ბლოგის 2013 წლის სტატისტიკა


წლის ბოლოს ტრადიციულად წარმოგიდგენთ პოსტების ტოპ ათეულს, სხვადასხვა ნიშნით გამორჩეულ სტატიებსა და ზოგად სტატისტიკას.

განაგრძე კითხვა

Good Luck, Mr. Gorsky?


ინტერნეტში მრავლად წააწყდებით სტატიებს იმის შესახებ, რომ მთვარეზე ფეხის დადგმისას „აპოლო 11″-ის კოსმონავტმა ნილ არმსტრონგმა ჩაილაპარაკა: „წარმატებას გისურვებთ, ბატონო გორსკი!” რა მოხდა რეალურად?

განაგრძე კითხვა

როგორ დავწერო კარგი პოსტი?


პოსტი [მომავალი] ბლოგერებისთვის.

მკითხველის მისაზიდად პოსტი რომ ინფორმაციული და საინტერესო უნდა იყოს, ყველამ იცის. თუმცა არსებობს პატარა დეტალები, რომლებიც პოსტს უფრო მიმზიდველს ხდიან, მათი უგულველყოფის შემთხვევაში კი შეიძლება სტატიამ ხიბლი დაკარგოს.

განაგრძე კითხვა

The Circle of Life – ამჯერად კატებითა და ძაღლებით

პლანკინგისა და ოულინგის შემდეგ ინტერნეტში ახალი გატაცება გამოჩნდა – ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად იმეორებენ ცნობილ კადრს მულტფილმიდან ,,მეფე ლომი”, როდესაც ბრძენი მანდრილი, სახელად რაფიკი, მაღლა სწევს ლომის ბოკვერ სიმბას და ცხოველების ჯოგს წარუდგენს.

ვებსაიტების ცენზურა ჩინეთში


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2600-ზე მეტი ვებსაიტია დაბლოკილი ქვეყანაში მოქმედი ინტერნეტ-ცენზურის პოლიტიკის გამო. წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე ცნობილებს. სია არ ეხება ჰონგკონგსა და მაკაოს, მათ ინტერნეტის დამოუკიდებელი სისტემა აქვთ.

განაგრძე კითხვა

მორიგი 20 ნამდვილი ფოტო, რომლებიც ინტერნეტმა პოპულარული გახადა


დროის გასვლასთან ერთად ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება და შესაბამისად იმატებს ვებ-სივრცეში გაზიარებული ინფორმაციაც. ყოველწლიურად მრავალი უცნაური და ზოგჯერ შოკისმომგვრელი ფოტო ვრცელდება, რომელთა რეალურობაში ზოგჯერ ეჭვი ეპარებათ ხოლმე. ქვემოთ მოყვანილია მომდევნო 20 ფოტო, რომელთა პოპულარობაში ასე თუ ისე დიდი წილი ინტერნეტს მიუძღვის. თუმცა წინა ნაწილისგან განსხვავებით, აქ შეხვდებით ისტორიულ ფოტოებსაც, რომლებიც ინტერნეტის გამოგონებამდე გადაიღეს. ოცივე მათგანი რეალურია, მაგრამ რიგ შემთხვევებში საკამათოა მათი წარმოშობის ისტორია.

განაგრძე კითხვა

ფაილების გაზიარება შვედეთში რელიგიად იქცა


კოპიმიზმის ეკლესია, რომლის მთავარი დოგმაც ფაილების გაზიარებაა, შვედეთის მთავრობამ უკვე გამოაცხადა რელიგიად. მიმდინარეობის სულიერი ლიდერის თქმით, ეს დიდი ნაბიჯია, თუმცა სხვები ნაკლებად აღფრთოვანდნენ ამ სიახლით და იმედოვნებენ, რომ კოპიმიზმს არ ექნება მნიშვნელოვანი გავლენა ინტერნეტ-მეკობრეობასთან ბრძოლის საქმეში.

განაგრძე კითხვა

Google Plus-ს 2012 წლის ბოლოს 400 მილიონი მომხმარებელი ეყოლება


“გუგლის” სოციალური ქსელი ნელ-ნელა იკრებს ძალას. ამერიკელი ანალიტიკოსის, პოლ ალენის თქმით, 2012 წლის ბოლოს Google Plus-ის წევრთა რაოდენობა 400 მილიონს გადააჭარბებს. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბერში მოხდა და ყოველდღიურად დაახლოებით 625 000 ახალი მომხმარებელი ემატება. დეკემბრის ბოლოს სოციალური ქსელი 62 მილიონიან ნიშნულს გადაცდა, რომელთაგან მეოთხედი ბოლო 1 თვეშია რეგისტრირებული. ამაში “გუგლს” ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ყოველდღე “ანდროიდის” 700 000 მოწყობილობა იყიდება, რაც Google Plus-ზე რეგისტრაციას აადვილებს.

კრეატიული იდეები Timeline Cover-ისთვის


ფეისბუქის Timeline-ის გაფორმების რამდენიმე საინტერესო ვერსია 🙂
განაგრძე კითხვა

ინტერნეტ-მითი: დაიხურება თუ არა ფეისბუქი 2012 წლის 15 მარტს?


ბოლო პერიოდში ინტერნეტს ფართოდ მოედო სენსაციური ამბავი, რომ თითქოს მარკ ცუკერბერგი მომავალი წლის 15 მარტს Facebook-ის გაუქმებას აპირებს. ეს ამბავი ქართული ტელევიზიითაც გადმოიცა. გავრცელებული ინფორმაციით, მარკმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეისბუქი კონტროლს აღარ ექვემდებარება და ამ კომპანიის მარ­თვის გამო მიღებულმა სტრესმა მისი ცხოვრება დაანგრია, ამიტომაც ამ სიგიჟეს ბოლო უნ­და მოუღოს.

განაგრძე კითხვა