მეცნიერებმა სავარაუდოდ „ღმერთის ნაწილაკი” აღმოაჩინეს


ოთხშაბათ დილას (4.06.2012) ჟენევაში გამართულ აუდიენციაზე „ცერნის” გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა დაადასტურა, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე ორი სხვადასხვა ჯგუფი 99%-ზე მეტითაა დარწმუნებული, რომ აღმოაჩინეს ჰიგსის ბოზონი, იგივე „ღმერთის ნაწილაკი”. ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არის აქამდე უცნობი ნაწილაკი, რომელიც ზუსტად იქ იყო, სადაც ჰიგსის არსებობას ვარაუდობდნენ.

ნაწილაკმა, რომლის აღმოჩენასაც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, შეიძლება შეავსოს ფიზიკის სტანდარტული მოდელი და ახსნას, რატომ აქვთ სამყაროში არსებულ ობიექტებს მასა და აქედან გამომდინარე, საერთოდ რატომ არსებობენ გალაქტიკები, პლანეტები და ადამიანებიც კი.

„ჩვენ აღმოჩენა გავაკეთეთ”, განაცხადა ჰოიერმა. „დავაკვირდით ახალ ნაწილაკს, რომელიც შეესაბამება ჰიგსის ბოზონს.”

შეხვედრაზე იმყოფებოდა 4 თეორეტიკოსი ფიზიკოსი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჰიგსის ბოზონის თეორიის განვითარებაში 1960-იან წლებში, მათ შორის თავად პიტერ ჰიგსიც. განცხადების მოსმენისას ამ უკანასკნელს ცრემლები წამოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადება წინასწარ გაკეთდა, მილიონიდან მხოლოდ ერთია იმის შანსი, რომ ჰიგსის მსგავსი სიგნალი, რომელსაც მეცნიერები დააკვირდნენ, უბრალოდ შემთხვევითობაა.

„ეს საოცრად ამაღელვებელი მომენტია”, ამბობს ფიზიკოსი მაიკლ ტუტსი, რომელიც ATLAS-ის (A Toroidal LHC Apparatus) ექსპერიმენტში, ჰიგსის ბოზონის მაძიებელ ერთ-ერთ პროექტში მუშაობს. იდუმალი ნაწილაკის მაძიებელი მეორე პროექტი ცნობილია, როგორც CMS (Compact Muon Solenoid). აღმოჩენა ამ ორმა ჯგუფმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განახორციელა და არცერთ მათგანს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მათი კოლეგები იგივე მომენტის ზღვარზე იყვნენ.

„ძალიან საინტერესოა, რომ კონკურენტ ექსპერიმენტს არსებითად იგივე შედეგი ჰქონდა”, განაცხადა ფიზიკოსმა რიშარდ სტროინოვსკიმ, დალასის უნივერსიტეტში დაფუძნებული ATLAS-ის გუნდის წევრმა. „ეს დამატებით ინფორმაციას გვაძლევს.”

„ცერნის” მეთაურმა ჰოიერმა აღმოჩენას „ისტორიული მომენტი” უწოდა, მაგრამ ასევე დაამატა, რომ ფიზიკოსებს გაცილებით მეტი სამუშაო აქვთ წინ, რათა ახლად აღმოჩენილი ნაწილაკის ზუსტი რაობა გაარკვიონ და მისი თვისებები გამოსცადონ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ნაწილაკს ჰიგსის ბოზონის შესაბამისი მასა აქვს, უნდა დადგინდეს, იქცევა თუ არა ის ისე, როგორც „ღმერთის ნაწილაკზე” ვარაუდობდნენ, შესაბამისად, რა არის მისი როლი სამყაროს შექმნასა და შენარჩუნებაში.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ… და ეს მხოლოდ დასაწყისია”, ამბობს ჰოიერი.

მიღებულმა შედეგებმა ბევრი ფიზიკოსის მოლოდინს მკვეთრად გადააჭარბა, მათ შორის ALICE-ის (A Large Ion Collider Experiment) ბრიტანული თანამშრომლობის ლიდერის, დევიდ ევანსისას. ის ვარაუდობდა, რომ შედეგის სიზუსტე იქნებოდა 4 სიგმიანი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ახალი ნაწილაკის დაკვირვება ოფიციალურად ჩაითვალოს ნამდვილ აღმოჩენად. „ცერნის” ჯგუფების შედეგი კი 5 სიგმიანი იყო.

„ეს იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდი. ჩემი აზრით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიგსი აქაა. ის არსებობს” – განაცხადა ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა ევანსმა.


ATLAS-ის წარმომადგენელმა, ფაბიოლა ჯანოტიმ ქება არ დაიშურა დიდი ადრონული კოლაიდერის (დაკ) მისამართით. დაკ – ეს არის მულტიმილიარდ დოლარიანი მექანიზმი, რომელმაც წარსულში სამწუხაროდ რამდენჯერმე განიცადა ტექნიკური წარუმატებლობა და მარცხი. „დიდი ადრონული კოლაიდერი და მისი მეშვეობით განხორციელებული ექსპერიმენტები სასწაულებს ჩადიან”, აღნიშნა ნაწილაკების შემსწავლელმა იტალიელმა ფიზიკოსმა.

ALICE-ის ლიდერმა ევანსმა დაადასტურა, რომ ის უკიდურესად კმაყოფილია ჰიგსის ექსპერიმენტებით, თუმცა მცირეოდენად იმედგაცრუებულიცაა, რომ შედეგები კიდევ უფრო გასაოცარი არ ყოფილა. „უფრო მეტად აღვფრთოვანდებოდი, ეს რომ რაიმე განსხვავებული ყოფილიყო და არა ისეთი რამ, რასაც სტანდარტული მოდელები წინასწარმეტყველებდნენ. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდა, რომ წინ კიდევ ბევრი რამ გველის.”

ოთხშაბათს გაკეთებული განცხადება ეფუძნებოდა შედეგებს, რომელიც გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. მაშინ ATLAS-ისა და CMS-ის ჯგუფებმა მიღებულ ინფორმაციაზე დაფუძნებით წამოაყენეს ვარაუდი, რომ ჰიგსის ბოზონის წონა იყო 125 გიგაელექტრონული ვოლტი, რაც დაახლოებით 125-ჯერ მეტია ატომბირთვის დადებითად დამუხტული ნაწილაკის, პროტონის მასაზე.

ჰიგსის ბოზონი ერთ-ერთი უკანასკნელი ნაწილია იმ თავსატეხის ამოსახსნელად, რომლის მეშვეობითაც ფიზიკის სტანდარტული მოდელის სრულად გაგება გახდება შესაძლებელი. ეს მოდელი, რომელიც ჯერჯერობით წარმატებულია, ხსნის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ფუნდამენტური ნაწილაკები ბუნების ელემენტარულ ძალებთან.


ჰიგსის ბოზონის არსებობის იდეა 1960-იან წლებში წამოაყენა პიტერ ჰიგსმა, რათა აეხსნა, რატომ აქვთ მასა ისეთ ნაწილაკებს, როგორიცაა მაგალითად კვარკი – პროტონის საშენი ბლოკი – და ელექტრონი, ხოლო სხვები, მაგალითად სინათლის მატარებელი ფოტონი მასის გარეშეა. ჰიგსის იდეა ის იყო, რომ სამყარო ჩაძირულია ერთგვარ უხილავ ველში (ამჟამად ცნობილი, როგორც ჰიგსის ველი), რომელიც მაგნიტურ ველს მიაგავს. მას ყველა ნაწილაკი შეიგრძნობს, მაგრამ სხვადასხვა დონეზე.

თუკი ნაწილაკი ჰიგსის ველს ისე გაივლის, რომ საერთოდ არ ექნება მასთან კონტაქტი, ან მხოლოდ მცირე დოზით, ის ან უმასო იქნება, ან ძალიან მცირე წონა მიენიჭება. შესაბამისად, რაც უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვს ნაწილაკს ჰიგსის ველთან, მით უფრო დიდია მისი მასა. ჰიგსის ველის არსებობის დადასტურებისთვის საჭირო იყო შესაბამისი ნაწილაკის, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა.

სტანდარტული მოდელის მიხედვით, თუკი ჰიგსის ველი არ იარსებებდა, სამყარო გაცილებით განსხვავებული იქნებოდა. ძალიან ძნელი გახდებოდა ატომის ჩამოყალიბება, ვერ შედგებოდა მატერია, რომელიც ამ სამყაროს ქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იქნებოდა სამყარო გალაქტიკების, ვარსკვლავების, პლანეტების, სიცოცხლის გარეშე.


დიდი ადრონული კოლაიდერი საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, 175 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მისი სიგრძე 27 კმ-ია და ოვალური გვირაბის ფორმა აქვს. კოლაიდერში ნაწილაკებს ელექტრონული ველის მეშვეობით ასწრაფებენ თითქმის სინათლის სიჩქარემდე. მაღალი ენერგიის შეჯახებისას იქმნება ფუნდამენტური ეგზოტიკური ნაწილაკები – მათი ნაწილი სამყაროს დასაბამიდან მცირე ხნის შემდეგ აღარ არსებულა. თუმცა ეს უცნაური ნაწილაკები წამის უმცირეს მონაკვეთებში არსებობენ და შემდეგ ტრანსფორმაციას განიცდიან.

თეორია წინასწარმეტყველებს, რომ ჰიგსის ბოზონის არსებობა ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ დიდი ადრონული კოლაიდერის მსგავსი მექანიზმებით მისი დაფიქსირება ძალიან ძნელია. თუმცა ფიზიკოსები ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, ექსპერიმენტში მისი შექმნა დაადასტურონ, თუკი შენიშნავენ იმ ნაწილაკებს, რომლებადაც გარდაიქმნენ. ამჯერად კი დადასტურდა, რომ ჰიგსის ბოზონს, ან მის მსგავს სხვა ნაწილაკს, ნამდვილად აქვს 125-126 გიგაელექტრონული ვოლტის წონა და მეცნიერებს იმის ახსნის საშუალებაც მიეცათ, რატომ ვერ ხერხდებოდა ამდენი ხანი „ღმერთის ნაწილაკის” გამოჭერა.

საქმე იმაშია, რომ მასა იმაზე მეტია, ვიდრე დიდი ადრონული კოლაიდერის წინამორბედებს შეეძლოთ დაფიქსირება. მაგალითად, დიდი ელექტრონ-პოზიტრონული კოლაიდერი 115 გიგაელექტრონულ ვოლტამდე ნაწილაკებს აფიქსირებდა. მეორე მხრივ, 125 გიგაელექტრონული ვოლტი არაა იმდენი, რომ ტრანსფორმაციისას წარმოქმნას უჩვეულო ნაწილაკები, რომლებზე დაკვირვებაც მისი არსებობის უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა.

როგორც ჩანს, ჰიგსის ბოზონი გარდაიქმნება სრულიად ჩვეულებრივ ნაწილაკებად, როგორიცაა მაგალითად კვარკი. დიდი ადრონული კოლაიდერი კი ექსპერიმენტებში მილიონობით კვარკს ქმნის. ALICE-ის ლიდერ დევიდ ევანსის თქმით, ბუნება ძალიან ცუდად ექცევა მათ, რადგან ჰიგსის ბოზონის აღმოსაჩენად საჭირო დიაპაზონამდე შევიწროებისას მიიღეს ზღვარი, რომელზე დაკვირვებაც ყველაზე რთული იყო. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ხელსაყრელია იმის ცოდნა, რომ ბოზონს აქვს მასა და აღმოჩენილი ნაწილაკი ამ თვისებაში ემთხვევა, განაცხადა ფაბიოლა ჯანოტიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა დიდი ადრონული კოლაიდერის შექმნის უმთავრესი მოტივატორი იყო, ნაწილაკების უდიდესი ამაჩქარებელი არ შეწყვეტს ფუნქციონირებას იმ შემთხვევაში, თუკი „ღმერთის ნაწილაკის” აღმოჩენა 100%-ით დადასტურდება. გარდა ამისა, მეცნიერებს წინ აქვთ რამდენიმეწლიანი შრომა, რათა მომდევნო საკითხები ამოიხსნას. მაგალითად, რა ნაწილაკად ტრანსფორმირდება ჰიგსის ბოზონი, როცა ის ენერგიას კარგავს. ამის შემდეგ შეეძლებათ განსაზღვრონ, არის თუ არა ეს ის ნაწილაკი, რომლის არსებობასაც თეორია წინასწარმეტყველებდა, თუ რაიმე უფრო ეგზოტიკურია.

„თუკი ოლიმპიადას შევადარებთ, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა მხოლოდ ერთი ოქროს მედალის მოპოვებაა”, ამბობს დევიდ ევანსი. „დარწმუნებული ვარ, ბევრ ქვეყანას სურს ერთზე მეტი ოქროს მედალის აღება და ვფიქრობ, ცერნი მომდევნო წლების განმავლობაში გაცილებით მეტ მედალს მოგვიტანს.”

_____________________
შენიშვნა: ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა ოფიციალურად დადასტურდა 2013 წლის 14 მარტს. ის აღარ ითვლება ჰიპოთეტურ ნაწილაკად.

Advertisements

68 responses to “მეცნიერებმა სავარაუდოდ „ღმერთის ნაწილაკი” აღმოაჩინეს

  1. lela 06/07/2012, 11:57 PM

    didi madloba, chemi txovnis gatvaliscinebistvis. gisurveb carmatebebs shenc da im udides mecnierebs, romlebic tavianti cxovrebis mnishvnelovan clebs samkaros saidumloebebis shescavlas sciraven. gaixare.

    Like

  2. ლაშა 07/07/2012, 9:36 PM

    რატომ არ სურს ადამიანს დაიჯეროს ის რომ სამყარო ღმერთმა შექმნა და რატომ ცდილობს დაამტკიცოს ის რომ სამყარო რაღაც აფეთქების შედეგად შეიქმნა.

    Like

    • michael 07/07/2012, 11:32 PM

      იმიტომ რომ ადამიანი ცნობისმოყვარეა. იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა აკმაყოფილებდეს, “ღერთმა ქნა და მორჩა, ნუღარ სვამ კითხვებს” საბედნიეროდ ეს აღარ გამოდგება დღეს პასუხად, ჰაერიდან მოტანილი პასუხები გონიერ ადამიანებს აღარ სჭირდებათ. საერთოდ ვინც ასე აღიქვამს დიდი აფეთქების თეორიას “რაღაც აფეთქება” ჯერ შეისწავლოს საკითხი და მერე დაარქვას სახელი.

      Like

    • apollon201200 08/07/2012, 4:22 AM

      უსაქმურობისგან აღარ იცის ხალხმა რა აკეთოს და იქ იწყებს ხელის ფათურს სადაც არაფერი ესაქმება

      Like

  3. : )) 07/07/2012, 9:53 PM

    იმიტომ რომ,საბედნიეროდ,ზოგ ადამიანს მაინც შეღცა საღი აროვნების უნარი.

    Like

  4. temko 08/07/2012, 1:15 PM

    საინტერესო პოსტია ,ძალიან მომეწონა

    Like

  5. GeorgianBoyR 08/07/2012, 2:47 PM

    არვიცი რამდენად იცით მაგრამ ეს საქმიანობა(დიდი ადრონული კოლაიდერი) დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუნდაც ის რომ შესაძლებელია (თუმცა ამის ალბათობა მცირეა) გაჩნდეს შავი ხვრელი(პატარა;))! ამას გარდა ბევრი სხვა უარყოფითი მხარე აქვს ამ საქმიანობას! მართალია, ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება სამყაროს ბევრი საიდუმლოს ამოხსნა…..
    ….მეცნიერები უარყოფენ ღმერთს და აღიარებენ რომ არაფრისგან შეიქმნენ. სისულელედ მიმაჩნია უარყო ღმერთი და არ იცოდე ვინ ხარ!
    ან საით მიდიხარ???????
    ….მოკლედ, ადამიანს სურს ღმერთს შეეჯიბროს! (რა სულელები ვართ!)
    მე მიმაჩნია,რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა შეიქმნა სიტყვა “ევოლუცია!”

    Like

    • michael 08/07/2012, 5:16 PM

      არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული. შავი ხვრელი თუ შეიქმნა ისეთი მცირე იქნება რომ წამის მემილიონედებში დაიშლება. მოუსმინე მეცნიერებს რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით.
      სისულელე ისაა დაიჯერო რაღაც ყოველგვარი საბუთის გარეშე.
      რა დაიწყო მაშინ? 😀

      Like

    • : )) 08/07/2012, 5:35 PM

      არისტოტელე შენი ახლო ნათესავი ხო არ ყოფილა ?ხდ
      ლოგიკა გლიჯავს.

      Like

    • LosSY 09/07/2012, 2:29 AM

      1) “მეცნიერები უარყოფენ ღმერთს და აღიარებენ რომ არაფრისგან შეიქმნენ” – მეცნიერები მხოლოდ იმას ამბობენ, რაც ექსპერიმენტით დაინახეს და რისი დამტკიცებაც შეუძლიათ. 2) რატომ წერთ თქვენ და თქვენნაირი ხალხი კომენტარებს, როცა საკითხში არ ხართ საშუალო დონეზე მაინც გარკვეული?
      3) რომელ საუკუნეში ხართ, უკვე რახანია გადავიდა ჭორი, რომ არიქა, კოლაიდერი შავ ხვრელს წარმოშობს და მერე ის შავი ხვრელი დედამიწას შთანთქავსო.

      Like

    • ZuRa 16/07/2012, 8:42 PM

      მეცნიერებს შეუძლიათ იმის დამტკიცება რომ ეს ყველაფერი დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა,მაგრამ იმას ვინ დაამტკიცებს რომ დედამიწა და მასზე მცხოვრები ორგანიზმები 6 დღეში შიქმნა და ასე შემდეგ …?

      Like

  6. lela 08/07/2012, 4:25 PM

    magram rom ara adamianis ziebis es usasrulo survili, shegizliat carmoidginot, sad iqneboda chveni ganvitarebis maqsimumi? albat, neandertanel anamianad kofnas ver gavcdebodit

    Like

  7. Don 09/07/2012, 7:09 PM

    რაც უფრო მეტს გავქექავთ მით უფრო მეტად დავრწმუნდებით თუ როგორი უსუსურები ვართ ამ სამყაროში და რამდენი რამ არვიცით

    Like

    • ZuRa 16/07/2012, 8:50 PM

      რაც უფრო მეტს “ვქექავთ” მით უფრო მეტს ვიგებთ. შენი აზრით პირველ კლასსში რატომ არ გასწავლიდნენ ფიზიკას? ალბათ იტყვი ცნობილ ფრაზას “ეგ რა შუაშია”–ო, ეს უბრალო მაგალითად მოვიყვანე.

      Like

  8. Irakli 11/07/2012, 1:05 AM

    ^ ბნელი ბნელი ხალხი ^, რა კომენტარებია რა არი ეს.

    Like

  9. apollon201200 11/07/2012, 1:03 PM

    აუ თუ მართლა არ არსებობს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე და მაგაში არწმუნებთ თავს მე რომ ბოლომდე მჯეროდეს რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ არსებობს ყველა იმ ადამიანს დავხოცავდი დედამიწაზე ვინც ყველაზე მეტად მეზიზღება ერთ ღამეში კარგად დავგეგმავდი და მოვახერხებდი კიდეც და თავსაც მოვიკლავდი ბოლოს
    მაგრამ ამას არ ვიზამ იმიტომ რომ ჯოჯოხეთის შიში მაქ თორე ციხეც და ყველაფერიც მაგარი მკიდია ამ სამყაროში რწმენა რომ არა აქამდე ვერასდროს ვერ მოვახწევდით მერწმუნეთ და კომპიუტერიც არასდროს გვექნებოდა სავარაუდოდ არცკი ვიარსებებდით ამ დროისთვის მეცნიერება კიარა რწმენა რომ არა !! 🙂

    Like

    • : )) 11/07/2012, 4:36 PM

      რა მაგარი დასკვნები გამოგაქვს შენ ..
      რა შუაშია საერთოდ.სათაურუ წაიკითხე მარტო,სტატია არა ხო?ხდ
      სინამდვილეში არაფერ შუაშია რელიგიასთან და ღმერთთან ,უბრალოდ მეცნიერებისათვის ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს,სახელიც აქედანაა ))

      Like

      • apollon201200 11/07/2012, 6:18 PM

        აუ რა რა შვაშია მეცნიერები იმის გარდა არაფერზე იქრობენ რომ ღმერთის არარსებობა დაამტკიცონ სხვა ყველაფერი ფეხებზე კიდიათ ამ ვითომ ექსპერიმენტებს ხალხის დასადებილებად აკეთებენ იმიტომ რომ სატანის შემოგზავნილები არიან რომ ჯოჯოხეთში ჩაგვითრიონ ეშმაკს ამის გაკეთება შეუძლია და დიდი ძალააქ ეშმაკს ოღონდ ბოროტი ძალა მაგ კონტეინერში ვინც მუშაობს ყველანი სანატის მოციქულები არიან და ისევ იქ არიან დასაბრუნებლები საიდანაც მოვიდნენ ჯოჯოხეთში !! …

        Like

        • : )) 11/07/2012, 6:52 PM

          რა მაინტერესებს…
          რამდენი წლის ხარ,8-ის თუ 9-ის?
          სირცხვილია უბრალოდ ეგეთი რაღაცის თქმა..
          აღარ დაგიწყებ განმარტებებს.

          Like

          • apollon201200 12/07/2012, 12:25 AM

            სიმართლის თქმა ყოველთვის იყო სირცხვილი რადგან ამის გაკეთება ძნელია 😉 მაგრამ სანამდე შეიძლება თავის მოტყუება ყველამ ხომ ყველაფერი კარგად იცის ისედაც მაგრამ ხმამაღლა ამაზე ყველას უჭირს საუბარი 😀
            ისე რა 8-9 წლის :დდ ?? მუხლებამდე წვერი მაქ რამის 16 წლის ვარ 😉

            Like

        • Charlius 11/07/2012, 7:15 PM

          გეხვეწები, თქვი რომ ტროლაობ, თორემ ვერ წარმომიდგენია, ეგეთ რამეს სერიოზულად წერდეს ვინმე 😀

          Like

          • apollon201200 12/07/2012, 12:19 AM

            :დდ სრულიად სერიოზულად ვწერ ამას ჩიპიანი პასპორტებიც ხომ მეცნიერებმა გამოიგონეს 666 ნიშნით დაშიფრული ახლა კი ძალღონეს და თანხას არ იშურებენ რომ ვითომ ღმერთის არარსებობა დაამტკიცონ სინამდვილეში მართლა არაფერს არ აკეთებენ იმ კონტეინერში უბრალოდ სატანისტი ხელისუფალნის დაქირავებულები არიან და ქაუნთეს თამაშობენ მთელი დღე და პროსტა საჩვენებლად უნდათ მეცნიერები ვითომ რამეს აკეთებენ და მერე რაღაც ზღაპრებს მოროშავენ იმის შესახებ რომ ჰაერისგან გავჩნდით :დდ 10 წლის წინ რა განვითარების დონეც ქონდათ მეცნიერებს იმის მერე უკან დაიწყეს დახევა და მალე კაცობრიობის აღსასრულიც დადგება 3 წლიანი შიმშილობა და ომები იქნება და მერე მეორედ მოსვლა იქნება ძაან მალე ჩვენ ამას მოვესწრებით 🙂 და ყველაფერს ფარდა აეხდება მალე რაც ის სიზმარი ვნახე სრულიად შევიცვალე და სხვაგვარად დავიწყე აზროვნება ყველაფერს მივხვდი რასაც აქამდე ვერ ვგებულობდი 😉

            Like

            • : )) 12/07/2012, 1:08 AM

              სხვანაირად დაწყებისა რა გითხრა და დაკარგე მგონი შენ აზროვნების უნარი…
              მომიტევეთ,დიდი თავაზიანობით არასოდეს გამოვირჩევი,მით უმეტეს როდესაც ვიგებ რომ ასეთი მოსაზრების ადამიანებიც არსებობენ.

              Like

            • : )) 12/07/2012, 12:15 PM

              და რა მინდა გკითხო ))
              მე რომ მომავალი მეცნიერი ვარ როგორაა აქ საქმე? ;დ
              თუ მათემატიკოსებს არ ეხებათ ეგ აბდაუბდა ქაუნთერის შესახებ ;დ

              Like

        • ZuRa 16/07/2012, 8:46 PM

          ბოდიშით მაგრამ ეს მოგზავნილი ფანატიკოსია? ერთს შეგისწორებ შვაშია შეცდომაა ქართულ გრამატიკაში, სწორი ფორმა: შუაში. დანარჩენი კი შენი პირადული მოსაზრებაა (ალბათ შენი) არ შეგეკამათები, ფანატიზმს საზღვრები არ აქვს.

          Like

        • Mad Scientist 07/01/2014, 1:35 AM

          ჰმ, ალბათ სამეცნიერო-ტექნიკური პროცესიც სატანის დაწერილი სცენარია. კომპიუტერიც ჰო ეშმაკის მანქანაა. ვინც ასე თვლის სასწრაფოდ უნდა მოიცილოს თავიდან ყველაფერი და დაბრუნდეს გამოქვაბულში, ყველასთვის ასე აჯობებს. 😉

          Like

    • ZuRa 16/07/2012, 8:51 PM

      რწმენა შენ მხოლოდ ერთ კონტექსტში გესმის. იმედია შენსკენაც ინათებს.

      Like

  10. თევზი 11/07/2012, 4:07 PM

    ყველას გილოცავთ ჰიგსის ბოზონს! 🙂 წარმოდგენაც კი მიჭირის რას გრძნობდნენ აღმოჩენის დროს ის მეცნიერები რომლებიც კოლაიდერში მუშაობდნენ, ( : მაგარია!!! 21 საუკუნე უკვე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს :)))))

    Like

  11. laozy2 11/07/2012, 4:34 PM

    +++ ჩვენი სამყარო უდავოდ ღმერთის (ზე განზომილების) შექმნილია და ვინც მასში ეჭვს შეიტანს (უვიცის გარდა) ის გურულად რო ვთქვათ შტერიაააააააააააააააა, ანუ …. და ა.შ. მაგრამ უფალმა ადამიანს მისცა უნიკალური შესაძლებლობა – არჩევანის და შეიცან თავი შენი – ს უფლება… გამომდინარე აქედან რატო არ უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ!???? რატო არ უნდა შევიცნოთ ჩვენს გარშემო სამყარო?!, როცა მაგის შესაძლებლობას გვაძლევს გამჩენი ჩვენი???? გასაკვირი იცით რა არის? გალაქტიკები უფრო აქვს კაცობრიობას შესწავლილი და უმცირესი ნწილაკების სამყარო, ვიდრე ოკეანეების სიღმეები, სადაც ჩემის აზრით ინახება ყველაზე დიდი საიდუმლოებები ჩვენი პლანეტის….

    Like

    • Charlius 11/07/2012, 4:48 PM

      გალაქტიკებს მიკროსკოპებით აკვირდება კაცობრიობა და ოკეანის შესასწავლად მასში ჩასვლაა საჭირო, რადგან რაღაც დონეზე სინათლეც კი არ აღწევს და უკუნი სიბნელეა. ხოლო რაც უფრო ქვემოთ ჩადიხარ, მით მეტად იზრდება წნევა და შესბამისი ტექნოლოგიაა საჭირო ოკეანის სიღრმეების გამოსაკვლევად. თუმცა იმას მაინც ვერ ვიტყვით, რომ გალაქტიკები უფრო შესწავლილია, ორივე ხაკითხში ბევრი აღმოჩენაა წინ ))

      Like

  12. : )) 11/07/2012, 4:37 PM

    კიდევ ერთი ღვთისმეტყველი..
    მადლობა ღმერთს,რომ ათეისტი ვარ.

    Like

      • : )) 11/07/2012, 4:55 PM

        თან რა ნაგლიზმია:”+++ ჩვენი სამყარო უდავოდ ღმერთის (ზე განზომილების) შექმნილია და ვინც მასში ეჭვს შეიტანს (უვიცის გარდა) ის გურულად რო ვთქვათ შტერიაააააააააააააააა”.
        ბოდიშის გარდა რა დაგვრჩენია,ჩვენ ამ უვიც ათეისტებს? ;დ

        Like

        • Charlius 11/07/2012, 5:04 PM

          მაგიტომ არ მოსწონს ბევრ მეცნიერს ჰიგსის ნაწილაკისთვის ამ მეტსახელის დარქმევა, რელიგიურებს ჰგონიათ, რომ მეცნიერება მაგათ უახლოვდება :d პარალელური სამყაროები კიდევ სასუფეველი ჰგონიათ

          Like

          • : )) 11/07/2012, 5:11 PM

            ღმერთი რო განზომილება იყო იცოდი? ;დდ

            Like

            • Charlius 11/07/2012, 7:17 PM

              ეგეთი აზრიც არსებობს? :დ ის გამიგია, რომ თითქოს სიმების თეორია ღმერთის არსებობას ამტკიცებდეს: შედარებას რომ აკეთებენ მეცნიერები, როგორც ვიოლინოს სიმის განსხვავებული ძალით ჩამოკვრისას სხვადასხვა ბგერა მიიღება, ისეა აქაც, სიმის სხვადასხვა ვარიაცია განსხვავებულ სახეს აძლევს ენერგიასო, ხოდა ჩათვალეს, რომ სამყაროს სიმების მევიოლინე ღმერთია :d

              Like

    • ZuRa 16/07/2012, 8:48 PM

      ხომ ვიძახი ფანატიზმს საზღვრები არ აქვს.

      Like

  13. flingdutchman 11/07/2012, 4:52 PM

    Chemi azrit, es yvelaferi erti wingadadgmuli nabiJia usasrulobashi. carmoidginet higsis bozoni dedamiwis(an tundac betelgeizes) zomisaa. rogorc dedamiwaa “wertili” am samyarostvis, asevea higsis bozoni chventvis, magram es mxolod jer. me ase mgonia:))

    Like

  14. laozy2 12/07/2012, 4:47 PM

    “კაცი ბჭოდა ღმერთი იცინოდაო” გაგონილი გექნებათ ათეისტებსაც და ღრმად მორწმუნეებსაც…. ჰოდა ჩემო ძვირფასებო, რაც არ უნდა ვიკამათოთ, “ვიმსჯელოთ” და, ან, უკიდურეს შემთხვევაში ვიაბდლოთ ჭკვიანმაც და აბდალმაც, ყველაფერი მის ადგილზე დგას – ზე და ქვე განზომილებაც – და სხვაგვარად არც შეიძლება რო იყოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ადამიანები, უწერტილესნიიიიიი ამ უკიდეგანო სივრცეში, უნდა დავტკბეთ, თუნდაც იმ ჰიგსის ბოზონივით უმცირესი ნათელი წერტილით, რომელსაც ოცნება ჰქვია….
    რა შეიცვლება სამყაროსთვის მისი აღმოჩენით, ან თუნდაც არ აღმოჩენით??? არაფერი… პირველ რიგში ადამიანი, თუნდაც მცირე ჯგუფი, საკუთარ ეგოიზმს და პატივმოყვარეობას დაიკმაყოფილებს.
    ანუ ღრმა გურულად – ენას მეიფხანს და მეტი აფელიიიიიიი…

    Like

    • : )) 12/07/2012, 6:46 PM

      ძალიან ცუდი მიდგომაა
      მაშ საერთოდ რა იცვლება ჩვენი ცხოვრებით ამ სამყაროში?
      დედამიწაც პატარა წერტილია ჩვენს გალაქტიკაში,სამყაროზე რომ არაფერი ვთქვათ.
      ჩვენ კი ამ წერტილზე მაცხოვრებელი წერტილები ვართ.რა აზრი აქვს სამყაროსთვის მისი 1/2323125457679876986986764 ნაწილი როგორ გადაადგილდება?
      არანაირი.
      მაშ აღარ ვიცხოვროთ.

      Like

  15. apollon201200 14/07/2012, 5:05 PM

    ვინმე თუ დაბრძენებული ხართ მეცნიერებაში მაშინ იქნებ დარწმუნებით მითხრათ ახლა თავი რომ მოვიკლა უბრალოდ მეძინება და ისე ვიქნები თითქოს სიზმარს ვერ ვხედავდე?? თუ მეორე ვარიანტში ჯოჯოხეთში მოვხვდები? თავის მოკვლა მინდა და იმის შიშით ვერ ვიკლავ რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები და იქნებ დამაჯეროთ რომ ღმერთი არ არსებობს ვინმემ რომ თავი მოვიკლა ?? უბრალოდ ყველაფერი ყელში მაქ ამოსული უაზრობაა ცხოვრება და მაგარი **ყბაა ყველაფერი სმა ,ჭამა ,სმა, ჭამა, ნათლობა ,ზიარება ,ძილი ,გაღვიძება ,დღეში 36 საათი კომპიუტერთან ჯდომა და ათასი ყლეობის ყურება და ქაუნთერის თამაში ,მერე ჭამა ძილი , ნძრევა, ნძრევა , ნძრევა, ღამეების თენება იტოკში მადლს მოისხავთ ვინც იქნებით დამარწმუნეთ რომ ღმერთი არ არსებობს თავის მოკვლა მინდააა 😐 <<

    Like

    • Charlius 14/07/2012, 5:52 PM

      და ცხოვრების შეცვლა არ გიფიქრია? )) მეგობრებთან სიარული, გარეთ მეტი დროის გატარება და ა.შ. სიკვდილს ყოველთვის მოასწრებ 😀

      Like

      • apollon201200 14/07/2012, 8:21 PM

        Charlius,, მაგაზე ვფიქრობ ზუსტად მაგრამ სხვაგვარად იქნებ მართლა არაფერი არ არის სიკვდილის შემდეგ მაშინ ამ 65-70 წელსაც არანაერი აზრი არააქ იმიტომ რომ 20 წლის შემდეგ ჩვენ კიარა ჩვენი სურათებიც აღარ იარსებებს მითუმეტეს ჩვენც თუარ ვიარსებებთ ეს ნახევარი საუკუნეც უაზრობა გამოვა , და სიკვდილის შემდეგ ალბათ სხვა პლანეტაზე გავჩნდებით და იქ ცხოვრება უფრო საკაიფო იქება დედამიწაზე კი +40 გრადუსსია სიცხე და ყოველდღე ემატება კიდე ტელევიზორში კი უამინდობა გამოაცხადეს საქართველოში 😀 ფენომენია ჩვენი მედია სივრცე :დდ

        Like

        • : )) 14/07/2012, 8:58 PM

          რატო არა კაცო ))
          ძალიან დიდი აზრი აქვს. გაყევი ცხოვრებას მის გზაზე,დაგაბრძენებს და სიკვდილის წინ შეიძლება იმასაც კი მიხვდე რისთვის იცხოვრე;დ

          Like

    • : )) 14/07/2012, 6:04 PM

      უკეთეს რჩევას მოგცემ,სხვები დახოცე )))
      ანდა მოიკალი თავი დიდი ამბავი
      ჯოჯოხეთის დედაც :დ

      Like

      • Charlius 14/07/2012, 7:57 PM

        რაებს ასწავლი ბავშვს :დ

        Like

      • apollon201200 14/07/2012, 8:16 PM

        : )) << სხვების დახოცვა კარგი იდეაა პრეზიდენტს მოვკლავ მაგალითად და სახელს გავითქვმ 😀 საუკუნეები იარსებებს ჩემი სახელი მარა საქართველოს პრეზიდენტი გინდ მომიკლია გინდა არა ა.შ.შ. -ს პრეზიდენტი რომ მოვკლა თან პირველი შავკანიანი პრეზიდენტია და ისტორიული მოვლენაა და რომ მოკლავენ ასეთ დაცულ პირობებში 😀 მარა როგორ მოვკლა ეგაა პრობლემა შენც დამეხმარე და სახელს გავიყოფთ მარა მერე უეჭელი თავები უნდა მოვიკლათ თორე სადღაც კოლუმბიურ ციხეში გასიებული მცველები გაგვაუპატიურებენ სიცოცხლის ბოლომდე + ელექტროშოკით გვაწამებენ 😀 … აბა საქმეში ხარრ? 😉
        ამ კომენტარის შემდეგ სახლში სპეცრაზმი რომ გამეჩითოს :დდ

        Like

    • ZuRa 16/07/2012, 8:58 PM

      შენ ჯობია მორწმუნე იყო თორე შენნაირი ათეისტი თავსაც ვერ მოიკლავს. და მერედა ვინ გითხრა რომ ათეიზმით განსჭვალულებს სიკვდილი უნდებათ? :)) “ნამდვილი” ათეისტი ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს დამიჯერე, მხოლოდ ძალიან ჭკვიანს ან ძალიან სულელს შეუძლია იმაში დარწმუნება რომ “ღმერთი” არ არსებობს. (შენიშვნა:გააჩნია ღმერთს რას ვუწოდებთ,რა კონტექსტში განვიხილავთ.)

      Like

  16. ZERO GROUP SSD 18/07/2012, 3:40 AM

    მე ერთ რამეს დავამატებ მოკლედ და კონკრეტულად, ნებისმიერი აღმოჩენა რომელშიც წილი კაცობრიობას მიუძღვის, ჩვენი განვითარების ერთ-ერთი საწინდარია, ნუ ჩავიციკლებით ამ კონკრეტულ აღმოჩენაზე, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დამტკიცებულა, გაიხსენეთ ალბერტის აღმოჩენა გრავიტაციის შესახებ, რომელიც ედინგტონმა დააგვირგვინა, ეს სასწაული 1914 წელს მოხდა… (და კიდევ რამოდენიმე სხვა, მანამდე და მას შემდეგ) მაშინაც არსებობდა რელიგია, აწ უკვე არსებულზე განუსაზღვრელად სათუთი.

    Like

  17. laozy2 18/07/2012, 3:13 PM

    ერიჰაააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ზოგს თავის მოკვლა უნდა, ზოგს მილიონები, ზოგს ტრაკში ტყვნააააა….., ზოგს “უფრო ზევით” უყვართ ეს პროცესი…, ზოგი მეცნიერებით ირჩენს თავს, ზოგი ტაქსაობით, ზოგი რით და ზოგი რით, დედამიწა და სამყარო ბრუნავს….. და მისი სიჩქარით მოძრაობს.!!!!!!!!!!!!!! ანუ ჩვენთვის მოკვდავთათვის არაფერიც არ იცვლება… “ზემოთ მთქმელის” და თავის კვლის მაძიებელის არ იყოს მართლა ქინძობააა ყველაფერი… მაგრამ ისევ მას ვეუბნები, გაი ძამა გარეთ, რამდენი გაჭირვებულია შეხედე, გაიაზრე, შეიგრძენი და გაითავისე მათი გაჭირვება, თუ საშუალება გაქვს დაეხმარე მათ და ნახე როგორი ბედნიერი იქნები საღამოს… გეიმეორე მრავალჯერ და შენზე ბედნიერი კაცი არ იქნება დუნიაზეეეეე… არადა რამდენი ხეიბარიიი ნატრობს ჯანმრთელ ფიზიონომიას… მაინცდამაინც მახინჯი უნდა იყო სიცოცხლე რომ გენატრებოდეს????????????

    Like

  18. ფანატიზმი და ფანატიკოსები 20/07/2012, 9:13 AM

    ამ თემაში თავიდან რომ აღარ მოვყვეთ იმავეს, მსურველებმა შემოიხედეთ აქ და მიიღეთ კომპეტენტური პასუხები იმაზე,თუ რა მნიშვნელობა ქონდა ამ აღმოჩენას და რა პერსპექტივებს უნდა ველოდეთ. ფაქტია ისაა,რომ ათეისტებს სერიოზული დარტყმა მიადგათ.
    https://charliuss.wordpress.com/2012/07/16/arguments-for-and-against-the-existence-of-god/#comment-2236

    Like

  19. levansan 21/07/2012, 12:44 PM

    აბა მგლებო და მეცნიერებო ეს მითხაარით ჩვენი დედამიწის გარდა თუ არსებობს სადმე სიცოცხლე თუ თქვენც ალბათობის თეორიის მიმდევრები ხართ

    Like

    • Charlius 21/07/2012, 12:50 PM

      მაგას კვლევა სჭირდება, ასე მარტივად არ დგინდება სიცოცხლის არსებობის საკითხი. თუმცა სერიოზული ეჭვი გაჩნდა, რომ მარსზე მიკრობები არსებობენ და ალბათ ამ ათწლეულის მიწურულს ეგ საკითხი გადაწყდება

      ალბათობის თეორიის მიმდევრობა რაღაა? :DDDDD

      Like

    • tatara 16/01/2014, 11:35 PM

      albatoba rashuashia ? arsebobs….

      Like

  20. Pingback: ჰყავს თუ არა სამყაროს შემოქმედი? | ჩრდილოეთის ციალი

  21. Pingback: ტოპ 10 შეცდომა მეცნიერების ისტორიაში | ჩრდილოეთის ციალი

  22. Pingback: 2013 წლის მთავარი მეცნიერული სიახლეები | ჩრდილოეთის ციალი

  23. Pingback: ის, რაც უნდა იცოდეთ დაკ-ის ბოლო აღმოჩენაზე – პენტაკვარკებზე | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: