
● ცხოველი, რომელიც გადაშენებული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა.
ზღვის პატარა ცხოველი, რომელიც 4 მილიონი წლის წინ გადაშენებული ეგონათ, ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს. ეს „ცოცხალი ნამარხი” წარმოადგენს საცეცებიან პოლიპს, პროტულოფილას, და აქამდე მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნამარხებში პოულობდნენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი ისტორია იწყება 170 მილიონი წლის წინ, შუა იურულ პერიოდში, თუმცა ბოლო კვალს პლიოცენის 4 მილიონი წლის წინანდელ ნამარხებში აწყდებოდნენ. წელს მათ ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს ნამარხები, რომლებიც მილიონ წელზე ნაკლების აღმოჩნდა. ამიტომ მკვლევარებმა ხელახლა შეამოწმეს 2008 წელს ახალ ზელანდიაში ნაპოვნი ლენტისებრი ჭიები და აღმოაჩინეს, რომ თავის დროზე მათზე მობინადრე პროტულოფილები ვერ შენიშნეს. პალეონტოლოგები თვლიან, რომ პროტულოფილა ენათესავება ზღვის ფრინტებსა და მარჯნებს.
ავტორი: Charlius
მეცნიერებმა 3D ლაზერით სისხლძარღვები შექმნეს

ბრიგჰემისა და ქალთა საავადმყოფოს თანამშრომელი მეცნიერების ჯგუფმა მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა ქსოვილების ინჟინერიაში – მათ 3D ბიოპრინტერის გამოყენებით სისხძარღვები შექმნეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Lab on a Chip-ის საიტზე.
ნასა 2035 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს

ნასამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2035 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას აპირებს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, რომელიც მთელი მსოფლიოს თანადგომას მოითხოვს.
ნასას მთავარმა მეცნიერმა ელენ სტოფანმა ორი კვირის წინ ლონდონის სამეფო ინსტიტუტში გამართა შეხვედრა სახელად „მთვარის ევროპული სიმპოზიუმი”, რომლის ჩანაწერებიც ახლახანს გამოქვეყნდა. „ეს არაა ისეთი რამე, რასაც ცალკე აღებული რომელიმე ერი შეძლებს”, ამბობს სტოფანი. „ამას მთელი კაცობრიობა ერთობლივად განახორციელებს.”
5 გზა, თუ როგორ მოატყუოთ ტვინი

ადამიანის ტვინი წარმოუდგენლად ძლიერი ორგანოა, თუმცა მისი მოტყუება მაინც საკმაოდ ადვილია. დააკვირდით ზემოთ განთავსებულ სურათს – წრეებიდან ზოგიერთი ისე ჩანს, თითქოს ბრუნავენ, რისი მიზეზიც არის ოპტიკური ილუზია, სახელად პერიფერიული მოძრაობის ილუზია. არსებობს კიდევ რამდენიმე მეთოდი ტვინის „დასაჰაკად”, რომელთა გამოცდაც თავად შეგიძლიათ იმის დასადგენად, რამდენად ადვილია თქვენი ტვინის მოტყუება.
გალაქტიკების ცენტრში შეიძლება ჭიის ხვრელები მდებარეობდნენ

ფუდანის უნივერსიტეტის (შანხაი, ჩინეთი) მეცნიერებმა ზილონგ ლიმ და კოსიმო ბამბიმ უჩვეულო იდეა წამოაყენეს – ზემასიური შავი ხვრელები, რომლებიც ითვლება, რომ მრავალი გალაქტიკის ცენტრშია, შესაძლოა სინამდვილეში ჭიის ხვრელები იყვნენ. ჭიის ხვრელი, იგივე აინშტაინ-როზენის ხიდი, წარმოადგენს სამყაროში დროისა და სივრცის ორ წერტილს შორის არსებულ მოკლე გასასვლელს, ან შესაძლოა ორ სამყაროს შორის არსებულ კარიბჭეს, თუ გავითვალისწინებთ მულტისამყაროს თეორიებს.
მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაცია განახორციელეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაციის საკითხში განახორციელეს სერიოზული წინსვლა, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ აინშტაინი ცდებოდა კვანტური გალახლართვის საკითხში, როცა მას „მოჩვენებითი დისტანციური ქმედება” უწოდა.
დელფტის უნივერსიტეტის ნანომეცნიერების დეპარტამენტის ფიზიკოსებმა შედეგები გამოქვეყნეს ჟურნალში „Science”. მათი თქმით, მოახერხეს კვანტური ინფორმაციის გადაგზავნა ალმასის ორ სხვადასხვა ნაჭერს შორის, რომლებსაც ერთმანეთისგან 3 მეტრი აშორებდათ.
დედამიწას მეექვსე დიდი გადაშენება ემუქრება
ამერიკული ბიზონების თავის ქალების გროვა, 1870-იანი წლები
დედამიწა მასზე მობინადრე სახეობების მასიური გადაშენების ზღვარზეა, თუმცა ამჯერად კატაკლიზმის მიზეზი არც ასტეროიდი იქნება და არც გამყინვარება. მეცნიერთა თქმით, მცენარეები და ცხოველები იხოცებიან მინიმუმ 1000-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის მოსვლამდე იყო და 10-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე ეგონათ.
კითხვები კოსმოსსა და დიდ აფეთქებაზე

● აქვს თუ არა სამყაროს კიდე, რომლის მიღმაც არაფერია?
არ არსებობს მტკიცებულება, რომ სამყაროს კიდე აქვს. სამყაროს ნაწილი, რომელზე დაკვირვებაც დედამიწიდან შეგვიძლია, მეტნაკლებად ერთფეროვნადაა შევსებული გალაქტიკებით და ყოველ მხარეს ვრცელდება 46 მილიარდ სინათლის წელიწადზე. ჩვენ ვიცით, რომ გალაქტიკები უფრო შორსაც ვრცელდებიან, ვიდრე დანახვა შეგვიძლია, თუმცა უცნობია, სამყარო უსასრულოა თუ არა. როცა ასტრონომები (დაუდევრად) ამბობენ გალაქტიკებზე, რომ ისინი სამყაროს კიდესთან ახლოს არიან, გულისხმობენ დაკვირვებადი სამყაროს საზღვარს, ანუ იმ რეგიონს, რომელზე დაკვირვებაც შეგვიძლია.
გუგლი თვითმართვად ავტომობილს უშვებს

აშშ-ში 2010 წელს საავტომობილო ავარიების შედეგად 2.24 მილიონი ადამიანი დაშავდა, რაც დიდწილად ადამიანური შეცდომების გამო მოხდა. ალკოჰოლი, კონცენტრაციის ნაკლებობა (მობილურზე ტექსტის აკრეფა, ჭამა, საუბარი) და არასწორი გადაწყვეტილებები (სიჩქარის მომატება, აგრესიული მართვა, საგზაო პირობების მცდარი შეფასება) შემთხვევათა 85%-ის მიზეზია. იმავე წელს ავარიებს 35 332 ადამიანი შეეწირა, რაც ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპულებს მინიმუმ 3-ჯერ აღემატება. გუგლი იმედოვნებს, რომ ქუჩებს უსაფრთხოდ აქცევს ისეთი ავტომობილის შემოტანით, რომელიც დამოუკიდებლად იმართება. თავდაპირველად გამოშვებული იქნება 100 პროტოტიპი, რომლებიც ერთ წელზე ნაკლები დროის პერიოდში გავლენ გზებზე.
ფაქტები კომეტებსა და ასტეროიდებზე

ასტეროიდები, იგივე მცირე პლანეტები, ქვის უჰაერო ობიექტები არიან, რომლებიც მზის გარშემო მოძრაობენ, თუმცა ძალიან პატარები საიმისოდ, რომ სრულყოფილი პლანეტები ეწოდოთ. კომეტები კი – ყინულოვანი სხეულები, რომლებიც მზესთან მიახლოებისას ხურდებიან და მტვერსა და აირებს აფრქვევენ გიგანტური მანათობელი ბურთის სახით. ეს ბურთი ბევრ პლანეტაზე დიდი ზომისაა, მისი შემადგენელი მტვერი და აირი მოგვიანებით კუდის ფორმას იღებენ და მილიონობით კმ-ის სიგრძეზე ვრცელდებიან.