნელებს. 250 000 დისიდენტს (ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი პირები) თავისუფლება აქვს აღკვეთილი. კიმ ჯონგ-ილმა გასულ საუკუნეში წამოიწყო ომი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ, მისი ბრძანებით დახოცეს მოსაზღვრე ქვეყნის ლიდერები. ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის, რადგან მას აქვს ბირთვული იარაღი, რაც საბჭოთა კავშირის მიერ 1984 წელს საჩუქრად გადაცემული ატომური რეაქტორის შედეგია.

 


რომის იმპერია. მიუხედავად იმისა, რომ რომმა ძლიერი ცივილიზაცია შექმნა, უარყოფითი და ბარბაროსული მხარეები მასაც ჰქონდა. კრიმინალებს, მონებსა და სხვა დაბალი კასტის წარმომადგენლებს გლადიატორულ ბრძოლაში რთავდნენ, სადაც ისინი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერკინებოდნენ. ისტორიაში ყველაზე ბოროტი ადამიანებიდან რამდენიმე რომაელი იყო, მაგალითად კალიგულა, ნერონი, დიოკლეტიანე და ა.შ. პირველ საუკუნეებში რომის იმპერიაში ქრისტიანები იყვნენ სასტიკი დევნის ობიექტები ჯერ ნერონის და შემდეგ სხვა იმპერატორების მიერ. შეპყრობილ ქრისტიანთაგან ზოგს ძაღლები გლეჯდნენ ნაწილებად, ზოგს ჯვარზე აკრავდნენ, ზოგს ცოცხლად წვავდნენ. რომს ჯერ მეფეები მართავდნენ, შემდეგ რესპუბლიკად იქცა, ბოლოს კი იმპერიად. როგორ შეძლეს ფერმერებმა, რომლებიც მთელ დროს მგლების მოგერიებას უთმობდნენ, ასეთი მძლავრი იმპერიის შექმნა? ეს ისტორია ბურუსითაა მოცული და ჩვენამდე ლეგენდების სახით მოვიდა. ბრწყინვალე სამხედრო და ადმინისტრაციული სისტემით აღჭურვილი რომის იმპერია ასევე ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იმპერიაა. მისი დაარსებიდან ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე 2214 წელია შუალედი.

 


აცტეკების იმპერია. აცტეკების თეოკრატიული წყობილება დაიწყო 1300-იანებში და ყველაზე აყვავებულ ხანაში აქტიურად მიმდინარეობდა ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა. წელიწადში დაახლოებით 20 000 ადამიანი ეწირებოდა ამ საქმეს, რაც, აცტეკთა რწმენით, ღმერთების მაამებელი საქმე და წყალობის გარანტია იყო. განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ მზის ღმერთს, რომელსაც ყოველდღე “სჭირდებოდა” საკვები სისხლის სახით. ცოცხალ ადამიანს მკერდს უჭრიდნენ და გულს უღებდნენ, სხეულს კი იქვე ჭამდნენ. სხვებს თავს აჭრიდნენ, ახრჩობდნენ, წვავდნენ ან დიდი სიმაღლიდან აგდებდნენ. წვიმის ღმერთის პატივსაცემად აცტეკები ბავშვებს ხოცავდნენ წამებით, რათა მათ ცრემლებს წვიმა მოეყვანათ. სიმინდის ღმერთის პატივსაცემად, აცტეკი ქალწული 24 საათის განმავლობაში ცეკვავდა, შემდეგ რიტუალურად კლავდნენ და ატყავებდნენ. მის ტყავს ქურუმი იცვამდა და ცეკვას აგრძელებდა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ტლატოან (მეთაურ) აჰუიცოტლის დროს 80 000 ტყვე დახოცეს, რათა მათი ღმერთებისთვის ეამებინათ.

 


ნაცისტური გერმანია. მართალია, ხანმოკლე ცივილიზაცია იყო, მაგრამ გერმანია ამ პერიოდში სუპერძლევამოსილი გახდა და მსოფლიოს თავისი კვალი, ასე თუ ისე, სერიოზულად დაატყო. ნაცისტური გერმანიის სინდისზეა ჰოლოკოსტი, რომელსაც დაახლოებით 11-17 მილიონი ადამიანი შეეწირა. უდანაშაულო ადამიანებზე ტარდებოდა სამედიცინო ექსპერიმენტები, რომელთა გაცნობა დღესაც ბევრს ზარავს. ქვეყანაში ხდებოდა დევნა რასისტული ნიშნებით. ნაცისტურმა გერმანიამ დაიწყო ყველაზე საშინელი და მასშტაბური ომი ისტორიაში – მეორე მსოფლიო ომი. ნაცისტური სვასტიკა ითვლება ყველაზე საძულველ სიმბოლოდ მსოფლიოში. ეს იმპერია გადაჭიმული იყო დაახლოებით 700 000 კვ. კმ-ზე. ჰიტლერი ითვლება ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან პიროვნებად, მისი იმპერია კი – ერთ-ერთ ყველაზე საშიშად.

 


საბჭოთა კავშირი. კომუნისტური რეჟიმი უამრავი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი – მხოლოდ საბჭოთა კავშირმა ამ საკითხში ბევრად გადააჭარბა გერმანიის მაჩვენებელს. კომუნისტი ლიდერების – იოსებ სტალინის, მაო ძედუნის, პოლ პოტის, ნიკოლაე ჩაუშესკუს და სხვების – ბრძანებით მილიონობით ადამიანი დაიხოცა. თუმცა ყველაზე მასშტაბური მაინც საბჭოთა კავშირი იყო – 70 წლიანი მმართველობის ეპოქაში იმპერიის ინტერესებს შეეწირა 120 მილიონი ადამიანი. მხოლოდ სტალინის ეპოქაში დაახლოებით 10-60 მილიონი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. საბჭოთა კავშირი ითვლება აშშ-ის ყველაზე ძლიერ მტრად ისტორიაში. საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობის უმეტესობას მუდმივ შიშში უწევდა ცხოვრება, რაც მათ კიდევ უფრო უარესს ხდის ნაცისტურ გერმანიასთან შედარებით – ნაციზმის ინტერესებიდან გამომდინარე, გერმანელები მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

Advertisements

10 responses to “ყველაზე შემაძრწუნებელი ცივილიზაციები ისტორიაში

  1. cucqira 27/07/2011, 2:30 AM

    ჩრდილოეთ კორეაზე როა თემა, მანდ გიწერია რო სამხრეთ კორეას აქვს ატუმური იარაღიო და შეგეშალა თუ მართლა სამხრეთს აქვს?

    Like

  2. cucqira 27/07/2011, 3:12 PM

    აცტეკები იყვნენ ყველაზე სასტიკები 🙂 რას უშვებოდნენ საწყალ ხალხს. და გერმანელებზე მაინტერესებს კიდე რა ექსპერიმეტნებს უტარებდნენ. ერთი ის ვიცი დედა შვილი რო შეყავდათ რაღაც ოთახში და ამ ოთახს რო ახურებდნენ და აინტერესებდათ დედა შვილს თუ დააგდებდა ძირს და ზედ შედგებოდა

    Like

    • Charlius 27/07/2011, 11:31 PM

      ისე მოვიძიებ მაგაზეც და გავაკეთებ პოსტს 🙂 ზოგს ყინავდნენ, ზოგს სპეციალურად აავადებდნენ, ზღვის წყალს ასმევდნენ და ათასი რაღაცები ქონდათ კიდევ 🙂

      Like

  3. Apple Butaphory 30/07/2011, 4:25 PM

    germaniaze ar vici magram iaponuri 731 sisxliani sakura namdivlad iyo is shenaerti sadac xalxze eqsperimentebi tardeboda,am shenaertis wevrebi dgemde iaponiis magali sazogadoebis nawils warmoadgenen

    Like

  4. Nino 31/07/2011, 6:58 PM

    actekebs veravin sheedreba sisastikeshii

    Like

  5. Pingback: ნაცისტების დადებითი მხარე « ჩრდილოეთის ციალი

  6. Georgian Dreamer 29/02/2012, 5:49 PM

    “ასევე არაჩვეულებრივად ფლობდნენ ტომაჰავკებსა (საბრძოლო კეტი) და ნაჯახებს.” – ტომაჰავკი კეტი არ არის , მცირე ზომის საბრძოლო ნაჯახია , გამოიყენებდნენ ხელჩართულ ბრძოლაში და სასროლად

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: