როგორ ცვლის ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპი ასტრონომიას


რაკეტა „არიან-5“ 2021 წლის შობას აფრინდა საფრანგეთის გვიანადან და წაიღო საოცნებო ტვირთი: ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელესკოპი (JWST). ასტრონომები დიდი ხანი ოცნებობდნენ, კოსმოსის სივრცეებში უფრო ღრმად გაეხედათ იმ მომენტამდე, როცა პირველი გალაქტიკები ჩამოყალიბდა; შეეღწიათ მტვრის ღრუბლებში, რათა ვარსკვლავების დაბადება ეხილათ; გამოეკვლიათ ეგზოპლანეტების ატმოსფეროები იმის დასადგენად, არის თუ არა მათზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები. ჯეიმს უების ტელესკოპი 1 წელზე მეტია, რაც კოსმოსში იმყოფება და ამ ოცნებებს თანდათან რეალობად აქცევს.

განაგრძე კითხვა

რა არის კვანტური გადაჯაჭვულობა?

მრავალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კვანტური მექანიკის ერთ-ერთი უჩვეულო მოვლენა სამყაროს ფუნქციონირების შემადგენელი ნაწილია. ამ ექსპერიმენტების შემოქმედ მეცნიერებს გადაეცათ 2022 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.

ნობელის კომიტეტმა აღიარა იმ მეცნიერთა ღვაწლი,  რომლებმაც გარდამტეხი წვლილი შეიტანეს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მოვლენის, კვანტური გადაჯაჭვულობის, გაგებაში.

განაგრძე კითხვა

„დემონური ბირთვის“ ჟრუანტელის მომგვრელი ისტორია

1945 წლის 13 აგვისტოს შეიქმნა „დემონური ბირთვი“, რომლის გამოყენება იაპონიაში იგეგმებოდა. ეს ქვეყანა ისტორიის ყველაზე სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ ქაოსში იყო გახვეული.

ერთი კვირით ადრე ჰიროსიმაში ჩამოაგდეს „ბიჭუნა“, რასაც მალევე მოჰყვა ნაგასაკიში „მსუქანას“ აფეთქება.

ეს გახლდათ საომარი მოქმედების დროს ბირთვული იარაღის გამოყენების პირველი და ერთადერთი შემთხვევა, რამაც 200 000 სიცოცხლე შეიწირა. მოვლენები რომ ცოტა სხვაგვარად წარმართულიყო, ეს ჯოჯოხეთური თავდასხმები კიდევ ერთი, მესამე სასიკვდილო შეტევით დაგვირგვინდებოდა.

განაგრძე კითხვა

გავრცელებული მეცნიერული მითები, რომლებისაც დღემდე სჯერათ

სხვადასხვა მეცნიერულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მცდარი წარმოდგენები. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმცდარის დემონსტრირება წლების წინ მოხდა, ასეთი მითების ჯერ კიდევ ბევრს სჯერა.

 
განაგრძე კითხვა

რატომ ტოვებენ თვითმფრინავები თეთრ კვალს?

ზოგიერთი თვითმფრინავი ცაზე გადაფრენისას კვამლის მსგავს თეთრ კვალს ტოვებს. თუმცა ამაში საშიში არაფერია, რადგან ეს კვალი ძირითადად კონდენსაციაა – აქედან გამომდინარეობს მისი სახელი „კონდენსაციური (ინვერსიული) კვალი“. მიზეზი იგივეა, რატომაც ცივ ამინდში ზოგჯერ საკუთარ ამონასუნთქ ჰაერს ვხედავთ. ძრავა მუშაობის დროს ჰაერში გამოყოფს დიდი რაოდენობით წყალსა და ზოგიერთ აეროზოლს. წყლის ორთქლს, ოღონდ ბევრად დაბალი კონცენტრაციით, შეიცავს თვითმფრინავის გარშემო არსებული ჰაერიც, რომელსაც ბევრად ნაკლები წნევა და ტემპერატურა აქვს. კონდენსაციური კვალი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თვითმფრინავიდან უკიდურესად ცივ (-40°C-ზე ნაკლები) ჰაერში გამოდევნილი ცხელი (540°C-ზე მაღალი) წყლის ორთქლი კონდენსირდება და ძრავის მიერ გამოფრქვეული მყარი ნაწილაკების (აეროზოლების) გარშემო იყინება. ნაწილაკები და წყალი ერთობლივად ქმნიან კონდენსაციურ კვალს.

განაგრძე კითხვა

რატომ არის ადამიანი უნიკალური არსება

„მე სიკვდილი ვარ, ქვეყნიერების დამანგრეველი“, განაცხადა ფიზიკოსმა რობერტ ოპენჰაიმერმა, რომელმაც ატომური ბომბის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებულმა ორმა ბომბმა დაახლოებით 200 000 იაპონელის სიცოცხლე შეიწირა. არასდროს არცერთ სხვა სახეობას არ ჰქონია ხელთ ამხელა ძალაუფლება, არც ამის მიღწევის შესაძლებლობა.

ატომური ბომბის ტექნოლოგია შეთანხმებულად მოქმედი კოლექტიური გონების წყალობით არსებობს: ასობით მეცნიერი და ინჟინერი საერთო ძალისხმევით მუშაობდა ამის მისაღწევად. ანალოგიური უნიკალური ინტელექტი და ურთიერთთანამშრომლობა უფრო დადებითი გამოგონებების საფუძველიც გახდა,  როგორიცაა მაგალითად თანამედროვე მედიცინა.

განაგრძე კითხვა

ადამიანები არც ისე განსაკუთრებულები არიან, როგორც გგონიათ

კანზის კარგი გემოვნება აქვს. მას ფორთოხალი, ალუბალი და ყურძენი უყვარს.

როცა კანზის რამე უნდა, ამას უთითებს ლექსიგრამაზე, სენსორული ეკრანის მქონე მოწყობილობაზე, სადაც თითოეული სიმბოლო რომელიმე სიტყვას აღნიშნავს. კანზის 500 სიტყვის გამოყენება შეუძლია, ხოლო როცა ესაუბრებიან, რამდენიმე ათასი სიტყვა ესმის.

მას ასევე უყვარს მარშმელოუ. ცეცხლის ასანთებად ასანთს გაკრავს, შემდეგ კი ცეცხლმოკიდებულ ჯოხზე მარშმელოუებს შეათბობს.

კანზი ადამიანი არ არის. ის ადამიანის მსგავსი მაიმუნების ერთ-ერთი სახეობა, ჯუჯა შიმპანზეა (ბონობო), რომელიც შიმპანზეებთან ერთად ყველაზე ახლო ევოლუციური ნათესავია.

განაგრძე კითხვა

როგორ ათარიღებენ მეცნიერები ქანებსა და ნამარხებს

შედარებითი და რადიომეტრული დათარიღების მეთოდების გამოყენებით გეოლოგებს შეუძლიათ, პასუხი გასცენ კითხვას: რა ასაკისაა ეს ნამარხი?

განაგრძე კითხვა

როგორ დაადგინეს ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ფორმა

ირმის ნახტომის ზოლი სიკვდილის ველის ეროვნულ პარკში, აშშ

მოწმენდილ ღამის ცას თუ დააკვირდებით, მანათობელ ნისლიან ზოლს შენიშნავთ, რომელიც ცის თაღზეა გადაჭიმული.

ათასწლეულების მანძილზე დამკვირვებლები მსჯელობდნენ ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, ბუნებაზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ზევსმა გადაწყვიტა, ჰერაკლესთვის მძინარე ჰერას ძუძუ ეწოვებინა, რათა მოკვდავ ალკმენესგან შობილ ბავშვს ღვთაებრივი თვისებები შეეძინა. პროცესში ჰერას გაეღვიძა, ჩვილს ხელი კრა და დაღვრილი რძის წვეთებისგან ეს ზოლი წარმოიქმნა. ძველი ეგვიპტელები ირმის ნახტომის რკალს ძროხის რძედ აღიქვამდნენ, ავსტრალიელი აბორიგენები კი – ზეციური სამყაროს მდინარედ.

განაგრძე კითხვა

ყველაზე საშიში დინოზავრები

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: 1676 წელია და თქვენ ინგლისის ერთ-ერთი მუზეუმის კურატორი ბრძანდებით. ერთ დღესაც დაგევალათ კირქვის კარიერში ნაპოვნი უზარმაზარი, უცნაური იერის მქონე „ქვის“ ამოცნობა. ერთი შეხედვით ძვალს ამსგავსებთ, კერძოდ კი ბარძაყის ძვლის ნახევარს, მაგრამ დიდი ზომის გამო თქვენთვის ცნობილი ცხოველებიდან ვერცერთს უსადაგებთ.

განაგრძე კითხვა