სხვა პლანეტაზე სიცოცხლის აღმოჩენის პერსპექტივა უდავოდ ამაღელვებელია. წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ, თეორიულად ემსჯელათ, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე, რათა განესაზღვრათ, როგორ შეიძლებოდა ანალოგიური რამის მოხდენა სხვა დასახლებად პლანეტებზე. მკვლევარებისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენენ ექსტრემალურ გარემოში მცხოვრები მიკრობები, რადგან ზოგიერთი მათგანი დედამიწის სიცოცხლის უძველეს ფორმებად მიიჩნევა. ეს უძველესი და საკმაოდ გამძლე ორგანიზმები, რომლებსაც „ექსტრემოფილებს” უწოდებენ, სწრაფად ეგუებიან მკაცრ პირობებს და შესაბამისად, მიმზიდველ კანდიდატებს წარმოადგენენ სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის საკითხში.
არკანზასის უნივერსიტეტის მეცნიერები იკვლევდნენ ექსტრემოფილ ორგანიზმებს და მარსის მსგავს პირობებში ამყოფებდნენ იმის დასადგენად, როგორ შეძლებდნენ თავის გატანას. განსაკუთრებით აინტერესებდათ, მეთანოგენების ორი სახეობა გაუძლებდა თუ არა მარსულ გაყინვა-ლღობის ციკლებს.
მეთანოგენები არქეების ტაქსონომიურ სამეფოში მობინადრე და შესაბამისად ბაქტერიებისგან განსხვავებული მიკროორგანიზმები არიან. სწორედ ისინი გამოყოფენ მეთანს მცოხნელებისა და ადამიანების მუცლის მიდამოში, რასაც მეტეორიზმი მოჰყვება ხოლმე. მეთანოგენები მეთანის მწარმოებელი ანაერობული ორგანიზმები არიან, ზოგიერთი მათგანი წყალბადს იყენებს, რათა ნახშიროჟანგი მეთანად გარდაქმნას. რადგანაც ისინი ანაერობულები და არაფოტოსინთეზურები არიან, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ მეთანოგენები წარმოადგენენ იდეალურ კანდიდატებს მარსზე სიცოცხლის საარსებოდ. კონკრეტულად კი მიიჩნევენ, რომ მათ ზედაპირთან ახლოს მდებარე გარემოში არსებობა შეუძლიათ.
მარსის მსგავს პირობებში მათი გადარჩენის უნარის გამოსაცდელად მეცნიერებმა ორი სახეობა – Methanobacterium formicicum და Methanobacterium wolfeii – მოათავსეს მარსის გაყინვა-ლღობის ციკლულ რეჟიმში, სადაც ტემპერატურა ამ არსებებისთვის იდეალურ მაჩვენებლებზე (37°C და 55°C) მნიშვნელოვნად დაბალია. რეალურად ეს ორგანიზმები არიან თერმოფილები, ანუ ექსტრემოფილები, რომლებიც შედარებით მაღალ ტემპერატურას ანიჭებენ უპირატესობას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ლაბორატორიაში მყოფი ორივე სახეობა გადაურჩა მარსის მსგავს ტემპერატურულ ცვლილებებს.
„მარსის დაბალმა ტემპერატურამ მათი ზრდა შეაჩერა, თუმცა მაინც გადარჩნენ”, განაცხადა რებეკა მიკოლმა, კვლევის მონაწილე ერთ-ერთმა მეცნიერმა. „როგორც კი თბილ ტემპერატურას დაუბრუნდნენ, ისევ განაგრძეს ზრდა და მეტაბოლიზმი. მინდოდა გამეგო, სიცივეში ყოფნისას დაიხოცებოდნენ თუ შეძლებდნენ გადარჩენასა და ადაპტირებას.”
მიკოლის თქმით, მარსზე დღის განმავლობაში ტემპერატურა მერყეობს -90°C-დან 27°C-მდე. „თუკი ამჟამად მარსზე რაიმე სახის სიცოცხლე არსებობს, მინიმუმ ასეთ ტემპერატურულ ცვლილებებს უნდა გაუძლოს. მეთანოგენების ამ ორი სახეობის გადარჩენა გაყინვა-ლღობის ხანგრძლივ ციკლურ რეჟიმში მიგვანიშნებს, რომ მეთანოგენებს შეუძლიათ მარსის ზედაპირის სიახლოვეს ბინადრობა.”
2004 წელს მეთანი მარსის ატმოსფეროშიც აღმოაჩინეს. კვლევის ხელმძღვანელი მეცნიერი ტიმოთი კრალი თვლის, რომ მისი წყარო შეიძლება მეთანოგენები იყვნენ და 90-იანებიდან მოყოლებული იკვლევს ამ ორგანიზმების მიერ მარსის მსგავს პირობებში არსებობის უნარს.
რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამ ორგანიზმებს შეუძლიათ ტემპერატურის ასეთ სერიოზულ ცვლილებას გაუძლონ, არ ნიშნავს, რომ მეთანოგენები აუცილებლად გაძლებენ მარსზე. სიტუაცია შედარებით რთულია. უცნობია, მკვლევარებმა გაიმეორეს თუ არა მარსზე არსებული სხვა პირობებიც, გარდა ტემპერატურისა. მაგრამ აღნიშნული კვლევა ძალიან საინტერესოა და უდავოდ აჩვენებს იმას, რომ ამ ორგანიზმებს შეუძლიათ გაუძლონ ისეთ სასტიკ პირობებს, რომლის მსგავსიც მარსზე გვხვდება.
გამოხმაურება: როდის ვიპოვით უცხოპლანეტელებს? | ჩრდილოეთის ციალი
როგორი იდეალური პირობებიც დედამიწაზეა ასეთი, დარწმუნებული ვარ, არსად, არცერთ პლანეტაზეა და არც იქნება.
ფაქტია, დედამიწისნაირი ცხოვრების პირობები არსად არის, ის, რასაც დღეს ამბობენ, სხვადასხვა პლანეტებზე, დედამიწის მსგავსი პირობებია, დედამიწას გავს და ასე შემდ… ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს, ესე ხედავენ, ფაქტი კი ფაქტად რჩება, დედამიწის მსგავსი, სიცოცხლისუნარიანი პლანეტა არ არსებობს.
ისიც ფაქტია რომ არანაირი უცხოპლანეტელები არ არსებობენ, რასაც ამბობენ ის ყველაფერი მოჩვენებებია, რასაც ფიქრობენ, რისიც სჯერავთ იმას ხედავენ ზოგიერთები… ვინც ამტკიცებს რომ არსებობენო.
ხან ვითომ სადღაც წყალს დაინახავენ, ხან ტყეს, ხან დედამიწის მსგავს პლანეტას მაგრამ, სხვა სიცოცხლეს ვერ ხედავენ, თუკი წყალია, ტყეებია, ჟანგბადია მაშინ სიცოცხლეც უნდა არსებობდეს, რადგან არ არსებობს ესეიგი ყველაფერი მოჩვენებითია რასაც ამტკიცებენ…
LikeLike
მარტო ამ გალაქტიკაში მინიმუმ ასი მილიარდი პლანეტაა, დაკვირვებად სამყაროში – რამდენიმე ასეული მილიარდი გალაქტიკა და რა იცი რომ არცერთი პლანეტა არაა დედამიწისნაირი? :დ
იდეალურს რაც შეეხება, იდეალური ჩვენთვისაა, ადამიანებისთვის. ობიექტურად იდეალური პლანეტა და პირობები არ არსებობს
LikeLike
შენ გაჩუმდი. ყველა საინტერესო პოსტზე ნუ მეჩხირები რა შენი უაზრო კომენტარებით 😉
LikeLike
მინიმუმ ასი მილიარდი გალაქტიკა და უფრო მეტიც რომ არის სწორედ მაგიტომ მიჩნდება ეჭვი რომ სხვა სიცოცხლე არ არსებობს.
ამდენი, მილიარდობით გალაქტიკებია, პლანეტებია და ამდენი წლების მანძილზე არანაირი რეალური მტკიცებულება არ არსებობს იმისა რომ სხვა ცივილიზაცია სადმე, დედამიწის გარდა არსებობდეს…
ამდენი მოგზაურობები კოსმოსში… მემგონი დასაფიქრებლად ღირს, თუ სადმე ვინმე არსებობს, ისე როგორ იმალება რომ ჩვენამდე ინფორმაცია არ მოდის, ყველა ჩვენზე მეტად განვითარებული როგორ არის რომ ისე ინიღბებიან რომ ჩვენ ვერაფერს ვიგებთ. და თუ ჩვენზე ნაკლებად განვითარებულები არიან მაშინ მითუმეტეს… მემგნი ღირს დაფიქრება.
ის, რასაც წლებია უკვე იძახიან სადღაც წყალი დაინახეს, სადღაც ტყე დაინახეს და ასე შემდეგ… სად არის, არ გაინტერესებს, რით ვერ იპოვნეს, ამბობენ დავინახეთ, მივაგენით, ვიპოვნეთ, აღმოვაჩინეთ მაგრამ, სად არის ეს ყველაფერი რომელიც დაინახეს? თუ წყალია, ტყეებია, ბუნებაა ესეიგი სიცოცხლეც უნდა იყოს და სად არის? ყველა ჩვენზე განვითარებული როგორ არის, ისე გვემალებიან რომ ვერ ვპოულობთ? 🙂
LikeLike
და მტკიცებულება როგორ უნდა გამოჩნდეს? სინათლის სიჩქარე არის სამყაროში დადგენილი ზღვარი, ტექნოლოგია ვერ განავითარებს მაგ სიჩქარეს. ახლა წარმოიდგინე მაგალითად უახლოეს გალაქტიკაში, ანდრომედაში მცხოვრები გონიერი ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენგან მინიმუმ 2.5 მილიონი სინათლის წელი აშორებს. ანუ როგორი სწრაფი ხომალდებიც გინდა ქონდეთ, დედამიწამდე მოსაღწევად მინიმუმ 2.5 მილიონი წელი სჭირდებათ. რატო იწვალებენ ამდენს ან რითი უნდა მოვიდნენ? :დ უფრო შორეულ გალაქტიკებზე აღარაა საუბარი. გარდა ამისა, სიცოცხლე თუ არსებობს სხვაგან, ბევრად დიდი შანსია, რომ ცხოველების, მცენარეების ან მიკრობების განვითარების დონეზე იყოს
ტყე არსად აღმოუჩენიათ 😀 ტყე ანუ მცენარეები ცოცხალი ორგანიზმებია და იგივე უცხოპლანეტელი გამოდის (აუ დედამიწის მიღმა არსებული ცოცხალი ორგანიზმი)
ერთ დროს ისიც ეგონათ, რომ მზის სისტემის მიღმა პლანეტები არ არსებობდა, მაგრამ ამ დროისთვის უკვე ათასობით პლანეტაზე აწარმოეს უშუალო დაკვირვება და მილიარდობით არის კიდევ, რომლებიც შესასწავლია
LikeLike
ვაჟკაც, ჭკუის კოლოფო! მოთოკე ნერვები, შენი საქმე არ არის მე როდის რას დავწერ, თუ არ მოგწონს ნუ წაიკითხავ, ღმერთმა დამიფაროს შენ რომ გეჩხირებოდე, ძალიან ნერვიულობ ხოლმე და ესე არ შეიძლება, მალე დაბერდები…
გაიკითხე აბა, შენ როგორი აზრიანი კომენტარები გაქვს, როგორი ჭკვიანი ხარ, შენ რეებსაც ამტკიცებ გგონია რომ მართალი ხარ და ბევრი იცი?!.
მე არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ჩემს აზრს ვწერ, და შენ გგონია რომ ამტკიცებ ისეთ სისულელეებს რომ საკუთარი ტყილების და სისულელეების შენ თვითონ გჯერავს და თვითკმაყოფილი ხარ…
რაღაც ათეისტურ-მეცნიერული წიგნი წაგიკითხავს და ამაყობ შენი ბრძნული და “ჭკვიანური” აზრებით თვითკმაყოფილდები!.. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს 🙂 🙂 🙂 …
LikeLike
ჩარლიუსს, ის, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ვარაოდია, რადგან ამდენი გალაქტიკები და პლანეტებია ისე როგორ იქნება რომ სადღაც სიცოცხლე არ იყოს… და ამას რა ქვია? ვარაოდი, სავარაოდო მოსაზრებები ხო?
რეალობა სად არის? რეალობა შენ უკვე აღნიშნე…
და მტკიცებულება როგორ უნდა გამოჩნდეს? სინათლის სიჩქარე არის სამყაროში დადგენილი ზღვარი, ტექნოლოგია ვერ განავითარებს მაგ სიჩქარეს…
ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ნიშნავს იმას რომ ეს თეორიები ჩვენ (უფრო სწორად თქვენ გინდათ 🙂 ) გვინდა რომ ესე იყოს, თეორია ერთია მაგრამ, რეალობა სწორედ ის არის რაც შენ თვითონ აღნიშნე ზემოთ…
ანუ, არამორწმუნე მეცნიერები რაზეც დასცინიან ქრისტიანებს სწორედ მსგავსად ხდებიან თვითონ ეს მეცნიერები დასაცინები…
ტყე არსად აღმოუჩენიათ 🙂 ტყე ანუ მცენარეები ცოცხალი ორგანიზმებია და იგივე უცხოპლანეტელი გამოდის (აუ დედამიწის მიღმა არსებული ცოცხალი ორგანიზმი)
მცენარე უცხო ცივილიზაცია არ არის, მცენარე მცენარეა, ადამიანი ადამიანია… 🙂
მე პირადად არსად მინახავს ჩემი თვალით სადმე გამწვანება, არც რაიმე ცივილიზაცია, დედამიწის გარდა, სხვა პლანეტაზე, მაგრამ ადრე ბევრჯერ მომისმენია რომ მეცნიერებმა თურმე სადღაც რომელიღაც პლანეტაზე გამწვანება შეამჩნიეს, წყალი შეამჩნიეს, წყლის კვალი შეამჩნიეს და ასე შემდ…
ხან მთვარეზე ვიღაცის კვალი შეამჩნიეს და რავიცი, ასე შემდ… 🙂 . . .
ამ ყველაფრის შემდეგ, ბუნებრივია, ადამიანს გაგიჩნდება კითხვა სად არიან, სად არის ცივილიზაცია დედამიწის გარდა, რომელსაც ასე გულმოდგინედ უტენით თავში ადამიანებს რომ თურმე ჩვენ მარტონი არა ვართ…
თუკი ქრისტიანებისგან ითხოვენ მტკიცებულებებს ღმერთის არსებობისა, ბუნებრივია ქრისტიანებსაც იგივე კითხვა უჩნდებათ, დაგვიმტკიცეთ, დაგვანახეთ, სად არის დედამიწის გარდა სხვა ცივილიზაცია. (მცენარეები ის ცივილიზაცია არ არის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ)
ქრისტიანებზე ხომ ამტკიცებენ რომ თურმე რაზეც ფიქრობენ იმას ხედავენ, და ასე შემდ…
მაშინ ჩვენ, ქრისტიანებსაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, თუ ჩვენ რაზეც ვფიქრობთ იმას ვხედავთ მაშინ რატომ არ არის დასაშვები რომ თქვენ არამორწმუნეები, მეცნიერები რაზეც ფიქრობთ, რისი დანახვაც გინდათ იგივეს არ ხედავთ? 🙂 🙂 . . .
LikeLike
ხომ გაგიგია, (მე პირადად ბევრჯერ გამიგია) ადამიანებისგან, რომ ამბობენ ხოლმე, უცხო პლანეტლები დავინახეო, უცხო პლანეტელებთან ურთიერთობა მქონდაო, მაქვსო, ვხედავო და ასე შემდ…
არვიცი შენ თუ დაკვირვებულხარ, მაგრამ მე ბევრჯერ დავაკვირდი, ეს ყველაფერი ეჩვენებათ მხოლოდ არამორწმუნეებს, მე ჯერ არ გამიგია რომ ვინმე მორწმუნე იძახდეს რომ მე უცხოპლანეტელები ვნახე, მე უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა მაქვსო, მე ვხედავ უცხოპლანეტელებს და ასე შემდ…
რა გამოდის?..
LikeLike