რატომ არსებობს ბოროტება?


ბოროტება თითქოს ყველგანაა ჩვენ გარშემო. ჰიტლერი. რუანდის გენოციდი. ტედ ბანდი. ყოველთვის, როცა ახალ ამბებს კითხულობთ ან ტელევიზორს უყურებთ, ეცნობით მოვლენებს, როცა ერთი ინდივიდის ქცევა მეორეს ზიანს აყენებს.

თანამედროვეობაში ბოროტებას მეტწილად რელიგიური მნიშვნელობა გააჩნია. ის ღვთიური არსების ნების საწინააღმდეგო აზროვნებასა და ქცევებთანაა დაკავშირებული. თუმცა თავდაპირველი მნიშვნელობით ბოროტება უბრალოდ ცუდ, მანკიერ ან სასტიკ რამეს ნიშნავდა.

თუკი ამ უფრო ზოგად და არარელიგიურ განსაზღვრებას ავიღებთ – რომ ბოროტება არის არაკეთილმოსურნე ქმედება – გონივრულია ვიკითხოთ, საერთოდ რატომ არსებობს. ცნობილია, რომ ადამიანები წარმოიშვნენ პრიმატებისგან, რომლებიც თავის მხრივ ბევრად მარტივი ცხოველების შთამომავლები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქცევებში ბევრი შტრიხი წინაპარი ცხოველებისგან გადმოგვეცა. შედის თუ არა მათ რიცხვში ბოროტი ქმედებები – და თუ ასეა, არის თუ არა ეს იმის გამო, რომ ბოროტება რიგ შემთხვევებში უპირატესობა იყო?

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეგვიძლია ბოროტების ევოლუციის გამოკვლევა?

„ბოროტების ბუნების” მრავალი განსხვავებული განმარტება არსებობს, თუმცა აქ განვსაზღვრავთ, როგორც ქმედებებს, რომლებიც წინასწარგანზრახულად იწვევენ B-ს ტანჯვას, განადგურებას ან ზიანს, რათა სარაგებელი მიიღოს A-მ. უფრო დაწვრილებით გამოსაკვლევად ეს წინასწარ განსაზღვრული ქმედებები შეგვიძლია ოთხ ძირითად კატეგორიად დავყოთ: ბნელ ტეტრადად.

პირველად ეს კატეგორიები 15 წლის წინ ჩამოაყალიბა ფსიქოლოგთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერი დელ პაულუსი და მისი სტუდენტი კევინ უილიამსი. თავდაპირველად მას ბნელი ტრიადა უწოდეს და მოიცავდა მაკიაველიანიზმს (მანიპულაციური, პირად ინტერესებზე მორგებული, მაცდუნებელი), ფსიქოპათიასა (ანტისოციალური, შეუბრალებელი, გულქვა) და ნარცისიზმს (ამბიციური, ამაყი, თანაგრძნობას მოკლებული). პაულუსმა მოგვიანებით ტრიადა ტეტრადად განავრცო და დაუმატა ყოველდღიური სადიზმი (სისასტიკით ტკბობა). რატომ არსებობს ეს ქცევები ადამიანებში? შეიმჩნევა თუ არა ანალოგიური რამ სხვა ცხოველებში?

 

მაკიაველიანიზმი

მაკიაველიანიზმი გულისხმობს გონიერი სტრატეგიითა და ეშმაკობით ძალაუფლების მოპოვებას და მეტოქის დამარცხებას. ეს, ცხადია, ჩვეულებრივი მოვლენაა პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუნდაც პოლიტიკის მონაწილე ინდივიდები ადამიანები არ იყვნენ.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერმა დარიო მაისტრიპიერიმ 20 წლიანი კვლევისას საინტერესო, მაკიაველიანიზმის მსგავსი ქცევა აღმოაჩინა რეზუსის სახეობის მაიმუნთა საზოგადოებებში. ალფა მამრები მუქარის გამომხატველ მანერებსა და ძალადობრივ ტაქტიკას მიმართავდნენ, რათა დაეცვათ საძილე ადგილები, მდედრები და საკვები. დომინანტი მაიმუნები არაპროგნოზირებად აგრესიას ავლენდნენ, რათა ხელქვეითები დაემორჩილებინათ. იქმნებოდა შეთანხმებები და მდედრი მაიმუნები თავიანთ შვილებზე ალფა მამრთან შეწყვილებით ზრუნავდნენ – თუმცა მის ზურგს უკან სხვა მამრებთანაც წყვილდებოდნენ, რათა ალფა მამრის სიკვდილის ან გადაყენების შემთხვევაში დაცულები ყოფილიყვნენ.

მაისტრიპიერის თქმით, ყოველ მაიმუნს აქვს მაკიაველიანისტური ქცევის უნარი. „ეს მათი იდენტობის შემადგენელი ნაწილია. არასწორია შეხედულება, რომ არსებობენ მაკიაველური ინდივიდები, რომლებიც გამუდმებით ჩადიან ამას და სხვები მსგავსს არაფერს აკეთებენ. ანალოგიურად ადამიანებშიც ეს ბუნების ნაწილია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ამას გამუდმებით ვაკეთებთ”.

მაკიაველიანისტური ქცევა მაიმუნების ბუნების ნაწილია

 

რეზუსის მაიმუნები ასე იმიტომ იქცევიან, რომ ძალაუფლების მოპოვება სურთ და მაკიაველიანისტური ქცევები ეფექტური მეთოდია დომინანტობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად, ასევე დომინანტ ინდივიდებთან თანამშრომლობისთვის. თუმცა ეს სტრატეგია რისკს არაა მოკლებული. გაიძვერობაში გამოჭერის შემთხვევაში ამას სასჯელი მოჰყვება, ამბობს მაისტრიპიერი. მაგალითად, როცა ჯგუფის წევრს პატარა მაიმუნებზე თავდასხმაში ამჩნევდნენ, საპასუხო სასჯელი არ აყოვნებდა.

მიუხედავად ამისა, მაკიაველიანისტური სტრატეგიის ქონის უპირატესობებმა შეიძლება უარყოფითი მხარე გადაწონონ, განსაკუთრებით მაღალსოციალურ ცხოველებში, როგორებიც არიან მაიმუნები და ადამიანები.

„როცა დავალებები ურთიერთთანამშრომლობით სრულება, თითქმის ყოველთვის ამას ნაყოფიერი შედეგი მოსდევს, საკვების მოპოვება იქნება, კვება, ბავშვების მოვლა თუ ჯგუფის დაცვა”, ამბობს სამუელ გოსლინგი, ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი და ცხოველთა პიროვნული ტიპების წამყვანი მკვლევარი.

შეიძლება ითქვას, რომ უფრო მარტივ ცხოველებს მაკიაველიანიზმის პრიმიტიული ფორმა ახასიათებთ. პეპელა მეფისნაცვალი თავს იცავს სხვა სახეობისადმი მიმსგავსებით, რომელიც შხამიანი ან ფრინველებისთვის უგემურია. ზღვის ეშმაკს თავთან გრძელი გამონაზარდი აქვს, რომელიც ბოლოში მსხვილდება და თევზს ან ჭიას ემსგავსება. ის პატარა თევზებს იტყუებს და არაგონივრული თავდასხმისკენ უბიძგებს – ისინი მალევე ხვდებიან მტაცებლის მუცელში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვაქვს მიზეზი, გვჯეროდეს, რომ წინასწარგანზრახულ ცბიერებას, რომელიც მაკიაველიანიზმის საფუძველია, ძალიან ღრმა ევოლუციური ფესვები აქვს. ის უბრალოდ გადარჩენის ძალიან სასარგებლო სტრატეგიაა.

 

ფსიქოპათია

შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი საკმაოდ უსიამოვნო ინდივიდია.

პრიმატოლოგ ფრანს დე ვაალს ჰოლანდიის ქალაქ არნემის ზოოპარკში ჰყავდა შიმპანზე სახელად პუისტი, რომელიც მისი თქმით, იყო „ორპირი და მჩაგვრელი”, ასევე „მატყუარა და ცბიერი”. მეცნიერებში ის საყოველთაო ანტიპათიას იწვევდა და ხშირად ადარებდნენ კუდიანს.

ამავე პერიოდში ჯეინ გუდოლი შეისწავლიდა დედა-შვილ შიმპანზეებს – პეშენსა და პომს – რომლებმაც 4 წლის განმავლობაში 8 ახალშობილი შიმპანზე შეჭამეს. გუდოლმა პეშენს „გულცივი დედა” უწოდა.

მაგრამ არიან თუ არა ეს პრიმატები ფსიქოპათები?

შიმპანზეები ზოგჯერ ერთმანეთს ხოცავენ

 

ფსიქოლოგ პიტერ ბუირსკისა და რობერტ პლუტჩიკის მიხედვით, შესაძლოა, ასეც იყოს. 1991 წელს მათ გამოიყენეს ემოციების პროფილის ინდექსი, დაკვირვებისას საჭირო საზომი, რათა პეშენი შეესწავლათ. ინდექსი მოიცავს „მატყუარობას, უგულობას, აგრესიულობას, ემოციური კავშირების არარსებობასა და უშიშრობას” – და აღმოჩნდა, რომ პეშენი სოციალური ნორმიდან გადახრილ ქცევებს ავლენდა.

