Good Luck, Mr. Gorsky?


ინტერნეტში მრავლად წააწყდებით სტატიებს იმის შესახებ, რომ მთვარეზე ფეხის დადგმისას „აპოლო 11″-ის კოსმონავტმა ნილ არმსტრონგმა ჩაილაპარაკა: „წარმატებას გისურვებთ, ბატონო გორსკი!” რა მოხდა რეალურად?

უმეტესწილად სტატიებს ასეთი შინაარსი აქვს: როდესაც არმსტრონგმა წარმოთქვა ლეგენდარული ფრაზა: „ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის”, მას მიაყოლა რამდენიმე შენიშვნაც, მათ შორის არსებულ მდგომარეობაზე, მისიის კონტროლსა და კავშირის გადაცემაზე. ბოლოს კი შემდეგი წინადადებით დაასრულა: „წარმატებას გისურვებთ, ბატონო გორსკი.”

ზოგმა ჩათვალა, რომ ეს რომელიმე საბჭოთა კოსმონავტს ეხებოდა, მაგრამ ასეთი გვარით არც ამერიკელი და არც საბჭოთა კოსმონავტი არ მოიძებნა. წლების შემდეგ არმსტრონგი ერთ-ერთ ჟურნალისტს გამოუტყდა სიმართლეში, რადგან გორსკი ცოცხალი აღარ იყო: ბავშვობაში ნილი თავის ძმას ეთამაშებოდა ბეისბოლს, როცა ბურთი შემთხვევით მეზობლის ეზოში გადავარდა და საძინებლის ფანჯრის წინ დაეცა. ეს მეზობლები იყვნენ ცოლ-ქმარი გორსკები. ბურთის ასაღებად დახრილ ნილს მოესმა ქალბატონ გორსკის ხმამაღალი საუბარი: „ორალური სექსი? ორალური სექსი გინდა? ამას მაშინ მიიღებ, როცა მეზობლის ბავშვი მთვარეზე გაივლის.”

არსებობს სხვანაირი ვარიაციაც. მისი მიხედვით, არმსტრონგის ფრაზა ასეთი იყო: „ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი მენი კლაინისთვის”. ამბის დანარჩენი ნაწილი იგივეა: ბატონმა მენმაც ანალოგიური სახის უარი მიიღო მეუღლისგან.

რა მოხდა რეალურად?

ეს ლეგენდა, რომელსაც ხუმრობის ელფერი დაკრავს, ინტერნეტში 1995 წლიდან გამოჩნდა და რამდენიმე თვის შემდეგ მედიაშიც გავრცელდა. სპეციფიკური დეტალების ჩართვამ, როგორიც იყო მეზობლის გვარი და იმ კონფერენციის თუ ინტერვიუს თარიღი, როცა „სიმართლე” გაირკვა, ბევრს აფიქრებინა, რომ ეს ამბავი რეალობასთან ახლოს იდგა.

სინამდვილეში ის მხოლოდ იუმორისტული, ანეკდოტური ტიპის გამოგონილი ამბავია, რომლის თემაც ებრაელი ცოლების სტერეოტიპული პორტრეტია – ისინი უარს ამბობენ ისეთ სექსუალურ (განსაკუთრებით ორალურ) აქტზე, რომლის მიზანიც მხოლოდ სიამოვნებაა. სხვადასხვა ვარიანტებში ზოგჯერ მეზობლის გვარი იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის ებრაული ჟღერადობა ჰქონდა, როგორიცაა გორსკი, სელიგმანი, შულცი, ლიპინსკი ან კლაინი.

ეჭვს მხოლოდ ისიც აქარწყლებს, რომ „ნასას” გამოქვეყნებული აქვს „აპოლო 11″-ის მისიის დროს არსებული კომუნიკაციის ჩანაწერის ასლი, სადაც მსგავსი ფრაზა საერთოდ არ ფიგურირებს (განთავსებულია ვიდეო და აუდიო ფაილებიც). 1995 წელს კი თავად არმსტრონგმა განაცხადა, რომ ეს ხუმრობა პირველად კომედიანტ ბადი ჰეკეტისგან მოისმინა კალიფორნიაში.

მგავსი ამბავი გავრცელდა მუსლიმებშიც, რომ კოსმონავტს მთვარეზე ფეხის დადგმისას მოესმა ფრაზა „ალაჰუ აკბარ” ანუ ღმერთი დიდია. ამის გამო დედამიწაზე დაბრუნებისთანავე ისლამი მიიღო. ეს ამბავიც ასევე მითია. ოფიციალური ბიოგრაფია ნილ არმსტრონგს დეისტად ასახელებს.

Advertisements

One response to “Good Luck, Mr. Gorsky?

  1. tezogogaladze 20/11/2013, 8:24 PM

    ეს ამბავი ძალიან ადრე ვნახე ტელევიზორში, თუარვცდები, რომლიღაც იუმორისტულ შოუში 🙂 მეტად საინტერესოა!

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: