აინშტაინი, შესაძლოა, სულაც არ ცდებოდა


როგორც იცით, 23 სექტემბერს „ცერნის” მეცნიერებმა ექსპერიმენტის შედეგებში მიღებული ანომალიის შესახებ გაავრცელეს განცხადება – ელემენტარულმა ნაწილაკებმა ნეიტრინოებმა გადააჭარბეს სიჩქარის ზღვრად მიჩნეულ მაჩვენებელს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერთა პოზიცია გაიყო, ზოგის აზრით, წინასწარ რაიმის თქმა რთული იყო და ექსპერიმენტს გადახედვა სჭირდებოდა, ზოგი კი მიიჩნევდა, რომ “ცერნის” ფიზიკოსები გამოთვლებში შეცდნენ. 18 ნოემბერს „ცერნმა” კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა – მათ ექსპერიმენტი გაიმეორეს და ისევ იგივე შედეგი მიიღეს. ამჯერად „ცერნის” მეცნიერებს იტალიელი ფიზიკოსები უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ აინშტაინი სავსებით მართალი იყო.

OPERA-ს (Oscillation Project with Emulsion-Racking Apparatus) ექსპერიმენტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერები ამბობენ, რომ ნეიტრინოებს არ დაურღვევიათ სინათლის სიჩქარის ზღვარი, არამედ „ცერნში” გამოთვლებში დაუშვეს შეცდომა. მათი თქმით, განმეორებითი ექსპერიმენტი ამას ადასტურებს და შედეგი „საკმაოდ დამაჯერებელია”, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წინა ექსპერიმენტის საკითხში „რაღაც რიგზე ვერ იყო”.

აინშტაინს შეუძლია, მშვიდად განისვენოს – ევროპელმა მეცნიერებმა ნეიტრინოების სიჩქარე გაზომეს და აღმოაჩინეს, რომ სუბატომური ნაწილაკები სინათლეზე სწრაფად არ მოძრაობენ.

ახალი შედეგები უარყოფს წინა ექსპერიმენტის დასკვნებს, რომელმაც მეცნიერულ საზოგადოებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არეულობა გამოიწვია.

ნობელის პრიზის მფლობელმა იტალიელმა ფიზიკოსმა კარლო რუბიამ განაცხადა, რომ თავის გუნდთან ერთად, რომელსაც „ICARUS” უწოდა, მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა – ნეიტრინოები გადაგზავნა შვეიცარიაში მდებარე ატომური კვლევის ევროპული ორგანიზაციის (CERN) ლაბორატორიიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ დეტექტორში, რომელიც იტალიაში მდებარეობს.

„ეს სავსებით ნათელი ექსპერიმენტია, შედეგებიც მკაფიო და დამარწმუნებელი, რაც მიანიშნებს, რომ OPERA-ს შედეგების დადგენაში შეცდომა გაიპარა”, ამბობს რუბია.

აინშტაინის ცნობილი ფარდობითობის თეორია, რომელიც თანამედროვე ფიზიკის საყრდენია, ამბობს, რომ სინათლის სიჩქარე ვაკუუმში (299 792 კმ/წმ) არის სამყაროში არსებული ზღვარი და ვერანაირი ობიექტი მას ვერ გადააჭარბებს. ეს მტკიცებულება მონაწილეობას იღებს თითქმის ყველაფერში – სამყაროს ზომისა და ასაკის განსაზღვრაში, შავი ხვრელების რადიუსის გამოთვლასა და ბირთვული რეაქტორების მიერ გამომუშავებული ენერგიის დაანგარიშებაში.

OPERA-ს ექსპერიმენტებთან დაკავშირებული ეჭვები გაძლიერდა გასულ თვეში, როცა გამოცხადდა, რომ მკვლევარებმა ტექნიკურ აპარატურაში ხარვეზი აღმოაჩინეს და ამ ხარვეზს შესაძლოა, დაემახინჯებინა ექსპერიმენტის შედეგების რეალური სურათი.

OPERA-ს ჯგუფის წევრმა და ალბერტ აინშტაინის სახელობის ფუნდამენტური ფიზიკის ცენტრის (ბერნი, შვეიცარია) ხელმძღვანელმა, მეცნიერმა ანტონიო ერედიტატომ განაცხადა, რომ ის მიესალმება ახალ აღმოჩენებს.

„ეს შედეგები ესადაგება ჩვენს ბოლოდროინდელ ვარაუდებს, რომ ექსპერიმენტის დროს გამოყენებულ ტექნოლოგიაში შესაძლოა, გარკვეული დეტალები არასათანადოდ ფუნქციონირებდნენ.”

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, დაეუფლა თუ არა იმედგაცრუება იმის გაგებისას, რომ სინათლის სიჩქარის მაჩვენებლის გარღვევა ისევ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებში რჩება და მისი ადგილი ჩვენს რეალობაში არ არის, რაზეც ერედიტატომ უპასუხა: „მეცნიერება სწორედ ასე მუშაობს. ერთადერთი, რაც გვანაღვლებს, მეცნიერული ცოდნის მსოფლიო პროგრესია.”

ICARUS-ის ჯგუფი საცდელი ექსპერიმენტის განმეორებას გეგმავს უფრო ფართო მასშტაბებში, რასაც აპრილში ან მაისში ექნება ადგილი. ექსპერიმენტს გაიმეორებს OPERA-ს კოლექტივიც, ამჯერად ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრილი იქნება.

ICARUS-ის წევრებმა დაადასტურეს, რომ აინშტაინი კიდევ ერთ რამეში იყო მართალი – ნეიტრინო სინათლის სიჩქარით მოძრაობს.

ასე რომ, სავარაუდოდ, ჯიმ ალ-ხალილს არ მოუწევს თავისი ტრუსის შეჭმა, წარსულში მოგზაურობა კი ისევ ოცნებად რჩება 🙂

Advertisements

8 responses to “აინშტაინი, შესაძლოა, სულაც არ ცდებოდა

  1. ჭიამარია 27/03/2012, 10:51 AM

    ეე, არადა როგორ ვადევნებდი ამ ამბავს თვალს… რაღაც სასწაულის მოლოდინში ვიყავი ..

    Like

    • Charlius 27/03/2012, 9:09 PM

      მიჩიო კაკუ ამბობს, რომ წარსულში მოგზაურობა და სინათლის სიჩქარის გადაჭარბება არაა შეუძლებელი, ახლა ვთარგმნიდი მაგის ინტერვიუს 🙂 რავიცი, მე მაინც არ ვიწურავ იმედს 😀

      Like

  2. tamaraword 27/03/2012, 6:51 PM

    თითქმის ყველა შენი პოსტი გადავიკითხე და თამამად შემიძლია ვთქვა: ყოჩაღ!!!

    Like

  3. tamaraword 28/03/2012, 6:07 PM

    მე როგორც ვიცი ამ თემაზე რამდენიმე ქართველი ფიზიკოსი მუშაობს…

    Like

  4. თომას მართალი 29/03/2012, 7:15 PM

    ჩემი მეგობრის ლოგიკა: “თუ აინშტაინი ცდებოდა, ესე იგი სხვებიც ცდებიან. აქედან გამომდინარე, აინშტაინი მართალი იყო”. :))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: