რატომ არსებობს საერთოდ რამე?


ფიზიკოსების ნაწილი თვლის, რომ შეუძლიათ ახსნან, რატომ წარმოიშვა სამყარო. თუკი მართლაც ასეა, მთელი კოსმოსი შესაძლოა, სრულიად არაფრისგან გაჩენილიყო.

კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში იბრძოდა იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, თუ რატომ არსებობს სამყარო. თითქმის ყველა უძველეს კულტურას გააჩნდა საკუთარი კრეაციონისტული ამბავი – რომელთა უმეტესობა ყველაფერს ღმერთების შემოქმედებას მიაწერდა – ხოლო ფილოსოფოსები ამ საკითხზე ტომებს წერდნენ. რაც შეეხება მეცნიერებას, ამ უამთავრეს თემაზე მცირე რამის თქმა თუ შეეძლო.

ბოლო პერიოდში ზოგიერთი ფიზიკოსი და კოსმოლოგი ისევ მიუბრუნდა ამ საკითხს. ისინი აღნიშნავენ, რომ ამჟამად გარკვეული წარმოდგენა გვაქვს სამყაროს ისტორიასა და იმ ფიზიკის კანონებზე, რომლებიც სამყაროს მოქმედებას აღწერენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია გვაწვდის მინიშნებებს იმაზე, როგორ და რატომ არსებობს კოსმოსი.

მათი სადავო პასუხი ისაა, რომ მთელი სამყარო, დაწყებული დიდი აფეთქების ცეცხლოვანი ბურთიდან დამთავრებული ვარსკვლავებით მოჭედილი კოსმოსით, რომელშიც ამჟამად ვბინადრობთ, არაფრისგან გაჩნდა. მათი თქმით, ეს უნდა მომხდარიყო, რადგან „არაფერი” ხასიათდება არასტაბილურობით.

შესაძლოა, ეს მოსაზრება უცნაურად ჟღერს ან მორიგ ფანტასტიკურ კრეაციონისტულ ამბავს ჰგავს. თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ის ბუნებრივად გამომდინარეობს ორი ყველაზე ძლიერი და წარმატებული მეცნიერული თეორიიდან: კვანტური მექანიკიდან და ზოგადი ფარდობითობიდან.

მოდი, ჩავუღრმავდეთ, როგორ შეიძლებოდა ყველაფერი არაფრისგან წარმოშობილიყო.


 

ნაწილაკები ცარიელი სივრციდან

თავდაპირველად კვანტური მექანიკის სამყაროს უნდა გავეცნოთ. ეს გახლავთ ფიზიკის ის დარგი, რომელიც შეისწავლის ძალიან პატარა რამეებს: ატომებსა და უფრო მცირე მასშტაბის ნაწილაკებს. ის საოცრად წარმატებული თეორიაა და საფუძვლად უდევს თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების უმეტესობას.

კვანტური მექანიკა გვამცნობს, რომ ცარიელი სივრცე არ არსებობს. ყველაზე სრულყოფილი ვაკუუმიც კი სავსეა ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების მღვრიე ღრუბლით, რომლებიც უეცრად ჩნდებიან და თითქმის მაშინვე არარსებობაში გადადიან.

ეს ე.წ. ვირტუალური ნაწილაკები ვერ ცოცხლობენ იმდენ ხანს, რომ მათზე უშუალო დაკვირვება განხორციელდეს, თუმცა მათი არსებობის შესახებ ვიგებთ გამოწვეული ეფექტებით.

სტეფანის კვინტეტი

 

დრო და სივრცე უდროობიდან და უსივრცობიდან

ისეთი პატარა რამეებიდან, როგორიცაა ატომები, მიიღება უზარმაზარი ობიექტები, როგორიცაა გალაქტიკები. საუკეთესო თეორია, რომელიც ამხელა მასშტაბის სტრუქტურებს აღწერს, ზოგადი ფარდობითობაა, აინშტაინის დამაგვირგვინებელი მიღწევა, რომელიც ხსნის სივრცის, დროისა და გრავიტაციის მოქმედებას.

ფარდობითობა ძალიან განსხვავდება კვანტური მექანიკისგან და ჯერჯერობით ვერავინ შეძლო მათი უპრობლემოდ გაერთიანება. თუმცა ზოგმა თეორეტიკოსმა შეძლო ამ ორი თეორიის მისადაგება კონკრეტულ პრობლემებზე ფრთხილად შერჩეული დაშვებების გამოყენებით. მაგალითად, ეს მიდგომა გამოიყენა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ ჰოკინგმა შავი ხვრელების აღწერისას.

ასეთმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც კვანტურ თეორიას უსადაგებენ სივრცის ყველაზე მცირე შესაძლო მასშტაბებს, თავად სივრცე არასტაბილური ხდება. ნაცვლად იმისა, რომ სრულყოფილად გლუვი და უწყვეტი იყოს, სივრცე და დრო არასტაბილურები ხდებიან, იდღვიბებიან და ქაფდებიან დრო-სივრცის ბუშტუკებიან ქაფში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დროისა და სივრცის პატარა ბუშტუკები შეიძლება სპონტანურად გაჩნდეს. „თუკი დრო და სივრცე დაკვანტულია, შეიძლება ფლუქტუაცია (მერყეობა) განიცადონ”, ამბობს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი ლოურენს კრაუსი. „ასე რომ შესაძლებელია ვირტუალური დრო-სივრცის შექმნა, ზუსტად ისე, როგორც ვირტუალური ნაწილაკებისა”.

უფრო მეტიც, თუკი ასეთი ბუშტუკების გაჩენა შესაძლებელია, გარანტირებულია, რომ გაჩნდებიან კიდეც. „კვანტურ ფიზიკაში თუკი რაღაც გამორიცხული არ არის, აუცილებლად ხდება არანულოვანი ალბათობით”, ამბობს ტაფტსის უნივერსიტეტის (ბოსტონი, მასაჩუსეტსი) პროფესორი ალექსანდრ ვილენკინი.

შესაძლოა, ყველაფერი ბუშტუკებით დაიწყო

 

სამყარო ბუშტიდან

ასე რომ არამხოლოდ ნაწილაკები და ანტინაწილაკები ჩნდებიან არაფრისგან და შემდეგ ქრებიან: დრო-სივრცის ბუშტუკებსაც შეუძლიათ ანალოგიური რამ. თუმცა მაინც დიდ ნახტომად ჩანს უსასრულოდ მცირე დრო-სივრცის ბუშტუკიდან მასიურ სამყაროზე გადასვლა, რომელიც 100 მილიარდ გალაქტიკას მოიცავს. თუკი ბუშტუკი მართლაც გაჩნდა, ის ხომ თვალის დახამხამებაში გაქრებოდა?

რეალურად, შესაძლებელია ბუშტუკი გადარჩენილიყო. თუმცა საამისოდ კიდევ ერთი ხრიკია საჭირო: კოსმოსური ინფლაცია.

ფიზიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ სამყარომ არსებობა დაიწყო დიდი აფეთქებით. თავდაპირველად სამყაროს მთელი მატერია და ენერგია დაპრესილი იყო წარმოუდგენლად პატარა წერტილში, რომელიც შემდეგ აფეთქდა. ეს დასკვნა მიღებულია მეოცე საუკუნის დასაწყისში გაკეთებული აღმოჩენიდან, რომ სამყარო ფართოვდება. თუკი ყველა გალაქტიკა ერთმანეთს შორდება, ოდესღაც ერთად უნდა ყოფილიყვნენ.

ინფლაციის თეორია ასკვნის, რომ უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო ფართოვდებოდა გაცილებით სწრაფად, ვიდრე მოგვიანებით. ეს ერთი შეხედვით საოცარი მოსაზრება 1980-იანებში წამოაყენა ალან გუტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოს-კოსმოლოგმა, ხოლო გააუმჯობესა ანდრეი ლინდემ, ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა.

მთავარი იდეა ისაა, რომ დიდი აფეთქების შემდეგ წამის უმცირეს მონაკვეთში კვანტის ზომის სივრცის ბუშტუკი გასაოცრად სწრაფად გაფართოვდა. დროის საოცრად მცირე პერიოდში ატომბირთვზე პატარა ზომიდან ქვიშის მარცვლამდე გაიზარდა. როცა გაფართოება შენელდა, მისი მამოძრავებელი ძალის ველი გარდაიქმნა მატერიად და ენერგიად, რომელიც დღეს სამყაროს ავსებს. გუტი ინფლაციას „უმთავრეს უფასო სადილს” უწოდებს.

როგორი უცნაურიც გინდა ჩანდეს, ინფლაცია ფაქტებს საკმაოდ კარგად ერგება. მაგალითად, ზუსტად ხსნის, თუ რატომაა კოსმოსური მიკროტალღური ფონი, იმ რადიაციის სუსტი კვალი, რომელიც დიდი აფეთქებიდან დარჩა, თითქმის ერთგვაროვნად გავრცელებული მთელ კოსმოსში. სამყარო რომ ასე სწრაფად არ გაფართოებულიყო, რადიაცია უფრო არაერთგვაროვანი იქნებოდა.

კოსმოსის მიკროტალღური ფონი

 

სამყარო ბრტყელია – რატომაა ეს ფაქტი მნიშვნელოვანი?

ინფლაციამ კოსმოლოგებს ასევე მისცა საშუალება, განესაზღვრათ სამყაროს გეომეტრია. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, როგორ გაჩნდა კოსმოსი არაფრისგან.

აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია ამბობს, რომ დრო-სივრცეს, რომელშიც ვცხოვრობთ, სამი სხვადასხვა ფორმა აქვს. ის შეიძლება მაგიდის ზედაპირივით ბრტყელი იყოს, გამრუდდეს სფეროს ზედაპირივით, სადაც ხანგრძლივი მოგზაურობის შემთხვევაში ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდებით და გარე მიმართულებით გაიღუნოს უნაგირის მსგავსად. რომელი მათგანია აქედან ჭეშმარიტი?

არსებობს ამის დადგენის გზა. მათემატიკის გაკვეთილებიდან ალბათ გახსოვთ, რომ სამკუთხედის სამი კუთხის ჯამი ზუსტად 180 გრადუსია. თუმცა მასწავლებლებმა ალბათ არ გითხრეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ: ეს კანონი მხოლოდ ბრტყელ ზედაპირს ესადაგება. თუკი სამკუთხედს ბუშტის ზედაპირზე დახატავთ, მისი სამი კუთხის ჯამი 180 გრადუსს გადააჭარბებს. ხოლო თუკი უნაგირის შიდა მხარეს დახაზავთ, 180 გრადუსზე ნაკლები იქნება.

იმის დასადგენად, ბრტყელია თუ არა სამყარო, უნდა გავზომოთ უზარმაზარი სამკუთხედის კუთხეები. სწორედ აქ ერთვება საქმეში ინფლაცია. მისი მეშვეობით განისაზღვრა კოსმოსის მიკროტალღურ ფონში თბილი და გრილი მონაკვეთების საშუალო ზომა. ეს მოხდა 2003 წელს და ასტრონომებს სამკუთხედის შეკვრის საშუალება მისცა. შედეგად ვიცით, რომ სამყაროს დაკვირვებადი რეგიონი მეტწილად ბრტყელია.

შეიძლება ერთი შეხედვით სულაც ჰგავდეს ბრტყელს..

როგორც აღმოჩნდა, სამყაროს სიბრტყელე გადამწყვეტია, რადგან მხოლოდ ბრტყელი სამყარო შეიძლებოდა არაფრისგან წარმოშობილიყო.

ყველაფერი, რაც არსებობს, დაწყებული ვარსკვლავებიდან და გალაქტიკებიდან დამთავრებული სინათლით, რომლითაც მათ ვხედავთ, საიდანმე უნდა აღმოცენებულიყო. უკვე ვიცით, რომ კვანტურ დონეზე ნაწილაკები ჩნდებიან, შესაბამისად სამყაროში ამის ნიშნები უნდა იყოს. მაგრამ ამდენი ვარსკვლავისა და პლანეტის წარმოქმნას უზარმაზარი ენერგია სჭირდება.

საიდან გაჩნდა მთელი ეს ენერგია სამყაროში? უცნაურია, მაგრამ შეიძლება ეს საჭირო არც ყოფილიყო. სამყაროში ყოველი ობიექტი წარმოქმნის გრავიტაციას და სხვა ობიექტებს თავისკენ იზიდავს. ეს აბალანსებს მატერიის წარმოსაქმნელად საჭირო ენერგიას.

ეს ძველმოდურ სასწორს ჰგავს: ერთ მხარეს მძიმე საგანს დებთ და გასაწონასწორებლად მეორე მხარეს შესაბამის წონას ათავსებთ. სამყაროს შემთხვევაში სასწორის ერთ მხარეს მატერიაა და მას გრავიტაცია აბალანსებს.

ფიზიკოსებმა გამოთვალეს, რომ ბრტყელ სამყაროში მატერიის ენერგია ზუსტად ბალანსირდება მასის მიერ წარმოქმნილი გრავიტაციის ენერგიისგან. მაგრამ ეს მხოლოდ ბრტყელი სამყაროს შემთხვევაშია ასე. თუკი სამყარო გამრუდებულია, ამ ორის ჯამი ერთმანეთს არ გააწონასწორებს.

ერთ მხარეს მატერია, მეორე მხარეს გრავიტაცია

 

სამყარო თუ მულტისამყარო?

ამ გადმოსახედიდან სამყაროს წარმოშობა თითქოს ადვილი ჩანს. კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ „არაფერი” ბუნებით არასტაბილურია, ასე რომ თავდაპირველი ეტაპი არაფრიდან რაღაცისკენ გადასვლაში შესაძლოა გარდაუვალიც კი იყო. შედეგად მიღებული დრო-სივრცის პატარა ბუშტუკი ინფლაციის წყალობით სწრაფად გარდაიქმნა მასიურ, გადატვირთულ სამყაროდ. როგორც კრაუსი ამბობს, „ფიზიკის კანონები, რამდენადაც ჩვენ გვესმის, სავსებით დასაშვებს ხდიან, რომ ჩვენი სამყარო არაფრისგან გაჩნდა – არ იყო არც სივრცე, არც დრო, არც ნაწილაკები, არაფერი, რაზეც ცოდნა გაგვაჩნია”.

მაშ რატომ მოხდა ეს მხოლოდ ერთხელ? თუკი დრო-სივრცის ერთი ბუშტუკი უცებ გაჩნდა და ინფლაცია მოახდინა სამყაროს მასშტაბებამდე, რამ შეუშალა ხელი სხვა ბუშტუკებს იმავეს განხორციელებაში?

ლინდე გვთავაზობს მარტივ, თუმცა თავბრუდამხვევ პასუხს. ის ფიქრობს, რომ სამყაროები ყოველთვის ჩნდებოდნენ და ეს პროცესი სამუდამოდ გაგრძელდება.

როცა ახალი სამყარო წყვეტს ინფლაციას, აღნიშნავს ლინდე, მას ჯერ კიდევ აკრავს გარს სივრცე, რომელიც ინფლაციის პროცესშია. ამ სივრცემ შეიძლება უფრო მეტი სამყაროები წარმოშვას, რომელთა გარშემოც კიდევ უფრო მეტი მოცულობის, ინფლაციის პროცესში მყოფი სივრცე იქნება. ასე რომ როგორც კი ინფლაცია იწყება, ის სამყაროების უსასრულო წყებას ქმნის, რასაც ლინდე მუდმივ ინფლაციას უწოდებს. ჩვენი სამყარო შესაძლოა მხოლოდ ქვიშის მარცვალი იყოს უსაზღვრო პლაჟზე.

ეს სამყაროები შეიძლება ძირეულად განსხვავდებოდნენ ჩვენისგან. მეზობელ სამყაროს შესაძლოა ჩვენთვის ცნობილი სამი სივრცული განზომილების ნაცვლად – სიგრძე, სიგანე და სიმაღლე – ხუთი განზომილება ჰქონდეს. გრავიტაცია ათჯერ ძლიერი ან ათასჯერ სუსტი იყოს, ან საერთოდაც არ არსებობდეს. მატერია შეიძლება სრულიად განსხვავებული ნაწილაკებისგან შედგებოდეს.

ასე რომ შესაძლოა, თავბრუდამხვევად მრავალფეროვანი სამყაროები არსებობდნენ. ლინდე ამბობს, რომ მუდმივი ინფლაცია უბრალოდ უმთავრესი უფასო სადილი არაა: ის ერთადერთია, სადაც ყველა შესაძლო კერძი ხელმისაწვდომია.

თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს მყარი მტკიცებულება, რომ სხვა სამყაროები არსებობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოსაზრებები სრულიად ახალ მნიშვნელობას სძენენ ცნობილ ფრაზას „მადლობა არაფრისთვის”.

BBC

Advertisements

43 responses to “რატომ არსებობს საერთოდ რამე?

  1. lasha 18/11/2015, 5:44 PM

    ხო აბა სამყარო არაფრისგან თავისით შეიქმნა და ჩვენც შემთხვევით გავჩნდით დარვინის ევოლუციის გზით კარგით რაა არაფრისგან რამე როგორ უნდა შეიქნმნას ენერგიის მუდმივობის კანონი სადღა წაიღეს არაფრისგან ხომ არ წარმოიშვა ისიც და ვაკუუმი თუ გვაქვს ის აბსოლიტურად სუფთა უნდა იყოს ყოველგვარი ნაწილაკებისგან და ასე შემდეგ ეს აქ კოსმოსში ვერ მივიღებთ აბსოლიტურად სუფთა ვაკუუმს რამე რომ არ ერიოს
    Charlius საიდან გადმოთარგმნე ეს მორგან ფრიმანის სივრცისა და დროის მიღმა რომააა გადაცემა იქედან ხომ არა
    მოდი ასე სამყარო ღმერთმა შექმნა და ეს უფრო დამაჯერებლად ჟღერს ძალიან დამაჯერებლად ვიდრე ის რომ სამყარო თავისით შეიქმნა

    Like

    • Charlius 18/11/2015, 5:58 PM

      1. წყარო ბოლოში უწერია, ბიბისის სტატიაა

      2. დარვინის ევოლუცია მხოლოდ შემთხვევითობას არ გულისხმობს

      3. ენერგიაზე წერია, რომ ერთ წერტილში იყო შეკუმშული (სინგულარულ მდგომარეობაში)

      4. მთავარია არა ის, რა ჟღერს ჩვენთვის დამაჯერებლად, არამედ ის, კვლევები რას აჩვენებს.

      ჩემთვის (და უამრავი ადამიანისთვის) დაუჯერებლად ჟღერს, რომ ნაწილაკს შეუძლია ტალღაც იყოს და ნაწილაკიც, ერთდროულად ორ ადგილას იმყოფებოდეს, გადაადგილდეს სივრცის გამოტოვებით, სამყაროს მეორე ბოლოში რომელიმე ნაწილაკს უხილავად დაუკავშირდეს და მასზე ზეგავლენას ახდენდეს და ა.შ. მაგრამ სამყაროს მაგრად კიდია, ადამიანები რას თვლიან დაუჯერებლად :დ

      რაც შეეხება ღმერთის კონცეფციის შემოტანას, არსებულ პრობლემას მხოლოდ აუარესებს და უსასრულო რეგრესამდე მიჰყავს.

      Liked by 2 people

    • David Namdvili 19/11/2015, 1:19 AM

      და ღმერთი ვინ შექმნა?

      Liked by 1 person

      • nikoloz 21/07/2017, 7:44 PM

        ქრისტიანული კონცეფციის მიხედვით ღმერთი მარადიული ზე-ბუნებრივი არსებაა და ის დროის, სივრცის და მატერიალური სამყაროს მიღმა იმყოფება.

        Like

    • Paaata 01/12/2015, 3:59 PM

      ევოლუცია მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, ნამარხებია ნანახი დიენეი გამოკვლეული. მოკლედ დანახვა არ გინდა იმიტომ რომ გეშინია, არ გინდა ისწავლო, სწორედ ამის გამოა ჩამორჩენილი ჩვენი ქვეყანა ერებს. ჩამორჩენილობაში დიდი როლი აქვს რელიგიას და დაჩლუნგებაში ხალხის.

      Like

  2. lasha 18/11/2015, 7:10 PM

    და რომ არსებობდეს მაშინ რას იზამ შენ თვითონ შენი თვალით ხომ ნახავ არსებობს თუ არა სიკვდილის მერე Charlius ჩემო კეთილო
    მერე რაღას იტყვი არ ვიცოდი არსებობდი თუ არაო მაგრამ ახლა ვხედავ რომ არსებობ მაგრამ როგორო ისიც გეტყვის პასუხს სამყაროს თვითშექმნის და ევოლუციის თეორიით ადამიანის სასწაულებრივი გაჩენის გჯერა და ჩემი არსებობის დაჯერებას რაღა უნდოდაო
    ჩარლიუს უფალი ვინაა თუ იცი ? ვიცი რომ იცი მაგრამ მაინც
    მადლი დააგროვე ჩარლიუს ჩემი რჩევა იქნება უპოვრებს და უქონელებს რომ დაინახავ დაურიგე რამდენის გამეტებაც შეძლო და დაგიგროვდება და ცუდი რომ გაგიკეთონ მიუტევე და ასე შემდეგ შენ თვითონ ნახავ რომ არსებობს მე ვიცი რომ არსებობს და მინდა შენც იცოდე ჩემო კეთილო მეგობარო

    Like

    • Charlius 18/11/2015, 8:12 PM

      იმ ღმერთის გარდა, რომლისაც შენ გწამს, კაცობრიობას რამდენიმე ათასი ღმერთი აქვს გამოგონებული და თუკი ღმერთი მართლაც არსებობს, მათგან ნებისმიერი შეიძლება იყოს. ყველა ერთად ვიწამო? 😀 თუნდაც ყველაზე გავრცელებული რელიგიები – ისლამი და ქრისტიანობა ავიღოთ, მათ მიერ აღწერილი მეთოდები, რომლითაც ღმერთის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვო, ურთიერთშეუთავსებელია. თანაც ყოვლისმცოდნე ღმერთს სავარაუდოდ არ მოეწონება, რომ მისი მხოლოდ იმიტომ მწამს, რომ სიკვდილის მერე თავი დავიზღვიო.

      ქველმოქმედებას რწმენა არ სჭირდება, რისი ნათელი მაგალითიც ბილ გეიტსია

      Liked by 2 people

      • SmouGiaunusi 18/11/2015, 8:19 PM

        მეცნიერებასთან ღმერთი საერთოდ რა შუაშია ? : /// ასე მგონია რომ ადამიანებს ეზარებათ ფიქრი და ყველაფერს ღმერთს მიაწერენ ეგრევე. ადვილ გზებს ეძებენ როგორც ყოველთის.

        Like

      • nikoloz 21/07/2017, 7:48 PM

        მთხოვეს მომეთხრო თქვენთვის, რა სწამთ ქრისტიანებს. დავიწყებ იმით, თუ რა არ უნდა სწამდეთ, რისი არ უნდა სჯეროდეთ ქრისტიანებს. თუ ქრისტიანი ხართ, არ უნდა გჯეროდეთ იმისა, რომ სხვა დანარჩენი რელიგიები თავიდან ბოლომდე მცდარია. თუ ათეისტი ხართ, უნდა აღიარებდეთ, რომ ყველა რელიგიის საფუძველი ერთი უდიდესი შეცდომაა. თუ ქრისტიანი ხართ, უნდა დაუშვათ, რომ ყველა რელიგია, მათ შორის ყველაზე უცნაურიც კი, რაღაც ჭეშმარიტების მარცვალს მოიცავს. როცა ათეისტი ვიყავი, თავს ვარწმუნებდი, რომ კაცობრიობის უმეტესობა, ყოველთვის ცდებოდა იმ საკითხში, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის. როცა გავქრისტიანდი, შევძელი უფრო ლიბერალური თვალსაზრისის მიღება. ცხადია, იყო ქრისტიანი, არ ნიშნავს ფიქრობდე, თითქოს, სადაც ქრისტიანობა სხვა რელიგიებისაგან განსხვავდება, იქ სხვები ცდებიან, ქრისტიანობა კი არა; საკითხი ისე დგას როგორც არითმეტიკაში: მხოლოდ ერთი პასუხია სწორი, სხვა დანარჩენი – არა. მაგრამ ამ არასწორ პასუხთაგან ზოგიერთი უფრო მიახლოებულია სწორს.

        ძალიან ზოგადად კაცობრიობა შეიძლება დაიყოს უმრავლესობად, რომელთაც სწამთ ღმერთისა თუ ღმერთებისა და უმცირესობად, რომელთაც არ სწამთ მათი. ამ აზრით ქრისტიანები განეკუთვნებიან უმრავლესობას ძველ ბერძნებთან, და რომაელებთან, თანამედროვე ველურებთან, სტოიკოსებთან, პლატონისტებთან, ინდუსებთან, მაჰმადიანებთან და ა.შ. ერთად და არა თანამედროვე დასავლელ ევროპელ მატერიალისტებს.

        შეიძლება ეს დაყოფა გავაგრძელოთ. ადამიანები, რომელთაც ღმერთი სწამთ, შეიძლება დაიყონ იმის მიხედვით, თუ როგორი ღმერთი სწამთ. ამაზე ორი ძალზედ განსხვავებული აზრი არსებობს. ერთი აზრი ასეთია: ღმერთი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. ჩვენ, ადამიანები, ერთ რამეს კარგს ვუწოდებთ, მეორეს – ცუდს, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი შეხედულებაა და რაც სიბრძნე გემატება, მით უფრო გიჭირს რამეს კეთილი ან ბოროტი უწოდო და მით უფრო ნათლად ხედავ, რომ ნებისმიერი რამ ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ – ცუდი, რომ არაფერია ბოლომდე განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანთა აზრით, სანამ ღვთაებრივ თვალსაზრისამდე მიხვალთ, მანამდე ეს განსხვავება უკვალოდ გაქრება. კიბოს დაავადებას ცუდს ვუწოდებთ იმიტომ, რომ ის კლავს ადამიანს, მაგრამ შეიძლება ქირურგიც მივიჩნიოთ ცუდად, რადგან ის კლავს კიბოს. ყველაფერი დამოკიდებულია თვალსაზრისზე. მეორე და საპირისპირო აზრი ისაა, რომ ღმერთი პრინციპულად „კარგია“ და „სამართლიანი“; იგი იმის მხარეზეა, ვისაც უყვარს სიყვარული და ვისაც სძულს სიძულვილი; მას სურს ვიქცეოდეთ სწორედ ამგვარად და არა სხვაგვარად. პირველი თვალსაზრისი, რომ ღმერთი სიკეთესა და ბოროტებას მიღმაა, არის პანთეიზმი. ამ აზრს იზიარებდა უდიდესი პრუსიელი ფილოსოფოსი ჰეგელი და რამდენადაც მე გამეგება – ინდუსები. მეორე თვალსაზრისზე დგანან ებრაელები, მაჰმადიანები, ქრისტიანები.

        პანთეიზმსა და ღმერთის ქრისტიანულ იდეას შორის ამ დიდი განსხვავების გარდა, არსებობს სხვა განსხვავებაც. პანთეისტებს, ჩვეულებრივ, სჯერათ, რომ ღმერთი, ასე ვთქვათ, ასულიერებს სამყაროს, როგორც თქვენ – თქვენს სხეულს; რომ სამყარო თითქმის ღმერთია; რომ არ არსებობდეს სამყარო, არ იარსებებდა ღმერთი; ყოველი არსებული სამყაროში არის ღმერთის ნაწილი. ქრისტიანები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ღმერთმა გამოიგონა და შექმნა სამყარო მსგავსად იმისა, როგორც კაცი ქმნის სურათს ან თხზავს მელოდიას. მხატვარი არ არის სურათი; ის არ მოკვდება, თუ მისი სურათი განადგურდა. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მან სურათში თავისი მე-ს დიდი წილი ჩადო იმ აზრით, რომ სურათის მთელი სილამაზე და ინტერესი მოდის მხატვრის თავიდან. მისი უნარ-ნიჭი სურათს მიეკუთვნება არა იმგვარად, როგორც მის თავს ან თუნდაც ხელებს. ვიმედოვნებ, ამჩნევთ, რომ პანთეისტებსა და ქრისტიანებს შორის განსხვავებას სხვა განსხვავებაც მოსდევს. თუ სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას ძალიან სერიოზულად არ უდგებით, მაშინ იოლია სათქმელად, რომ ყოველივე არსებული სამყაროში ღმერთის ნაწილია. მაგრამ, ცხადია, თუ ფიქრობთ, რომ ზოგიერთი რამ მართლაც ცუდია, ხოლო ღმერთი ნამდვილად კარგი, ამგვარად აღარ ილაპარაკებთ. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ღმერთი სამყაროსგან განცალკევებულია და სამყაროში არსებული ზოგიერთი რამ ეწინააღმდეგება მის ნებას. კიბოს დაავადებაზე ან საცხოვრებელი ჯურღმულების თაობაზე, პანთეისტს შეუძლია გითხრათ: თუ შეძლებთ ამათ ღვთაებრივი პოზიციიდან შეხედოთ, მიხვდებით, რომ ესენიც ღმერთის ნაწილია. ამაზე ქრისტიანი წამოიძახებდა: მორჩით ამ წყეულ უაზრობას! (ერთმა მსმენელმა შენიშვნა მომცა: სიტყვა წყეულის ხმარება ქრისტიანს არ ეკადრებაო. მაგრამ მე სწორედ იმას ვამბობ, რასაც ვგულისხმობ: უაზრობა დაწყევლილია ღვთის მიერ და ვისაც უაზრობის სჯერა, ღვთის მადლისაგან დამოუკიდებლივ მარადიული სიკვდილი ელის.) ქრისტიანობა მებრძოლი რელიგიაა. ის ფიქრობს, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო; სივრცე და დრო, სიცხე და სიცივე, ყველა ფერი და გემო, ყველა ცხოველი და მცენარე ღმერთმა შექმნა თავისი თავიდან, როგორც, მაგალითად, კაცი შეთხზავს მოთხრობას. მაგრამ ის იმასაც ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი რამ მცდარი გზით წავიდა, ხოლო ღმერთი მოითხოვს, და მოითხოვს ძალიან დაბეჯითებით, მათ სწორ გზაზე დაბრუნებას. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს ძალიან დიდ კითხვას. თუ კეთილმა ღმერთმა შექმნა სამყარო, რატომ წახდა იგი? წლები და წლები ამ კითხვაზე ქრისტიანთა პასუხებს არად ვაგდებდი, რადგან ასე განვსჯიდი: „რაც არ უნდა თქვათ და რაც არ უნდა ჭკვიანური იყოს თქვენი არგუმენტები, განა უფრო მარტივი და იოლი არაა იმის აღიარება, რომ სამყარო არავითარ გონიერ ძალას არ შეუქმნია? თქვენი ყველა არგუმენტი, უბრალოდ, იმის მცდელობა ხომ არ არის, რომ თავი აარიდოთ იმას, რაც თავისთავად ცხადია?“ მაგრამ ასეთმა განსჯამ სხვა სიძნელეს შემაჯახა.

        ღმერთის არსებობის წინააღმდეგ ჩემეული არგუმენტი ემყარებოდა იმას, რომ სამყარო მეჩვენებოდა მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო. მაგრამ საიდან გამიჩნდა თავად იდეა სამართლიანობის და უსამართლობის? კაცი ხაზს მრუდს ვერ უწოდებს, თუ წარმოდგენა არა აქვს სწორ ხაზზე. რას ვუდარებდი ამ სამყაროს, როცა მას უსამართლოს ვუწოდებდი? თუ ყველაფერი ამ წარმოდგენაში ანიდან ჰოემდე ცუდი იყო და უაზრო, მე ამ წარმოდგენის მონაწილეს, რატომ მეუფლებოდა ეგზომი აღშფოთება მის წინააღმდეგ? კაცი გრძნობს სისველეს, როცა წყალში ხვდება, იმიტომ, რომ ის წყლის ცხოველი არ არის: თევზი არ გრძნობს, რომ სველია. მე, რა თქმა უნდა, შემეძლო შევლეოდი სამართლიანობის ჩემეულ იდეას იმის თქმით, რომ ის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა. მაგრამ ეს რომ მექნა, მაშინ განქარდებოდა ღმერთის არსებობის წინააღმდეგ ჩემი არგუმენტიც, რადგან იგი ემყარება იმის აღიარებას, რომ სამყარო ნამდვილად უსამართლოა და არა ჩემს პირად ფანტაზიებს. ასე რომ, სწორედ ღმერთის არარსებობის ანუ სინამდვილის უსაზრისობის მტკიცების მცდელობამ მაიძულა აღმეარებინა, რომ სინამდვილის ერთ ნაწილს, სახელდობრ, სამართლიანობის იდეას საზრისი გააჩნია. აქედან გამომდინარე, ათეიზმი აღმოჩნდა შედარებით მარტივი. თუ მთელი სამყარო იქნებოდა უსაზრისო, მაშინ ვერასოდეს ჩავხვდებოდით, რომ მას საზრისი არ გააჩნია – სამყაროში რომ არ იყოს სინათლე და არ ყოფილიყვნენ თვალების მქონე არსებანი, ვერასოდეს მივხვდებოდით, რომ ვცხოვრობთ სიბნელეში. სიბნელეს არ ექნებოდა საზრისი.

        – კლაივ ლუისი “უბრალოდ ქრისტიანობა”

        Like

  3. lasha 18/11/2015, 9:32 PM

    ღმერთის არსებობის არ დამტკიცება არ ხდება დამტკიცებით კი დამტკიცებულია რომ ღმერთი არსებობს უფალი ღმერთია რომელიც განკაცდა და ადამიანად მოვიდა დედამიწაზე მერე კი ზეცად ამაღლდა ოთხი სახარება წინ გიდევთ მეტი რაღა გინდათ
    რა შუაშია ღმერთი მეცნიერებასთანო ამბობთ და იმ შუაშია რომ მეცნიერები ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს იკვლევენ და აწყდებიან ისევ და ისევ ღმერთის მიერ შექმნილს და ღმერთის მიერ შექმნილს არქმევენ თვითშექმნილს თავისთავად შექმნილს და ეს ქმნის წინააღმდეგობას
    ისლამი კიდევ რელიგია არაა მუჰამედს არცერთი სასწაული არ მოუხდენია უსასწაულო რელიგიაა ეგ და ტყუილად ლაყბობდა და წერდა თავის ყურანში ალაჰზე და იერუსალიმზე მიუთითებდა როგორც წმინდა ქალაქზე და ებრაელებისგან მოითხოვდა კიდევ წინასწარმეტყველად ეცნოთ მოკლედ რაც არ იცით ნუ ისაუბრებთ იმაზე.მე კიდევ რომ ვიცი იმიტომ ვწერ
    თურმე სამყარო თავისით არაფრისგან შეიქმნა და ენერგიაც გაჩნდა თავისით არსაიდან არაფრისგან არადა თურმე რაღაც მდგომარეობაში მაინც ყოფილა თურმე სინგულარობაში ეს კი წინააღმდეგობაშია იმასთან რომ სამყარო არაფრისგან შეიქმნა და რაებს მიედ მოედებიან რომ სადაც საერთოდ სიცარიელეა რაიმე შეიძლება არსებობდეს იქ ან ნაწილაკი ან ფოტონი ან საერთოდ ატომი აბსურდია ეგ აქ ჩვენ საუბარი იდეალურ ვაკუუმზე გვაქვს
    ვინ და როგორ გაიგებს რა იყო სამყაროს შექმნამდე მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ ისევ და ისევ ახლანდელ სამყაროზე დაკვირვებით და ეგ ფილმიც მხოლოდ ვარაუდზე დაყრდნობითაა შედგენილი მხოლოდ და მხოლოდ
    ჩემი რჩევა იქნება რომ დოკუმენტურ ფილმებს ნუ მივიღებთ ჭეშმარიტ სიმართლედ ყველაფერს უნდა შევხედოთ კრიტიკოსის თვალით

    Like

    • Charlius 18/11/2015, 10:51 PM

      სახარება რითია ღმერთის მტკიცებულება, შიგნით რომ წერია ღმერთი არსებობსო? მაშინ ყურანი მუჰამედისა და ალაჰის მტკიცებულება ყოფილა, ბეჭდების მბრძანებელი – ელფების და ჯადოქრებისა.

      რელიგიის ცნებაში არ იგულისხმება, რომ მის დამფუძნებელს სასწაულები მოეხდინოს, თუმცა მუჰამედს აქვს მოხდენილი სასწაულები (ცხადია, მუსლიმების აზრით), რაც ჰადისებში წერია.

      წინააღმდეგობა იმიტომ გგონია, რომ დაკვირვებით არ კითხულობ. ის სინგულარული მდგომარეობა იყო სივრცის, დროის, ნაწილაკების და იმ ყველაფრის გარეშე, რაც ჩვენი სამყაროს შემადგენელი აუცილებელი კომპონენტებია, თან ჩვენთვის ცნობილი ფიზიკის კანონებიც არ ესადაგებოდა, ამიტომაც ეწოდება “არაფერი”.

      დოკუმენტური ფილმები და სტატიები მეცნიერულ კვლევებს ეყრდნობა, რელიგია – მონათხრობებს, გადმოცემებსა და პირად შეგრძნებებს. ცხადია, ვისაც რა მიაჩნია უფრო სარწმუნოდ რეალობის დასადგენად, იმას აირჩევს.

      Like

  4. koko shanel 18/11/2015, 11:33 PM

    ჩარლიუს ადამიანი რომ მოკვდება მისი სული სად მიდის (ახლა არ თქვა არ აქვს ადამიანს სული თუგინდ გონება აზრის არსებობა დაარქვი) ანუ შენ რომელ მოსაზრებას ემხრობი: კარმა, სამოთხე ან ჯოჯოხეთი რავი კიდე 70 ქალწულიო ათასი აზრი არსებობს ან კიდე ათეისტების აზრით მოკვდები და მთავრდება ყველაფერი. ???????????

    Like

    • Charlius 19/11/2015, 12:05 AM

      სულს თუ რელიგიური მნიშვნელობით ამბობ, ათეისტს ცხადია არ სწამს მისი არსებობის. გონებაში თუ ტვინს ვიგულისხმებთ და მასში მიმდინარე პროცესებს, ბიოლოგიური სიკვდილისას ტვინში რეაქციები წყდება და სხვა ორგანოების მსგავსად, ხრწნას იწყებს. ანუ ორგანიზმის სიკვდილით ადამიანის სიცოცხლეც სრულდება, ისევე როგორც ნებისმიერი ცხოველის შემთხვევაში.

      Like

  5. nika 19/11/2015, 1:32 AM

    რა საინტერესოა ლაშაც კომენტარის უკანასკნელი სიტყვები “ყველაფერს კრიტიკულად უნდა მიუდგე” , როცა ამტკიცებს რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და ეს ხო ასეთი აშკარა არისო, სახარებაც კი ამას გვეუბნებაო. მოდი კრიტიკის მინიმალურ დონეს მოუხმე და შენს თავს კითხე ღმერთი ვინ შექმნა? და თუ პასუხად მისი უქმნელობა დაგაკმაყოფილებს, მერე საკუთარი თავის კრიტიკაზე გადადი. ღმერთი არის გაუცემელ კითხვაზე პასუხი, უფრო ბუნდოვანი ვიდრე თავად კითხვა. იგივეა ვინმემ რო იკითხოს:
    – როჯერ ორი რამდენია?
    – და პასუხად მიიღოს x

    Liked by 1 person

  6. Zaza 19/11/2015, 12:15 PM

    ჩემი აზრით, ყველაფერი რწმენაზეა დამოკიდებული, ვის ვისი, ვის რისი, სწამს და სჯერავს, როდესაც არ გჯერავს, არ გწამს, მე გიხსნი რაღაცას ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მაინც არ გინდა რომ დაიჯერო, მაშინ აზრი აღარ აქვს მეტი ახსნებს, სადაც არ ჯობს გაცლა სჯობს…
    მე მაგალითად, ათეისტებმა რა სასწაულიც არუნდა დამანახონ, არ უნდა ამიხსნან მაინც ვერავინ დამაჯერებს იმას რომ სული არ არსებობს, ღმერთი არ არსებობს, როცა არ გინდა დაჯერება არ დაიჯერებ, გასაკვირი დღეს აღარაფერია, ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ცოცხალი ღმერთი, იესო, განკაცდა გამოგეცხადა თვალწინ, გეუბნება ღმერთი ვარ, დახმარებას გთავაზობს, შენი ცოდვები თავის თავზე აიღო, რათა შენ გადაგარჩინოს, სამუდამო სიცოცხლეს გჩუქნის, შენი გულისთვის ეწამა, სასწაულებს გაჩვენებს ისეთს რაც კაცობრიობას დღემდე არ შეუძლია მისი არც ახსნა და არც გაკეთება, მაგრამ შენ მაინც არ გინდა დაიჯერო… რატომ? იმიტომ რომ შენს წარმოდგენებში ღმერთი შენნაირი (უფროსწორად შენ მისსნაირი) ვერ წარმოგიდგენია, ყოველი ძლიერი და ყოვლისშემძლე შენ წარმოგიდგენია როგორც უზარმაზარი (ოღონდ თვალით უნდა ხედავდე) კბილებამდე შეიარაღებული, დედამიწაზე მუშტს რომ დაარტყამს უნდა ზანზარებდეს მთელი დედამიწა და შიშის ზარს სცემდეს ყველას და ყველაფერს, ამის მერე, მერწმუნეთ, ნებისმიერი ათეისტი და მისნაირი ადამიანი ვისაც არ სჯერავს სულის და ღმერთის 100%-ით დარწმუნებული ვარ დაიჯერებს. (შეიძლება ღიმილს იწვევს, მაგრამ სერიოზულად თუ მივუდგებით ამ ნააზრევს დარწმუნდებით რომ დაიჯერებენ).
    ღმერთის და სულის არდაჯერება უფრო ადვილია, რადგან პასუხისმგებლობას გაურბიხარ (რა პასუხისმგებლობა? ის რომ დრო მოვა და ყველას ჩვენ ჩვენი მოგვეთხოვება ადრე თუ გვიან და შენ იტყვი არ ვიცოდი ღმერთი, სული თუ არსებობდაო, არცოდნა არცოდვააო…).

    Like

  7. Realone 28/11/2015, 2:16 PM

    არ ვიცი რატომ ფიქრობთ ასე, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ყველაფერი ადამიანში იმალება. დღესდღეობით ადამიანი არის ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთარ ფსიქოს, გონებას, აზრებს აკონტროლებს იმგვარად, რომ რასაც უნდა იმას იჯერებს. გილოცავთ თქვენ ყველა აქ მყოფნი ძლიერი ადამიანები ხართ, რადგაც აზროვნების სწორედ იმ ეტაპს მიადექით, როდესაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ იგი. სხვა დანარჩენი მოვლენა თქვენ გარშემო კი უბრალოდ კატალიზატორია აზრების წამართვის დასაჩქარებლად. როგორ შეიქმნა სამყარო – ამაზე პასუხი მეცნიერებაში, არსებობს თუ არა ღმერთი – ამაზე პასუხი ადამიანშია. მაგრამ თუ დავაკვირდებით ორივეს ადამიანი იკვლევს.

    Like

  8. zaza 29/11/2015, 12:50 AM

    მართალია, ყველაფერი ჩვენს საკუთარ თავშია, გულშია, ადამიანშია… რაც დრო გადის მით უფროდაუფრო ვრწმუნდები რომ ეგრეა, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს ყოველდღიურ თვითოეულ ქცევიდან, მოძრაობიდან, ნააზრევებიდან გამომდინარე, ტყუილად არაფერი არ ხდება, ჩვენ ვქმნით ყველაფერს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, ვერ ვიჯერებთ რომ ჩვენ ვართ ამ ყველაფრის შემოქმედნი (რა თქმა უნდა იმის შემდეგ რაც ღმერთმა შეგვქმნა და შეგვიქმნა პლანეტები, გალაქტიკები…) ტყუილად თავიდან თმის ღერი არ ვარდება, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი (ადამიანების) პრობლემა იმაშია რომ ინფორმაცია არ გვაქვს, თუ რა შეგვიძლია, რისი გაკეთება შეგვიძლია, გონების კონტროლი, არადა ყველაფერს დღითიდღე, ნაბიჯნაბიჯ თუ დავაკვირდებით ყოველ ჩვენს მოქმედებებს, ნელნელა რაღაც ახალს ვიგებთ ყოველდღე და გუშინ რასაც ვაკეთებდით დღეს, ხვალ, ზეგ… უფრო მეტს ვაკეთებთ, მეტი შესაძლებლობებს ვგრძნობთ, რატომ? იმიტომ რომ დროში მეტ ინფორმაციას ვიღებთ, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ადამიანი ყოვლისშემძლეა, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით, გონების კონტროლი არ ვიცით, ინფორმაცია, დრო გვჭირდება, ჩემი აზრით სწორედ ამას ნიშნავს როდესაც წმინდა მამები გვასწავლიან, ადამიანი უნდა განღმერთდეს, ღმერთს უნდა დაემსგავსოს, მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ღმერთთან მიმსგავსება, მთავარია სწორი ინფორმაცია, ინფორმაციას დრო ჭირდება, მოთმენა, ნებისყოფა ჭირდება, დაკვირვება ჭირდება ყოველ მოქმედებას, და ამის მერე შევძლებთ გონების კონტროლს, სწორედ ამიტომ გვაჩუქა ღმერთმა ადამიანებს დრო რომ ჩვენ თვითონ მივხვდეთ, მივაღწიოთ ამ ყველაფერს, რატომ არის რომ ზოგიერთი ადამიანი იძახის მე თავისუფალი არ ვარ, ღმერთმა კანონების ჩარჩოში მომაქციაო, ჩვენ, ადამიანები იმდენად სულსწრაფები ვართ, ზარმაცები ვართ, ყველაფერი გვეჩქარება, გვინდა რომ ჩვენი საქმე სხვას გავაკეთებინოთ, სწრაფად, ერთდროულად გვინდა, სიჩქარე გვიყვარს… სწორედ ეს კანონებია იმისათვის საჭირო რომ შენ ინფორმაცია მიიღო ნელნელა გაიზარდო დროში, და მერე განღმერთდე, სხვანაირად ვერც ინფორმაციას მიიღებ, ვერც მიაღწევ იმას რასაც წმინდა მამები თავის მიწიერ ცხოვრებას სწირავენ, სწორედ ამიტომ შეიძლება თქვა ადამიანმა რომ თავისუფალი ხარ რადგან გონებას შენ მართავ, თუ არ გამოგდის რამე, ესეიგი სწორი ინფორმაცია არ გაქვს და არ იცი გონების მართვა და ცდილობ სხვას ამართვინო შენი გონება, და მერე სხვისკენ გაიშვირო ხელი რომ თურმე შენი ბრალი არ არის, იმის ბრალია…. ეს კანონები თუ არ დაიცავი დრო არ გექნება იმისათვის რომ იფიქრო და ისწავლო გონების მართვა, მუდმივად სიჩქარეში იქნები, მუდმივად ექსტრემალურ სიტუაციაში იქნები… ისე რომ ყველა პასუხი, ყველაზე და ყველაფერზე, ჩვენშია, ადამიანშია, ყველა პასუხი დადებითი თუ უარყოფითი შენშია და შენ სხვისკენ იშვერ ხელს, მთავარია სწორი ინფორმაცია, ნებისყოფა, გონების კონტროლი, და ამ ყველაფერს ჭირდება ისევდაისევ დრო, მოთმინება და ყველაფერი კარგად იქნება… :)))))

    Like

  9. ლაშა 29/11/2015, 10:31 PM

    მეცნიერებმა ახლანდელ სამყაროზე დაკვირვებით იციან რომ წარსულში სამყარო ძალიან შეკუმშული იყო და მერე გაფართოვდა რა იყო შეკუმშული სამყაროს გაფართოების მიზეზი ეგ არ იციან და ვერც გაიგებენ და იმასაც ვერაფრით გაიგებენ არსებობდა თუ არა რამე სამყაროს შექმნამდე ან რა იყო მის შექმნამდე 13,6 მილიარდი წლის წინანდელ სამყარომდე ესაა სიმართლე და ეს.
    რაც ამ ჩარლიუსის სტატიაში წერია ეგ მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებებია ან იგივე ვარაუდები სამყაროს შექმნამდე თუ რა ხდებოდა დებულებები ან კანონები სულაც არაა.
    სამყარო როგორ არსებობს და რატომაა მოწყობილი ასე როგორცაა მოწყობილი ვერ ხსნიან არის მხოლოდ ვარაუდები მისი შექმნი შესახებ და ესაა და ეს.
    სამყარო რომ ღმერთმა შექმნა უეჭველია უბრალოდ სხვა ახსნა არ არსებობს.

    Like

    • Charlius 30/11/2015, 2:05 PM

      რის საფუძველზე გგონია, რომ ვერ გაიგებენ, სამყაროს წარმოშობამდე რა იყო და ღმერთის გარდა სხვა ახსნა რომ არ არსებობს?

      გარდა ამისა, მეცნიერთა დასკვნებს უწოდებ “მხოლოდ ვარაუდებს” და ღმერთის არსებობა რომ რწმენაა და არა ფაქტი, მაგას არ ითვალისწინებ? თუკი ჩავთვლით, რომ ეს ყველაფერი მართლაც ვარაუდებია (თუმცა ასე არაა), რატომ აყენებ ღმერთის არსებობის ვარაუდს ამ ვარაუდზე მაღლა?

      Like

  10. ლაშა 30/11/2015, 5:14 PM

    მე კი არ მგონია ვამბობ ჩარლიუს რაიმეს საფუძველზე კი არ მგონია გააანალიზე ის რაც ზემოთ დავწერე. მეცნიერებს დაკვირვების არეალი შეზღუდული რომ აქვთ არ იციი თავად დაფიქრდი
    Charlius
    ახლა ერთ მაგალითს მოგიყვან ჩარლიუს მოდი აბა და გააკეთე და გამოაცხვე გემრიელი ტორტი ისე რომ მისი შემადგენელი ინგრედიენტები არ იცოდე მიეცი მას სასურველი ფორმა და ზომა და მიანიჭე გამოცხობისთვის შესაბამისი ტემპერატურა შეგიძლია თუ არა ეს მითხარი იმოქმედე შემთხვევაზე დამოკიდებულმა ვთქვათ შემთხვევითობა შენ ხარ აბა ნახე რას მიიღებ ტორტი შენს ცოდნაზე დაყრდნობით არ უნდა გააკეთოო? თუ ის შენ თავისით გაგიკეთდება შემთხვევით და ახლა ტორტს თავი დავანებოთ და სამყაროზე გადავიდეთ შენ რომ შემთხვევითობა იყო სამყაროს შემთხვევით გააკეთეებ მისი გაკეთება ხომ ტორტის გაკეთებასთან შედარებით ძალიან რთულია.

    Like

    • Charlius 01/12/2015, 11:37 AM

      შეზღუდულში რას გულისხმობ? რაც არსებობს და რაც აღქმადია, იმას იკვლევენ.

      მაგ პარალელს ვერ მივხვდი, ვინმემ ისე შექმნა სამყარო, რომ ინგრედიენტები არ იცოდა?

      სირთულეს რაც შეეხება, პლანეტა და გალაქტიკაც ტორტზე რთულია, მაგრამ მათ შექმნას ბევრჯერ დააკვირდნენ მეცნიერები და ზებუნებრივი არაფერი იყო მანდ, გრავიტაციისა და სხვა ბუნების კანონების მოქმედებით მოხდა ყველაფერი.

      Like

  11. zaza 01/12/2015, 1:47 AM

    და, ვის შეუძლია დაამტკიცოს, როგორც ჭეშმარიტება რომ სამყარო 13 მილიარდი წლისაა, განა შეიძლება დაიჯერო ის სავარაუდო ვითომ მტკიცებულებები? არც 3 დღეა, არც 3 თვეა, არც 3 წელი… დაფიქრდი, ადამიანო 13,6 მილიარდი წელი. ამხელა თარიღზე როგორ უნდა თქვა ვამტკიცებო, ეს ხომ ვარაოდია, ერთ-ერთი, ერთ-ერთი იმიტომ რომ სხვა ბევრი ვერსიებიც არსებობს და რა გარანტიაა რომ მომავალში არ იტყვით, იცით, ჩვენ ვცდებოდით, ჩვენი ფიზიკა, ჩვენი მათემატიკა, ჩვენი ეს ყველაფერი, ფორმულები თუ გამოთვლები ჩიხში შევიდა ვეღარ ვწვდებით ამ ყველაფერს და ვეღარაფერს ვამტკიცებთ, რადგან არასწორი ყოფილა ეს ყველა ჩვენი გამოთვლები თავის ფიზიკიანად?… მერე, რა ვქნათ, (ზოგადად) მე რომ დამაჯერეთ ამ ზღაპრებით, მე რომ გავიზარდე ამ ზღაპრებზე და ღმერთს დამაშორეთ, რა ვქნა როგორ მოვიქცე, შენი ბოდიში ჩემს ფსიქიკას შეცვლის?… ამიტომ არ არის საჭირო რამის მტკიცება, ეს ხომ კიდევ ერთ-ერთი ვარაუდია, ხოლო რწმენას თუ ვარაოდს დავარქმევთ მაშინ, ეს ვარაოდი უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან რადგან 2000 წელს ითვლის, ან დაახლოებით 6-დან 7 ათას წლამდე ითვლის და დღემდე არაფერი შეცვლილა და არავინ შემცდარან, ამ ისტორიის გადმოცემაში, მთავარი აზრი უცვლელია, ღმერთთან და ადამიანთან მიმართებაში, ძნელია ერთმანეთი დავარწმუნოთ თუ რომელია სწორი ან არასწორი რადგან მე ვისიც მჯერავს და შენ რისიც გჯერავს ერთმანეთს ვერ დავუმტკიცებთ, რადგან შენ ვარაოდის დონეზე მელაპარაკები მე რწმენის დონეზე, ჩემთვის ფაქტები მეორე ხარისხოვანია რადგან ფაქტები ძალიან ბევრია, ხოლო რწმენა მხოლოდ ერთია საუკუნეების განმავლობაში, ამ რწმენის გულისთვის ასიათასობით ადამიანი ეწირებოდა, ფაქტების გულისთვის? ფაქტს შეცვლი და თავს გადაირჩენ ხორციელად, რწმენას ვერ შეცვლი თუ ჭეშმარიტად გწამს და თავს გადაირჩენ სულიერად…

    Like

    • Charlius 01/12/2015, 11:46 AM

      ვარაუდი არ არის, თუ გაინტერესებს როგორ დადგინდა, ეს სტატია ნახე
      https://universeinuroom.wordpress.com/2013/03/22/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%AE%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0/

      სხვა ვერსიები რომლებია? მეცნიერებაში ეგ ვერსიაა მარტო, იმიტომ რომ გაზომვებმა ეგ შედეგი აჩვენა.

      ღმერთთან დაშორება და ბოდიში რა შუაში იყო 😀 ფაქტები თუ შენს რწმენას ძირს უთხრის, რწმენაშია პრობლემა და არა ფაქტებში. ფაქტებს ვერ შეცვლი, მიუხედავად იმისა, ზღაპარს უწოდებ თუ ვარაუდს.

      რწმენა ერთია? ქრისტიანობის გარდა დავიჯერო, სხვა რელიგიაზე არ გსმენია? მასზე გაცილებით ძველზე (მაგალითად ბუდიზმზე ან ინდუიზმზე) ან გაცილებით კარგად შემონახულზე (მაგალითად ისლამზე)? ხოლო ის, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა რომელიმე იდეოლოგიას, ამ იდეოლოგიას ჭეშმარიტებად ვერ აქცევს. ჭეშმარიტება ისაზღვრება ფაქტებით, რომლებსაც შენ მეორეხარისხოვანს უწოდებ.

      მოკლედ რომ ვთქვათ, ფაქტების კვლევის მაგივრად გირჩევნია, რომ არსებული ვარიანტებიდან ის აირჩიო, რაც პირადად შენ მოგწონს და “გაწყობს”, რაც, რა თქმა უნდა, შენი არჩევანია. მაგრამ სამყაროს მაგრად კიდია, ცალკეულ ადამიანებს რა მოსწონთ და არ მოსწონთ, თავისი გზით მიდის და ჩვენი შეხედულებისამებრ არასდროს შეცვლილა, სხვაგვარად დედამიწა ბრტყელი იქნებოდა და გიგანტურ კუზე შემდგარი.

      Like

  12. Zaza 01/12/2015, 6:12 PM

    რელიგიას რასაც ვეძახით, რომელიც ჭეშმარიტად ღმერთთან კავშირშია, რელიგია ჩემთვის მხოლოდ ერთია დედამიწაზე ეს არის ქრისტიანული მართლმადიდებლობა სხვა დანარჩენი, ჩემი აზრით სექტებია ხალხის გამოგონილი, ერთმანეთის სამართავად, ქრისტიანული მართლმადიდებლობა ღმერთისაა, ვისაც როგორ უნდა ისე ჩათვალოს, ეს ჩემი აზრია. ამიტომ ვამბობ რომ სხვა რელიგია არ არსებობს…
    პირადად ჩემს რწმენას ვერანაირი სექტები და მეცნიერების ნებისმიერი ახსნები ვერ შეარყევს, რადგან ლოგიკურია ის რომ მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობა იესოს აღიარებს ხო, როგორც ღმერთისგან მოვლენილს, იგივე ღმერთს, (ღმერთის შვილს) რომელმაც თავისთავზე აიღო ის ყველაფერი რაც აიღო ყველამ კარგად ვიცით… და რასაც ქადაგებდა იესო ეს ყველაფერი ხომ ქრისტიანობაა, მართლმადიდებლობაა და თუ აღიარებ მაშინ უნდა გწამდეს ხო?..
    ფაქტებით მანიპულირება ნებისმიერ საკითხში ნებისმიერ თეორიებში თუ პრაქტიკებში ისე არის შესაძლებელი რომ შეიძლება თავი დაგაკარგინონ საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროს… :))
    კი, ვიცი მკითხავთ ქრისტიანობა ხალხს არ მართავსო? მე გეტყვით კი მართავს და ეს ძალიან კარგია თუ სწორად იმართებიან, (სწორად, ვგულისხმობ იმას რომ რამდენად ასრულებენ ისე როგორც საჭიროა) ისე როგორც ითხოვს ქრისტიანობა, რელიგიას შენ უნდა მოერგო, უნდა მიენდო და არა შენ მოირგო, როგორც სხვები რომლებსაც რელიგიას თქვენ ეძახით და მე სექტას რომ ვეძახი, ისინი თვითონ ირგებენ, იადვილებენ ისე როგორც აწყობთ…
    განა არ გსმენიათ ის რომ მეცნიერები ხშირად რომ იჭედებიან და დამტკიცებულს რომ ხშირად უარყოფენ და ბოდიშებს იხდიდნენ და იხდიან, რომ ჩვენი ფიზიკა ვეღარ ხსნის და ასე შემდეგ?…
    მეცნიერები ღმერთის შექმნილს იკვლევენ და ვერ იკვლევენ საუკუნეებია უკვე…
    ეხლა, რომელი უფრო დასაჯერებელია, ღმერთისგან სწავლებები თუ მეცნიერებისგან ჩატარებული გაზომვები, ცდები თუ გამოთვლები და მერე ბოდიშს რომ მოგიხდიან შემეშალაო, ფიზიკაშიც რომ არ არიან დარწმუნებულნი რამდენად სწორ ფიზიკას ვსწავლობთ, ჯერ ფიზიკაა თავიდან შესასწავლი და მერე სხვა დანარჩენი… :))))))

    Like

    • Charlius 06/12/2015, 11:01 AM

      ტერმინის საზოგადოდ აღიარებული განმარტებები იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებს კომუნიკაცია გაუადვილდეთ. ყველამ თუ თავისი განმარტება მისცა, სასაუბრო ენის არსებობასაც აღარ ექნება აზრი, ყველას თავისი ენა ექნება :დ

      მეცნიერები ადამიანები არიან და შეიძლება რაღაც შეეშალოთ, მაგრამ რელიგიისგან განსხვავებით მეცნიერებაში ამის აღიარება ხდება. მთელი შუა საუკუნეები მეცნიერებს რო დევნიდნენ და ბრაწავდნენ, მხოლოდ ახლა დაიწყეს აღიარება, კათოლიკურმა ეკლესიამ მხოლოდ 90-იანებში მოინანია, გალილეო რომ ბოლო 7 წელი შინაპატიმრობაში ჰყავდათ. ბრუნოზე მგონი სიტყვაც არ დაუძრავთ :დ აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ევოლუციის თეორია და დიდი აფეთქების თეორია აღიარეს. ქრისტიანობა თუ ღმერთისგანაა მართული, რატომ ხდება ასეთი ლაფსუსები? რამდენჯერაც მეცნიერებასა და ქრისტიანობას შორის რაღაც უთანხმოება იყო, საბოლოოდ ყოველთვის ქრისტიანობა იხევდა უკან

      Like

  13. zaza 02/12/2015, 12:27 AM

    … :))))) როდესაც სახლის აშენებას აპირებ ჯერ საძირკველზე ზრუნავ რომ ძალიან მყარი იყოს და დამაჯერებელი იმისათვის თუ რამდენ სართულს გაუძლებს, ყველაფერი საძირკვლით იზომება, ჩვენ საძირკვლის გარეშე კედლებს ვაშენებთ, ასევე პარალელს თუ გავავლებთ ჯერ ჩვენი ფიზიკა მათემატიკა უნდა იყოს დამაჯერებელი რომ რამე შეცდომაში არ შეგიყვანოს, რომ სადღაც ბოლოში რომ გგონია გახვედი და ზუსტად იმ დროს რომ გაგჭდავს ეგ შენი ფიზიკა და მერე მოდიხარ აზრზე რომ თურმე არასწორი სწავლებით სწავლობ, ან არასწორია ეგ შენი გამოთვლებიც და ეგ შენი ფიზიკაც და ასე შემდეგ… კედელი ყოველთვის თავზე დაგენგრევა საძირკვლის გარეშე, ჩვენ საუკუნეების შემდეგ დღემდე საძირკველს ვაშენებდით და სამწუხაროდ დღეს ისეთი დრო მოდის იმის მაგივრად რომ კედლები დავაშენოთ, პირიქით საძირკველს ვანგრევთ და მის ადგილზე პირდაპირ კედლის აშენებას ვცდილობთ, იმ საძირკველს დღეს მოდიდან გამომდინარე სიბნელეს ეძახიან სამწუხაროდ…

    Like

    • Charlius 06/12/2015, 11:11 AM

      ფიზიკისა და მათემატიკის სიზუსტეში თუ ეჭვი გეპარება, თვალი შეავლე შენს მობილურს, კომპიუტერს, ტელევიზორს, wi-fi სისტემას, GPS-ს, სახლში არსებულ ელექტროგაყვანილობას, გაიხსენე ის ფაქტი, რომ მეცნიერებმა 500 მილიონი კმ-ის მოშორებით მდებარე კომეტაზე დასვეს კოსმოსური ზონდი, რომ არსებობს საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც 15 წელზე მეტია, ადამიანებითაა დასახლებული და სხვა უამრავი ფაქტი. ელემენტარულად, ინტერნეტი, რომელსაც ახლა იყენებ, ცერნის ლაბორატორიაშია შექმნილი

      Like

  14. Zaza 07/12/2015, 12:29 PM

    გამოგონება, მობილურის, ინტერნეტის თუ ტელევიზორის და ასე შემდეგ… ეს ყველაფერი ძალიან… წვრილმანია იმასთან შედარება რასაც ეჭიდებიან მეცნიერები და ჩემი გადასახედიდან ძალიან პრიმიტიულია ეს დაახლოებითი ჩამონათვალი იმ ელექტრო ტექნიკისა ღმერთთან და სულიერებასთან შედარება.
    მაშინ, ისიც თქვი როდესაც ბორბალი გამოიგონა ადამიანმა რომ დიდი მიღწევა იყო (დიდი მიღწევა კი ნამდვილად იყო) და ამით შეიძლება ითქვას რომ მივაკვლიეთ ღმერთს, გავიგეთ ღმერთის საიდუმლო თუ რავიცი როგორც არის… :))))) არასერიოზულია ხო, შედარება? :))))
    არის რაღაც, რაც არ არის საჭირო რომ ადამიანმა იცოდეს, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე რადგან ჩვენი გონება ჯერჯერობით არ არის მზად, რადგან ყველაფერზე საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ მისვლა, რომ გაიაზრო და გაერკვე თუ რას აკეთებ და რა შეიძლება და რა არ შეიძლება,
    ზემოთაც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ადამიანს რა შეუძლია, რისი გაკეთება შეუძლია არავინ ვიცით რადგან დიდი შესაძლებლობები გვაქვს მონიჭებული ღმერთისგან, უბრალოდ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ამის გაგება შესაძლებელია ნაბიჯ-ნაბიჯით, სწორი მიმართულება არ ვიცით და დროში იწელება ეს ყველაფერი რომ გავიგოთ რადგან ადამიანის გონება თავისუფალია და აქედან გამომდინარე ყველაფერში, ყველა სფეროში ძალიან ბევრი აზრებია, ვარაოდებია, თეორიებია, პრაქტიკებია, მტკიცებულებებია და ჩვენ თვითონ ვეღარ ვგებულობთ რა არის მართალი და რა არასწორი, თავი და თავი არის სწორი ინფორმაცია და არა იმის მიღწევა თუ როგორი მობილურები და ტელევიზორებია გამოგონილი, ეს ყველაფერი ბავშვურია და არასერიოზულია იმასთან შედარებით რასაც ეჭიდებიან მეცნიერები, გატყობ რომ ჩემზე ბევრი რაღაცეები გაქვს წაკითხული მეცნიერულ თვალსაზრისით და მიკვირს რომ არ გაგიგია ის რომ მეცნიერები ხშირად (ხაზს ვუსვამ ხშირად, და არა ერთხელ, შემთხვევით…) რომ გაჭედილან ფიზიკაშიც საკუთარ თეორიებშიც, პრაქტიკებშიც და ბევრ რაღაცეებშიც, ეჭვებიც რომ შეპარვიათ, და თვითონ უთქვიათ რომ ჩვენი ფიზიკა თავიდან გვაქვს შესასწავლი, ყველაფერი თავიდან დასაწყებია და ასე შემდეგ… თან ჭრიან თან კერავენ, ამ ყველაფრის მერე შენ თურმე უნდა დაიჯერო მათი მოსაზრებები, იმიტომ რომ ნახეთ რა გამოიგონეს, ინტერნეტი, ტელევიზორი, მობილური, მანქანა თუ რავიცი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ… მე ამით არაფერს გიმტკიცებ ან ვუმტკიცებ ვინმეს, მე უბრალოდ რაც გამიგია იმას ვამბობ, ფიზიკაში ეჭვი მე კიარა, თვითონ მეცნიერებს ეპარებათ ხოლმე, დამტკიცება არასწორია, და ჩემი აზრით არასერიოზულია, იმიტომ რომ 100%-ით არავინ არაფერი ვიცით, ვიმეორებ ყველაფერი ვარაოდებია, ცვალებადია ყველაფერი, ფიზიკაც ცვალებადია და მეცნიერებაც, 100%-ით მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი. მაგალითად, საიდან იცი რომ ჩვენი ფიზიკა ის არის რაც უნდა იყოს, wi-fi სისტემა თუ კომპიუტერი რომ გამოიგონეს?.. ვფიქრობ, ჯობია ამით არ დავკმაყოფილდეთ, არასწორია და… :))))
    100%-ით ვინ იცოდა რომ ადამიანი მაიმუნის შთამომავალიაო?…
    100%-ით ვინ იცოდა, როცა იცოდა რომ დედამიწა ვეშაპზე იყო ან გიგანტურ კუზე იყო?..
    100%-ით ვინ იცოდა რომ ადამიანი წყლის რაღაც სახეობის შთამომავალი ყოფილა?..
    100%-თ ვინ იცის რომ ჩვენ დედამიწაზე დღეს მარტონი არა ვართ და ჩვენს გარდა კიდე ვინმე, ვიღაცეები არსებობენ?…
    100%-ით ვინ იცის რომ რამოდენიმე მილიარდი თუ ტრილიონი წლების უკან კოსმოსში რაღაცა აფეთქდა და სიცოცხლე წარმოიშვა?…
    კიდევ ბევრი, და ასე შემდეგ…..

    ჩვენ ის ვიცით რომ არაფერიც არ ვიცით… :))))))
    ამ სამყაროში არაფრის დამტკიცება არ შეიძლება, ყველაფერი ვარაოდია, რადგან ყველაფერი ცვალებადია, ყველა და ყველაფერი ერთმანეთს ცვლის, არავინ არაფერი 100%-ით არ იცის და არვიცით, ეს არის სიმართლე, რაც უფრო ბევრი იცი მით უფრო არაფერი არ იცი……………………..

    Like

    • Tezo 07/12/2015, 2:14 PM

      ბოლო აბზაციდან გამომდინარე ძალიან მიკვირს რატომ ამტიკცებ ღმერთის არსებობას ასე თავგამოდებით o.O

      ისე ადრეც შემხვედრია შენი კომენტარები და იქაც აღმოვაჩინე, ამდენ აზრებს და არგუმენტებს, რომ მოაყრი ხოლმე იქნებ ჯერ დაფიქრდე ყველა შენს სასარგებლოდაა თუ არა :დ

      თან ბევრი უზუსტობა ჩანს, მგონი არც კითხულობ ამ ბლოგის პოსტებს, პირდაპირ რაღაც მეცნიერების საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობ..

      Like

    • Charlius 09/12/2015, 2:07 PM

      ეგ მაგალითები იმისთვის მოგიყვანე, რომ მეცნიერების რეალურ შედეგზე დაფიქრდე. ცოტა უხერხულია, ფიზიკოსების რამდენიმე თაობის შრომის შედეგიდან (კომპიუტერი და ინტერნეტი) პოსტავდე იმაზე, რომ მეცნიერებაში თურმე არაფერია სარწმუნო. თანამედროვე ტელევიზორი, რომელიც ალბათ გექნება სახლში, ბირთვული და კვანტური ფიზიკის განვითარების შედეგია. GPS (და მასზე დამოკიდებული ყველა ტექნოლოგიური ნაწარმი) ვერ იმუშავებდა გამართულად, რომ არა აინშტაინის ფარდობითობის თეორია, რომელიც ასევე სამყაროს კვლევისთვისაც გამოიყენება.

      მეცნიერებაში რა თქმა უნდა ხდება რევოლუციები, რომლებიც მანამდე არსებულ შეხედულებებს რაღაც დონეზე ეწინააღმდეგება. ასეთი იყო მაგალითად აინშტაინის თეორიები და შემდეგ კვანტური მექანიკის დაბადება. მიზეზი იცი რა არის? განსხვავებით რელიგიისგან, მეცნიერებაში არ არსებობს ისეთი ავტორიტეტი პიროვნებები თუ წიგნები, რომლებშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ნებისმიერი თეორია თუ ნაშრომი ექვემდებარება კრიტიკას. განსხვავებით ქრისტიანობისგან, რომელიც გვთავაზობს ბრინჯაოსა და ანტიკურ ხანებში დაწერილი წიგნების კრებულს და გვეუბნება, რომ თუ ამ წესებით არ ვიცხოვრეთ ან ეჭვი შეგვეპარა, სამუდამოდ დავიწვებით.

      ევოლუციის მტკიცებულება კი უამრავია და ამ თეორიის არსებობის 150 წლიან ეპოქაში ერთი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც კი ვერ აღმოაჩინეს. არ დაფიქრებულხარ, რატომ? დიდი აფეთქების თეორიაზე აღარაფერს ვამბობ

      Like

  15. Zaza 07/12/2015, 3:52 PM

    ჰა, ჰა… :)) მე ვერც და არც ვამტკიცებ, მე ვამბობ იმას რისაც მწამს და მჯერავს, სულიერებას რაც ეხება კიარ უნდა ამტკიცებდე უნდა გწამდეს და გჯეროდეს, მე მწამს და მჯერავს შენ არ გწამს და არ გჯერავს (ზოგადად…) მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ დაამტკიცო რომ არ არსებობს… ჩემს სარგებელს ნამდვილად არ ვეძებ, ვერ მიგიხვდი რა სარგებლობას უნდა ვეძებდე ან ვგრძნობდე, მე ვწერ მხოლოდ იმას რაც და როგორც ვიცი და გამიგია…
    ისე რომ არ ღირს ნერვების მოშლა, თუ არ მოგწონს ნუ წაიკითხავ, თუ მაინც წაიკითხავ გულთან ნუ მიიტან, კარგი არ არის ნერვიულობა, თუ მაინც გეშლება ნერვები მაშინ კარგი, ოღონდ კარგად იყავი და მოვრჩები ჩემი ზღაპრების წერას… :))))

    Like

    • Charlius 09/12/2015, 1:53 PM

      მოიცა ღმერთის ნაწილაკის არსებობა შენი აზრით ღმერთის არსებობას უჭერს მხარს? 😀 ეგ არის ნაწილაკი, რომელიც ყველაფერ დანარჩენს მასას ანიჭებს, მეტი ფუნქცია და მნიშვნელობა არ გააჩნია

      Like

  16. Zaza 10/12/2015, 10:15 AM

    არაფრის და არავის არსებობას არ ვეხები, უბრალოდ ლინკი დავდე, წაიკითხეთ საინტერესოა-მეთქი, ეს არის და ეს, ამის იქით სხვა არაფერი, ნუ ფიქრობთ რომ რამეს ვამტკიცებ, უბრალოდ საინტერესოა…
    ნუ ნერვიულობთ, ღმერთმა დამიფაროს ესეთი რაღაცეები ვინმეს ვუმტკიცო, რაც არ ვიცი არვიცი, მხოლოდ ჩემს ნააზრევს ვამბობ ხოლმე, მეტი არაფერი… :)))))

    Like

  17. Zaza 10/12/2015, 10:27 AM

    ადრეც დავწერე, ალბათ ან არ წაგიკითხავთ ან ყურადღება არ მიგიქცევიათ, ტექნოლოგიურ მიღწევებს მეცნიერებაში მივესალმები კიარა პირიქით უფრო და უფრო მინდა რომ გაღრმავდეს, მაგრამ მე არ მჯერავს იმ მეცნიერების ვინც ღმერთს უარყოფს არსებობა-არარსებობის დონეზე რომ აჰყავს და ადამიანებს ეჭვს რომ უჩენენ თავიანთი ვითომდა მტკიცებულებებით და არა ნააზრევებით… (რაც ქრისტიანობასთან კავშირშია)

    Like

    • რეზო 17/01/2016, 3:16 PM

      მეცნიერების უმეტესობას არ სწამს პიროვნული ღმერთის. მტკიცებულებები არ არსებობს ღმერთის არ არსებობის დასამტკიცებლად. ვერაფრის არარსებობას ვერ დაამტკიცებ. არც ღმერთია გამონაკლისი. მტკიცებულება სჭირდება არსებობის დამტკიცებას.

      Like

  18. giorgi112 27/11/2016, 9:11 PM

    მგონი ძაან სადაო თემაა ამაზე კამათს აზრიარაქვს ბევრგან სხვანაირად წერია ბევრგან პირიქით 😐

    Like

  19. Zaza 28/11/2016, 10:37 AM

    კი, გეთანხმები, ეს მართლაც სადაო თემაა, თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადე ისე ვერ გაიგებ და ვერ დაიჯერებ, ცხოვრება ძაან მრავალფეროვანია და ძნელია რაიმეს დამტკიცება… (უაზრობაც არის, რადგან დღეს შეიძლება ესე გჯეროდეს ხვალ ისე…)
    ამიტომაც არსებობს რწმენა. ვიღაცა რწმენით ცხოვრობს ვიღაცა მტკიცებულებებით, (ოღონდ არვიცით სიმართლეა თუ არა, რადგან მხოლოდ შენ გჯერავს… მაგრამ, ვიღაცას არ სჯერავს ან სჯერავს…), ვიღაცა იმედით…

    Like

  20. Zaza 02/12/2016, 10:29 AM

    რეზო, რომ ამბობ, მეცნიერების უმეტესობას არ სწამს პიროვნული ღმერთის…
    საიდან იცი რომ მეცნიერების უმეტესობას არ სწამს, იქნებ პირიქით არის? 🙂
    ღმერთის ვისაც სწამს ის არ ყვირის…
    იმას უბრალოდ სწამს და მორჩა, შენ არაფერს არ გიმტკიცებს.
    არც მოითხოვს ქრისტიანობა რომ იყვირე ღმერთი როგორ მწამსო, შენ ქრისტიანს, მხოლოდ შეგიძლია რომ ერთხელ რაიმე რჩევა ან თუ გეთქმის დარიგება დაარიგო, და თუ არ გაიგებს მაშინ დაანებე თავი, ნუ დაუწყებ მტკიცებულებებს, მაინც არ დაიჯერებს…
    მხოლოდ ისეთი მეცნიერები ყვირიან ხმამაღლა ვისაც არ სწამს ღმერთის და იმიტომ გეჩვენება რომ მეცნიერების უმეტესობას თურმე არ სწამს პიროვნული ღმერთის…
    მტკიცებულებებს რაც შეეხება, მტკიცებულებები არ და ვერ იქნება, რადგან ღმერთი ყველა ჩვენთაგანის გულში ცხოვრობს და მე ჩემს გულს როგორ დაგანახვებ ვიზუალურად შენ როგორც გჯერავს და გინდა რომ შენ ღმერთი დაინახო?
    იმაში კი გეთანხმები რომ ვერ დაამტკიცებ…
    ეს ინდივიდუალურია, გინდა დაიჯერებ და შენს თავს დაუმტკიცებ, დააჯერებ რომ არსებობს გინდა არ დაიჯერებ, მაგრამ სხვას ვერ დაუმტკიცებ…
    ეხლა, სახლში შენ რომ რაღაც მოჩვენება დაინახო და მეორე დღეს მე მითხრა დიდი შანსია რომ ვერ დამაჯერო ხო? რადგან მე არ დამინახავს, მაგრამ შენ რომ დაინახე, შენ მაინც ხომ გჯერავს?…
    ისე რომ არ შეიძლება და ვერ შეიძლება ღმერთის არსებობა არარსებობა დაამტკიცო.
    ეს მხოლოდ მე მჯერავს რომ არსებობს რადგან მე მწამს და ბევრ ჩემნაირს…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: