მილიონობით ადამიანი იღებს სიამოვნებას პინკინებითა და ბარბეკიუთი, თუმცა იმავდროულად იმედი აქვთ ხოლმე, რომ ჭიანჭველები არ გამოჩნდებიან და მათ საკვებს არ მიისაკუთრებენ. ჭიანჭველებს შეუძლიათ თავიანთი სხეულის წონაზე 10-50-ჯერ მძიმე მასის თრევა, რის გამოც საჭმელთან ერთად სწრაფად უჩინარდებიან.
ვიდეოში ნაჩვენებია მკვდარი გეკონი, რომელზეც ჭიანჭველებმა მოილხინეს. დღე-ნახევრის განმავლობაში მათ სრულად შემუსრეს გეკონი და მხოლოდ სუფთა ძვლები დატოვეს.
იუტუბის მომხმარებელმა JaGe090879-მა, რომელმაც ეს ვიდეო გამოაქვეყნა, გადაწყვიტა შეებრუნებინა და შეექმნა მეორე ვიდეო, რომელშიც დაუზარელი ჭიანჭველები გეკონს აწყობენ.