
ოთხშაბათ დილას (4.06.2012) ჟენევაში გამართულ აუდიენციაზე „ცერნის” გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა დაადასტურა, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე ორი სხვადასხვა ჯგუფი 99%-ზე მეტითაა დარწმუნებული, რომ აღმოაჩინეს ჰიგსის ბოზონი, იგივე „ღმერთის ნაწილაკი”. ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არის აქამდე უცნობი ნაწილაკი, რომელიც ზუსტად იქ იყო, სადაც ჰიგსის არსებობას ვარაუდობდნენ.
თეთრი ვეფხვები

თეთრი ვეფხვი წარმოადგენს ბენგალური ვეფხვის რეცესიულ მუტანტს, რომელიც ბუნებაში გვხვდება ინდოეთის რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე – ასამში, ბენგალში, ბიჰარში და განსაკუთრებით რევაში. თეთრი ვეფხვი უფრო ხშირად იბადება და ზრდასრულ ასაკშიც უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ჩვეულებრივი ფერადი ვეფხვი, რომელსაც არ აქვს თეთრი ფერის გენი.
პასუხი 10 კითხვაზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, ელის თუ არა სამყაროს განადგურება ან რამდენად შესაძლებელია დროში მოგზაურობა. ბრიტანულმა ციფრულმა ტელეარხმა Eden-მა გადაცემა Science Month-ის გაშვებასთან დაკავშირებით ათასობით ადამიანში გამოკითხვა ჩაატარა და ამოარჩია 10 საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მათ ყველაზე მეტად სურთ. აშკარა გახდა, რომ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ადამიანის ადგილი სამყაროში და უმთავრესი მეცნიერული დილემები.
გალაქტიკები

გალაქტიკა წარმოადგენს კოსმოსში არსებულ სისტემას, რომელიც შედგება მტვრისგან, აირისგან და უამრავი ვარსკვლავისგან. გალაქტიკების ზუსტი რიცხვის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება – მხოლოდ დაკვირვებად სამყაროში მათი რაოდენობა სავარაუდოდ 100 მილიარდია. ამ სისტემებიდან ზოგიერთი ჩვენს „ირმის ნახტომს” ჰგავს, ზოგიც ძალიან განსხვავებულია.
მეცნიერებმა დიდი აფეთქების შემდეგ ყველაზე მაღალი ტემპერატურა შექმნეს

მეცნიერებმა რეკორდი მოხსნეს და გასაოცრად მაღალი ტემპერატურა მიიღეს, ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა დედამიწაზე – 4 ტრილიონი გრადუსი ცელსიუსით. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ეს მოვლენა უკვე დააფიქსირეს. მაჩვენებელი 250 000-ჯერ აღემატება მზის ცენტრის ტემპერატურას და მასზე მაღალი მხოლოდ დიდი აფეთქებიდან უმოკლეს პერიოდში არსებობდა.
ადგილები, რომლებიც მალე სამუდამოდ შეიცვლებიან

გსურთ, მკვდარი ზღვის მარილიან წყლებზე იტივტივოთ? მაშინ ეს დაუყოვნებლივ გააკეთეთ, რადგან გიგანტური ტბის დონემ ბოლო 40 წლის განმავლობაში უკვე დაიწია 25 მეტრით. მკვდარი ზღვის სანაპირო, რომელიც ისრაელისა და იორდანიის საზღვარზეა, უკვე ითვლება დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილად. 1950-იანებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა მკვდარ ზღვას მდინარე იორდანედან მიწოდება შეუწყვიტეს, რათა სასმელი წყალი მოეპოვებინათ. ამან მნიშვნელოვნად დაწია მლაშე ტბის დონე და ტენდენცია ისევ გრძელდება წელიწადში 1 მეტრის მაჩვენებლით. ამჟამად წითელი ზღვის განვითარების პროექტი მუშაობს, რომ მკვდარი ზღვა ხელახლა შეივსოს წითელი ზღვის მეშვეობით, ასევე ადგენს უფრო მკაცრ ზომებს მიმდებარე გარემოს დასაცავად.
როგორ გადაჰქონდათ ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე?
საუკუნეების მანძილზე მეცნიერები ცდილობდნენ ამოეხსნათ, როგორ გადაჰქონდათ კოლოსალური ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. ამ მრავალტონიან ქანდაკებებს ადგილობრივები ათრევდნენ ბორბლის, ამწესა და დიდი ცხოველების გარეშე. მეცნიერებმა წარსულში მრავალი ვერსია განიხილეს და ივარაუდეს, რომ ეს ხდებოდა გორგოლაჭების, თოკებისა და მარხილების დახმარებით. ამჟამად კი ახალი თეორიით გამოდის არქეოლოგების წყვილი – ტერი ჰანტი ჰავაის უნივერსიტეტიდან და კარლ ლიპო კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: შესაძლოა ამ საქმეში მხოლოდ თოკები და ადამიანური სამუშაო ძალა იყო ჩართული. National Geographic-ის მიერ დაფინანსებული ექსპერიმენტების მეშვეობით მათ აჩვენეს, რომ 18 კაცი და 3 გრძელი თოკი საკმარისია 3 მ სიმაღლისა და 5 ტონა წონის მოაის ქანდაკების გადასაადგილებლად.
მკვლევარებმა სტოუნჰენჯის საიდუმლო ამოხსნეს

სტოუნჰენჯი იმისთვის აიგო, რომ განემტკიცებინათ ახალი აღმოსავლურ-დასავლური გაერთიანება, რომელიც ერთმანეთში მებრძოლი ბრიტანული ტომებისგან ჩამოყალიბდა. საუკუნეების განმავლობაში არსებული დაპირისპირებისა და ბრძოლების შემდეგ ქვეყანა გაერთიანებულ სამეფოდ ყალიბდებოდა, სტოუნჰენჯს კი ამაში დახმარება უნდა გაეწია – ასეთია მეცნიერთა 10 წლიანი კვლევის შედეგები.
ველური ბუნების ფოტოები ენდი როუსის მიერ

ენდი როუსი ველური ბუნების პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელსაც მრავალი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა ჩერი კირტონის მედალი, რომელსაც სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება გასცემს ფოტოგრაფიის სხვადასხვა დარგების განვითარების, ასევე ველური ბუნებისა და გარემოს დაცვის პოპულარიზებისთვის.
დიდი კატები

ტერმინი „დიდი კატები”, რომელიც არ წარმოადგენს ბიოლოგიურ კლასიფიკაციას, გამოიყენება კატისებრთა ოჯახის მსხვილი წევრების გამოსაყოფად უფრო მომცრო თანამოძმეებისგან. „დიდი კატების” ერთ-ერთი განმარტება ამ ტერმინში აქცევს პანტერას გვარის 4 წევრს: ვეფხვი, ლომი, იაგუარი და ლეოპარდი. მხოლოდ ამ გვარის წარმომადგენელ კატისებრებს აქვთ ღრიალის უნარი. ხოლო „დიდი კატების” უფრო ფართო განმარტება ასევე მოიცავს პუმას, ავაზას, თოვლის ლეოპარდსა და ლაქებიან ლეოპარდს. მიუხედავად ზომაში დიდი სხვაობისა, დიდი კატები ერთმანეთს ჰგვანან სხეულის აგებულებითა და ქცევებით. თუმცა აქ გამონაკლისია ავაზა – ის მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც დიდი, ისე პატარა კატებისგან. ყველა მათგანი ხორცისმჭამელია და არაჩვეულებრივი მტაცებელი, საბინადრო არეალი კი მოიცავს ამერიკის კონტინენტებს, აფრიკას, ევროპასა და აზიას.