3 მტკიცებულება, რომლებიც ევოლუციას ადასტურებენ


150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – ჩარლზ დარვინის დროიდან მოყოლებული – ევოლუციის თეორიამ უფრო მეტი კრიტიკა და მკაცრი შემოწმება გაიარა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მეცნიერულმა იდეამ. ამის შედეგად თეორია მხოლოდ მყარდებოდა უფრო მეტი ახალი მტკიცებულების აღმოჩენის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ადამიანი, ვინც იდეოლოგიური მიზეზების გამო ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ევოლუცია სამეცნიერო საზოგადოებაში ფართოდ აღიარებული არ არის, რეალურად სიტუაცია საპირისპიროა.

უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებში ევოლუცია არამარტო საყოველთაოდ აღიარებულია, ის ასევე წარმოადგენს საძირკველს, რომელზე დაყრდნობითაც ტარდება აქტიური, ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი კვლევები. ევოლუცია რომ მეცნიერული ფაქტია, ეს ბიოლოგიის საფუძველს წარმოადგენს.

წარმოგიდგენთ ევოლუციის მხარდამჭერ ძირითად პირდაპირ მტკიცებულებებს.

საერთო შტრიხები. საერთო წინაპარი.

დაფიქრდით თქვენს ოჯახზე. თქვენ და თქვენი ახლო ნათესავები უფრო მეტად ჰგავხართ ერთმანეთს, ვიდრე თქვენ და თქვენი ბიძაშვილები. ანალოგიურად, თქვენ უფრო მეტად ჰგავხართ თქვენს ბიძაშვილებს, ვიდრე შორეულ ნათესავებს და უფრო მეტად ჰგავხართ შორეულ ნათესავებს, ვიდრე დედამიწის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს. რაც უფრო ახლო ნათესაური კავშირი გაქვთ, მით მეტი საერთო გაგაჩნიათ. ცხადია, ეს მსგავსება ცდება ზედაპირულ შტრიხებს და გენეტიკაშიც ვრცელდება.

თქვენს ოჯახში არსებული ეს კანონზომიერება დედამიწის ყველა ცოცხალ არსებაზე ვრცელდება. მსგავსებათა კანონზომიერება ბევრ რამეს ამბობს. ევოლუციაში ეს მსგავსებები ცნობილია, როგორც სინაპომორფები. ეს არის შტრიხები, რომლებიც წარმოდგენილია წინაპარ სახეობებში და უკლებლივ ვრცელდება (მეტნაკლებად გარდაქმნილი სახით) მათ ევოლუციურ შთამომავლებში.

რატომ ხდება ასე? მსგავსებები წინაპარი სახეობებისგან გადაეცემათ მემკვიდრეობით და რაც უფრო შორეულ წარსულში ჰყავდა ნებისმიერ ორ სახეობას საერთო წინაპარი, მით უფრო ბუნდოვანი და სუსტი ხდება ეს მსგავსებები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახეობები, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ხშირად ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ – პინგვინის სახეობები მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროშია, ჩანთოსნები ავსტრალიის მიღმა თითქმის არ გვხვდებიან, კაქტუსები – ამერიკის კონტინენტებზე, ლემურები – მადაგასკარში და ა.შ. ევოლუცია რომ მცდარი იყოს, ეს გეოგრაფიული კანონზომიერებები გაუგებარი იქნებოდა.

ილუსტრაციული მაგალითი:

ყველა მწერს 6 ფეხი აქვს. ასობით ათას სახეობას, საოცარი მრავალფეროვნების მიუხედავად,
სხეულის მეტნაკლებად ერთნაირი აგებულება აქვთ

ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლებიან სახეობები დროთა განმავლობაში

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რასაც დარვინის ევოლუციის თეორიამდე მივყავართ, არის გადაშენებული ცხოველების ნამარხების აღმოჩენა. ადრეულმა პალეონტოლოგებმა, როგორიცაა ჩარლზ ლაიელი და ჟორჟ კიუვიე, ერთი მარტივი ფაქტი შენიშნეს: სახეობები, რომლებიც წარსულში ცხოვრობდნენ, ხშირად რადიკალურად, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან დღეს მობინადრე არსებებისგან. ტრილობიტები, დინოზავრები, გიგანტური ზარმაცები, ბაკულიტები და ა.შ. მიგვანიშნებენ, რომ დედამიწაზე ცოცხალმა სამყარომ ცვლილებები განიცადა.

ცალკე აღებული ეს ფაქტი უკვე საინტერესოა. თუმცა უფრო საინტერესო ისაა, რომ რაც უფრო შორეულ წარსულში გადავალთ, მით მეტად განსხვავდებიან სახეობები დღევანდელი ორგანიზმებისგან. ეს ყოვლისმომცველი ტენდენცია ინდივიდუალურ დონეზეც შეგვიძლია დავინახოთ, რადგან ვხედავთ, როგორ იცვლება თაობათა ხაზი დროთა განმავლობაში.

მაგრამ საიდან ვიცით, რომ ნამარხების ცვლილება უბრალოდ განცალკევებული, არამონათესავე სახეობების ერთობლიობას არ წარმოადგენს? პირველი, მათ შორის არსებობს მსგავსებები, რომლებიც მათ ნათესაობაზე მიგვანიშნებს. მეორე, ისინი ქმნიან ტენდენციას, რომელსაც ცვლილების პროგრესია ეწოდება. მაგალითად, დროთა განმავლობაში სახეობები კონკრეტული შტრიხის დაბალი გამოვლენიდან გადადიან საშუალო და მაღალ გამოვლენამდე. ასეთია ფეხების ევოლუცია.

და ბოლოს, ნამარხების დათარიღება და ორგანიზება ხდება პირდაპირი (მაგ. რადიომეტრული დათარიღება) ან არაპირდაპირი მეთოდებით (მაგ. შედარებითი დათარიღება, რა დროსაც გამოიყენება უნიკალური ნიშნის მქონე ფენები, ნამარხები ან სხვა ტექნოლოგია).

ნამარხების მაგალითი:

ადამიანის ევოლუცია

ნამარხები არ წარმოადგენს სახეობათა ცვლილებაზე დაკვირვების ერთადერთ გზას. ეს შეგვიძლია ვნახოთ ლაბორატორიაშიც, სახეობის გავრცელების გეოგრაფიულ განაწილებაზე დაკვირვებით ან ადამიანის მიერ ჩატარებული ხელოვნური სელექციით.

სახეობათა ცვლილების მაგალითი წერილობითი ისტორიის მანძილზე:

ყველა ეს ბოსტნეული ოდესღაც მინდვრის მდოგვი იყო.
მათი მიღება სხვადასხვა შტრიხების გადარჩევის საფუძველზე მოხდა

წინა თაობების ნარჩენები

გადმოაბრუნეთ ადამიანის დამზადებული პროდუქტი და სავარაუდოდ დაინახავთ პატარა ეტიკეტს ან იარლიყს, რომელზეც აღნიშნულია, რომელ ქვეყანაში დამზადდა ეს პროდუქტი. ამ ეტიკეტების მსგავსად სახეობებს აქვთ წარმოშობის ადგილისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ეს ნიშან-თვისებები შეიძლება იყოს გარდაქმნილი შტრიხების სახით, შტრიხების, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს სახეობის გადარჩენის ან გამრავლების შანსებზე. მარტივად რომ ვთქვათ, სახეობებს დეფექტები გააჩნიათ და სწორედ ეს დეფექტები გვამცნობენ მათი წარმოშობის ისტორიაზე.

მაგალითები:

თუ არ იცით, რა არის, შეიძლება სპილოს გაბრტყელებული ფეხი გეგონოთ. ეს ჭეშმარიტებისგან შორს არ არის, რადგან ლამანტინები სპილოს ახლო ნათესავები არიან. ამერიკულ ლამანტინს (Trichechus manatus) ფარფლებზე ფრჩხილები და სხეულზე თმა აქვს
სხვა ძუძუმწოვრებს C ვიტამინის წარმოქმნა შეუძლიათ და საკვებიდან მიღება არ სჭირდებათ. მაგრამ ადამიანების წინაპრები იმდენ ხანს იკვებებოდნენ C ვიტამინით მდიდარი ხილით, რომ ჩვენმა გენებმა დიდი ხნის წინ განიცადეს მუტაცია. თუმცა C ვიტამინის მწარმოებელი გენები ფსევდოგენების სახით ისევ გვაქვს

ევოლუციის ამ სამი მნიშვნელოვანი ფაქტის შესწავლა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ შეგიძლიათ, ნებისმიერ სახეობას შეხედოთ და საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვათ:

• აქვს თუ არა ამ სახეობას საერთო ნიშნები სხვა სახეობებთან, რაც შეიძლება მათ ახლო ნათესაურ კავშირზე მიგვანიშნებდეს?
• არსებობს თუ არა ცვლილების პროგრესია ამ სახეობისთვის, რაზე დაკვირვებაც ნამარხების არქივზე, წერილობით ისტორიაზე ან გეოგრაფიულ განაწილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია?
• აქვს თუ არა ამ სახეობას ისეთი შტრიხები, რომლებიც წინა თაობების გადმონაშთს წარმოადგენს?

ამ მარტივი კითხვების საშუალებით ახლებურად შეხედავთ თქვენ გარშემო არსებულ ბიოლოგიურ სამყაროს. დასვით კითხვები და ბიოლოგიას სულ სხვა თვალით დაინახავთ.

Futurism.com

2 thoughts on “3 მტკიცებულება, რომლებიც ევოლუციას ადასტურებენ

  1. Andresklaus

    Certainly the social biologists have put forward arguments that religion could have an evolutionary basis, that we humans are designed in a certain way to look for agency behind actions that we don’t understand. That may then relate to why various cultures over time have identified something mysterious and supernatural outside of their own experience to try to explain things that didn’t otherwise have an explanation.

    I think it’s too simple to basically say, “well that does it.” Either God is true or God is not true. Either God is real or God is not real. It’s not a matter of whether you can explain it away by hypothesis. The question is what’s the real answer?

    I think far too few people have looked at the question from that perspective. What’s the evidence for the idea that God exists or doesn’t exist? I think anyone who’s looked at that would conclude that the strong atheist position of saying, “I know there is not God” is not an easy one to sustain. It basically implies a certain degree of hubris and arrogance to say that “I know so much that I could exclude any possibility of there being a God.”

    On the other hand, the evidence will never draw people to the conclusion of saying “I know confidently there is a God.” Maybe god didn’t intend it to be that easy.

    Like

დატოვე კომენტარი