გუშინ, 23 სექტემბერს ცერნის მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გაავრცელეს – ლაბორატორიულ პირობებში მათ დაკვირვება მოახდინეს ნეიტრინოებზე, რომლებმაც გადააჭარბეს სიჩქარის ზღვრად მიჩნეულ მაჩვენებელს – 299 792 კმ/წამს. ჟენევაში არსებული ნაწილაკების მასიური ამაჩქარებლის (დიდი ადრონული კოლაიდერი) ამოქმედების შემდგომ მათ 730 კმ დაფარეს 60 ნანოწამით უფრო სწრაფად, ვიდრე ამას სინათლის სხივი მოახერხებდა. 60 ნანოწამი დროის ძალიან პატარა და უმნიშვნელო მონაკვეთია, თუმცა ამ ექსპერიმენტში საკმაოდ დიდი მაჩვენებელი გამოდგა, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აინშტაინის ფარდობითობის თეორია.
თუკი საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ცერნის ფიზიკოსების გამოთვლები სწორია, თავდაყირა დადგება მეოცე საუკუნის უდიდესი მეცნიერის, ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია, რომელზეც მთელი თანამედროვე ფიზიკაა აგებული. მსოფლიოს მასშტაბით ბევრმა მეცნიერმა გამოხატა განცვიფრება და ზოგმაც ცინიზმი, შვეიცარიაში მომუშავე ფიზიკოსებმა კი განაცხადეს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ექსპერიმენტი რამდენჯერმე გადაამოწმეს და ვერაფერი იპოვეს ისეთი, რაც დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებს. თუკი ისინი მართლები არიან, გამოდის, რომ ნეიტრინოებმა დაახლოებით 730 კმ-იანი მანძილი დაფარეს 0.0024 წამში, ანუ მათი სიჩქარე იყო 299 798.454 კმ/წამი. ხოლო სინათლის სიჩქარე, რომელიც გადაულახავ ბარიერად ითვლებოდა, შეადგენს 299 792.458 კმ/წამს. შესაბამისად, ნეიტრინოების სიჩქარე წამის 60 მემილიარდედით მეტი იყო.
შედეგები იმდენად გამაოგნებელია, რომ კვლევის ხელმძღვანელმაც კი, ანტონიო ერედიტატომ მას გიჟური უწოდა. “ჩვენ ვცდილოთ, ამ მოვლენას ახსნა მოვუძებნოთ და ყველა ვარიანტი განვიხილოთ. ვცდილობდით, გვეპოვა შეცდომა – დაწყებული წვრილმანებიდან, დამთავრებული მსხვილი და უხეში ხარვეზებით. თვეები გავატარეთ შემოწმებაში, რომ სუსტი წერტილი აღმოგვეჩინა, მაგრამ ასეთს ვერაფერს მივაკვლიეთ.”
მანჩესტერის უნივერსიტეტის ბრიტანელმა ფიზიკოსმა, ბრაიან კოქსმა, განაცხადა, რომ თუკი შედეგები სწორია, ეს იქნება უდიდესი აღმოჩენა და გზას გაგვიხსნის დროში მოგზაურობისკენ (იხილეთ შესაძლებელია დროში მოგზაურობა? სტივენ ჰოკინგი – როგორ ავაგოთ დროის მანქანა?). “ეს დიდი გამოწვევაა. თუკი გვაქვს რაღაც, რაც სინათლეზე სწრაფად მოძრაობს, აუცილებელი ხდება სამყაროს შესახებ ჩვენეული წარმოდგენების გადახედვა და ხელახლა დაწერა. მიზეზი, რის გამოც ყველა ფრთხილობს, ისაა, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, არაფერი მოძრაობს სინათლეზე სწრაფად და ეს ფიზიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. მიზეზი, რის გამოც შეუძლებლად ითვლება დროის მანქანის აგება და წარსულში გაფრენა, ისაა, რომ სინათლის სიჩქარის ზღვარი დაცულია – ესაა დროის უნივერსალური ლიმიტი.”
მეცნიერებმა, რომლებსაც იდეაშიც არ ჰქონიათ აინშტაინის 1905 წელს გამოცემული ნაშრომის ეჭვქვეშ დაყენება, არამედ სხვა საკითხებს ამუშავებდნენ, ექსპერიმენტში გამოიყენეს 16 000 ნეიტრინო. ნეიტრინოები ძალიან პატარა, თითქმის მასის არმქონე ნაწილაკები არიან, რომლებიც წარმოიშობიან ატომური რეაქციებისას (მაგალითად, დიდი აფეთქება) ან ვარსკვლავების ჩამოყალიბების დროს. ნეიტრინოებს “მოჩვენებებს” უწოდებენ, რადგან მათ ყველაფერში შეუძლიათ გასვლა. ყოველდღე მილიარდობით მათგანი გადის ჩვენს სხეულში. ამჯერად მათ დედამიწის ქერქის გასწვრივ იმოგზაურეს შვეიცარიიდან იტალიაში, სადაც უზარმაზარმა მიწისქვეშა დეტექტორებმა დაადასტურეს ამ ნაწილაკების მიღება. ჩვეულებრივ პირობებში ნეიტრინოების სიჩქარეა 299 338 კმ/წამი.
ამჯერად დღის წესრიგში ერთი საკითხის გარკვევა დგას – მოხდა თუ არა შეცდომა მანძილის ან დროის გაანგარიშების საკითხში? განმეორებითი ექსპერიმენტი ამ კითხვას პასუხს გასცემს. ამჯერად სავარაუდოდ გამოყენებულ იქნება აშშ-ისა და იაპონიის კოლაიდერები.
ბირმინგემის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, დოქტორმა ალან უოტსონმა განაცხადა: “ექსპერიმენტი აჩენს აზრს, რომ თუკი პიროვნება A უგზავნის ტექსტს პიროვნება B-ს და ვიღაც სინათლეზე სწრაფად გადაინაცვლებს მოპირდაპირე მხარეს, იხილავს, როგორ მიიღო პიროვნება B-მ ტექსტი მანამ, სანამ პიროვნება A გააგზავნიდა.”
მკვლევარ სტეფან პარკის თქმით, თუკი ობიექტები მოძრაობენ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, მაშინ A იწვევს B-ს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ B-მ გამოიწვიოს A. ეს კი არღვევს მიზეზ-შედეგობრიობის კანონს (კაუზალობას), რომელზე დაფუძნებითაც სამყარო მოქმედებს, რაც ცხადია, დიდ არეულობასა და დაბნეულობას წარმოშობს.
სურეის ფიზიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯიმ ალ-ხალილმა კი ცინიკურად ასეთი კომენტარი გააკეთა: “მე სანაძლეოს ჩამოვდივარ – თუკი ცერნის ექსპერიმენტით დადასტურდება, რომ მათი განცხადებები სწორია და ნეიტრინოებს შეუძლიათ, სინათლის სიჩქარეს გადააჭარბონ, მზად ვარ, პირდაპირ ეთერში ჩემი მოკრივის ტრუსები შევჭამო.”
ჯერჯერობით რაზეც მეცნიერები თანხმდებიან, ისაა, რომ უნდა მოხდეს ექსპერიმენტის დეტალური ანალიზი და დასკვნის დადასტურების შემთხვევაში სამყაროს კანონების გადახედვა მოუწევთ. ფარდობითობის სპეციალური თეორია ამბობს, რომ ენერგია ტოლია მასის ნამრავლისა სინათლის სიჩქარის კვადრატზე (E=MC²). ეს ფორმულა თანამედროვე ფიზიკას მშვენივრად ესადაგებოდა და ჯერჯერობით პრობლემა არ შეუქმნია. ცერნის ფიზიკოსებს იმის ახსნაც მოუწევთ, რატომ არ დაფიქსირებულა მსგავსი მოვლენა მანამდე, თუნდაც 1987 წელს, როცა აკვირდებოდნენ ვარსკვლავის აფეთქებას.
საბოლოოდ როდის ააამუშავენენ მაგ კოლაიდერს ნეტა.რამოდენიმეჯერ კი იყო ჩართული მარგამ გასასინჯად
LikeLike
ვითომ წინ მივიწევთ ? 🙂
LikeLike
შედეგი 1ია და ინტერპრეტაცია მე2…
LikeLike
თუკი დამტკიცდა ეს. :O:O:O ვა ძალიან საინტერესოა
LikeLike
მდაა ან აინშტაინი ცდებოდა ან სამყარომ ირადავა და ან რაღაც სეცდომით მიირეს ეს შედეგი.
LikeLike
გამოხმაურება: 2011 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი
გამოხმაურება: აინშტაინი, შესაძლოა, სულაც არ ცდებოდა « ჩრდილოეთის ციალი
გამოხმაურება: რატომ ვერ ვიმოძრავებთ სინათლეზე სწრაფად | ჩრდილოეთის ციალი