2006 წელს დიდ მაიმუნებზე ჩატარებულ ფსიქოპათოლოგიურ კვლევაში პეშენისა და პომის შემთხვევაც განიხილეს. შიმპანზეების წყვილი „ისე შეუპოვრად მისდევდა კანიბალიზმს, რომ ფსიქიატრი ამას განსაზღვრავდა, როგორც ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას”, წერდნენ მკვლევარები. თუმცა იქვე აღნიშნავდნენ, რომ დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს სიტყვა „აშლილობას”, რადგან „ჯერ კიდევ დავის საგანია, ინფანტიციდი (ახალშობილთა მკვლელობა) ქცევითი დარღვევაა თუ ადაპტური რეპროდუქციული სტრატეგია”.

1999 წელს დაატყვევეს 34 შიმპანზე და ჯორჯიაში მდებარე კვლევით ცენტრში მოათავსეს „შიმპანზეების ფსიქოპათიის შეფასების” ექსპერიმენტის ჩასატარებლად. შიმპანზეების საცხოვრებლები აავსეს სათამაშოებით, კიბეებით, სალტეებით და პლასტმასის კასრებით, რათა ცხოველებს ეთამაშათ.

შიმპანზეებს აკვირდებოდნენ ისეთი შტრიხების გამოსავლენად, როგორიცაა მოწყენილობისკენ მიდრეკილება, დასჯისგან სწავლის უუნარობა, წყობილებიდან ხშირი გამოსვლა და სხვების გაღიზიანება. ეს შტრიხები ერთობლიობაში შესაძლოა ფსიქოპათოლოგიისკენ მიუთითებდნენ.

მკვლევარებს სთხოვდნენ, პიროვნული შტრიხების დიდი ხუთეულიდან (თანხმობისთვის მზაობა, ექსტრავერსია, ნევროტიზმი, კეთილსინდისიერება და გამოცდილებისადმი ღიაობა) ყველაზე შესაფერისი ამოერჩიათ. დიდი ხუთეულის მოდელს ჯერ იყენებენ ფსიქოლოგები ადამიანთა პიროვნულობის აღსაწერად.

მეცნიერთა ჯგუფმა შენიშნა, რომ „შიმპანზეებში ფსიქოპათიის არსებობის მტკიცებულებები” გამოიკვეთა და დაასკვნა, რომ ადამიანური ფსიქოპათიის გარკვეული მახასიათებლები, მაგალითად რისკზე წასვლა და სულგრძელობის არქონა, დიდ მაიმუნებშიც შეინიშნებოდა. ისევე როგორც ადამიანებში, მამრი შიმპანზეებიც უფრო მაღალ ქულებს აგროვებდნენ, ვიდრე მდედრები.

არამხოლოდ შიმპანზეები ავლენენ ფსიქოპათიისადმი მიდრეკილების ნიშნებს: იგივე ხდება დელფინებშიც.

შოტლანდიის ქალაქ ინვერნესში მდებარე ზეგნებისა და კუნძულების უნივერსიტეტის მეცნიერი ბენ უილსონი იმ გუნდის წევრი იყო, რომელიც აფალინებსა და ზღვის ღორებს შორის არსებული ძალადობრივი ქმედებების მტკიცებულებებს ეძებდა. ჯერ შოტლანდიის სანაპიროზე, შემდეგ კი უელსის, სამხრეთ ინგლისისა და კალიფორნიის მონტერეის ყურეზე გამორიყულ ზღვის ღორებს აღენიშნებოდათ დელფინებისგან მიღებული ზიანის ნიშნები.

„გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს რამდენიმე უცნაური დელფინის გამო მოხდა, რომლებიც მოწამლულები ან ფსიქოზის მქონეები იყვნენ”, ამბობს უილსონი. თუმცა რთულია ამ იდეის მხარდაჭერა თავდასხმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გარეშე – მითუმეტეს, როცა ამ ქცევის ასახსნელად ალტერნატიული ვერსიებიც არსებობს.

მაგალითად, შესაძლებელია, რომ დელფინები ზღვის ღორებს ნადავლის მოპოვებაში ეჯიბრებოდნენ, ამიტომ უბრალოდ მეტოქეების ჩამოშორება სურდათ. თუმცა უილსონი აღნიშნავს, რომ დელფინებს სელაპების მსგავსი დიეტა აქვთ, მაგრამ მათ თავს არ ესხმიან.

ზღვის ღორებზე თავდასხმა შესაძლოა, ინფანტიციდთან ყოფილიყო კავშირში, რაც აფალინებში შეუნიშნავთ. ცნობილია, რომ ზოგიერთ ძუძუმწოვარს ბიოლოგიური მიზეზები გააჩნია ჩვილების დასახოცად. ეს ლომების საზოგადოებაშიც ხდება, როცა მამრი ლომი პრაიდს ეუფლება. უილსონის აზრით, მსგავსი რამ ხდება აფალინებში. შთამომავლობის მოცილება შესაძლოა გონივრული იდეა იყოს, რადგან მდედრს შვილების მოვლა აღარ უწევს და ისევ შეუძლია გამრავლება.

დელფინები შესაძლოა, მეტოქეებს ხოცავდნენ

 

„თუკი დელფინს თავს ესხმით იმ დროს, როცა მას დედა იცავს, ეს სახიფათო ქმედებაა, ამიტომ საამისოდ გამოცდილება გჭირდებათ და ამ როლს შესაძლოა, ზღვის ღორები ასრულებდნენ”, მიიჩნევს უილსონი.

ასეა თუ ისე, დაზუსტებით ჯერ არ ვიცით, აფალინები რატომ ესხმიან ზოგჯერ თავს ზღვის ღორებს. „ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულება, რომ რომელიმე თეორია ან შეხედულება მართებულად გამოვაცხადოთ. ყველა ვერსიას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და ინფორმაცია არასაკმარისია”, აღნიშნავს უილსონი.

 

სადიზმი

ბნელ ტეტრადაში ყოველდღიური სადიზმი განიხილება, როგორც სისასტიკით ტკბობა.

დელ პაულუსის თქმით, სადიზმი შესაძლოა ეხმარებოდეს ინდივიდს ძალაუფლებისა და დომინანტობის შენარჩუნებაში. „უზნეო პოლიტიკოსები ძალაუფლების მოპოვების შემდეგ დროის გასვლასთან ერთად თითქოს სულ უფრო მეტად სადისტები ხდებიან და შესაძლოა, ეს ჭირდებოდეთ კიდეც, ძალაუფლება რომ არ დაკარგონ”.

მას მაგალითად მოჰყავს ვლად ცეპეში (მეტსახელად „სარზე გამსმელი”), რომელიც მტრებს აფრთხობდა და მათ სამეფოში შემოსვლის სურვილს უკარგავდა საზღვარზე გვამების ჩამოკიდებით. ამით აჩვენებდა დამპყრობლებს, გაგრძელების შემთხვევაში რა ბედი ელოდათ.

არის თუ არა სადიზმი ისეთი ქცევა, რომელიც ადამიანის გარდა სხვა ცხოველებშიც შეგვიძლია, ამოვიცნოთ?

უილსონის თქმით, მას უნახავს, წყალქვეშ მყოფი დელფინები ამოხტომით როგორ ხოცავდნენ ზედაპირთან ჩამომსხდარ თოლიებს. ამ ქმედებას უდავოდ შეიძლება წინასწარგანზრახულად მავნე ეწოდოს, თუმცა სადიზმს მორალური ქვეტექსტიც გააჩნია, რასაც უილსონი დელფინებს არ უსადაგებს – განსაკუთრებით იმის გამო, რომ ზუსტად არ ვიცით, ხვდებიან თუ არა დელფინები, რამხელა ზიანს აყენებენ თავიანთი ქმედებით ფრინველებს.

„ეს მათთვის ბუშტუკებიანი პარკების გახეთქვის მსგავსია”. დელფინები შესაძლოა, მხოლოდ პირადი სიამოვნების მიღების გამო იქცევიან ასე და ვერ ხვდებიან, რომ მათი ქმედება ფრინველებისადმი სისასტიკეა.

ხოლო პაულუსის თქმით, სიამოვნების მიღების უბრალო გზები შეგვიძლია ბავშვურ თამაშებს დავუკავშიროთ და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს სადიზმის ძირითადი საწყისი.

„თუ დააკვირდებით ცხოველებს, რომლებიც მსხვერპლს ეთამაშებიან, ისინი მათ არ კლავენ, არამედ აწამებენ. შესაძლოა კავშირიც ესაა – ვიდრე ზრდასრული ცხოველი გახდები, თამაშობ, ხოლო ზრდასრულობაში სხვა ცხოველის მოკვლა გიწევს. ამ ორ პერიოდს შორის ზღვარი არსებობს, თუმცა ზოგიერთი ზრდასრული ჯერ კიდევ თამაშის ეტაპშია ჩარჩენილი და მისგან თავს ვერ აღწევს”.

ცხოველები მსხვერპლთან თამაშისას მათ აწამებენ ხოლმე

 

ამიტომ შესაძლოა, სადიზმი სინამდვილეში განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ფორმა იყოს. თუ ეს მართლაც ასეა, უცნაურია, რომ ზრდასრულთა საზოგადოებებში ამგვარი ქცევები ხანგრძლივ პერიოდში არსებობს.

პაულუსს ახსნა გააჩნია. „შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ მავნე მიდრეკილებები პარაზიტის როლს ასრულებს. ცხოველთა საზოგადოებებში პარაზიტებს ძალიან სასარგებლო ფუნქცია აქვთ. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ ისინი ანადგურებენ ნაკლებად ადაპტაციურ ინდივიდებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ისეთი თვისებები, რომ სხვებს სარგებელი მოუტანონ.”

მორალურად სადავო არგუმენტია, თუმცა შესაძლოა, ბნელი ტეტრადის ქცევები პარადოქსულად სასარგებლო იყოს ადამიანთა და ცხოველთა საზოგადოებებში, რადგან სხვა ინდივიდებს თავის დაცვისა და ნდობისას სიფრთხილის გამოჩენისკენ უბიძგებს. „ეს ერთგვარად ხელს უწყობს სახეობის ვარგისიანობის შენარჩუნებას”, ამბობს პაულუსი.

 

ნარცისიზმი

პატივმოყვარეობა, რომელიც ნარცისიზმთანაა დაკავშირებული, თითქოს წმინდა ადამიანური ნიშან-თვისებაა. მაგრამ ასეა თუ არა სინამდვილეში? შეგვიძლია თუ არა პარალელები გავავლოთ ნარცისის შარმსა და ქარიზმასა და ზოგიერთი ცხოველის მცდელობას შორის, ყურადღება თავისკენ მიიპყრონ?

მამრი ფარშევანგი თავისი ლამაზი კუდით, მელიის სურნელოვანი ფერომონები, მეკარვიების ცეკვა. ზუსტად ვერ გვეცოდინება, არავერბალური ცხოველები განზრახ ამბიციურები არიან თუ არა, მაგრამ გვაძლევს თუ არა ეს თავის მოსაჩვენებელი ქცევები მინიშნებას იმაზე, როგორ გაჩნდა ნარცისიზმი?

ზოგიერთი ცხოველი დიდი მონდომებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას

 

უკიდურესი ეგოიზმის ახსნა, რომელიც ხშირად ასოცირდება ნარცისიზმთან, შესაძლოა ბევრად ადვილი იყოს, თუკი გავითვალისწინებთ ევოლუციის გენზე ორიენტირებულ ხედვას. გენების ეგოისტურობაზე ყველაზე ცნობილი ნაშრომი რიჩარდ დოკინსს აქვს – გენების ერთადერთი „მიზანი” თაობებში გამრავლებაა და მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუკი მათი წარმატება სხვა გენეტიკური თანმიმდევრობის ან იმ ორგანიზმის ხარჯზე ხდება, რომელშიც მოთავსებული არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა ნაწილობრივ დაძლიეს თავდაპირველი ეგოისტური მისწრაფებები და კულტურული გავლენის შედეგად ეგოიზმის ტყვეობიდან გამოვიდნენ, ყველა ცოცხალი ორგანიზმი „გენის გადარჩენის მექანიზმია” – და ეს ნაწილობრივ დაგვეხმარება არამარტო ნარცისიზმის ევოლუციისა და გადარჩენის, არამედ ბნელი ტეტრადის სხვა კომპონენტების ახსნაშიც.

პაულუსის თქმით, გამრავლების მრავალი წინაპირობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი დღეს შესაძლოა მიუღებლად ჩანდეს, მაგრამ წარსულში უპირატესობა ჰქონდა.

მაგალითად, ფსიქოპათები და მაკიაველური ადამიანები შესაძლოა, უფრო ხშირად კავდებიან – ან ისტორიის მანძილზე კავდებოდნენ – სექსით, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა, რაც მათ ქცევებთან დაკავშირებული პრომისკუიტეტისკენ (არარეგულირებადი სქესობრივი კავშირები) მიდრეკილების შედეგია. „პარტნიორების დარწმუნება და მათზე მანიპულაცია ბევრად ადვილია, თუ სტრატეგიულად აზროვნებთ და სხვა ადამიანისთვის ტკივილის მიყენება არ გადარდებთ”, ამბობს პაულუსი.

„ნარცისი თავს გამორჩეულად გრძნობს და ავლენს თავდაჯერებას, რაზეც ხალხი რეაგირებს, ეს კი გამრავლებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა”.

თუმცა ძნელი ასახსნელია, რატომ შეიძლება ჰქონდეთ სადისტებს რეპროდუქციული უპირატესობა. „შესაძლოა, წარსულში სადიზმი მეტი ძალაუფლების გამოვლენის საშუალებას იძლეოდა – ძალაუფლებას კი რეპროდუქციამდე მივყავართ”.

„ბუნებას სისხლიანი კბილები და ბრჭყალები აქვს” – ასე აღწერდა ბრიტანელი პოეტი ალფრედ ტენისონი ბუნებაში არსებულ ძალადობას. ამ აღწერის მხარდასაჭერად უდავოდ უამრავი მაგალითი არსებობს. სამხრეთამერიკული გარეული კატა მარგაი ხმით ბაძავს დაჭრილ პატარა ჭრელ ტამარინს, რათა მსხვერპლი შეაცდინოს და თავისთან მოიტყუოს. მდედრი ჩოქელა სექსის შემდეგ ხშირად აგლეჯს თავს პარტნიორს და მის ჭამას იწყებს, ზოგჯერ შუა აქტის დროსაც კი. აფთრის ლეკვები დაბადებიდანვე და-ძმის ხოცვას იწყებენ. მცენარეებიც კი არ არიან გამონაკლისები: ფუტკრის ორქიდეა გარეგნულად ემსგავსება მდედრ მწერს და ასე იტყუებს მამრ ფუტკარს, რომ დამტვეროს.

ასე იტყუებს ფუტკრის ორქიდეა მამრ ფუტკრებს

 

შესაძლოა, მთავარი საიდუმლო არა „ბოროტი” ქცევების წარმოშობა, არამედ ის ფაქტია, რომ ადამიანები ასეთ ქმედებებს ამაზრზენად თვლიან – მიუხედავად იმისა, რომ ცბიერება, ეგოიზმი და სხვა „ბოროტი” შტრიხები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული და გენების, ცხოველებისა და სახეობების გადარჩენისთვის სარგებელი მოაქვს.

ჯონ არმსტრონგი, ბრიტანელი მწერალი და „სიცოცხლის სკოლის” ფილოსოფოსი, დიდ უფსკრულს ხედავს კაცობრიობის სამართლიანობისა და ეთიკისადმი სწრაფვასა და ბუნების კანონებს შორის. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ის, რაც „ბოროტად” გვეჩვენება, ბუნებრივი წესრიგის საწინააღმდეგო რამაა, ან სულ მცირე ამის იმედი მაინც გვაქვს. მაგრამ შესაძლოა, სიმართლე სრულიად სხვაგვარი იყოს: ბუნებრივი და წარმატებული სწორედ „ცუდი” ქცევებია. „გასაკვირი ისაა, თუ როგორი მონდომებით (თუმცა ჯერ კიდევ არასრულყოფილად) ცდილობენ ადამიანები, ეს ბუნებრივი წყობა შემოაბრუნონ”, ამბობს არმსტრონგი.

BBC

Advertisements

31 responses to “რატომ არსებობს ბოროტება?

  1. Rode 04/05/2016, 1:55 PM

    გამარჯობა, რაიმე დოკ. ფილმი ხომ არ იცი ცხოველების ამგვარ ქცევებზე რომ იქნება აქცენტი გაკეთებული?

    Like

    • Charlius 04/05/2016, 3:02 PM

      კონკრეტულად მავნე ქცევებზე არ მახსენდება, თუმცა ცხოველთა მორალზე ამ ფილმშია საუბარი

      Like

      • Rode 04/05/2016, 9:18 PM

        მადლობა 🙂

        Like

        • Andresklaus 06/11/2017, 7:38 PM

          ეს ფიმი ნახე ჯობია, BBC-ს ფილმია იმაზე თუ რატომ ვლაპარაკობთ, ადამიანი ერთადერთი არსებაა ვისაც ამის უნარი შესწევს, ხშირად ადარებენ ხოლმე შიმპანზეს გონებას 3 წლის ბავშვის გონებას მაგრამ ფაქტია, რომ ეს შედარება შეცდომაა, ვინიადან სამი წლის ბავშვ უკვე ისიც კი შეუძლია, რისი უნარიც 20 წლის შიმპანზესაც გი არ შესწევს, 3 წლის ბავშს ლაპარაკი შეუძ₾ია, აი შიმპანზეს კი მრავალი ექსპერიმენტის მიუხედავად ერთი სიტყვაც კი ვერ ათქმევინეს.http://dokonlin.ru/video/bbc-horizon-pochemu-my-govorim-why-do-we.html

          ეს კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანი ნამდვილად უნიკალური არსებაა. ის საკმაოდ ცნობილია, რომ ადამიანს და ცხოველს შორის ბევრი მსგავსებაა, მაგრამ მათ შორის ისეთი განსხვავებეიც არის რომელტა შორის უკიდეგანო უფსკრულებია. მაგ. ეს აბსტრაქტული აზროვნებიდ და შემდეგ ამის გადმოცემის უნარი, არც ერთ მაიმუნს და არც ერთ ცხოველს არ შეუძლია, რამდენიც არ უნდა ასწავლო ვერ აალაპარაკებ მაიმუნს.

          Like

  2. ლაშა 04/05/2016, 6:13 PM

    კარგი სტატიაა ჩარლიუს და კიდევ უნდა დადო კარგი ბლოგერი ხარ ახალ თემაზე დადე რამე ზოროასტრიზმზე და ჭკვიან შემოქმედ ღმერთ ახურა მაზდაზე და მასზე დაწერილ საღვრთო წიგნზე ავესტაზე რა აზრის არიან მაგ რელიგიის მიმართ მეცნიერები ქრისტიანობაზე ძველი რელიგიაა ეგ და მონოთეისტური და მაინტერესებს სამეცნიერო კვლევები მასზე.

    Like

  3. zaza 05/05/2016, 12:01 PM

    ბოროტება, რა თქმა უნდა არ არის კარგი, ცუდია…
    მაგრამ, (ყველაფერს ორი მხარე აქვს) ჩემი აზრით ბოროტება რომ არ იყოს სიკეთეს ხომ ვერ გავიგებდით, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება…
    ბოროტება სიკეთეს განასხვავებს და გვაჩვენებს, ასევე სიკეთე ბოროტებას…
    ბოროტება და სიკეთე, თავისუფლების გამოხატულებაა, არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ, ვისაც უნდა კეთილია და ვისაც უნდა ბოროტი (სხვა საკითხია ვინ საით იხრება, მეტ-ნაკლებად…)
    თუმცა, არსებობს ადამიანების კატეგორია რომლებიც, ამბობენ არ მინდა არც სიკეთე და არც ბოროტება… ეს მესამე გზაა, რომელიც არ არსებობს, რადგან დროის საკითხია, ბოლოს მაინც ერთ-ერთ გზას ირჩევენ, ან იქით ან აქეთ…
    მე როგორ შევადარებდი იცით, ოთახს ერთი ფანჯარა და ერთი კარი აქვს, ვიღაცამ იცის, ფანჯრიდან რომ სცადოს გადასვლა გადავარდება, მაგრამ მაინც ფანჯრიდან ცდილობს გარეთ გასვლას, ვიღაცა კარიდან გადის გარეთ და მშვიდობიანად გადის, ვაღაცას არც ფანჯარა უნდა და არც კარი, უნდა რომ კედელი გაანგრიოს და ვერ ანგრევს, ძალა არ შესწევს, იცის რომ ვერ გაანგრევს მაგრამ მაინც წვალობს, ბოლოს მაინც ან ფანჯარას აირჩევს ან კარს…

    Like

  4. nikoloz 21/07/2017, 5:18 PM

    “რომ ბოროტება რიგ შემთხვევებში უპირატესობა იყო?” რა სულელური აზრი არის )))

    ანუ ტიპები ამტკიცებენ, რომ თითქოს იმაში რასაც ჩვენ დღეს ბოროტებას ვეძახით, ჩვენი წინაპრები სიკეთეს ხედავდნენ 😀 ასე რომ იყოს მაშინ ჩვენ ვერ ვიტყვით რომმ ჩვენს წინაპრებს ზნეობრივად აღვემატებით, და ვერც იმას, რომ კაცობრიობამ პოზიტიური პროგრესი განიცადა.

    მოკლეთ ეს ათეისტები ყოველთვის საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, ათეიზმი და ლოგიკა შეუთავსებელი ცნებებია. ერთი ხელით მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ აუცილებლად კეთილები უნდა ვიყოთ, და მეორე ხელით გვიმტკიცებენ, რომ თურმე ჩვენი წინაპრებისთვის ბოროტება სინამდვილეში სიკეთე იყო. ერთი ხელით მოგვიწოდებენ, რომ ველური პაპუასებიც ადამიანები არიან და მეორე ხელით გვიმტკიცებენ რომ ყველა ცხოველები ვართ.

    Like

    • Charlius 22/07/2017, 3:47 PM

      ადრე თუ ბოროტება დასაშვები იყო და ახლა აღარ არის, სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ პროგრესი განვიცადეთ. მაგ წინადადებას რაც შეეხება, ვარაუდის სახითაა დასმული

      Like

      • Andresklaus 05/11/2017, 3:40 PM

        ხვდები მაინც რას ამბობს? ვერ შეიძლება უღმერთო სამყაროში პროგრესი არსებობდეს. სამყაროში რომელშიც ყოველგვარ ფასეულობას ერთი და იგივე წონა აქვს, სამყაროში რომელშიც მორალი მხოლოდ სუბიექტური ცნებაა, შეუძლებელია რამეს უწოდო კარგი ან ცუდი. რომელ მორალურ პროგრესზე საუბრობთ გაურკვეველია. რეალური ათეისტები, ისეთები როგორიც იყო ნიცშე და მაგ. როგორიც არის რიჩარდ დოკინსი, უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ მიხვდნენ ამ ყოველივეს, რასაც სამწუხაროდ რიგითი ათეისტები ვერ აცნობიერებენ. ნიცშე შემთხვევით არ ამბობდა სიკეთის და ბოროტების მიღმა უნდა ვიცხოვროთო. როგორ ვერ ხვდებით ამას, არადა როგორი ელემენტარულია:

        ამონარიდი ფრენსის კოლინსისა (მორწმუნე) და რიჩარდ დოკინსის (ათეისტი) დისპუტიდან:

        კოლინსი: მორალური კანონი აქცევს დამაჯერებლად არსებობას არა ისეთი ღმერთის, რომელსაც უბრალოდ მოძრაობაში მოყავს სამყარო, არამედ ადამიანებზე მზრუნავი ღმერთის. რადგანაც ჩვენ უნიკალურები ვართ ამ პლანეტაზე, რადგან მაღალგანვითარებული მორალი გვაქვს. თქვენს მიერ გამოთქმული აზრი მიანიშნებს, რომ არა ევოლუციის პროცესით მართული ადამიანის გონებისთვის, სიკეთესა და ბოროტებას მნიშვნელობა არ აქვს. ეთანხმებით ამ აზრს?

        დოკინსი: ჩემთვის უმნიშვნელოა თქვენი შეკითხვა. სიკეთე და ბოროტოება – არ ვცნობ იმის არსებობას, რასაც სიკეთეს და ბოროტებას უწოდებენ. მივიჩნევ, რომ არსებობს კარგი ამბები, ხდება ასეთები, მაგრამ ცუდი ამბებიც ხდება. სამყაროს აქვს ზუსტად ისეთი თვისებები, როგორსაც უნდა მოველოდეთ. მასში არ არის არც მიზანი, არც დიზაინი, არც მორალი და არც საზრისი. არ არსებობს არც კეთილი და არც ბოროტი, სამყარო უბრალოდ ბრმა, უაზრო და დაუნდობელი შემთხვევითობაა.
        კოლინსი: ვფიქრობ, სწორედ ეს გახლავთ ჩვენს შორის ფუნდამენტური სხვაობა, მოხარული ვარ, რომ იგი ამგვარად დააკონკრეტეთ.

        “ამონარიდი ჟურნალ თაიმის სტატიიდან”

        Like

        • Charlius 05/11/2017, 5:11 PM

          მორალური პროგრესი ხდება აზროვნების შედეგად. რელიგია რომ იყოს მორალის წყარო, დღემდე მონათმფლობელობა იქნებოდა და ქალები მეორეხარისხოვანი არსებები იქნებოდნენ.

          დოკინსი მართალს ამბობს, აბსოლუტური სიკეთის და ბოროტების ცნებები არ არსებობს, რადგან მორალური პრინციპები ეპოქიდან ეპოქაში ცვალებადია. იგივე მონათმფლობელობა ავიღოთ, ქრისტიანობას პრობლემა არ აქვს, მაგრამ თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოება ბოროტებად თვლის.

          მორალი არის ფილოსოფიის სფერო და ფიზიკასავით ზუსტი და ობიექტური კანონები არ გააჩნია.

          Like

          • Andresklaus 05/11/2017, 5:47 PM

            ვერ მიხვდი ხომ მაინც რა ხდება? ანუ საერთოდ შეუძლებელია მორალის არსებობა აბსოლუტური და ნახევრად აბსოლუტურ მორალზე კი არ არის საუბარი აქ, არამედ საერთოდ რაიმე მორალის არსებობაც კი შეუძლებელია ასეთ სამყაროში. შეუძლებელია სიკეთეს და ბოროტებას შორის რაიმე ფასეულობითი სხვაობა იყოს.

            ვერ ხვდები, რომ საკუთარი პირითვე აღაიარებ იმას, რაც თავიდანვე იმ ბიჭს ეწერა?
            თავადვე ამბობ, რომ ყველა ეპოქაში მორალი სხვადადსხვაგვარია და არ არსებობს აბსოლუტური ფუნდამენტი, თუ თავად ფუნდამენტი ან თავად მიზანიც კი არ არსებობს, ანუ თუ არ არსებობს ის იდეალური მიზანი, რასაც უნდა მივაღწიოთ, მაშ რომელ პროგრესზეა საუბარი? ლოგიკურად ხომ უნდა მიხვდე, რომ ესეიგი უბრალოდ მოდა იცვლება ყველა ეპოქაში და არავითარი მიზანი არ არსებობს. მაგ შემთხვევაში ნიცშე მართალი გამოდის, ანუ რაც დღეს სიკეთეა , ხვალ შეიძლება ბოროტება იყოს და პირიქით. კაცობრიობის ცნობიერებაში თუ არ არსებობს ის იდეალი რასაც უნდა მივაღწიოთ და როგორიც უნდა იყოს სამყარო ჩვენი წარმოდგენებით, მაშ რომელ პროგრესიზე არის საუბარი? დაფიქრდი აბა? წარმოიდგინე ბავშვები რომლებიც ქუჩაში ხედავენ მსუქან კაცს და დასცინიან. შენი აზრით რატომ ეცინებათ ბავშვებს მსუქან კაცზე? გინდა გითხრა რატომ? იმიტომ, რომ მათი ქვეცნობიერეი აპოლონს ითხოვს და როცა მსუქანი მათ ქვეცნობიერ იდეალს არ შეესაბამება უარჰყოფენ.

            რაც შეეხება ქრისტიანობას მონადმფლობელობა სწორედ ქრისტიანობამ შეცვალა, ვინიადან სწორედ ქრისტიანობა ასწავლის პრინციპს, რომ ყველა ადამიანი უფლის წინაშე თანასწორია და რომ ყველა ჩვენგანი ძმები ვართ. სწორედ ამ პრინციპზე დგას თუნდაც ამერიკის კონსტიტუცია და ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია. წაიკითხე ამერიკის კონსტიტუციის საფუძვლები. რა პრინციპებზე იგებოდა.

            Like

            • Charlius 05/11/2017, 5:54 PM

              მიზანი არსებობს – კაცობრიობამ იცხოვროს უკეთეს პირობებში.

              “რაც დღეს სიკეთეა , ხვალ შეიძლება ბოროტება იყოს და პირიქით” კი, ასეა და ისტორიაა ამის მოწმე. სიკვდილით დასჯა, ლინჩის წესი, რასობრივი სეგრეგაცია, სისხლის აღება და უამრავი რამ იყო ჩვეულებრივი ამბავი, დღეს ბოროტებაა. სწორედ ესაა პროგრესი, რაც იმ კომენტარში მეწერა.

              “მონადმფლობელობა სწორედ ქრისტიანობამ შეცვალა, ვინიადან სწორედ ქრისტიანობა ასწავლის პრინციპს, რომ ყველა ადამიანი უფლის წინაშე თანასწორია და რომ ყველა ჩვენგანი ძმები ვართ”

              სამწუხაროდ, პავლე მოციქული არ გეთანხმება:
              5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;
              6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.
              7. კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს.
              http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/efeselta-6.htm

              1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.
              2. რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
              http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/1timote-6.htm

              Like

              • Andresklaus 05/11/2017, 6:08 PM

                მოკლედ შენ ან არ გსურს მიხვდე ან უბრალოდ ჯიუტობ. შენ ისევ პროგრესზე ამახვილებ ყურადღებას, მე კი გეუბნები, რომ პროგრესი ვერ შეიძლება არსებობდეს მაგ შემთხვევაში. ანუ შენ ამბობ რომ კაცობრიობა გაიზარდა და აღარ არის მონათმფლობელობა ხომ ასეა და იმაშიც ვთანხმდებით , რომ ეს კარგია, მაგრამ კითხვა ჩნდება: რატომ არის ეს კარგი ან რატომ უწოდებ ამას პროგრესს თუ მორალური იდეალი არ არსებობს ანუ თუ მორალი უბრალოდ სუბიექტური ცნებაა და არა ობიექტური. ვინ ადგენს იმას თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი? საზოგადოება ხომ? მაგრამ იქნებ რომელიმე საზოგადოებისთვის მონათმფლობელობა სიკეთედ ითვლება? ვინ გადაწყვიტა ის, მაინცდამაინც ამას ქვია სიკეთე და იმას ბოროტება? ისევ მეტყვი რომ საზოგადოებამ და სახელმწიფო კონსტიტუციამ. მაშ გამოდის რომ მე თუ ღვთის მონა ვარ და ჩემთვის ბიბლია არის წმინდა წიგნი შენ არაფრით განსხვავდები ჩემგან, ვინიაიდან შენთვის საზოგადოების (ანუ სხვა ადამიანების ) აზრი არის აბსოლუტური კანონი და ისევ მათ მიერ დაწერილი კონსტიტუცია მიგაჩნია წმინდა წიგნად.

                მაგალითს მოვიყვან: მაგალითად რატომ არ უნდა ვიყო ეგოისტი? შენ მეტყვი, შენ ალბათ მეტყვი, რომ ეს საზოგადოებას არ აყობს ხომ? კი მაგრამ მე თუ ის რაც საზოგადოებას აწყობს ხელს არ მაძლევს ბედნიერად ყოფნისთვის რატომ უნდა მადარდებდეს საზოგადოების აზრი? უამრავი ადამიანი არის სამყაროში მაგ. დიქტატორები , მათთვის დიქტატორობა ხელსაყრელია , ვინაიდან ბულასაც შოულობენ ამ გზით და საკმაოდ ბედნიერადაც გრძნობენ თავს, მაშ გამოდის რომ მათი საქციელი ობიექტურად არ არის არც მორალური და არც ამორალური, ისევ რიჩარდ დოკინსის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ხდება კარგი ამბები და ხდება ცუდი ამბები, ვინაიდან ათეისტის აზრით სამყარო ხომ უბრალოდ ბრმა, დაუნდობელი შემთხვევითობაა?

                ამიტომ სრულიად გაუგებარია რა მორალურ პროგრესზე შეიძლება იყოს საუბარი ბრმა, უაზრო და შემთხვევით სამყაროში? ესეიგი გამოდის, არც ერთ ჩვენს ქმედებას არავითარი ფასეულობითი წონა არ გააჩნია, მაგ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საერთოდ იმის უფლებაც , რომ გარეწარს გარეწარი ვუწოდოთ. ვინაიდან ვერ შეიძლება მაგ შემთხვევაში საერთოდ არსებობდეს გარეწარი.

                Like

              • Andresklaus 05/11/2017, 6:27 PM

                რაც შეეხება მონობას , შენ თუ გგონია მონობა სადმე გაქრა ძალიან ცდები? უფროსები ანუ ბატონები ისევ არსებობენ და მათი მოახლეებიც ისევ არსებობენ. სიტყვა შევცვალოთ არსი არ შეიცვლება. ოფისებში არიან დიქრექტორები მეტი პრივილეგიებით და არსებობენ მოსამსახურები. არც გაროზგვა აკლია ბევრს (ამ შემთხვევაში თუმდაც ფსიქოლოგიურ მორალური) და ზოგს საერთოდ არც კი აკლებენ როზგს. მაშინ ეგეთი დრო იყო, ეგრე ცხოვრობდა ხალხი და რას ფიქრობ ბუნტისკენ უნდა მოეწოდებინა პავლე მოციქულს? მაგ ეპოქაში სოციალური წყობა ასეთი იყო და დამოკიდებულება პატრონის მონის მიმართ პირადი მორალური გადასაწყვეტია, მაგალითად ბიბლიაში არის ადგილი სადაც აბრაამი იარაღს აძლევს მონებს, ეს იმაზე მიუთიტებს, რომ მისი დამოკიდებულება მონების მიმართ ისეთი სანდო იყო, რომ მათ იარაღსაც კი ანდობდა ბრძოლის დროს. ამიტომ პავლე მოციქული სრულიად სწორს მოუწოდებს, თუ პატიოსნად მოემსახურებით თქვენს უფროსებს, ნაკლები მიზეზი ექნებოდათ ბატონებს მათი ჩაგვრის, ვინაიან მაგ შემთხვევაში მონები სუფთები იქნებოდნენ ღვთის წინაშე და ქრისტიანისთვის მთავარი ეგ იყო. პავლე მოციქული იმ დროის სოციალურ მდგომარეობას ვერ შეცვლიდა, ვინაიდან მონათმფლობელობა იმ დროში ზუსტად ისეთივე წყობა იყო , როგორც დღეს კორპორაციებში არის უფროსსა და ჩვეულებრივ მოხელეს შორის დამოკიდებულება.

                ანუ მაგ. დღეს რომ გამოვიდეს ვინმემ და კორპორაციების რიგით მუშაოკებს პატიოსნებისკენ, პირნათლად საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ და წესრიგისკენ მოუწოდოს განა ეს ადამიანი მტარველი იქნება? ჩვენ არ გვიცხოვრია მეგობარო იმ პერიოდში და იმ პერიოდის სოციალური სულის გაგება შეუძლებელია, იმ სიტუაციას პავლე ვერ შეცვლიდა ვინიადან იმ მთავრებმა მასაც კი თავი მოჰკვეთეს. პავლე მოციქული სწორედ იმ ხალხმა მოკლა ვისაც მონები ჰყავდა, თავად პავლეს არ ჰყოლია მონები.

                ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მოწოდება არის პატიოსნებისკენ მოწოდება და მონების გამხნევება იმის, რომ მიუხედავად იმისა რომ ამ ქვეყანაზე მონები ხართ , თუ პატიოსნები იქნებით ღმერთი მხოლოდ ამას დაგიფასებთო. “ბიბლიასი ისიც წერია ამის საპასუხოდ, რომ ვინც თავს აიმაღლებს ის დამდაბლდება , და ვინც თავს დაიმდაბლებს ის ამაღლდება” სწორედ ამის თქმა სურს პავლეს ამ შემთვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ასე ხართ დაჩარგულები პატიოსნება არ დაკარგოთო. და ეხლა იმ დროში ვინ როგორ ეპყრობოდა თავის მონას ეს უკვე მისი მორალური საკითხი არის.

                ქრისტიანობამდე არათუ მონები ჰყავდათ არამედ გლადიატორული ბრზოლები მიმდინარეობდა, საზოგადოება იმ დონეზე გაველურებული იყო, რომ ადამიანების სიკვდილის სანახავად სტადიონებზე იკრიბებოდნენ, და რას იტყვი , ამის შეცვლა შეეძლო მხოლოდ პავლეს? მთელმა ქრისტიანულმა ეკლესიამ შეძლო ამის შეცვლა, იმ დროს როცა ბრძოლები იმართებოდა და ლომების საგლეჯად უშვებდნენ ხალხს, სწორედ ქრისტიანები ჩადიდოდნენ სტადიონეზე და იმ ხალხს წინ ეფარებოდნენ და საკუთარ თავს სწირავდნენ, ისევე როგორც უამრავჯერ გლადიატორების შუსი დგებოდნენ და უამრავი ქრისტიანი გამოესალმა სიცოხლეს, ბოლოს იმპერატორმა სწორედ ამ მიზეზით აკრძალა გლადიატორების ბრძოლა, რადგანაც ქრისტიანები ასპარეზის საშუალებას არ აშლევდნენ მთელი სამის აუკუნე.

                Like

                • Charlius 05/11/2017, 8:58 PM

                  რაღაც სისტემა ან ტრადიცია (ამ შემთხვევაში მონათმფლობელობა) თუ არის ამორალური და ამაზრზენი და მქადაგებელი ამბობს, რომ ის ღვთიურ, ანუ უნაკლო ალტერნატივას (ანუ ბიბლიურ/ახალი აღთქმის მორალს) გთავაზობს, სწორედ რომ უნდა გაილაშქროს მის წინააღმდეგ. მარტინ ლუთერ კინგი არ ილაშქრებდა და არ ბუნტდებოდა უსამართლობის წინააღმდეგ? თუ იმას ამბობდა გამოსვლებში, შავკანიანებო, შეეგუეთ რომ უფლებები თითქმის არ გაქვთ და თეთრკანიანებს პატივი ეცითო?

                  Like

                  • Andresklaus 06/11/2017, 6:51 PM

                    მეგობარო გაგეცი მე მგონი მაგაზე პასუხი, კონტექსტებიდან საუნარი არ გამოვა, სრული კონტექსტი წაიკითხე. ეპისტოლედან მხოლოდ ნაგლეჯებს რომ დებ. რა მართინ ლუთერ კინგი, პავლე მოციქული პოლიტიკოსი არ ყოფილა და არც სოციალურ-პოლიტიკური წყობის შეცვლა იყო მისი მიზანი, ის ამბობდა რომ მიუხედავად თქვენი მდგომარეობისა იყავით პატიოსნები და ამას მოუწოდებდა ყველას, როგორც მონებს, ასევე მათ ბატონებს. სამართლიანობის მოთხოვნით რომ გამოდიხარ, ვფიქრობ ჯობია საკუთარ სამართლიანობას მიხედო, საიდააც მაგ კონტექსტებს ციტირებ, იქ მთელი ტექსტიც მიამატე. მას სწამდა, რომ ეს ცხოვრება არის დროებითი სადგომი, წუთიერი გაელვება, ამიტომ მისი რევოლუციონერობა არ იყო მოწოდებული გარე განთავისუფლებისკენ, არამედ შინაგანი რევოლუციისკენ იყო მოწოდება. რადგანაც ადამიანი შესაძლოა სატუსაღოში იყოს (სხვათაშორის გირჩევ მერაბ კოსტავას წერილი წაიკითხო კერძოდ კაკებას სატუსაღოში რომ წერს) და სრულიად თავისუფლად გრძნობდეს თავს და პირიქით იყოს განცხრომაში და მონა იყოს საკუთარი ამბიციების, ამპარტავნების, გარყვნილები, სიცრუის, თავი ყოვლისმცოდნედ მოგქონდეს და აშ. ანუ საკუთარი ეგოს, ვნებების ტყვე და მონა იყოს.

                    განდი ეგრე საერთოდ ხელების ჩამოშვებისკენ მოუსწოდებდა და ბუდა კი უმოქმედობისკენ ხალხს და რას ნიშნავს ეხლა ეს, რომ ბუდა და განდი მონობას ქადაგებდა?

                    ეს იცით რისი ბრალია? თქვენ ათეისტები მხოლოდ ჰორიზონტალურ განზომილებაში აზროვნებთ, ზუსტად ისე როგორც ებრაელები აზროვნებდნენ ქრისტეს მოსვლამდე. ებრაელები სწორედ ესეთ მესიას ელოდებოდნენ, მესის რომელიც ბუნტისკენ მოუწოდებდა ხალხს და ძალით გაანთავისუფლებდა რომალების ტყვეობისგან. მესიას რომელიც ფულს, განცხრომას და მიწერ კეთილდღეობას მოუტანდა მათ ერს. მაგრამ სულ სხვა რამე მოხდა და თუ არ იცი რა მოხდ, მაშ ბატონი ლევან გიგინეიშვილი ამის შესახებ დაწვრილებით მოგითხრობთ და ასევე გაგარკვევთ იმას თუ ვინ იყო სინამდვილეში პავლე მოციქული.

                    Like

                    • Charlius 07/11/2017, 12:38 AM

                      ლინკები იმიტომ დავდე, რომ კონტექსტის ამოგლეჯა არ დაგებრალებინა, მაგრამ მაინც წაგძლია სულმა 😀

                      Like

                    • Andresklaus 07/11/2017, 11:43 AM

                      “ლინკები იმიტომ დავდე, რომ კონტექსტის ამოგლეჯა არ დაგებრალებინა, მაგრამ მაინც წაგძლია სულმა”

                      არა მეგობარო ეგრე კი არ უნდა გექნა , უნდა დაგემატებინა მაგ კომენტარში, აი მე რაც მაწყობს მხოლოდ იმას ვხედავ და რაც არა იქ დავტოვეო. ანუ გამოდის, რომ თქვენ მხოლოდ დეტალებს ხედავთ და ტექსტის სრული არსის გააზრების უნარი არ შეგწევთ.

                      თავადე ადასტურებთ იმას, რომ სახარებაში თქვენ უბრალოდ “შეცდომებს” ეძებთ და დანარჩენი არსი თქვენთვის მიუწვდომელი და დაფარული რჩება, თქვენ უბრალოდ სიტყვათა შრიალი გესმით.

                      Like

                  • Andresklaus 06/11/2017, 6:55 PM

                    ქრისტიანისთვის გარე რევოლუციები ნაკლებ მნიშვნელოვანია, გარე რევოლუციებს სულიერად დეგრადირებული მასები და ადამიანები აწყობენ, ყველა ღმერთზე დაბოღმილი და გაბოროტებული მასები: https://www.youtube.com/watch?v=2HdHeCfYCss&t=329s

                    Like

                  • Andresklaus 06/11/2017, 6:56 PM

                    “ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში. ეს საშინელი სიტყვა ,,იდეოლოგია” დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, მაგრამ უკვე იმდენად მოწამლა მთელი სამყარო და ჩვენი ცხოვრება, რომ საქმის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. რა არის იდეოლოგია? ეს ისეთი სწავლება ანუ თეორიაა, რომელიც თავის თავს არა მხოლოდ აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებად ასაღებს, არამედ ადამიანს გარკვეულ ქცევასა და მოქმედებასაც განუსაზღვრავს. თუკი იდეოლოგიის რაობას ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ის ერზაცია და ცდილობს რელიგიას ჩაენაცვლოს, მაგრამ უდიდესი განსხვავება რელიგიასა და იდეოლოგიას შორის იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია, მხოლოდ და მხოლოდ პირადი და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს, უარყოფს.

                    რელიგია რწმენისაკენ მოწოდებაა და ყოველთვის ადამიანისკენაა მიმართული. იდეოლოგია კი — ხალხის მასების, კოლექტივის, კლასებისა და კაცობრიობისადმი. რელიგიის არსი და მიზანია, ღმერთის პოვნით ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავი და გახდეს ნამდვილი ადამიანი. იდეოლოგიის მიზანი და არსი კი იმაშია, რომ მთლიანად დაიქვემდებაროს ადამიანი და იდეოლოგიის მსახური გახადოს. რელიგია ამბობს: ,,რაი სარგებელ არს კაცისა უკუეთუ სოფელი ესე ყოველი შეიძინოს ხოლო სული თვისი იზღვიოს?” (მათე 16:26). იდეოლოგია კი ამბობს: იდეოლოგიის განსახორციელებლად მთელი სამყარო უნდა შეიძინო. რელიგია მოგვიწოდებს სხვა ადამიანში ვხედავდეთ მოყვასს. იდეოლოგია კი ყოველთვის შორეულ, უპიროვნო და განყენებული ადამიანებისაკენაა მიმართული.

                    ვიმეორებ, ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიების ზეობის, მათი ხალხზე საშინელი ბატონობის ეპოქაში. მხოლოდ ჩვენს საუკუნეში (XX საუკუნე) — რომელიც ჯერ მხოლოდ 70 წლისაა — მილიონობით და მილიარდობით ადამიანი გაანადგურეს განყენებული, წარმოსახვითი იდეოლოგიების სახელით. დღეს ადამიანს არა აქვს უფრო საშური და სასიცოცხლო ამოცანა, ვიდრე ამგვარი იდეოლოგიური ძალმომრეობის, ტირანიის განდევნა და მისი მხილება.”

                    http://www.faith.ge/?p=272

                    Like

                  • Andresklaus 06/11/2017, 7:18 PM

                    ქრისტიანს თავისი, გარე თვალისთვის უხილავი რევოლუციები აქვს. სამყაროს ხსნა საკუთარი ცოდვების ჩხრეკიდან იწყება და არა მასების აჯანყებიდან. თუ ადამიანს თავისი ცოდვებიც კი ვერ დაუმარცხებია, თავად ტყვეობისგან სახნელმა, სხვა როგორ უნდა იხსნას? მილიონი რევოლუცია მოხდა სამყაროში და რა ვითომ ამით ადამიანი უფრო ჰუმანური გახდა? ეს ტქვენ რაღაც ათეისტური უტოპიის გწამთ, ჯერათ, რომ თუ საყოველთაო ათეიზმი დამყარდება ყველა სამოთხეში ვიცხოვრებთ და სუპერ ჰუმანურებად გადავიქცევით. რაც სრული უტოპია და თავის მოტყუება. სულ ინკვიზიციაზე რომ აპელირებთ, გადახედეთ რა მარტო ბუტოვოს პოლიგონზე ათეისტებმა (ერთ პოლიგონზე) ერთი წლის მანძილზე იმდენი ადამიანი დახვრიტეს, რომ მაგდენი ადამიანი ინკვიზიციის არსებობის მანძილზე არ გაუსამართლებიათ. ეს მარტო ერთ წელიწადში მოახერხხეს ატეისტებმა, გადახედეთ არსებობს ინტერენეტში ფაქტები. ასევე რელიგიურ ომებზე რომ აპელირებთ, თითქოს ყველა ომი რელიგიის გამო ხდებოდეს სამყაროში, სინამდვილეში რეალობა ასეთია: კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, სულ მოხდა 1763 ომი, აქედან მხოლოდ 123 (ანუ 7%) იყო მოტივირებული რელიგიურ ნიადაგზე. მომხდარი ომების სრულ სურათს თუ ავიღებთ, რელიგიურ ომებში დაღუპული ყველა ადამიანის რაოდენობა 2% -ზე ნაკლებს შეადგენს. დანარჩენი ყველა ომი, ანუ მსოფლიოს ომების 93% პროცენტი სხვადასხვა მიზეზებით იყო მოტივირებული, ისეთი მიზეზებით, როგორიცაა, მაგალითად; ტერიტორიული სუვერენიტეტი, ეთნიკური ნიადაგი, იმპერიის გაფართოება, კომერციული უპირატესობა, ბუნებრივი რესურსების მითვისება, სიამაყე, შური, სიხარბე, კონკურენტუნარიანობა, უსამართლობის განცდა და ა.შ.

                    წყარო: “მსოფლიო ომების ენციკლოპედია”: http://bit.ly/2wIxDvV

                    Like

                  • Andresklaus 06/11/2017, 7:22 PM

                    ამიტომ რელიგია აქ ყველაზე ნაკლებ შუაშია, როცა სიბნელეზე და შუა საუკუნეებზე აპელირებთ ხოლმე, არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს 57 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა და ეს ხდებოდა არა ბნელ გაუნათლებელ საუკუნეში, (როგორც თქვენ შუა საუკუნეებს მოიხსენიებთ ხოლმე) , არამედ მეცნიერები და ატომის ერაში. მეცნიერება რომ აგყავთ ხოლმე ლამის ღმერთის ტახტზე, განა ატომურ ბომბებს, ტანკებს, ყუმბარებს, ტყვიამფრქბვევებს, საჰაერო და საზღვაო გამანადგურებლებს, ვერტმფრენებს, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღსაც მეცნიერები არ ქმნიან? ასე რომ მეცნიერება შეიძლება ბოროტებისთვისაც გამოიყენოს ადამიანმა და ეს ადამიანი საკმაოდ თავისუფლად შეიძლება იყოს ათეისტი, როგორც მაგალიტად ლენინი აიყო ათეისტი, სტალინი, პოლ პოტი. კიმჩინირი და ა.შ. , ნუ მეტყვით ეხლა ლენინზე განათლებული ათეისტი ვარ და რადგან მასზე განათლებული ვარ მაგიტომ ვარ ჰუმანურიო. არც განათლება არის აპრიორი იმის გარანტია, რომ ადამიანი ჰუმანური იქნება, ჰიტლერი და მისი გარემოცვა საკმაოდ განათლებული ადამიანები იყვნენ. ძალიან განათლებულები.

                    Like

                  • Andresklaus 06/11/2017, 9:05 PM

                    ხო, და ბოლოს . ესეც თქვენი ჰუმანური ათეიზმი:

                    “მამაკაცი, რომელიც დღეს აშშ-ს ერთ-ერთ ეკლესიაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით 26 ადამიანი მოკლა, მებრძოლი ათეისტი იყო და მორწმულეებს “უტვინოებს” უწოდებდა”
                    http://www.breitbart.com/texas/2017/11/05/report-texas-church-shooter-atheist-thought-christians-stupid/

                    Like

              • Andresklaus 05/11/2017, 6:53 PM

                ხოდა სწორედ მაგას გეუბნები, მანდვე ამოიკითხე სრულიად გაიაზრე რა წერია, ანუ რაც ვთქვი, რომ პავლე მონებს პატიოსნებისკენ მოუწოდებდა, ნუ ემსახურებით თვალთმაქცური სამსახურით თქვენს ბატონებს, თუ ემსახურებით პატიოსნად ემსახურებთ რადგან ღმერთი მხოლოდ ამას დაგიფასებთ – ანუ თქვენს პატიოსნებას:

                “5. გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ.

                6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.

                7. რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.

                8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.

                9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.”

                და ისიც წერია მანდვე თუ რა ბედი ელოდებათ მათ ბატონებს, ანუ ამას ისევ მონებს მოუწოდებს პავლე, რომ თქვენ ბატონებს ეს გადაეცითო:

                “მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;

                18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,

                19. და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.

                20. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,

                21. რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.”

                P.S.

                ამიტომ გულწრფელად გირჩევ მეგობარო, არ არის საჭირო კონტექსტების ციტირება, სრულიად წაიკითხე და ჩემი აზრით არაფერი გაუგებარი აქ არ არის.

                Like

              • Andresklaus 06/11/2017, 9:04 PM

                ხო, და ბოლოს . ესეც თქვენი ჰუმანური ათეიზმი:

                “მამაკაცი, რომელიც დღეს აშშ-ს ერთ-ერთ ეკლესიაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით 26 ადამიანი მოკლა, მებრძოლი ათეისტი იყო და მორწმულეებს “უტვინოებს” უწოდებდა”
                http://www.breitbart.com/texas/2017/11/05/report-texas-church-shooter-atheist-thought-christians-stupid/

                Like

                • Charlius 07/11/2017, 12:44 AM

                  აუ ამ არგუმენტმა დაგლიჯა 😀 ვინმემ თქვა, რომ ყველა ათეისტი ჰუმანურია? ათეიზმი იდეოლოგია არ არის, შესაბამისად ათეისტებში ფილანტროპებიც არიან და მიზანთროპებიც. ისევე როგორც ქრისტიანობაში, რომელიც იდეაში სათნოებას ქადაგებს.

                  ბილ გეიტსი ათეისტია და მილიარდობით დოლარი აქვს გაღებული ქველმოქმედებაში, რაც აზიაში და აფრიკაში დაავადებებთან და ანტისანიტარიასთან ბრძოლას ხმარდება. ეს რატომ გამოგრჩა?

                  Like

                  • Andresklaus 07/11/2017, 12:04 PM

                    ეს ნეო ათეიზმი და დოკინსი მიმდევრები იდეოლოგია არის თუ არა ეგ კიდევ ცალკე საკითხია… Scientism-ზე არარაფერს ვამბობ, ლამის რელიგიად რომ აქვთ ქცეული ათეისტებს თავისი წმინდანებით (ბრუნო), გურუებით (დოკინსი) და ა.შ.

                    რაც შეხება ბილ გეიტს ეგ ვინ მოგატყუა რომ ბილ გეიტსი ათეისტია? 2015 წლის ინტერვიუში ნათლად წერს რომ ის მართალია ეთანხმება დოკინის იმ მოსაზრებას, რომ მეცნიერების განვითარებსათან ერთად კაცობრიობამ ბევრ კითხვას უპასუხა და რომ მეცნიერებამ უამრავი მითი გააქარწყლა და იმასაც ამატებს, რომ მას არ სჯერა თიტქოს სამყარო შემთვევითობის შედეგად წარმოიშვა. იმასაც ნათლად აღნიშნავს, რომ შვილებს რელიგიურად ზრდის, რომ მისი ოჯახი და თავადაც ხშირად ესწრებიან საკვირაო წირვებს.
                    ასე, რომ ბილ გეიტის ატეისტებთან გაიგივება ცოტა არ იყოს სასაცილოა, ეხლა რადგან დოკინსს ეტანხმება იმ აზრში, რომ მეცნიერებამ ბევრი ცრურწმენა გააქარწყლა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ბილ გეიტსი ათეისტია, მაგ საკითხში დოკინსს მეც ვეთანხმები და რადგან ვეთანხმები ესეიგი მეც ათეისტი ვარ?

                    როგორ გეტყობა, რომ დეგრას ტაისონის ფანი ხარ, რაღაც ამპარტავნული გადმოსახედიდან ეს: “ხიხიხი-ხახახა”. ვითომ რაც მეტად გაიჭაჭები და ზემოდან დაუწყებ ყურებას ხალხსმით მეტი ჭკუა გემატებათ? აგერ არის ფაქტი, იმის რომ კაცი ზუსტად შენსავით “ხიხიხი -ხახაათი” იყო დაკავებული, თავი სხვებზე ჭკვიანი ეგონა, ბოლოს შევარდა ეკლესიაში და ხალხი დახოცა. ეგეც ეგრე თვლიდა, მორწმუნეებზე ჭკვიანი ვარო. ვინც ათეისტობა გადაწყვიტა განა ყველა დიდი მეცნიერ-ფილოსოფოსი გამხდარა. ან თუმდაც შენ ვინ ხარ. არც არავინ, ერთი ჩვეულებრივი ინტერნეტ ათეისტი ხარ, ფორუმ გეს ადმინი, სხვა არც არავინ.

                    Like

                  • Andresklaus 07/11/2017, 12:07 PM

                    ეს ნეო ათეიზმი და დოკინსის მიმდევრები იდეოლოგია არის თუ არა ეგ კიდევ ცალკე საკითხია… Scientism-ზე აღარაფერს ვამბობ, ლამის რელიგიად რომ აქვთ ქცეული ათეისტებს თავისი წმინდანებით (ბრუნო), გურუებით (დოკინსი) და ა.შ.

                    რაც შეხება ბილ გეიტს, ეგ ვინ მოგატყუა რომ ბილ გეიტსი ათეისტია? 2015 წლის ინტერვიუში ნათლად აღნიშნავს, რომ ის მართალია ეთანხმება დოკინის იმ მოსაზრებას, რომ მეცნიერების განვითარებსათან ერთად კაცობრიობამ ბევრ კითხვას უპასუხა და რომ მეცნიერებამ უამრავი მითი გააქარწყლა და იმასაც ამატებს, რომ მას არ სჯერა თითქოს სამყარო შემთვევითობის შედეგად წარმოიშვა. იმასაც ნათლად აღნიშნავს, რომ შვილებს რელიგიურად ზრდის, რომ მისი ოჯახი და თავადაც ხშირად ესწრებიან საკვირაო წირვებს.
                    ასე, რომ ბილ გეიტსის ათეისტებთან გაიგივება ცოტა არ იყოს სასაცილოა, ეხლა რადგან დოკინსს ეთანხმება იმ აზრში, რომ მეცნიერებამ ბევრი ცრურწმენა გააქარწყლა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ბილ გეიტსი ათეისტია, მაგ საკითხში დოკინსს მეც ვეთანხმები და რადგან ვეთანხმები ესეიგი მეც ათეისტი ვარ?

                    როგორ გეტყობა, რომ დეგრას ტაისონის ფანი ხარ, რაღაც ამპარტავნული გადმოსახედიდან ეს: “ხიხიხი-ხახახა”. რაც მეტად გაიჭაჭები და ზემოდან დაუწყებ ყურებას ხალხს ვითომ მით მეტი ჭკუა გემატებათ? აგერ არის ფაქტი, იმის რომ კაცი ზუსტად შენსავით “ხიხიხი -ხახაათი” იყო დაკავებული, თავი სხვებზე ჭკვიანი ეგონა, ბოლოს შევარდა ეკლესიაში და ხალხი დახოცა. ეგეც ეგრე თვლიდა, მორწმუნეებზე ჭკვიანი ვარო. ვინც ათეისტობა გადაწყვიტა განა ყველა დიდი მეცნიერ-ფილოსოფოსი გამხდარა? ან თუმდაც შენ ვინ ხარ. არც არავინ, ერთი ჩვეულებრივი ინტერნეტ ათეისტი ხარ, ფორუმ გეს ადმინი, სხვა არც არავინ.

                    Like

                  • Andresklaus 07/11/2017, 12:45 PM

                    P.S. აქაც დავწერ: კომენტარებზე ედიტის საშუალების გაკეთება არ მაქვს და თხოვნა მექნება, რომ ის კომენტარები რომლებიც ორჯერ მეორდება წაგეშალა, ანუ ისინი რომლებიც წინ არის დაწერილი თორე რაღაც სპამივით გამოდის )) მადლობა წინასწარ.

                    Like

  5. Andresklaus 05/11/2017, 4:00 PM

    ОТВЕТ МОЛОДОМУ УЧЁНОМУ – А. Солженицын

    В одной научной аудитории после прочтения отрывка из моей пьесы, где содержался спор о смысле науки и цели научных занятий, мне прислали записку: “В этой аудитории уже не впервые предаются анафеме механизированные роботы (автор записки, видимо, имеет в виду людей, занятых своей наукой, и только ею одной. – А.С.): так делали А. Вознесенский, поэт Коржавин, сейчас, видимо, и Вы. Хочется дать реплику. Когда человек отдаётся любимому делу – художник, писатель, композитор, – почему-то это не вызывает подозрения у гуманитарных натур… Работаем потому, что дышим, как птица поёт, – зачем так всерьёз говорить об этом с библейским сомнением?”

    Это требует разъяснения. Отделим вопрос о “художниках, писателях, композиторах”, ибо с них нравственный спрос не только не меньше, но боль ше, и выходит за рамки разбираемого сейчас.

    Вот какова, по-моему, правильная постановка вопроса: никто не спрашивает юношу, избравшего науку, – зачем ты её избрал? одумайся! Жизненная задача всякого человека начинается с того, чтобы правильно понять свои способности и наилучшим образом их приложить. Но вопрос задаётся всякому, молодому и старому, уже занимающемуся наукой: не может быть, чтобы ты занимался ею совершенно бесцельно, просто так, отдаёшь ли ты себе отчёт в цели своей деятельности и в своём месте в обществе?

    Ответы на то бывают разные (им и посвящён спор в упомянутой пьесе). Но один из них – самый распространённый – мы разберём здесь. Ответ этот: “мне интересно”, вот и всё. Причём эмоционально это произносится обычно с оттенком превосходства: вот я оказался достоин такой интересной работы.

    На это, обращаясь к говорящему (или к автору цитированной выше записки), и хочется сказать:

    – Друг мой! “интересно” – это вообще не ответ, а если ответ – то совершенно безнравственный. Вам придётся признать тогда равноправность и всех других “интересных” занятий – начиная с коммерции, занятий, не создающих нравственных ценностей.

    – А почему мы должны создавать нравственные ценности? Это вообще не задача учёных! Оставьте нас с нашими реакторами, датчиками и колбами. Нам интересно так.

    Вот тогда мы его и спросим:

    – Скажите, а утром на сковородку вы три яйца бьёте? Это вам интересно? А вы не хотели бы на полгодика пойти поработать в колхозный птичник? Или вы скажете – “если птичнице не интересно – пусть не занимается”? Друг мой, осознайте! Вы, учёные, уже с первых молодых шагов любимчики и баловни общества. Вам отданы лучшие пайки, лучшие доли. Вас не касается военная служба, физический труд, трудный транспорт, недостатки в питании. Вы живёте в изолированном, застеклённом, оранжерейном мире. Плоскость вашего бытия – столица, дача, курорт, потом и заграница, она не совпадает с плоскостью жизни нации. И вы находите такую жизнь интересной? Ничего удивительного. Но – благородно ли это? Вы едите хлеб с полей XX века, а весь вклад ваш пойдёт уже в XXI, ибо ни лазеры, ни ядерные реакторы, ни успехи в физике твёрдого тела не улучшат в ближайшие десятилетия судьбу той птичницы. А что улучшит – то будет от общественной жизни, а не от науки.

    Так говоря “интересно” – говорите, по крайней мере, это не с гордостью, а со стыдливостью! – со стыдливостью за ту утреннюю яичницу, и за то, что вам не приходится возить батонов в мешке сперва в тесном поезде, потом в переполненном автобусе. С певчей птицей себя не сравнивайте, ибо она сама себе добывает пищу, и поёт только в промежутке между невесёлыми этими хлопотами. Ответ “мне просто интересно” – безнравственный. А нравственно будет – думать об обществе больше, чем о себе, и больше, чем о науке, думать, как послужить ему сегодняшнему, а не тому хрустальному, двадцать первого века.

    Ноябрь 1966

    Ответ молодому учёному (ноябрь 1966). – Записка,упомянутая в тексте, была прислана А. И. Солженицыну среди многих других от слушателей его публичного высту- пления в Курчатовском институте в Москве в конце октября 1966, с чтением отрывков из пьесы “Свеча на ветру” и романа “В круге первом”. Ответ автор пустил в самиздат. Эпизод с птичницей подробнее разработан в “Раковом корпусе”, глава 27. Текст впервые опубликован в “вермонтском” 20-томном Собрании сочинений, т. 10, с. 7.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: