ფერმილაბის ექსპერიმენტი არ ადასტურებს, რომ სამყარო ჰოლოგრამაა


ფერმილაბის ექსპერიმენტმა, რომელიც მიზნად ისახავდა, გამოეკვლია მინიშნებები იმის შესახებ, რომ ჩვენი სამყარო სინამდვილეში ჰოლოგრამაა, ვერ მიაკვლია რაიმე სახის მტკიცებულებას ამ მოსაზრების სასარგებლოდ.

საექსპერიმენტო მოწყობილობას ჰოლომეტრი („ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრი”) ეწოდება, იდეის ავტორია ფერმილაბის ფიზიკოსი კრეიგ ჰოგანი. ჰოლომეტრის იდეა მას 2009 წელს მოუვიდა, რათა ე.წ. ჰოლოგრაფიული პრინციპი გამოცდილიყო.

განაგრძე კითხვა

რატომ არსებობს საერთოდ რამე?


ფიზიკოსების ნაწილი თვლის, რომ შეუძლიათ ახსნან, რატომ წარმოიშვა სამყარო. თუკი მართლაც ასეა, მთელი კოსმოსი შესაძლოა, სრულიად არაფრისგან გაჩენილიყო.

კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში იბრძოდა იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, თუ რატომ არსებობს სამყარო. თითქმის ყველა უძველეს კულტურას გააჩნდა საკუთარი კრეაციონისტული ამბავი – რომელთა უმეტესობა ყველაფერს ღმერთების შემოქმედებას მიაწერდა – ხოლო ფილოსოფოსები ამ საკითხზე ტომებს წერდნენ. რაც შეეხება მეცნიერებას, ამ უამთავრეს თემაზე მცირე რამის თქმა თუ შეეძლო.

განაგრძე კითხვა

ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შეიძლება მასიური უმუშევრობა და უთანასწორობა გამოიწვიოს


შიში, რომ დასაქმებული ადამიანები მალე თავიანთ სამსახურს მანქანებს (მექანიზმებს) დაუთმობენ, გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბოლო ათწლეულში აშშ-ში ინდუსტრიული რობოტების რაოდენობამ 72%-ით იმატა, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია. სწორედ ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება 300 გვერდიანი მოხსენებიდან, რომლის ავტორიც არის ამერიკის საინვესტიციო ბანკი „მერილ ლინჩი” (BAML) და მასში დეტალურადაა აღწერილი ის პოტენციური დარტყმა, რომელიც სამუშაო ბაზარზე რობოტების რევოლუციას შეიძლება მოყვეს.

განაგრძე კითხვა

პირველი დაკვირვება „უცხოპლანეტური მეგასტრუქტურის” მქონე ვარსკვლავზე


ერთგვარი იმედგაცრუება მათთვის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ მეცნიერებმა უცხოპლანეტელების არსებობის ირიბი მტკიცებულება აღმოაჩინეს: ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოჩენილი „უცხოპლანეტური მეგასტრუქტურა” სავარაუდოდ სულაც არაა უცხოპლანეტური წარმოშობის და უფრო მიწიერი (თუმცა მაინც საინტერესო), ბუნებრივი ახსნა აქვს.

განაგრძე კითხვა

ყველაზე უცნაური და საშიში ვამპირები ბუნებაში


ვამპირები მითიური არსებები არიან, არა? სიბნელის მოყვარული, სისხლისმწოველი ბოროტმოქმედების შესახებ თქმულებები საუკუნეების განმავლობაში ფართოდ ვრცელდებოდა. ბევრისთვის ნაცნობია ეს უკვდავი ურჩხულები, რისი მიზეზიც დასავლეთ ევროპაში ბალკანეთიდან გავრცელებული ცრურწმენები გახლავთ. აქ მე-18 საუკუნეში ჩვეულებრივი ამბავი იყო ვამპირების შესახებ აგორებული ჭორები მათი საშიში ქმედებების შესახებ. ისეთი ძველი ცივილიზაციები, როგორიცაა ბაბილონი, გვაწვდიან 3800 წლის წინანდელ თქმულებებს სისხლისმსმელ სულებზე. მაგრამ არის თუ არა სიმართლის მარცვალი ამ ლეგენდებში?

განაგრძე კითხვა

როგორ ავაგოთ დაისონის სფერო?

მოდი, დაისონის სფერო ავაგოთ!

რატომაც არა?

მზეს გარს შემოვარტყამთ მზის პანელების მასიურ ჯგუფს, კაცობრიობა გადაინაცვლებს კარდაშევის შკალის II ტიპის ცივილიზაციაზე, რომელიც თავისი ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი ენერგიის თითქმის 100%-ს ითვისებს. დაისონის სფერო მოგვაწვდის საჭიროზე გაცილებით მეტ ენერგიას, ამასთან მნიშვნელოვნად გაიზრდება ჩვენი საცხოვრებელი არეალი. გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწაზე ჩვენი რესურსები მცირდება და სანაცვლოდ იზრდება მოთხოვნა ენერგიასა და საცხოვრებელზე, ეს ჩვენი სახეობისთვის ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი კარგი გეგმაა.

განაგრძე კითხვა

რა არის სიგნალი WOW?


ყველას ახსოვს სტივენ სპილბერგის მიერ 1977 წელს გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები”, რომელშიც ასახულია პირველი კონტაქტი უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან. თუმცა მცირეოდენი თუ აცნობიერებს, რომ ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე აღტაცებულ მეცნიერებს სჯეროდათ – სულ მცირე, ცოტა ხნით მაინც – რომ შესაძლოა უცხოპლანეტელებისგან გამოგზავნილი სიგნალი დაიჭირეს.

განაგრძე კითხვა

ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც ასტრონომებს უცხოპლანეტელთა სიგნალი ეგონათ

alien-ship
მეცნიერულ სამყაროში ამ კვირას მითქმა-მოთქმა ატყდა უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის შესაძლო აღმოჩენის შესახებ. მოსაზრება უდავოდ დამაინტრიგებელია, თუმცა ჯეროვან სკეპტიციზმსაც საჭიროებს. წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ დროებით აუხსნელი ბუნებრივი მოვლენები ხშირად ეშლებათ უცხოპლანეტელებში. ქვემოთ იხილავთ რამდენიმე მაგალითს.

განაგრძე კითხვა

კეპლერმა შესაძლოა უცხოპლანეტური მეგასტრუქტურა აღმოაჩინა

alien-planet
ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის დანიშნულება იმ პატარა ქვის პლანეტების აღმოჩენაა, რომლებიც შორეულ ვარსკვლავებს უვლიან გარს. თუმცა ეგზოპლანეტები არ გახლავთ ერთადერთი რამ, რისი პოვნაც კეპლერს შეუძლია – სხვადასხვა მისიების დროს ვარსკვლავებზე მომხდარი აფეთქებები, ვარსკვლავების ლაქები და პლანეტარული რგოლები მისი დაკვირვების ობიექტები გამხდარან.

განაგრძე კითხვა

ცხოვრობს თუ არა თქვენში სხვა ადამიანი?


შეიძლება ფიქრობთ, რომ სხეული და გონება თქვენი საკუთრებაა. მაგრამ სინამდვილეში თქვენ მრავალი ორგანიზმის გაერთიანება ხართ – მათ შორის კი შესაძლოა, სხვა პიროვნებაც იყოს.

ერთ დროს თქვენი წარმოშობა ადვილად აიხსნებოდა. მამათქვენი შეხვდა დედათქვენს, დაიწყეს ურთიერთობა და პატარა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან გამოიჩეკეთ თქვენ. ნახევრად დედათქვენი ხართ, ნახევრად მამათქვენი და 100%-ით თქვენ.

თუმცა ეს მარტივი ისტორია ამჯერად გაცილებით ჩახლართულია. მშობლებიდან მემკვიდრეობით მიღებული გენების გარდა თქვენ ვირუსების, ბატერიებისა და შესაძლოა სხვა ადამიანების მოზაიკასაც წარმოადგენთ. მართლაც, თუკი ტყუპისცალი ხართ, დიდი ალბათობით სხეულსა და ტვინში თქვენი დედმამიშვილის ნაწილაკები გაქვთ. კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ ისინი შეიძლება თქვენს ქცევაზე ახდენდნენ გავლენას.

განაგრძე კითხვა