გასაოცარი მეცნიერული gif-ები


ლითიუმის წვა

განაგრძე კითხვა

ჭიანჭველები მკვდარ გეკონს მიირთმევენ


მილიონობით ადამიანი იღებს სიამოვნებას პინკინებითა და ბარბეკიუთი, თუმცა იმავდროულად იმედი აქვთ ხოლმე, რომ ჭიანჭველები არ გამოჩნდებიან და მათ საკვებს არ მიისაკუთრებენ. ჭიანჭველებს შეუძლიათ თავიანთი სხეულის წონაზე 10-50-ჯერ მძიმე მასის თრევა, რის გამოც საჭმელთან ერთად სწრაფად უჩინარდებიან.

განაგრძე კითხვა

დღე, როცა გრავიტაციის მოქმედება შენელდა


ძნელი სათქმელია, ამ ისტორიის რომელი ნაწილია საუკეთესო: ხუმრობის მოყვარული ბრიტანელი მეცნიერი, გულუბრყვილო მოსახლეობა თუ ის ფაქტი, რომ ადამიანები ამას დღემდე იჯერებენ.

ინგლისელმა ასტრონომმა პატრიკ მურმა 1976 წლის 1-ლ აპრილს რადიოსადგურ BBC Radio 2-ის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ იმ დღეს, დილის 9:47 სთ-ზე ადგილი ექნებოდა უიშვიათეს მოვლენას: პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან აღმოჩნდებოდა და დედამიწასთან ერთად ერთ ხაზზე განლაგდებოდნენ. ეს იშვიათი წყობა შედეგად იმას მოიტანდა, რომ ორი პლანეტის გრავიტაციული ძალა გაერთიანდებოდა და დედამიწის გრავიტაციაზე მოახდენდა გავლენას, ამიტომ ადამიანები დროებით წონაში დაიკლებდნენ. მურმა ამას „იოვურ-პლუტონური გრავიტაციული ეფექტი” უწოდა.

განაგრძე კითხვა

ძუძუმწოვარი, რომელიც კვერცხიდან იჩეკება


ყველა ძუძუმწოვარს აქვს საერთო ნიშნები: არიან თბილსისხლიანები, აქვთ თმოვანი საფარველი, კისრის შვიდი მალა, ფილტვებით სუნთქავენ ჰაერს და პატარებს რძით კვებავენ. ძუძუმწოვრების უმეტესობა ასევე ცოცხლადმშობია, თუმცა ერთგასავლიანების რიგის წევრი ცხოველები გამონაკლისები არიან. ეს რიგი შეიცავს იხვნისკარტებსა და იქედნებს. მათი კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ რძის გამოსაყოფად არ სჭირდებათ ძუძუს თავები. ბინადრობენ ავსტრალიასა და ახალ გვინეაში.

განაგრძე კითხვა

გასული კვირა მეცნიერებაში [19.05-25.05]


● ფოტონები შესაძლოა, ჭიის ხვრელებით დროში მოგზაურობდნენ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა ლუკ ბაჩერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც აღწერა, თუ როგორ შეიძლება ჭიის ხვრელი იმდენი ხნით იყოს ღია, რომ მასში ფოტონი გაძვრეს. ჭიის ხვრელების იდეა პირველად ალბერტ აინშტაინმა და ნათან როზენმა წამოაყენეს 1935 წელს. ის ჰიპოთეტური, მორევის მსგავსი ხიდია, რომელიც მოგზაურს დროისა და სივრცის შეზღუდვებისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს. ჭიის ხვრელი შეიძლება იყოს პარალელურ სამყაროში გასასვლელი, თუმცა ასევე შეიძლება ამ სამყაროს დროისა და სივრცის ორი სხვადასხვა წერტილი დააკავშიროს. თუმცა ის არასტაბილურად და მოგზაურობისთვის არახელსაყრელად ითვლება. 1988 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჯგუფმა გამოთქვა აზრი, რომ უარყოფითი ენერგია ჭიის ხვრელს გააძლიერებდა, რადგან დადებითი მატერიას იზიდავს და მის დახურვას უწყობს ხელს, უარყოფითს კი საპირისპირო ეფექტი ექნება.

განაგრძე კითხვა

მეცნიერი ქალები, რომლებიც სექსიზმმა იმსხვერპლა


საუკუნეების განმავლობაში მეცნიერი ქალები სექსიზმის, ანუ სქესობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ. ისინი „მოხალისეების” სტატუსით მუშაობდნენ და მათ მიერ გაკეთებული მნიშვნელოვანი აღმოჩენებისთვის დაფასებას მამაკაცები იღებდნენ, სახელმძღვანელოებშიც შესაბამისი ინფორმაცია იწერებოდა. ამასთან, როგორც წესი, ქალებს მწირი სამუშაო რესურსები ჰქონდათ და თავდაუზოგავი შრომა სჭირდებოდათ იმ აღმოჩენების გასაკეთებლად, რომლებსაც შემდეგ მათი ქმრები ან მამრობითი სქესის კოლეგები ისაკუთრებდნენ.

განაგრძე კითხვა

ხელოვნური ხორცი ღეროვანი უჯრედებისგან


მეცნიერები ტრადიციული ხორცის ალტერნატივის შექმნაზე მუშაობენ. ოღონდ ეს არ იქნება სოიოსგან დამზადებული და ხორცის არომატის მქონე საკვები ან რაიმე მსგავსი. ის ნამდვილი ხორცია, თუმცა ცხოველების გაზრდის ნაცვლად მკვლევარები ღეროვან უჯრედებს გამოიყენებენ ხორცის შესაქმნელად.

განაგრძე კითხვა

მიკროსკოპული სურათი თუ უცხო პლანეტა?


გასაოცარი ახალი პლანეტების აღმოჩენა მუდმივად ხდება და თანდათანობით კოსმოსში მდებარე ობიექტების ზედაპირების სულ უფრო მკვეთრ გამოსახულებებს ვიღებთ. ხოლო ჩვენ გარშემო არსებულ მიკროსკოპულ სამყაროში უცნაური ქმნილებებისა და იდუმალი ლანდშაფტების განსაცვიფრებელ ხედებს ვაწყდებით. რამდენად ზუსტად შეგიძლიათ, დაადგინოთ მათ შორის განსხვავება და განსაზღვროთ, გამოსახულება მიკროსკოპში გადაღებული ფოტოა თუ ეგზოპლანეტის ზედაპირი?

განაგრძე კითხვა

ზოგჯერ ცხოველები არც ისე საყვარლები არიან


კაცობრიობა მიდრეკილია მის გარშემო მდებარე ბუნებრივი სამყაროს რომანტიზირებისკენ. ადამიანები არც ისე კარგები ვართ – ვანადგურებთ ბუნებრივ რესურსებს, ზიანს ვაყენებთ გარემოს და ხშირად ეგოისტურად ვიქცევით. მაგრამ სხვა ცხოველები? ისინი მშვიდობისმოყვარე და კეთილები არიან. მაგალითი მათგან უნდა ავიღოთ, ხომ ასეა?

არა. ზოგჯერ ცხოველებიც არ გვიდებენ ტოლს. მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც ტრადიციულად ძალიან საყვარელ და უწყინარ არსებებად ითვლებიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს.

განაგრძე კითხვა

დედამიწის მიკროორგანიზმები სავარაუდოდ მარსზეც იცოცხლებენ


სხვა პლანეტაზე სიცოცხლის აღმოჩენის პერსპექტივა უდავოდ ამაღელვებელია. წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ, თეორიულად ემსჯელათ, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე, რათა განესაზღვრათ, როგორ შეიძლებოდა ანალოგიური რამის მოხდენა სხვა დასახლებად პლანეტებზე. მკვლევარებისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენენ ექსტრემალურ გარემოში მცხოვრები მიკრობები, რადგან ზოგიერთი მათგანი დედამიწის სიცოცხლის უძველეს ფორმებად მიიჩნევა. ეს უძველესი და საკმაოდ გამძლე ორგანიზმები, რომლებსაც „ექსტრემოფილებს” უწოდებენ, სწრაფად ეგუებიან მკაცრ პირობებს და შესაბამისად, მიმზიდველ კანდიდატებს წარმოადგენენ სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის საკითხში.

განაგრძე კითხვა