მითი: ფუტკარი ვერ უნდა დაფრინავდეს

2007 წელს გამოსულმა ფილმმა „ფუტკრები“ ადვილად მოიპოვა პოპულარობა მაყურებლებში, თუმცა ერთი მითის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. ფილმის დასაწყისში ნათქვამია: „ავიაციის ყველა ცნობილი კანონის თანახმად, ფუტკარი ვერ უნდა დაფრინავდეს. მისი ფრთები ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ მომცრო მსუქანი სხეული მიწიდან აწიოს. ფუტკარი, ცხადია, მაინც დაფრინავს, რადგან მას არ ადარდებს, რა მიაჩნიათ ადამიანებს შეუძლებლად.“

განაგრძე კითხვა

ყველაზე საშიში დინოზავრები

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: 1676 წელია და თქვენ ინგლისის ერთ-ერთი მუზეუმის კურატორი ბრძანდებით. ერთ დღესაც დაგევალათ კირქვის კარიერში ნაპოვნი უზარმაზარი, უცნაური იერის მქონე „ქვის“ ამოცნობა. ერთი შეხედვით ძვალს ამსგავსებთ, კერძოდ კი ბარძაყის ძვლის ნახევარს, მაგრამ დიდი ზომის გამო თქვენთვის ცნობილი ცხოველებიდან ვერცერთს უსადაგებთ.

განაგრძე კითხვა

ჯეიმს უების ტელესკოპით მიღებული პირველი გამოსახულებები გამოქვეყნდა

ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელესკოპი მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური სამეცნიერო ობსერვატორიაა. უების ტელესკოპი ამოხსნის მზის სისტემის საიდუმლოებებს, დააკვირდება შორეული ვარსკვლავების გარშემო მოძრავ პლანეტებს, გამოიკვლევს იდუმალ სტრუქტურებს და ჩვენი სამყაროს წარმოშობას და ჩვენს ადგილს მასში. ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპი საერთაშორისო პროგრამაა, რომელსაც ხელმძღვანელობს ნასა თავის პარტნიორებთან, ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსა (ESA) და კანადის კოსმოსურ სააგენტოსთან (CSA) ერთად. წარმოგიდგენთ ჯეიმს უების ტელესკოპით მიღებულ პირველ 5 გამოსახულებას.

განაგრძე კითხვა

ცერნის ფიზიკოსებმა 3 ეგზოტიკური ნაწილაკი აღმოაჩინეს

ფიზიკოსთა თქმით, ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტის მონაცემებში აღმოაჩინეს მტკიცებულება კვარკების 3 სხვადასხვა, აქამდე არნახული კომბინაციის არსებობაზე. ნაწილაკების მსოფლიოში უდიდესმა ამაჩქარებელმა ახლახან დაიწყო მაღალენერგიული ექსპერიმენტების ახალი ტალღა.

განაგრძე კითხვა

როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

მეცნიერებამ გამოკვეთა სამყაროს აღსასრულის ოთხი შესაძლო შემთხვევა. მათ ეწოდებათ დიდი გაყინვა, დიდი შეკუმშვა, დიდი ცვლილება და დიდი გახლეჩა.

ჩვენს პლანეტას აღსასრული ელის. უბრალოდ ამას დიდი დრო დაჭირდება. დაახლოებით 6 მილიარდ წელიწადში დედამიწა სავარაუდოდ აორთქლდება, როცა მომაკვდავი მზე წითელ გიგანტად გაფართოვდება და ჩვენს პლანეტას შთანთქავს.

მაგრამ დედამიწა მხოლოდ ერთ-ერთი პლანეტაა მზის სისტემაში, მზე მხოლოდ ერთ-ერთია გალაქტიკის ასეულობით მილიარდი ვარსკვლავიდან და დაკვირვებად სამყაროში ასობით მილიარდი გალაქტიკა არსებობს. რა ბედი ელის მათ? როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?
განაგრძე კითხვა

უკვდავი ცხოველები და მცენარეები

ცხოველთა უმეტესობა რაღაც ეტაპზე ბერდება და საბოლოოდ კვდება. თუმცა ზოგიერთ იღბლიან სახეობაზე დროის მსვლელობა გავლენას არ ახდენს და არსებობას ჩვეულებრივად აგრძელებენ.

განაგრძე კითხვა

რა საფრთხეები გველის კოსმოსიდან?

ღია კოსმოსი შორეულ და მიუღწევად ადგილად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში კოსმოსში მომხდარი მოვლენები შესაძლოა ეხმარებოდა ან ხელს უშლიდა დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციას.

ჩვენ ძლივძლივობით მოვაღწიეთ აქამდე. ევოლუცია ადვილად შეიძლებოდა, სხვა გზით წარმართულიყო და ასე რომ არ მოხდა, გარკვეულწილად უჩვეულო და შემთხვევითი მოვლენების გამოა. დედამიწაზე სიცოცხლეს მრავალი მოულოდნელობა, უცნაური შემთხვევა და კატასტროფა დახვდა წინ, დაწყებული უეცარი გამყინვარების პერიოდებიდან დამთავრებული ასტეროიდების ცვენით – და ჩვენ პირდაპირი შედეგი ვართ იმისა, თუ როგორ გაუმკლავდა სიცოცხლე ამ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს.

განაგრძე კითხვა

გასაოცარი ფაქტები ჭიანჭველებზე

ჭიანჭველები გასაოცარი არსებები არიან. პატარა ზომის მიუხედავად, მათი ქცევები საკმაოდ საინტერესოა.

განაგრძე კითხვა

ფარდობითობის თეორიის მტკიცებულებები ყოველდღიურ ცხოვრებაში


ფარდობითობა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერული თეორიაა. ალბერტ აინშტაინის მიერ 1905-1915 წლებში ჩამოყალიბებული ფარდობითობის სპეციალური და ზოგადი თეორიები ხსნის საგანთა ქმედებებს დროსა და სივრცეში და შესაძლებელი ხდება ისეთი რამეების წინასწარმეტყველება, როგორიცაა  შავი ხვრელების არსებობა, გრავიტაციის გავლენით სინათლის გამრუდება და პლანეტების თავისებურებები ორბიტაზე მოძრაობისას.

განაგრძე კითხვა

ირმის ნახტომის გალაქტიკის საუკეთესო ფოტოები

სამოგზაურო და სათავგადასავლო ფოტოგრაფიის ბლოგმა Capture the Atlas გამოაქვეყნა ირმის ნახტომის ფოტოგრაფიის წლის საუკეთესო ნიმუშები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაფიქსირებული ღამის ცის სილამაზე ჩანს.
კრებული 25 საუკეთესო ნამუშევარს მოიცავს. შედეგები ყოველი წლის მაისში ქვეყნდება, რაც ირმის ნახტომზე დაკვირვების სეზონის მიწურულს ემთხვევა.
2022 წლის სია მოიცავს ფოტოებს 12 სხვადასხვა ქვეყნიდან — აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩილე, არგენტინა, ეგვიპტე, საფრანგეთი, ესპანეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, იაპონია და ჩინეთი — გადაღებულს 14 სხვადასხვა ეროვნების მქონე 25 ფოტოგრაფის მიერ.

განაგრძე კითხვა