National Geographic: დეკემბრის საუკეთესო 10 ფოტო


მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე უამრავი ადამიანი იყო, რვაფეხა დაინტერესებული შეჰყურებდა თოვლით დაფარულ ვეზუვის მთას.


 


2010 წელს პაკისტანის პროვინცია სინდში მომხდარ წყალდიდობებს უცნაური გვერდითი მოვლენა ახლდა თან – მილიონობით ობობა ხეებზე აცოცდა, რათა წყლისგან დაეღწიათ თავი. გამომდინარე იქიდან, რომ წყლის დონის დაწევას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მრავალი ხე ობობის ქსელში გაეხვია. ადგილობრივ მოსახლეობას მსგავსი რამ არასდროს ენახა და ამბობდნენ, რომ კოღოების რაოდენობა იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე მოელოდნენ. ის, რომ კოღოებისგან დაკბენას გადაურჩნენ, ცოტაოდენი შვება იყო იმ ხალხისთვის, რომელმაც წყალდიდობის დროს ყველაფერი დაკარგა.

 


თანამედროვე ეპოქაშიც კი იაპონია ისევ ახერხებს, შეინარჩუნოს ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას, რაც ამ ქვეყანას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო ადგილად მსოფლიოში.

 


საფარის დროს მხოლოდ ცხოველები არ იქცევენ ყურადღებას, შესაძლოა უცნაური ფორმის ღრუბლებს ან ბუნების სხვა საოცრებებს წააწყდეთ. აქილას ნაკრძალი, დასავლეთ კეიპის პროვინცია, სამხრეთ აფრიკა.

 


სპეციალურ დამცავ გალიაში მყოფ მყვინთავებს თავს დაადგათ დიდი თეთრი ზვიგენი.

 


ზრდასრული მოზრდილი არწივისებრი ბუ ფრენის დროს.

 


ჰაერის ბურთულა ოკეანის ფსკერიდან ზემოთ მიიწევს, გზაში კი იმრუდება და ნახევარწრის ფორმას იღებს ტალღებთან შეხების გამო.

 


რიაუს კუნძულებზე (ინდონეზია) წვიმის წვეთები სხეულზე ეცემა ნემსიყლაპიას. მოულოდნელ თავსხმა წვიმაში მოყოლილი ფოტოგრაფი არ დაბნეულა, ფოტოაპარატი ამოიღო და ლამაზი კადრი დააფიქსირა.

 


მარტოხელა მოგზაური მისეირნობს შოტლანდიური ზეგნის ტყეში.

 


თეთრი სიფაკის ჯიშის ლემური (Propithecus verreauxi) მადაგასკარში.

 
 
______________
წინა ნაწილები:
იანვრის საუკეთესო 10 ფოტო
თებერვლის საუკეთესო 10 ფოტო
მარტის საუკეთესო 10 ფოტო
აპრილის საუკეთესო 10 ფოტო
მაისის საუკეთესო 10 ფოტო
ივნისის საუკეთესო 10 ფოტო
ივლისის საუკეთესო 10 ფოტო
აგვისტოს საუკეთესო 10 ფოტო
სექტემბრის საუკეთესო 10 ფოტო
ოქტომბრის საუკეთესო 10 ფოტო
ნოემბრის საუკეთესო 10 ფოტო

 
 
______________
* National Geographic-ის 2012 წლის დღის ფოტოებს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ფეისბუქის ალბომში.

3 thoughts on “National Geographic: დეკემბრის საუკეთესო 10 ფოტო

  1. გამოხმაურება: ავსტრალიური ქალაქი ობობების ქსელით დაიფარა « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s