მარსზე სიცოცხლის არსებობის ალბათობა სავარაუდოდ 99%-ია


მეცნიერთა მიერ მარსის ნიადაგის ხელახალმა ანალიზმა გასაოცარი რამ გამოააშკარავა – მასში შესაძლოა, სიცოცხლის ნიშნები არსებობდეს. ერთ-ერთი მეცნიერის განცხადებით, 99%-ია იმის შანსი, რომ წითელი პლანეტა უსიცოცხლო არაა, როგორც აქამდე ეგონათ.

1976 წლის ივლისში ნასას მიერ მარსზე გაშვებული ხომალდი „Viking 1″ პლანეტის ზედაპირზე დაეშვა, თუმცა ვერ მოახერხა სიცოცხლის ნიშანწყლის პოვნა. ამჯერად კი, 3 ათეული წლის შემდეგ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაშინდელი ექსპერიმენტი ხარვეზებით წარიმართა.

როგორც გამოდის, Viking 1-ს ნამდვილად უპოვნია არამიწიერი მიკრობების არსებობის მტკიცებულება მარსის ნიადაგიდან აღებული ნიმუშის სახით.

1976 წელს „ნასამ” ორი ზონდი გაგზავნა – Viking 1 და Viking 2, რათა მარსზე სიცოცხლის არსებობის საკითხი გამოკვლეულიყო. ექსპერიმენტი მოიცავდა მარსის ზედაპირიდან ნიმუშის აღებას და მასში წყლის წვეთების შერევას, რომლებიც შეიცავდნენ მკვებავ ნივთიერებებს და რადიოაქტიური ნახშირბადის ატომებს. ექსპერიმენტის აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ თუკი მიწა მიკრობებს შეიცავდა, სიცოცხლის ფორმები მოახდენდნენ მკვებავი ნივთიერებების გადამუშავებას და გამოუშვებდნენ ან რადიოაქტიური ნახშირბადის დიოქსიდს ან მეთანის აირს, რომლის გაზომვაც შესაძლებელი იქნებოდა ზონდზე არსებული რადიაციის დეტექტორით.

ამის გარდა ჩატარდა სხვა სახის ექპერიმენტებიც, როგორიცაა ნიადაგის ნიმუშის გაცხელება სხვადასხვა ტემპერატურაზე და სხვა ნიმუშების იზოლირება სრულ სიბნელეში თვეების მანძილზე – ეს პირობები გაანადგურებდა იმ მიკრობებს, რომელთა არსებობაც დამოკიდებული იყო ფოტოსინთეზზე. ამ ნიმუშებსაც შეურიეს მკვებავი ნივთიერებებიანი ხსნარი.

პირველი სახის ექსპერიმენტებმა დადებითი ნიშნები აჩვენა სიცოცხლის ფორმებზე, დანარჩენმა ორმა კი – უარყოფითი. ამის გამო კოსმოსურმა სააგენტომ ჩათვალა, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არ არსებობდა.

ამჯერად ნიმუშების მათემატიკურმა ანალიზმა გააქარწყლა წინა საუკუნეში ჩატარებული კვლევის შედეგები და დაასკვნა, რომ მიწის ნიმუშები ნამდვილად შეიცავენ მიკრობული სიცოცხლის ძლიერ მტკიცებულებებს. ამ აღმოჩენით მეცნიერებიც გაკვირვებულნი დარჩნენ. მათემატიკური ტესტი აცალკევებდა ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ სიგნალებს და როგორც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომელი ჯოზეფ მილერი მიიჩნევს, მისმა გუნდმა მიკრობული სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინა.

„ეს მყარი პასუხია იმის დასადასტურებლად, რომ სიცოცხლე სხვაგანაც არსებობს”, ამბობენ მკვლევარები სიენასა და კალიფორნიის უნივერსიტეტებიდან. „ანალიზი მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ «ვიკინგის» ექსპერიმენტებმა ნამდვილად აღმოაჩინა მიკრობული სიცოცხლე მარსზე.”

მეცნიერებმა ხელახალი კვლევის ჩატარება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ 2008 წელს მარსზე გაგზავნილი სხვა ზონდის, „ფენიქსის” მიერ აღებულ ნიადაგის ნიმუშებში აღმოაჩინეს პერქლორატები.

თუმცა ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერთა დასკვნები მაინც ორად იყოფა იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე მიუთითებს ანალიზის შედეგი და როგორია მარსზე სიცოცხლის არსებობის გარანტია.

„ნასას” ეიმსის კვლევა-ძიების ცენტრის თანამშრომელი ქრისტოფერ მაკკეი „Discovery News”-თან ინტერვიუში ამბობს, რომ „ეს აღმოჩენა არაა მარსზე ამ პერიოდში ან წარსულში სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება. ეს უბრალოდ ორგანიკაა.”

„ეჭვმიუტანელი მტკიცებულება მაშინ გვექნება, როცა მარსის ბაქტერიას ვიდეოს გადავუღებთ. პლანეტაზე უნდა გაიგზავნოს მიკროსკოპი და აღბეჭდოს, როგორ გადაადგილდება ბაქტერია”, განაცხადა ჯოზეფ მილერმა. „იქიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც გვაქვს აქამდე ჩატარებული კვლევებიდან, 99%-ით ვარ დარწმუნებული, რომ მარსზე სიცოცხლე ნამდვილად არსებობს.”

მარსის მომავალმა მისიებმა შესაძლოა, ამ კითხვაზე უფრო ზუსტი პასუხი გაგვცენ.

ერთ-ერთი უპილოტო ხომალდი, რომელიც წითელ პლანეტაზე მიეშურება, არის „მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის” (Mars Science Laboratory) მისია. ის 2011 წლის 26 ნოემბერს გაუშვეს და დაჯდომას 2012 წლის 6 აგვისტოს განახორციელებს.

მარსის ზედაპირზე დაეშვება 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე მანქანა, რომელიც აღჭურვილი იქნება 10 სამეცნიერო ინსტრუმენტით. მისი მიზანია, გაარკვიოს, რამდენად ხელსაყრელია იქაური პირობები სიცოცხლისთვის.

კიდევ ერთი მისია 2016 წლისთვისაა დაგეგმილი. „მარსზე აირების აღმომჩენი ორბიტერი” 2016 წლის იანვარში გაეშვება და მარსს ოქტობერში მიუახლოვდება. ის ევროპული კოსმოსური სააგენტოსა (ESA) და რუსეთის ფედერალური კოსმოსური სააგენტოს (Roscosmos) ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. მას 5 სამეცნიერო ინსტრუმენტი ექნება და მარსის ატმოსფეროში სხვადასხვა სახის აირებს შეისწავლის, მათ შორის მეთანს, რაც ბიოლოგიური და გეოლოგიური აქტიურობის დადასტურება იქნება.

6 thoughts on “მარსზე სიცოცხლის არსებობის ალბათობა სავარაუდოდ 99%-ია

  1. იმედია Curiosity დააკმაყოფილებს ჩვენს ცნობისმოყვარეობას, მარსზე სიცოცხლის არსებობის დადასტურება უდიდესი მოვლენა იქნება. Opportunity-მა და Spirit-მა იმდენი ხანი გაძლეს მარსზე რომ “ცნობისმოყვარეობამ” მინიმუმ სამი მაგდენი უნდა გაქაჩოს, რაც იმედს იძლევა რომ ბევრ ინფორმაციას მოაგროვებს მარსზე.

    Like

      1. სიცოცხლის განსხვავებების ბევრად უფრო საინტერესო იქნება მრავალუჯრედიანი რთული ორგანიზმები, რაც არამგონია მარსზე შეგვხვდეს. მარსის მუღამი მაინც სიცოცხლის წარმოშობის შესაძლებლობაა სხვა პლანეტაზე. ანუ თუ მარსზეც წარმოიშვა და დედამიწაზეც (ან ტრანსპორტირდა ერთიდან მეორეზე) ეს ნიშნავს იმას რომ სამყარო სავსეა სიცოცხლის ფორმებით. თუ ასე ახლო მანძილებზე ეს მოხდა ორჯერ ე.ი სამყაროში სიცოცხლე ყველგან ფეთქავს ე.ი ეს რაღაც კანონზომიერების ნაწილია და არა განსაკუთრებული მოვლენა ან რომელიმე ღმერთის არჩევანი.

        Like

        1. მრავალუჯრედიანს არც ველი, თუ რამეს აღმოაჩენენ, ალბათ პრიმიტიული ორგანიზმი იქნება. რთული ფორმები ჩემი აზრით, უფრო მზის სისტემის გარეთ უნდა ეძებონ. ღმერთს რაც შეეხება, რა გითხრა, ვატიკანმა დაიზღვია უკვე თავი 😀
          http://news.bbc.co.uk/2/hi/7399661.stm

          Like

          1. ვატიკანის ამბავი ცნობილია ჩემთვის. თუ ახალი არაფერი დაამატეს
            ისე სიცოცხლის რთული ფორმები შესაძლოა იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზეც შეგვხვდეს. როგორც მეცნიერები ამბობენ სქელი ყინულის ქვეშ იქ იმდენი თხევადი წყალია რომელიც 2-ჯერ (თუ სწორად მახსოვს) აღემატება დედამიწის მთელი რეზერვუარს. ჰოდა მზის სისტემაზე იმედის გადაწურვა ჯერ არ ღირს მგონი, რა იცი რა ხდება, თუ მარსზე მიკრობებია იქ ევროპას სიღრმეებში (უკეთეს პირობებში) სრულიად შესაძლებელია რომ მრავალფეროვანი ფორმები იყვნენ, მთავარია კოსმოსური კვლევების ეპოქა უფრო განვითარდეს და გაფართოვდეს.

            Like

  2. გამოხმაურება: უცხოპლანეტელები « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s