წლის ბოლოს ტრადიციულად წარმოგიდგენთ პოსტების ტოპ ათეულს, სხვადასხვა ნიშნით გამორჩეულ სტატიებსა და ზოგად სტატისტიკას.
ნახვების რაოდენობის მხრივ 2013 წელს გამოქვეყნებული პოსტების ათეული ასეთია (მეათედან პირველისკენ):
● ადამიანები უჩვეულო და შოკისმომგვრელი ანომალიებით (NSFW)
● ბიბლიის გამოცანები: მკვდარი ზღვის გრაგნილები
● მითი ტვინის 10%-ის გამოყენებაზე
● უჩვეულო გენეტიკური მუტაციები ადამიანებში
● გასაოცარი სამყარო მიკროსკოპის ქვეშ
● ქვეცნობიერის საიდუმლოებები
● მეცნიერული კვლევები, რომლებიც ჩვენს უარყოფით მხარეს ააშკარავებს
● საბჭოთა კავშირის 10 უდიდესი საიდუმლო
● ჰყავს თუ არა სამყაროს შემოქმედი?
● დედა ტერეზას ბნელი მხარე
● ზოგადად ყველაზე კითხვადი პოსტი იყო ავღანელი გოგონას ისტორია.
● ყველაზე მეტი, 261 კომენტარი წილად ხვდა პოსტს ჰყავს თუ არა სამყაროს შემოქმედი?
● ყველაზე მეტი „ლაიქი” დაიმსახურა პოსტმა გასაოცარი სამყარო მიკროსკოპის ქვეშ.
● ყველაზე ხშირად ათვალიერებენ კატეგორიას მეცნიერება.
● მომხმარებელთა შემოსვლის მხრივ ყველაზე აქტიური დღე იყო 13 ნოემბერი – 2139 მკითხველი და 3729 ჰიტი.
● ყველაზე ხშირად ბლოგზე ხვდებოდნენ საძიებო სისტემებიდან, სადაც ცხადია, გუგლი ლიდერობს. საძიებო სისტემებს მოჰყვება ფეისბუქი, top.ge და forum.ge.
● საძიებო სისტემებიდან გადმოსული სტუმრები ყველაზე ხშირად ეძებდნენ შემდეგ ფრაზებსა და სიტყვებს: ფოტოები, ჩრდილოეთის ციალი, სპილო, პანდა, უცხოპლანეტელები, დამავოი, ბაღლინჯო, maqciebi, ნიკოლა ტესლა და spilo.
● ყველაზე ხშირად შემოდიოდნენ საქართველოდან, შემდეგ მოდის აშშ, გერმანია, იტალია, ესპანეთი, რუსეთი, საბერძნეთი, თურქეთი, საფრანგეთი, აზერბაიჯანი და დიდი ბრიტანეთი.
გემშვიდობებით მომავალ წლამდე და ყველა მკითხველს წარმატებულ წელს გისურვებთ!
რა ცოტა დრო და რამდენი საინტერესო რამაა წასაკითხი (აქ).
LikeLike
გავკადნიერდები და აქვე მოგილოცავ ^__^
LikeLike
მადლობა, მეც გილოცავ ^_^
LikeLike
ლინკებზე რატომ ვერ გადავდივარ?
LikeLike