დედამიწას მეექვსე დიდი გადაშენება ემუქრება

ამერიკული ბიზონების თავის ქალების გროვა, 1870-იანი წლები

დედამიწა მასზე მობინადრე სახეობების მასიური გადაშენების ზღვარზეა, თუმცა ამჯერად კატაკლიზმის მიზეზი არც ასტეროიდი იქნება და არც გამყინვარება. მეცნიერთა თქმით, მცენარეები და ცხოველები იხოცებიან მინიმუმ 1000-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის მოსვლამდე იყო და 10-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე ეგონათ.

დედამიწის ისტორიაში 5 დიდი გადაშენება იყო. მათგან ყველაზე უარესი მოხდა 250 მილიონი წლის წინ, როცა ზღვის სახეობების 96% და ხმელეთის სახეობების 70% ამოწყდა. სახეობათა მრავალფეროვნების აღდგენას მილიონობით წლები დასჭირდა.

პირველ (ორდოვიკულ) გადაშენებას ადგილი ჰქონდა 440 მილიონი წლის წინ. მაშინ ფაქტიურად ყველა ორგანიზმი ზღვაში ბინადრობდა და მათი 85% გადაშენდა. დაახლოებით 375-359 მილიონი წლის წინ გვიან დევონურ პერიოდში გარემო პირობების სერიოზულმა ცვლილებებმა გამოიწვია თევზების მნიშვნელოვანი ჯგუფების გაწყვეტა და მარჯნის რიფების ფორმირება შეაჩერა 100 მილიონი წლით.

ყველაზე დიდი დარტყმა დედამიწის ეკოლოგიას მიადგა პერმული ეპოქის ბოლოს, 252 მილიონი წლის წინ. იმ სახეობების 97%, რომლებმაც ნამარხები დატოვეს, სამუდამოდ გადაშენდა. ამ მოვლენას „დიდ კვდომას” უწოდებენ.

დინოზავრები პირველად ადრეულ ტრიასულ პერიოდში გამოჩნდნენ, თუმცა ხმელეთის დომინანტი ცხოველები იყვნენ დიდი ამფიბიები და ძუძუმწოვრის მსგავსი რეპტილიები. 201 მილიონი წლის წინ დაწყებულმა სწრაფმა გადაშენებამ ეს სურათი შეცვალა. თუმცა მოგვიანებით არც დინოზავრებს დაადგათ კარგი დღე – 66 მილიონი წლის წინ, ცარცის პერიოდის მიწურულს, ასტეროიდი ჩამოვარდა და გიგანტური ქვეწარმავლების ბატონობას ბოლო მოუღო, ასევე შეიწირა სახეობათა 75%.

მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევისას ერთმანეთს შეედარა გადაშენების მასშტაბები წარსულში და ამჟამად. როგორც აღმოჩნდა, ეს ტემპი ადრე უფრო მცირე იყო, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბიოლოგ სტიუარტ პიმის ხელმძღვანელობით გამოითვალეს, ყოველი 1 მილიონი სახეობიდან რამდენი გადაშენდებოდა ყოველწლიურად. 1995 წელს პიმმა დაადგინა, რომ ადამიანებამდელ პერიოდში გადაშენების ტემპი დაახლოებით 1 იყო, მაგრამ ამჟამად ახალ მონაცემებზე დაყრდნობით მის კოლეგებთან ერთად ეს მაჩვენებელი 0.1-ად განსაზღვრა. ხოლო ჩვენს დროში სახეობების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100-დან 1000-მდეა, ანუ ყოველ წელს მილიონიდან ამდენი სახეობა გადაშენდება ხოლმე.

უამრავი ფაქტორია დამნაშავე იმაში, რომ სახეობათა გადაშენება ამჟამად უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ადრე, თუმცა უმთავრესი მიზეზი საბინადრო არეალის დაკარგვაა. კაცობრიობა მუდმივად ახდენს გარემოს გარდაქმნას, შედეგად სახეობებს უბრალოდ არ რჩებათ ადგილი, სადაც იცხოვრებენ და გამრავლდებიან. ამას დამატებული დამპყრობლური სახეობები, რომლებიც ადგილობრივ სახეობებს ავიწროებენ, კლიმატის ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს სახეობების გადარჩენაზე და თევზაობის გადამეტებული მასშტაბები.

მაგალითად, ბრაზილიური ქოჩრიანი მაიმუნის საბინადრო შემცირდა ბრაზილიის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად. ამჟამად ის საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობადაა აღიარებული. ოკეანის გრძელფარფლებიანი ზვიგენი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მტაცებელი იყო, მაგრამ გადამეტებული ნადირობის გამო ამჟამად გაიშვიათდნენ.

თუმცა არის იმედიც. მობილური აპლიკაციებითა და ინტერნეტით ხდება მილიონობით ადამიანის მობილიზება და ინფორმაციის გავრცელება. ბიოლოგები მაქსიმალურად ცდილობენ, სახეობებს საბინადრო შეუნარჩუნონ და ტყვეობაში გაამრავლონ. ამის მაგალითია მაიმუნი როზალია. ათწლეულების წინ ეს პატარა პრიმატი გადაშენებული ეგონათ საბინადროს დაკარგვის გამო, თუმცა შემდეგ აღმოაჩინეს ბრაზილიის შორეულ რეგიონებში და ტყვეობაში დაიწყეს მათი გამრავლება, მოგვიანებით კი ბიოლოგებმა ისინი სპეციალურად გამოყოფილ ტყიან რეგიონებში გაუშვეს. ამჟამად როზალიების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მათთვის სამყოფი ადგილი. მთლიანობაში, დაცული არეების შედეგად ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და ამფიბიების გადაშენების ტემპი 20%-ით შემცირდა.

Daily Mail

Huffington Post

National Geographic

Advertisements

2 responses to “დედამიწას მეექვსე დიდი გადაშენება ემუქრება

  1. Pingback: გასული კვირა მეცნიერებაში [26.05-01.06] | ჩრდილოეთის ციალი

  2. Pingback: რომელი სახეობები გადაურჩებიან მეექვსე მასიურ გადაშენებას? | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: