ფაილების გაზიარება შვედეთში რელიგიად იქცა


კოპიმიზმის ეკლესია, რომლის მთავარი დოგმაც ფაილების გაზიარებაა, შვედეთის მთავრობამ უკვე გამოაცხადა რელიგიად. მიმდინარეობის სულიერი ლიდერის თქმით, ეს დიდი ნაბიჯია, თუმცა სხვები ნაკლებად აღფრთოვანდნენ ამ სიახლით და იმედოვნებენ, რომ კოპიმიზმს არ ექნება მნიშვნელოვანი გავლენა ინტერნეტ-მეკობრეობასთან ბრძოლის საქმეში.

ორგანიზაციას სამჯერ მოუწია განცხადების შეტანა, სანამ მთავრობა მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. კოპიმიზმის ეკლესია წმინდა სიმბოლოებად მიიჩნევს CTRL+C-სა და CTRL+V-ს. ის პირდაპირ არ ქადაგებს ფაილების არალეგალურ გავრცელებას, თუმცა ფოკუსირებას ახდენს ინფორმაციის ფართოდ განაწილებაზე.

კოპიმიზმის დამაარსებელია 19 წლის ფილოსოფიის სტუდენტი ისაკ გერსონი. მას იმედი აქვს, რომ ფაილების დაშეარებას მომავალში რელიგიური მხარდაჭერაც ექნება.

“კოპიმიზმის ეკლესიაში ინფორმაცია წმინდად ითვლება, კოპირება კი საიდუმლოდ. ინფორმაციას გააჩნია ღირებულება, რომელიც გავრცელებასთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება. ამიტომ კოპირება ორგანიზაციისა და მისი წევრების მთავარი პრინციპია”, ნათქვამია გერსონის განცხადებაში.

“შვედეთის სახელმწიფოს მიერ აღიარება კოპიმებისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. იმედია, ეს ხელს შეუწყობს ორგანიზაციის გაფართოებას და შეგვეძლება, ღიად გამოვხატოთ ჩვენი რწმენა დევნის გარეშე”.

მიუხედავად იმისა, რომ კოპიმიზმის მიმართ ინტერესი დიდია, ექსპერტთა თქმით, ფაილების დაშეარებისთვის რელიგიური სტატუსის მინიჭებას მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში პატარა ეფექტი ექნება.

“კოპიმიზმისთვის რელიგიური სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ მეკობრეობა კანონიერი გახდება, ისევე როგორც ჯედაიზმისთვის ოფიციალური სახის მიცემა არ ნიშნავდა იმას, რომ გარშემო ყველა ლაზერული ხმლებით ივლიდა”, ამბობს მუსიკის ექსპერტ-ანალიტიკოსი მარკ მულიგანი.

ახლად გამომცხვარი რელიგიის მიმდევართა რიცხვი 3000-მდეა. მიმდინარეობის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ შვედეთის მთავრობა არანაირ მოწყალებას არ იჩენს ინტერნეტ-მეკობრეობის მიმართ.

ეკლესიის მცნებებია:
● ცოდნა ყველასთვისაა
● ცოდნის ძიება წმინდაა
● ცოდნის ბრუნვა წმინდაა
● კოპირება წმინდაა

 


და ბოლოს, წარმოგიდგენთ ინტერვიუს ისაკ გერსონთან, რომელიც ყოველკვირეულ სამეცნიერო ჟურნალ “New Scientist”-ში გამოქვეყნდა.

– რას გვეტყვი ფაილების დაშეარების ახალ რელიგიაზე, კოპიმიზმზე?
– ეს მიმდინარეობა 15 თვის წინ შეიქმნა და მიგვაჩნია, რომ ინფორმაცია წმინდაა, ასევე წმინდაა მისი კოპირებაც.

– რატომ შექმენით ეს რელიგია? რატომ არ დარჩით ჩვეულებრივ კლუბად, რომელსაც რელიგიური საზოგადოების სტატუსი არ ჰქონდა?
– იმიტომ, რომ ჩვენ თავს რელიგიურ ჯგუფად მივიჩნევთ, ეკლესიის სტატუსით უკეთ მოვახდენთ ორგანიზებას.

– ძნელი იყო ოფიციალურ რელიგიად აღიარება?
– ეს რწმენა წლების განმავლობაში გვქონდა და ერთხელაც ვიფიქრეთ, რატომ არ უნდა ვცადოთ და რელიგიად დავარეგისტრიროთ? თუმცა ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. თანამდებობის პირები საკმაოდ კატეგორიულები იყვნენ ფორმალობებთან დაკავშირებით. აღიარებისთვის დაგვჭირდა სამი ცდა და ერთ წელზე მეტი.

– რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილო, რომ რელიგიად იქცე?
– კანონის მიხედვით, რელიგიად გახდომისთვის ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს მუდმივი რიტუალები, რომლებიც ლოცვას ან მედიტაციას შეიცავს.

– როგორია კოპიმიზმის ლოცვები და მედიტაციები?
– ჩვენ გვაქვს სპეციფიკური რელიგიური რიტუალები, რომლის დროსაც ვადიდებთ ინფორმაციას მისი კოპირებით.

– ატარებთ თუ არა ამ რიტუალებს რაიმე განსაკუთრებულ შენობაში, სხვა რელიგიების მსგავსად?
– ჩვენ პერიოდულად ვხვდებით, მაგრამ აუცილებელი არაა, ეს ფიზიკური ოთახი იყოს. შესაძლებელია სერვერის ან ვებსაიტის გამოყენებაც.

– როგორც გავიგე, გარკვეულ სიმბოლოებს კოპიმიზმში თავისი დანიშნულება გააჩნია.
– დიახ. არსებობს “კოპიმის” ლოგო, რომელიც სამკუთხედში ჩახატულ K-ს წარმოადგენს. გვაქვს სხვა სიმბოლოებიც, რომლებიც კოპირებას გამოხატავენ და მის წახალისებას უწყობენ ხელს, მაგალითად “CTRL+V” და “CTRL+C”.

– რატომაა ინფორმაცია და მისი გაზიარება ასეთი მნიშვნელოვანი თქვენთვის?
– ინფორმაცია საშენი მასალაა იმ ყველაფრისა, რაც ჩემს გარშემოა და რისიც მწამს. კოპირება კი ინფორმაციის ღირებულების გაზრდის საშუალებაა.

– როგორია თქვენი პოზიცია ფაილების უკანონო გავრცელებაზე?
– ჩემი აზრით, კანონი საავტორო უფლებებზე საკმაოდ პრობლემატურია და სულ მცირე, ხელახლა შედგენა ესაჭიროება. თუმცა ვფიქრობ, რომ უმჯობესია, საერთოდ მოვიცილოთ.

– ანუ ფაილების ყველა სახის გავრცელება კანონიერი უნდა გახდეს?
– აბსოლუტურად.

– როგორი იყო სხვა ოფიციალური რელიგიების წარმომადგენელთა რეაქცია ამ სიახლეზე?
– მათ უმეტესობასთან კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ვისაც ვესაუბრე, ცნობისმოყვარეობა ეტყობოდათ, საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა.

– შესაძლებელია თუ არა კოპიმიზმის ეკლესიიდან განკვეთა?
– ამაზე არასდროს გვიფიქრია. მაგრამ ვისაც არ სწამს ჩვენი მცნებების, მათთვის აქ ყოფნას აზრი არ აქვს. ხოლო თუ ჩვენს წესდებას ეთანხმებით, მაშინ გარიცხვის საკითხი არ დადგება.

– რამდენი წევრი ჰყავს ეკლესიას?
– 3000.

– როგორ უნდა გახდე კოპიმისტი?
ჩვენი საიტი ზოგჯერ მიუწვდომელია, რადგან უამრავი ადამიანი შემოდის, მაგრამ როცა ჩართულია, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი შეხედულებები და დაეთანხმოთ. ამის შემდეგ კი საიტზე დარეგისტრირდებით.

– ფიგურირებს თუ არა რაიმე ღვთაება კოპიმიზმში?
– არა.

– არის თუ არა ჯულიან ასანჟი თქვენი ეკლესიის სულიერი ლიდერი?
– არა, მასთან არანაირი შეხება არ გვაქვს.

– ამბობს თუ არა კოპიმიზმი რაიმეს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე?
– არა. კოპიმიზმი რელიგიაა, მაგრამ ადამიანებზე კონცენტრირება არ ხდება.

– ხომ შეიძლება ციფრული სიცოცხლე არსებობდეს?
– ინფორმაციას სიცოცხლე არ გააჩნია. ის შეიძლება მივიწყებულ იქნას, მაგრამ ვიდრე მისი კოპირება ხდება, ეს არ ემუქრება.

Advertisements

9 responses to “ფაილების გაზიარება შვედეთში რელიგიად იქცა

  1. cucqira 10/01/2012, 7:22 PM

    ამ ხალხმა სულ გაუბერა? 😀

    Like

  2. cucqira 10/01/2012, 10:26 PM

    გუგლი ორგანიზაციაა მაინც და რამდენი კარგი რამე გააკეთა და კოპიპეისტი რაღაარის 🙂 მალე რეფრეშის რელიგიად გამოაცხადებენ ალბათ:D

    Like

  3. Kaxa 26/04/2012, 10:18 PM

    ამათ რო Resharper იცოდნენ (პროგრამისტები მიხვდებიან)… 😀

    Like

  4. george 14/06/2012, 11:59 AM

    მთავარია deletizm-ი არ ჩამოაყალიბონ თორე მერე ნახე შენ ქაოსი deletizm VS kopimism,დაალოპირა წაშალა,დააკოპირა წაშალა……………

    Like

  5. Mr. Nomad 15/08/2012, 6:24 PM

    აწწ, რა საინტერესო რელიგიაა ❤ მე შემოვიტან საქართველოში ამ რელიგიას. r u with me? 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: