ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შეიძლება მასიური უმუშევრობა და უთანასწორობა გამოიწვიოს


შიში, რომ დასაქმებული ადამიანები მალე თავიანთ სამსახურს მანქანებს (მექანიზმებს) დაუთმობენ, გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბოლო ათწლეულში აშშ-ში ინდუსტრიული რობოტების რაოდენობამ 72%-ით იმატა, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია. სწორედ ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება 300 გვერდიანი მოხსენებიდან, რომლის ავტორიც არის ამერიკის საინვესტიციო ბანკი „მერილ ლინჩი” (BAML) და მასში დეტალურადაა აღწერილი ის პოტენციური დარტყმა, რომელიც სამუშაო ბაზარზე რობოტების რევოლუციას შეიძლება მოყვეს.

მოხსენების მიხედვით, რობოტიკასა და ხელოვნური ინტელექტის დარგებში მიღწეულ პროგრესს მოჰყვება ფენომენი, რომელიც ცნობილია, როგორც „შემოქმედებითი განადგურება”, სადაც შრომის ნაყოფიერების ზრდითა და შემცირებული ხარჯებით მიღებული სარგებლით კომპენსირდება შრომის ბაზარზე მომხდარი განხეთქილებები, როგორიცაა დასაქმებულ ადამიანთა ნაწილის უმუშევრად დარჩენა. მაგალითად, სან-ფრანცისკოში გახსნილმა სტარტაპ კომპანიამ შექმნა სრულად ავტომატური მოწყობილობა, რომელიც ბურგერებს ამზადებს და გამიზნულია სწრაფი კვების რესტორნებში მომუშავეთა ჩასანაცვლებლად. გარდა ამისა, გაკეთდა განცხადება 2017 წლისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რობოტი პოლიციის ოფიცრების (ე.წ. „რობოკოპების”) წარდგენის შესახებ, რათა „მომსახურება გაუმჯობესდეს დამატებითი ადამიანების დაქირავების გარეშე”.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენარი სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას, მოხსენებაში მტკიცედ აცხადებენ, რომ მსგავსი ინოვაციები სულაც არ ცდება რეალობის საზღვრებს, რაც რობოტიკის ბაზარზე შემდეგი 5 წლის განმავლობაში მოსალოდნელი პროგრესის დამსახურება იქნება. შედეგად „ხელოვნური ინტელექტის, მანქანების მიერ სწავლის, ღრმა შესწავლისა და ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისის (როგორიცაა ხმის ამოცნობა) კომბინაცია შესაძლებელს ხდის შესრულდეს ბევრი ცოდნისმიერი დავალება, რაც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა შეუძლებლად ან მანქანებისთვის არაპრაქტიკულად”.

რეი კურცვეილის, გუგლის ინჟინერიის დირექტორის მიხედვით, ამან შეიძლება გამოიწვიოს „სინგულარობა”, როცა მგრძნობიარე მოწყობილობები ადამიანებს დაჯაბნიან და პლანეტის ყველაზე გონიერი არსებების სტატუსს დაიკავებენ.

ნაკლებად აპოკალიფსურ, თუმცა მაინც საგანგაშო ნოტაზე BAML-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ავტომატიზირებული სამუშაო ძალის აღზევებამ შესაძლოა სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა გამოიწვიოს, რადგან სიმდიდრე ბიზნესის მფლობელებს შორის განაწილდება. ამას შეიძლება მოყვეს „გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს” და მონოპოლისტური შედეგები, სადაც ტექნოლოგიური პატენტების მფლობელები უაზამრაზარი ოდენობის ქონებას დაინაწილებენ, ხოლო არაკვალიფიციურ მუშაკებს გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ.

თუმცა BAML-ი ასევე აღნიშნავს, რომ წარსულში რამდენჯერმე გაჩნდა მსგავსი შიშები, რომ მექანიზაციის ზრდა საბოლოოდ მარცხს განიცდიდა და ამას კატასტროფული შედეგები მოყვებოდა. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროცესებში ტექნოლოგიის დანერგვამ შეიძლება ფერმებში მომუშავე ადამიანთა რაოდენობა შეამცირა, მაგრამ სამაგიეროდ მისივე მეშვეობით შეიქმნა სრულიად ახალი სამუშაო ბაზარი და შესაბამისად, ამ პროგრესს არ მოჰყოლია მასიური უმუშევრობა.

ბევრი იმედოვნებს, რომ მსგავსი ეფექტი ექნება რობოტიკის ტექნოლოგიასაც, რომელიც სამუშაო ადგილებში მსოფლიო მასშტაბით ახდენს რევოლუციას და საფუძველს უყრის იმას, რასაც BAML-ი უწოდებს „პარადიგმულ ცვლილებას, რომელიც მთლიანად შეცვლის ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილს”.

IFLScience

Advertisements

One response to “ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შეიძლება მასიური უმუშევრობა და უთანასწორობა გამოიწვიოს

  1. vepkhviamania 27/11/2015, 11:27 PM

    იდეაში ტექნოლოგია სწორედ მაგისთვის შეიქმნა რომ ადამიანების შრომა შემსუბუქებულიყო. მაგრამ კაპიტალიზმის პირობებში ასე არაა. “სასოფლო-სამეურნეო პროცესებში ტექნოლოგიის დანერგვამ შეიძლება ფერმებში მომუშავე ადამიანთა რაოდენობა შეამცირა, მაგრამ სამაგიეროდ მისივე მეშვეობით შეიქმნა სრულიად ახალი სამუშაო ბაზარი” – აი სწორედ ამ ახალ აბსურდულ სამუშაოებზე წერს დევიდ გრებერი.

    http://a-library.org/devid-greberi-absurduli-samushaoebis-fenomenze/#sthash.Q7ASdYEY.dpbs

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: