რა არის წყალბადის ბომბი?

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთხელ გაავრცელა განცხადება წყალბადის ბომბის წარმატებით გამოცდის შესახებ. რას წარმოადგენს წყალბადის ბომბი და რატომ იწვევს ეს განცხადება შეშფოთებას?

წყალბადის ბომბი ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი გამანადგურებელი იარაღია, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია. ის განსხვავდება სტანდარტული ატომური ბომბისგან, როგორიც აშშ-მა იაპონიაში ჩამოაგდო მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. ორმა ატომურმა ბომბმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჯამში 200 000 ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა წყალბადის ბომბი ბევრად ძლიერია. ბირთვული ფიზიკის ექსპერტების მიხედვით, ის შეიძლება ატომურ ბომბზე 1000-ჯერ ძლიერიც კი იყოს.

საბჭოთა წყალბადის ბომბის „ცარ ბომბას” სიმძლავრე 50 მეგატონა ტროტილის ექვივალენტი იყო, იაპონიაში ჩამოგდებული „ბიჭუნასა” და „მსუქანასი” კი – „მხოლოდ” 15 და 21 კილოტონა.

ატომის დაშლა და ბირთვული სინთეზი

ჩრდილოეთ კორეამ ატომური ბომბები გამოსცადა 2006, 2009 და 2013 წლებში. აფეთქებები ატომბირთვის გახლეჩის პრინციპით მოხდა – ატომების დაყოფით უფრო პატარა ატომებად. როგორც წესი, ამ დროს იყენებენ მძიმე რადიოაქტიურ ელემენტებს, როგორიცაა პლუტონიუმი და ურანი.

ატომბირთვის გახლეჩისას ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა გამოიყოფა. იგივე მეთოდით მუშაობს ატომური ელექტროსადგური, რომლითაც ქალაქების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ხდება.

თუმცა თუკი ატომებს შევამჭიდროვებთ და ერთმანეთს ძალიან მივუახლოვებთ, ადგილი ექნება უკონტროლო და სწრაფად მზარდ ეფექტს, რომელიც ძალიან ბევრ ატომს თითქმის ერთდროულად დაშლის და ენერგიის კატასტროფულ რაოდენობას გამოყოფს.

ქვემოთ მოცემულია „რეიტერის” ილუსტრაცია, სადაც ნაჩვენებია ატომური ბომბის ორი განსხვავებული მოდელი. თითოეულის მიზანი ტრადიციული ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქებაა, რათა რადიოაქტიური მასალა, როგორიცაა პლუტონიუმი-239 ან ურანი-235, შეკუმშოს „ზეკრიტიკულ” მასამდე, რომელიც საოცარი სისწრაფით დაშლის ატომებს.

მარცხენა მოწყობილობა შეკუმშვის ტიპის ატომური ბომბია, ისევე როგორც ნაგასაკიში ჩამოვარდნილი „მსუქანა”, და ყველაფერს შიგნითკენ კუმშავს.

მარჯვენა კი თოფის ტიპის ატომური ბომბია, როგორც ჰიროსიმაში აფეთქებული „ბიჭუნა”, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერების ერთ ნაწილს მეორეს ესვრის, რომ ზეკრიტიკულ მასამდე მიიყვანოს:

წყალბადის ბომბები კიდევ უფრო ექსტრემალურები არიან.

მათი მოქმედების პრინციპი მდგომარეობს ორი ან მეტი ატომის გაერთიანებაში, რასაც სინთეზი ეწოდება. ბირთვული სინთეზით იღებენ ენერგიას ვარსკვლავები, მათ შორის მზეც, რაც მათ სიმხურვალეს და სიკაშკაშეს ანიჭებს. შესაბამისად ადვილი წარმოსადგენია ასეთი ბომბის პოტენციური ძალა.

მიზეზი, რის გამოც ექსპერტები სკეპტიციზმს იჩენენ ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის დამზადებისადმი, ისაა, რომ ბირთვული სინთეზის დედამიწაზე გამეორება ძნელია. წყალბადის ბომბი ძალიან კომპლექსურია, რთული დასამზადებელი და ძნელია, ზუსტი მიმდევრობით მოხდეს მისი დეტონაცია.

იანგ უკმა, სამხრეთ კორეის თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის უფროსმა მკვლევარმა, წარსულში განაცხადა, რომ თუკი 2016 წლის ტესტი რეალური იყო, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ გაძლიერებული ატომური ბომბი შექმნა და არა რეალური სინთეზის მოწყობილობა.

საკმარისია ამ ბომბების მექანიზმებს შევხედოთ, რომ სკეპტიციზმის მიზეზს მივხვდეთ.

ქვემოთ მოყვანილია მეორე გრაფიკული გამოსახულება, სადაც შედარებულია გაძლიერებული ატომური ბომბი და წყალბადის ბომბი. მძიმე წყალბადის განსაკუთრებული ფორმა, იგივე დეიტერიუმი, ორივე იარაღის ძირითადი კომპონენტია. ის იწვევს უფრო მეტი ატომის დაყოფას და შესაბამისად, უფრო მეტი ენერგიის ერთდროულად გამოყოფას.

თუმცა ბირთვული სინთეზის დასაწყებად უზარმაზარი ენერგიაა საჭირო – ამიტომ ჯერ ბირთვის გახლეჩის შედეგად ატომური ბომბი უნდა აფეთქდეს. ამგვარად წყალბადის ბომბი რეალურად ორი ბომბისგან შედგება: ბირთვის გახლეჩის ბომბი და ბირთვული სინთეზის ბომბი:

წყალბადის ბომბში გაძლიერებული ატომური ბომბი გამოყოფს მძლავრ რენტგენულ გამოსხივებას, რომელიც ბირთვული სინთეზის ბომბზეა კონცენტრირებული (ეს ხდება მანამ, ვიდრე დარტყმითი ტალღა წყალბადის ბომბს ააფეთქებს, რადგან რენტგენის სხივები სინათლის სიჩქარით მოძრაობენ, აფეთქების დარტყმითი ტალღები კი – არა).

რენტგენის სხივების აფეთქების ნაკადი ბირთვული სინთეზის ბომბს აამოქმედებს, ქმნის იმდენად ძლიერ აფეთქებას, რომელიც საკმარისია ატომების გაერთიანებისთვის, მასალის ნაწილს წმინდა ენერგიად გარდაქმნის და შედეგად მიღებული აფეთქების ტალღა სიძლიერით ბევრად აღემატება ატომური ბომბისას.

Business Insider

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: