სოკოს ფორმის ღრუბელი – „სონის” კონკურსის გამარჯვებული ფოტო


ერთი შეხედვით ამ სურათზე აღბეჭდილი მოვლენა ბირთვული ჰოლოკოსტის დასაწყისს ჰგავს, თუმცა რეალურად ბუნების შემოქმედებას წარმოადგენს.

ფოტოგრაფმა მიტჩ დობრაუნერმა უჩვეულო და ამაღელვებელი სანახაობა აშშ-ის შტატ ტეხასის ქალაქ დანდიში დააფიქსირა. იღბლიანი მომენტის წყალობით ფოტოგრაფმა „სონის” 2012 წლის ფოტოკონკურსში მთავარი პრიზი მოიპოვა.

ამ ბუნებრივ მოვლენას სუპერუჯრედულ შტორმს უწოდებენ. სუპერუჯრედული შტორმი ყალიბდება მაშინ, როცა ჰაერი იწყებს ვერტიკალური მიმართულებით მოძრაობას და ღრუბლის შიგნით ქმნის მბრუნავ ტალღებს.

დობრაუნერმა კიდევ რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო გადაიღო აშშ-ის სამხრეთ ნაწილში და ყველა მათგანზე იშვიათი ფენომენია აღბეჭდილი – ტორნადო, რომელიც ჰორიზონტზე იკლაკნება, ცისკენ აღმართული ვერტიკალური ხვეული ღრუბელი და ა.შ.

ტეხასსა და აშშ-ის სამხრეთში მდებარე სხვა შტატებში ხშირია მრისხანე ამინდი, მაგალითად ტორნადო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებს. თუმცა თავად მოვლენა ხშირად თვალწარმტაცია.

„სონის” ფოტოკონკურსში 171 ქვეყნიდან წარდგენილი 12 000 ნამუშევარი მონაწილეობდა. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და ფოტოგრაფიის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. დაჯილდოება ლონდონში ჩატარდა, დობრაუნერის ნამუშევრები კი სომერსეტ-ჰაუსში გამოიფინება და 20 მაისამდე მსურველებს დათვალიერება შეეძლებათ.

Advertisements

6 responses to “სოკოს ფორმის ღრუბელი – „სონის” კონკურსის გამარჯვებული ფოტო

  1. გლეხის ბიჭი 03/05/2012, 11:58 PM

    აღნიშვნის ღირსია, რომ კონკურსის ბედი ,,ფეისბუქ- ლაიქებით” არ წყდებოდა

    Like

  2. karamelka 05/05/2012, 2:43 PM

    შემშურდა მაგ ფოტოგრაფის :/

    Like

  3. tami 08/05/2012, 2:02 PM

    ყველაზე საშინელი სილამაზეა

    Like

  4. Java 13/03/2013, 4:29 PM

    vinc aq moxvdeba 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: