
ფარდობითობა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერული თეორიაა. ალბერტ აინშტაინის მიერ 1905-1915 წლებში ჩამოყალიბებული ფარდობითობის სპეციალური და ზოგადი თეორიები ხსნის საგანთა ქმედებებს დროსა და სივრცეში და შესაძლებელი ხდება ისეთი რამეების წინასწარმეტყველება, როგორიცაა შავი ხვრელების არსებობა, გრავიტაციის გავლენით სინათლის გამრუდება და პლანეტების თავისებურებები ორბიტაზე მოძრაობისას.
ირმის ნახტომის გალაქტიკის საუკეთესო ფოტოები

სამოგზაურო და სათავგადასავლო ფოტოგრაფიის ბლოგმა Capture the Atlas გამოაქვეყნა ირმის ნახტომის ფოტოგრაფიის წლის საუკეთესო ნიმუშები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაფიქსირებული ღამის ცის სილამაზე ჩანს.
კრებული 25 საუკეთესო ნამუშევარს მოიცავს. შედეგები ყოველი წლის მაისში ქვეყნდება, რაც ირმის ნახტომზე დაკვირვების სეზონის მიწურულს ემთხვევა.
2022 წლის სია მოიცავს ფოტოებს 12 სხვადასხვა ქვეყნიდან — აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩილე, არგენტინა, ეგვიპტე, საფრანგეთი, ესპანეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, იაპონია და ჩინეთი — გადაღებულს 14 სხვადასხვა ეროვნების მქონე 25 ფოტოგრაფის მიერ.
წარმოსახვითი ექსპერიმენტები

წარმოსახვითი ექსპერიმენტები ფართოდ გამოიყენება მრავალ დისციპლინაში. მათი მეშვეობით ხდება კომპლექსური სიტუაციების გამოკვლევა, კითხვების დასმა და რთული იდეების გასაგებ კონტექსტში წარმოდგენა. ზოგი მათგანი უბრალოდ მორალურ თავსატეხს წარმოადგენს, ზოგიერთი კი გვიჩვენებს, რამდენად არასრულყოფილია ჩვენი წარმოდგენა სამყაროსა და რეალობაზე.
მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის გამოსახულება მიიღეს

ეს არის უზარმაზარი შავი ხვრელი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, ცენტრში მდებარეობს. მეცნიერებმა პირველად შეძლეს ამ ობიექტის გამოსახულების მიღება.
ობიექტის სახელია მშვილდოსანი A* და მას მზეზე 4 მილიონჯერ მეტი მასა აქვს.
რატომ ვიკვლევთ მარსს?

1960-იან წლებში ადამიანებმა წითელი პლანეტის გამოკვლევა განიზრახეს. დღესდღეობით ნასა იმედოვნებს, რომ 2030-იან წლებში მარსზე პირველი ადამიანი დადგამს ფეხს.
National Geographic-ის აპრილის დღის ფოტოები

1-ლი აპრილი, 2022 წ.
ბატების გუნდი
National Geographic-ის 1991 წლის მარტის ნომერში ასახული იყო აღმოსავლეთევროპული ქვეყნების ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამ ფოტოზე ფერმერი შინაური ბატების გუნდს მიერეკება ბეღლისკენ უნგრეთის სოფელ ხორტობადში.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი 32 წლისაა

ნასამ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის 32 წლისთავი ერთ კადრში მოქცეული 5 გალაქტიკის შთამბეჭდავი გამოსახულების გამოქვეყნებით აღნიშნა. გალაქტიკათა ამ ერთობლიობას „ჰიქსონის კომპაქტური ჯგუფი 40“ ეწოდება.
ეს ჯგუფი მოიცავს 3 სპირალურ გალაქტიკას, ელიფსურ გალაქტიკას და ლინზისებრ გალაქტიკას. ამ განსხვავებული ტიპის გალაქტიკების ევოლუციური გზა როგორღაც გადაიკვეთა და შედეგად გალაქტიკებით მდიდარი რეგიონი ჩამოყალიბდა.
სტალინის ომი გენეტიკის წინააღმდეგ

წარწერა ზემოთ: „გაუმარჯოს დიდი პროლეტარული რევოლუციის ხუთ წლისთავს!“
წარწერა მარჯვნივ: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“
წარწერა მარცხნივ: „კომუნისტური ინტერნაციონალის მეოთხე ყრილობა“
ㅤ
1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ახალმა პოლიტიკურმა სისტემამ იდეოლოგია და პრაქტიკული შედეგები ყველაფერზე, მათ შორის მეცნიერულ ფაქტებზე, მაღლა დააყენა. ყველაზე კარგად ეს გამოჩნდა სოფლის მეურნეობაში, სადაც მნიშვნელოვანი იყო მეტი საკვების წარმოება ნებისმიერი საშუალებით. ამას ტრაგიკული შედეგი მოყვა საბჭოთა მოსახლეობისა და ნიკოლოზ ვავილოვისთვის, რომელიც რუსეთის უდიდესი გენეტიკოსი გახლდათ. ვავილოვის ბედის გადაწყვეტაში დიდი როლი ითამაშა ტროფიმ ლისენკომ, რომელმაც პოლიტიკური მანიპულაციებითა და ინტრიგებით მოახერხა საბჭოთა გენეტიკის სათავეში ჩადგომა.
10 კითხვა შავ ხვრელებზე

შავი ხვრელი უკიდურესად მკვრივი კოსმოსური ობიექტია, რომლისგანაც სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. იდუმალი და ეგზოტიკური შავი ხვრელი გრავიტაციის ბუნების დემონსტრაციას წარმოადგენს: როცა დიდი რაოდენობით მასა იკუმშება საკმარისად მცირე ზომის სივრცეში, შედეგად წარმოქმნილი ობიექტი სივრცისა და დროის ქსოვილს აზიანებს და ე.წ. სინგულარობად გარდაიქმნება. შავი ხვრელის გრავიტაცია ისეთი ძლიერია, რომ შეუძლია ახლომდებარე მატერია თავისკენ მიიზიდოს და შთანთქას.
თანამედროვე ფიზიკის 18 ამოუხსნელი საიდუმლო

1900 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა ლორდ კელვინმა განაცხადა: „ფიზიკაში ახალი აღარაფერია აღმოსაჩენი. დარჩა მხოლოდ უფრო და უფრო ზუსტი გაზომვების გაკეთება.” შემდეგი 30 წლის განმავლობაში კვანტურმა მექანიკამ და აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ ამ დარგში რევოლუცია მოახდინა. დღესდღეობით ვერცერთი ფიზიკოსი გაბედავს იმის თქმას, რომ სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნა სრულყოფილთან ახლოს არის. უფრო პირიქით – ყოველი ახალი აღმოჩენა ხსნის უფრო დიდი და ღრმა დილემის პანდორას ყუთს. ქვემოთ მოყვანილია 18 საკითხი, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა და ყველაზე საკამათო თემებია თანამედროვე ფიზიკაში.