წინააღმდეგობები ბიბლიაში


ვრცელი, თუმცა არასრული სია იმ ბიბლიური მუხლებისა, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. მუხლები აღებულია მართლმადიდებლური ბიბლიიდან (თანამედროვე ქართულ ენაზე), რომელიც განთავსებულია საიტზე orthodoxy.ge.


 

● პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს.
გამოსვლა 33:11
● ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.
იოანე 1:18

 

● ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.
გამოსვლა 31:17
● მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება.
ესაია 40:28

 

● ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.
იგავნი 15:3
● საით წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და – იქაც ხარ!
ფსალმუნი 138: 7-8
● დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?
დაბადება 3:9
● თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.
დაბადება 18:20-21
● ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.
დაბადება 11:5
(ღმერთი ყველაფერს ხედავს, თუმცა ზოგჯერ საამისოდ დედამიწაზე ჩამოსვლა სჭირდება)

 

● ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია.
მათე 19:26
● უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.
მსაჯულნი 1:19

 

● ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?
რიცხვნი 23:19
● შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.
იონა 3:10

 

● ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.
ესაია 45:7
● განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
გოდება იერემიასი 3:38
● ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
იაკობი 1:13

 

● მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
გამოსვლა 15:3
● ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა.
კორინთელთა 14:33

 

● ერთმანეთზე შევაჭყლეტ მამებსა და შვილებს, ამბობს უფალი. არ შევიწყალებ, არ შევიბრალებ და არ დავინდობ დაღუპვისგან.
იერემია 13:14
● კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
ფსალმუნი 144:9

 

● აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.
იერემია 17:4
● უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა, რადგან წამიერია რისხვა მისი.
ფსალმუნი 29:5-6

 

● დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის.
გამოსვლა 29:18
● არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.
იერემია 7:22

 

● ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს.
მეორე რჯული 12:31
● უთხრა აბრამს: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.
დაბადება 22:2
(ვაჟის დაწვა ღმერთისთვის საძულველი რამ არის, თუმცა სწორედ ამას უბრძანებს აბრაამს)

 

● ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა.
დაბადება 22:1
● ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
იაკობი 1:13

 

● ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს.
რიცხვნი 23:19
● ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე.
II თესალონიკელთა 2:11

 

● მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელიანები: ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი. მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. ასე გაძარცვეს მთელი ეგვიპტე.
გამოსვლა 12:35
● არ იქურდო.
გამოსვლა 20:15

 

● გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი? მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.
მესამე მეფეთა 22:21
● ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე.
იგავნი 12:22

 

● ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.
გამოსვლა 32:27
● არა კლა.
გამოსვლა 20:13

 

● არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
გამოსვლა 20:4
● ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ. ერთ ქერუბიმს ერთს კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს – მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ ორსავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები.
გამოსვლა 25:18

 

● მივყიდი თქვენს ვაჟებს და ასულებს იუდაელთ და ისინი მიჰყიდიან მათ შებაელებს, შორეულ ხალხს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
იოველი 4:8
● ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
გამოსვლა 21:16

 

● უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
ლუკა 18:1
● ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.
მათე 6:7

 

● წყეულიმც იყოს თავის დასთან – თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან – მწოლელი!
მეორე რჯული 27:22
● უთხრა აბრაამმა: მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად.
დაბადება 20:11
● უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან;
დაბადება 17:15

 

● თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.
მეორე რჯული 25:5
● ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება. ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან.
ლევიანნი 20:21

 

● თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
ლუკა 14:26
● „პატივი ეცი მამას შენსას და დედას”, ესაა პირველი მცნება აღთქმით.
ეფესელთა 6:2
● ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.
ეფესელთა 5:28

 

● ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
იგავნი 20:1
● მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო – სულგამწარებულს; შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.
იგავნი 31:6

 

● სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად.
პირველი კორინთელთა 7:23
● მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.
კოლასელთა 3:22

 

● გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად.
დაბადება 1:25
● თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს.
დაბადება 2:18
(დაბადების პირველ თავში ჯერ ცხოველები იქმნება და მერე ადამიანი, მეორე თავში – პირიქით)

 

● ვიდრე ქვეყანა იქნება – არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
დაბადება 8:22
● დაიწყო შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში.
დაბადება 41:54
● ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
დაბადება 45:6

 

● უთხრა უფალმა მოსეს: გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.
გამოსვლა 4:21
● გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
გამოსვლა 9:12
● დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული.
გამოსვლა 8:15

 

● გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.
რიცხვნი 25:9
● დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.
I კორინთელთა 10:8

 

● მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ.
მათე 17:12
● ჰკითხეს: მაშ, ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა.
იოანე 1:21

 

● ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
მათე 1:16
● ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა.
ლუკა 3:23
(ლუკა მოციქულის მიერ შედგენილ გენეალოგიაში იოსების მამას ელი ჰქვია და არა იაკობი)

 

● ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
მარკოზი 15:25
● იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე! ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი!
იოანე 19:14

 

● იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს. ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა.
იოანე 13:26
● შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი. დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი.
ლუკა 22:3
(იოანეს მიხედვით, სატანა იუდაში საიდუმლო სერობაზე შევიდა, ლუკას მიხედვით – სერობამდე)

 

● ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს.
მათე 12:40
● ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
მარკოზი 15:25
● ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი (ჯამში 2 დღე).
მარკოზი 16:9

 

● მელქოლას, საულის ასულს, არ ჰყოლია შვილი სიკვდილის დღემდე.
მეორე მეფეთა 6:23
● წამოიყვანა მეფემ მელქოლას ხუთი ვაჟი, საულის ასულისა, რომელმაც უშვა ისინი ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს.
მეორე მეფეთა 21:8

 

● კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.
მეორე მეფეთა 24:1
● სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს.
პირველი ნეშტთა 21:1

 

● მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი.
მეორე მეფეთა 24:9
● მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხასსამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი.
პირველი ნეშტთა 21:5

 

● წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი ცხენოსანი.
მეორე მეფეთა 8:4
● წაართვა მას დავითმა შვიდი ათასი ცხენოსანი.
პირველი ნეშტთა 18:4

 

● უთხრა მეფემ ორნას: არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან; იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად.
მეორე მეფეთა 24:24
● ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს.
პირველი ნეშტთა 21:25

 

● თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
იოანე 5:31
● მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა.
იოანე 8:14

 

● მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
გამოსვლა 20:5
● შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს.
ეზეკიელი 18:20

 

● კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით.
გალატელთა 2:16
● როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით.
იაკობი 2:24

 

● ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.
I იოანე 3:9
● როგორც დაწერილია: არავინაა მართალი.
რომაელთა 3:10

 

● მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო.
გამოცხადება 21:1
● თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი.
ებრაელთა 1:10
● დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
ფსალმუნი 103:5

 

● მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
მათე 11:28
● ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.
იოანე 16:33

 

● ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.
● ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.
იგავნი 26:4-5

 

● მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.
რიცხვნი 12:3
● უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი? ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი. ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით.
რიცხვნი 31:15

 

● ცად ავიდა ელია ქარბორბალათი.
IV მეფეთა 2:11
● არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში.
იოანე 3:13

 

● უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი.
დაბადება 32:30
● ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.
იოანე 1:18

 

● ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.
საქმენი 13:39
● თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.
I იოანე 1:9
● ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა.
მარკოზი 3:29
(ახალი აღთქმის ზოგ მუხლში ყველა ცოდვა მიტევებადია, ზოგში კი გამონაკლისებიც არსებობს)

 

● მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა.
მათე 27:34
● და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.
მარკოზი 15:23

 

● მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.
ლუკა 23:46
● როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.
იოანე 19:30

 

● მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.
საქმენი 9:7
● ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.
საქმენი 22:9

 

● ზოგიერთნი ამბობდნენ: იოანე აღდგა მკვდრეთით. ზოგიც: ელია მოგვევლინაო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა. ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. მაშ, ვინ არის ეს, ვისზედაც ამგვარი რამ მესმის? და უნდოდა მისი ნახვა.
ლუკა 9:7
● სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა.
მარკოზი 6:15

 

● ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი. მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა.
მათე 26:49
● მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით. ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ? მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა. როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
იოანე 18:4
(მათეს მიხედვით, იესო იცნეს იუდას ამბორით, იოანეს მიხედვით, იუდა საერთოდ არ ეამბორა და იესომ თავად ამცნო ჯარისკაცებს, ვინ იყო)

 

● იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე.
იოანე 13:38
● ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი? მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა. მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო. მან კვლავ უარყო.
მარკოზი 14:68
(პეტრემ იესო მამლის ყივილამდე მხოლოდ ერთხელ უარყო)

 

● ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული. და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
მათე 27:50
● დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა. მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.
ლუკა 23:45
(მათეს სახარებაში იესომ სული განუტევა და შემდეგ ფარდა ჩაიხა, ლუკას სახარებაში – პირიქით)

 

● მასთან ერთად ჯვარცმულნი აგინებდნენ მას.
მარკოზი 15:32
● ერთი ჯვარცმული ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც. მეორე კი რისხავდა და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ? ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში;
ლუკა 23:39

 

● გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.
დაბადება 2:16
● სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.
დაბადება 5:5
(ადამმა ნაყოფის შეჭმის შემდეგ დიდხანს იცოცხლა)

 

● თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
დაბადება 6:3
● 11. იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი.
● 13. იცოცხლა არფაქშადმა შალახის დაბადებიდან ოთხას სამი წელი.
● 15. იცოცხლა შალახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი.
● 17. იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი.
● 19. იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი.
● 21. იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი.
● 23. იცოცხლა სერუგმა ორასი წელი ნახორის დაბადების შემდეგ.
დაბადება 11

 

● მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.
მარკოზი 1:9
● მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
იოანე 1:43
● მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში.
იოანე 2:1
(იოანეს მიხედვით, იესო არა უდაბნოში, არამედ ქორწილში იყო)

 

● მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო. თან მიჰქონდა თავისი ჯვარი, და მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია თხემისა, ხოლო ებრაულად – გოლგოთა, სადაც ჯვარს აცვეს იგი.
იოანე 19:16
● აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი. მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
მარკოზი 15:21
(იოანეს მიხედვით, იესომ თავად ატარა საკუთარი ჯვარი, მარკოზის მიხედვით – სიმონი დაეხმარა)

 

● უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში; ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.
ლუკა 23:42
● ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს.
მათე 12:40
(მათეს მიხედვით, იესო მინიმუმ 3 დღე არ ასულა სამოთხეში)

Advertisements

79 responses to “წინააღმდეგობები ბიბლიაში

  1. zaza 05/10/2015, 9:48 PM

    რა სისულელეებია…
    ეს ისეთი სიმართლეა როგორც პატრიარქს რომ ვითომ ID ბარათი აქვს!… (ვიღაცას მეტი საქქმე რომ არ აქვს და მონტაჟი გაუკეთა პატრიარქს, ვითომ ID ბარათი აქვს რომ ხალხმაც მიბაძოს და აიღოს, თან პირადი ნომერი სამი ექვსიანი, სამი ცხრიანი და ისევ სამი ექვსიანი რომ გაუკეთებია, აი, ესეც კიდევ ერთი მეთოდი იმისა რომ ხალხი როგორმე ღმერთს და რელიგიას დააშორონ, თუ არ არსებობს ღმერთი მაგათი გადმოსახედიდან, მაშინ რატომ ებრძვიან მორწმუნე ხალხს რომ ღმერთი დაავიწყონ, დაანებონ თავი და იცხოვრონ ისე როგორც უნდათ, ვისაც უნდა აიღებს ვისაც არადა არ აიღებს, ვისი რა საქმეა, მაგალითად, აიდი მექნება თუ არა აიდი?!…)

    Like

    • Charlius 05/10/2015, 11:00 PM

      ანუ ეს მუხლები მოგონილია და სინამდვილეში ბიბლიაში არ წერია? თუ რისი თქმა გინდა?

      Like

    • Tirips Yloh 06/10/2015, 12:13 AM

      არა აიდი ბარათი არ აქვს პატრიარქს,გერმანიაშიც ყაზბეგში აღებული დაბადების მოწმობით დაფრინავს ხოლმე,2 თვეში ერთხელ.
      ევოლუციამ იმისთვის მოგვცა თვალები და ხელები რო ღმერთის დაწერილი წიგნი ავიღოთ და ჩავიხედოთ.მარტივია გასწავლი თუ გინდა.გადაშალე და მოძებნე აქ მითითებული თავები და მუხლები და შეადარე იგივე წერია თუ არა.
      ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ შენ და არ უნდა გაგიჭირდეს ეგ.

      Like

  2. Pleaides 05/10/2015, 10:58 PM

    ჩარლიუს ❤ ჩემი გმირი გიწოდე, კვერთხი გამოგიწოდე…

    Like

  3. zaza 06/10/2015, 10:11 AM

    რაც არ უნდა ყოველი სიტყვაში ან ყოველ ასოში ვეძიოთ რაიმე “ხავსი” რომელზეც მოჭიდება გვინდა, მაინც ვერ გავიგებთ ბოლომდე ყველაფერს რა როგორ წერია, რა რატომ წერია და რას, რა მნიშვნელობა აქვს, არ არის მარტივი გასაგები ბიბლიური ენით დაწერილი, ამას მხოლოდ გამორჩეული ხალხი გებულობს, რა როგორ წერია, სხვა დანარჩენი, საერთოდ ყოველთვის იმას ეძებს რაც აწყობს და როგორც აწყობს… თუ სიმართლის გაგება გინდა, ადამიანმა თვითოეულ საკითხს ყოველი კუთხიდან უნდა შეხედო და მერე დასკვნა გააკეთო…
    რაც შეეხება ID ბარათს, არავის არ გაგიგიათ ან არ გინახავთ ძველი, ჩვეულებრივი პირადობის მოწმობაზე უვადო რომ აწერია?.. (მე პირადად ჩემი თვალით მინახავს, მაგრამ ალბათ არ დაიჯერებთ) მაგრამ ხომ გეუბნებით ადამიანები ესეთები ვართ როდის როგორ გვაწყობს და რაც გვაწყობს ისე ვიქცევით, ვლაპარაკობთ, ვამტკიცებთ, სამწუხაროდ ან განაჩენიც გამოგვაქვს… სანამ რამეს ვიტყვით უკეთესი იქნება რომ სხვადასხვანაირად გავიაზროთ შეძლებისდაგვარად სხვადასხვა კუთხიდან შევხედოთ ყველაფერს და ბრალი მერე დავსდოთ (თუმცა ეგ ჩვენი საქმე არ არის).
    ყველა საკითხს მრავალმხრივი გაგება აქვს და თუ კარგად არ შეისწავლე და დასკვნა მერე არ გააკეთე, მაშინ მიიღებ ისეთ პასუხ როგორცი პირადად გაწყობს, მერე შენ მართალი რომ გეგონოს შენი თავი…

    Like

  4. Rode 06/10/2015, 1:53 PM

    არადა, წინა პოსტი, გაცილებით საინტერესო იყო… მარა ჰა, რელიგია ახსენე, ხალხი ეგრევე ირაზმება 😀

    Liked by 1 person

  5. zaza 06/10/2015, 3:20 PM

    … :)))))) ხო, ძალიან ცუდი დრო მოვიდა, როგორც კი რელიგიას ახსენებ ეგრევე შეტევები მოდის, საინტერესო იცი რა არის, მაგალითად: თუ შენ დარწმუნებული ხარ და ზუსტად იცი რომ არ არსებობს, მაშინ რატომ გადადიხარ შეტევაზე, რატომ ბრაზდები, რატომ გინდა მართლმადიდებლობის, რელიგიის გაქრობა, თუ ადამიანები სწორად ვერ იქცევიან მაშინ რელიგია რა შუაშია… (ზოგადად ვამბობ რა თქმა უნდა)
    საერთოდ არ არის ადვილი გასაგები ბიბლია, შეიძლება წაიკითხო მაგრამ სხვა მნიშვნელობა ჰქონდეს, სხვანაირად გასაგები იყოს, პროფესორებს და მეცნიერებს უჭირთ ამ მნიშვნელობების გაგება და… ამ დროს ვიღაცა დაჯდა და თურმე ბიბლიაში წინააღმდეგობები აღმოაჩინა, მალადეეცცც… რა მაგარი ყოფილა… :))))))
    და, მეცნიერების ტყუილები რომ უამრავია, ფიცი მწამს საქმე მაკვირვებს…
    ხშირად ამბობენ ჩვენი ფიზიკა თავდაყირა დგებაო და ამ დროს რაღაცას ამტკიცებენ… :))))))
    მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო მართლმადიდებლობამ გადაარჩინა დღემდე და მომავალშიც გადაარჩენს… ასეა ეს… :))))))))

    Like

  6. givi 06/10/2015, 4:51 PM

    ზოგადად ასე ხდება როცა ბიბლიას როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებს კითხულობენ , პროფესორი კითხულობს გონია ,რომ იგებს. გლეხი კითხულობს გონია, რომ იგებს, ნებისმიერი სოციალური სფეროს წარმომადგენელი განათლების დონის განურჩევლად ყველას გონია რომ იგებს, არადა თუ რწმენა არ არი , შეცდომებსაც უხვად იპოვნი (იაღოველებს მაგალითიც საკმარისია , დაზუთხული აქვთ და გედავებიან თუ არ ხარ ჩახედული )რა გინდა რომ ქნა გგონია რაგაც ისე არ არის ან დროა არეული ან სამყაროს შექმნისას ვერ იგებ ზოგჯერ ტექსტის დუბლირება რატომ ხდება , რეალურად წმინდა მამებსაც კი უჭირდათ მისი თითოეული დეტალის ნათლად გადმოცემა და ახსნა აქ კიდე ვისაც არ ეზარება ყველა მართმადიდებლობას აძაგებს მოდასავით გახდა , თუ ღმერთს არ აღიარებ, გამოსული ტიპი ხარ , პრადვინუტი , და ეს ბნელი მასა მათი გადმოსახედიდან მისტირის რელიგიას , კაი აქამდე მოგვიყვანა მარა ეხლა ვსო დამთავრდა გვეყოო გონიათ რომ რელიგია მოდაა რომელიც უკვე გადავიდა ))) მაგარ დღეში ვართ )

    Like

    • Charlius 07/10/2015, 11:43 AM

      შეიძლება ვერ მიხვდი მაგრამ კიდევ ბიბლიის კიდევ ერთი წინაარმდეგობა მოიყვანე 😀 იდეაში ბიბლია ყველასთვის დაიწერა და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, შენი ნათქვამიდან კი გამოდის, რომ მხოლოდ ერთეულები იგებენ და დანარჩენებს გადარჩენის შანსი უბრალოდ არ აქვთ.

      რეალურად კი წმინდანებს იმიტომ უჭირდათ წინააღმდეგობების გაბათილება, რომ წინააღმდეგობები აშკარაა და საპირისპირო რომ ამტკიცო, ბრმა უნდა იყო. ქრისტიანთა ნაწილი აღიარებს, რომ წინააღმდეგობები არსებობს, თუმცა თვლიან, რომ ცხონებას რაც ეხება, ისინი უცდომელია. მაგრამ თუკი ბიბლია ცდება ერთ რამეში, ვერ გამორიცხავ, რომ სხვა რამეში ცდებოდეს, არადა ამ აშკარა შეცდომებსაც რა ვუყოთ 😀

      Like

      • givi 07/10/2015, 4:33 PM

        პასუხი პასუხისთვის გავს შენი ტექსტი თუმცა მემგონი ჯობდა არც დაგეწერა იჩქარე აშკარად.. მოდი ესე მივყვეთ , შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი რომელი კლასიდან ისწავლება სკოლებში?( მემგონი ადრე მეხუთედან იწყებდნენ პატარ-პატარა ნაწილებს)
        ანუ მაგ ლოგიკით ვეფხისტყაოსანი არ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში? 10-12 წლის ბავშვებს რა შანსი აქვთ მისი გაგების? ან აზროვნების დიაპაზონი უნდა ქონდეთ ძალიან დიდი რაც ერთეულებია ხო , ან მასწავლებელმა უნდა აუხნსას სკოლაში გასაგებათ ესეც ერთეული შემთხვევებია , ან სახლში რომელიმე ოჯახის წევრის იმედადააა ბავშვი ან მშობელი იხდის ფულს და რეპეტიტორთან იწყებს ბავშვის მიყვანას, ანუ გამოდის რომ სკოლებში ვეფხისტყაოსანი არ უნდა ისწავლებოდეს? რას ნიშნავს გადარჩენის შანსი უბრალოდ არ აქვთ, შენს მიერ ნახსენები წმინდანები თავიდან ადამიანები რო იყვნენ, შენც ხომ იცი, წმინდანებად არ იბადებიან , არამედ ხდებიან ეს ყველა ადამიანს აქვს პერსპექტივაში, მაგრამ ამისათვის შესაბამისი ცხოვრებაა ხო საჭირო, როგორც სკოლაში მასწავლებელი ან კერძო რეპეტიტორი ეხმარება ბავშვს ვეფხისტყაოსანის გააზრებაში ასევე წმინდა მამები რომლებსაც განმარტებული აქვთ ბიბლია , ეხმარებიან დამწყებ მორწმუნეებს მის გააზრებაში , რა არის გაურკვეველი , მე შეგნებულად რომ დავწერე პროფესორი და გლეხი არ ნიშნავს, რომ პროფესორს მეტი შანსი აქვს გლეხზე უკეთ გაიგოს ამას რწმენა ჭირდება რომელიც განათლებით არ და ვერ უნდა განისაზღვრებოდეს, შესაბამისად წმინდა მამები იმიტომ ვახსენე რომ გასაგები ყოფილიყო , რა არის საჭირო ბიიბლის შინაარსის გასაგებად, და ნუ გავიწყდება, რომ ისინი ჯერ ადამიანები იყვნენ და შემდეგ გახდნენ წმინდანები )

        Like

        • Charlius 07/10/2015, 5:10 PM

          ვეფხისტყაოსანი არ გაცხონებს და არც მორალურ კოდექსს გაძლევს, რომლითაც უნდა იცხოვრო. მთავარი სირთულე კი ძველქართული ენაა, რაც ბიბლიის შემთხვევაში ნაკლები პრობლემაა.

          შენ თქვი, რომ წმინდანებსაც უჭირდათო, ესეიგი დაწერილია ისე, რომ ადამიანები ვერ იგებენ, როცა რეალურად პირიქით უნდა იყოს. თან ყველა წმინდანი არ ხდება და თან მაგ დროსაც შეიძლება ბოლომდე ვერ გაიგო (შენი ნათქვამის მიხედვით)

          Like

          • givi 07/10/2015, 5:32 PM

            პირველი რომ ვეფხისტყაოსანი ვისთვის როგორ მაგრამ მემგონი საკმარისად შეიცავს მორალურ ასპექტებს რომლებიც ცხოვრების არს ემსახურება, მეორე წმინდანი მითქვამს და კიდევ ვიმეორებ ადამიანი იყო ჯერ და ადამიანური მოღვაწეობის პერიოდში მიღწეულის საფუძველზე გახდა წმინდანი , ადამიანს შეუძლია მიაღწიაოს როგორც წმინდანის ასევე დემონზე უფრო შემზარავი არსების საფეხურსაც აქვს ამის პოტენციალი , ბევრი მაგალითი არსებობს ისტორიაში… აზრი მემგონი ადვილი გამოსატანი იყო რაც დავწერე , და შემდეგში მდგომარეობს, რომ მის გასააზრებლად ბულის ალგებრა ვერ გიშველის .. და სხვა რაგაცაა საჭირო რომელსაც რწმენა ქვია ,ის ეძლევა ადამიანს ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული რა დოზით მიეცემა, და გაცილებით მეტია ვიდრე “მიწიური განათლება”.

            Like

            • Charlius 07/10/2015, 8:11 PM

              ვეფხისტყაოსანს ღმერთისგან შთაგონებულ წმინდა წიგნად არ აღიარებენ და არც ის წერია შიგნით, რომ მასში დაწერილს თუ არ მიყვები, სამუდამო ტანჯვა გელის. ამ მხრივ ის “მხოლოდ” ლიტერატურულ შედევრად რჩება, რომლის მორალურ გაკვეთილებსაც გინდა გაითვალისწინებ, გინდა არა.

              წმინდანობას როგორ აღწევენ, ეგ სხვა საკითხია. მთავარი ისაა, რომ ქრისტიანთა რწმენით, წმინდანები უფრო ახლოს არიან ღმერთთან და უკეთ იგებენ ბიბლიას. და თუ ეგენიც ვერ იგებ(დ)ნენ, დაფიქრებად ღირს

              პ.ს. ამ წინააღმდეგობათა გაბათილება მაინც ვერავინ დაწერა. ნეტა რატომ? :დ

              Like

              • givi 07/10/2015, 9:58 PM

                -“არ აღიარებენ” ვიზეა საუბარი ? ამ შემთხვევაში არა ზოგადად რა კატეგორიაზე გაქ საუბარი საინტერესოა, შენ თავს მათში არ მოიაზრებ? . წმინდანები ადამიანები იყვნენ და მათი ცხოვრების ეტაპებზე რათქმაუნდა იქნებოდა ის მომენტი როცა შეიძლება ვერ გაეგოთ მაგრამ საბოლოოდ გაიგეს ხო, ეხლა დავკონკრეტდეთ და გვითხარი პირადად შენი აზრი (რათქმაუნდა გულწრფელობის კოეფიციენტი რაც მაღალი იქნება მით უკეთესი) ბიბლია წაკითხული გაქვს თუ გადმოთარგმნე ეს უბრალოდ ალტერნატიული ბლოგებიდან? მაქვს იმედი,რომ წაკითხული გექნება და მაშინ რა იყო შენი მიზანი როდესაც ბიბლიას კითხულობდი? რაღა ზოგადად ვიმარჩიელოთ აქ ხარ პროგრესულად მოაზროვნე კაცი ბლოგერი და ცდილობ ხალხი “გამოკვებო” ყველა იმ სიახლით რასაც თვითონ იგებ ხო , ეხლა აი ამ სიახლის დადებისას რა იყო შენი მთავარი მიზანი? ეხლა წავიკითხავ და ამათ(ქრისტიანებს “გავუისნებო”?) ; მეგობრებო , წავიკითხე და ბლეფი გამოდგაო თუ ეძებდი ჭეშმარიტებას ვერ იპოვე და გულაცრუებულმა ამცნე შენს მკითხველს?

                Like

                • Charlius 08/10/2015, 1:22 AM

                  ვიზე და ყველაზე. ბიბლიის დონეზე ვის ჰყავს ვეფხისტყაოსანი აყვანილი? ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია ისეთი რელიგიური მიმდინარეობის შესახებ, რომლის ცენტრალური წმინდა წიგნი ვეფხისტყაოსანია :დ

                  ბიბლია მაშინ წავიკითხე, როცა მორწმუნე ვიყავი (18 წლის ასაკში). მიზანი ის იყო, რომ მცოდნოდა, შიგნით რა ეწერა + ცნობისმოყვარეობა. ამ სიახლის დადების მიზანი ის იყო, რაც ნებისმიერი სხვა სტატიის – ინფორმაციის მიწოდება მკითხველისთვის.

                  Like

                  • givi 08/10/2015, 1:52 AM

                    1)ნუ მაშინ შეგეძლო დაგეწერა არ ვაღიარებთო. და ბიბლიას აღიარებენ ისინი და შენ არა? 2)-“ბიბლია მაშინ წავიკითხე, როცა მორწმუნე ვიყავი (18 წლის ასაკში)” – ოხო ძალიან საინტერესოა უკვე , ანუ 18 წლის ასაკში იყავი მორწმუნე (ნუ შენ თავს ასე უწოდებ) და ბიბლია არ გქონდა წაკითხული? შემდეგ რა მოხდა წაიკითხე იპოვე შეცდომები და იფიქრე რო მწარედ გატყუებდნენ? და საბოლოოდ “დაუპირისპირდი” მართმადიდებლობას, თუ ახლაც ცდილობ იპოვო ღმერთი და არ გამოგდის? თუ გგონია რომ ეძებე “ყველგან” ვერ იპოვე იმტომ რომ არ არსებობს( შენი გადმოსახედიდან)?

                    Like

                    • Charlius 09/10/2015, 12:50 PM

                      1) ვერ მივხვდი რას იძახი. ვინ არ ვაღიარებთ, რას არ ვაღიარებთ და ვინ ისინი?
                      2) მაგ დროს წაკითხული მქონდა სახარება, ხოლო ძველი აღთქმა ვიცოდი შინაარსის დონეზე (ესენი ბავშვობაში წავიკითხე, 8-9 წლის ვიყავი მგონი). საინტერესო რა ნახე, ქართველების უმეტესობა ისე კვდება, რომ ბიბლიას არც გადაშლიან ხოლმე 😀 შეცდომები რა თქმა უნდა თვალში საცემი იყო, მაგრამ ათეისტი მოგვიანებით გავხდი, ანუ ეგ არ ყოფილა გადამწყვეტი ფაქტორი. ღმერთის პოვნას ისევე არ ვცდილობ, როგორც შენ – ელფების და დევების. დაპირისპირებაში არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ მართლმადიდებლობა ჩემთვის ისეთივე რელიგიაა, როგორც სხვა დანარჩენი. ღმერთის არარსებობას უფრო რეალურად ვთვლი იქიდან გამომდინარე, რომ მისი არსებობის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები არ არსებობს და არა იმიტომ რომ ვერ ვიპოვე.

                      Like

                    • givi 09/10/2015, 2:50 PM

                      აქ დავწერ ქვემოთ არ იყო reply 1) ზემოთ ითქვა საკმარისზე მეტი გადახედე გაგახსენდება)
                      2)ალუდა ქეთელაურს , რომ წაიკითხავენ საშუალო დონის ფილოლოგები და “შეცდომებს” პოულობენ მსგავსი შთაბეჭდილება დამრჩა, რატომღაც ამ შეცდომებზე, სუფთა ლოგიკური შეცდომებიც გქონდა რამდენიმეში უცბათ გადავავლე თვალი ))(ანუ იმაში რომ ეგ ორი დებულება გგონია ეწინააღმდეგება ერთმანეთს)საინტერესო კი ის არის, რომ ღმერთის პოვნას არ ცდილობ , აბა რა “გიხარია”? მსგავსი პარადოქსი ათეისტებში ყველაზე დიდი პრობლემაა, არიან ათეისტები, რომლებმაც ღმერთი არსებობს თუ არა, არ იციან , მაგრამ ცდილობენ იპოვონ ხო(ზოგი სად ეძებს ზოგი სად))) , მაგრამ ეს მეორე კატეგორია აქაურ ლოგიკასაც ცდება , თუ ღმერთი არ არსებობს მაშინ ხო ყველაფერი დასაშვებია(დოსტოევკისა არ იყოს), და მაშინ რაც გინდა ის აკეთე რო იცი რო მოკვდები და ყველაფერი მთავრდება რაღა აზრი აქ ზნეობას, პატივისცემას, რიდს, ადამიანურობას, აზრს კარგავს არსებობა რაღაცა “გაელვება” რო ხარ, დროში. ყველაფერზე ხელი რო აიღო და რაც გინდა ის აკეთო ამაში რა გიშლის ხელს? ვინ მოგთხოვს, რას მოგთხოვს, თუ იზავდი მარა სამოქალაქო კანონმდებლობა “გაბრკოლებს”?(მსგავს შემთხვევაში ერთი სუიციდის მცდელობის სურვილი თუ გამიჩნდებოდა(არავის ვაყენებ შეურაწყოფას ,ყველას აზრს პატივს ვცემ უბრალოდ ჩემ კონკრეტულ აზრს ვაფიქსირებ რა იქნებოდა მსგავს შემთხვევაში))

                      Like

                    • Charlius 09/10/2015, 5:19 PM

                      1) წინა კომენტარებში რამდენიმე თემაზე იყო საუბარი და მაგიტო ვერ მივხვდი, რას ეხებოდა. თუ იმას გულისხმობ, რომ ათეისტები ბიბლიას არ აღიარებენ, ეგ მგონი ახალი ამბავი არაა. მაგრამ “ისინში” ვინ იგულისხმე, ვერ მივხვდი

                      2) დაწერე მერე, რომელში იყო შეცდომები და გააბათილე, რა გიშლის ხელს?
                      ათეისტი ღმერთის პოვნას არ ცდილობს, იმიტომ რომ მისი არ სწამს. ღმერთს შეიძლება ეძებდეს მორწმუნე ან ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში არაა გარკვეული.
                      შენთვის ყველაფერი დასაშვები იქნება, თუკი ღმერთის რწმენა აღარ გექნება? ანუ მხოლოდ იმიტომ იქცევი “კარგად”, რომ ღმერთს მოაწონო თავი? თუ დაუფიქრდები, მიხვდები, რომ ეგეთი მიდგომა ამორალურია, ხოლო ათეისტი, რომელიც ამ ფაქტორის გარეშე ჩადის სიკეთეს, უანგაროა. შენ კიდე ათეისტებს ებრძვი 😀 დანაშაულს იმიტომ არ ჩავდივარ, რომ სხვა ადამიანებს პატივს ვცემ და სადისტიც არ ვარ, რომ სხვისი ზიანი მესიამოვნოს. სუიციდს რაც შეეხება, უაზრობა მგონია იმის დაჩქარება, რაც ადრე თუ გვიან ისედაც მოხდება.

                      Like

                    • givi 09/10/2015, 10:34 PM

                      1)ლოგიკურ აცდენებს რომ წაიკითხავ ხელახლა სტატიას მიხვდები მემგონი შენთვითონაც, თუ არადა გეტყვი მერე , რომელებიც მომხვდა თვალში.
                      2)იდეაში ღმერთის არ არსებობა, რომ დაამტკიცო ყველგან მყოფი და ყოვლისმცოდნე უნდა იყო ანუ მისი არარსებობა რომ დაამტკიცო თვითონ ღმერთი უნდა იყო გამოდის . სხვა შემთხვევაში შენ ვერ იქნები დარწმუნებული (როგორც არ უნდა უარყო) ღმერთის არ არსებობაში და ამიტომ უნდა ეძებდე ღმერთს სულმუდამ ჩემი გადმოსახედიდან. მეორე საკითხია რომ გწამს, რო ღმერთი არ არი .ჩვენ შეგვიძლია რწმენა განვსაზღვროთ როგორც მტკიცებულების მიღება, რომელის დამტკიცებას პირდაპირი მეთოდებით ვერ შევძლებთ, როცა პირდაპირი მეთოდებით ვამტკიცებთ, ამას ცოდნა ქვია, როცა არაპირდაპირ მეთოდებს ვიყენებთ, ამას რწმენას ვუწოდებთ. ყველა ადამიანს აქვს მრწამსი, ჰიპოთეზები, თეორიები, ამხსნელი პოსტულატები, რის შესახებაც ის ფიქრობს სამყაროსთან მიმართებით, განსაკუთრებით მის უჩინარ და მათთვის შეუცნობელ მხარეებთან დაკავშირებით. პრინციპში ყველა ადამიანს აქვს მსოფლმხედველობა ანუ გამოდის რაღაცის ყველას გვწამს,ამიტომაც შეცდომაა, ვამტკიცოთ, რომ სირთულეები მხოლოდ ქრისტიანთა ხვედრია: რწმენა ლოგიკის წინააღმდეგ. ყველა გონიერი ადამიანი, – თუ ისინი აზროვნებენ – ეჩეხება ამ პრობლემას. ჰუვერის არ იყოს და თვით ურწმუნოებიც კი სვამენ ამ კითხვას: სად მთავრდება ცოდნა ჩემს შემეცნებაში და იწყება რწმენა? შესაბამისად ჩემი გადმოსახედიდან ათეისტები საერთოდ არ არსებობენ, და შენც გაუაზრებლად მოიხსენიებ საკუთარ თავს ამ სიმრავლეში, (ეხლა არ დამიწყოთ ცარიელი სიმრავლეც ხო სიმრავლეაო :დ) და რაც შეეხება შენ შეკითხვას მორწმუნესთვის მთავარია და უპირველესია ღმერთან მყოფობა, მას არ უნდა სასუფეველი და სიამოვნებანი ღვთის გარეშე , შესაბამისად იმიტომ კი არ ჩადის სიკეთეს, რომ + დაეწეროს , არამედ იმიტომ,რომ თუ არ იცხოვრებს “სწორი ცხოვრებით” ვერ მოხვდება ღმერთთან და არა ეგოისტური მიზნებისდა გამო, და პირადად ჩემთვის დიდად შეურაწმყოფელი იქნებოდა რომ ღმერთი არ არსებობდეს და ჩემსა და ჭიანჭველას შორის სიცოცხლის დამთავრება ერთმანეთს უდრიდეს , იმდენად რომ როგორც ზემოთ ვახსენე ალბათ სუიციდის მცდელობის სურვილი თუ გამიჩნდებოდა მხოლოდ.

                      Like

                    • Charlius 11/10/2015, 6:16 PM

                      კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არარსებობა არ მტკიცდება, მტკიცდება არსებობა. ხოლო თუ ვერ მტკიცდება, ავტომატურად ითვლება, რომ არ არსებობს მანამ, სანამ საპირისპიროს მტკიცებულება არ გაჩნდება.

                      ღმერთის რომ არ გწამს, ეს რწმენა არ არის, ისევე როგორც გამორთული ტელევიზორი არხი არ არის, სიმელოტე ვარცხნილობა არ არის ან ფეხბურთის არყურება ჰობი არ არის. პირადად ჩემს შეხედულებას რაც შეეხება, რიჩარდ დოკინსის მიერ შედგენილ შკალაში მას ეწოდება დე-ფაქტო ათეისტი და ყალიბდება შემდეგნაირად: „ზუსტად ვერ მეცოდინება, თუმცა ვფიქრობ, რომ ღმერთის არსებობა ნაკლებად შესაძლებელია და ვცხოვრობ იმ დასკვნით, რომ ის არ არსებობს“. ასე აზროვნებს ათეისტების დიდი ნაწილი.

                      თუ მოინდომებ, შენი და ჭიანჭველას სიკვდილი ერთნაირი არ იქნება. ადამიანი სიკვდილის შემდეგ ბევრ რამეს ტოვებს, პირველ რიგში მოგონებებს და პატივისცემას, ხოლო თუ გამოჩენილი ადამიანი იყო (მაგ. მეცნიერი, გამომგონებელი ან ფილოსოფოსი) შეიძლება საუკუნეებიც ახსოვდეთ. თუმცა მთავარი მაინც რეალობაა და არა ის, ჩვენს სურვილებს რომელი შეხედულება აკმაყოფილებს და რომელი აყენებს შეურაცხყოფას.

                      Liked by 1 person

                    • givi 11/10/2015, 10:18 PM

                      “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არარსებობა არ მტკიცდება” . ჯერკიდევ 8-9 წლის ასაკში კაცი რომელიც ძველ აღთქმას კითხულობდი და 18 წლის ასაკში უკვე სრულად წავიკითხეო ბიბლია მორწმუნე ვიყავიო და ამით გინდა დაიმშვიდო სინდისი? ) ხო , ხვდები რომ შენც არ გჯერა რასაც ამტკიცებ , იცოდე სანამ უძღები შვილის მამას არ დაუბრუნდები იქამდე სიმშვიდეს ვერ იპოვი დამიჯერე როგორც არ უნდა ეცადო ილუზია და მოჩვენებითი იქნება (პირადი გამოცდილებიდან ვიცი) და კიდევ გვიანი არასდროს არაა, მთავარია სურვილი თორემ ღმერთი ყველას მოგვიტევებს და მიგვიღებს ერთი შეხედვით როგორი ძნელად წარმოსადგენიც არ უნდა იყოს)))

                      Like

                    • Charlius 13/10/2015, 5:38 PM

                      ლოლ სინდისის დამშვიდება რა შუაშია, როცა ლოგიკის ელემენტარული წესია? 😀 ადამიანს დანაშაულში რომ ბრალს დებენ, დანაშაულის მოხდენის მტკიცებულებებს აყენებენ არგუმენტად თუ ჯერ იჭერენ და მერე ეუბნებიან, დაამტკიცე, რომ არ ჩაგიდენიაო? 😀 სიმშვიდეს რაც შეეხება, არ ვუჩივი, თუმცა ისეც რომ იყოს, როგორც შენ ამბობ, რელიგიის ჭეშმარიტებასთან კავშირის არგუმენტად მაინც ვერ გამოდგება. მთვრალი კაცი ფხიზელზე უფრო ბედნიერია და დაბოლილი უფრო მშვიდია, მაგრამ მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიმთვრალე ან დაბოლება სჯობს (თუმცა ხანდახან შეიძლება :დ).

                      Like

                    • givi 13/10/2015, 9:55 PM

                      “ლოლ სინდისის დამშვიდება რა შუაშია, როცა ლოგიკის ელემენტარული წესია?”- ))))
                      (ლოლ ჩათვალე მომიტევებია) :დ მივყვეთ ზემოთ როგორც მახსოვს იმ მორწმუნეების ქმედებას, რომლებიც საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ჩადიოდნენ სიკეთეს, ამორალური უწოდე (თუ სწორად მახსოვს) ეხლა შენ გვითხარი მორწმუნე კაცი რომელიც 18 წლის მოწრმუნედ მიიჩნევდა თავს, შემდეგ გაიგო რომ არარსებობა არ მტკიცდება (18 წლისამ როგორ არ იცოდა ესეც საინტერესოა) და დაიმშვიდა სინდისი ესეთი ქმედება არ შეგვიძლია შევიყვანოთ ამორარულ ქმედებათა გრძელ “დავთარში”? ლოგიკას რაც შეეხება და ლოგიკურს ასე სააკაძის ხმალივით ნუ “იქნევ” მაინდამანც ამ სიტყვებს საკმარისზე მეტ შეცდომას უშვებ თუნდაც ბულის ალგებრაში,ამ მოკლე, დიალოგშიც და თვითონ სიახლესაც არ აკლდა )). ასე , რომ ჯობია მორალურ ასპექტებსაც თუ ჩართავ დიალოგში თორემ ლოგიკის იმედად რავიცი რავიცი ……

                      “ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.” – ნუ ციტირებას მოვახდენ ზეპირად შეიძლება რაღაც, გამომრჩენოდა და ამიტომ . ეს რას ნიშნავს პირადად შენთვის გარეშე ფაქტორები და მოვლენები ჩავთვალოთ რომ არ გვაინტერესებს მხოლოდ რაც დავაციტირე განმარტე რას უნდა ნიშნავდეს პირადად შენ რას გეუბნება ეს წინადადება?

                      Like

                  • Charlius 13/10/2015, 10:45 PM

                    საიდან დაასკვენი, რომ 18 წლისამ გავიგე? 😀 ან სინდისის დამშვიდება რა შუაშია, მორწმუნეს აწუხებს და ათეისტს არა? :დ

                    მერამდენედ წერ, შეცდომას უშვებო და კონკრეტული მაგალითები არ მოგყავს. სიტყვაზე გენდო? :დ დააკონკრეტე, რა არის შეცდომა, რატომ არის შეცდომა და განვიხილოთ. თუ მართლა შეცდომაა, აღიარებას არაფერი უდგას წინ

                    რა დროსაც ეგ ფრაზა დაიწერა, ძაღლი და ღორი უწმინდურ და გარკვეულწილად საშიშ არსებებად ითვლებოდნენ (ძველ აღთქმაში მათი ჭამაც აკრძალული ჰქონდათ). ხოლო წარმართები მათ იფარებდნენ და უვლიდნენ, ამიტომ მოგვიანებით მათ ეპითეტად აქციეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ცოდნას ნუ გაუზიარებთ იმათ, ვინც ვერ დააფასებსო და ქვეტექსტში წარმართები იგულისხმებოდნენ.

                    Like

                    • givi 13/10/2015, 11:10 PM

                      “რა დროსაც ეგ ფრაზა დაიწერა, ძაღლი და ღორი უწმინდურ და გარკვეულწილად საშიშ არსებებად ითვლებოდნენ (ძველ აღთქმაში მათი ჭამაც აკრძალული ჰქონდათ). ხოლო წარმართები მათ იფარებდნენ და უვლიდნენ, ამიტომ მოგვიანებით მათ ეპითეტად აქციეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ცოდნას ნუ გაუზიარებთ იმათ, ვინც ვერ დააფასებსო და ქვეტექსტში წარმართები იგულისხმებოდნენ.” – რახან აქამდე განვავრცე თემას ე.ი ამ ჯგუფში არ შემყავდი და ნუ ცდილობ ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანო) ეხლა რაც შეეხება შეცდომებს შენ გადახედე და ვერ იპოვე ანუ ? (როგორც მახსოვს უნდა გადაგეხედა და აღარ დაგიწერია გადავხედე და ვერ ვნახეო, რომ ჩამეთვალა საჭიროდ ახსნა) აქ ახსნაც ეს ინტელექტრუალური “კუნთების” თამაში არაა მთლად სწორი აქაც შეცვლილი სახელით წერა ძალიან მარტივია და ამიტომ გავაგრძელე ალბათ, პრინციპში შეიძლება ერთი თავისუფალი დღე გამოვნახოთ გრძელვადიან პერსპექტივაში.
                      ახლო მომავალში თავისუფალ დროს სამსახურიდან გამოსასვლელად ძნელად თუ ვნახავ (დარწმუნებული ვარ შენც არ იქნები მოცლილი) და შეიძლება ერთ დღეს შეხვედრა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა , უკვე “თავისუფლად” საუბარი და ახსნა განმარტებები ეს ინკოგნიტოდ წერაში რომ არ ჩაგვეთვალოს და “ლაივში” ბევრად არგუმენტირებული დიალოგი გვექნება იმედი მაქვს )

                      Like

                    • givi 16/10/2015, 3:02 AM

                      შენი საკონტაქტო ინფორმაცია დატოვე(რაიმე სახის) და დაგიგავშირდები რამდენიმე დღით ადრე )

                      Like

                    • Charlius 17/10/2015, 10:56 AM

                      ფეისბუქზე შეგიძლია დამეკონტაქტო, ზემოთ დევს

                      Like

      • Giorgi makharadze 12/11/2016, 11:16 PM

        შეცდომა არაა არასწორად ვკითხულობთ და იმიტო ბიბლიას გაგება უნდა. ღმერთს ნამდვილად ერთეულები ეძებენ და ამიტომ იგებენ ერთეულებ. ნამდვილი ლოცვა კი გონიერი ლოცვაა და ამითი უნდა ვეძიოთ ღმერთი(ბიბლიაშიც წერია სასუფეველი გულში ეძებეთო თუ არ მეშლება და ყოველთვის ლოცულობდეთო) წაიკითხეთ რას წერენ წმინდა მამები და ნახავთ

        Like

  7. zaza 06/10/2015, 4:58 PM

    მართალი ხარ, გეთანხმები, მეც იგივე აზრი მაქვს…

    Like

    • Charlius 07/10/2015, 11:44 AM

      შენ იძახი რომ ეს მუხლები რეალური არაა, ეს ადამიანი (givi) ამბობს, რომ მუხლები რეალურია, მაგრამ წინააღმდეგობა არ არისო. რაღაში თანხმდებით? 😀 მთავარ რამეში გაქვთ აცდენა

      Like

  8. lasha 06/10/2015, 11:27 PM

    ბიბლიაში რომ წინააღმდეგობებია ეგ ახალი ამბავი არაა უამრავი მიმდინარეობაა ქრისტიანობაში და ერთი ამბავი და კიდე ის ვერ გაუგიათ მამა და ძე ერთიდაიგივეა თუ არა

    Like

  9. zaza 07/10/2015, 2:49 AM

    მამა ღმერთი რომ მამა ღმერთია და ძე ღვთისა იესო რომ არის ეგ გარკვეულიც არის და ყველამ იცის, აქ არაფერია გასარკვევი, იესო ძე ღვთისაა და იგივე ღმერთად მოიხსენიება და ღმერთია იგივე, მან ხომ აიღო თავისთავზე ცოდვები ჩემიც, შენიც და მთელი კაცობრიობის, ის განკაცდა რათა ურწმუნოებს ერწმუნათ, მაგრამ სამწუხაროდ ურწმუნოები ისეთ რაღაცეებს იჯერებენ რაც წესით არ უნდა დაიჯერონ, უბრალოდ სასაცილოა, ის რასაც იჯერებენ, და რეალობას არ იჯერებენ, ადამიანების ნაწილმა არცერთმა არ იცის ღმერთის არსებობა-არარსებობა და ბრმად ამბობენ რომ არ არსებობსო, რა იცი რომ არ არსებობს, შეგიძლია დაამტკიცო?..
    თუ კი არ იცი, მაშინ მე რატომ მიმტკიცებ რომ არ არსებობს?..
    ჯერ არავის და ვერავის დაუმტკიცებია ღმერთის არარსებობა (მითუმეტეს მეცნიერებს), არსებობა კი, ძალიან ბევრი მტკიცებულებებია, რომელსაც არ იჯერებენ ვისაც არ უნდა რომ დაიჯეროს, პირადად იტყვის ადამიანი რომ ვნახეო (რაც ღმერთთან, რელიგიაში კავშირშია) და ურწმუნოები ამბობენ მოეჩვენაო, ვინმე მოუყვება ვნახეო, ამბობენ მონაყოლის არ მჯერაო, რადგან ის რაღაცეებს დაამატებდაო (და იმას კიარ ფიქრობენ რომ ამდენი საუკუნეების განმავლობაში ბიბლია რომ იწერებოდა შეიძლება ზუსტად ისე არ იყოს როგორიც უნდა იყოს წესით, რადგან ბევრი საუკუნეები გავიდა და ხომ შეიძლებოდა ვიღაცამ ერთი სიტყვა დაამატა ან დააკლო და აზრი ცოტა შეცვლილია) პირადად დაენახვა ხალხს იესო და მაინც ამბობენ არ მჯერაო, რაც რეალობაა არ სჯერავთ და ზღაპრების სჯერავთ, ხან მაიმუნების შთამომავლები რომ ვართ თურმე და ხან წყლის რაღაც სახეობის შთამომავლები, ხანაც დიდი აფეთქების “შვილები” ვართ, სასაცილოა… მერე დაგიწყებენ რაღაც ფიზიკურ თეორიებზე ლაპარაკს, რაღაც ფორმულებს გიხსნიან თუ როგორ იქმნება თავისით ყველაფერი, და თან პარალელურად იძახიან უძლურია ჩვენი ფიზიკა-მათემატიკა (ჩიხში ვართო) ყველაფერი თავდაყირა დგებაო… საინტერესოა შემთხვევით ბავშვებიც თავისით ხომ არ კეთდება? :))))))
    იმისი არ იყოს, ერთი მეცნიერი ნიუტონს რომ უმტკიცებდა ყველაფერი თავისით შეიქმნა ღმერთი არაფერშუაშიაო და შემდეგ, ნიუტონის კოლექციიდან ერთ-ერთი საგანი მოეწონა და კითხა ვისი გაკეთებულიაო, ნიუტონმა უთხრა შენ წარმოიდგინე არავის გაუკეთებია, ვიჯექი და ვუყურებდი თავისით როგორ კეთდებოდაო, ჩემი თვალით ვხედავდიო და იმ მეცნიერმა არ დაუჯერა თავისით როგორო?.. ნიუტონმა უთქხრა შენ ეს სათამაშო ვერ დაიჯერე რომ თავისით ვერ შეიქმნებოდა და ეს ამხელა სამყარო გჯერავს რომ თავისით შეიქმნებოდაო?… :)))))

    Like

    • Charlius 07/10/2015, 11:53 AM

      არარსებობა არ მტკიცდება, მტკიცების ტვირთი იმაზეა, ვინც არსებობაზე აცხადებს (ადრეც გითხარი ეს). ყოველ შემთხვევაში ლოგიკის სფეროში ასეა, თუმცა მორწმუნეები ზოგჯერ იმით იძვრენენ თავს, რომ ღმერთი ლოგიკის მიღმა არისო 😀

      ღმერთის არსებობის მტკიცებულებები რომელია? “აინშტაინის” გამოგონილი დიალოგი ლექტორთან თუ მაიკლ ბიჰის შემოტანილი უკლები კომპლექსურობის მაგალითები, რომლებიც ბევრჯერ გაბათილდა? თუ ფსევდომეცნიერ რობერტ ლანცას არასწორი ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკისა, რაც ვითომდა სამოთხის არსებობას ამტკიცებს?

      დიდი აფეთქება და ევოლუციის თეორია უამრავ მტკიცებულებაზე დგას, მათი ჭეშმარიტება ისევე უდავოა, როგორც გრავიტაციის თეორიისა. ბოლო სამი რომის პაპი ორივე მათგანს აღიარებს, ეტყობა სამივე ათეისტია (იყო) 😀

      Like

  10. zaza 07/10/2015, 1:01 PM

    არ არის გამორიცხული, შეიძლება ათეისტიც არის, დღეს და საერთოდ ხომ ისეთი დროა რომ ეკლესიაშიც არიან შესულები ათეისტები და ჩვეულებრივ, პირჯვარს იწერენ და ასე შემდეგ… შეიძლება ანაფორებითაც დადიან და სახელს უტეხენ ნამდვილ მამაოებს, არც ეგ არის გამორიცხული, ყველაფერი დასაშვებია დღევანდელ დროს… :)))
    ზემოთაც დავწერე, საუკუნეები გამოიარა ბიბლიურმა ხელნაწერებმა და არც ეგ არის გამორიცხული რომ რაიმე შეცდომა იყოს, მაგრამ ეგ ხომ რელიგიის, ღმერთის ბრალი არ არის, ადამიანები წერდნენ ხო, შეიძლება არის რაღაც შეცდომებიც, მაგრამ მთავარი აზრი, იდეა შენარჩუნებულია… 🙂
    არა, მე კიარაფერს ვამტკიცებ მე რასაც ვამბობ მხოლოდ რაც ვიცი იმას ვამბობ, ხომ არიან ადამიანები რომ გრძნობენ ღმერთს, ხო, თუმცა შეიძლება არც დამიჯერო, მაგრამ არც ეგ არის პრობლემა ყველას თავის ნება აქვს, ვისაც რა და ვინც უნდა იმას იჯერებს… :)))
    კაგია, ესეც კიდე ერთი მაგალითია, ამტკიცებს ადამიანის თავისუფლებას, რომ ღმერთისგან ნება აქვს რაც უნდა და ვინც უნდა ის დაიჯეროს… 🙂

    Like

  11. zaza 07/10/2015, 1:47 PM

    არც მათ ჭეშმარიტებაში ეპარებოდათ ეჭვი, თანაც კარგა ხანს, როცა ამტკიცებდნენ რომ ჩვენ მაიმუნები ვართო (ანუ, შთამომავლები) .. 🙂 და შემდეგ არც წყლიდან ამოსულ რაღაც ამფიბიაზე, მაგრამ როგორც იტყვიან ბევრმა წყალმა ჩაიარა… 🙂 და კიდე რამდენი ჩაივლის, ვინ მოთვლის, ამ მეცნიერების ხელში, კარგია, კარგი… ხან მაიმუნები ვართ ხან ამფიბიები ხანაც აფეთქების რაღაც ნაწილაკები… ხედავთ, დაუკვირდით, აბა, ეს თავისუფლება არ არის, თუნდაც ეხლა მე და თქვენ რომ ვკამათობთ, შენ რომ შენი აზრი გაგაჩნია და მე ჩემი, შენც რომ მართალი ხარ როგორც გგონია და მეც რომ მართალი ვარ, რობოტებივით ერთ აზრზე რომ არა ვართ?… 🙂 აი, ეს ყველაფერი ჩემი აზრით რაც ეხლა ჩამოვთვალე აღარ იქნება თუ ყველაფერს დავუჯერებთ მეცნიერებს, ერთი მთავრობა რომ იქნება, ერთი ფული რომ იქნება ჩიპჩაკერებულები რომ ივლიან ხალხი რობოტებივით (რა თქმა უნდა გაგეცინება), ერთი სიტყვით ყველაფერი იქით მიდის, ვისაც დანახვა უნდა დაინახავს რომ ეგრეა, მთელს მსოფლიოში მიდის ადამიანის ფსიქიკაზე მაგარი მუშაობა რომ როგორმე დაიმონონ ადამიანები ტექნიკურად…

    Liked by 1 person

    • Charlius 07/10/2015, 5:31 PM

      მაიმუნების შთამომავლები ვართო, ვინ ამბობდა? ევოლუციურად მაიმუნებთან გვყავს საერთო წინაპრები (რაც სხვადასხვაა) და ეს არავის უარუყვია. უძველესი ამფიბიები და თევზები კი უფრო შორეული წინაპრები არიან და არც ამის უარყოფა მომხდარა.

      რომელი მეცნიერები იძახიან, ერთი მთავრობა იქნებაო?

      რაღაცაზე თუ საერთო აზრი გვექნება, თავისუფლება გვერთმევა? 😀 დედამიწა რომ სფეროსებრია, ყველა ვთანხმდებით მარა რამე გვაკლდება მაგით? ვინმემ რომ მტკიცება დაიწყოს, ბრტყელიაო, თავისუფლების კი არა, გაუნათლებლობის გამოვლენა იქნება..

      ბიბლია თუ ადამიანებმა დაამახინჯეს, მისი ღვთიურობა რაღაში ვლინდება? ღმერთმა ვერ დაიცვა დამახინჯებისგან? იქნებ ისე დაამახინჯეს, რომ რადიკალურად განსხვავდება ორიგინალისგან (როგორც მაგალითად მუსლიმები ამბობენ)?

      Liked by 1 person

  12. lasha 07/10/2015, 6:32 PM

    არ ვიცი რა ვთქვა ევოლუციასაც ვეთანხმები დიდი აფეთქების თეორიასაც და ღმერთის არსებობისაც მჯერა ქრისტე ხომ იყო ხილული ღმერთი რომელიც განკაცდა და დედამიწაზე მოვიდა მაგრამ აქ ერთი მაგრამ, ადამიანის ევოლუცია რელიგიასთან წინააღმდეგობაში რომაა ეგ ფაქტია ადამიანის წინაპრები 2 000 000 წლის წინათაც იყვნენ და იმათ ადამიანები არ ეთქმოდათ ეგ კი არა 30 000 წლის წინათ ევროპაში ხომ იყვნენ ადამიანის მაგვარი არსებები რომლებიც გადაშენდნენ ნეანდერტალელებს ვგულისხმობ ავსტრალოპიტეკებს და ასე შემდეგ მაგენს ადამიანებს ვერ დავარქმევ მე არ ვიცი საიდან იღებს კაცობრიობა სათავეს კერძოდ რა მომენტიდან მაგრამ ფაქტია რომ ადამიანი სანამ გაჩნდებოდა მანამდეც იყვნენ ადამიანის მაგვარი არსებები და ადამიანის გაჩენის შემდეგაც ეს ყველაფერი კი ძალიან ბუნდოვანს ხდის ყველაფერს თუ ადამიანის მაგვარები მით უმეტეს დედამიწაზე არსებობდნენ ზნაჩიტ სხვა პლანეტებზეც იქნებიან მოაზროვნე არსებები ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ რომ ეს სამყარო ძალიან დიდია უსასრულოდ დიდადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ არ ვიცი რა ვთქვა ღმერთი ჩემთვის გამოცანაა
    აბა ასეთი თეორიაც
    ჩვენ რა ვიცით რომ ღმერთი უცხოპლანეტელი არაა ხომ შეიძლება ვიღაცამ ტექნიკური პროგრესით იმდენს მიაღწია რომ ბუნების კანონებს ძლია და თავის უკვდავება უზრუნველყო თან მატერიაზე კონტროლიც ისწავლა ელემენტარულ ნაწილაკთა დონეზე შემდეგ კი ჩვენთან ადამიანებთან მოვიდა და თავი ღმერთად გამოგვიცხადა ასეთი რამ რატომ არ შეიძლება მოხდეს მითხარით აბა ღვთის მორწმუნენო.

    Like

  13. Georgian Gamers 07/10/2015, 6:38 PM

    – შეხედე პატარავ – უთხრა იესომ ობოლ ბავშვს – ეს ის ადამიანია რომელმაც მამა მოგიკლა, დედა გაგიუპატიურა და ისიც მოგიკლა, სახლი გადაგიწვა, ქუჩაში დაგტოვა, ნაგავში და სიბინძურეში სადაც მხოლოდ მკვლელები, ქურდები და მანიაკები იზრდებიან… მაგრამ შემდეგ სიკვდილის წინ მაგ კაცმა მოინანია… უფალისგან შენდობა მოითხოვა და მანაც აპატია… ეხლა ეგ კაცი სამოთხეში მიმყავს… ხედავ რა კეთილი და სამართლიანია უფალი?!

    ბავშვმა ახედა იესოს, ცოტა ხანს უყურა და შემდეგ ისევ ნაგავში ქექვა გააგრძლა…

    Like

  14. zaza 07/10/2015, 11:31 PM

    ადამიანის ფანტაზიებს საზღვრები არა აქვს, იმდენად თავისუფალია თავის ფანტაზიებში, ვერ გამოლევს სხვადასხვა ვარიანტებს ადამიანი, და ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის თავში ხდება, ყველაფერი შეიძლება იფიქრო, მაგრამ დაიკარგები საკუთარ ფიქრებში და შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე, და ვერანაირი დასკვნა ვეღარ გააკეთო თუ რა გინდა ამ ქვეყანაზე, რისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი მხოლოდ ერთია, რელიგია რომელიც ღმერთმა ადამიანებს შეუქმნა იმისათვის რომ გაკეთილშობილებულიყვნენ და ღმერთს მიმსგავსებულიყვნენ, აზრი მისცემოდა ადამიანის ცხოვრებას, ადამიანის ცხოვრებას აზრი, მიზანი თუ არ აქვს მაშინ იღუპება ადამიანი საკუთარ თავში, ფიქრებში გონებაში, რადგან ადამიანის ადგილი ყოველთვის ღმერთთან არის, ეს შენ გინდა თუ არ გინდა, როგოც შვილი ბუნებრივად, მიზიდულობით, სიყვარულით მიისწრაფის მშობლისკენ, ისეა ზოგადად ადამიანიც, უნდა თუ არ უნდა რაღაც გრძნობა ექაჩება ადამიანს ღმერთისკენ, ამას ღმერთის მიმართ სიყვარული ჰქვია, გარეგნულად ბევრი ვერ ხვდება, მაგრამ სულიერად დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილად ესეა… ზოგი ამბობს არ ვარ თავისუფალიო რადგან კანონები მაქვს დაწესებულიო, როგორი თავისუფალიც არ უნდა იყო კანონი აუცილებლად საჭიროა, რადგან ადამიანის გონება იმდენად თავისუფალია რომ რაიმე, კანონი თუ არ დაუწესე ადამიანს, თვითონ დაუფიქრებლად დაღუპავს საკუთარ თავს, მუდმივად ქაოსში იქნება, მერე იტყვის თუ ასე ვუყვარდი ღმერთს მაშინ რატომ არ გამიფრთხილდაო, ხოდა ამ კანონების დაწესებით გვიფრთხილდება ღმერთი რათა კისერი არ მოვიტეხოთ, მაგრამ არჩევანი დაგვიტოვა მაინც ვისაც როგორ უნდა ისე წყვეტს თავის ბედს… ამ თეორიაზე რას იტყვით, არ შეიძლება რომ ეს თეორიაც შეიძლება ახლოს იყოს სიმართლესთან? თქვენ ხომ ბევრი სხვადასხვა თეორიები გაქვთ ჩამოყალიბებული, მთ შორის ესეც იყოს მაშინ ერთერთი, მაგრამ არამგონია რომ ეს თქვენთვის მისაღები იყოს რადგან აქ ღმერთი მთავარ როლს თამაშობს, ამ თეორიაში… 🙂
    ეხლა, თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი სულ ყველაფრისგან თავისუფალი რომ იყოს არანაირ კანონის ჩარჩოებში არ იჯდეს, წარმოგიდგენიათ რა მოხდება მთელს დედამიწაზე, კანონები გვაქვს და ომები, ჩაგვრები, ყაჩაღობები, გაუპატიურებები და რავიცი, რომელი ერთი არ ხდება და კანონის გარეშე რომ იქნები ადამიანი რომელი დედამიწა გაგიძლებს, ღმერთმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და იცის და სწორედ ამიტომ დაგვიწესა გარკვეული კანონები, თორემ ჩვენი კიარ ეშინია, რაც არუნდა ცივილიზაციას მივაღწიოთ, ღმერთს თუ არ უნდა ვერასოდეს მიხვალ ვერაფრით ღმერთთან რაც არუნდა გამოიგონო და ვერც ფერაფერს დაუშავებ…
    ღმერთს უნდა რომ მას მივემსგავსოთ კეთილშობილებით, იმიტომ გვიწესებს კანონებს, თორემ მაშინ რატომ ცხოველებს არ მისცა ამდენი შესაძლებლობები, მსგავსი კანონები რატომ არ დაუწესა, ისინიც ხომ ჩვეულებრივი მოსიარულე ხორცები არიან როგორც ჩვენ ადამიანები თქვენი გადმოსახედიდან, თქვენ ხომ ეგრე ფიქრობთ რომ ადამიანს სული არ აქვს და მარტო ზომბებივით მოსიარულე ხორცები ვართ… :))) ხომ შეიძლებოდა რომ ცხოველებიც განვითარებულიყვნენ, რაღაც ცივილურ დონეზე ასულიყვნენ, როგორც ცხოველები შექმნა ისე ჩვენ შეგვქმნა ღმერთმა და მისთვის რა მნიშვნელობა იქნებოდა ცხოველი უფრო მეტად განვითარდებოდა თუ ადამიანი? მაგრამ, როგორც ჩანს, აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა, უნდა მიემსგავსოს ადამიანი ღმერთს, თავისი ძალებით, თავისი კეთილშობილობით, ეს არის ადამიანის ცხოვრების არსი, აზრი, სულის გარეშე ვერ მიხვალ ღმერთთან, მოსიარულე ხორცი ხომ ჩვეულებრივი წყალი და მიწაა (წყალი და მიწა რა თქმა უნდა პირდაპირი გაგებით არა…) ვცდილობ ყველაფერი შეძლებისდაგვარად დაწვრილებით დავწერო თორემ თქვენ ისე ხართ ჩასაფრებული ყოველ სიტყვაზე და ასოზე რომ ეგრევე შეტევაზე გადმოხვალთ… 🙂

    Like

    • Harry713 08/10/2015, 2:49 AM

      არავინ ჩასაფრებული არაა, გინდა გწამდეს გინდა არ გწამდეს. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩემთვის და არც სხვისთვის… და არც არავინ ცდილობს ვინმემ ურწმუნო გაგხადოს… ეს თავისთავად მოდს როდესაც იმდენ ცოდნას მიიღებ რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის რომ ახსნა სამყარო ღმერთის გარეშე. მაგრამ მორწმუნეთათვის ეს ცოდნა “ბოროტის” მიერაა შექმნილი რათა ღმერთი დაგავიწყოს… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს მორწმუნეები რაღაც ბარიერის, “კედლის” იქით იმყოპებით რომელსაც ეგ თქვენი “ღმერთი” გიქმნით და ყველანაირად ებღაუჭებით მიწას რომ როგორმე თავი არ ამოყოთ ამ კედლის ზემოთ… ყველაფერს უარყოფთ თქვენი საკუთარი სამყარო გაქვთ თქვენი საკუთარი ბუნების კანონებით და ფეხებზე გკიდიათ რა არის რეალობა და რა ფანტაზია… მაგრამ ერთ რამეში გეთანხმები რელიგია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია რაც ამდენ ხისთავიან ადამიანს ასე თუ ისე აუძულებს წყნარად იყვნენ, მაგრამ ამავე დროს ხშირ შემთხვევაშ სწორედ ეს რელიგია ხდება მიზეზი აგრესიისა სხვა რჯულის ადამიანების ანდაც ცხოველების მიმართ…

      Like

  15. lasha 08/10/2015, 1:36 AM

    აბა მითხარით ღვთის მორწმუნენო ღმერთმა პირველად ქათამი შექმნა თუ კვერცხი გამეცით პასუხი
    ამის პასუხის გამცემები თქვენ არ ხართ რადგან ქათამიც და კვერცხიც ევოლუციის პროდუქტია შედეგი ქათამიც და კვერცხიც ევოლუციამ მოგვცა ღმერთს კი არ გაუჩენია ხოდა აქედან გამომდინარე ადამიანიც ევოლუციის პროდუქტია 4 მილიარდიანი სიცოცხლის ევოლუციის დედამიწაზე ღმერთმა თუ შექმნა ევოლუცია და ეს ბიო მრავალფეროვნება მაშინ შეგეძლებათ იმის თქმა რომ ღმერთმა შექმნა სიცოცხლის ევოლუცია 4მილიარდი წელი იცდიდა თურმე ღმერთი სანამ ადამიანს შექმნიდა რაღაც ლოგიკაში არ ჯდება ეს ყველაფერი
    სტივენ ჰოკინგის დოკუმენტური ფილმი ვისაც გაქვთ ნაყურები შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა ასე ქვია სახელი მაგ ფილმს იქ ჰოკინგი ამბობს რომ დროც სამყაროსთან ერთად შეიქმნა და სამყაროს შექმნამდე დროც კი არ იყო და ღმერთს დრო არ ექნებოდა იმისთვის რომ სამყარო შეექმნა
    და ჰოკინგს თავი დავანებოთ ღმერთი თუ არსებობს თვითონ ღმერთი როგორ შეიქმნა ღმერთი თუ შემოქმედია ადამიანიც შემოქმედია და ღმერთისგან თუ ადამიანი გამოვიდა მაშინ ღმერთი ვისგან გამოვიდა ნუთუ მუდამ იყო არც ეს ჯდება ლოგიკაში
    ჩვენ დაბადებიდანვე გვაქვს მორალი და ვარჩევთ რა ცუდია და რა კარგი ეს ბუნებამ ჩადო ჩვენში თუ ღმერთმა მე არ ვიცი ვიცი ერთი რომ გარჩევა იმის რა ცუდია და რა კარგი თავიდანვე იყო ადამიანში და ეს ხდის ადამიანს ადამიანად კანონები აქ ზედმეტი დანამატია თავადაც იცით რომ მოსემდეც იყვნენ ადამიანები მაგრამ 10 მცნების გარეშეც არ დაქცეულან და ძაან კარგად იცოდნენ მაშინაც რა იყო მკვლელობა და რა იყო ქურდობა

    Like

  16. zaza 08/10/2015, 12:30 PM

    🙂 … 🙂 … 🙂 …. რატომ არ დაუშვებ იმას რომ, ღმერთმა როგორც ადამიანი შექმნა, როგორც მდედრი და როგორც მამრი, ისე ცხოველები და ფრინველები შეექმნა და შემდეგ გამრავლებულიყვნენ, კვერცხიც მერე დაედოთ?… ესეც ხომ ჯდება ლოგიკაში?
    თუ არანაირი კავშირი არ გვაქვს ღმერთთან მაშინ რატომ აირჩია ადამიანი მაინცადამაინც ღმერთმა რომ განვითარებულიყვნენ, ხომ შეიძლებოდა ცხოველები განვითარებულიყვნენ მსგავსად ადამიანებისა ოღონდ სხვაგვარად? ჩემი პასუხი ესეთია, იმიტომ რომ ჩვენ მსგავსნი ვართ ღმერთისა, იმიტომ რომ ღმერთთან სული გვაკავშირებს…
    სტივენ ჰოკინგისნაირი მეცნიერები მილიონი არის და იქნება კიდე, მეცნიერებაში რაც მეტი დრო გადის მუდმივად ცვალებადობას განიცდის, დღეს ერთს ამტკიცებენ ხვალ მეორეს, გუშინდელი დამტკიცებული აღმოჩნდება რომ არასწორია, და საუკუნეების განმავლობაში, მეცნიერების მხრიდან რომ შევხედოთ, მუდმივად ერთიდაიგივეა, მივლენ რაღაც დონემდე და მერე გაიჭედებიან, იმიტომ რომ ისეთი რაღაც გამოთხარეს რომ ვეღარ ხსნიან, ფიზიკა მეტს ვეღარ ქაჩავს, თავდაყირა დგება, შემდეგ ისევ თავიდან იწყებენ და…. :))) 🙂 🙂 …
    დაბადებიდან მორალი და ვარჩევთ რა ცუდია და რა კარგია ეს ბუნებას არ ჩაუდია ჩვენში, რადგან თვითონ ბუნებაც შექმნილია ღმერთისგან და ბუნება ვერ ჩადებდა, ნებისმიერი რაღაცის არსებობა ყოველთვის ვიღაცის დამსახურებაა, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ვიმეორებ, თმის ღერი ტყუილად არ ჩამოგივარდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მიზეზი თავისით არ წარმოიშვება, ყოველთვის ვიღაცის ქმედებიდან გამომდინარე წარმოიქმნება, ამას ყველა მხრიდან თუ შევხედავთ დავინახავთ, ძალიან გრძელი თემაა თუ დავწვრილმანდებით…
    რაც შეეხება 4 მილიარდს, 4 მილიარდი ჩვენთვისაა, ჩვენი გამოთვლებით, თორემ ღმერთისთვის, და საერთოდ რეალობაში შეიძლება 1 წუთის უკან მოხდა ყველაფერი, არც ეგ არის გამორიცხული, ჩემი გადასახედიდან. 🙂
    ადამიანი რომ შემოქმედია მაგაზე ვერ შეგეკამათები, მაგრამ ადამიანი შემოქმედია იმის შემდეგ რაც უკვე შექმნილია და შექმნილიდან ავითარებს ყველაფერს შექმნილიდან იგონებს თუ რამეს იგონებს, არაფრისგან მხოლოდ ღმერთს შეუძლია რამის შექმნა…
    კედელს რაც შეეხება, ეს თქვენი გადმოსახედიდან ეგრე ჩანს მაგრამ პირიქით თუ შემოგიტრიალებ კითხვას მაშინ პასუხსაც იგივეს მიიღებ, აქ ჩვენ მხოლოდ ვკამათობთ და აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს და მეტი არაფერი, რატომ გგონია რომ მიწაში ვარ ან კედლის იქით ვართ, თუ ღმერთს არ ვაღიარებთ მაშინ მოდნი ხალხი ვიქნებით და უფრო თანამედრო დახეწილნი ვიქნებით? ეს რაღაცეები, რასაც თქვენ დღეს იჯერებთ ახალია, დრო გავა და ეს უკვე საინტერესო და სიმართლე ეს აღარ იქნება რადგან ყოველთვის იცვლება სამეცნიერო დასკვნები, ქრისტიანული მართლმადიდებლობა წლების განმავლობაში დღემდის უცვლელია, მთავარი არსი, აზრი, იგივეა არშეცვლილა, რადგან ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია და უცვლელი, მემგონი ღირს ამაზე დაფიქრება…
    ამ დღევანდელ მოდას თუ გავყვებით მაშინ ამიხსენით რა მოგწონთ იმაში რომ ამბობთ სული არ არსებობს, ესეიგი მოსიარულე ერთჯერადი ხორცები (ზომბები) ვართ, მემგონი ცუდად ჟღერს, ყოველშემთხვევაში ჩემთვის… ეგრე გამოდის ხო?
    აგრესიის მიზეზი რელიგია კი არ არის, აგრესია ეს არის ერთერთი მაგალითად, ჩვენ ვკამათობთ და ვიღაცეებს ეს კამათი ჩხუბში რომ გადაჰყავთ და ერთმანეთს ცდილობენ რომ ძალით დააჯერონ, რომელი ჯობია, მაგალითად ქრისტიანობა თუ ისლამი, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, და შემდეგ სხვადასხვანაირად ვითარდება ეს აგრესია, აღარ დავწვრილმანდები, მთავარი აზრი გითხარი…
    და თუ რელიგია არ იქნება ეს მონაგონი იქნება, აგრესია მერე იქნება თუ იქნება…

    Like

  17. zaza 09/10/2015, 7:02 PM

    მხოლოდ იმიტომ იქცევი “კარგად”, რომ ღმერთს მოაწონო თავი? თუ დაუფიქრდები, მიხვდები, რომ ეგეთი მიდგომა ამორალურია, ხოლო ათეისტი, რომელიც ამ ფაქტორის გარეშე ჩადის სიკეთეს, უანგაროა.
    ეს კარგია, ესეთი აზროვნება კარგია, ესეთი ხალხი არ არის დასაკარგი ვინც ესე აზროვნებს. (უკეთესი იქნებოდა ესეთი მოაზროვნე ქრისტიანი მართლმადიდებელი რომ იყოს, რადგან ქართველებს საუკუნეების განმავლობაში სისხლში გვქონდა, თუ ქართველი ხარ ესეიგი მართლმადიდებელი ხარ, ან პირიქით… ამ აზროვნებამ გადაგვარჩინა) :)))
    ისე, საერთოდ ზოგადად რომ ვთქვათ, ჩემი აზრით, შეიძლება ქრისტიანი იყოს ადამიანი მაგრამ ის ვერ მოხვდეს ღმერთთან და ათეისტი მოხვდეს, ეს უკვე ადამიანის აზროვნებაზეა დამოკიდებული, როგორ აზროვნებს, სულით როგორი ადამიანია, სიკეთეს თუ აკეთებს, ესეიგი ღმერთის გზას ადგას, ეს გინდა თუ არ გინდა მაინც ეგრეა, რადგან ღმერთია სიკეთე…
    მე ვფიქრობ, ჩემი აზრით ყველა კარგი ადამიანი მოხვდება ღმერთთან, შეიძლება არ იყოს ქრისტიანი, კარგს თუ აკეთებს, სიკეთე, სიყვარული, ეს ხომ ღმერთის გზაა… მაგრამ ქრისტიანი მართლმადიდებელი თუ ხარ, ეს კიდე უფრო უკეთესია, რა თქმა უნდა ქრისტიან-მართლმადიდებელი იმიტომ არ უნდა იყო რომ მარტო საკუთარ თავზე იფიქრო რომ გადარჩე, (ეს ხომ ეგოისტობაა) უნდა გწამდეს გულით და სულით, მაგალითად; და ან ძმა, მშობელი, შვილი თუ გიყვარს, მარტო იმიტომ ხომ არ გიყვარს რომ მას შენი და, ძმა, შვილი ან მშობელი ჰქვია, ისინი შენ გულით გიყვარს, მათთან სისხლი გაკავშირებს, მათ სულით და გულით გრძნობ და იმიტომ ხო, მათ რომ ტკივა შენც გტკივა? ესე თუ იქნები ღმერთის მიმართაც, ეს იქნება ნამდვილი რწმენა ღმერთის მიმართ…

    Like

  18. lasha 09/10/2015, 9:23 PM

    ვერავინ იტყვის დარწმუნებით ღმერთი არ არსებობსო თუ ათეისტი ხარ იყავი მაგრამ ჯობია თქვა არ ვიცი არსებობს თუ არაო ვიდრე ის რომ არ არსებობს და ასე შემდეგ ეს იმიტომ რომ არ ვიცით სიკვდილისას რა ხდება რა მოსდის გარდაცვლილ ადამიანს სრულიად კვდება თუ მართლა არსებობს სული რომელიც მარადიულია ამ ორიდან ერთია მოკლედ და ერთი კიდევ ფაქტია რომ მრავალი სასწაულებია დაპიქსირებული ქრისტეს მიერ მოხდენილი ამას 4-ვე სახარება მეტყველებს და კიდევ მოციქულთა საქმეები თუნდაც მამა გაბრიელის სასწაულები გავიხსენოთ ან სხვები უფრო ადრინდელი ეს სასწაულები იმის გამოხატულებაა რომ არსებობს ძალა რომლითაც ეს სასწაულები ხდება ჰოდა ჩვენც ჯობია თავი შევიკავოთ ათეიზმის პირდაპირი გამოვლინებისგან და ჯობია ამ თემაზე უფრო ფრთხილად ვისაუბროდ რადგან არ ვიცით და ვერც ვერაფრით გავიგებთ სიკვდილის შემდეგ რა ხდება რელიგიები გვეუბნებიან რომ არსებობს ერთი ღმერთი ქრისტე, ალაჰი, იეჰოვა ყველა ხომ სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ მას ჰოდა ისიც გეცოდინებათ რომ სიკვდილის შემდეგ ყველა ადამიანი უკლებლივ ათეისტი მორწმუნე ინდუისტი თუ ბუდისტი მის სამსჯავროზე ხდება და შემდეგ წყდება იმ ადამიანის ბედი მიეცემა ადამიანს საუკუნო სიცოცხლე თუ არა ყველა ადამიანი იქ მის მიერ ადამიანებისთვის შექმნილ სამყაროში მოხვდება ვისაც არ მოუკლია არ უმრუშია და არ უქურდია განურჩევლად რასისა სქესისა თუ მრწამსისა ხოდა ასეთ რამეს როცა გვთავაზობენ რელიგიები უნდა დავფიქრდეთ ძალიან კარგად ნუთუ ჭეშმარიტებაა ის რასაც რელიგიები გვთავაზობენ თუ მოვკვდებით და აღმოჩნდება რომ განკითხვის სკამზე მოვხვდით ჯობია ის ზემოთ აღნიშნული დებულებები არ გვქონდეს დარღვეული ქურდობას და მკვლელობას კანონიც ხომ გვიკრძალავს გარკვეულწილად ხოდა მრუშობისგან კიდევ თავი შევიკავოთ იმისთვის რომ სინდისი სუფთა გვქონდეს თუ არაფერი მოხდება და სიკვდილით ყველაფერი დამთავრდება და არც ღმერთის განკითხვის სკამზე ვზივართ და არც არსად ვართ სიცარიელედ ვიქეცით მაშინ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება და ცხოვრებას აზრი არ აქვს რაც გვიკეთებია ყველაფერი ამაო ყოფილა
    პირადად მე მგონია რომ ღმერთი არსებობს ქრისტე რომ არსებობდა ეგ მრავალ დოკუმენტურ ფილმშიდაცაა ნათქვამი დისქოვერის და ბბს ის ფილმებზე ვამბობ ხოდა და არა მგონია მუჰამედსაც დასიზმრებოდა რაღაც და მერე მთელი სიცოცხლე იმისთვის შეეწირა რომ ის სიზმარი დაემტკიცებინა მოკლედ არსებობს ღმერთი მეთქი ვამბობ და ვფიქრობ უსაფუძვლოდ არა
    Charliuss
    მასე განაგრძე კარგი საინტერესო სტატიები გაქვს მომწონს ეს საიტი და შენი ნამუშევრებიც ათეისტი ხარ თუ არა არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ მაგარი ვიღაც ხარ და ხალხს შენი ნამუშევრებით სიამოვნებას ანიჭებ და ბევრ რამეზე აფიქრებ
    მოკლედ სიკვდილის მერე გავიგებთ თუ არსებობს ღმერთი და კიდევ თუ არ არსებობს მაშინ ვერაფერსაც და არაფერსაც ვერ გავიგებთ

    Like

  19. zaza 10/10/2015, 1:03 AM

    რა თქმა უნდა ვერავინ იტყვის დარწმუნებით ღმერთი არ არსებობსო, ამაში შეგვიძლია შევთანხმდეთ, მაგრამ მორწმუნენი, წმინდანები იძახდნენ, იძახიან და იტყვიან რომ ღმერთი არსებობს, რადგან მათ იმდენად სჯეროდათ, სჯერავთ, გრძნობენ არამარტო გრძნობენ, ისინი ხედავენ კიდეც… (შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითად: მამა გაბრიელი)
    როგორც, ჰაერი, ჰაერს ხომ ვერ ვხედავთ, მაგრამ შევიგრძნობთ, გვაცოცხლებს, უჰაეროდ ვერ ვიცოცხლებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ, და თანაც გვწამს, გვჯერავს რომ ჰაერი არსებობს, იმიტომ გვჯერავს რომ ვგრძნობთ, ჩვენშია… 🙂
    ღმერთი?
    ფიზიკურად ვერ ვხედავთ, ღმერთსაც, ასევე რწმენა ჭირდება, რათა შეიგრძნო, როგორც ჰაერის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს ისე ღმერთის გარეშე ვერ იცოცხლებს, ღმერთი უნდა შეიგრძნო, რომ შეიგრძნო რწმენაა საჭირო, მის გარეშე ადამიანი დაიკარგები, დაიღუპები…
    არსებობს მხოლოდ ორი გზა, მესამე არ არსებობს, ღმერთი და ბოროტი სული, მესამე გზის ძებნას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რეალურად, ფიზიკურად არ არსებობს, თუ იტყვი რომ იცი, მე არ მინდა არც ღმერთი და არც ბოროტი სული, მე ჩემთვის მინდა რომ ვიყო, (ეს უკვე მესამე გზაა, რომელიც არ არსებობს) კი ბატონო, ღმერთი არ შეგაწუხებს, იყავი როგორც გინდა, მაგრამ როგორც კი ღმერთი თვალს მოგარიდებს ეგრევე ბოროტი სული დაგეპატრონება, არც შეგეკითხება თუ რა გინდა, ვისთან გინდა და ვერ ეტყვი მას რომ არ მინდა არც შენთან, რადგან ის გაცილებით შენზე ძლიერია ყველანაირად და ვერც მოერევი და ვერც გაექცევი ვერსად, ამიტომ აქედან გამომდინარე, ღმერთი ცდილობს რომ მაინც თვალი არ მოგაშოროს, არ უნდა რომ დაიღუპო, მაგრამ თან ცდილობს რომ გაგრძნობინოს რომ შენს ბედს შენ წყვეტ, თან უნდა რომ გამოგცადოს რამდენად ძლიერი რწმენით ხარ ღმერთის მიმართ და ვის აირჩევ, რადგან ყველას ჭირდება სანდო, ერთგული ადამიანები, მაგრამ არა მონები, რადგან მონები რომ სდომოდა ღმერთს, ამდენ უფლებებს და საშუალებებს არ მისცემდა არავის და არ დაუწყებდა სიყვარულზე და მარადიულობაზე სწავლებებს, ერთი ხელის მოსმით სულ გააქრობდა ბოროტ სულებსაც და ადამიანებსაც, ან დაიმონებდა ისე რომ სიტყვასაც კი არ ათქმევინებდა არავის, დააპროგრამებდა ისე რომ არავის არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა და სრული ჰარმონია ექნებოდა, ზედმეტი პრობლემები აღარ ექნებოდა ჩვენი და ბოროტი სულების სახით…
    ამიტომ არის რომ ადამიანი ამდენს წვალობს რათა გამოიწრთოს თავისით, თვითონ შეიძინოს ცოდნაც და გამოცდილებაც, თავის ცხოვრებიდან გამომდინარე, და მერე გაღმერთდება, რა გზაც იესომ გაიარა და მერე გაღმერთდა, (თუმცა ისედაც ღმერთი იყო, მაგრამ ჩვენ დაგვანახა რომ თუ არ იწვალე არ იშრომე ისე ვერაფერს მიაღწევ, და მან დედამიწაზე ისეთი წვალება გაიარა როგორც ადამიანმა, იმ დროს მხოლოდ ადამიანი იყო როდესაც აწამეს…)
    უფალმა, იესომ ის გააკეთა სწორედ რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე ადამიანები, ჯერ შენ გააკეთე, მაგალითი მაჩვენე და მერე მე გავაკეთებო… (თუმცა იესომ გაცილებით უფრო დიდი საქმე გაგვიკეთა ადამიანებს, ჩვენი სულები გამოისყიდა და შანსი მოგცა, ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარე, მარადიულ სიცოცხლეში გადასვლისათვის).
    მე მაგალითად ესე ვიტყოდი; ბავში შეიძლება ისე გაიზარდოს რომ არანაირი განათლება არ მიიღოს, სკოლა საერთოდ არ გაიაროს, მაგრამ კაცი დადგეს, ქვეყანას და ხალხს გამოადგეს, მეორე ბავშვი ისე გაიზარდოს რომ ცოდნა გადმოსდიოდეს თავიდან, ძალიან განათლებული იყოს მაგრამ არც ქვეყანას გამოადგეს და არც თავის ხალხს… შეიძლება ადამიანი ეკლესიაშიც დადიოდეს ყველაფერს აკეთებდეს რასაც ეკლესია თხოვს მაგრამ რწმენა არ ქონდეს ღმერთის მიმართ… მეორე ადამიანი შეიძლება საერთოდ არ დადიოდეს ეკლესიაში მაგრამ რწმენა ისეთი ქონდეს ღმერთის მიმართ რომ ყველაფერზე წამსვლელი იქნება, თავს რომ გაწირავს ღმერთის გულისთვის, მე მაგალითად ესეთი ადამიანობა მირჩევნია. (თუმცა ჯობია ეკლესიურიც იყოს და თავგანწირულიც ღმერთის გულისთვის)… 🙂

    Like

  20. Morgan 10/10/2015, 7:43 PM

    მანერა,როგორ კამათობს Charliuss და როგორ – სხვები.გვაძლევს იმის საფუძველს ვიმსჯელოთ ვინ არის რეალურად ის და ვინ ხართ თქვენ.

    Like

  21. teatiko 13/10/2015, 6:50 PM

    “თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა”, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, როდესაც თეისტების კომენტარებს ვკითხულობ… ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე ესხმიან თავს და შეურაცხყოფენ სხვა რელიიგის მქონე ან არარელიგიური ადამიანების ჯგუფს (გამონაკლისების გარდა) .რიჩარდ დოვკინსი ახსენა ავტორმა ერთ კომენტარში და მისი 7 პუნქტიანი დაყოფის მიხედვით -თეიზმიდან ათეიზმამდე, მე პირადად მეექვსესა და მეშვიდეს შორის ვარ. მადლობა ბლოგერს , ძალიან მომწონს თქვენი საიტი.

    Like

  22. akaki 14/10/2015, 2:16 PM

    ბიბლია ადამიანების დაწერილია, ღმერთის ხომ არა. შესაბამისად გასაგებია, რომ წინააღმდეგობები და შეცდომები იქნება, თან არაერთი. თუკი ბიბლიაში ნაპოვნ წინააღმდეგობათა რიცხვი მატულობს ეს იმას ნიშნავს, რომ ძირი ეთხრება იმ პოზიციას, რომ ღმერთი არსებობს? ანდა დავუშვათ, თუ ბიბლიაში ”ყველაფერი რიგზეა” და არც ერთი შეცდომა არაა, მაშინ ალაბათობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, გაიზრდება? ღმერთი თუ არსებობს, ისედაც იარსებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი შეცდომა იქნება ნაპოვნი რომელიმე წიგნში. შესაბამისად ბიბლიის კითხვა იმ გაზრახვით, რომ იქ რაიმე წინააღმდეგობა აღმოჩნდეს და იგი არგუმენტაციის გასამყარებლად გამოდგება, არ ღირს.

    Like

    • Charlius 15/10/2015, 12:21 PM

      მაგ შემთხვევაში ღმერთის განმარტება უნდა შემოვიღოთ და მერე გადავწყვიტოთ.

      Like

  23. akaki 15/10/2015, 5:12 PM

    რა უნდა გადავწყვიტოთ?

    Like

  24. akaki 15/10/2015, 10:18 PM

    არ გამორიცხავს, ბიბლიას არაფერი აქვს საერთო ღმერთის არსებობასთან

    Like

    • Charlius 15/10/2015, 10:25 PM

      ადამიანებმა რამდენიმე ათასი ღმერთი გამოიგონეს, ამიტომაა საჭირო განმარტება და ღმერთის რაობის დაზუსტება. ერთ-ერთი ღმერთი სწორედ ბიბლიურია

      Like

  25. akaki 16/10/2015, 6:40 PM

    ბიბლიური ღმერთი ის ზებუნებრივი ყოვლისშემძლე ფანტასტიკური არსებაა რომელმაც თითქოსდა შექმნა სამყარო და წარმართავს ამ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, დაახლოებით ასეთი რამეა. ბუნებრივია ყველა ხალხი სხვადასხვა სახესხვაობით წარმოიდგენს იმ ღმერთს, რომელიც მათ გონებაში არსებობს, რამეთუ რწმენაც და წარმოსახვაც ინდივიდუალურია.

    Like

  26. FIRST Time Traveller 29/10/2015, 2:06 AM

    2000 ზე მეტი წლის წინ ბიბლიაში დაიწერა ის რასაც ადამაინმა მეცნიერება დაარქვა 300,400 წლის წინ. მე გეოლოგი ვარ (თითქმის) და ბევრი შედარება გამიკეთებია ბიბლიაში აღწერილ მოვლენებსა და ზუსტ მეცნიერულ ფაქტებს შორის . დამიჯერეთ ეს ერთი და იგივეა . ის სამყაროს შექმნის 6 დღეც არ უნდა გავიგოთ პირდაპირი დღეში 24 საათიანი მნიშვნელობით და ღმერთზე საუბარიც არ ღირს თუ არ ვიცით რა არის ღმერთი. 2000 წლის წინ მეცნიერება არ არსებობდა და ვერავინ ვერ დაგვიწერდა გეოლოგიური განვითარების ეტაპებს და როგორ მოხდა დიდი აფეთქება და ა.შ… ბიბლია გვეუბნება რომ ჯერ იყო სიტყვა (მაშინ როცა ადამიანი არ არსებობდა , მაშასადამე არ არსებობდა ენა) , საინტერესოა რა შეიძლება იყოს მეცნიერეულ თვალთახედვაში ეს სიტყვა ? თუ არა ”დიდი აფეთქება”… ასეთი იაფფასიანი შედარებები უფრო სარწმუნოა ვიდრე 100 არარეალური და სულელური ვერსია …

    Like

  27. zaza 31/10/2015, 6:55 AM

    2000 ზე მეტი წლის წინ რაც დაიწერა ის მეცნიერება არ არის, (რასაც ჩვენ მეცნიერებას ვეძახით) ის წმინდანების წინასწარმეტყველებანი არის, რომელიც ღმერთისგან, ანგელოზებისგან ეუწყათ და შემდეგ ხელნაწერებზე გადმოიტანეს, რასაც დღემდე ცდილობენ ხალხი, როგორმე გააუფასურონ, რადგან ასე ვთქვათ დღევანდელ მოდას ჩამორჩება, რაღაც ახლის გაგება სურთ სამწუხაროდ ზოგიერთებს, რაც დააინტერესებთ და რაღაც ახალს გაიგებენ, და შემდეგ სინამდვილეს დაარქმევენ, შემდეგ დრო გავა და ისიც გაუფასურდება, ან დაადგენენ რომ შეცდნენ და კიდე რაღაც ახალი მოუვათ თავში და ისევ ახალ ცხოვრებას იწყებენ, ასე გადის დრო… მაგრამ ეს ხელნაწერები, რასაც ბიბლიას ვეძახით არ იცვლება რა დროც არ უნდა გავიდეს, რატომ?…
    და თუ მეცნიერებაზე ვილაპარაკებთ, მეცნიერებას ხალხი იგონებს, მთელი ჩვენი სხოვრება მეცნიერებაა, რასაც ადამიანები ქმნიან, ხოლო ღმერთის შექმნილი მეცნიერება არ არის, უბრალოდ, შექმნა და მორჩა. რადგან ღმერთის შექმნილს ახსნა არ აქვს, ყოველშემთხვევაში ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რადგან ღმერთმა თქვა სიტყვა და შეიქმნა, ამას არანაირი ახსნა არ აქვს, გინდ დაიჯერე გინდ არა, ჩვენ ვერ გავიგებთ რა და როგორ, უნდა მივიღოთ ისე როგორც არის ყველაფერი, ამას ვერავინ ახსნის, არ არის საჭირო ადამიანმა ყველაფერი იცოდეს, ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის ყველაფრის ცოდნა ცუდად მთავრდება ხოლმე და ამიტომ ღმერთმა არ ჩათვალა საჭიროდ რომ ყველაფერი გვცოდნოდა, ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით ასეა საჭირო, დრო მოვა და გავიგებთ ყველაფერს, ოღონდ თავის დროზე, ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს, ვინ როდის რა უნდა იცოდეს…
    რატომ ქრებიან ბერები, სად მიდიან, თავს იკლავენ (მაგალითად ათონის მთაზე მცხოვრებნი?…
    საიდან ეძლევათ და ლოცვით როგორ ეძლევათ იმის ძალა და ენერგია რაც სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ და არ შეუძლიათ?…
    რატომ არის რომ, მორწმუნე ადამიანის ჩადენილ სასწაულს ახსნა არ აქვს, ვერ ხსნი?…
    რატომ არის რომ არამორწმუნე ადამიანის ჩადენილ ფოკუზს (სასწაულს ვერ დავარქმევთ, დრადგან არარეალურია, ტყუილია) აქვს ახსნა?…
    რატომ არის რომ, როდესაც რაიმე მეცნიერულ მოვლენას ხსნი ყოველთვის ჩნდება შემდეგი საპირისპირო ახსნები, ბევრნაირად შეიძლება ახსნა ხოლო, რელიგიურს ვერ ხსნი, მხოლოდ ვარიანტები გაქვს ფანტაზიებიდან გამომდინარე, მაგრამ, რეალობას ვერ პოულობ?…

    Like

  28. Pearl White Pearl 31/10/2015, 11:13 AM

    http://sibrdzne.ge/index.php?tema_id=303&gverdi=1
    waikitxet!
    aset postebs nu wert, nu kadierobt da nu scodavt sakutar sulshi ar chaxedva cudi nishania.

    Like

    • Charlius 31/10/2015, 9:16 PM

      ანალოგიურად შემიძლია მოვიყვანო ისლამში განსწავლული და აღიარებული მუსლიმების ციტატები ყურანზე და მაგითი ყურანი ჭეშმარიტებად იქცევა? სუბიექტური აზრები არაფერს ცვლის, ვისაც გინდა ეკუთვნოდეს..

      Like

  29. zaza 31/10/2015, 9:55 PM

    Pearl White Pearl-ს თუ მე მეხება ვერ მიგიხვდი ჩემს პოსტთან რა შუაშია, ის რაც დაწერე?
    აქ მემგონი ვინ როგორ ფიქრობს ყველა საკუთარ აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს და მეტი არაფერი, ჩემი აზრით ცუდი არაფერი ხდება, მარტო წიგნებში თავის ჩაყოფა და სიჩუმეში ყოფნა არაფრის მომტანია თუს სხვასაც არ გაუზიარე ან არ გაგიზიარა, მემგონი მართალს ვამბობ, თუ მეტის თქმა შეგიძლია და უფრო ჭკვიანურის, არაა პრობლემა კი ბატონო, წავიკითხავთ შენს პოსტებსაც…

    Like

    • Charlius 31/10/2015, 11:10 PM

      Pearl-ს მივწერე, კონტრარგუმენტად მოიყვანა ლინკი, რომელზეც ეფრემ ასურის და იოანე ოქროპირის ციტატებია

      Like

  30. FIRST Time Traveller 01/11/2015, 1:09 AM

    ზაზა , თითქმის ყველაფერს ვიზიარებ რაც დაწერე , იგივე ლოგიკით ჩემს ნაწერსაც დაეთანხმები
    ბიბლიაში სიმართლე რომ წერია ეგეც ფაქტია , ფაქტია რომ ღვთიური სასწაულით არის დაწერილი. ამიტომ მოვიყვანე მეცნიერების (რომელიც სიზუსტით და არგუმენტებით არიც გამტკიცებული) და რელიგიის (ამ შემთხვევაში ქრისტიანობა და ბიბლიაში აღწერილი მოვლენები და საუკუნეების განმავლობაში ხილული სასწაულები) მსგავსება …

    და მინდა გითხრა, რომ რაიმე მეცნიერულ მოვლენას თუ ხსნი და ჩნდება საპირისპირო ახსნები, საბოლოოდ მაინც ერთ ”სწორ” ახსნამდე მიდიხარ , ადრე თუ გვიან.

    ერთი ჩვეულებრივი მაგალითი მინდა მოვიყვანო , იმის შესახებ თუ ყველაფერი ღვთის მიერ მოვლენილი სასწაული არ უნდა გვეგონოს , როგორც ამას ჩვენი რელიგიაც გვეუბნება …
    ვიცი ერთი შემთხვევა , ახლად დასაფლავებული მიცვალებულის საფლავიდან რაღაც ნათება დაუნახავთ ღამით , ვინც არ იცოდა თუ რატომ იყო ეს ნათება სასწაულებს და რაღაც სულებს მიაწერეს თითქოს რაღაც ნიშანს იძლეოდნენ… აი სად არის მარტივი მეცნიერული ცოდნა საჭირო , სინამდვილეში ცნობილია რომ რამოდენიმე დღის საფლავიდან მიცვალებულის გვამი გამოჰყოფს ფოსფორს , რომელიც ბუნებრივია (სად უნდა წავიდეს თუ არა) მიწის თავზე გროვდება და შესაბამისად ფოსფორია და რაღაც მნათობს იძლევა ჰაერში. გამოდის მარტივი ბუნებრივი კანონზომიერება ადამიანმა ცრუ სასწაულად აქცია …
    ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იგივე იდუმალ სახლებზე და რაღაც სისულელეებზე

    მოკლედ, საჭიროა ბიბლია გავიაზროთ , მხოლოდ წაკითხვა არ კმარა .

    მეცნიერება სიმართლეა , რელიგია ჭეშმარიტება , ღმერთი კი ჭეშმარიტი სიმართლე … ყველაფერი მინც ერთისკენ , ღმერთისკენ მიდის … საითხავია როგორ აღვიქვენ მას

    Like

  31. zaza 02/11/2015, 11:02 AM

    მიცვალებულის საფლავიდან რაღაც ნათება დაუნახავთ ღამით, ვინც არ იცოდა თუ რატომ იყო ეს ნათება სასწაულებს და რაღაც სულებს მიაწერეს…
    ეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა, სასწაული აქ არაფერია (თუმცა სხვა კუთხიდან თუ შევხედავთ საერთოდ, თვითონ ადამიანია სასწაული) ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ვინც არ იცის იმათთვის სასწაულია, ზემოთაც დავწერე, როდესაც რაიმე არ იცი შენში ინტერესს იწვევს, საინტერესოა, შეიძლება სასწაულადაც ჩათვალო, მაგრამ როდესაც გაიგებ, შემდეგ აღარ გაინტერესებს, უყურებ როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, შემდეგ რაღაც ახალს დაეძებ, ადამიანი ესეა, გონება თავისუფალი რომ აქვს აქედან გამომდინარე მუდმივად რაღაც ახალ სასწაულებს დაეძებს, ხშირ შემთხვევაში თვითონ იგონებს და შემდეგ რეალობაში ცდილობს გადმოიტანოს, თვითონ როგორც ხედავს სხვასაც ისე დაანახოს, ამიტომ არის რომ ყველაფერი ერთმანეთში არეულია და ბევრი ასე ვთქვათ იჭედება და ვეღარ არჩევს ერთმანეთისგან რეალობას და არარეალობას…
    ამიტომ არის რომ, ვისაც ღმერთის სწამს ის სასწაულებს არ დაეძებს, და არც რაიმეს ამტკიცებს, ან რა უნდა დაამტკიცოს, მან უკვე იცის რომ ჭეშმარიტება, რეალობა მხოლოდ ღმერთია და რა საჭიროა რაიმეს გამოგონება და შემდეგ მტკიცებულებები, ხაზს ვუსვამ, მტკიცებულებები…

    Like

    • Charlius 02/11/2015, 11:28 AM

      მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაცის სწამს, ის რაღაც ჭეშმარიტებად არ იქცევა. მტკიცებულებები იმიტომაა საჭირო, რომ ტყუილ-მართალი გაარჩიოს ადამიანმა. სხვაგვარად ნებისმიერი რამ შეიძლება დაიჯერო და იძახო – მე მწამს, ე.ი. ჭეშმარიტება არისო

      Like

  32. zaza 02/11/2015, 12:17 PM

    რაც სულიერებას ეხება ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რომ მხოლოდ ღმერთი უნდა გწამდეს, ჩემი აზრით…
    სხვა რაღაცეების დაჯერება-არდაჯერება ეგ სხვა საქმეა…

    Like

  33. ლაშა 29/12/2015, 3:04 AM

    მომნატრებია ჩარლიუსთან საუბარი, რამდენი ხანია ბლოგერლენდში არ შემიხედავს. უბრალოდ საშინლად დამწყდა გული. რომელიღაცა საიტზე წავაწყდი წინააღმდეგობები ბიბლიაშიო, პირველი რამდენიმე “წინააღმდეგობა” გადავიკითხე და ძალიან დილეტანტურია, ოდნავადაც ვერ ერკვევა ამ საკითხშითქო – გავიფიქრე და გამორთვა დავაპირე, მაგრამ კომენტარების ნახვა მიყვარს – ვინმემ უკვე დაწერა სტატიაზე რამე თუ არათქო, ჩავედი და ჰოი საოცრებავ, წყაროდ ჩარლიუსი.

    ეს რას ვხედავ, ჩარლიუსი წერს ისეთ დილეტანტურ პოსტს, მეტი რომ არ შეიძლება? არადა, ამ გვერდზე მაინც არ იდოს შესანიშნავი ციკლი “ბიბლიის გამოცანები”.

    მოკლედ, მხოლოდ იმის დაწერა მინდოდა რომ გამაკვირვეთ და ეს დონე ნამდვილად არ შეგეფერებათ ძვირფასო მეგობრებო, გაცილებით მაღალ საფეხურზე ხართ ხოლმე, აქ კი ისეთ მაგალითებია წინააღმდეგობებად მოყვანილი, რომელიც ამბობს რომ ბიბლიის არცერთი კომენტარი და არცერთი კომენტატორის მოსაზრება არ აქვს წაკითხული ავტორს ან კიდევ უბრალოდ ბიბლიის მასხრად აგდება გინდოდათ და კარგად გაერთეთ.

    Like

    • რეზო 06/01/2016, 11:38 PM

      რა არის აქ დილეტანტური?

      Like

    • Charlius 20/01/2016, 1:55 PM

      გაუმარჯოს.

      ცხადია, გაქვს უფლება, რომ ეგ აზრი გქონდეს, თუმცა ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუკი არგუმენტებით ვისაუბრებთ, იმედია დამეთანხმები.

      ბიბლია და მისი განმარტებები წაკითხული მაქვს, პოსტის აზრი კი მის სათაურშია, ანუ მიზანი ბიბლიის წინააღმდეგობების მოყვანა იყო.

      Like

  34. მაჩიტაძე 04/05/2016, 6:35 PM

    ნათელია რომ ბიბლია არ გაგეგებათ ბიბლიაში აზდებია დალაგებული დარა სიტყვებით ხტუნავი

    Like

  35. გივი მაჩიტაძე 04/05/2016, 6:37 PM

    უსუსური არგუმენტებია.

    Like

  36. გივი მაჩიტაძე 04/05/2016, 6:43 PM

    მოვიყვან ერთ ერთს ღმერთი არიღლებაო და დაბადებაში კიდე წერია რომ დაისვენაო

    ღმერთმა იმიტო კი არ დაისვენა რომ დაიღალა ის იმ გაგებით ისვენებს რომ შემოქმედებითი საქმიანობა დასრულა იესომ აღნიშნა მამაჩემი აქამდე შრომობსო იოანეს5:17

    Like

  37. გივი მაჩიტაძე 04/05/2016, 6:48 PM

    წინა ექვსი შემოქმედებითი ‘დღის’ განმავლობაში ღმერთმა შექმნა და მოქმედებაში მოიყვანა ყველა ციკლი და კანონი, რომლებიც მართავს დედამიწასა და ყველაფერს მის გარშემო. დღეს მეცნიერები სწავლობენ, თუ რა შესანიშნავადაა ყოველივე ეს მოწყობილი. ‘მეექვსე დღის’ მიწურულს ღმერთმა შექმნა პირველი წყვილი და „ედემში, აღმოსავლეთში“, დაასახლა ისინი. ბოლოს ღმერთმა შემდეგი წინასწარმეტყველური სიტყვებით გამოაცხადა თავისი განზრახვა ადამიანთა ოჯახებსა და დედამიწასთან დაკავშირებით: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28, 31; 2:8).
    6 ‘მეექვსე [შემოქმედებითი] დღის’ მიწურულს, ცნობის თანახმად, „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ღმერთი თავისი ნამოქმედარით კმაყოფილი იყო. ამგვარად, მან დაისვენა, ანუ გაჩერდა, და დედამიწასთან დაკავშირებით არ განაგრძო შემოქმედებითი საქმიანობა. იმ დროს სამოთხის სრულყოფილი და საუცხოო ბაღი მხოლოდ პატარა ტერიტორიას იკავებდა და დედამიწაზეც მხოლოდ ორი ადამიანი სახლობდა. დედამიწისა და ადამიანთა ოჯახების მიმართ ღვთის განზრახვის შესრულებას დრო სჭირდებოდა. ამ მიზნისთვის მან გამოყო ‘მეშვიდე დღე’, რაც წინა ექვსი ‘დღის’ განმავლობაში შექმნილ ყველა ქმნილებას მისი წმინდა ნების თანახმად განვითარების საშუალებას მისცემდა (შეადარეთ ეფესელთა 1:11). ‘მეშვიდე დღის’ მიწურულისთვის მთელი დედამიწა სრულყოფილ ადამიანთა ოჯახებით დასახლებული სამოთხე იქნება (ესაია 45:18). ‘მეშვიდე დღე’ გამოყოფილი, ანუ მიძღვნილია, დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ ღვთის ნების შესასრულებლად. ამ გაგებით არის ის ‘წმინდა’.
    7 ამგვარად, ღმერთმა „მეშვიდე დღეს“ დაისვენა თავისი შემოქმედებითი საქმეებისგან. ასე ვთქვათ, ის განზე გადგა და საშუალება მისცა მოქმედებაში მოყვანილ სისტემას, აღებული კურსით განეგრძო გზა. ის აბსოლუტურად არის დარწმუნებული, რომ ‘მეშვიდე დღის’ ბოლოსთვის ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თავად განიზრახა. დაბრკოლებებიც რომ გაჩნდეს, გადაილახება. ღვთის ნების ბოლომდე შესრულებას მთელ მორჩილ კაცობრიობაზე კეთილისმყოფელი გავლენა ექნება. ვერაფერი დააბრკოლებს ამას, რადგან ღმერთმა აკურთხა ‘მეშვიდე დღე’ და „წმიდაჰყო“ იგი. რა დიდებული პერსპექტივაა მორჩილი კაცობრიობისთვის!

    ექვსი დღის ბოლოს, დედამიწაზე ღვთის შემოქმედებითი საქმიანობის დასრულების შემდეგ, ღვთის ქმნილებებს არაფერი აკლდათ (დბ. 1:31). მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა ანუ დაასრულა დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობა, აკურთხა ეს დღე და წმინდად გამოაცხადა. ადამიანთა მოდგმას წინ ულევი ბედნიერება და კურთხევა ელოდა (დბ. 2:3; გმ. 20:11).

    Like

  38. გივი მაჩიტაძე 04/05/2016, 6:51 PM

    ასე თია სხვა ასგილებიც გამოკვლევის შემდეგ ბიბლია ღემა სულიერი წიგნია და კვლევას საჭიროებს ზედაპირული მიდგომა მისადი იწვევს იმას რაც თქვენ გიწერიათ საიტზე

    Like

  39. Giorgi makharadze 07/02/2017, 7:47 AM

    ბიბლია ყველასთვის დაიწერა,მაგრმ ადამიანები არიან სხვა და სხვა აქედან გამონდინარე ყველას სწორად არ ესმის(ან არ უნდა გაიგოს) ავიღოთ პირველივე ციტატა ● პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს.
    გამოსვლა 33:11
    ● ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.
    იოანე 1:18
    გავიწყდებათ რომ ღმერთზე ვლაპარაკობთ. არაა აუცილებელი მხედავდე ,ჩემი ხმა რომ გესმოდეს და რატომღაც მაინც და მაინც ფიზიკური თვალით დანახვაზე გაიგეთ.არ წერია მოსემ დაინახა უფალიო,ცოტა ჩაუღრმავდით რა წერია იქნებ გაიგოთ.ასეთი ციტატა რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის ყველაა და სწორად ვერ გაიგეთ,მერე ამბობთ შეცდომააო

    Like

  40. ZURA 06/06/2017, 11:10 AM

    როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე აშკარაა ბიბლიაში წინააღმდეგობები.. და არა მხოლოდ კონკრეტული ისტორიების გადმოცემით…
    წინააღმდეგობებია იდეოლოგიური, შინაარსობრივი..
    1,მაგალითად ერთის მხრივ ადამიანი თავისუფალია, და მეორეს მხრივ აგერ ფარაონი ღმერთს გაუჯიუტებია და გაუბოროტებია, და აქვე ამტკიცებს პავლე რომ ადამიანზე არაფერი არაა დამკიდებული, ღმერთს ვისაც უნდა გააბოროტებს და ვისაც უნდა გააკეთილშობილებსო…
    2,ჯოჯოხეთის იდეა აბსოლიტურ წინააღმდეგობაშია ღმერთის აბსოლიტური სიყვარულის იდეასთან… წარმოიდგინეთ ყველაზე დიდი უსაზღვრო სიყვარულის მატარებელი ღმერთი სამოთხეში თაავის რჩეულებთან ერთად ნეტარებაში და მილიარდობით ადამიანი უსასრულო ტანჯვით იტანჯება. და ამ დროს ღმერთი ნეტარია?? იქნებ ებრალება ჯოჯოხეთში ტანჯულები?? ან ცოტა მმაინც უყვარს? თუ სულ ამოიგდო გულიდან? .. საერთოდ გაექრო არ ჯობდა?? ეს ჯოჯოხეთი რამ მოაფიქრებინა?? ადამიანმაც კი ვერ გამოიგონა ციხეზე და დროებით წამებაზე მეტი სასჯელი და ღმერთი სუპერ ჯალათი ყოფილა…

    კიდე ბბევრი წინააღდეგობააა.. მაგრამ უფრო მარტივია იწამო და საერთოდ არ წაიკითხო ბიბლია და ან ისე წაიკითხო აზრი არ დაატანო საერთოდ…

    .

    Like

  41. Zaza 06/06/2017, 3:59 PM

    ბიბლიის სწორად გაგება არ არის ადვილი საქმე, გააჩნია ვინ წაიკითხავს, თუ მორწმუნე ან ზოგადად ვისაც სჯერავს ღმერთის, სხვანაირად გაიგებს, ისე როგორც თვითონ წარმოუდგენია და მისთვის როგორც მისაღებია…
    თუ არამორწმუნე, და ვისაც არ სჯერავს საერთოდ სულიერების ის რა თქმა უნდა თავისებურად გაიგებს, ჩაჭიდების, კრიტიკის პრინციპით…
    ნეიტრალური არ არსებობს, ყველა ადამიანს რაღაცის ან ვიღაცის სჯერავს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძნელია სწორად გაიგო ბიბლია…
    რაც უფრო მეტად იყურები ბიბლიაში უფრო მეტ, ან წინააღმდეგობებს იპოვი ან პირიქით, შენთვის დამაკმაყოფილებელს, გააჩნია ვინ კითხულობს…

    თავისუფლება,  რა არის თავისუფლება, ვინ იცის, შეუძლია ვინმეს დაამტკიცოს რა არის თავისუფლება?..
    არა მგონია, რადგან ადამიანი ინდივიდუალურია ყველას თავისი მოსაზრებები აქვს, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, ზოგისთვის თავისუფლება აღვირახსნილობაა, ზოგისთვის, ვიღაცისთვის, რაღაცისთვის ცხოვრება, ზოგისთვის შენც კარგად და მეც კარგად, ზოგისთვის სიგიჟე, რაც უფრო მეტ სიგიჟეს ჩაიდენს მით მეტად თავისუფალია, რაც ენაზე მოადგება და ყველაფერზე პირი ღია აქვს მით უფრო თავისუფალია, თუ გაიხდის თავისუფალია, ზოგისთვის უკანონობაა თავისუფლება, სხვის საქმეში თუ არ ერევი და არც სხვას აძლევ შენს საქმეში ჩარევის უფლებას თავისუფალი ხარ…
    როგორ უნდა გაიგო რომელი ვარიანტია ნამდვილი თავისუფლება, ამ ვარიანტებიდან ერთერთს თუ დავაკანონებთ და ვიტყვით ეს არის თავისუფლებაო?..
    დაახლოებით ამ ვარიანტებიდან სად არის სიმართლე, შეგიძლია დამარწმუნო რომელია სწორი ვარიანტი?..

    ჩვენი ცხოვრება ძალიან ბევრი ვარიანტებისგან შედგება და ძნელია ყველა ვარიანტში გამართლება იპოვო, ჩვენ რომ ვერ ვპოულობთ მერე ვბოროტდებით და ღმერთს ვაბრალებთ ეს რატომ შექმნა ესე, ის რატომ შექმნა ისეო და ასე შემდგ…
    ღმერთმა ჩვენ შექმნა ჩვენი სამყარო-გალაქტიკებით, პლანეტებით მაგრამ, ამ ყველაფერს დღეს რასაც ვუყურებთ და შეხება გვაქვს ჩვენს რეალობასთან, ეს ყველაფერი ჩვენი შექმნილია, ჩვენ ვქმნით გზადაგზა ცხოვრების მანძილზე, და რაც არ მოგვწონს ღმერთს ვაბრალებთ…
    თავის დროზე, ის, მთავარი სატანაც სინათლის განსახიერება იყო მაგრამ, ყველაფერს ვერ ჩაწვდა და გაბოროტდა, მარტივად რომ ვთქვათ, ღმერთობა მოინდომა…
    ამიტომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩვენ გვეჩქარება და შეცდომებიც, გაუგებრობებიც, წინააღმდეგობებიც და გაბოროტებებიც თან გვახლავს…
    ბოროტება ღმერთს არ მოუგონია, არ შეუქმნია, როდესაც სატანა სიკეთეს მოაკლდა გაბოროტდა და სხვებიც ჩაითრია.
    შუქს თუ ჩააქრობ სიბნელეა, სიკეთეს თუ მოაკლდები ბოროტდები.

    ღმერთი არავის ტანჯავს, და არავის სჯის, ყველა ადამიანი თავის თავს თვითონ ტანჯავს და სჯის, თავისი დაუფიქრებელი და გაუაზრებელი საქციელით…
    კანონი ყველაფერს ჭირდება, უკანონოდ ვერაფერი ვერ შეიქმნება და არც იქმნება, პირიქით ნადგურდება და ქაოსია.
    ჩემი აზრით თავისუფლება კანონის გარეშე ვერ იქნება, რაღაც დონეზე კანონები თავისუფლებასაც ჭირდება, უკანონო თავისუფლება ქაოსია, აღვირახსნილობა და უფრო მეტი დაუნდობლობა, თუ კარგად დაუფიქრდები.
    მაგალითად: როდესაც ძაღლი დაბმულია, შენ ახლოს მიდიხარ, იცი რომ გიკბენს, მაგრამ მაინც, თავში ხელს ურტყამ, პირში ხელს ტენი და მერე გიკვირს რატომ მიკბინაო, ესე არის ჩვენი საქმე, თუკი იცი რომ ცუდია და გავნებს, რატომ აკეთებ და მერე ღმერთს რატომ აბრელება?..

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: