დედამიწის უდიდესი ტელესკოპი უცხოპლანეტელების ძიებაში


დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი სერო არმაზონესზე, ჩილეში მდებარე მთაზე. აქ იწყება დედამიწის უდიდესი ტელესკოპის მშენებლობა და მისი სახელი იქნება „ევროპის ექსტრემალურად დიდი ტელესკოპი” (E-ELT). სახელი თითქოს გაზვიადებული ჩანს, მაგრამ არ ტყუის. E-ELT მინიმუმ ათჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე დედამიწის ზედაპირზე არსებული ნებისმიერი ტელესკოპი და საკმარისად მგრძნობიარე საიმისოდ, რომ მზის სისტემის მიღმა სიცოცხლე შენიშნოს.

ტელესკოპის ასაგებად საჭირო ადგილის გამოსაყოფად მთის ზედა 24 მ სიმაღლის არეალს დინამიტებით დაშლიან, შემდეგ კი ქვებისა და მტვრისგან დაცლიან, რათა ვრცელი პლატო შეიქმნას. ტელესკოპის მთავარი სარკე 39 მ დიამეტრის იქნება, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია საიმისოდ, რომ ერთი მთლიანობა იყოს. ამიტომ მას ააწყობენ 1.4 მ დიამეტრის მქონე 800-მდე ექვსკუთხა ფრაგმენტისგან. საჭირო იქნება თითოეული მათგანის უდიდესი სიზუსტით განთავსება, რადგან მიკროსკოპული დონის ცვლილებამაც კი შეიძლება გამოსახულება დაამახინჯოს. სარკული ფრაგმენტებით აწყობის დადებითი მხარე ისაა, რომ ადგილი ექნება მათ მასიურ წარმოებას და ტელესკოპის ხარჯები შემცირდება (1.275 მილიარდიდან 1.055 მილიარდ ევრომდე), ასევე დაჩქარდება მისი კონსტრუქციის დასრულება.

ეს ადგილი იმიტომ შეირჩა, რომ 3064 მ სიმაღლის სერო არმაზონესის მწვერვალზე საოცრად მშრალი ჰაერია. ჰაერში წყლის წვეთების ძალიან დაბალი შემცველობის შედეგად ტელესკოპის მიერ მიღებული გამოსახულებები უფრო მკაფიო იქნება. ზღვის დონესთან უფრო ახლოს მდებარე ტელესკოპებს უწევთ ნისლის ბარიერთან ბრძოლა, რაც ხელისშემშლელია იმ ხარისხის მისაღებად, რომელსაც E-ELT-ისგან ელიან. საშუალო ტენიანობა ამ ადგილას არის 15%. შედარებისთვის, ანალოგიური მაჩვენებელი ფენიქსში (რასაც არაადგილობრივი ხალხი „მშრალ სიცხეს” უწოდებს) დაახლოებით 36%-ია.

დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებით, პარანალის კომპლექსი მასპინძლობს 100-ზე მეტ მეცნიერსა და თანამშრომელს, რომლებიც მართავენ 4 ძალიან დიდ ტელესკოპს და შესამჩნევ წარმატებას მიაღწიეს გალაქტიკის ცენტრში მდებარე ვარსკვლავებზე დაკვირვებაში. E-ELT ოთხივე მათგანზე ერთად აღებულზე უფრო ძლიერი იქნება. ზომის გამო ის შეძლებს არსებულ ტელესკოპებზე 10-ჯერ უფრო სწრაფად შეკრიბოს სინათლე და გადაჭრას რიგი საკითხები, რომლებსაც სხვა ტელესკოპები ნაკლები მგრძნობიარობის გამო ვერ უმკლავდებიან. შესწავლილი იქნება სამყაროს შორეულ რეგიონებში მდებარე ობიექტები, მაგალითად თავდაპირველი გალაქტიკები.

E-ELT-ის გამოყენებას ასტრონომები სავარაუდოდ 2022 წლიდან შეძლებენ. თავდაპირველად ტელესკოპი მიზანში ამოიღებს დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებს, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავის დასახლებად ზონაში მდებარეობენ, რათა არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებს წააწყდეს. ეს კი დაკვირვებითი ასტრონომიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იქნება. ტელესკოპი ასევე დააკვირდება სამყაროს უძველეს ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს, რათა ბნელი მატერია და ბნელი ენერგია შეისწავლოს. გამომდინარე იქიდან, რომ მის ამუშავებამდე წლებია დარჩენილი და არსებული ტექნოლოგიით მანამდე დიდი წინსვლა იქნება, E-ELT-ს იმ საკითხების გამოსაკვლევადაც გამოიყენებენ, რომლებიც ჯერ არც კი წამოჭრილა.

iflscience.com

The Guardian

eelt.org.uk

Advertisements

2 responses to “დედამიწის უდიდესი ტელესკოპი უცხოპლანეტელების ძიებაში

  1. GRRR 22/04/2014, 10:53 PM

    I fucking love science and this blog ❤

    Like

  2. ილია 24/04/2014, 6:54 PM

    ბორჯომშიც დადგან რა იქნება

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: