არსებობდა თუ არა სამყარო დიდ აფეთქებამდე?


ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფიზიკის დარგში, როჯერ პენროუზი, აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც სამყარო დიდი აფეთქების მომენტამდეც არსებობდა. ცნობილი მეცნიერის თქმით, სამყაროს მიკროტალღოვან ფონში აღმოჩენილი კონცენტრული წრეები მიგვანიშნებს იმ მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მაშინ, სანამ სამყარო დღევანდელი ფორმით დაიწყებდა არსებობას.

კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის მეშვეობით მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, ბუნდოვნად დააკვირდნენ სამყაროს, როგორიც იყო ის დიდი აფეთქებიდან 300 000 წლის შემდგომ. ეს ერთი შეხედვით ხანგრძლივი პერიოდი რეალურად დროის მიკროსკოპულად მცირე მონაკვეთია, თუ გავითვალიწინებთ სამყაროს ასაკს (13.75±0.11 მილიარდი წელი).

პენროუზის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა არგუმენტებს მატებს იმ თეორიას, რომლის მიხედვითაც სამყარო მრავალჯერ გაფართოვდა (დიდი აფეთქება/Big Bang) და შეიკუმშა (დიდი შეკუმშვა/Big Crunch). როჯერ პენროუზს მრავალი პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, 1988 წელს კი სტივენ ჰოკინგთან გაიყო ვოლფის პრემია სამყაროს შეცნობის საკითხში გაწეული ღვაწლისთვის.

მიიჩნევა, რომ სამყაროს დაბადებიდან 10-20 მილიარდი წლის შემდეგ კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის ტემპერატურა საშუალოდ -270°C იქნება. დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის შემდეგ ვარსკვლავებმა და გალაქტიკებმა დაიწყეს გაჩენა. დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ ჩვენი მზე გაჩნდა, 3.8 მილიარდი წლის წინ კი დედამიწაზე თავი იჩინა სიცოცხლის პირველმა ფორმებმა მარტივი უჯრედების (პროკარიოტების) სახით.

სტივენ ჰოკინგმა ერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი სამყაროს შორეულ წარსულში სხვა სამყაროსთან შეჯახების კვალი უნდა ვეძებოთ. მეცნიერთა ნაწილი ეჭვობს, რომ რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით, ერთადერთი არაა და მისი მსგავსები კიდევ არსებობენ. ამჟამად კი პროფესორი პენროუზი მიიჩნევს, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომხეთი) პროფესორ ვაჰე გურზადიანთან ერთად „ნასას” უილკინსონის მიკროტალღოვანი ანიზოტროპიის ზონდის (WMAP) ფოტოებზე ჩატარებული კვლევა ააშკარავებს იმ რადიაციის ნაკვალევს, რომელიც დიდ აფეთქებაზე ძველია.

მეცნიერთა თქმით, მათ კონცენტრული წრეების 12 ნიმუში აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგს 5 რგოლი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ ობიექტებს წარსულში 5 სერიოზული მოვლენა გადაუტანიათ. რგოლები ჩნდებიან გალაქტიკების ჯგუფების გარშემო, სადაც მიკროტალღოვანი ფონის რადიაციის ვარიაცია უცნაურად დაბალია.

ამ აღმოჩენამ შესაძლოა უარყოს სამყაროს წარმოშობაზე საკმაოდ გავრცელებული ე.წ. ინფლაციური თეორია, რომ ყველაფერი დაიწყო დიდი აფეთქებით და სამყარო განაგრძობს გაფართოებას მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ განადგურდება.

პენროუზი და გურზადიანი მიიჩნევენ, რომ მათი აღმოჩენილი წრეები წარმოადგენს უკიდურესად ძლიერი გრავიტაციული რადიაცის ნაკვალევს, რისი მიზეზიც იყო სუპერმასიური შავი ხვრელების შეჯახება. ეს კი ბოლო დიდი აფეთქების წინა პერიოდში მოხდა. მეცნიერთა თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სამყარო მუდმივად გადის გარკვეულ ციკლებს, რაც დიდი აფეთქებებისა და სუპერმასიური შავი ხვრელების შეჯახებების შედეგია.

პროფესორ პენროუზის „ციკლური კოსმოლოგიის” ახალი თეორიის მიხედვით, შავი ხვრელები საბოლოოდ შეისრუტავენ სამყაროში არსებულ ყველანაირ მატერიას. ამის შემდეგ კი ერთადერთი, რაც სამყაროში დარჩება, იქნება ენერგია – ენერგია, რომელიც დასაბამს დაუდებს მომდევნო დიდ აფეთქებას და სამყაროს ახალ ეპოქას.

Advertisements

7 responses to “არსებობდა თუ არა სამყარო დიდ აფეთქებამდე?

  1. bacha 13/06/2012, 7:43 PM

    ra didi akmochena esaa, raxania es teoria aresbobs

    Like

  2. thedoggers 15/06/2012, 2:30 AM

    სწორად თქვა (რაერქვა იმკაცს :|) მარტო ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიციო…

    Like

  3. Java 08/03/2013, 5:57 PM

    კაია მომეწონა და იმედია ახალ სამყაროში ყველაფრის თავიდან მიღწევა არ გადხება საჭირო 🙂

    Like

  4. Zura Kupatadze 29/05/2013, 1:35 AM

    თუ დიდ აფეთქებამდე დრო/სივრცე არ არსებობდა, დიდი აფეთქების შემდეგ შექმნილ დრო/სივრცეში მანამდე მომხდარი მოვლენის კვალის არსებობას როგორ ხსნიან?

    Like

  5. shaqro 30/12/2013, 9:20 PM

    kargi amat ro kitxo manamdis sivrce ar arsebobda mashasadame araferi ar iyo da vicit ro samyaro fartovdeba samyaros gafartoeba ro shecherdes da am ukidures wertilshi mixvide sadac gafartoeba shewyda eseigi imis iqet sivrce agar iqneba xo? da davejaxebit raime kedels tu ra? es ver gavige me.
    gafartoeba aris bushtis gabervis msgavs albat. amaze tema tu arsebobs gamagebiet.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: