Geminoid F-ს მეორენაირად „ცოცხალ თოჯინასაც” უწოდებენ. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს – შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის კიდეც.
შესაძლოა, სულ რაღაც რამდენიმე თვე გვაშორებდეს იმ პერიოდამდე, როცა მომღერალთა ჯგუფებსა და ახალბედა მსახიობებს რობოტები ჩაანაცვლებენ. მრავალფუნქციურმა Geminoid F-მა ჰონგკონგში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჩინეთის მოსახლეობაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ამ ქმნილებას შეუძლია გაღიმება, ასევე უცნაური და დამცინავი მიმიკების გამოხატვაც კი. ამ ყველაფერს რეზინის კანის ქვეშ განლაგებული მექანიკური სტიმულატორები უზრუნველყოფენ.
როგორც Geminoid F-ის შემქმნელი ჰიროში იშიგურო ამბობს, მისი მიზანია ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც ადამიანის მაქსიმალურად ზუსტი ასლი იქნება და მრავალს დააჯერებს, თითქოს მექანიკური მოწყობილობა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია.

Geminoid F ჰონგკონგში 10 აპრილს
ჰიროში იშიგურო რობოტების ცნობილი დიზაინერია და დასავლეთ იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მისი ანდროიდები ხშირად 1 მილიონ დოლარზე ძვირად ფასობენ. თუმცა Geminoid F შედარებით იაფია – მისი ღირებულება „სულ რაღაც” 110 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. შემოსულ თანხას იშიგურო რობოტების ტექნოლოგიის დახვეწა-გაუმჯობესებას მოახმარს.
ქალის ფორმის Geminoid F-ს შეუძლია გაიღიმოს, წარბები აწიოს, პირი ამოძრავოს, თუმცა უფრო ხშირად გაოცების მსგავსი გამომეტყველება აქვს. მის ფუნქციებში ასევე შედის ლაპარაკი და სიმღერა – უკრავს წინასწარ ჩაწერილ სიმღერებს ან იმეორებს სხვა ადამიანთა ხმებს.
რობოტის მექანიზმი აღჭურვილია 12 მოტორიზებული სტიმულატორით, რომლებიც ენერგიას ჰაერის წნევით იღებენ. ამის მეშვეობით Geminoid F ადამიანთა სახის გამომეტყველებებს „აკოპირებს”.
პროფესორ იშიგუროს წარსულშიც დაუმზადებია ისეთი რობოტები, რომლებიც ადამიანს გვაგონებდნენ, ერთ-ერთი მათგანი საკუთარი გარეგნობის მიხედვითაც კი შექმნა.
პროფესორის თქმით, ერთ დღესაც რობოტები გაგვაცურებენ და ისინი ადამიანში აგვერევა.
„რა არის ადამიანი?” კითხულობს ის. „თუ შეიძლება, მომეცით განსაზღვრება და ჩვენ მის ასლს შევქმნით”.
დროა გვეშინოდეს მსგავსი განივთარების : )))
LikeLike
მეც ასე მგონია…. რა არის კარგი იმაში რომ ჩვენი მსგავსი მაქნაები შევქმნათ…
LikeLike
sci-fi სტატიებში მაქვს წაკითხული, რომ მომავალში მეძავის პროფესია შეიძლება გაქრეს და ეგ ფუნქცია მთლიანად რობოტმა შეითავსოს. მოახლოვდა ეტყობა ეგ დრო :დ
LikeLike
თუ მაგ საქმეს არ გასცდებიან მშვიდობაში მოიხმარონ ეგ რობოტები :)))))))))))))))))))))))
LikeLike
არც არაფერი,ამით ადამიანის რასას სერიოზული საფრთხე ელის,თუ ეს რობოტები წარმატებით განვითარდნენ
LikeLike
Reblogged this on თაკოლადი and commented:
ძალიან საინტერესო
LikeLike
ჯერ ჯერობით რობოტების არ უნდა გვეშინოდეს. იმიტომ რომ ისინი გონებრივი განვიტარებიტ მწერების დონეზე არიან, გარეგნობა და სიმღერა არაფერს ნიშნავს. მანამ კი სანამ რობოტები განვითარდებიან ადამიანის დონემდე ადამიანს საკმარისი დრო და რესურსი აქვს იმისთვის რომ საფრთის პრევენცია მოახდინოს. თვითონაა დიზაინერი და შეუძლია მას რაღაც გარკვეული მოქმედებები და განზრახვები შეუზღუდოს.მოკლედ ჯერ მაქამდე მაინც შორია. თუ არ იზრუნეს ადამიანებამ მანამდე სანამ რობოტები მართლა განვითარდებიან, მაშინ კი შეიძლება რეალური საფუძველი ქონდეს შიშს.
LikeLike
რამ შეგაშინათ, ჯერ მაგათ აჯანყებამდე ძალიან ადრეა ))))
LikeLike
am robotebis atana ar maqvs
LikeLike
რატო? :დ
LikeLike
meshinia cota 😀
LikeLike
exla gamaxsenda filmi “me roboti” :)))
LikeLike