ყველაზე მეტად დედამიწის მსგავსი პლანეტები

main-earthlikeexoplanets
ასტრონომები დიდი ხანია ოცნებობენ ჩვენი პლანეტის ტყუპისცალის, ნამდვილი „უცხო დედამიწის” პოვნაზე, ბოლო პერიოდში ეგზოპლანეტების აღმოჩენა კი მიანიშნებს, რომ მათი ოცნება შეიძლება არც ისე შორეულ მომავალში განხორციელდეს.

პირველად 1995 წელს აღმოაჩინეს მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა, მას შემდეგ დაახლოებით 2000 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი. მათგან ნახევარზე მეტის აღმოჩენა მოხერხდა ნასას კეპლერის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით, რომელიც 2009 წელს გაუშვეს იმის დასადგენად, რამდენად გავრცელებულია ირმის ნახტომის გალაქტიკაში დედამიწის მსგავსი პლანეტები.

კეპლერის დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ჩვენი დედამიწის მსგავსი პატარა ქვის პლანეტები უხვადაა გალაქტიკაში და ზოგი მათგანი შეიძლება ხელსაყრელი იყოს ისეთი სიცოცხლის არსებობისთვის, რა ფორმითაც ჩვენ ვიცნობთ მას.

იმისთვის, რომ სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელად ჩაითვალოს, პლანეტა უნდა იყოს შედარებით პატარა (და შესაბამისად, ქვის) და თავის ვარსკვლავს გარს უვლიდეს დასახლებად ზონაში, რომელიც ზოგადად განისაზღვრება, როგორც რეგიონი, სადაც ციური სხეულის ზედაპირზე წყალს შეუძლია, თხევად ფორმაში იარსებოს. ტელესკოპების ტექნოლოგიურ გაუმჯობესებასთან ერთად გათვალისწინებული იქნება სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა პლანეტის ატმოსფერული შემადგენლობა და მისი მშობელი ვარსკვლავის აქტიურობა.

დედამიწა 2.0 ჯერ კიდევ მოუხელთებელია, თუმცა ნასა თვლის, რომ არსებობს 6 პლანეტა, რომლებიც ყველაზე მეტად ჰგვანან ჩვენს მშობლიურ პლანეტას.

 

Gliese667C_System
Gliese 667Cc

ეს ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწიდან 22 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, დედამიწაზე მინიმუმ 4.5-ჯერ მასიურია და მკვლევარებმა ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, ქვის პლანეტაა თუ არა. Gliese 667Cc თავისი დედა-ვარსკვლავის გარშემო ორბიტას სულ რაღაც 28 დღეში შემოწერს, თუმცა ვარსკვლავი წითელი ჯუჯაა, ანუ მზეზე გაცილებით გრილი, ამიტომაც მიიჩნევა, რომ ეგზოპლანეტა დასახლებად ზონაში მდებარეობს.

თუმცა Gliese 667Cc – რომელიც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში მდებარე 3.6 მეტრიანი ტელესკოპით აღმოაჩინეს – შეიძლება საკმაოდ ახლოს იყოს ვარსკვლავთან და წითელ ჯუჯაზე მომხდარი ამოფრქვევების შედეგად მუდმივად იხრუკებოდეს.

 


Kepler-22b

Kepler-22b მდებარეობს 600 სინათლის წლის მოშორებით. ეს იყო კეპლერის მიერ აღმოჩენილი პირველი პლანეტა თავისი მშობელი ვარსკვლავის დასახლებად ზონაში, თუმცა ის საკმაოდ დიდია – დედამიწის ზომას 2.4-ჯერ აღემატება. უცნობია, ეს „სუპერდედამიწა” ქვის პლანეტაა, თხევადი თუ აირადი. მისი ორბიტა დაახლოებით 290 დღე გრძელდება.

 

Kepler-69_and_the_Solar_System
Kepler-69c

Kepler-69c, რომელიც 2700 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, დედამიწაზე დაახლოებით 70%-ით დიდია. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მეცნიერებმა ზუსტად არ იციან მისი შემადგენლობა.

პლანეტის ორბიტა 242 დღე გრძელდება, თავის ვარსკვლავურ სისტემაში არსებული პოზიციით მზის სისტემაში მდებარე ვენერას ჩამოგავს. თუმცა Kepler-69c-ის მასპინძელი ვარსკვლავი მზეს 20%-ით ჩამორჩება სიკაშკაშეში, ამიტომ პლანეტა სავარაუდოდ დასახლებად ზონაში მდებარეობს.

 

Kepler-62-system
Kepler-62f

ეს პლანეტა დედამიწაზე დაახლოებით 40%-ით დიდია და მზეზე გაცილებით გრილ ვარსკვლავს უვლის გარშემო. მაგრამ თავისი 267 დღიანი ორბიტით Kepler-62f ნამდვილად დასახლებად ზონაში იმყოფება.

Kepler-62-ის სისტემა დაახლოებით 1200 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.

 


Kepler-186f

ეს პლანეტა დედამიწაზე მაქსიმუმ 10%-ით დიდია და როგორც ჩანს, თავისი ვარსკვლავის დასახლებად ზონაში მდებარეობს, თუმცა ამ ზონის გარე ნაპირასაა. Kepler-186f დედა-ვარსკვლავისგან იმაზე სამჯერ ნაკლებ ენერგიას იღებს, ვიდრე – დედამიწა მზისგან.

Kepler-186f-ის მშობელი ვარსკვლავი წითელი ჯუჯაა, ასე რომ ის მთლად დედამიწის ტყუპისცალს არ წარმოადგენს. პლანეტა ჩვენგან დაახლოებით 500 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.

 

kepler-452
Kepler-452b

ამ პლანეტის აღმოჩენის შესახებ გასულ თვეში გახდა ცნობილი და აქამდე აღმოჩენილთაგან ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას, როგორც აცხადებენ ნასას წარმომადგენლები. მისი დედა-ვარსკვლავი ძალიან ჰგავს მზეს და პლანეტაც დასახლებად ზონაში იმყოფება. დედამიწაზე 1.6-ჯერ დიდ Kepler-452b-ს „საუკეთესო შანსი” აქვს, რომ ქვის პლანეტა აღმოჩნდეს, აცხადებენ მისი აღმომჩენლები. Kepler-452b იმყოფება დედამიწიდან 1400 სინათლის წლის მოშორებით.

რაც შეეხება თავად დედამიწას, სახელის მიუხედავად, მისი ზედაპირის 70% წყლითაა დაფარული. დედამიწა გარს უვლის შუახნის ვარსკვლავს, სახელად მზეს, რომლის ასაკიც 4.5 მილიარდი წელია და ითვლება, რომ საკმარის ენერგიას კიდევ რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში გამოყოფს.

space.com

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: