კვლევა: არარელიგიური ბავშვები უფრო კეთილები არიან

praying child
ფაქტია, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ რელიგია იმისთვის, რათა მორალურად იცხოვრონ. თუმცა ნაკლებად აშკარაა, რელიგია ზრდის თუ ამცირებს კეთილშობილებას ადამიანებში, რადგან მორალისა და რელიგიის კავშირი რთული თემაა. ბევრმა მკვლევარმა სცადა, ამ კითხვისთვის ემპირიულ ნიადაგზე გაეცა პასუხი, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვიტეს.

ახალმა კვლევამ, რომელშიც დააკვირდნენ 1100 ბავშვს 6 სხვადასხვა ქვეყნიდან, დაადგინა, რომ არარელიგიურ ოჯახში აღზრდილი ბავშვები უფრო მეტად არიან გაზიარებისკენ მიდრეკილი, ვიდრე რელიგიურები. კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „Current Biology”. კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ბავშვების მორალური აღზრდა სეკულარულ გარემოში ზრდის მათ მიდრეკილებას კეთილშობილებისადმი.

 

ექსპერიმენტი

ეს კვლევა – რომელშიც დააკვირდნენ ამერიკელი, კანადელი, იორდანიელი, თურქი, სამხრეთაფრიკელი და ჩინელი ბავშვების ქცევას – ეფუძნებოდა თამაშს, რომელშიც ბავშვებს სთხოვდნენ, სტიკერები ეჩუქებინათ მათსავე სკოლაში მყოფი უცნობი ადამიანებისთვის.

რელიგიური მშობლები აცხადებდნენ, რომ მათი შვილებს უფრო მეტად ჰქონდათ განვითარებული თანაგრძნობის უნარი და სამართლიანობის გრძნობა. თუმცა ბავშვების რეალური დამოკიდებულება და ქცევები ეწინააღმდეგებოდა მშობლების მოლოდინს. არარელიგიური ბავშვები უფრო სულგრძელები აღმოჩნდნენ, ვიდრე მათი ღვთისმოსავი მეგობრები: ისინი უფრო ხალისით არიგებდნენ სტიკერებს თანატოლებთან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არარელიგიური ბავშვები ნაკლებად აღიქვამენ ხელის კვრას, დაჯახებას და სხვა მსგავს ზიანს ნეგატიურად, შესაბამისად ზიანის მიმყენებელსაც ნაკლებად თვლიდნენ დასჯის ღირსად.

ეს კვლევა მრავალმხრივ შთამბეჭდავია, თუნდაც იმიტომ, რომ მასში მონაწილეობდა 5-12 წლის ათასზე მეტი ბავშვი 6 სხვადასხვა ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ბავშვები მხოლოდ იმ ოჯახებიდან იყვნენ, რომლებიც იდენტიფიცირდებოდნენ ქრისტიანულად, ისლამურად ან არარელიგიურად. კვლევამ დასკვნა გააკეთა იმაზეც, რამდენად განსხვავდებოდნენ დასამსჯელო საკითხში ქრისტიანები და მუსლიმები: მუსლიმებს უფრო მეტად აქვთ დასჯისკენ მიდრეკილება, ვიდრე ქრისტიანებსა და არარელიგიურებს, რომლებიც ამ საკითხში ერთმანეთს ჰგავდნენ. თუმცა საინტერესო იქნებოდა იმის გაგებაც, როგორ შედეგს აჩვენებდნენ ჩინელი ბუდისტები ან ტაოისტები.

 

წინააღმდეგობრივი შედეგები

მაშ რატომ არ შეგვიძლია, დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ რელიგია სამყაროს მორალურად აუარესებს? კვლევა, რომელიც რელიგიურ და არარელიგიურ ადამიანებს ადარებს მორალური ქცევის საკითხში, სრულიად საკმარისია. როგორც აღმოჩნდა, ეს ბევრ ადამიანს უცდია, და ამ საკითხთან დაკავშირებული მტკიცებულებები საუკეთესო შემთხვევაში ორაზროვანია.

ერთი მხრივ, ვიცით, რომ რელიგიური ადამიანები ხშირად აცხადებენ მათ მიერ ჩადენილ ქველმოქმედებასა და მოხალისეობაზე. მეორე მხრივ, ახლახანს ჩატარებული კვლევა, რომელიც მონაწილეთა ქცევებს დააკვირდა 5 განსხვავებულ რეგიონში, ვერ პოულობს რელიგიურობასა და ყოველდღიურ მორალურ ქცევებთან კავშირს.

ამ შეუსაბამობამ უბიძგა ზოგ სოციალურ მეცნიერს დასკვნისკენ, რომ რელიგიური ადამიანები მიდრეკილი არიან მათ მიერ ჩადენილი სიკეთის გაზვიადებისკენ, რაც რელიგიურობისა და უპატიოსნობის კავშირზე უფრო მეტყველებს. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ რელიგიის გავლენა ამცირებს ტყუილისკენ მიდრეკილებას, თუმცა არც ყველა ტიპის მორწმუნეა არარელიგიურ ადამიანებზე უფრო პატიოსანი.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ტიპის რელიგიური ადამიანები არსებობენ. არსებობს მრავალი სხვადასხვა რელიგია და რელიგიასთან დამოკიდებულებაც განსხვავდება, რაც თავის მხრივ აისახება რელიგიისა და მორალის კავშირის შესახებ დასმული კითხვების პასუხებში.

წინა კვლევა, რომელიც 67 ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენებს, რომ სხვადასხვა რელიგიური რწმენები განსხვავებულად მოქმედებენ დანაშაულის დონეზე: ჯოჯოხეთის შიში ასოცირებულია ნაკლებ დანაშაულთან, სამოთხის რწმენა კი – დანაშაულის მატებასთან. ასევე აღმოჩნდა, რომ მორალური გადაწყვეტილების მიღებამდე ადამიანების ქვეცნობიერად დატვირთვა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა „რელიგია” და „ღმერთი”, განსხვავებულ ეფექტებს ახდენს სულგრძელობაზე – სიტყვა „რელიგია” ზრდის სულგრძელობასა და ნდობას ნაცნობებისადმი, ხოლო „ღმერთი” აძლიერებს ამ დამოკიდებულებას უცხოებისადმი. კიდევ უფრო რომ გავაბუნდოვანოთ სიტუაცია, ისიც გავითვალისწინოთ, რომ რელიგიის გავლენა ხან ზრდის, ხანაც ამცირებს რასობრივი და სექსუალური უმცირესობებისადმი ცრურწმენებს.

ეს ამ სფეროში ჩატარებული მხოლოდ ერთ-ერთი ბოლო კვლევაა, თუმცა ნათელია, რომ ჯერ კიდევ ვერ გავცემთ დაზუსტებულ პასუხს კითხვაზე, როგორ გავლენას ახდენს რელიგია მორალზე. ეს ნაწილობრივ იმის გამოა, რომ „რელიგია” ძალიან ფართო ცნებაა. თუმცა იგივე შეიძლება ითქვას „მორალზე”: ჩვენ ამ სტატიაში შევეხეთ სულგრძელობას, პატიოსნებას, ნდობასა და ცრურწმენას.

როგორ უნდა განვმარტოთ ახალი კვლევა? ავტორები შესაძლოა არ ცდებიან, როცა ამბობენ, რომ მათი აღმოჩენა ეწინააღმდეგება მოსაზრებას რელიგიის, როგორც მორალური განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტის შესახებ, თუმცა არის თუ არა სეკულარიზაცია კარგი „ადამიანური სიკეთისთვის”, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვმარტავთ „სიკეთეს”. ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ სტიკერების გაზიარება მორალურად კარგი საქციელია, თუმცა ადამიანისადმი მიყენებულ მსუბუქ ზიანთან დამოკიდებულებაში ამბივალენტურობა იგრძნობა.

სჯობს თუ არა, ასეთი ზიანის მიმყენებლები არ დავსაჯოთ (ან მსუბუქი დასჯა ვაკმაროთ)? რეალურად სტიკერების გაზიარების საკითხიც კი ინტერპრეტაციას ექვემდებარება. შესაძლოა, რელიგიური ბავშვები რომელიმე კატეგორიის ადამიანებს უფრო მეტად უზიარებენ, მაგალითად თავისნაირებს (ან გასაჭირში მყოფებს ან მათ, ვინც რამენაირად იმსახურებს ჩუქებას). ამ შემთხვევაში მათ ქცევას შეგვიძლია ლოიალური ან პატიოსანი ვუწოდოთ. განსხვავებული ღირებულებები და სიკეთის ფარდობითობა დავის საგანია და მათი დაიგნორება არ შეიძლება.

თუმცა ცხადია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ რელიგიასა და მორალზე ჩატარებული კვლევები უნაყოფოა. პირიქით. ეს ახალი კვლევა ერთგვარი გამოწვევაა ამ ორ საკითხზე საზოგადოებაში ძლიერად გამყარებული სტერეოტიპებისთვის, რაც მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს. თანაც გაირკვა განსხვავებები ორი რელიგიის მიმდევრებს შორის, რაც დამატებით კვლევად ღირს.

მომავალ კვლევებში საჭიროა უფრო განსხვავებული მიდგომა. მთავარი კითხვა უნდა იყოს არა „საჭიროა თუ არა რელიგია მორალისთვის?” და არც „არის თუ არა რელიგია ბოროტება?”, არამედ „რელიგიის რომელი ასპექტები ესადაგება მორალის რომელ ასპექტებს და რა ვითარებაში?”. დღევანდელი გადმოსახედიდან, ფსიქოლოგებსა და სხვა სოციალურ მეცნიერებს კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ.

IFLScience

Advertisements

65 responses to “კვლევა: არარელიგიური ბავშვები უფრო კეთილები არიან

  1. zaza 09/11/2015, 12:31 PM

    ძნელია რა თქმა უნდა ვინმე გაამართლო ან გაამტყუნო, მაგრამ ჩემი აზრით არასწორი სწავლება მიდის მართლმადიდებლობის (საერთოდ ქრისტიანობის) და ამიტომ მიიღეს ისეთი შედეგი როგორიც აქ თქვეს, მაგალითად, ბევრი სასულიერო პირი, ჩემი აზრით ხშირად თავისი ნააზრევებიდან გამომდინარე, როგორც თვითონ წარმოუდგენია და ფიქრობს, გონია რომ ისეა ყველაფერი და სხვასაც იგივეს ასწავლის, აქ რა თქმა უნდა რელიგია არაფერშუაშია და არასწორ დასკვნებს აკეთებენ, რადგან ეგრევე რელიგიას მიაწერენ ხოლმე, ადამიანისთვის ძალიან ძნელია ყველაფერი ზუსტად ისე შეასრულო როგორც რელიგია ითხოვს, რელიგია ითხოვს ადამიანისთვის სირთულეებს იმიტომ რომ ადამიანი მიეჩვიოს თავისი გონების მართვას, ნებისყოფა გამოიმუშავოს… ხოლო თვითონ ადამიანს უჭირს, რადგან გონება თავისუფალი აქვს და არ სურს არანაირ ჩარჩოებში ჯდომა, მაგრამ ისიც ფაქტია რომ აუცილებელია, რომ არ დაიღუპო და ნაკლები პრობლემები გქონდეს, გადარჩე მომავლისთვის. ისიც ხომ ფაქტია რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ სიკეთეზე გელაპარაკება და შენ მაინც აგრესიული ხარ, რატომ? (მაინც მართლმადიდებლობაა დამნაშავე?) იმიტომ რომ ვერ ერევი შენს სხეულს, სხეულს რაც სურს იმას გაკეთებინებს, აქ არაფერშუაშია მართლმადიდებლობა, შენშია პრობლემა, მართლმადიდებლობა 5 წუთში ან ერთ დღეში არ ისწავლება, მართლმადიდებლობას მთელი ცხოვრება ჭირდება, ყოველ ნამოქმედარს დაკვირვება ჭირდება რათა მეორედ არ გაიმეორო, თუ შენ ზიანს გაყენებს…
    მართლმადიდებლობა ჩემი აზრით არის საკუთარ თავზე (სხეულზე) გამარჯვება, ხშირ შემთხვევაში სხეული შენს საწინააღმდეგოს გთხოვს და შენ ვერ ერევი, სწორედ აქ არის საჭირო რელიგია, მართლმადიდებლობა, ხშირად ვივიწყებთ ხოლმე, მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ… (ეს თუ გავიწყდება რელიგია რა შუაშია?)
    რა თქმა უნდა არარელიგიური ხალხიც არიან კეთილნი და არააგრესიულნი, მაგრამ რელიგია გეხმარება უფრო გაძლიერებაში, უფრო სწორ გზაზე რომ იარო…
    და როდესაც არასწორად სწავლობ მაშინ უფრო მეტ შეცდომებს უშვებ…
    ჩვენი პრობლემა სწორედ იმაშია რომ არასწორად ვსწავლობთ, ერთმანეთს ვახვევთ საკუთარ აზრებს, საკუთარ ნაფიქრს, ნამოქმედარს და რელიგიას ვაწერთ, შედეგიც სახეზეა, ვამტყუნებთ რელიგიას, შეცდომას შენ უშვებ და ხელს იშვერ სხვისკენ, მართლმადიდებლობისკენ, რელიგიისკენ… (თუ სწორად ისწავლი, თუ ისე შეასრულებ ყველაფერს როგორც რელიგია გეუბნება და არა საკუთარი ფიქრები, როგორც ფიქრობ, მაშინ ხელს ვეღარ გაიშვერ რელიგიისკენ), რელიგია მხოლოდ ქრისტიანული მართლმადიდებლობაა სხვა დანარჩენი მხოლოდ ხალხის გამოგონილია, ერთმანეთის სამართავად…

    Like

  2. Mari 16/01/2017, 1:09 AM

    ჩემი აზრით რელიგია, საბედნიეროდ, ბოლომდე მაინც ვერ ამარცხებს ადამიანის აზრის თავისუფლებას, ეჭვებს, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება უფრო ძლიერია. ამიტომ რელიგია ხშირ შემთხვევაში ვერ ცვლის ადამიანის ბუნებას ისე ძლიერ რომ მისი რეალური სახე შეცვალოს. ამიტომ ექსპერიმენტში რადიკალურ განსხვავებებს ვერ წავაწყდებით რელიგიური და არარელიგიური ადამიანების ქცევებს შორის. ხოლო აბა ალაპარაკე რელიგიური ადამიანი და არალეგიური ადამიანი, სულ სხვადასხვანაირად ისაუბრებენ მორალებზე . მაგრამ მთავარი ის კი არაა რას ლაპარაკობს, მთავარი ისაა როგორ იქცევა.
    ამიტომაა რომ იყო ნახსენები ტექსტში; რელიგიურ ხალხს უყვარდათ თავიანთ სიკეთეზე საუბარი და გაზვიადება. მათ იციან რომ ასე უნდა მოიქცნენ, კეთილი საქმე უნდა აკეთონ, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგა სიკეთის კეთება დიდად არ ეხალისებათ(ზოგს) . ასე რომ, რეალობაში მაინც არარელიგიური ადამიანისგან არა რელიგიით განსხვავდებიან, არამედ მათი რეალური ბუნებით და ხასიათით.

    Like

  3. zaza 16/01/2017, 12:25 PM

    ჰა, … რელიგია არც ებრძვის ადამიანს, ღმერთს მაგისთვის არ მოუგონია რომ ადამიანი დაამარცხოს, ადამიანს დამარცხება რომ სდომოდა არც შექმნიდა…
    რომ მოინდომოს დამარცხება ვერ დაგამარცხებს, თავის ნებაზე არ და ვერ გატარებდა?
    ყველაფერზე ისე დაეთანხმებოდი რომ შენ თვითონაც კმაყოფილი იქნებოდი, მაგრამ რათ უნდა, მაშინ რა აზრი აქვს თავისუფალ ნებას რომელიც შენ გაქვს ღმერთისგან ბოძებული?
    რა მნიშვნელობა აქვს რელიგიურ და არარელიგიურს შენ თუ ცუდი მოსწავლე ხარ, სკოლაში რაიმე საგანს რომ გასწავლის მასწავლებელი, შენმა კლასელმა თუ კარგად ისწავლა და შენ არ ისწავლე ვისი ბრალია მასწავლებლის?
    რელიგიურად მოაზროვნე ადამიანები რა, განსხვავებულები არიან თუ რა?
    ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რელიგია შენ გასწავლის და შენზეა დამოკიდებული დანარჩენი როგორ ისწავლი და არამხოლოდ როგორ ისწავლი არამედ შემდეგ როგორ იცხოვრებ, შეიძლება ყველაფერი კარგად ისწავლო მაგრამ საწინააღმდეგოდ იცხოვრო, ვისი ბრალია, ღმერთის?

    Like

    • რეზო 21/02/2017, 1:28 AM

      ზაზა ბიბლიაში რომ წერია ურჩი ბავშვები, ჰომოსექსუალები, ნათესავთან მრუშობის ჩამდენი ადამიანები უნდა დავხოცოთო, ამას ეთანხმები?

      Like

  4. zaza 21/02/2017, 11:42 AM

    ბიბლიაში, არა მგონია რომ ასეთი რამე ეწეროს, და რატომ… იმიტომ რომ იმ ბიბლიაში სადაც ესეთი რაღაცეები წერია, არ არის ნამდვილი, ორიგინალი ბიბლია, ჩემი აზრით.
    საუკუნეების მანძილზე, დღემდე… გადაწერა-გადმოწერა მიდის, ვიღაც-ვიღაცეების ინტერესებიც ჩნდება შიგნით, ვიღაც-ვიღაცეების შეცდომებიც, ნებსით თუ უნებლიედ, ვიღაც-ვიღაცეების ხელოვნურად, განზრახ დამახინჯებებიც და იმიტომ არ მჯერავს…

    შენ! (ზოგადად) ადამიანმა როგორ შეიძლება დაიჯერო ესეთი (დამახინჯებული) რაღაცეები რომ ღმერთისგან არის, თუ კი იცი რომ ღმერთი არის სიკეთე, სიყვარული, თავმდაბლობა.
    თუ კი იცი რომ ღმერთი მოგიწოდებს განღმერეთობას, განღმერთობას არა ზემოთ ხსენებული დამახინჯებებით, არამედ სიკეთით, სიყვარულით, თავმდაბლობით, პატიოსნობით.

    ჰომოსექსუალობას რაც შეეხება, მაგალითად: როდესაც ვირუსი გაქვს შენ ხომ ცდილობ მოერიდო ადამიანებს, ან რაიმე ზომები მიიღო რომ სხვებს არ გადასდო, მოსაწონი ხომ არ არის ვირუსი რომ გაქვს, ხომ არ ამაყობ ამით და ცდილობ განიკურნო…
    ესეა ჩემი აზრით ჰომოსექსუალობაც, თუ მოგწონს ამ მდგომარეობაში ყოფნა კი ბატონო იყავი მაგრამ ხალხს მოერიდე, რეკლამირებას ნუ ეწევი, იყავი შენთვის, სხვებს არ უბიძგო, მომავალ თაობას რომ რა კარგია და ასე შემდ. … და არავინ შეგაწუხებს.
    ადრე, კომუნისტების დროსაც იყვნენ ჰომოსექსუალები მაგრამ სულაც არ ყოფილა მსგავსი „ქარიშხალი“ დღეს რომ არის ზოგ-ზოგიერთების მხრიდან, ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება, შეგნებულად, რათა ყველაფერი ქართული წაგვიშალონ და ევროპელების, რუსების მარიონეტებად ვიქცედ, თავის ჭკუაზე გვათამაშონ (სამწუხაროდ, დროებით, გვათამაშებენ) როგორც უნდათ, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის რომ ზოგ-ზოგიერთი ქართველიც დაუფიქრებლად თავს უქნევს რუსებსაც და ევროპელებსაც და ქართულზე სულაც არ აინტერესებთ ფიქრი…
    ხომ შეიძლება რაც კარგი გვაქვს ქართველებს მხოლოდ ის დავიტოვოთ და ცუდი მოვიშოროთ (მინუსი და პლიუსი ყველას აქვს) მაგრამ არა, სამწუხაროდ მაინც ევროპას და რუსეთს შევყურებთ აბა რას გვასწავლიან, აბა როგორ კანონებს დაგვიწერენ… არადა ჩემი აზრით, ევროპასაც და რუსეთსაც აქეთ ვასწავლით ყველაფერს თუ ცოტა ტვინს ძალას დავატანთ… 🙂

    Like

    • რეზო 22/02/2017, 3:10 AM

      კარგი, მიგიწვდება ხელი ნამდვილ ბიბლიაზე რომ რასაც მიგითითებ გადაამოწმო?
      მე შემიძლია ინტერნეტში გაჩვენო ბიბლიის ელექტრონული ვერსია, მაგრამ დარწმუნებული ვარ იტყვი, რომ არ არის ნამდვილი. იმიტომ რომ ასე გაწყობს.
      კარგი რამე რომ მეჩვენებინა ხომ არც გადაამოწმებდი ;დ
      მაგრამ ამას დავანებოთ თავი :დ
      მითხარი მიგიწვდება თუ არა ხელი ბიბლიაზე?

      Like

  5. zaza 22/02/2017, 10:51 AM

    ინტერნეტში, ელექტრონული ვერსია, არ მიძებნია, წიგნი სახლში მაქვს და არც იქ მიძებნია მართალი გითხრა… (ალბათ დროის უქონლობის გამო, თუმცა, დაგეთანხმები თუ გული გულობსო…)
    ალბათ ესეც იმის ნაწილია რომ უნდობლობა მაქვს, გადამწერების მიმართ, ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან…
    შენ! (ზოგადად) ადამიანმა როგორ შეიძლება დაიჯერო ესეთი (დამახინჯებული) რაღაცეები რომ ღმერთისგან არის, თუ კი იცი რომ ღმერთი არის სიკეთე, სიყვარული, თავმდაბლობა.
    თუ კი იცი რომ ღმერთი მოგიწოდებს განღმერეთობას, განღმერთობას არა ზემოთ ხსენებული დამახინჯებებით, არამედ სიკეთით, სიყვარულით, თავმდაბლობით, პატიოსნობით.
    აქედან გამომდინარე…

    საერთოდ ზოგადად, რასაც ვაკვირდები, ჩემი შეხედულებებით, ძალიან ბევრი რაღაცეები ადამიანების მიერ არის მოგონილი, უმეტესობა თავისი ნააზრევებით, თვითონ როგორც წარმოუდგენიათ, როგორც ფიქრობენ ისე ცდილობენ თავს მოახვიონ ადამიანებს…
    მაგრამ, ეს ყველაფერი მაინც არ ცვლის იმას რომ ვთქვა რომ ღმერთი არ არსებობსო…

    ყველაფერი არსებობს, ღმერთიც, სულიერებაც, ანგელოზებიც, მატერიაც და ასე შემდ…

    მთავარია კაცი იყო, ადამიანი იყო, სხვა არ შეაწუხო, შეძლებისდაგვარად შეეცადე სხვასაც დაეხმარო კეთილ საქმეში… თავმდაბალი იყო, ღმერთისკენ მისწრაფება, რწმენა გქონდეს, არავის მონა არ იყო და შენი თავის გჯეროდეს…
    სხვისი სიკეთე გიხაროდეს, სხვის მიმართ პატივისცემით იყო განწყობილი…
    მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ.
    აი, ეს არის ჩემი, პირადი აზროვნებით, შეხედულებით, ქრისტიანულ-მართლმადიდებლობა შენი ძირითადი ცხოვრებისთვის.

    როდესაც ამბობთ რომ თავისუფლებას გვართმევს ღმერთიო, მე ესე არ ვფიქრობ… რატომ?
    იმიტომ რომ რეალობის აღქმას კარგავთ.
    რეალობა კიდე, ეს არის, არსებობს მხოლოდ ორი გზა ერთი ცუდი მეორე კარგი.
    ცუდი ყველამ ვიცით რაც არის. კარგი, ზემოთ რაც ჩამოვთვალე…
    შენ გაქვს არჩევანი ცუდსა და კარგს შორის, რომელიც გინდა აირჩიე და იარე იმ გზით, როგორც გაგეხარდება…
    მაგრამ, თქვენი პრობლემა იმაშია, ითხოვთ იმას რაც არ არსებობს.
    არ არსებობს ის რომ, თქვენ არც კარგი გინდათ და არც ცუდი, რაღაც არარსებული მესამე გზა…
    თუ არც ცუდი გინდა და არც კარგი აბა, მაშინ რა უნდა იყოს სხვა, მესამე?.. 🙂

    დედამიწა შუაზე რომ გავყოთ, ერთი ნახევარი ცუდს რომ ეკუთვნოდეს და მეორე ნახევარი კარგს, და შენ იძახდე მე არც ცუდისკენ მინდა და არც კარგისკენ!
    კი ბატონო, არ გინდა და ნუ გინდა, ნუ იქნები არცერთისკენ, მაგრამ სად გინდა, სად იქნები, წადი, მაგრამ სად წახვალ, მეტი მიწა არ არსებობს.
    მხოლოდ სინათლე და სიბნელე!
    სიკეთის გარეშე კიდე კარგად ვერ იქნები, სიკეთეს ღმერთი ჰქვია. თუ რა თქმა უნდა სურვილი გაქვს რომ კარგად იყო.
    ადამიანი, ან კარგად უნდა იყოს ან ცუდად, ხო?..

    მკითხავ, რა იცი რომ ღმერთია სიკეთეო, ცუდი ვიცით უკვე რაც არის და ვინც არის და…
    სინათლეს თუ ჩააქრობ სიბნელეა.

    Like

    • რეზო 22/02/2017, 4:21 PM

      სად მიწერია რომ არც ცუდი მინდა და არც კარგი ან რამე მესამე გზას რომ ვეძებ?
      არ ვამბობ, რომ ღმერთი თავისუფლებას მაკარგვინებს, რაც არ არსებობს ის მე ვერაფერს დამაკარგვინებს.
      მაინტერესებს საიდან იცი ღმერთი საერთოდ რა არის, რას მოგიწოდებს, რა უნდა ჩვენგან ან საერთოდ რომ არსებობს? ან რა იცი რომ კარგია? ეს ინფორმაციები საიდან გაქვს?

      Like

  6. zaza 22/02/2017, 5:46 PM

    სად მიწერია რომ არც ცუდი მინდა და არც კარგი ან რამე მესამე გზას რომ ვეძებ?

    ხო, კარგი, შენ არ გეხება ეს, მე შემეშალა, ადრე სხვა მწერდა მსგავს რაღაცეებს და…

    რაც შეეხება შენს კითხვას…
    მაინტერესებს საიდან იცი ღმერთი საერთოდ რა არის, რას მოგიწოდებს, რა უნდა ჩვენგან ან საერთოდ რომ არსებობს? ან რა იცი რომ კარგია? ეს ინფორმაციები საიდან გაქვს?

    ეს ისეთი კითხვაა რომელიც მეც იგივე შემიძლია გკითხო, კითხვა შემოგიბრუნო, შენ საიდან იცი რომ არ არსებობს?
    საიდან გაქვს იფორმაციები რომ არ არსებობს, ვინ გითხრა?..

    მე რწმენა მაქვს და იქიდან, მჯერავს რომ არსებობს, ადრეც გითხარი და ისევ გავიმეორებ, ღმერთის არსებობას ფიზიკურად, შენ როგორც წარმოგიდგენია ვერ დაამტკიცებ-მეთქი მაგრამ რწმენა თუ გაქვს გეცოდინება რომ არსებობს, ისიც გითხარი რომ ჰაერსაც ვერ ხედავ მაგრამ იცი რომ არსებობს-მეთქი, საიდან იცი რომ არსებობს ჰაერი? იმიტომ რომ გაცოცხლებს და ყლაპავ ხო, და ბევრ რაღაცეებში ვიყენებთ ხო, მიუხედავად იმისა რომ არ ჩანს?
    ღმერთიც, მწამს რომ არსებობს და რწმენით ვცხოვრობ!
    შენ გაინტერესებს ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს (ზოგადად შენ ამტკიცებ რომ არ არსებობს) და როგორ არსებობს, მე გეუბნები ეს რომ გაიგო უნდა იწამო.

    საიდან ვიცი რომ სიკეთეა? საიდან და ქრისტიანობიდან.
    ეს ყველაფერი ყველამ კარგად ვიცით, რაც არის და როგორც არის, უბრალოდ არსებობთ ადამიანები რომლებსაც არ გინდათ რომ ესე იყოს ეს ყველაფერი, რადგან გაბრაზებულები ხართ ზოგიერთ ეგრეთწოდებულ ქრისტიანებზე და აწერთ ქრისტიანობას…
    ეგრეთწოდებულს იმიტომ ვამბობ რომ ბევრი იყო და არის მიტმასინილნი და სახელს უტეხენ ქრისტიანობას…

    დღემდე, მსოფლიოში ვინ არის მაღალგანვითარებულები, თუ არა ქრისტიანები (ხომ გიყვარს მაღალტექნოლოგიური მეცნიერებები), გინდ ტექნოლოგიებში, გინდ კულტურაში, ხელოვნებაში თუ რავიცი რომელი ერთი, შენც კარგად იცი…

    Like

  7. რეზო 22/02/2017, 6:44 PM

    ვაიმეეეეეე
    ჰაერს ვერ ვხედავთ, მაგრამ შემიძლია დავამტკიცო მისი არსებობა. ჰაერის არსებობის არავის სწამს იმიტომ რომ ეს არ არის რწმენის საკითხი. ესეთ ელემენტარულებს რატომ ურევ ერთმანეთში? ადრეც დაგიწერე ეს პასუხი.
    მფრინავი ურჩხული არსებობს?
    არ ვიცით არსებობს თუ არა, მაგრამ დიდი ალბათობით არა.
    ან ნაკლებად სავარაუდოა.
    ან უბრალოდ არ არსებობს.
    ეხლა ვისაც არ სჯერა რაღაც მისტიური წითელქუდას მსგავს ზღაპარში მოთხრობილი მფრინავი ურჩხულის, იმან უნდა ამტკიცოს მისი არ არსებობა თუ ვინც გაიძახის არსებობსო იმან?
    მითხარი რომ მთხოვ ღმერთის არ არსებობა დამიმტკიცეო, როდისმე ვინმეს რაიმეს არ არსებობა დაუმტკიცებია? შესაძლებელია სამყაროში რაიმეს არ არსებობის დამტკიცება?
    შეგიძლია დამიმტკიცო,რომ კოსმოსში სადღაც არ დახეტიალობს უზარმაზარი პლანეტის ზომის გარმონი? შეგიძლიაამისდამტკიცება?

    Like

  8. zaza 23/02/2017, 12:14 AM

    აბა, მე რა მოგწერე, რაიმე ახალი?
    ეს ისეთი კითხვაა რომელიც მეც იგივე შემიძლია გკითხო, კითხვა შემოგიბრუნო, შენ საიდან იცი რომ არ არსებობს?

    ადრეც გითხარი და ისევ გავიმეორებ, ღმერთის არსებობას ფიზიკურად, შენ როგორც წარმოგიდგენია ვერ დაამტკიცებ-მეთქი მაგრამ რწმენა თუ გაქვს გეცოდინება რომ არსებობს…

    მე ვფიქრობ რომ ძალიან გასაგებად გაგეცი პასუხი…
    რა თქმა უნდა ვერაფერს დაამტკიცებ, ვერც არსებობას ფიზიკურად, და ვერც არ არსებობას…

    მე მწამს და ჩემთვის არსებობს, (და არამარტო ჩემთვის, ყველა ქრისტიან-მართლმადიდებლისთვის) რა არის აქ გაუგებარი, არ მესმის…
    შენ არ გწამს და შენ მხოლოდ ფიზიკურობას აღიარებ, რასაც ვერასოდეს ვერ გაიგებ ამ ყველაფერს.

    მე ორივეს ვაღიარებ, მატერიასაც და სულიერებასაც, ორივე არსებობდა და არსებობს…
    მაგრამ ჩემთვის ნომერ პირველი სულიერებაა, რომელიც მარადიულია და მატერიალური მხოლოდ დროებითია, დღეს ხარ, ხვალ აღარ ხარ. რაც შენ არ გესმის, (ანუ, უსულო მოსიარულე ხორცი, დღევანდელი გაგებით ზომბი თუ რაღაც მსგავსი…) გაღმით შენა ხარ და გამოღმით მე… შენ ამ ყველაფერს ვერასოდეს გაიგებ, რადგან სულიერება არ გესმის, მე ორივე მესმის და მწამს, სულიერებაც და მატერიაც… 🙂

    შეგიძლია დამიმტკიცო,რომ კოსმოსში სადღაც არ დახეტიალობს უზარმაზარი პლანეტის ზომის გარმონი? შეგიძლიაამისდამტკიცება?

    შენ თუ იმის გჯერავს რომ სულიერება არ არსებობს, მაშინ არც ის უნდა გაგიკვირდეს რომ სადღაც კოსმოსში შეიძლება გარმონი დაფრინავდეს…

    ჰაერს ვერ ვხედავთ, მაგრამ შემიძლია დავამტკიცო მისი არსებობა. ჰაერის არსებობის არავის სწამს იმიტომ რომ ეს არ არის რწმენის საკითხი. ესეთ ელემენტარულებს რატომ ურევ ერთმანეთში?

    რატომ, როდესაც რაღაცას ამტკიცებ, თუ არ გწამს მისი არსებობისა ისე დაამტკიცებ?..
    რწმენის გარეშე შეგიძლია დაიჯერო და მერე დაამტკიცო?.. (აქაც ვერ გაურბიხარ რწმენას)
    მემგონი ძალიან ცდები, თუ ამას სერიოზულად ამბობ.

    Like

  9. რეზო 23/02/2017, 12:17 AM

    რაც არსებობს იმის არსებობას დაამტკიცებ, მაგალითად ჰაერის.
    ძალიან გიყვართ ხოლმე მორწმუნეებს იმის თქმა თითქოს ღმერთის იმიტომ არ სჯეროდეთ ათეისტებს, რომ არ ჩანს. თითქოს ეგ იყოს მიზეზი და მილიონჯერ აგიხსენი უკვე რომ ანდრომედას გალაქტიკაც არასოდეს მინახავს, მაგრამ მჯერა მისი არსებობის იმიტომ რომ არსებობს მისი დამამტკიცებელი საბუთები და რაღატომ იმეორებ ისევ იმას რომ ღმერთის არ მჯერა იმიტომ რომ ვერ ვხედავ? ამაზე ხომ უკვე ბევრჯერ გიპასუხე და ისევ მაგ კითხვას რატომ სვამ ეგ მაინტერესებს უბრალოდ.

    Like

  10. რეზო 23/02/2017, 12:23 AM

    “შენ საიდან იცი რომ არ არსებობს?”

    ასეთ აზრსმოკლებულ კითხვას რატომ მისვამ? ხომ აგიხსენი უკვე.

    მოდი ამჯერად შენ მიპასუხე სამყაროში საერთოდ რამე არ არსებობს?
    მაგალითად ჯაიდანში გამომწყვდეული ჯინი არსებობს თუ არა?
    ან კოსმოსში მოხეტიალე უზარმაზარი გარმონი, ან მფრინავი სპაგეტის მონსტრი ან რავიცი რაც გინდა ის იყოს. ესენი არსებობენ? გჯერა მათი არსებობის?

    “შენ თუ იმის გჯერავს რომ სულიერება არ არსებობს, მაშინ არც ის უნდა გაგიკვირდეს რომ სადღაც კოსმოსში შეიძლება გარმონი დაფრინავდეს…”

    აი რამხელა სისულელ თქვი? ჯერ რას ნიშნავს საერთოდ “მჯერა სულიერება არ არსებობს”.
    მე არაფრის მჯერა.
    რამდენჯერ უნდა მათქმევინო.
    შენ გჯერა რომ უზარმაზარი გარმონი არ დაფრინავს სადღაც კოსმოსში?
    ან გჯერა რომ ჯინი არ არსებობს?
    ჯინის არსებობას რომ სკეპტიკურად უყურებ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მისი არ არსებობის გჯერა.
    ეს არის უბრალოდ სკეპტიციზმი და რატომ გიჭირს ასე ძალიან ამის გაგება?

    Like

  11. რეზო 23/02/2017, 12:31 AM

    “რატომ, როდესაც რაღაცას ამტკიცებ, თუ არ გწამს მისი არსებობისა ისე დაამტკიცებ?..
    რწმენის გარეშე შეგიძლია დაიჯერო და მერე დაამტკიცო?.. (აქაც ვერ გაურბიხარ რწმენას)
    მემგონი ძალიან ცდები, თუ ამას სერიოზულად ამბობ.”

    შენთვითონ როგორ ამბობ ესეთ რაღაცას სერიოზულად ვაიმეეე
    ფანატიზმი ეს უკვე
    უარესია კიდევ
    რწმენა რა შუაშია საერთოდ მეცნიერულ მტკიცებულებასთან?
    რა ყველგან გინდა რომ ჩაჩხირო ეს შენი რწმენა კაცო :დდ
    გალილეომ რომ იუპიტერის თანამგზავრების არსებობა დაამტკიცა, მას რწმენა სულაც არ ჰქონია წინასწარ რომ აი მე გავიჭყიტები ჩემს ტელესკოპში და იუპიტერის თანამგზავრებს აღმოვაჩენო და მითუმეტეს იმის რწმენა არ ჰქონია, რომ ისინი იუპიტერის გარშემო ბრუნავდნენ.
    თანამედროვე მოწყობილობები ტრანზიტული მეთოდით ამტკიცებენ ეგზოპლანეტების არსებობას სხვა ვარსკვლავების სისტემაში და რა გინდა ეხლა თქვა, რომ იმ ელექტრომოწყობილობებს რწმენა გააჩნიათ? :დდ
    რა შუაშია საერთოდ რწმენა მტკიცებულებასთან არ გამაგიჟო ეხლა

    Like

  12. zaza 23/02/2017, 12:44 AM

    მერე, ელექტრომოწყობილობა და შენ, როგორც სულერი ერთნი ხართ?
    შენ ისე ლაპარაკობ, შთაბეჭდილება მრჩება რომ შენ რობოტი ხარ, ვიღაცამ თავში ჩიპი ჩაგიყენა და მხოლოდ იმას აზროვნებ რაც მაგ ჩიპში გიწერია? 🙂
    შენ, ხელზე 5 თითი რომ გაქვს მხოლოდ თვალებით ხედავ და არ გწამს რომ გააქვს?..
    და თუ არ გწამს შესაბამისად არც გჯერავს, მხოლოდ უაზროდ ხედავ და ვერ აღიქვამ?

    Like

  13. zaza 23/02/2017, 1:01 AM

    შენ ფანატიზმი რა გგონია, მხოლოდ ის რომ რაღაცის ან ვიღაცის რომ გჯერავს?
    სულ რომ არაფრის გწამს და არ გჯერავს მაგაზე დიდი ფანატიზმი არსებობს?..

    მოდი ამჯერად შენ მიპასუხე სამყაროში საერთოდ რამე არ არსებობს?
    კი, ძაიან ბევრი რამ არსებობს, გალაქტიკები, პლანეტები, კოსმოსი…
    მაგრამ უცხოპლანეტელების რა გითხრა, რით გაგახარო?… არ მჯერავს.
    ღმერთის, ანგელოზების მჯერავს…

    რწმენა რა შუაშია საერთოდ მეცნიერულ მტკიცებულებასთან?

    რწმენას რაც შეეხება, რწმენა შუაში კი არა თავშია, თუ არ გწამს ნებისმიერი რამე ვერ დაიჯერებ.

    გალილეომ რომ იუპიტერის თანამგზავრების არსებობა დაამტკიცა, მას რწმენა სულაც არ ჰქონია…

    თუ კარგად დაუკვირდები, დაფიქრდები… მაშინ მიხვდები რომ ჯერ სწამდა მას რასაც ამბობდა და მერე ამტკიცებდა…

    თანამედროვე მოწყობილობები ტრანზიტული მეთოდით ამტკიცებენ ეგზოპლანეტების არსებობას სხვა ვარსკვლავების სისტემაში და რა გინდა ეხლა თქვა, რომ იმ ელექტრომოწყობილობებს რწმენა გააჩნიათ?

    ეს უკვე ძალიან სასაცილოა, მიჭირს პასუხის გაცემა…

    Like

  14. რეზო 23/02/2017, 2:00 AM

    აუ რა სისულელეებს წერ რა

    Like

  15. რეზო 23/02/2017, 2:01 AM

    5 თითი რომ მაქვს ეს კი არ მწამს, ვიცი!
    ვიცი იმიტომ, რომ ვხედავ, მაქვს გრძნობის ორგანოები და ა.შ.
    რწმენა საერთოდ არაფერ შუაშია მანდ.

    Like

  16. რეზო 23/02/2017, 2:02 AM

    “კი, ძაიან ბევრი რამ არსებობს, გალაქტიკები, პლანეტები, კოსმოსი…
    მაგრამ უცხოპლანეტელების რა გითხრა, რით გაგახარო?… არ მჯერავს.
    ღმერთის, ანგელოზების მჯერავს…”

    აბა ჩემს კითხვას დაუკვირდი.
    რამე არსებობს მეთქი კი არ გკითხე.
    სამყაროში რამე არ არსებობს მეთქი?
    შეგიძლია ერთი რამე მაინც დამისახელო რაც არ არსებობს?

    Like

  17. რეზო 23/02/2017, 2:05 AM

    უცხოპლანეტელების არ გჯერა და ღმერთის გჯერა რა მაგარია :დდდ უცხოპლანეტელების არსებობას ლოგიკური საფუძველი მაინც აქვს.
    ამ უზარმაზარ სამყაროში დარწმუნებული ვარ სადმე მაინც იქნება სიცოცხლის თუნდაც ელემენტარული ფორმა, მე ვფიქრობ, რომ განვითარებულიც.
    თუმცა თქვენი ზღაპრების წიგნი თუ რელიგია გიკრძალავთ ამ ლოგიკური შესაძლებლობის არათუ აღიარებას, დაშვებასაც კი…
    თუნდაც დაამტკიცონ მათი არსებობა,თქვენ მაინც არ დაიჯერებთ, ციდან მოვლენილი ეშმაკები გეგონებათ :დ

    Like

  18. რეზო 23/02/2017, 2:11 AM

    სწამდა თუ არ სწამდა გალილეოს, მას მტკიცებულებებიც ჰქონდა თქვენგან განსხვავებით.
    ის უშუალოდ ხედავდა და ასევე ნებისმიერ ადამიანს დაანახვებდა თავის აღმოჩენას.
    რწმენას რაც შეეხება, გალილეოს წინასწარ სულაც არ მოლანდებია, რომ იუპიტერის გარშემო 4 თანამგზავრს აღმოაჩენდა. მან მხოლოდ მაშინ დაიჯერა მათი არსებობა და ბრუნვა, როცა საკუთარი თვალით ნახა, საკუთარი შექმნილი მოწყობილობით და დააკვირდა. ამას უკვე რწმენა არ ჰქვია, ამას ჰქვია ცოდნა.
    რწმენა იქნებოდა წინასწარ, ტელესკოპში ჩაუხედავად რომ დაებრეხვებინა “მე მწამს, რომ იუპიტერს ჰყავს მინიმუმ 4 ბუნებრივი თანამგზავრი, რომლებიც მის გარშემო ბრუნავენ”.

    Like

  19. რეზო 23/02/2017, 2:13 AM

    “რწმენას რაც შეეხება, რწმენა შუაში კი არა თავშია, თუ არ გწამს ნებისმიერი რამე ვერ დაიჯერებ.”

    როცა მტკიცებულებები გაქვს, ამას უკვე რწმენა არ ჰქვია. ამას ჰქვია ცოდნა!

    Like

  20. zaza 23/02/2017, 10:11 AM

    რომელი უცხოპლანეტელების უნდა მჯეროდეს იმის, რომელიც საარჩევნოდ ან რაიმე მოვლენების გადასაფარად რომ გამოჩნდებიან ხოლმე, ხან კუმისში თუ რავიცი, ხან სად და ხან სად?..
    თუ მფრინავი თეფშები, ქვაბები, ჩანგლები, კოვზები?…

    თუნდაც დაამტკიცონ მათი არსებობა,თქვენ მაინც არ დაიჯერებთ, ციდან მოვლენილი ეშმაკები გეგონებათ…
    აი, ამაში კი მართლაც გეთანხმები. (მაგრამ თქვენ რომ ამას გაიგებთ, მერე გვიანი იქნება, ურემი უკვე გადაბრუნებული იქნება…)

    როდესაც რაღაცის, ვიღაცის გჯერავს ამას რწმენა ჰქვია, თუ რწმენა არ გაქვს ვერ დაიჯერებ.
    ისევ გიმეორებ ხელზე 5 თითი რომ გაქვს, შენ გჯერავს რომ 5 თითი გაქვს და იმიტომ ხედავ 5-ს, და თუ გჯერავს ესეიგი გწამს.
    შენ რასაც ხედავ თვალით, ყველაფერს უაზროდ ხედავ?
    ჯერ ხედავ, შემდეგ აფიქსირებ ამ ყველაფერს, აღიქვამ რომ ირწმუნო ნამდვილია თუ არა და მერე დაიჯერებ ან არ დაიჯერებ, გააჩნია თუ ირწმუნე დაიჯერებ…

    მაგალითად; ვიღაცა რომ ტელევიზორს უყურებს და სჯერავს მას ტელევიზორიდან უყურებენ… (დამიჯერე არსებობენ ესეთი ადამიანებიც)
    ამას რა ჰქვია, რწმენა არ ჰქვია? შეიძლება არასწორი რწმენა აქვს მაგრამ მას ხომ სჯერავს…

    ეხლა ამით ნუ იტყვი იმას რომ მეც არასწორი რწმენა მაქვს. რადგან, იესო ხომ მართლა იყო და ის რაც მოხდა ორი ათასი წლის უკან ხომ მოხდა, ამის მტკიცებულებები ისევ თვითონ მეცნიერებს აქვთ და არა მე?.. (და არამხოლოდ მეცნიერებს…)

    Like

  21. რეზო 23/02/2017, 6:44 PM

    ვინმემ გითხრა, რომ მაგ უცხოპლანეტელების უნდა გჯეროდეს? სადმე ასეთი სულელური ჭორები ვახსენე? ეგ იგივეა რეიკის ან მირონმდინარე ხატების დაიჯერო. მე ასეთ ჭორებზე არ მაქვს ლაპარაკი.
    დავიჯერო ეხლა ვერ მიხვდი?
    თან დავწერე წინა კომენტარში “ამ უზარმაზარ სამყაროში დარწმუნებული ვარ, სადმე მაინც იქნება სიცოცხლის თუნდაც ელემენტარული ფორმა, მე ვფიქრობ, რომ განვითარებულიც.”
    ეს წინადადება წაიკითხე თუ გადაახტი ? როგორც ჩანს არც წაგიკითხავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დამიწყებდი სუმისელ უცხოპლანეტელებზე ლაპარაკს.

    Like

  22. რეზო 23/02/2017, 6:46 PM

    “აი, ამაში კი მართლაც გეთანხმები. (მაგრამ თქვენ რომ ამას გაიგებთ, მერე გვიანი იქნება, ურემი უკვე გადაბრუნებული იქნება…)”

    აი შენთვითონვე აღიარებ :დდ რაღა უნდა გითხრა ;დდ
    მართლა ციდან მოვლენილი ეშმაკები გეგონებათ. ესეიგი ასეთი სულელური რამის დაჯერება გირჩევნიათ მეცნიერულ მტკიცებულებებს, ოღონდ თქვენს ზღაპრების წიგნს არ უღალატოთ :დ
    ვაი ვაი…

    Like

  23. რეზო 23/02/2017, 6:49 PM

    “ისევ გიმეორებ ხელზე 5 თითი რომ გაქვს, შენ გჯერავს რომ 5 თითი გაქვს და იმიტომ ხედავ 5-ს, და თუ გჯერავს ესეიგი გწამს.”

    ამას სერიოზულად წერ? :დდდდდდ
    ჯერ ერთ დაჯერება და რწმენა სულ სხვადასხვა რამაა.
    დაჯერებაა, როცა გაქვს ფაქტი, მტკიცებულება და ამიტომ გჯერა ამის და რწმენაა, როცა არ გაქვს არანაირი მტკიცებულება, არანაირი საბუთი და შენ ჰაერზე უბრალოდ გინდა და გწამს მისი.
    5 თითის შემთხვევაში მილიონი მტკიცებულება მაქვს და არ მჭირდება მანდ რწმენა.
    ძალიან ხარ აცდენილი რეალობას. აზრს ძალიან ამახინჯებ. მთელი შენი თვალთახედვა ირაციონალურია და დამყარებულია პირად სურვილებზე,ყველანაირ ობიექტურობასაა მოკლებული

    Like

  24. რეზო 23/02/2017, 6:52 PM

    “მაგალითად; ვიღაცა რომ ტელევიზორს უყურებს და სჯერავს მას ტელევიზორიდან უყურებენ… (დამიჯერე არსებობენ ესეთი ადამიანებიც)
    ამას რა ჰქვია, რწმენა არ ჰქვია? შეიძლება არასწორი რწმენა აქვს მაგრამ მას ხომ სჯერავს…”

    ხო აი ეგ არის ცარიელა რწმენა. რელიგიური ადამიანები სწორედ მაგ ტელევიზორის მაყურებლებს გვანან. ყოვლად უსაფუძვლოდ სწამთ, რომ ვიღაც ყოვლისშემძლე ტიპი ზეციდან მათ უთვალთვალებს.
    ასეთ ადამიანებს რწმენა აქვთ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ თავისი რწმენის დამტკიცება. მტკიცებულება რომ ჰქონდეთ, რწმენა აღარ ერქმეოდა.

    Like

  25. რეზო 23/02/2017, 6:57 PM

    “ამის მტკიცებულებები ისევ თვითონ მეცნიერებს აქვთ და არა მე?.. (და არამხოლოდ მეცნიერებს…)”

    რისი მტკიცებულება აქვთ? იესო რომ ღმერთის შვილი იყო? ;დ თუ სასწაულებს რომ ახდენდა?
    თუ მკვდრეთით რომ აღსდგა? რომელი ერთის მტკიცებულება აქვთ?
    მაჩვენე აბა რა მტკიცებულებებზე გაქვს ლაპარაკი, რაღაც ძალიან ეჭვი მეპარება ვინმეს აქედან რომელიმე მათგანის მტკიცებულება მაინც ჰქონდეს.
    მეცნიერების უმეტესობას არ სჯერა ღმერთის და თურმე მტკიცებულებები ჰქონიათ :დ

    კითხვაზე პასუხი რატომ არ გამეცი? ორჯერ დაგისვი უკვე და მესამედაც დაგისვამ.
    სამყაროში რამე არ არსებობს? შეგიძლია რამე ისეთი დამისახელო რაც არ არსებობს?

    Like

  26. zaza 24/02/2017, 11:18 AM

    მე ვცდილობ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაგცე, და გცემ კიდევაც, რა თქმა უნდა ჩემი აზრით, შეძლებისდაგვარად, უბრალოდ, არ გეწყინოს მაგრამ, მე ვფიქრობ რომ შენ გაქვს პრობლემა, გიჭირს იმ შინაარსის აღქმა როგორც მე გცემ პასუხებს, რატომ იცი? შენ ფიქრობ რომ მე მჯობიხარ აზროვნებაში და პასუხებსაც შესაბამისს ელოდები, რადგან შესაბამისს ვერ იღებ მერე ვეღარ გებულობ შინაარსს (ვერ კმაყოფილდები და აგრესიაში გადაგდის)… (თუმცა მე არ მაქვს არც პრეტენზია და არც პრობლემა კი ბატონო შენ მე მჯობიხარ, შენებურ აზროვნებაში…)

    შენ აზროვნებ ესე, კითხვაზე პასუხი, ან ხო ან არა!
    და ყველა კითხვაზე ესეთი, პირდაპირი პასუხები რომ არ გაიცემა, ან ხო ან არა! მაგას არ ფიქრობ რატომღაც…

    კი ბატონო, ერთხელ კიდე გაგცემ პასუხს, რადგან ვერ გებულობ ჩემებურ პასუხებს, მაშინ შენებურად გაგცემ.

    კითხვაზე პასუხი რატომ არ გამეცი? ორჯერ დაგისვი უკვე და მესამედაც დაგისვამ.
    სამყაროში რამე არ არსებობს? შეგიძლია რამე ისეთი დამისახელო რაც არ არსებობს?

    სამყაროში რამე არსებობს, რამეს რას გულისხმობ?..
    კი, სამყაროში არსებობს მთები, ზღვები, ადამიანები, ცხოველები, კოსმოსი, გალაქტიკები, პლანეტები…
    რა არარსებობს მე ეგ როგორ გითხრა, ვერაფერზე ვერ იტყვი რომ არ არსებობს, როცა ყველაფერი არ იცი როგორ იტყვი რამეზე რომ არ არსებობსო?……..

    მე ვიცი ეს კითხვა რასაც ემსახურება შენი მხრიდან, შენ ფიქრობ რომ ამ კითხვით პასუხი გამეცი ყველაფერზე…

    მაგრამ, მე ხომ შენ არაფერს გიმტკიცებ, მე შენ ყოველ კითხვაზე ყოველთვის მხოლოდ ჩემი აზრებით გცემ პასუხებს მე როგორც ვფიქრობ?.. 🙂
    ყველა ადამიანს თვისი ნება აქვს, თავისებური აზროვნება აქვს და თავისებურად როგორც ფიქრობს ისე გადმოგცემს თავის აზრს, თვითონ როგორც წარმოუდგენია…
    მე მეცნიერი არა ვარ რომ რამე დაგიმტკიცო, მეკითხები საიდან იცი, მე პასუხს გცემ რწმენიდან ვიცი.

    Like

  27. zaza 24/02/2017, 12:01 PM

    ამ ყველაფრის მერე ვიცი მეტყვი, ამ ზღაპრებით ცხოვროფთო, შენ რაც გინდა ის დაარქვი მაგრამ, ისეთ ზღაპარს რა ვუთხარი ხორბლი მარცვლისოდენა სიმართლეც რომ არ ერიოს…
    სანამ შენი თვალით დაინახავ ზღაპარია, რომ დაინახავ რეალობაა, ისე რომ რეალურად თუ მივუდგებით ყველაფერს, ზღაპარი არ არსებობს, ყველაფერი რეალობაა, ყველაფერს დრო ჭირდება…

    ვიცი კითხვა გაგიჩნდება, მაშინ უცხოპლანეტელების რატომ არ გჯერავსო?
    იმიტომ რომ ჩემი რწმენიდან გამომდინარე, ჩემი ლოგიკიდან გამომდინარე, ვერ დავიჯერებ, იმიტომ რომ ყველაფერს ადამიანები იგონებენ ერთმანეთის გასაკონტროლებლად, ათასს რაღაცეებს იგონებენ…

    შენ მხოლოდ ტექნოლოგიურ ჩარჩოებში ზიხარ და იმის იქით არ გინდა რომ გაიხედო, გგონია რომ ყველაფერი ტექნოლოგიებით მიიღწევა, ეს იგივეა რობოტს რომ მხოლოდ ერთი გზა მისცე, ტექნოლოგიური ხაზით და მხოლოდ იმ ხაზზე იაროს, იმას რა სასწაულიც არ უნდა აჩვენო მაინც ვერ გააკვირვებ, ვერ დააჯერებ, რადგან თავის საზღვრებში ზის…
    თქვენგან განსხვავებით ჩემნაირები, მიუხედავად იმისა რომ შენ ესე არ ფიქრობ, ჩვენ საზღვრები არ გვაქვს აზროვნების მხრივ, ჩვენ სულიერებასაც ვაღიარებთ, მატერიასაც, ტექნოლოგიებსაც… უბრალოდ, ჩვენ ყველაფერს თავის ადგილს ვუჩენთ, ჩვენ პირველ რიგში სულიერები ვართ და შემდეგ სხვა, დანარჩენი…
    ღმერთმა შექმნა სულიერება, ხოლო ადამიანმა ტექნოლოგიები…
    თქვენთვის ყველა სულიერიც ტექნოლოგიაა, რადგან მხოლოდ ტექნოლოგიურ ჩარჩოებში სხედხართ, ჩვენ ყველაფერს ვაღიარებთ, ოღონდ ჯერ სულიერებას…

    Like

  28. zaza 24/02/2017, 5:59 PM

    ამ ლინკებს ვიცი არ წაიკითხავ მაგრამ მაინც დავდე, იქნებ ადამიანური ინტერესით მაინც…
    არადა, წესით უნდა წაიკითხო, რადგან პასუხებს, არგუმენტებს მთხოვ…
    პასუხი საწინააღმდეგო აზრით უნდა გაიგო თორემ შენი მოაზრე ხომ იგივეს გეტყვის შენ როგორც ფიქრობ, ამიტომ წესით უნდა წაიკითხო ხოლმე მსგავსი არგუმენტები დაცინვის გარეშე…

    Like

  29. რეზო 25/02/2017, 3:51 PM

    წინა კომენტარში ჩემს დასმულ კითხვაზე პირდაპირ ან ირიბად გამეცი პასუხი? არა. ხოდა მეც მაგაზე გიტხარი პასუხი არ გაგიციამეთქი. არსად დამიწერია მაინც და მაინც კის ან არას ვითხოვ მეთქი.

    “სამყაროში რამე არსებობს, რამეს რას გულისხმობ?..”

    არსებობაზე არ მაქვს მეთქი ლაპარაკი.
    საერთოდ რაიმე თუ არ არსებობს მეთქი ეგ გკითხე.

    “რა არარსებობს მე ეგ როგორ გითხრა, ვერაფერზე ვერ იტყვი რომ არ არსებობს, როცა ყველაფერი არ იცი როგორ იტყვი რამეზე რომ არ არსებობსო?……..”

    100%-ით გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ ლოგიკა და აზროვნება ხომ გაგვაჩნია?
    გეკითხები გჯერა სამყაროში მოხეტიალე უზარმაზარი გარმონის არსებობის? გჯერა თუ არ გჯერა? ან ოქროს თევზის გჯერა? ან მფრინავი სპაგეტის მონსტრის გჯერა?

    “მე პასუხს გცემ რწმენიდან ვიცი.”

    რწმენიდან არავინ არაფერი იცის. თუ იცი, ამას უკვე რწმენა აღარ ჰქვია. შენ უბრალოდ გაწყობს და იმიტომ გჯერა, უბრალოდ გსიამოვნებს, რომ ამის გჯერდეს. ეს არის და ეს. არც ერთი არგუმენტი არ გაქვს. უბრალოდ გაიძახი მწამსო. ზოგს ეგრე ბეტმენის სწამს, ზოგს მფრინავი სპაგეტის მონსტრის. რითია შენი რწმენა სხვისაზე დამაჯერებელი?

    “ზღაპარი არ არსებობს, ყველაფერი რეალობაა, ყველაფერს დრო ჭირდება…”

    კარგი ესეიგი შენი ლაპარაკიდან გამომდინარე, გჯერა რომ არსებობს სამყაროში მოხეტიალე უზარმაზარი გარმონი?

    მოიცა რომელი ლოგიკიდან გამომდინარე ვერ დაიჯერებ უცხოპლანეტელების არსებობას? რა ეწინააღმდეგება აბა რომელი ლოგიკა უშლის ხელს იმას, რომ უცხოპლანეტელები არსებობდნენ? აი ძალიან მაინტერესებს. მაინტერესებს რა არგუმენტი გაქვს უცხოპლანეტელების არსებობის წინააღმდეგ.

    “ღმერთმა შექმნა სულიერება, ხოლო ადამიანმა ტექნოლოგიები…”

    რის საფუძველზე ამბობ ამას? ნუთუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გაგჩენია სურვილი, რომ შენი რომელიმე ნათქვამი მაინც არგუმენტით გაგემყარებინა? ამაზე თუ დაფიქრებულხარ?

    Like

  30. zaza 27/02/2017, 10:24 AM

    100%-ით გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ ლოგიკა და აზროვნება ხომ გაგვაჩნია?
    გეკითხები გჯერა სამყაროში მოხეტიალე უზარმაზარი გარმონის არსებობის? გჯერა თუ არ გჯერა? ან ოქროს თევზის გჯერა? ან მფრინავი სპაგეტის მონსტრის გჯერა?

    ამ კითხვაზე მე ზემოთ უკვე გაგეცი პასუხი რისი მჯერა და რისი არა…
    მე მჯერავს არსებობისა ღმერთის, სულის, სულისა და სხეულის ერთობლიობის, ანგელოზების, ასევე დაცემული ანგელოზების, ადამიანების, მთების, ზღვების, გალაქტიკების, პლანეტების, კოსმოსის, სხვა განზომილების სამყაროს რომელიც ჩვენთვის უხილავია, არამატერიალური…
    მაგრამ ჩვენ რომ უცხოპლანეტელებს ვეძახით, უცხო ცივილიზაციას, რომელსაც ზოგიერთები ცაში ყურებით ელოდებიან, როდის ჩამოფრინდებიან უცხო ცივილიზაცია და ფოჩებიან კანფეტებს დაგვირიგებენ ამის კი ნამდვილად არ მჯერავს.
    რაც შეეხება გარმონებს და სპაგეტებს, ეს ისევ იმან დაიჯეროს ვისაც სჯერავს…

    რწმენიდან არავინ არაფერი იცის. თუ იცი, ამას უკვე რწმენა აღარ ჰქვია. შენ უბრალოდ გაწყობს და იმიტომ გჯერა, უბრალოდ გსიამოვნებს, რომ ამის გჯერდეს. ეს არის და ეს. არც ერთი არგუმენტი არ გაქვს. უბრალოდ გაიძახი მწამსო. ზოგს ეგრე ბეტმენის სწამს, ზოგს მფრინავი სპაგეტის მონსტრის. რითია შენი რწმენა სხვისაზე დამაჯერებელი?

    ცოდნას რწმენის გარეშე ცოდნა არ ჰქვია!
    ეს, იგივეა ლექსი რომ დაიზეპირო და მისი შინაარსი არ გესმოდეს…

    “ზღაპარი არ არსებობს, ყველაფერი რეალობაა, ყველაფერს დრო ჭირდება…”
    კარგი, მაშინ სხვანაირად აგიხსნი, რადგან შენი აზროვნება მხოლოდ ტექნოლოგიურ ჩარჩოებში ზის… (რაც ვიგულისხმე ამ ზღაპრებში, ივანუშკებზე და ბესმერტნი კაშჩეიებზე არ მაქვს საუბარი)
    მაგალითად წინა საუკუნეებში მანქანა, თვითმფრინავი, ტელევიზორი, მობილური… ზღაპარი იყო, მაგრამ როგორც კი მანქანა გამოიგონეს, თურმე რეალობა ყოფილა, ზღაპარი არ ყოფილა, შემდეგ, რადიო, თვითმფრინავი, ტელევიზორი, მობილური… და ასე შემდ…
    და დღეს ფაქტიურად ის ზღაპრები რეალობა ყოფილა და არა ზღაპრები, კიდე დრო გადის, გავა და რაც დღეს გვგონიაზღაპრები თურმე არ ყოფილა ზღაპრები, ამ ლოგიკით გითხარი რომ ზღაპრები არ არსებობს-მეთქი. (ეხლა, ვიცი დაიწყებ აი, სწორედ ეს არის მეცნიერული ტექნოლოგიები და რაღაცა და რაღაცა… მაგრამ ჩემი ნათქვამის შინაარსი ეს იყო რაც აგიხსენი)

    მოიცა რომელი ლოგიკიდან გამომდინარე ვერ დაიჯერებ უცხოპლანეტელების არსებობას?…….
    ის ლინკები თუ წაიკითხე რაც დაგიდე წასაკითხად?………….

    პირველი ლოგიკა ის არის რომელიც შენ რომ დაგიდე ლინკები და ალბათ რომ არც წაგიკითხავს … (მე ასე მგონია, რავიცი, შეიძლება ვცდები…)
    შემდეგი ლოგიკა ის არის რომ, ძალიან ბევრი რაღაცეები ადამიანების მოგონილია და ვისაც როგორ აწყობს და ვისაც რა აწყობს იმას აკეთებს ოღონდ ადამიანებს ტვინი გამოურეცხონ და დააჯერონ სხვადასხვა რაღაცეები და მუდამ გაუგებრობაში, შიშში იყოს უფრო ადვილი სამართავია. შეშინებული, მშიერი და გაუგებრობაში მყოფი ადამიანი ადვილი საკონტროლებელია, ტყუილს და მართალს ყველაფერს ერთმანეთში ურევენ და ვეღარ გებულობენ რომელია მართალი, ერთადერთი ყველაზე ძლიერი ქრისტიანობაა და ამიტომაც ცდილობენ და აყენებენ დიდ დარტყმებს ქრისტიანობას რომ გააუფერულონ ქრისტიანული სარწმუნოება, რადგან სხვანაირად ვეღარ ერევიან, წინა საუკუნეებში ყველა საშუალება გამოიყენეს და ვერ გაამართლა ქრისტიანობის დასამხობად… ვიცი მკითხავ, კი მაგრამ ვინ არიან ეს ხალხი ვინც ამას აკეთებენო? მასონები და მათი მიმდევრები, მოაზრეები…

    “ღმერთმა შექმნა სულიერება, ხოლო ადამიანმა ტექნოლოგიები…”
    კი, ნამდვილად ესეა, ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და საერთოდ ყველაფერი, გარდა იმ ტექნოლოგიებისა შენ რომ ესე ძალიან გჯერავს…

    შენ გჯერავს რომ ყველაფერი თავისით შეიქმნა იმ ლეგენდარული „დიდი აფეთქებიდან“ გამომდინარე.

    ჯერ ეს ყველაფერი თავისით როგორ უნდა შეიქმნას და შემდეგ ეს ყველაფერი უნდა დავიჯერო ან შენ როგორ იჯერებ, იცი რატომ? რწმენა გაქვს ესეთი, ათეისტი მეცნიერებისგან და იმიტომ.

    ვიცი ეხლა, დაიწყებ რამდენჯერ აგიხსენი, ხომ აგიხსენი ეს ყველაფერი და ასე შემდ…
    მაგრამ შენ რაც ამიხსენი არ არის საკმარისი იმისათვის რომ ეს ყველაფერი დამაჯერებელი იყოს…
    მაგალითად, მოვუსმინოთ ათეისტ მეცნიერს, ყველაფერს ხსნის თითქოს კარგად, მათემატიკურად გინდა, ფიზიკურად თუ ქიმიურად… თითქოს სწორად ხსნის რაღაც კარგად ლაპარაკობს, ხსნის მაგრამ, მაინც არადამაჯერებელია რადგან ბუნებრივობა აკლია, ფიქრობ კარგად კი ლაპარაკობს მაგრამ ამ ყველაფერს მარილი აკლია…
    ამ ახსნებს რწმენა აკლია, ყველაფერი ტექნოლოგიურად არ იზომება, ადამიანი სულიერი არსებაა და მისთვის როგორც ჰაერი, ისეა საჭირო რწმენა, დამაჯერებლობა…
    კვიცი გვარზე ხტისო, როგორც შვილი მშობლის სისხლს რომ მიყვება, თვითონ უნდა თუ არ უნდა, თვითონ რომ ჰგონია რომ არ უნდა მის სულს მაინც აქვს მოთხოვნილება, რომ რწმენა სად არის, რწმენა ჭირდება ყველაფერს რომ თავში მოსვენება რომ არ ქონდეს დაკარგული, გონია რომ ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი მაგრამ რაღაც მაინც არ ასვენებს თავში…

    მაგალითად ორი ძალიან განათლებული მეცნიერი როდესაც ხსნის ამ ყველაფერს, ერთი ათეისტია და მეორე მორწმუნე, მორწმუნემ როგორც არ უნდა ყველაფერი კარგად ახსნას შენ მაინც იპოვი ისეთ რაღაცეებს რომ არ დაიჯერო, რატომ? იმიტომ რომ შენ რწმენა არ გაქვს და არ გინდა დაჯერება… მე როდესაც ათეისტს ვუსმენ კი ბატონო მომწონს, კარგად ხსნის, მეცნიერულად კარგად ხსნის მაგრამ არადამაჯერებელია, იმიტომ რომ რწმენა აკლია რომ დავიჯერო…

    მაგალითად ყველაფერს თავისი დამცავი სისტემები როგორ შეექმნა?

    ცოტა დავწვრილმანდეთ… (მეტყვი, ადრე ხომ აგიხსენიო მაგრამ ეგ ყველაფერი მაინც ვერ ხსნის)

    მაგალითად; წელიწადში სამ-სამი თვე როგორ დაიყო, ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა?.. (ვგულისხმობ ასე იდეალურ თანაწყობას, როდის და რა დროს უნდა ციოდეს და თბილოდეს… თავისი მოსავლებით და ასე შემდ…)

    მაგალითად; დედამიწას თავისით როგორ შეექმნა ოზონის შრე, იმისათვის რომ დაეცვა გამოსხივებისგან?… (რომ სულიერი არსებები გადარჩენილიყვნენ, არამარტო გადარჩენილიყვნენ, განვიტარებულიყვნენ)

    ადამიანის დამცავი სისტემები, აღმდგენითი სისტემები, მაგალითად; ავიღოთ ადამიანის თავი, ადამიანს თავში ტვინი რომ აქვს, ტვინსა და თავის ქალას კედლებს შორის არის სპეციალურად დამცავი, რბილი ქსოვილი, რომელიც, თავის რყევის შედეგად დაზიანება რომ არ მიიღოს აქეთ-იქით მიჯახების შედეგად?…

    რატომ სხვა პლანეტებზე არ არის ასე იდეალურად ყველაფერი, იმისათვის რომ სიცოცხლის განვითარებას ხელი რომ არ ეშლებოდეს?

    რატომ არის მხოლოდ დედამიწა თავისი ბუნებით და ყველაფრით საერთოდ ასე ლამაზი, ხომ შეიძლებოდა ულამაზო, მახინჯი ყოფილიყო?…
    საერთოდ ბუნება რატომ არის ლამაზი?

    თავისით რატომ და როგორ ჩამოყალიბდა იმ წყობით რომ სიცოცხლისათვის ესე იდეალურად არის შერწყმული?…
    მატერია საიდან მოვიდა აფეთქებამდე?
    აფეთქების მერე მოვიდა?
    კი ბატონო, აფეთქების შემდეგ საიდან მოვიდა?
    მე ვცდები? ატომური აფეთქება მგონია? კარგი ვცდები და ვერ ვგებულობ…
    მაშინ რა ჰქვია ამ ეგრეთწოდებულ აფეთქებას რომელიც მე არ მესმის და ატომურ აფეთქებად მივიჩნევ, როგორი აფეთქება მოხდა მაშინ?…
    ეს როგორც არ უნდა ახსნა, კითხვა მაინც კითხვად რჩება, ის სიცოცხლის ნაყოფი თუ მატერია თუ რაც იყო საიდან გაჩნდა, აფეთქებამდე თუ აფეთქების შემდეგ?…
    როგორც ათეისტი მეცნიერი ხსნის ამ ყველაფერს…
    მორწმუნე მეცნიერი რატომ არ აღიარებს, თუ კი ფიზიკურად და მათემატიკურად სწორად ხსნის, მაშინ რატომ არ მოდის იმის შესაბამისობაში რომ საბოლოოდ ჩაითვალოს ისე როგორც ათეისტი ამტკიცებს?
    ისე რომ, შენ რასაც მიმტკიცებ შენი ახსნებით არ არის საკმარისი, რადგან შემდეგი საწინააღმდეგო კითხვები იბადება, რატომ იბადება თუ სიმართლეს ამბობთ, ათეისტები?
    ისე რომ, არაფრის დამტკიცება არ შეიძლება, რადგან არავინ იცის ყველაფერი…

    შენ ხომ გაინტერესებს მე რატომ და რის საფუძველზე მჯერავს ქრისტიანობის, მაშინ წაიკითხე ჯერ ის ლინკები რაც დაგიდე და შემდეგ შეგიძლია სხვებიც მოიძიო თუ არ არის საკმარისი მსგავსი ინფორმაციები, მაგრამ შენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცი, უბრალოდ აზროვნება შეგიზღუდეს ათეისტმა მეცნიერებმა და ტექნოლოგიურ ჩარჩოებში ჩაგსვეს და ამის იქით ვეღარ იყურები, დამოკიდებული გაგხადეს ტექნოლოგიებზე…

    ვიცი მეტყვი შენ ზღაპრებზე ხარ დამოკიდებულიო, არა მე არ ვარ ზღაპრებზე დამოკიდებული რადგან მე ყველაფერს ვაღიარებ ღმერთსაც, სულსაც, მატერიასაც…
    და ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანის გამოგონილ ტექნოლოგიებს…
    ისე რომ, რწმენა ღმერთისა მაქვს, აზროვნება უსაზღვრო, თავისუფალი, შენსავით ჩარჩოებში არ ვზივარ…
    უბრალოდ ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ, პირველ ადგიზე სულიერებას ვაყენებ და ეგ არ მოგწონთ ათეისტებს, განა იმიტომ რომ რწმენა მზღუდავს არა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ასე, ჩემი სურვილით…

    რავიცი, მე მგონი რომ ყველაფერი ძალიან გასაგებად ჩამოგიყალიბე ჩემი გადმოსახედიდან და წესით არ უნდა გაგიჭირდეს ამ ყველაფრის შინაარსის გაგება.

    Like

  31. zaza 01/03/2017, 10:37 AM

    მზე, მთვარე… რომელი პლანეტებიც გავლენას ახდენს დედამიწაზე მიახლოვებით ან დაშორებით რომ კაცობრიობის რაიმე დამღუპველი კატასტროფა არ გამოიწვიოს… (მაგალითად ან გადაიწვას დედამიწა ან გაიყინოს ისე რომ ცოცხალი არსება აღარ დარჩეს)
    რაღა ზუსტად ისეა განლაგებული ერთმანეთთან მიმართებაში, ისეა ზუსტად გათვლილი მანძილი ერთმანეთთან დაშორებით, ასე იდეალურად რომ სიცოცხლის განვითარებას ხელს უწყობს?…

    ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება, ყველაფერი თავისით შეიქმნას და იქმნებოდეს ზუსტად ისეთი გათვლებით რომ დამღუპველი არ იყოს, პირიქით განვითარებას ხელს უწყობდეს და თანაც მხოლოდ იქ სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რატომ სხვა პლანეტებზე არ ხდება ასეთი რაღაცეები?

    დედამიწაზე დიდი პლანეტებიც არსებობენ, ასაკითაც და ზომითაც, სადაც შეიძლებოდა მომხდარიყო ეგრეთწოდებული „დიდი აფეთქება“
    კი, მეტყვი რომ ჯერ ათვისებული არ გვაქვს ყველაფერიო… მაგრამ რაც გვაქვს ათვისებული?…

    მიწა როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს, ხორბლის მარცვალს თუ არ ჩააგდებ თავისით ხორბალი როგორ ამოვა?..

    სწორედ ეს მაფიქრებინებს რომ სიცოცხლის პირველი მარცვალი ღმერთმა ჩააგდო და შემდეგ განვითარდა ყველა და ყველაფერი…

    რადგან ვერ ხედავ ღმერთს ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობს!
    ყველაფერს თავისი დრო აქვს…
    როდესაც გამოძიება მიდის მაშინ ყველაფრის თქმა ხომ არ შეიძლება, სანამ დრო არ მოვა?
    იქნებ ჯერ დრო არ მოსულა რომ ყველაფერი იცოდე ან ფიზიკურად ხედავდე, გიფიქრია ამაზე?..

    Like

  32. trynotfuck 23/03/2017, 5:34 PM

    ზოგიერთი ოჯახი იმდენად ბაქტერიები არიან, რომ ბავშვს ასწავლიან/ უნერგავენ პირდაპირ ან თუნდაც ირიბად მსგავსი შინაარსის აზროვნებას ” ჩვენ რადგანაც ქრისტიანები ვართ ყველაზე კეთილებიც “, ამ და კიდევ სხვა ბაქქტერიულ გამოვლინების გამჟღავნებას ჩემს ბლოგში წააწყდებით. https://trynotfuck.wordpress.com/2017/03/23/top_screwd_ups_of_society/

    Like

  33. zaza 25/03/2017, 4:11 PM

    “ასე მასწავლეს”
    “ამას ახნა არ სჭირდება”
    “იმიტომ, რომ ასეა”
    “მე ასე ვარ გაზრდილი და სხვანაირად ვერ დავინახავ, იმიტომ, რომ ჩემი ხედვაა სწორი.
    “ასეა მიღებული საზოგადოებაში”
    “მე დინებას მივყვები, როგორც სხვა თევზები”(მხოლოდ ერთს გეტყვი ბაქტერიავ: “მდინარის დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან”)
    და მსგავსი უაზრო იდიტოებებით იჭედავენ თავს და რაც მთავარია სხვას აზომბირებენ, მოკლედ რა არის საზოგადოების ერთ-ერთი პრობლემა? ის რომ არ უყვართ განსხვავებული ხალხი, ახალი იდეები, ახალი ხედვა. და თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილთაგანი შესთავაზე ხელს კრავენ დაუფიქრებლად. ტიპიური ……’;

    კარგია, ვეთანხმები მეც ამ ყველაფერს, მეც მსგავსი აზრი გამაჩნია…
    ზემოთ ჩამონათვალი თუ ზოგადია და კონკრეტულად არავის ეხება მაშინ სწორი ჩამონათვალია, მაგრამ აქ მთავარი ზემოთ ჩამონათვალი კი არ არის, მთავარი ის არის რომ ამ ჩამონათვალს ვის წინააღმდეგ იყენებ.
    ამ ჩამონათვალს თუ ქრისტიანობის წინააღმდეგ იყენებ, არასწორია, რადგან ქრისტიანობა ამას არ ასწავლის! (ბრმად ნდობას ვგულისხმობ, ისე რომ ტვინი არ გაანძრიო…)
    მაგრამ თუ ქრისტიანები, ის ქრისტიანები რომლებიც გაუგებრობაში გამყოფებენ, ტვინს გირევენ, არასწორად გაწვდიან სწავლებებს და ინფორმაციებს ქრისტიანობის შესახებ, ანუ, თვითონ როგორც ფიქრობენ და მერე ქრისტიანობას რომ აწერენ, თუნდაც პირადად მე მეხებოდეს, მაშინ გეთანხმები, მართალი ხარ… (პირადად მე, ზემოთ და კიდევ სხვადასხვა კომენტარებში ყოველთვის ავღნიშნავ, მე მხოლოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ ხოლმე, პირადად მე როგორც ვთვლი, ჩემი ნება-სურვილით ჩემს თავში ათასჯერ გადახარშული და არა ვიღაცეების ბრმად ნდობით შეპყრობილი)

    Like

    • trynotfuck 25/03/2017, 9:22 PM

      კი რათქმაუნდა ზოგადია ეგ ჩამონათვალი, მაგრამ შიგ როგორც საზოგადოების უმეტესობა ასევე ქრისტიანების უმეტესობაც მოიაზრება. დამიჯერე ბევრი უბრალოდ ფანატიკოსია და სწამთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასწავლეს ასე და ეჭვის შეტანა არ უნდა არაფერში. განა ეს ცოდვად ჩაეთვლებათ რომ ეჭვი შეიტანონ ? არა რათქმაუნდა მაგრამ ისინი ხომ ისეთი მშიშრები უნდა იყვნენ, რომ ყველაფერს ბრმად მისდიონ და ყველას დასტვენილზე ირეაგირონ.

      Like

    • trynotfuck 25/03/2017, 9:24 PM

      კი რათქმაუნდა ზოგადია ეგ ჩამონათვალი, მაგრამ შიგ როგორც საზოგადოების უმეტესობა ასევე ქრისტიანების(ყველა რელიგიის) უმეტესობაც მოიაზრება. დამიჯერე ბევრი უბრალოდ ფანატიკოსია და სწამთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასწავლეს ასე და ეჭვის შეტანა არ უნდა არაფერში. განა ეს ცოდვად ჩაეთვლებათ რომ ეჭვი შეიტანონ ? არა რათქმაუნდა მაგრამ ისინი ხომ ისეთი მშიშრები უნდა იყვნენ, რომ ყველაფერს ბრმად მისდიონ და ყველას დასტვენილზე ირეაგირონ.

      Like

  34. zaza 25/03/2017, 10:41 PM

    დამიჯერე ბევრი უბრალოდ ფანატიკოსია და სწამთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასწავლეს ასე და ეჭვის შეტანა არ უნდა არაფერში. განა ეს ცოდვად ჩაეთვლებათ რომ ეჭვი შეიტანონ ?

    კი, გეთანხმები მეც შემიმჩნევია, თუ ბევრს სჯერავს ესეიგი მეც მჯერავსო მაგრამ, დარწმუნებული ვარ არაფრისაც არ სჯერავს, ასეთ ადამიანებს, ჩემი აზრით.
    მაგრამ, მე პირადად ქრისტიანების კი არ მჯერავს (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება) ქრისტიანობის მჯერავს, რადგან ადამიანების უმრავლესობა (არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანია თუ სხვა რელიგიის მიმდევარი) ერთმანეთზე მანიპულირებენ, ცდილობენ აკონტროლონ ერთმანეთი…
    ჩემი გადმოსახედიდან ქრისტიანობა (ქრისტიანული მართლმადიდებლობა) ერთადერთია, დედამიწაზე რომელსაც შეუძლია ადამიანი გააკეთილშობილოს და უკეთეს ადამიანად აქციოს, თუ რა თქმა უნდა სწორად დაიცავ ყველაფერს…
    მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, ათეისტების აზრით ქრისტიანობა ძალადობაა…
    მაგრამ მე ესე არ ვფიქრობ რადგან ქრისტიანობაში არავინ არაფერს არ გაძალებს, შენ ვინც გინდა და რაც გინდა ის იწამე, არავინ გიშლის…
    და ის ძალადობა რომელიც ათეისტებს მოჰყვთ ხოლმე ქრისტიანობის მიმართ, მაგას ქრისტიანობა არა ჰქვია, მაგას პოლიტიკა ჰქვია, ესეთი პოლიტიკა მიჰყავთ ქრისტიანებს ან სხვა ნებისმიერ რელიგიის მიმდევრებს, და არა ქრისტიანობას…

    ხშირად ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე იმას რომ თუ დანაშაულს სჩადის ვინმე ქრისტიანობა კი არ სჩადის არამედ ქრისტიანი ან სხვა ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი, ან ათეისტი, ან პოლიტიკაა ასეთი…
    დანაშაულის ჩამდენს რელიგია არ აქვს, არ შეიძლება ქრისტიანობამ დანაშაულისკენ მოგიწოდოს…

    ბევრი რაღაცეებს ხელოვნურად ამუქებენ და ართულებენ, ნებსით თუ უნებლიედ, ზოგი უცოდინრობით და გონიათ რომ ესეა, როგორც თვითონ ფიქრობენ, ზოგიც სპეციალურად სახელს უტეხენ და ეს ყველაფერი მთლიანობაში უკვე იმხელა ცუდ რაღაცად გადაიქცევა რომ არარელიგიური ადამიანები ეგრევე თითს იშვერენ ქრისტიანობაზე, აი რა ცუდია და ასე შემდ…
    ამიტომ ვამბობ მე ქრისტიანების კია არა, ქრისტესი, ქრისტიანობის მჯერავს…
    მე ჩემს თავს იმ ფანატიკოსებში ვერ მივიჩნევ რადგან რაშიც ეჭვი შემეპარება ყოველთვის ვამოწმებ, დავეძებ ხოლმე ინფორმაციებს და ჩემი პირადი ლოგიკიდან გამომაქვს დასკვნა

    Like

    • trynotfuck 26/03/2017, 5:01 PM

      “ჩემი გადმოსახედიდან ქრისტიანობა (ქრისტიანული მართლმადიდებლობა) ერთადერთია, დედამიწაზე რომელსაც შეუძლია ადამიანი გააკეთილშობილოს და უკეთეს ადამიანად აქციოს, თუ რა თქმა უნდა სწორად დაიცავ ყველაფერს” არგეთახმები. რატომაა ქრისტიანობა ერთადერთი და რაც მთავარია საუკეთესო, რომ ადამიანი გააკეთილშობილოს?. რას იტყვი მაგალითად ძენ ბუდიზმზე(ან სხვა რელიგიებზე)? ან საერთოდ ვის, როგორ წარმოუდგენია კეთილშობილება? ყველაფერი ხომ ინტერპრეტაციებია? კეთილშობილება რაც არ უნდა იყოს ის ჩემთვის ასოცირდება ჭეშმარიტებასთან და შეცნობასთან. გარდა ამისა ნუთუ საჭიროა რელიგია იმისათვის, რომ კეთილშობილი იყო? ჩემს ბლოგზეც მაქ ნახსენები და აქაც ვიტყვი:

      “მოდი ყველაფერს მორწმუნეთა თავლიდან შევხედოთ. თუ ღმერთი არსებობს მაშინ ჩვენი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი ჩვენი გამოცდაა, რომ შემდეგ სამსჯავროზე წავრსდგეთ არა? მოდი დავფიქრდეთ რაში სჭირდება ღმერთს იმის ცოდნა, რომ თავად არსებობს? განა, რომ არ გვცოდნოდა ღმერთის არსებობა ყველაფერი უფრო ‘რეალური’ არ იქნებოდა? რეალური ბოროტება, რეალური სიკეთე. არავინ გააკეთებდა სიკეთეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სამოთხეში მომხდარიყო და ადამიანის ბუნება იქნებოდა რეალური. თუ სიკითეს აკეთებს ადამიანი და ამით არაფერ სარგებელს არ იღებს ეს ხომ უკვე მის კეთილბუნებაზე მიგვითითებს და რატომ ასე, არ ‘ინება’ ღმერთმა? რატომ თქვა, რომ თავად არსებობს და, რომ დედამიწაზე ჩვენი დანიშნულება სიკეთის კეთებაა და ის ვინც არ გააკეთბს ამ უკანასკნელს სამუდამო ტანჯვა დასტანჯავს? ახლა არ თქვა, რომ ასე დამნაშავეთა რიცხვს შეამცირებდა, რადგან ამ უკანასკნელზე სტატისტიკებიც მეტყველებენ, რომ ათეისტებიც და თეისტებიც თითქმის თანასწორად ჩადიან დანაშაულს. “

      Like

  35. Zaza 27/03/2017, 12:13 PM

    ყველაფერი ხომ ინტერპრეტაციებია?
    კი, გეთანხმები მაგრამ, ამასაც გააჩნია რა დროს არის ინტერპრეტაციები, მაგალითად, თუ ხედავ რომ უჭირს შენ დაეხმარე, მეორე დღეს ჟურნალისტებთან ერთად ტელევიზიით გამოხვედი და ქვეყანას გააგებინე რომ შენ მას დაეხმარე და მომავალშიც დაეხმარები და მართლა დაეხმარები (შეიძლება მართლა გინდოდეს რომ ეხმარებოდე) ამას ინტერპრეტაციაც, თვალთმაქცობაც და ასე შემდ … ჰქვია. (მოგწონს თუ არ მოგწონს)
    მაგრამ შენ თუ დაეხმარები და მომავალშიც განაგრძობ დახმარებას რეკლამების გარეშე, შენ რომ სიამოვნებას იღებ იმით რომ ის კარგად არის, ამას ჭეშმარიტება ჰქვია. (ჩემი აზრით)

    მე არ ვამტკიცებ და ვერც დავამტკიცებ რომ რომელიმე რელიგია ან ცუდია ან კარგია, მე ვამბობ ჩემი გადმოსახედიდან რომ ქრისტიანული მართლმადიდებლობა ყველაზე უკეთესია.
    იმიტომ რომ ის ქრისტესგან (უფლისგან) მოდის დღემდე, და ყველაფერს ისე გასწავლის რომ სხვას ზიანს არ აყენებს, როდესაც შენ პირველ რიგში იმას ფიქრობ და გაფიქრებინებს შენი რელიგია რომ სხვას ზიანი არ მიაყენო და ამის მერე შენს თავზე იფიქრო ეს კარგია, კეთილშობილებაა…
    მაგალითად მეტროში, რომ ჭედვაა და შენ ამ დროს იმას კიარ ფიქრობ რომ უკეთესად იდგე და ან უკეთესი ადგილი იპოვნო რომ თავი კომფორტულად იგრძნო, არამედ იმას რომ ფიქრობ შენს გარშემო ვინმე არ შეაწუხო, ფეხი ფეხზე არ დაადგა ან არ შეავიწროვო და ასე შემდ… ესეც ქრისტიანობაა, ესე კეთილშობილობაა…

    ბუდიზმი ახსენე და გიპასუხებ, არც ბუდიზმია ცუდი, ბუდიზმიც გაკეთილშობილებს თუ კარგი მოსწავლე ხარ, მაგრამ, ბუდიზმიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანის მოგონილია?..
    სულთან ყველაზე ახლოს ქრისტიანობაა.
    სადაც კონკურენცია არსებობს, მომავალში იქ ძალადობაც იჩენს თავს…
    ქრისტიანულ-მართლმადიდებლობა არავის უწევს კონკურენციას, არ გეუბნება რატომ ხარ ბუდისტი, ან მუსლიმი, ქრისტიანი გახდი, ქრისტიანობა უფრო კარგს გთავაზობსო და ასე შემდ…
    ქრისტიანობა ცხოვრებაა, მხოლოდ გასწავლის და არ გეუბნება გინდა თუარა არჩევანი გააკეთეო, უბრალოდ ცხოვრობ ქრისტიანულად, ქრისტიანობა ყველგან არის, ყველაფერშია და ყველაფერია სადაც თავმდაბლობაა, სიკეთეა და სიყვარულია… (ბევრი ამას ფიზიკურად ეძებს, სად არის, სად!.. თუ ვინმე ვინმეს აიძულებს მაგას ქრისტიანობა არ ჰქვია და არ მოითხოვს ქრისტიანობა, მაგას მხოლოდ ქრისტიანი, მუსლიმი ან სხვა ვინე მოითხოვს…)

    ამიტომ არ ვაღიარებ არცერთ რელიგიას, რელიგიად (მე არ ვამბობ რომ ცუდია) რადგან ადამიანების გამოგონილია, გარდა ქრისტიანობისა…

    “მოდი ყველაფერს მორწმუნეთა თავლიდან შევხედოთ. თუ ღმერთი არსებობს მაშინ ჩვენი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი ჩვენი გამოცდაა, რომ შემდეგ სამსჯავროზე წავრსდგეთ არა?

    როდესაც მშობელი ბავშვის გაზრდას იწყებს, მისი ტვინი ჯერ ხომ სუფთაა და არ იცის მან როგორ უნდა იცხოვროს, სანამ შენ ბიძგს არ მისცემ თუ საით უნდა წავიდეს და შემდეგ ზრდის პროცესში, ასე ვთქვათ ჭკუაში რომ ჩავარდება მერე თვითონ გადაწყვიტოს თუ რა უნდა აკეთოს…

    მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო…
    შენ რომ ღმერთის ადგილზე ყოფილიყავი, მარტო როდესაც იქნებოდი ხომ შეეცდებოდი შენ რომ თავი მარტოდ არ გეგრძნო რამე, ვინმე შეგექმნა?
    შესაბამისად თუ მარტო იქნებოდი ვის ეცოდინებოდა რომ შენ არსებობ?
    ფიზიკურად თავიდანვე ღმერთთან რომ ყოფილიყავი შენ ხომ არაფრის გამოცდილება არ გექნებოდა, შესაბამისად არ გექნებოდა სიკეთის და ბოროტების აღქმის უნარი და რასაც გააკეთებდი ყველაფერს უბრალოდ გააკეთებდი მაგრამ შენს თავში გააზრებული ხომ არ გექნებოდა, შენს თავისუფალ ნებას ხომ ვერ გაიგებდი სად არის?
    ღმერთმა ისიც კარგად ოცოდა და იცის რომ ადამიანი შემოქმედია, ერთფეროვნული ცხოვრებით ვერ გაძლებს, თუ თვითონ არ შეიგრძნო ადამიანმა თავისუფალი ნება მაშინ მისთვის ყველა და ყველაფერი გაუფერულდება, ადამიანი თვითონ უქმნის თავის თავს ნებსით თუ უნებლიედ წინააღმდეგობასაც და ასე ვთქვათ მიწიერ ჰარმონიასაც და ამ ყველაფრიდან გამომდინარე უკვე ყველაფერს იგებს თავისი ჭკუით, ნებით და შემდეგ აკეთებს დასკვნას ვინ უნდა ვისთან უნდა, რატომ არის ადამიანი რომ მაგალითად, ყველაფერი აქვს ყველაფერი ნახა მაგრამ ისეთი შეგრძნება აქვს რომ თითქოს კიდევ რაღაც არ უნხავს, მაინც მოსვენება აქვს დაკარგული და რაღაც უნდა მაგრამ არ იცის, ვერ ხვდება რა უნდა, ეს არის სწორედ რომ სულით კავშირშია ღმერთთან ადამიანი, სული ყოველთვის ღმერთისკენ მიიწევს, ადრე თუ გვიან…

    ზოგადად, რელიგია საჭიროა, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს საჭირო რადგან ის ისედაც რელიგიურად, ქრისტიანულად ცხოვრობს, უბრალოდ სახელს არ არქმევს ქრისტიანულად რომ ცხოვრობს…
    როდესაც ბრბო არის იქ რელიგიაა საჭირო, სახელია საჭირო რომ ერქვას ქრისტიანობა, რომ გაკეთილშობილდეს ადამიანები, ერთმანეთის მიმართ ისწავლონ პატივისცემა…
    რომ არ გვცოდნოდა ღმერთის არსებობა უფრო მეტი ბრბო იქნებოდა ვიდრე არის.
    თუ მხოლოდ სიკეთით იცხოვრებდა ადამიანი ან პირიქით, მაშინ ადამიანი ადამიანი აღარ იქნებოდა, იქნებოდა როგორც რობოტი სიკეთით დაპროგრამებული, ან ბოროტებით დაპროგრამებული, და ადამიანის თავისუფალი ნება აღარ გამოჩნდებოდა.
    სადაც სიკეთეა, სადაც თავმდაბლობაა, სადაც სიყვარულია იქ არის ღმერთი, ღმერთის ნახვა თუ გინდა ესეიგი, შესაბამისად ქრისტიანულად უნდა იცხოვრო, სულიერების უნდა გჯეროდეს…
    მარტო ის რომ იძახო, მე ღმერთს ვერ ვხედავ და არ მჯერავს რომ არსებობს ესეც ხომ არ შეიძლება, ხომ უნდა ეძიო სხვადასხვა გზებით?
    ერთი, რომელიმე ნომრის მიკრო ავტობუსი ყველგან ხომ ვერ წაგიყვანს, უნდა გადაჯდე ხომ სხვა ავტობუსში…

    როდესაც ქრისტიანობა გეუბნება რომ, ღმერთი, სიკეთეა, სიყვარულია და ყველგან არის სადაც სიკეთეა, და შენ გჯერავს, გწამს, მაშინ რატომ უნდა გაგიჩნდეს თავში უნდობლობა ღმერთის მიმართ, და რატომ უნდა მოუწყო მუდმივად გამოცდა? ამას უკვე რწმენა აღარ ჰქვია ხო?
    ათეისტი ამბობს რომ სად არის ღმერთი, მე ვერ ვხედავ?
    იმიტომ ვერ ხედავ რომ ის ყველგან არის, სადაც სიკეთეა და სიყვარულია, თავმდაბლობაა.
    და მაინც, სად არის?
    ჩვენშია, შენშია, ჩემშია და ყველაშია, რწმენას გააჩნია, ვის როგორ სწამს… (როდესაც არ გინდა რომ ირწმუნო მაშინ ვარასოდეს ვერ გაიგებ იმას თუ რა თქმა უნდა ეძებ, და არა გგონია რომ ეძებ)
    მხოლოდ მატერიალურად უყურებენ ყველაფერს, მაგრამ მატერიის მიღმა რაც არის ის არ სჯერავთ, რადგან არ სჯერავთ ესეიგი არ არსებობს?..
    მე რომ მჯერავს ფანატიკოსი ვარ?..
    როგორ დავუმტკიცოთ ერთმანეთს ვინ არის მართალი, მე თუ შენ?
    ამიტომ გამომაქვს ესეთი დასკვნა, ყველაფრის დამტკიცება შეიძლება ისევე როგორც არაფრის… (გააჩნია შენ როგორ გჯერავს ან გწამს, ან საერთოდ არ გინდა რომ ირწმუნო, რადგან, შენ ფიქრობ რომ შენთვის ასე ჯობია)
    ქრისტიანობა, ამიტომ არავის არაფერს უმტკიცებს, მხოლოდ გასწავლის, გააჩნია შენ როგორ ისწავლი, და იმასაც გააჩნია შემდეგ როგორ გამოიყენებ, შენ შეიძლება კარგი მოსწავლე იყო მაგრამ ქრისტიანულად არ იცხოვრო, ვისი ბრალია ქრისტიანობის?..

    ქრისტიანობა რომ ძალადობა იყოს მაშინ კარგი მოსწავლე იქნებოდი და ქრისტიანულადაც იცხოვრებდი, რადგან ქრისტიანობა ძალით გაცხოვრებდა ისე როგორც ქრისტიანობას სურს…
    მაგრამ შენი თავისუფალი ნება?……
    აღარ გექნებოდა თავისუფალი ნება და მერე რას იტყოდი?
    მერე ვეღარ იტყოდი რომ მე თავისუფალი არა ვარო, რადგან თქმის უფლებაც არ გექნებოდა და ამას რა ერქმეოდა? თუ არა მონა?… (შეიძლება სრული ჰარმონიაც დაარქვა, გააჩნია რომელი კუთხიდან შეხედავ)

    Like

  36. trynotfuck 27/03/2017, 2:41 PM

    1. ქრისტიანობა რათქმაუნდა არ გაძლევს საშუალებას იყო თავისუფალი, სერიოზულად პირველი წესი მაინც არ იყოს “მე ვარ უფალი შენი ღმერთი არ გაიჩინო სხვა ღმერთი ჩემს გარდა!”, რატომ უდა შემზღუდოს ქრისტიანულმა მოძღვრებამ მაგალითად ავდგე და გავხდე მაჰმადიანი? იქნებ მე ის რელიგია მიმაჩნია ყველაზე საუკეთესოდ? და მასში “ვიპოვე ჩემი თავი”?

    2.”ამიტომ არ ვაღიარებ არცერთ რელიგიას, რელიგიად (მე არ ვამბობ რომ ცუდია) რადგან ადამიანების გამოგონილია, გარდა ქრისტიანობისა”, ცნობისთვის აი რას ამბობდა მუჰამედი: “მე ალაჰის მოციქული ვარ დედამიწაზე” ანუ მაჰმადიანობა მე კი არ გამოვიგონეო არამედ არსებობდაო უბრალოდ მე ვავრცელებო, შეიძლება თქვა, რომ მუჰამედი ტყუოდა და თვითონ გამოიგონა მაჰმადიანობა, ასევე თავისუფლად შეიძლება ქრისტიანობა გამოეგონა ადამიანს და გაესაღებინა ისე როგორც ეს მუჰამედმა გაასაღა რას იტყვი რით გაამყარებ შენს იმ აზრს, რომ ქრისტიანობა არაა ადამიანის გამოგონილი, ხოლო მაგალითად მაჰმადიანობაა ჩვენი გამოგონილი?

    3. “შენ რომ ღმერთის ადგილზე ყოფილიყავი, მარტო როდესაც იქნებოდი ხომ შეეცდებოდი შენ რომ თავი მარტოდ არ გეგრძნო რამე, ვინმე შეგექმნა?” ასევე კიდევ ცნობისთვის, როგორც ბიბლია გვმოძღვრავს ღმერთს ‘ჰყავს’ ანგელოზები (ქერუბიმები და ა.შ) ანუ ის არ იგრძნობდა თავს ‘მარტოდ’! ( და აქვე ვართ ბარემ შენი სიტყვებიდან გამომდინარე ღმერთი არის ადამიანი (მსგავსი არსება) რადგან რა არის გრძნობა? ჰორმონების მოქმედების შედეგი, ხოლო თუ რაიმე რაიმეს გრძნობს ესეიგი ის არის მატერიალური. აქედან თუ ღმერთი მატერიალურია მაშინ მას ვერ ექნება “სულიერ სამყაროსთან (თუ არსებობს საერთოდ)” ‘წვდომა’ რადგან მატერიალურისა და აბსტრაქტულის ერთმანეთთან ზემოქმედების წარმოდგენა უბრალოდ სისულელეა იმ მიზეზით, რომ ვერც მოახდენენ რაიმე ზემოქმედებას), თუ შენს აზროვნებას გავყვებით ჩვენ ღმერთის მოწყენილობის ჟამს შექმნილი “სათამაშოები” ვართ, რომლითაც ერთობიან, ამის მართლა გჯერა? რატომ?

    4.”მხოლოდ მატერიალურად უყურებენ ყველაფერს, მაგრამ მატერიის მიღმა რაც არის ის არ სჯერავთ, რადგან არ სჯერავთ ესეიგი არ არსებობს?..” არა რათქმაუნდა პირიქით რახან არ არსებობს სწორედ მაგიტომ არ სჯერათ. გაჩნდება კითხვა რა იცი, რომ არ არსებობს? რაზეც ჩემებური პასუხი მაქ და გამომდინარე იქიდან, რომ ეს პასუხი 1000+ სიტყვიანი აქ ვერ დავწერ შეგიძლია ჩემს ბლოგზე ნახო > https://goo.gl/rcDV9X
    მე რომ მჯერავს ფანატიკოსი ვარ?.. – ამ კითხვებს გაეცი პასუხი: 1.”ზემყარი არგუმენტებით და ფაქტებით მყარდება ჩემი შეხედულება? 2. და რაც მთავარია ეს ფაქტები და არგუმენტები ლოგიკურია? 3. და მათი ავთენტურობა პირადად მაქ დამოწმებული? თუ უბრალოდ რახან საზოგადოებას მიაჩნია ასე სწორად მეც ამის გამო მხოლოდ ზედაპირულად მაქ შესწავლილი საკითხი?” თუ ამ სამი შეკითხვის პასუხი დადებითია რათქმაუნდა არა შენ არ იქნები ბრმადმორწმუნე.
    როგორ დავუმტკიცოთ ერთმანეთს ვინ არის მართალი, მე თუ შენ?” ბევრჯერ ვამბობ, რომ ჩვენი კაცობრიობის საუკეთესო დასაყრდენი არა ნდობა არამედ თვითშემეცნება და ლოგიკაა, რისი მეშვეობითაც ყველაფერის ამოვხსნით (დროის გარკვეულ მონაკვეთში)

    Like

  37. trynotfuck 29/03/2017, 2:29 PM

    დაგაინტერსებს რატომ გავჭიმე ამდენ ხანს და რატომ არ მოგწერე პასუხი, სინამდვილეში 2 დღის წინ დავწერე ეს კომენტარი უბრალოდ ის ლინკს შეიცავდა და მოდერაცია არ გაუვლია ჯერ, ეს კი იმ კომენტარის ულინკო ვერსიაა;

    1. ქრისტიანობა რათქმაუნდა არ გაძლევს საშუალებას იყო თავისუფალი, სერიოზულად პირველი წესი მაინც არ იყოს “მე ვარ უფალი შენი ღმერთი არ გაიჩინო სხვა ღმერთი ჩემს გარდა!”, რატომ უდა შემზღუდოს ქრისტიანულმა მოძღვრებამ მაგალითად ავდგე და გავხდე მაჰმადიანი? იქნებ მე ის რელიგია მიმაჩნია ყველაზე საუკეთესოდ? და მასში “ვიპოვე ჩემი თავი”?

    2.”ამიტომ არ ვაღიარებ არცერთ რელიგიას, რელიგიად (მე არ ვამბობ რომ ცუდია) რადგან ადამიანების გამოგონილია, გარდა ქრისტიანობისა”, ცნობისთვის აი რას ამბობდა მუჰამედი: “მე ალაჰის მოციქული ვარ დედამიწაზე” ანუ მაჰმადიანობა მე კი არ გამოვიგონეო არამედ არსებობდაო უბრალოდ მე ვავრცელებო, შეიძლება თქვა, რომ მუჰამედი ტყუოდა და თვითონ გამოიგონა მაჰმადიანობა, ასევე თავისუფლად შეიძლება ქრისტიანობა გამოეგონა ადამიანს და გაესაღებინა ისე როგორც ეს მუჰამედმა გაასაღა რას იტყვი რით გაამყარებ შენს იმ აზრს, რომ ქრისტიანობა არაა ადამიანის გამოგონილი, ხოლო მაგალითად მაჰმადიანობაა ჩვენი გამოგონილი?

    3. “შენ რომ ღმერთის ადგილზე ყოფილიყავი, მარტო როდესაც იქნებოდი ხომ შეეცდებოდი შენ რომ თავი მარტოდ არ გეგრძნო რამე, ვინმე შეგექმნა?” ასევე კიდევ ცნობისთვის, როგორც ბიბლია გვმოძღვრავს ღმერთს ‘ჰყავს’ ანგელოზები (ქერუბიმები და ა.შ) ანუ ის არ იგრძნობდა თავს ‘მარტოდ’! ( და აქვე ვართ ბარემ შენი სიტყვებიდან გამომდინარე ღმერთი არის ადამიანი (მსგავსი არსება) რადგან რა არის გრძნობა? ჰორმონების მოქმედების შედეგი, ხოლო თუ რაიმე რაიმეს გრძნობს ესეიგი ის არის მატერიალური. აქედან თუ ღმერთი მატერიალურია მაშინ მას ვერ ექნება “სულიერ სამყაროსთან (თუ არსებობს საერთოდ)” ‘წვდომა’ რადგან მატერიალურისა და აბსტრაქტულის ერთმანეთთან ზემოქმედების წარმოდგენა უბრალოდ სისულელეა იმ მიზეზით, რომ ვერც მოახდენენ რაიმე ზემოქმედებას), თუ შენს აზროვნებას გავყვებით ჩვენ ღმერთის მოწყენილობის ჟამს შექმნილი “სათამაშოები” ვართ, რომლითაც ერთობიან, ამის მართლა გჯერა? რატომ?

    4.”მხოლოდ მატერიალურად უყურებენ ყველაფერს, მაგრამ მატერიის მიღმა რაც არის ის არ სჯერავთ, რადგან არ სჯერავთ ესეიგი არ არსებობს?..” არა რათქმაუნდა პირიქით რახან არ არსებობს სწორედ მაგიტომ არ სჯერათ. გაჩნდება კითხვა რა იცი, რომ არ არსებობს? რაზეც ჩემებური პასუხი მაქ და გამომდინარე იქიდან, რომ ეს პასუხი 1000+ სიტყვიანი აქ ვერ დავწერ შეგიძლია ჩემს ბლოგზე ნახო “რატომ ‘მოკვდა’ ღმერთი? ”
    მე რომ მჯერავს ფანატიკოსი ვარ?.. – ამ კითხვებს გაეცი პასუხი: 1.”ზემყარი არგუმენტებით და ფაქტებით მყარდება ჩემი შეხედულება? 2. და რაც მთავარია ეს ფაქტები და არგუმენტები ლოგიკურია? 3. და მათი ავთენტურობა პირადად მაქ დამოწმებული? თუ უბრალოდ რახან საზოგადოებას მიაჩნია ასე სწორად მეც ამის გამო მხოლოდ ზედაპირულად მაქ შესწავლილი საკითხი?” თუ ამ სამი შეკითხვის პასუხი დადებითია რათქმაუნდა არა შენ არ იქნები ბრმადმორწმუნე.
    როგორ დავუმტკიცოთ ერთმანეთს ვინ არის მართალი, მე თუ შენ?” ბევრჯერ ვამბობ, რომ ჩვენი კაცობრიობის საუკეთესო დასაყრდენი არა ნდობა არამედ თვითშემეცნება და ლოგიკაა, რისი მეშვეობითაც ყველაფერის ამოვხსნით (დროის გარკვეულ მონაკვეთში).

    Like

  38. Zaza 29/03/2017, 6:13 PM

    ქრისტიანობა რათქმაუნდა არ გაძლევს საშუალებას იყო თავისუფალი,
    რა პრობლემაა, იყავი თავისუფალი, არავინ გიმტვრევს კარებს…

    “მე ვარ უფალი შენი ღმერთი არ გაიჩინო სხვა ღმერთი ჩემს გარდა!”
    მშობელმა რომ გითხრა მე ვარ შენი მშობელი, არ გჯერავს? 🙂 ყველა ადამიანის მშობელი არ არის ღმერთი?..
    ხომ არ გეუბნება არ გაიჩინო სხვა ღმერთი თორემ მოგკლავ!
    არ გაიჩინო სხვა ღმერთი რადგან მე ვერ გიშველი, მე თუ ხელს მკრავ და ზურგს შემაქცევ მაშინ ეშმაკი დაგეპატრონება, რადგან ის შენზე ძლიერია… (ეს მე კიარ მინდა რომ ესე იყოს არამედ შენი არჩევანი იქნება)
    აბა როგორ გინდა, შენ ზურგი შეაქციო ღმერთს, მოიპარო, მოკლა, აუპატიურო, დაჩაგრო, აწამო… და მერე, ამის შემდეგ ისევ ღმერთი დაადანაშაულო, შენ თავისუფლება წამართი, არ დამიცავი ეშმაკისგან და ასე შემდეგ და შემდეგ… და თან თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებ ღმერთს…

    ატომ უდა შემზღუდოს ქრისტიანულმა მოძღვრებამ მაგალითად ავდგე და გავხდე მაჰმადიანი? იქნებ მე ის რელიგია მიმაჩნია ყველაზე საუკეთესოდ? და მასში “ვიპოვე ჩემი თავი”?
    ქრისტიანობა სულაც არ გზღუდავს, შენ რაც გინდა და ვინც გინდა ის იყავი…
    ქრისტიანობა გეუბნება ღმერთი არის სიკეთე, სიყვარული და თავმდაბლობა, თუ ეს ყველაფერი გაქვს იქნები ღმერთთან თუ არ გაქვს ვერ იქნები, მემგონი აქ არაფერია გაუგებარი… (ვერ იქნები, ეს იმას კიარ ნიშნავს რომ მე მინდა ესეო, ეს იმას ნიშნავს რომ სხვანაირად ვერ მიხვალ ღმერთთან, მხოლოდ ეს გზა არსებობს, სხვა გზა არ არსებობს, გზა გასწავლა, რომელიც შენ არ გინდა რომ იარო ამ გზაზე)
    მაშინ რა გამოდის შენი აზრით, არც სიყვარული გქონდეს, არც თავმდაბლობა, არც სიკეთე და როცა გინდა რაკეტაში ჩაჯდე და გაფრინდე ღმერთთან სტუმრად წახვიდე და წამოხვიდე ხოლმე, ტაქსით, თუ როგორ?.. 🙂
    მაჰმადიანობა ან რამე სხვა თუ გინდა იყავი მერე, ვინ გიშლის?
    გეშინია რომ მაჰმადიანი თუ გახდები ესეიგი, შეიძლება ღმერთთან ვერ მოხდე?
    თუკი გეშინია მაჰმადიანობას ისევ ქრისტიანობა არ გირჩევნია?
    მაგრამ, რელიგია რომელიც შიშზეა აგებული, მე ნაკლებად მჯერავს მისი…
    და თუ ამბობ რომ, რატომ მზღუდავს ქრისტიანობა, ღმერთი, ესეიგი აღიარებ რომ არსებობს ღმერთი და შესაბამისად სულიც… (მახსოვს, შენ მითხარი რომ სიტყვაზე, ვთქვათ…)

    ცნობისთვის აი რას ამბობდა მუჰამედი: “მე ალაჰის მოციქული ვარ დედამიწაზე” ანუ მაჰმადიანობა მე კი არ გამოვიგონეო არამედ არსებობდაო უბრალოდ მე ვავრცელებო,
    და, აქ სხვა არ არის? მაჰმადიანობა არ გამომიგონებია, მოციქული ვარ…
    იესომ (უფალმა) თვითონ მოიგონა ქრისტიანობა, იესო ძე ღმრთისა! (იგივე ღმერთი, უფალი)
    ბევრი მოციქულები ყოფილან და აქედან რომელია ღმერთი, გარდა უფლისა?
    იესოზე ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს…
    მუჰამედზე… ?…..

    “შენ რომ ღმერთის ადგილზე ყოფილიყავი, მარტო როდესაც იქნებოდი ხომ შეეცდებოდი შენ რომ თავი მარტოდ არ გეგრძნო რამე, ვინმე შეგექმნა?” ასევე კიდევ ცნობისთვის, როგორც ბიბლია გვმოძღვრავს ღმერთს ‘ჰყავს’ ანგელოზები (ქერუბიმები და ა.შ) ანუ ის არ იგრძნობდა თავს ‘მარტოდ’!
    დაგავიწყდა რომ ქერუბიმებიც და ნებისმიერი ანგელოზებიც ღმერთმა შექმნა…
    მანამ ანგელოზებსაც შექმნიდა?
    ხომ იყო ოდესღაც მარტო?..
    არა, ღმერთი ადამიანი არ არის, ღმერთი არის ღმერთი და მერე შეიძლება ითქვას რომ ადამიანიც, ღმერთმა ადამიანის ფორმა და სახე მიიღო და გამოეცხადა ადამიანებს როგორც ადამიანი, ჩვენ რაც, და როგორც ვიცით…
    ღმერთი თუკი ყოვლისშემძლეა (და მე ვფიქრობ რომ ყოვლისშემძლეა) მისთვის რა პრობლემაა სულიერებიდან მატერიაში გადმოსვლა, მითუმეტეს როდესაც ადამიანი გაორებულია, სულისა და სხეულის ერთობლიობა, ვიღაცამ ადამიანს შეიძლება სათამაშო დაარქვას ვიღაცამ ადამიანი, ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა რადგან აზრები ძალიან ბევრია, შენთვის შეიძლება სათამაშოა ვიღაცისთვის არა, ეს არავინ იცის ღმერთი მაშინ რას და როგორ ფიქრობდა, უბრალოდ ჩათვალა საჭიროდ რომ ადამიანი შეექმნა და გამრავლებულიყო რაღაც კანონებით, რაღაც კანონები ყველგან და ყველაფერშია საჭირო, ქაოსში არაფერია კარგი და არც არაფერი იქმნება…

    კი, გეთანხმებით რომ თვითშემეცნება და ლოგიკაა, რა თქმა უნდა, ამიტომაც ვამბობ რომ როგორც დაამტკიცებ, ასევე ვერ დაამტკიცებ, დამტკიცებაც შეიძლება და ვერდამტკიცებაც, ეს ყველაფერი დროზეა, თვითშემეცნებაზეა, ინდივიდუალობაზეც და ლოგიკაზეცაა დამოკიდებული…
    დღეს რაღაც ამფიბიის გჯერავს, ხვალ, მაიმუნის, ზეგ დიდი აფეთქების, მაზეგ ლოკოკინების და რავიცი ასე შემდეგ და შემდეგ, სიმართლე არავინ ვიცით 100%-ით მე ამას ვამბობ და არა რამეს ვამტკიცებ…

    Like

  39. zaza 29/03/2017, 11:49 PM

    მოდი განვიხილოთ ადამიანის სინდისი.
    რა არის სინდისი?..
    ნუ მეტყვი ეხლა იმას რომ ეს არის ადამიანის ჰორმონების დამსახურება, ეს არის ადამიანის ცხოვრებიდან შეძენილი თვისება და რავიცი და რავიცი კიდე… რადგან სინდისი ესე ადვილი ასახსნელი არ არის.
    როდესაც რამე დააშავე და ძალიან გაწუხებს, მოსვენებას რომ არ გაძლევს, ებრძვი მაგრამ ვერ ერვი…
    უკვე დიდხინს უკან გაქვს ჩადენილი რაღაც ცუდი მაგრამ შეიძლება წლები გავიდეს და მაინც არ გასვენებდეს…
    ოღონდ, უბრალოდ დანაშაულის გრძნობას ნუ დაარქმევ რადგან ვერ დაგეთანხმები, არამარტო მე არამედ ძალიან ბევრი…
    როდესაც ჩაიდინე დანაშაული, თითქოს ფეხებზე დაიკიდე, დრო გადის და დროდადრო მაინც თავს დამნაშავედ მიიჩნევ, მაგრამ მაინც ებრძვი საკუთარ თავს, შეიძლება მთელი ცხოვრებაც გაწელო, მაგრამ როდესაც სიკვდილი უახლოვდება ადამიანს მაშინ მაინც ვეღარ ერევა საკუთარ სინდისს და ეშინია, ისე არ მოკვდეს რომ ვინმემ არ აპატიოს, რადგან მომავალში შიში აქვს პასუხისმგებლობისა?.. ათეისტებიც ყოფილან ამ მდგომარეობაში, ქრისტიანებიც, მუსლიმებიც და მრავალი ურჯულოებიც და სხვებიც…

    Like

  40. Zaza 30/03/2017, 12:31 PM

    თუ უბრალოდ, ხორცია ადამიანი, სული არ გააჩნია, მაშინ რა საჭიროა, მაშინ რატომ აწუხებს ადამიანს (ნებისმიერი ყოფილა ამ მდგომარეობაში, ათეისტიც, ქრისტიანიც, მუსლიმიც და სხვა და სხვა…) სიკვდილის წინ, რატომ ეშინია თავის ცოდვების, თუკი ის მხოლოდ ხორცია, თუკი მას არ სჯერავს არც სულისა და არც ღმერთისა და არც სიკვდილის შემდეგ ცხოვრებისა, რა საჭიროებას მოითხოვს სინდისი, რისთვის ააქვს ადამიანს?..
    ვიცი მეტყვი ცხოველსაც აქვსო და ბარემ გეტყვი, კი, ცხოველსაც შეიძლება ჰქონდეს მაგრამ, ადამიანის სინდისი სულიერებისგან არის გამოწვეული, სულიერი ცხოვრების იმედით არის გამოწვეული, სულიერებისკენ, ღმერთისკენ მიიწევს ადამიანი თავისი სინდისით, სული…
    ვერ დაგეთანხმები ვერანაირად, თუ ცხოველს შეადარებ და ამ პასუხით გააუფერულებ ამ კითხვას…

    Like

  41. trynotfuck 31/03/2017, 2:43 PM

    მოდი ბოლოდან დავიწყებ;
    პირველ რიგში: არა ადამიანისგან(და რამოდენიმე ცხოველს მგონი ერთ-ერთი დელფინია სუსტად აქვს ეს უკანასკნელი) განსხვავებით სხვა ცხოველს არ გააჩნია სინდისი (ყოველშემთხვევაში განვითარებული არაა ანუ რუდიმენტია მათთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანგან განსხვავებით სხვა ცხოველების ტვინი (ყოველშემთხვევაში ლიმბური სისტემა) ჯერ არაა განვითარებული საკმარისად) სინდისი ასე, ვთქვათ ადამიანის ერთ-ერთი უნიკალური “თვისებაა” მაგრამ არა ვერ ვიტყვით, რომ ის ცუდია ან ის კარგია რადგან ფაქტი აღქმაა და არა პირიქით. პირადად მიმაჩნია სინდისის გრძნობა რომელიც არის საშუალოდ განვითარებული ადამიანში არის კარგი.

    რა არის სინდისი?(რაღათქმაუნდა ჩემი გადმოსახედიდან და არამარტო): სინდისი ესაა- გრძნობა, რომელიც შეიგრძნობა მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ‘არასწორი გავაკეთეთ (ბრჭყალებში კიდევ იმიტომ, რომ მაგალითად ჰინდუსთვის ძროხის მოკვლა და ჭამა არასწორია, მე კი უბრალოდ არ მომწონს ხორცი(მისი ზემოქმედება ჩემზე) მაგრამ ძროხის მკვლელობა? რათქმაუნდა თავადაც შემიძლია მოვკლა, მაგრამ ვიღაც ჯუმბერა გიჟდება ხორცზე)’ ჩნდება კითხვა რა ვიცით, რომ არასწორს ვაკეთებთ? ქრისტიანისთვის არასწორი 10 მცნების და ქრისტიანული მოძღვრების დარღვევა იქნება მაგალითად, მუსლიმისთვის მუჰამედის მცნებების, ათეისტისთვის თავისი მორალის გადახვევა. და გამომდინარე იქიდან, რომ რაც შეიგრძნობა ადამიანის მიერ არის მხოლოდ მატერიალური (საუბარი არ მაქ უბრალოდ დანახულზე და შეხებულზე, მაგალითად სიყვრული შედგება 8 ძირითადი ჰორმონისგან: სეროტონინი, დოფამინი, ენდორფინი, ვაზოსპრესნი, ოქსიტოცინი, ანდროგენი, ნორეპინეფრინი, ტესტოსტერონი / ესტროგენი, ასევე შიში = ეპინეფრინი | სიამოვნება / სიმშვიდე / ჰარმონია/ეიფორია = ენდორფინი, სეროტონინი, დოფამინი, ნორეპინეფრინი. რათქმაუნდა ზემოთხსნენებული ჰორმონების მოჭარბებული რაოდენობა იწვევს ასევე ზემოთხსენებულ შეგრძნებებს მაგრამ სიტყვაზე ენდორფინების და დოფამინის ნაკლებობა უკვე დეპრესიის წინაპირობაა. მოკლედ რისი თქმაც მსურდა გაიგე ალბათ, რომ ყველა შეგრძნება რაც აღიქმება არის ჩვენივე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ( შეგიძლია გადაიკითხო მრავალი სტატიაა ამ ყველაფერზე (ინგლისურ სეგმენტზე მოიძიე მაინც ქართველები ბევრჯერ აზვიდებენ და ‘სტენიან’ ყველაფერს რაღაცას / ვიღაცას) ) ) და შესაბამისად სინდისს შევიგრძნობთ ? შესაბამისად იგი ჩვენი ჰორმონების შედეგია, მაგ: რას ვგრძნობთ სინდისის ქენჯნისას. ცოტა მოუსვენრად ვართ = ოდნავ მომატებული ეპინეფრინი, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ და გვგონია, რომ ყველაფერი ამ ამბის გარშემოა = დაქვეითებული სამყაროს აღქმა რაც აიხსნება დოფამინის ნაკლებობიდ, ოდნავ მომატებული კორტიზოლი და ა.შ;

    “თუ უბრალოდ, ხორცია ადამიანი, სული არ გააჩნია, მაშინ რა საჭიროა, მაშინ რატომ აწუხებს ადამიანს (ნებისმიერი ყოფილა ამ მდგომარეობაში, ათეისტიც, ქრისტიანიც, მუსლიმიც და სხვა და სხვა…) სიკვდილის წინ, რატომ ეშინია თავის ცოდვების, თუკი ის მხოლოდ ხორცია, თუკი მას არ სჯერავს არც სულისა და არც ღმერთისა და არც სიკვდილის შემდეგ ცხოვრებისა, რა საჭიროებას მოითხოვს “, როგორც ვთქვი ადამიანი სინდისის ქენჯნას თუ განიცდის ესეიგი მან თავისეულ აღქმულ და გაგებულ სამყაროში დააშავა რაიმე მიუღებელი და სინდისის ქენჯნა მაინც და მაინც სიკვდილისწინ რომ იგრძნოს მორწმუნემ ეს ლოგიკურია, ათეისტმაც, რომ იგრძნოს რატომაც არა მას არ უნდოდა თავისი მორალისთვის ეღალატა და სურდა სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყო თავისივე თვალში, მაგრამ ახლა ამის გამოსწორების დროც აღარ აქ, და იგი აღარაა გამორჩეული ნებისმიერს დაწყდება ამაზე გული და სინდისის ქენჯნის გრძნობაც ექნება. აქვე ვართ ბარემ და ვიტყვი, რომ ბევრ თეისტს გონიათ, რომ მხოლოდ მათ აქვთ ცხოვრების აზრი, მათ გააჩნიათ ღირსება მორალი და ასე შემდეგ, რაც არამარტო ლოგიკურ აზრსაა მოკლებული არამედ იდიოტურია . მაგრამ შენი ნათქვამი თითქოსდა ყველა განურჩევლად განიცდის სინდისის ქენჯნას უშუალოდ სიკვდილის წინ, სიმართლესთან ახლოსაც კი არ მგონია (იქამდე სანამ საპირისპიროს არ დამიმტკიცებ). სტატისტიკურად შეიძლება ყოველი მესამე ადამიანი, რომელიც რომელმაც გადაუხვია თავის დადგენილი ან ვიღაცის მიერ დადგენილ, რომელსაც ეს უკანაკსნელი პერსონა მიყვება, მორალს თავისუფლად ექნებათ სიკვდილისწინ სინდისის ქენჯნა რადგან მათ შანსი აღარ აქვთ შეცვალონ უკვე მომხდარი (ცოცხლიც ვერ შეცვლის მომხდარს მაგრამ ცოცხალს შეუძლია სხვა ქმედებებით სიტუაციის გამოსწორება).

    “არ გაიჩინო სხვა ღმერთი რადგან მე ვერ გიშველი, მე თუ ხელს მკრავ და ზურგს შემაქცევ მაშინ ეშმაკი დაგეპატრონება, რადგან ის შენზე ძლიერია… (ეს მე კიარ მინდა რომ ესე იყოს არამედ შენი არჩევანი იქნება)” ეს იცი როგორ სიტუაციას გავს. ბავშვობაში რომ გვეუბნებოდნენ ჭამე თუ არ გინდა “გუდიანი” კაცი მოვიდეს, ჩაქსვამს ტომარაში და წაგიყვანსო. ძალიან შორს დგას ეს სიტუაციები მაგრამ მანიპულაცია მაინც ორივესი შიშზე დგას, და ადამიანებს არა მარტო რელიგიის მიტოვების ეშინიათ არამედ ეჭვის შეტანაშიც ღმერთის რაობაში. რადგან მოვა ეშმაკი და ჩაუხტება სხეულში და პიზდეცცცც, ჯოჯოხეთი იხსნება. სერიოზულად?

    აბა როგორ გინდა, შენ ზურგი შეაქციო ღმერთს, მოიპარო, მოკლა, აუპატიურო, დაჩაგრო, აწამო… და მერე, ამის შემდეგ ისევ ღმერთი დაადანაშაულო, შენ თავისუფლება წამართი, არ დამიცავი ეშმაკისგან და ასე შემდეგ და შემდეგ… და თან თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებ ღმერთს”. ჰმმმ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ გამართული ქართულით ვწერ, არ ვხმარობ ბარბარიზმებს (ხშირად მაინც), და საიტის დამპროგრამებელი არ იყო ნაგავი და შესაბამისად არც საიტი უცვლის კომენტარს შინაარსს საიდან მოიტანე, რომ რელიგიის შეცვლა იმიტომ, მინდა რომ უნდა მოვკლა, ვაწამო , გავაუპატიურო, წავბილწო და მითუმეტეს ამის მერე ჩემს მიერ უარყოფილ ღმერთს დავაბრალებდი? სერიოზულად ?, კაი აგიხსნი მაშინ რა არის ჩემთვის ათეიზმი, მე იმიტომ კი არ ამირჩევია, რომ “შურისძიება მინდა და კაცის მოკვლა ცოდვაში არ ჩამეთვალოსთქო”, არამედ დღეს დღეისობით ყველაზე ლოგიკური ჩემი გადმოსახედიდან არის ათეიზმი, რათქმაუნდა არა! იმის შანსი, რომ მე მოვკლავ კაცს, გავძარცვავ ვინმეს და ა,შ არის ისეთივე, რომ შენ ან რომელიმე თეისტი იზამთ ამას. რატომ ? 1.ჩემი მორალის მიღმაა ზემოდჩამოთვლილი, 2. ეს უინტერესო და ძალზედ ადვილი იქნება სიტყვაზე “რატომ უნდა მოვკლა კაცი, რომელმაც ოჯახი დამიხოცა? არა სიკვდილი ძალიან სუსტი სასჯელია, სუსტებისვე მოგონილი, მაშ რა იქნება ჩემი მიზანი? არა ‘თვალი თვალის წილ’, როგორც ძველი აღთქმა მოძღვრავს, არამედ ამ პიროვნების ფსიქიკურ მკვლელობას, მორალურ გაუპატიურებას, ისეთ დეგრადირებას, რომ საკუთარი ინსტრუმენტი მეზობლის ძაღლი ეშლებოდეს. მივიღებდი თუ არა სიამოვნებას ასეთი პროცესისგან? რათქმაუნდა და შენ არა?”, აქვე არ მითხრა, რომ ასეთ კაცს აპატიებდი.

    დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზულად არ გითქვია:
    “მაჰმადიანობა ან რამე სხვა თუ გინდა იყავი მერე, ვინ გიშლის?
    გეშინია რომ მაჰმადიანი თუ გახდები ესეიგი, შეიძლება ღმერთთან ვერ მოხდე?
    თუკი გეშინია მაჰმადიანობას ისევ ქრისტიანობა არ გირჩევნია?
    მაგრამ, რელიგია რომელიც შიშზეა აგებული, მე ნაკლებად მჯერავს მისი…
    და თუ ამბობ რომ, რატომ მზღუდავს ქრისტიანობა, ღმერთი, ესეიგი აღიარებ რომ არსებობს ღმერთი და შესაბამისად სულიც… (მახსოვს, შენ მითხარი რომ სიტყვაზე, ვთქვათ…)” მოდი პირველად ამ წლის განმავლობაში დავიიმედებ თავს და ჩავთვლი, რომ ეს შენ არ მოგიწერია, მაგრამ შენ თუ მომთხოვ ამაზე პასუხი გამეციო რათქმაუნდა მიიღებ კიდევაც, მაგრამ… ხომ ხვდები არა? ….

    Like

  42. zaza 01/04/2017, 1:00 AM

    ხომ გითხარი რომ ვერავინ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებს… შენ მეცნიერული ახსნებით გჯერავს და თვლი რომ მეცნიერული ახსნებით უფრო რეალურია…
    რადგან მეცნიერულად ძალიან ბევრი რამის ახსნა შეიძლება, გეთანხმები, რადგან ძირითადად (მეტწილად) მატერიაზეა დამოკიდებული, რასაც ხედავ იმას ხსნი, ლოგიკურია და შედარებით უფრო ადვილია, ვიდრე ვერ ხედავდე და ვერ ხსნიდე…
    და მართალი გითხრა კი, მჯერავს მეცნიერულად როგორც ხსნი, მე ვერ გეტყვი რომ იტყუები-მეთქი, ან არიცი-მეთქი, რადგან მეცნიერულად ყველაფრის ახსნა შეიძლება… მტკიცებულება?.. მაინც განსხვავდება ახსნისგან…
    მეცნიერულად ჰორმონებით და ქიმიურად იხსნება, რელიგიურად რწმენით.
    ახსნით შეიძლება ნებისმიერი ფოკუზი ახსნა ისე რომ გაკვირვებული დარჩე, მაგრამ, რამდენად სიმართლეს შეეფერება ის ფოკუსი?..
    რაც დრო გადის მით უფრო მეტად იხვეწება ნებისმიერი ტექნოლოგიები და დღეს მითუმეტეს ტყუილს უფრო ადვილად დაამტკიცებ ვიდრე სიმართლეს… (ეს რა თქმა უნდა შენ არ გეხება, მე ზოგადად ვამბობ)

    ბავშვობაში რომ გვეუბნებოდნენ ჭამე თუ არ გინდა “გუდიანი” კაცი მოვიდეს, ჩაქსვამს ტომარაში და წაგიყვანსო. ძალიან შორს დგას ეს სიტუაციები მაგრამ მანიპულაცია მაინც ორივესი შიშზე დგას, და ადამიანებს არა მარტო რელიგიის მიტოვების ეშინიათ არამედ ეჭვის შეტანაშიც ღმერთის რაობაში. რადგან მოვა ეშმაკი და ჩაუხტება სხეულში და პიზდეცცცც, ჯოჯოხეთი იხსნება. სერიოზულად?

    ქოთანს ნებისმიერ მხრიდან მიუყენებ სახელურს…
    მე რას მაგონებს იცი, როდესაც ადვოკატი დამნაშავეს იცავს, რომ იცის, მართლა დამნაშავეა მაგრამ, მაგარი ადვოკატია და საქმეს ისე შეატრიალებს რომ დამნაშავეს გაამართლებს და არც არავის ეჭვი არ შეეპარება ისე კარგად დაიცავს, და ხმამაღლა თუ არა გულში მაინც რომ იტყვიან მბრალმდებლები რომ მართალი ყოფილა ეს ადამიანი და რას ვერჩითო…
    ყველაფრის მანიპულაცია შეიძლება, გააჩნია პირადად შენ (ზოგადად) როგორ გაწყობს, რომ დაიჯერო ან არ დაიჯერო, შენზეა დამოკიდებული…
    ანუ, რა გამოდის, გამოდის ის რომ, ადამიანი ყველაფერს თვითონ ირგებს, თავის თავზე…
    ქრისტიანობის პრინციპი როგორ არის, ქრისტიანობას შენ უნდა მოერგო რომ სწორად იცხოვრო, ქრისტიანულად და არა ვინმეს რამე დაუმტკიცო… (თუ რომელიმე ქრისტიანი აშავებს ეს ქრისტიანობის ბრალი არ არის, ეს ინდივიდუალურია, პირადულია…)
    სხვა დანარჩენ რელიგიებს (ჩემი გადმოსახედიდან) ადამიანები ირგებენ თავის თავზე როგორც ჭირდებათ, მათ შორის ზოგიერთი ქრისტიანებიც ქრისტიანობას, და ეს არ არის სწორი.
    რელიგია იმისთვის არის რომ შენ მოერგო.

    ეს როგორი რაღაცაა იცი, ვიღაცამ შენს მშობელზე ცუდი რომ გითხრას შენ ხომ მაინც არ დაუჯერებ, რადგან შენთვის კარგია და შენთვის კარგი უნდა…

    ბავშვი რომ კლდეზე იდგეს და შეიძლება გადავარდეს, შენ უშლი მაგრამ მაინც იქ დგას, მას უნდა რომ იქ იდგეს, მაშინ რას იზამ არ დაუშლი, ძალით არ გამოიყვან, თუ ბავშვის უფლებებს არ დაარღვევ და თვალს დახუჭავ?.. (იგივეა ღმერთის დამოკიდებულება ადამიანზე)

    Like

  43. zaza 06/04/2017, 1:26 AM

    მოუსმინეთ, საინტერესოა, ადამიანი რომელიც ათეიზმიდან ქრისტიანულ-მართლმადიდებლობაში მოვიდა…

    Like

  44. რეზო 07/04/2017, 8:00 PM

    ეს კაციც თავის პირად სურვილებს და მოთხოვნილებებს დაემორჩილა. სიკვდილის შიში მქონდაო ამბობს, “როგორ შეიძლება ეს ლამაზი სამყარო, რომელსაც ასეთი სიყვარულის თვალით უყურებ ჩაქრეს და სიბნელეში ჩაინთქას”-ო. და ამის გამო დაიჯერა ღმრთის არსებობა. არადა თავიდან ცოტა მეტი ენთუზიაზმით განწყობილმა ჩავრთე ეს ვიდეო, ვიფიქრე რამ სერიოზული არგუმენტი ექნება ან რაღაც აღმოჩენა გააკეთა, რადგან ათეიზმიდან რელიგიური ადამიანი გახდა-მეთქი, მაგრამ ვცდებოდი. სამყარო არსად ჩაქრება და არცსიბნელეში შთაინთქმება ადამიანი სიკვდილის შემდეგ. ის ისევ გააგრძელებს არსებობა, უბრალოდ ის ადამიანი ვეღარ დაინახავს ამას. არც იმაზ ფიქრი მტანჯავს, რომ სიკვდილი საშიშია. სანამ დავიბადებოდი მილიარდობით წლის განმავლობაში არ ვარსებობდი და სულაც არ ვიტანჯებოდი ჩემი არ არსებობით, ამიტომ არ მგონია მომავალში არარსებობამ შემაწუხოს.

    Liked by 1 person

  45. zaza 08/04/2017, 12:29 AM

    ყველას და ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი…
    ჩემი აზრით საინტერესოა…
    აქ, ეს ადამიანი არც არავის რამეს უმტკიცებს და არც არავის რამეს აჯერებს, და არც რაიმე ეფექტების მოხდენას არ ცდილობს, უბრალოდ თავის ცხოვრების ეპიზოდებს ყვება, რომელიც სულიერად თავს კარგად ვერ გრძნობდა, ეს სწორედ ის არის რომელსაც მე გეუბნებოდი, ზემოთ, „რაღაც გაწუხებს და ვერ ხვდები რა გაწუხებს, რაღაც გინდა და ვერ ხვდები რა გინდა, ამ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს რომ ვერ პოულობ, ეს არის სწორედ ის რომელიც მოსვენებას არ გაძლევს, ისეთი გრძნობა გეუფლება თითქოს შენი ადგილი დედამიწაზე არ არისო“… (შეიძლება გაგეღიმოს მაგრამ, თუ სერიოზულად ჩაიხედავ ადამიანი საკუთარ გულში, ქვეცნობიერში, ნაცნობი იქნება ბევრისთვის)
    მუდმივად უკმაყოფილების გრძნობა გაქვს, არაფერი არ მოგწონს ამ სამყაროში, რატომ? იმიტომ რომ სრულყოფილებას ვერ გრძნობ, სულით, ყველა ადამიანი ისწრაფვის სრულყოფილებისკენ, ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანი ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, ვერ კმაყოფილდება, რადგან გრძნობს რომ იმაზე მეტია და მეტი უნდა ვიდრე თვითონ ხედავს თავის თავს… (მეტი რა არის?.. ღმერთია, მეტი უკვდავებაა, სრულყოფილებაა)
    ამ ადამიანმა, თავის თავი ქრისტიანულ-მართლმადიდებლობაში იპოვა…

    გეთანხმები, სიკვდილი ნამდვილად არ არის საშიში, სიკვდილი ერთი ცხოვრებიდან შემდეგი ცხოვრების გაგრძელებაა, უბრალოდ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, ძნელად წარმოსადგენია და მტკივნეულად აღვიქვამთ…
    მომავალში არსებობაც ნამდვილად არ შეგაწუხებს, პირიქით, თუკი თავმდაბლურად და სიკეთით იცხოვრებ, ჩემი აზრით შეიძლება რელიგიური არ იყო მაგრამ თუ სიკეთეს ემსახურები თავმდაბლობით იცხოვრებ და ადამიანი იქნები ეს ის არის რასაც ღმერთი გეუბნება, სადაც სიკეთეა, სიყვარული და თავმდაბლობა მე იქ ვარ და მე ის ვარ!..

    უბრალოდ ადამიანები ვერ იჯერებენ, რადგან ამპარტავნობა, უნდობლობა, დაუნდობლობა სძლევთ, ვერ წარმოუდგენიათ, ღმერთი პირისპირ დაუდგეს წინ და უთხრას, მე ვარ დასასრულიც და დასაწყისიც, ფიქრობენ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენები აქვს, თავის თავს ღმერთს უწოდებს, და ასე შემდ…
    რეალურად, რომ დავფიქრდეთ და ვთქვათ, როგორ უნდა დაგაჯეროს დღეს ღმერთმა რომ ღმერთია, მოვიდეს, დაგიდგეს წინ და გითხრას, მართალია გარეგნულად მეც შენნაირად გამოვიყურები მაგრამ, მე ღმერთი ვარ, შენ ხომ მაინც არ დაუჯერებ?..
    კი, მეტყვი მე ეგეთ ზღაპრებს ვერ დავიჯერებ და ასე შემდეგ და შემდეგ…
    და რა იცი, იქნებ მართლა ღმერთია, მართლა რომ იყოს?.. (თუმცა ერთხელ უკვე იყო, მოხდა უკვე ეგ ამბავი 2000 წლის უკან)
    არ შეიძლება, რომ მართლა ღმერთი იყოს, გარეგნულად მსგავსი ჩვენი?..

    Like

  46. რეზო 08/04/2017, 2:30 AM

    საერთოდ არ მაქვს უკმაყოფილობის გრძნობა და იმაშიც ცდები თუ გგონია, რომ არაფერი მომწონს სამყაროში. მე ეს განცდები არ მაწუხებს და ასეც რომ იყოს, ილუზიები ვერ დამეხმარებოდა.

    “გეთანხმები, სიკვდილი ნამდვილად არ არის საშიში, სიკვდილი ერთი ცხოვრებიდან შემდეგი ცხოვრების გაგრძელებაა”

    საიდან მოიტანე?

    Like

  47. zaza 08/04/2017, 12:55 PM

    ნება შენია, თავისუფალი ხარ ნებისმიერ არჩევანში…

    “გეთანხმები, სიკვდილი ნამდვილად არ არის საშიში, სიკვდილი ერთი ცხოვრებიდან შემდეგი ცხოვრების გაგრძელებაა”
    საიდან მოიტანე?

    არსაიდან არ მომიტანია უბრალოდ, ყველამ ვიცით რომ ეს ესეა, წასული მინახავს და გამიგია მაგრამ, უკან დაბრუნებული არავინ მინახავს, ეტყობა უკეთესია… 🙂

    შენ ხომ ათეისტობა გეუბნება რომ ღმერთი არ უნდა აღიაროვო, მე ქრისტიანობა მეუბნება, ცხოვრება გრძელდება, ჩვენ რომ სიკვდილს ვეძახით იმის შემდეგ…

    Like

  48. რეზო 15/04/2017, 10:27 PM

    ყველაში ვის გულისხმობ? მართლმადიდებლებს? ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 4 პროცენტს?
    ხოდა უკან დაბრუნებული რომ არავინ გინახავს, მაგიტომ განა ახალი ზღაპრები უნდა მოიგონო თითქოს იქ უკეთესია, ესეიგი საერთოდ არ არსებობს ცხოვრება სიკვდილის შემდეგ. ყველაფერი, რაც ათასობით წლის წინ დაწერილ მითოლოგიურ წიგნში წერია, ვერ იქნება სიმართლე.

    ათეისტობა არაფერს მეუბნება.
    ათეისტობა არ ლაპარაკობს.
    ათეისტობა რელიგია არ არის, რომ რამეს მეუბნებოდეს :დ
    ათეისტობა საერთოდ არავის არაფერს არ ეუბნება.
    ათეისტობამდე თვითონ მიდის ადამიანი თავისი აზროვნებით.
    ათეიზმი რელიგიებისგან განსხვავებით რაიმე მოწოდება ან მოძღვრება არ არის რომ რამეს ქადაგებდეს და საკუთარი მიმდევრები ჰყავდეს.

    Like

  49. zaza 15/04/2017, 11:44 PM

    ყველაში ვგულისხმობ „თითქმის“ ყველას (ანუ, მსოფლიოს უმეტესობას).
    ჩვენ ძალიან განსხვავებული აზროვნება გვაქვს, მეც და შენც, ოღონდ მე არ ვამბობ მე უკეთესი ვარ ან შენ ხარ უკეთესი-მეთქი.
    შენ ყველაფერს პირდაპირი გაგებით გებულობ (მე სიტყვაზე ვთქვი, გავიხუმრე, წასული მინახავს და უკან დაბრუნებული არა-მეთქი) ეტყობა ათეისტობასაც აქვს რაღაც სახე, ნუ გგონია რომ ათეისტობა არ ლაპარაკობს და არაფერს გეუბნება…
    ათეისტობა სწორედაც რომ გეუბნება და მეუბნება რომ ღმერთი არ არსებობს…ყველას და ყველაფერს თავისი სახელი აქვს, მაგალითად, მართლმადიდებლობა გეუბნება რომ ღმერთი არსებობს, ათეისტობა გეუბნება რომ ღმერთი არ არსებობს.
    როდესაც ამტკიცებ, ამბობ რომ ღმერთი არ არსებობს, შენ ვინა ხარ, ათეისტი ხო?
    ესეიგი, შესაბამისად როგორც ქრისტიანი გეუბნება რომ ღმერთი არსებობს, ასევე ათეისტი გეუბნება რომ ღმერთი არ არსებობს, რა გალაპარაკებს, ათეიზმი ხო? აბა ათეიზმი ხომ არ გათქმევინებს რომ ღმერთი არსებობსო?
    თუ არ გწამს ათეისტი ხარ, თუ გწამს ქრისტიანი, ან სხვა რელიგიის მიმდევარი…

    მითოლოგიებში ძალიან ბევრი სიმართლეა, ცოდნისათვის…
    ორი-სამი საუკუნის და კიდევ იქით… რომ ყოფილიყავი მაშინაც მითოლოგიები და ზღაპრები იქნებოდა შენთვის მაგალითად, მანქანა, თვითმფრინავი, ტელევიზორი და ასე შემდეგ და შემდეგ… ათეისტობაც იგივე რწმენაა ერთერთი რომელიც შენ ასე გჯერავს რომ არ უნდა დაიჯერო, შენთვის ქრისტიანობა ფანატიზმია და ჩემთვის ათეიზმია ფანატიზმი, რადგან შენ არ გინდა რომ დაიჯერო, მე მინდა რომ დავიჯერო, რომელია მართალი შენი თუ ჩემი, მიუხედავად თავისუფალი ნებისა შენთვისაც და ჩემთვისაც?
    გააჩნია შენ რომლის დაჯერება გინდა…

    ათეისტობამდე თვითონ მიდის ადამიანი თავისი აზროვნებით.
    ამაში კი ნამდვილად გეთანხმები, მაგრამ ერთი გამოგრჩა.
    არამარტო ათეისტობამდე მიდის ადამიანი არამედ ქრისტიანობამდესაც.

    ათეიზმი რელიგიებისგან განსხვავებით რაიმე მოწოდება ან მოძღვრება არ არის რომ რამეს ქადაგებდეს და საკუთარი მიმდევრები ჰყავდეს.

    ქადაგებაზე მეტი არ არის, როდესაც ისეთ რაღაცეებს მიმტკიცებ რასაც ვერ დამაჯერებ, თუ ატყობ (პირადად შენ არ გეხება, ზოგადად) რომ ვერ მაჯერებ, ეს მხოლოდ თეორიებია, თუ ატყობ რომ ახლოს ვარ რომ დავიჯერო მაშინ 100%-იანია, და როგორც იტყვიან წყალია არ გაუვა… 🙂

    შენ ამბობ რომ არ გჯერავს ქრისტეს არსებობისა, მაშინ ყველაფერი კარგად გცოდნია და გეკითხები, დამისაბუთე იესოს სუდარა რომ გამოიკვლიეს მეცნიერებმა და დაამტკიცეს, (თეორიები არ არის) დაამტკიცეს, თვითონ მეცნიერებმა რომ ნამდვილად ცხოვრობდა იესო, ნამდვილად იესოს სუდარაა და ასე შემდ… (სად არის? ტურინში რომ არის)?..

    Like

  50. zaza 16/04/2017, 12:03 AM

    რადგან ყველაფერს პირდაპირი გაგებით გებულობ, მაშინ გეტყვი ათეიზმი მე როგორ მესმის.
    თუ ათეისტი ხარ, ესეიგი არ გწამს ღმერთის, სულის, ზეცის, ზეციური სამყაროსი, რომელიც ჩვენთვის, მოკვდავებისთვის უხილავია…
    კი არ უნდა ცდილობდე რომ, რადგან შენ არ გჯერავს იმას კი არ ნიშნავს რომ ესეიგი ნამდვილად არ არსებობს, უბრალოდ, შენთვის არ გჯეროდეს, სხვა შეცდომაში არ უნდა შეიყვანო…
    რადგან ცდილობ რომ სხვაც ათეისტი გახადო, ესეიგი უკვე სახე და მიზანი აქვს ათეიზმს რომელიც შეიძლება ითქვას რომ რაღაცას ემსახურება…
    ჩემი აზრით, ყველაფრის უარყოფა ფანატიზმია.

    Like

    • trynotfuck 16/04/2017, 11:45 PM

      ანუ ასე უბრალოდ გამოიტანე დასკვანა, რომ ათეიზმია გინდა თუ არა შეცდომა და არა თეიზმი და მითუმეტეს, მაშინ რატომ არ იღებ ხმას იმაზე, რომ მშობლები ბავშვებს თავიანთ აზროვნებას და შესაბამისად რელიგიას სტენიან (ნებისმიერი ოჯახი: ათეისტებიასც, მართამდიდებლებისაც, ინდუისტები და ა.შ) და ყველას ფეხზე კიდია ბავშვის თავისუფალი აზროვნება არ ასწავლიან სკეპტიციზმს, მხოლოდ ფანატიზმს უნერგავენ. უნერგავენ, რომ დოგმები არის ჩვენითვის ტრანსცენდენტული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი ეჭვქვეშ დაყენება არათუ გადახვევა ( გადახედე: https://trynotfuck.wordpress.com/2017/02/15/parents_and_zombs/ ) . ჩემზეც ცუდად აისახა ეს უკანასკნელი და არამარტო ჩემზე ( მსოფლიოს 99,99% ზე ).

      მე ათეისტი ვარ მანამ სანამ რომელიმე თეიზმის მიმდევარი თავისი ღმერთის არსებობას არ დაამტკიცებს. მე არ მინდა უბრალოდ მწამდეს დაუსაბუთებლად. შეიძლება თქვა, რომ ბიბლია არის ქრისტიანობის დასტური, მსგავსად ყურანიც დასტური მაჰმადიოანობის, შეიძლება თქვა სასწაულებია დასტური ( რა გარანტია გაქ, რომ არააა გაყალბებული, მხოლოდ რწმენა?)

      Like

  51. Zaza 20/04/2017, 12:08 PM

    (მე არაფერს ვამტკიცებ, მე მხოლოდ ვაზროვნებ, ვაზროვნებ ესე…)
    ამ ცხოვრებაში გარანტირებული არ არსებობს, სიტყვა გარანტია, უკვე რაღაცის დასტურია, გარანტიას გაძლევს რომ ეს აუცილებლად ესე იქნება და ასე შემდ… 100%-იანია, როგორც იტყვიან თავი ქუდში გაქვს!

    და, ამ ცხოვრებაში არ შეიძლება რამის დამტკიცება, რადგან არავინ იცის ყველაფერი, ეს მთელი სამყარო ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად ცვალებადობას განიცდის ყველა და ყველაფერი, დღეს თუ ესეა ხვალ ისეა და ვერაფერს დაამტკიცებ…
    ყველაფრის დამტკიცება შეიძლება ისევე როგორც არაფრის! (საბოლოოდ ვერაფერს დაამტკიცებ)

    შენი გონება და გული რასაც გკარნახობს იმას უნდა მიჰყვე, (მთავარია მოდას არ უნდა აჰყვე, მოდა ერთერთი ცდუნებაა და გარანტი შეცდომებისა) თუ არასწორად მიყვები ამას დრო გიჩვენებს, დრო ყველაფრის მკურნალია, ტყუილად არ უთქვამთ, ჰაერზე ნათქვამი არ არის…

    ის 4 წლის ბავშვი, (შენს ლინკზე რომ იყო) კლდეზე რომ იდგეს და შეიძლება გადავარდეს, შენ ხან წყნარად უხსნი ხან უშლი… მაგრამ მაინც იქ დგას, მას უნდა რომ იქ იდგეს, გეუბნება რომ მე აქ მინდა, მე ესე მინდა, მაშინ რას იზამ არ დაუშლი, ძალით არ გამოიყვან, თუ ბავშვის უფლებებს არ დაარღვევ და თვალს დახუჭავ, ან მთელი ფილოსოფიას წაუკითხავ, აუხსნი თუ რატომ არ შეიძლება იქ დგომა?.. (ასეთი მაგალითები ჩვენს ცხოვრებაშიც, ადამიანის ღმერთთან მიმართებაშიც თუ პარალელს გავავლებთ მერწმუნე, უამრავია)

    ანუ ასე უბრალოდ გამოიტანე დასკვანა, რომ ათეიზმია გინდა თუ არა შეცდომა…

    არა, ათეიზმი შეცდომა არ არის, ათეიზმი არის სათვალეებით ხედვა, ყველაფერს სათვალეებით უყურებს ათეისტი, სათვალეების მოხსნისა ეშინია, რადგან შეიძლება ისეთი რამე დაინახოს ახსნა ვერ მოუძებნოს და ტყუილად ტვინის ჭყლეტვად ჩათვალოს… ათეისტი ჩარჩოში ზის და იმის იქით არ უნდა გახედვა, უბრალოდ ზედმეტად თვლის, რადგან ვერ ხედავს ესეიგი არ არსებობს და მორჩა. ურჩევნია მოსიარულე ხორცის ნაჭრად ჩათვალოს თავი, რა საჭიროა ზედმეტი ფიქრი, უბრალოდ არ არსებობს და რაღაზე ვიფიქრო!
    ქრისტიანი ყველაფერს ხედავს და ყველაფერს აღიარებს რომ არსებობს, და ამ ყველაფრიდან გამოაქვს დასკვნა თუ ვისი ან რისი უნდა სჯეროდეს…

    ბავშვებთან დაკავშირებით, ზემოთ რაც დაწერე, ასეთი ადამიანები კი, არსებობენ და იარსებებენ რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ქრისტიანები არ არიან ან მუსლიმები, თითქმის ყველანი შეიძლება იყვნენ, მაგრამ მთავარი არსი, აზრი რაც არის, ის გავიწყდება, თვითონ სწავლება, მოძღვრება სად წერს რომ შენ თუ ქრისტიანი გინდა რომ იყო, ბავშვებსაც ძალით უნდა ასწავლოთ (სტენიან, როგორც ზემოთ დაწერე) ეს ყველაფერიო, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, პირადულია ვის როგორ წარმოუდგენია, და მიმბაძველია, ეს უკვე ადამიანის ბუნებაა ესეთი და არა ქრისტიანობა. (ქრისტიანობა სწორედ მაგის სწავლებაა რომ ადამიანმა, ადამიანის ბუნებას აჯობოს)
    მაგალითად: როდესაც ათეისტი რამეს უხსნის, უმტკიცებს ქრისტიანს და მაინც ვერ აჯერებს ისე როგორც თვითონ ფიქრობს და წარმოუდგენია რომ თვითონ მართალია, და მაინც აგრძელებს, ამას რა ჰქვია?.. პარალელი გაავლე აბა, იმ ბავშვსა და მშობელს შორის, რომელზეც შენ ფიქრობ რომ ძალით სტენის…
    მე როგორც ქრისტიანი, შენ არაფერს არც გაძალებ და არც გიმტკიცებ, (ვერასოდეს დაგიმტკიცებ) მე მხოლოდ კითხვებზე პასუხებს გცემ ჩემი აზროვნებიდან გამომდინარე, შენ (მაგალითად, ზოგადად…) არ მოგწონს ეს პასუხები, შენ გინდა რომ ისეთი პასუხები მიიღო რომელიც შენ მოგეწონება, ამას რა ჰქვია?.. (შეგიძლია აქაც პარალელი გაავლო)

    (არვიცი ბავშვი გყავს თუ არა…) მაგალითად: შენი ბავშვისგან რომ ყოველდღე ისმენდე ლაპარაკს ღმერთზე რომელზეც შენ ვერ ხედავ, რას ეტყოდი?.. არ დაუწყებდი ათეისტურად (ისე შენ როგორც წარმოგიდგენია და ფიქრობ რომ მართალი ხარ) ახსნებს ღმერთი სად არის, ვერ ხედავ და ასე შემდეგ…
    იქნებ შენ შეცდომაში შეგყავს ბავშვი, რატომ ართმევ უფლებას ბავშვს რომ თვითონ როგორც მოსწონს ისე იაზროვნოს?.. (შენ ხომ ზუსტად 100%-ით არ იცი ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს, ეს ხომ მხოლოდ შენი, თქვენი, ათეისტების ვარაოდია?)
    მე პირადად, ჩემს ბავშვს არასოდეს არ ვაძალებ, გინდა თუ არა ეკლესიაში უნდა წახვიდე, ან გინდა თუ არა უნდა გწამდეს ესა თუ ის…
    მაგრამ მე რაც ვიცი და რისაც მწამს იმას ყოველთვის ვუხსნი, ისევე როგორც ეხლა მე თქვენ გიზიარებთ ჩემს აზროვნებას, ჩემს რწმენას, როგორც მესმის, დანარჩენს ბავშვი თვითონ გაიაზრებს, დროში გაიზრდება და დასკვნასაც თვითონ გააკეთებს, რისი უნდა სწამდეს, სჯეროდეს და რისი არა, მე ცუდსაც ვუხსნი და კარგსაც, ძალით, მერწმუნე ნამდვილად არაფერს არ ვაძალებ, და არც ჩემთვის არასოდეს არაფერი დაუძალებიათ რწმენას რაც შეეხება…

    მოსწავლე თუ ცუდი მოსწავლეა, საგნისა რა ბრალია, ბრალია ან მასწავლებლის, რომ კარგად ვერ ასწავლა, ან თვითონ მოსწავლეს აქვს პრობლემა…

    მე არ გეუბნები ათეისტი რომ ხარ ცუდი ხარ-მეთქი, (პირადად შენზე არ ვგულისხმობ) უბრალოდ, ბევრი ათეისტი თვითონ ფიქრობს ესე რატომღაც, (შემიმჩნევია) რომ ქრისტიანი ათეისტს უყურებს როგორც ცუდს, ეტყობა კომპლექსია…
    მაგალითად, შავკანიანი როდესაც თეთრკანიანის გვერდით დგას ყოველთვის უსიამოვნოდ გრძნობს თავს რადგან შავკანიანი ფიქრობს რომ თეთრკანიანი ჩემზე ცუდს ფიქრობს, არადა თუკი მართლა არაფერს ფიქრობს თეთრკანიანი? რატომ ფიქრობს ესე შავკანიანი, ეტყობა კომპლექსია… 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: