მედიუმი ელისონ დიუბუა

პატრიცია არკეტი და ელისონ დიუბუა

ელისონ დიუბუა ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამტკიცებს რომ კავშირი აქვს სულების სამყაროსთან და მათგან დროდადრო ინფორმაციას იღებს. სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც განაცხადა, რომ მის ნიჭს წარმატებით იყენებენ შეერთებული შტატების ფედერალურ ბიუროში. ამას დაემატა ისიც, რომ მასზე გადაიღეს სატელევიზიო სერიალი “მედიუმი”.

ელისონი არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში დაიბადა 1972 წლის 24 იანვარს. ზებუნებრივი ნიჭი ბავშვობიდან (6 წლიდან) მოჰყვება. მართალია ამ “საჩუქრით” ცხოვრება არც ისე ადვილი იყო, თუმცა მეგობრები არასდროს აკლდა.

ერთხელ, როცა ელისონი 17 წლის იყო, მეგობართან, ბარბარასთან ერთად წვეულებაზე წასვლას აპირებდა, რომ უეცრად საწოლთან მივიდა და ოთახის ცენტრისკენ გამოსწია. ბარბარას კითხვაზე, თუ რას აკეთებდა, მან უპასუხა რომ უცნობმა ხმამ უბრძანა ამის გაკეთება. ღამის ორ საათზე, როცა მეგობრები სახლში დაბრუნდნენ და უკვე ეძინათ, საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძათ. სახლს სატვირთო მანქანა დასჯახებოდა და სწორედ ის კედელი გაენგრია, სადაც დღისით საწოლი იდგა. “ეს რომ არ მექნა, ორივე მკვდრები ვიქნებოდით. – იხსენებს დიუბუა – ალბათ იმის თქმა არაა საჭირო, რომ ამ ამბის შემდეგ ბარბარა ყველაფერს მიჯერებდა.”

იმის მაგივრად რომ ამოუცნობი მოვლენებით შეშინებულიყო, ელისონი ყოველთვის სიამოვნებით ამყარებდა კავშირს სულებთან. ის ასევე გუმანით გრძნობდა იმ ადგილებს, რომლებიც სპირიტუალისტურად აქტიური იყო.

– თომბსთოუნი არიზონას შტატში სწორედ ასეთი ადგილია. სტუდენტობისას მე იქ ერთი ღამით დავრჩი სპეციალურად და მთელი ღამე ვხედავდი, როგორ დასეირნობდნენ კოვბოების სულები, ისევე როგორც 1800-იან წლებში.

– თუკი ქალაქში არის სამიკიტნო, ბარი, რომელიც მინიმუმ 1 საუკუნეს ითვლის, იქ აუცილებლად იქნება შესამჩნევი სულების აქტიურობა. სხვებს როგორც წესი, ეშინიათ, მაგრამ მე ისე მიზიდავს, როგორც ბავშვებს დისნეილენდი.

ელისონს ჰყავს ქმარი, ჯო და სამი ქალიშვილი. მის პოპულარობას უარყოფითი მხარეც აქვს და მაქსიმალურად ცდილობს, შვილები აბეზარი ხალხისგან დაიცვას.

– ზოგი მხოლოდ იმიტომ უმეგობრდება მათ, რომ ჩვენს სახლში შემოვიდეს იმის იმედით, რომ რაიმე განსაკუთრებულს ნახავს. იმედი რომ უცრუვდებათ, მერე უკვალოდ იკარგებიან. ეს კი ჩემს შვილებს გულს ტკენს.

ელისონი 4 წლის განმავლობაში ურთიერთობდა არიზონას უნივერსიტეტის პროფესორებთან, რითაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მათ პარანორმალური მოვლენების კვლევაში. ფსიქოლოგიის პროფესორი გარი შვარცი აცხადებს, რომ ელისონი ნამდვილად ფენომენალური ნიჭითაა დაჯილდოებული და ვისაც მასთან თუნდაც ხანმოკლე უთიერთობა ექნება, თავად დარწმუნდება ამაში. პროფესორი იხსენებს, რომ მათი პირველი შეხვედრისას მედიუმმა დაწვრილებით აღწერა მისი ახლახანს გარდაცვლილი მეგობარი და ისეთი დეტალებიც უთხრა, რაც მხოლოდ ამ ორმა ადამიანმა იცოდა.

როცა ადამიანი ცნობილია ფიქრების წაკითხვით, მომავლის წინასწარმეტყველებითა და გარდაცვლილებთან ურთიერთობით, ცხადია კრიტიკაც უხვად იქნება მის მიმართ. თუმცა მედიუმს ეს ნაკლებად ადარდებს.

– მესმის რომ ადამიანებს უჭირთ ამის დაჯერება, ჰგონიათ რომ ამას პოპულარობისთვის ვაკეთებ, თუმცა ეს მათი ნებაა. მე ვერაფერს შევცვლი. რომ იცოდეთ, იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ზებუნებრივი ნიჭი აქვს, გაცილებით მეტია, ვიდრე “უნიჭო”. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა გამოცდის იმ გრძნობას, როცა ყურმილის აღებამდე გრძნობს, ვინ რეკავს. ან კიდევ ცუდი წინათგრძნობა და აფორიაქება, სანამ ახალ ამბავს შეიტყობს.

– ზებუნებრივი ნიჭის მიუხედავად , მედიუმებიც უშვებენ შეცდომებს. ყველა ელის ჩვენგან, რომ ყოველთვის უშეცდომოდ ამოვიცნობთ დაფარულ საგნებს, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენი ნიჭის გამოყენება შარადის თამაშს ჰგავს, ყოველთვის 100%-ით მართალი ვერ ვიქნები.

ვისაც საკუთარ თავში ორიგინალური ნიჭის აღმოჩენა სურს, ელისონი ასეთ რჩევას იძლევა:

– ჩაუღრმავდით თქვენს თავს, თუნდაც განსაკუთრებულად არ მიგაჩნდეთ. მიყევით ინტუიციას, გაამახვილეთ გრძნობები და ადრე თუ გვიან, აღმოაჩენთ დაფარულ ტალანტს. მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეთ.

სულები გამოცხადებისას იმ სახეს იღებენ, რომლითაც სიცოცხლეში იყვნენ ცნობილი.

– ბევრი სული გამომცხადებია ქერა თმით, მიუხედავად იმისა რომ სიბერეში იყვნენ გარდაცვლილი. ასეთი ნიშნებით უფრო ადვილია ხოლმე მათი ამოცნობა. სასტუმროში როცა ვჩერდები, ისეთ ადგილს ვიღებ, სადაც ბევრ ადამიანს უცხოვრია. მსგავს ადგილებში სულები მრავლად არიან ხოლმე. მართალია, ეს მფიტავს, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნებასაც მიტოვებს.

დიუბუას უამრავი თაყვანისმცემელი და მიმდევარი გამოუჩნდა. ზოგმა გარეგნულადაც მიბაძა მას.

– ჩემს ნაცნობებში არის 65 წლის ქალი, რომელიც ჩემნაირ ვარცხნილობას ატარებს. თითქოს ეს ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ მაინც მირჩევნია, სხვისგან არ გადმოიღონ და საკუთარი იმიჯი შეიქმნან.

ელისონ დიუბუას გამოცემული აქვს სამი წიგნი:
Secrets of the Monarch
We Are Their Heaven
Don’t Kiss Them Good-Bye

ამ წიგნებში ის დაწვრილებით განიხილავს მედიუმის საკითხებს და საკუთარ თავგადასავლებსაც ჰყვება.

2005 წელს ამერიკულ ტელეარხ “NBC”-ზე გამოვიდა სერიალი “მედიუმი”, 7 სეზონით, ჯამში 119 სერია. სერიალი აგებულია ელისონ დიუბუას წიგნების მიხედვით. მის როლს თამაშობს მსახიობი პატრიცია არკეტი.

ინტერვიუ ელისონ დიუბუასთან , სადაც ამ სერიალზე საუბრობს:

Advertisements

One response to “მედიუმი ელისონ დიუბუა

  1. sofo 27/03/2011, 3:16 PM

    ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვუყურებდი ხოლმე

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: