“გუგლის” სოციალური ქსელი ნელ-ნელა იკრებს ძალას. ამერიკელი ანალიტიკოსის, პოლ ალენის თქმით, 2012 წლის ბოლოს Google Plus-ის წევრთა რაოდენობა 400 მილიონს გადააჭარბებს. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბერში მოხდა და ყოველდღიურად დაახლოებით 625 000 ახალი მომხმარებელი ემატება. დეკემბრის ბოლოს სოციალური ქსელი 62 მილიონიან ნიშნულს გადაცდა, რომელთაგან მეოთხედი ბოლო 1 თვეშია რეგისტრირებული. ამაში “გუგლს” ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ყოველდღე “ანდროიდის” 700 000 მოწყობილობა იყიდება, რაც Google Plus-ზე რეგისტრაციას აადვილებს.