
კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა რაისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ორი წლის წინ მოფიქრებულ მეთოდს კიბოსთან საბრძოლველად, გამოავლინა მისი მაღალი პოტენციალი ცხოველებში. მეთოდი უმკლავდება „ჯიუტ” კიბოსაც, რომელზეც ჩვეულებრივი წამლები არ მოქმედებს. ტექნოლოგიას „კვადრაპევტიკა” უწოდეს და უკვე არსებულ ოთხ კლინიკურად დადასტურებულ მეთოდს აერთიანებს სასიკვდილო კომბინაციაში, რომელსაც შეუძლია მოძებნოს და გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები, ხოლო გარშემო მდებარე სხვა ქსოვილები უვნებელი დატოვოს. კვლევა გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში „Nature Medicine”.
კატეგორია: მეცნიერება
წყალქვეშა ნავი ტიტანზე, ასტეროიდების ბადე და ნასას სხვა გეგმები

რა სახის იქნება მზის სისტემისა და მის მიღმა მდებარე სივრცეების საკვლევი მომავალი საოცარი ტექნოლოგია – მოწინავე ტელესკოპი, მაღალი სიჩქარის მისია ნეპტუნზე თუ სრულიად სხვა რამ?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნასამ შეარჩია 12 კანდიდატი მომდევნო კვლევებისთვის. შერჩევა მოხდა 2014 წლის ნასას ინოვაციური მოწინავე კონცეპტების (NIAC) პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში. NIAC-ის მიზანია, სამეცნიერო ფანტასტიკა მეცნიერულ ფაქტად აქციოს ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე. გამოყოფილი იქნება თანხები, რათა შერჩეული იდეები გამოიცადოს და მომავალში განხორციელდეს.
მთვარის ნიმუშები შეჯახების თეორიას ადასტურებს

მთვარის ქვების ახალმა ანალიზმა გამოავლინა პირველი პირდაპირი მტკიცებულება, რომ მთვარე უძველეს დროში მომხდარი შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა, რაც დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერილ თეორიას ადასტურებს.
ქვები ნასას კოსმონავტებმა შეაგროვეს აპოლოს მისიების პერიოდში. ელექტრონულ მიკროსკოპში ჩატარებული სკანირების შედეგად მეცნიერებს საშუალება მიეცათ, მათში აღმოეჩინათ ქიმიური ნაკვალევი მარსის ზომის პლანეტისგან, რომელიც პირველყოფილ დედამიწას 4.5 მილიარდი წლის წინ შეეჯახა.
ნასამ ჰაბლის ყველაზე მასშტაბური ფოტო გამოაქვეყნა
2 წელში დიდ ბრიტანეთში შეიძლება 3 მშობლიანი ბავშვები დაიბადონ

მიტოქონდრია პასუხისმგებელია სხეულის ენერგიის 90%-ის წარმოქმნაზე და განკარგავს მრავალ სხვადასხვა უჯრედულ პროცესებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მიტოქონდრიულ დეფექტებს შეიძლება გამანადგურებელი შედეგები ჰქონდეს. ამ მომენტში მიტოქონდრიული დაავადებისგან განკურნება ვერ ხერხდება და ის ყოველ მე-6000 ადამიანს ემართება. მიტოქონდრიულ დნმ-ში არსებული დეფექტები შვილს მხოლოდ დედისგან გადაეცემა.
მეცნიერებმა მოგონებების წაშლა და აღდგენა შეძლეს

ინოვაციურ კვლევაში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გენმოდიციფირებული თაგვების ტვინის ნეირონებზე სტიმულირებით მოახერხეს მოგონებების წაშლა და შემდეგ ხელახლა გააქტიურება. მათ გამოიყენეს სინათლის პულსები, რაც, როგორც აქამდეც იყო ცნობილი, ტვინის უჯრედებს შორის კავშირს აძლიერებს ან ასუსტებს. ეს არის პირველი კვლევა, რომელიც პირდაპირ აჩვენებს, რომ ამ კავშირების, იგივე სინაფსების გაძლიერება ან დასუსტება მეხსიერების მთავარი საფუძველია. კვლევა 1-ლ ივნისს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „Nature”.
ასტრონომებმა დედამიწაზე 17-ჯერ მასიური პლანეტა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს „დედამიწების გოძილა” – ახალი ტიპის უაზარმაზარი ქვის პლანეტა, რომელიც ჩვენგან 560 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. „მეგადედამიწად” წოდებული ეგზოპლანეტა Kepler-10c-ის დიამეტრი 29 000 კმ-ია, ანუ დედამიწის მაჩვენებელზე 2.3-ჯერ მეტი, თუმცა მასზე გაცილებით მკვრივია და ამიტომ დედამიწაზე 17-ჯერ მეტს იწონის. ის მზის მსგავს ვარსკვლავს უვლის გარშემო დრაკონის თანავარსკვლავედში.
ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლისთვის ვარგისი 100 მილიონი პლანეტაა

ახალი კვლევის მიხედვით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში იმ პლანეტების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ კომპლექსური სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნან, დაახლოებით 100 მილიონია. კვლევის მთავარი ავტორი ნაშრომს აღწერს, როგორც „ჩვენი გალაქტიკის იმ ადგილების პირველ რაოდენობრივ შეფასებას, რომლებზეც შეიძლება მიკრობულზე უფრო მაღალი დონის სიცოცხლე იყოს, რაც ობიექტურ მონაცემებს ემყარება”, თუმცა მასში გარკვეული ადგილი უჭირავს ვარაუდებსაც.
გასული კვირა მეცნიერებაში [26.05-01.06]

● ცხოველი, რომელიც გადაშენებული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა.
ზღვის პატარა ცხოველი, რომელიც 4 მილიონი წლის წინ გადაშენებული ეგონათ, ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს. ეს „ცოცხალი ნამარხი” წარმოადგენს საცეცებიან პოლიპს, პროტულოფილას, და აქამდე მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნამარხებში პოულობდნენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი ისტორია იწყება 170 მილიონი წლის წინ, შუა იურულ პერიოდში, თუმცა ბოლო კვალს პლიოცენის 4 მილიონი წლის წინანდელ ნამარხებში აწყდებოდნენ. წელს მათ ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს ნამარხები, რომლებიც მილიონ წელზე ნაკლების აღმოჩნდა. ამიტომ მკვლევარებმა ხელახლა შეამოწმეს 2008 წელს ახალ ზელანდიაში ნაპოვნი ლენტისებრი ჭიები და აღმოაჩინეს, რომ თავის დროზე მათზე მობინადრე პროტულოფილები ვერ შენიშნეს. პალეონტოლოგები თვლიან, რომ პროტულოფილა ენათესავება ზღვის ფრინტებსა და მარჯნებს.
მეცნიერებმა 3D ლაზერით სისხლძარღვები შექმნეს

ბრიგჰემისა და ქალთა საავადმყოფოს თანამშრომელი მეცნიერების ჯგუფმა მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა ქსოვილების ინჟინერიაში – მათ 3D ბიოპრინტერის გამოყენებით სისხძარღვები შექმნეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Lab on a Chip-ის საიტზე.
