„თოვლის კაცი” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტიდია. მისი არსებობა თაობების მანძილზე იყო დავის საგანი და განსხვავებული ვერსიები წარმოიშვა, დაწყებული მაიმუნის აქამდე აღმოუჩენელი სახეობიდან დამთავრებული ამბის სიყალბით ან გაურკვევლობით. ამჟამად პროფესორი ბრაიან საიკსი ირწმუნება, რომ დილემას ახსნა მოუძებნა.
ზოგი მას იეტს ეძახის, ზოგიც საშინელ თოვლის კაცს. აღწერენ, როგორც უხეშ, ორ ფეხზე მოსიარულე მაიმუნის ან დათვის მსგავს არსებას. მასზე გავრცელებული ამბები უმეტესწილად ლეგენდებია და ადამიანთა მონაყოლს უფრო ეფუძნება, ვიდრე მტკიცებულებებს. მიუხედავად ამისა, კრიპტოზოოლოგები ირწმუნებიან, რომ იეტი ნამდვილია. ოქსფორდის უნივერსიტეტის გენეტიკის პროფესორ ბრაიან საიკს კი შეიძლება ამოცანის გასაღები ეჭიროს ხელში.
პროფესორმა საიკსმა დნმ ტესტები ჩაატარა ორ სხვადასხვა თმაზე, რომლებიც მას წარუდგინეს, როგორც იეტის ბეწვი. ისინი ერთმანეთისგან 800 მილის (1290 კმ) მოშორებით იპოვეს – დასავლეთ ჰიმალაის რეგიონ ლადახსა და ბუტანში. მათი დნმ-ი შეედარა ყველა აქამდე ცნობილი ცხოველისას და სრული მსგავსებაც იპოვეს: უძველესი პოლარული დათვი, რომელიც 40,000-120,000 წლის წინ ცხოვრობდა. საინტერესო ისაა, რომ ეს ორი ნიმუში 30 წლის ინტერვალით აღმოაჩინეს – პირველი ფრანგმა ალპინისტმა მოიპოვა 40 წლის წინ, მეორე კი 2003 წელს ჩამოიტანეს ბუტანიდან. დნმ-ის ნიმუშები ნორვეგიაში, სვალბარდში ნაპოვნ უძველესი დათვის ყბის ნიმუშს შეადარეს – დამთხვევა 100%-იანი აღმოჩნდა.
შედეგებიდან გამომდინარე პროფესორი საიკსი თვლის, რომ შესაძლოა არსებობდეს აქამდე უცნობი არსება, რომელსაც ხალხი იეტს უწოდებს. მეცნიერი აღნიშნავს, რომ პოლარული დათვის ეს უძველესი სახეობა ცხოვრობდა იმ პერიოდში, როცა თეთრი დათვები გამოეყვნენ მურა დათვებს. შესაბამისად, თოვლის კაცი შეიძლება ამ ორის ჰიბრიდული სახეობა იყოს ან სულაც უძველესი დათვის შთამომავალი. ეს ემთხვევა ადგილობრივების მონაყოლსაც, რომლებიც იეტის მოყავისფროდ ან მოწითალო-მოყავისფროდ აღწერენ (და არა თეთრად, როგორც ბევრს ჰგონია).
საიკსის მოსაზრებას ამყარებს ცნობილი მთამსვლელის რეინოლდ მესნერის კვლევა. მესნერი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ევერესტი ჟანგბადის მიწოდების გარეშე დაიპყრო. მისი თქმით, ეს არსება 1986 წელს იხილა და მას შემდეგ დაინტერესდა. მოგვიანებით წააწყდა 300 წლის წინანდელ ტიბეტურ მანუსკრიპტს „ჩემოს” (იეტის ადგილობრივი სახელი) შესახებ. მასში აღნიშნული იყო, რომ იეტი ერთ-ერთი დათვია, რომელიც არასტუმართმოყვარე მთიან რეგიონებში ცხოვრობს.
მართალია, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ გაირკვა, რას წარმოადგენს იეტი (თუკი საერთოდ არსებობს ის), თუმცა აშკარაა, რომ ამ არსების რაობის ამხსნელ თეორიებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე არგუმენტირებულია – ამ შემთხვევაში გვაქვს ლაბორატორიაში ჩატარებული მეცნიერული ანალიზი. ვერსიაც არც ისე შორს უნდა იყოს რეალობიდან, თუ გავიხსენებთ იმ ცხოველებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჭორი ეგონათ. მაგალითად, გორილას არსებობა საბოლოოდ მხოლოდ 1902 წელს დამტკიცდა, ხოლო ამბები ორთავიან მხტუნავ ცხოველზე, რომელიც შვილიანი კენგურუ აღმოჩნდა, ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა.
თუ მართლა იარსებებდა კაი ხნის დაჭერილი იქნებოდა
LikeLike
ახალი სახეობების აღმოჩენა ლამის ყოველ კვირას ხდება. თან თუ მართლა არსებობს,ჰიმალაების ის ადგილი ძაან მკაცრი პირობებით გამოირჩევა და მითუმეტეს ძნელი იქნებოდა
LikeLike
უკვე დაიჭირეს რამდენი ხანია. ერთი რუსეთში – პატარა “ბავშვი”, ჩინეთში კი დიდი ზრდასრული. რუსეთში დაჭერილი ტელევიზიითაც კი აჩვენეს – თეთრი ბეწვი ჰქონდა. რატომ დაუმალეს ამ საიკს ან სად ეძინა ეგაა საქმე
LikeLike
ჰმ, დავძებნე და ამას წავაწყდი
http://english.pravda.ru/news/science/29-12-2011/120114-yeti_caught-0/
UPDATE:
It was later reported that the news about the captured Yeti was a hoax. Bagaudin Marshani stated that reporters misinterpreted his words.
http://www.csmonitor.com/World/Global-News/2010/0406/Oriental-Yeti-found-in-China-is-no-Yeti
Hunters in central China have trapped a strange-looking beast dubbed the “Oriental Yeti,” though one of the world’s preeminent Bigfoot experts says the animal in question is no Yeti.
LikeLike
http://www.kp.ru/daily/23754.4/56156/
LikeLike
http://www.aif.ru/society/17145 – es ambebi namdvils hgavs !
LikeLike