სტივენ ჰოკინგი სამყაროს შესახებ


კითხვები, რომლებსაც ცნობილმა მეცნიერმა, სტივენ ჰოკინგმა გასცა პასუხები 2008 წელს TED-ის კონფერენციაზე:

* საიდან მოვდივართ ჩვენ?
* როგორ გაჩნდა სამყარო?
* მარტო ვართ სამყაროში?
* არის სიცოცხლე სადმე, დედამიწის გარდა?
* როგორია ადამიანების მომავალი?

– 1920 წლამდე ყველა ფიქრობდა, რომ სამყარო უძრავი იყო და არ იცვლებოდა დროში. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ის ფართოვდება. შორეული გალაქტიკები თანდათანობით კიდევ უფრო გვშორდებოდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ წარსულში ჩვენთან უფრო ახლოს იყვნენ. თუკი მოვახდენთ ექსტრაპოლირებას უკან, აღმოვაჩენთ, რომ 15 მილიარდი წლის წინ ყველა გალაქტიკა ერთ ადგილზე იყო თავმოყრილი. ეს არის დიდი აფეთქების პერიოდი, რომლითაც სამყაროს დასაბამი დაედო. მაგრამ იყო თუ არა რამე დიდ აფეთქებამდე? თუ არა, რამ შექმნა სამყარო? რატომ წარმოიშვა სამყარო დიდი აფეთქებიდან ამ ფორმით?

ჩვენ მივიჩნევდით, რომ სამყაროს თეორია შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: პირველი ნაწილი იყო კანონები, მაგალითად მაქსველის განტოლებები და ზოგადი ფარდობითობა, რაც აღწერდა სამყაროს ევოლუციას. მეორე ნაწილი კი ეხებოდა სამყაროს თავდაპირველ მდგომარეობას. პირველ ნაწილში დიდ პროგრესს მივაღწიეთ და სამყაროს ევოლუციის კანონები კარგად შევიცანით, მაგრამ აქამდე თითქმის არაფერი ვიცოდით მეორე ნაწილზე – სამყაროს პირველსაწყისზე. ეს დაყოფა ევოლუციის კანონებსა და სამყაროს თავდაპირველ მდგომარეობას შორის დამოკიდებულია დროისა და სივრცის დაყოფაზე. ექსტრემალურ პირობებში ზოგადი ფარდობითობა და კვანტური თეორია უბიძგებენ დროს, იმოქმედოს სივრცის დამატებითი განზომილების მსგავსად. ეს შლის განსხვავებას დროსა და სივრცეს შორის და მიგვანიშნებს, რომ ევოლუციის კანონებმა შეიძლება ასევე განსაზღვროს სამყაროს საწყისი მდგომარეობა. სამყაროს შეუძლია საკუთარი თავი შექმნას სპონტანურად არაფრისგან. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ იმის შესაძლებლობა, რომ სამყარო სხვადასხვა მდგომარეობაში იქმნებოდა. ეს აღმოჩენები შესანიშნავად ეწყობა უილკინსონის მიკროტალღოვანი ანიზოტროპიის ზონდის (WMAP) მიერ ჩატარებულ კვლევებს კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონზე, რომელიც სამყაროს ძალიან ადრეული ეტაპის ანაბეჭდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამყაროს შექმნის საიდუმლო ამოვხსენით.

ახლა კი მეორე დიდი კითხვა: მარტონი ვართ, თუ არსებობს სხვა სიცოცხლეც სამყაროში? ჩვენ გვჯერა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე სპონტანურად გაჩნდა, ასე რომ შესაძლებელი უნდა იყოს ხელსაყრელი პირობების მქონე სხვა პლანეტაზე იგივეს მოხდენა, ასეთი პლანეტები კი საკმაოდ ბევრია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ გაჩნდა სიცოცხლე. სიცოცხლის გაჩენის ალბათობაზე დაკვირვების შედეგად მონაცემების ორი ნაწილი გვაქვს: პირველი ეს არის წყალმცენარეების ნამარხები, რომლებიც 3.5 მილიარდი წლითაა დათარიღებული. დედამიწა ჩამოყალიბდა 4.6 მილიარდი წლის წინ და სავარაუდოდ ძალიან ცხელი იყო პირველი ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში. სიცოცხლე ნელ-ნელა ჩნდებოდა შემდეგი ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში, რაც მცირე დროა დედამიწის ტიპის პლანეტის სიცოცხლის მთლიან ხანგრძლივობასთან შედარებით. ეს გვიბიძგებს, ვიფიქროთ, რომ სიცოცხლის გაჩენის ალბათობა საკმაოდ მაღალია. დაბალი რომ იყოს, მაშინ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების გაჩენას დიდი დრო დასჭირდებოდა, შეიძლება 10 მილიარდი წელიც.

მეორე მხრივ, ჩვენ არ გვქონია კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. არ ვთვლი იმ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ადამიანებმა მფრინავი თეფშები იხილეს. რატომ უნდა ეცხადებოდნენ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები მხოლოდ უცნაურ და ახირებულ ადამიანებს? თუკი შეთქმულება არსებობს სახელმწიფოების მხრიდან და ახშობენ ინფორმაციებს, რათა მხოლოდ თვითონ იცოდნენ ყველაფერი უცხოპლანეტელებზე, მაშინ ეს პოლიტიკა საკმაოდ არაეფექტური ყოფილა. SETI-ს პროექტის მიერ ჩატარებული ფართო კვლევების მიუხედავად, ჩვენ ვერ წავაწყდით უცხოპლანეტელებს. შეიძლება ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არსებობენ რამდენიმე ასეული სინათლის წელიწადის რადიუსში, ანუ იქამდე, სადამდე დაკვირვებასაც ვახერხებთ განვითარების ამ ეტაპზე.

ახლა კი ვუახლოვდებით ბოლო დიდ საკითხს: ადამიანების რასის მომავალს. თუკი მხოლოდ ჩვენ ვართ ინტელექტუალური არსებები გალაქტიკაში, უნდა მოვახერხოთ გადარჩენა და განვითარება. მაგრამ ახლა გადავდივართ ისტორიის ძალიან საშიშ ეტაპზე – იზრდება როგორც მსოფლიო მოსახლეობა, ისე დედამიწის შეზღუდული რესურსების მოხმარების მაჩვენებელი. ამასთან ერთად იზრდება ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები, შევცვალოთ გარემო კარგისკენ ან ცუდისკენ. მაგრამ ჩვენი გენეტიკური კოდი ჯერ კიდევ შეიცავს ეგოისტურ და აგრესიულ ინსტინქტებს, რომლებიც წარსულში გადარჩენისთვის იყო საჭირო. ძალიან ძნელი იქნება შემდეგი 100 წლის განმავლობაში კატასტროფების თავიდან აცილება, რომ არაფერი ვთქვათ ათასობით ან მილიონობით წლებზე. ერთადერთი შანსი, რომლითაც დიდი ხნის განმავლობაში არსებობას შევძლებთ, არის ის, რომ არ დავიმალოთ დედამიწაზე, არამედ მოვედოთ სივრცეს.

პასუხები ამ დიდ კითხვებზე აჩვენებს, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ თუ გვინდა, რომ შემდეგშიც ასე განვაგრძოთ, ჩვენი მომავალი კოსმოსს უნდა დავუკავშიროთ. სწორედ ამის გამო ვარ სიმპათიით განწყობილი კოსმოსში მოგზაურობის მიმართ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვცდილობდი, შემეცნო სამყარო და კითხვებზე პასუხი მეპოვა. მე ძალიან გამიმართლა, რომ დაავადება დიდი დაბრკოლება არ ყოფილა კვლევისთვის. უფრო მეტიც, მისი მეშვეობით უფრო მეტი დრო მქონდა მეცნიერებისთვის, ვიდრე ადამიანთა უმეტესობას. ჩემი საბოლოო მიზანია, დავასრული სამყაროს თეორია და ამაში შესამჩნევი წინსვლა გვაქვს.

– პროფესორო, როგორ ფიქრობთ, უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ, როგორც ცივილიზაცია, ირმის ნახტომში მარტონი ვართ და ჩვენი ან უფრო მაღალი დონის ინტელექტი არ არსებობს?

– მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ცივილიზაცია ერთადერთია რამდენიმე ასეული სინათლის წლის არეალში. სხვაგვარად ჩვენამდე მოვიდოდა რადიოტალღები. სხვა ვერსიით, ცივილიზაციები ძალიან დიდხანს ვერ ცოცხლობენ და საკუთარ თავს ანადგურებენ.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: