ვებსაიტების ცენზურა ჩინეთში


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2600-ზე მეტი ვებსაიტია დაბლოკილი ქვეყანაში მოქმედი ინტერნეტ-ცენზურის პოლიტიკის გამო. წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე ცნობილებს. სია არ ეხება ჰონგკონგსა და მაკაოს, მათ ინტერნეტის დამოუკიდებელი სისტემა აქვთ.


 
 

მედია

ნორვეგიის სამაუწყებლო კორპორაცია – ნორვეგიული საიტი იმის გამო დაიბლოკა, რომ 2010 წელს ნობელის პრიზი გადაეცა ჩინელ ჰუმანისტ აქტივისტს ლიუ ქსიაობოს.
საერთაშორისო კანადური რადიო – ჩინური ვერსია დაიბლოკა 2010 წლის მარტში.
გაერთიანებული ერების ახალი ამბები – ახალი ამბების დამოუკიდებელი ვებსაიტი, რომელიც არ ეკუთვნის გაეროს.
Words with Meaning! – ახალი ამბებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი დამოუკიდებელი საიტი დაიბლოკა არასასურველი შიგთავსის გამო, რომელიც მოიცავდა შეთქმულებებს, სიტყვის თავისუფლების ქადაგებასა და ისტორიებს არამიწიერი სიცოცხლის შესახებ.
Boxun.com – ჟასმინის რევოლუციის მხარდაჭერის გამო.
Ustream.tv – საიტი, სადაც ახალ ამბებს ვიდეოების სახით იხილავთ; დაბლოკილია 2011 წლის აპრილიდან.

 
 

სოც. ქსელები, ბლოგ-პლატფორმები, ვიდეოებისა და სურათების გამავრცელებლები

ფეისბუქი
იუტუბი
ვიმეო – 2009 წლის 15 ოქტომბრიდან
ტვიტერი – 2009 წლის 2 ივნისიდან
გუგლის დოკუმენტები
Google+
Picasa Web Albums – 2009 წლის ივლისიდან
Technorati
Blogspot-ის ბლოგები – 2009 წლის 15 მაისიდან
WordPress – ვორდპრესის ყველა ბლოგი დაბლოკილია (შესაბამისად ჩემიც :D)
Plurk – 2009 წლის 23 აპრილიდან
Wretch – უმსხვილესი ტაივანური ბლოგი და სურათების ასატვირთი საიტი 2007 წლის აგვისტოში დაიბლოკა.
PBworks

 
 

არასამთავრობო ორგანიზაციები

ადამიანის უფლებათა ბილი ჩინეთში
რეპორტიორები საზღვრების გარეშე
ვიკილიქსი
Falun Gong – 1992 წელს ჩამოყალიბებული სულიერი დისციპლინისა და ფილოსოფიური მიმდინარეობის ოფიციალური საიტი
ნობელის პრიზის ოფიციალური საიტი
საერთაშორისო ამნისტია

 
 

პოლიტიკური ორგანიზაციები

ტიბეტის ცენტრალური ადმინისტრაცია – დაბლოკილია 2002 წლის ოქტომბრიდან
ჰონგკონგის ალიანსი ჩინეთის პატრიოტულ-დემოკრატიული მოძრაობების მხარდასაჭერად – დაბლოკილია 2009 წლის 17 ივნისიდან

 
 

სხვა ვებსაიტები

Isohunt
ipage.com-ზე დაჰოსტილი საიტების უმეტესობა
● ძირითადი პორნოგრაფიული საიტები
 
 

ვიკიპედია

ვიკიპედიის ჩინური და სხვა ვერსიები დროებით მისაწვდომი გახდა 2007 წელს. 31 აგვისტოს ვიკიპედიაც და ვიკიმედიაც ცენზურაში მოექცა. გავრცელებული ხმებით, მათზე წვდომა შესაძლებელი იყო HTTPS დაცული კავშირებით. 2008 წლის 31 ივლისს BBC-მ გადმოსცა, რომ იმ დღეს ჩინურ ვიკიპედიას ბლოკი მოეხსნა, წინა დღეს კი მიუწვდომელი გახლდათ. ეს იმის გამო მოხდა, რომ 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ბეიჯინგში (პეკინში) უცხოელი ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ. ამჟამად თავისუფალი ენციკლოპედიის პოლიტიკური სტატიები ისევ დაბლოკილია.

2009 წლის ივლისში ვიკიმედიის ყველა სურათი ამოღებულ იქნა ჩინური ინტერნეტ სერვის პროვაიდერების მიერ.

 
 

საძიებო სისტემები

გარკვეული სიტყვები შავ სიაშია შეყვანილი და მათი აკრეფისას არანაირი შედეგი არ იქნება. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც საერთაშორისო საძიებო სისტემების ჩინურ ვერსიებს (მაგალითად, Google.cn), ისე ადგილობრივ ვებსაიტებს, მაგალითად Baidu, Sohu და ა.შ. ეს სიტყვებია:

● დემოკრატია
● ადამიანის უფლებები
● დიქტატურა
● დესპოტიზმი
● ანტიკომუნიზმი
● კომუნისტი ავაზაკები – ტერმინი, რომელიც გამოიყენა გომინდანის პარტიამ ჩინეთის სამოქალაქო ომის (1927–1950) დროს
● ტრაგიკული კომუნისტური პარტია
● გენოციდი
● შევიწროება
● ბლოკირება
● წითელი ტერორი
● ბოროტება
● გადასახლება
● ტიანანმენის მოედნის სისხლისღვრა
● ჩინეთის დემოკრატიული მოძრაობა
● შანვეი (კავშირშია 2005 წლის დემონსტრაციებთან)
● სინცზიანის დამოუკიდებლობა
● ტიბეტის დამოუკიდებლობა
● დალაი-ლამა
● Tibet Talk (tibetalk.com)
● ფლეიბოი

ასევე დაბლოკილია ჩინელი აქტივისტებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ ადამიანთა სახელები, როგორიცაა ვეი ჯინგშენგი, ვანგ დანი, ჩაი ლინგი, დინგ ზილინი, ლიუ ბინიანი, ჰარი ვუ, ჯუნგ ჩანგი და ა.შ.

10 thoughts on “ვებსაიტების ცენზურა ჩინეთში

  1. NoOne

    რაც მთავარია ОДНОКЛАССНИКИ და ВК დაუტოვებიათ და აბა მეტი რა უნდათ :)))))))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s