მკვლევარებმა სტოუნჰენჯის საიდუმლო ამოხსნეს


სტოუნჰენჯი იმისთვის აიგო, რომ განემტკიცებინათ ახალი აღმოსავლურ-დასავლური გაერთიანება, რომელიც ერთმანეთში მებრძოლი ბრიტანული ტომებისგან ჩამოყალიბდა. საუკუნეების განმავლობაში არსებული დაპირისპირებისა და ბრძოლების შემდეგ ქვეყანა გაერთიანებულ სამეფოდ ყალიბდებოდა, სტოუნჰენჯს კი ამაში დახმარება უნდა გაეწია – ასეთია მეცნიერთა 10 წლიანი კვლევის შედეგები.

განაგრძე კითხვა

არსებობდა თუ არა სამყარო დიდ აფეთქებამდე?


ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფიზიკის დარგში, როჯერ პენროუზი, აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც სამყარო დიდი აფეთქების მომენტამდეც არსებობდა. ცნობილი მეცნიერის თქმით, სამყაროს მიკროტალღოვან ფონში აღმოჩენილი კონცენტრული წრეები მიგვანიშნებს იმ მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მაშინ, სანამ სამყარო დღევანდელი ფორმით დაიწყებდა არსებობას.

განაგრძე კითხვა

Volkswagen-მა მოლივლივე ავტომობილის კონცეპტი წარმოადგინა


ავტომწარმოებელმა გიგანტმა „Volkswagen”-მა წარმოადგინა მოდელი „Hover Car”, რომელიც „სახალხო მანქანის” პროექტის გამარჯვებულს წარმოადგენს. პროექტი გასულ წელს დაიწყო ჩინეთში და კომპანიის წარმომადგენლებმა მთლიანობაში 120 000-მდე იდეა განიხილეს.

ელექტრომაგნიტური ლევიტაციის სისტემის მეშვეობით მოდელი 30-60 სმ-ის სიმაღლეზეა ჰაერში დაკიდებული, მისი უდიდესი პლიუსი კი, რა თქმა უნდა, მანევრირების უნარია. მანქანა გათვლილია ორ ადამიანზე, შეუძლია როგორც წინ და უკან, ასევე გვერდითა მიმართულებებით გადაადგილება და ღერძის გარშემო ბრუნვაც კი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის საერთოდ არ აბინძურებს გარემოს.

სოკოს ფორმის ღრუბელი – „სონის” კონკურსის გამარჯვებული ფოტო


ერთი შეხედვით ამ სურათზე აღბეჭდილი მოვლენა ბირთვული ჰოლოკოსტის დასაწყისს ჰგავს, თუმცა რეალურად ბუნების შემოქმედებას წარმოადგენს.

ფოტოგრაფმა მიტჩ დობრაუნერმა უჩვეულო და ამაღელვებელი სანახაობა აშშ-ის შტატ ტეხასის ქალაქ დანდიში დააფიქსირა. იღბლიანი მომენტის წყალობით ფოტოგრაფმა „სონის” 2012 წლის ფოტოკონკურსში მთავარი პრიზი მოიპოვა.

განაგრძე კითხვა

სისხლის უძველესი უჯრედები და ახალი ინფორმაცია ყინულის კაცზე


ოტცის ყინულის კაცის ორგანიზმში მეცნიერებმა უძველესი სისხლი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, კვლევის შედეგები ამტკიცებს, რომ ქვის ხანის მსხვერპლი სწრაფად და შესაძლოა, უმტკივნეულოდაც მოკვდა.

ოტცის ყინულის კაცი გერმანია-იტალიის საზღვარზე, 3210 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურ მყინვართან აღმოაჩინეს 1991 წელს და მას შემდეგ მრავალი გამოკვლევისა და დაკვირვების საგანი გახდა. ოტცი წარმოადგენს ევროპის უძველეს ბუნებრივ მუმიას, რომელიც 5300 წლის წინ ცხოვრობდა. ამჟამად ის იტალიაში, სამხრეთ ტიროლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.

განაგრძე კითხვა

დედამიწა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ნასას ვიდეო)


„ნასამ” კიდევ ერთი გასაოცარი ვიდეო გამოაქვეყნა, მასში ბოლო 5 თვის მანძილზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (400 კმ სიმაღლე) გადაღებული დედამიწა მოჩანს.

მარსზე სიცოცხლის არსებობის ალბათობა სავარაუდოდ 99%-ია


მეცნიერთა მიერ მარსის ნიადაგის ხელახალმა ანალიზმა გასაოცარი რამ გამოააშკარავა – მასში შესაძლოა, სიცოცხლის ნიშნები არსებობდეს. ერთ-ერთი მეცნიერის განცხადებით, 99%-ია იმის შანსი, რომ წითელი პლანეტა უსიცოცხლო არაა, როგორც აქამდე ეგონათ.

განაგრძე კითხვა

Geminoid F – ყველაზე „ადამიანური” რობოტი


Geminoid F-ს მეორენაირად „ცოცხალ თოჯინასაც” უწოდებენ. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს – შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის კიდეც.

განაგრძე კითხვა

როგორ ჩაიძირა ტიტანიკი

ჯეიმს კამერონის გუნდმა შექმნა კომპიუტერული ანიმაცია, რომელიც ასახავს მათ ვერსიას „ტიტანიკის” ჩაძირვის შესახებ.

აინშტაინი, შესაძლოა, სულაც არ ცდებოდა


როგორც იცით, 23 სექტემბერს „ცერნის” მეცნიერებმა ექსპერიმენტის შედეგებში მიღებული ანომალიის შესახებ გაავრცელეს განცხადება – ელემენტარულმა ნაწილაკებმა ნეიტრინოებმა გადააჭარბეს სიჩქარის ზღვრად მიჩნეულ მაჩვენებელს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერთა პოზიცია გაიყო, ზოგის აზრით, წინასწარ რაიმის თქმა რთული იყო და ექსპერიმენტს გადახედვა სჭირდებოდა, ზოგი კი მიიჩნევდა, რომ “ცერნის” ფიზიკოსები გამოთვლებში შეცდნენ. 18 ნოემბერს „ცერნმა” კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა – მათ ექსპერიმენტი გაიმეორეს და ისევ იგივე შედეგი მიიღეს. ამჯერად „ცერნის” მეცნიერებს იტალიელი ფიზიკოსები უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ აინშტაინი სავსებით მართალი იყო.

განაგრძე კითხვა