ადგილები, რომლებიც მალე სამუდამოდ შეიცვლებიან


გსურთ, მკვდარი ზღვის მარილიან წყლებზე იტივტივოთ? მაშინ ეს დაუყოვნებლივ გააკეთეთ, რადგან გიგანტური ტბის დონემ ბოლო 40 წლის განმავლობაში უკვე დაიწია 25 მეტრით. მკვდარი ზღვის სანაპირო, რომელიც ისრაელისა და იორდანიის საზღვარზეა, უკვე ითვლება დედამიწის ყველაზე დაბალ ადგილად. 1950-იანებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა მკვდარ ზღვას მდინარე იორდანედან მიწოდება შეუწყვიტეს, რათა სასმელი წყალი მოეპოვებინათ. ამან მნიშვნელოვნად დაწია მლაშე ტბის დონე და ტენდენცია ისევ გრძელდება წელიწადში 1 მეტრის მაჩვენებლით. ამჟამად წითელი ზღვის განვითარების პროექტი მუშაობს, რომ მკვდარი ზღვა ხელახლა შეივსოს წითელი ზღვის მეშვეობით, ასევე ადგენს უფრო მკაცრ ზომებს მიმდებარე გარემოს დასაცავად.


 


იაპონიის უძველესი ქალაქი კიოტო თანდათან თანამედროვე იერს იღებს, ტრადიციული ხის სახლები (მაჩიია) კი ინგრევა, რათა ახალი სტანდარტის შენობებით ჩანაცვლდეს. მაჩიიას სახლები ედოს პერიოდისაა (1603-1867 წწ), კიოტოს ვაჭართა კლასისთვის ის ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და სამუშაო ადგილიც. მსოფლიო მონუმენტების ფონდმა ეს სახლები 2010 და 2012 წელს სიაში შეიტანა, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ნაგებობები. მსოფლიო მონუმენტების ფონდი მაქსიმალურად ცდილობს, მაჩიიების ნაწილი მაინც გადარჩეს და ქალაქმა რაღაც დოზით შეინარჩუნოს პირვანდელი სახე.

 


მალაგასური რიფის ზვიგენები თავს იყრიან ტეტეპარესთან, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდ დაუსახლებელ ტროპიკულ კუნძულთან. ჯერჯერობით ის გადაურჩა სოლომონის დანარჩენი კუნძულების ბედს – ისინი ტყის დაუნდობელი ჩეხვის შედეგად განადგურდნენ, გვამცნობს Conservation International-ის თანამშრომელი, ექსპერტი რობინ მური. თუკი ტეტეპარეს ესტუმრებით, დარწმუნებული იყავით, რომ ნახავთ ლამაზ სუფთა კუნძულს, რომელიც სამოთხეს ჰგავს – შეგიძლიათ იცურაოთ დიუგონებსა და მალაგასური ზვიგენების ჯგუფთან ერთად.

 


მონტანას მყინვარის ეროვნული პარკი მალე შეიძლება სხვა სახელით მოევლინოს ქვეყანას – მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ 2020 წლისთვის პარკში მყინვარი აღარ იარსებებს, რისი მიზეზიც კლიმატის ცვლილებაა. პარკი 1910 წელს გაიხსნა და ამ არეალში დაახლოებით 150 მყინვარი იყო. 1 საუკუნის შემდეგ, 2010 წელს, მხოლოდ 25 მყინვარიღა იყო დარჩენილი. ეს გავლენას ახდენს როგორც პარკის ეკოსისტემაზე, ისე პეიზაჟის ესთეტიკაზე, რაც ასე ძალიან იზიდავს ტურისტებს. მყინვარებიდან წამოსული სუფთა წყლის მუდმივი ნაკადის გარეშე წყლის ტემპერატურა აიწევს და თბილი გახდება, რაც წყლის მობინადრეებს არსებობას გაუუარესებს ან საერთოდ გაანადგურებს. ეს ეხება კალმახებს და ორაგულის სახეობებსაც.

 


დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებული ბუტანი თანდათან მჭიდრო კავშირს ამყარებს დანარჩენ სამყაროსთან, რის გამოც ამ ბუდისტურ ქვეყანას უწევს, ან არჩევანი გააკეთოს ტურიზმსა და ისტორიულ ტრადიციებს შორის, ან ოქროს შუალედი იპოვოს. მაგალითად, შორეულ პაჯოდინგის მონასტერში მცხოვრები ბერები იძულებულნი არიან, იზრუნონ თავიანთ სულიერ გარემოზე და ამავე დროს ტაძარი ღია იყოს ტურისტების დასახვედრად. რაც მეტი ადამიანი სტუმრობს მათ, მით უფრო ძნელია ბალანსის პოვნა. ასე რომ ბუტანის ნახვის მსურველებმა უნდა იჩქარონ, სანამ ეს შუალედი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

 


სურათზეა ბრაზილიური ქალაქი ბელუ-ორიზონტი 2004 წელს. სახეობებით მდიდარი ატლანტის ტყეები თავიდან 1.35 მილიონი კვ. კმ იყო (135 მილიონი ჰექტარი) და მისი ტერიტორიები ოთხ ქვეყანაში გადადიოდა – ბრაზილია, პარაგვაი, არგენტინა და ურუგვაი. მაგრამ ტყის აქტიურმა ჩეხვამ და სოფლის მეურნეობის განვითარებამ შესაბამისი უარყოფითი შედეგი გამოიღო – ატლანტის ტყეები პირვანდელი ზომის 7%-იც კი აღარაა. დარჩენილი ნაწილი შედგება იზოლირებული მონაკვეთებისგან, რომლებიც ზოგჯერ 24 ჰექტარზე ნაკლებია. რობინ მური გვირჩევს, დაუყოვნებლივ ვეწვიოთ ატლანტის ტყეებს, რათა ჯერ კიდევ შემორჩენილი რეგიონის უნიკალურობა შევიგრძნოთ.

 


ისინი 10 000 წლის განმავლობაში არსებობდნენ, მაგრამ კილიმანჯაროს მთის მყინვარები გასულ საუკუნეში 80%-ით შემცირდნენ. მიმდებარე ხმელეთის ათვისებამ და გლობალური დათბობის ერთობლივმა ეფექტებმა აფრიკის უმაღლეს მთაზე მყინვარების მოცულობის კლებას შეუწყო ხელი. როგორც ჩანს, კილიმანჯაროს თოვლი, რომელიც ერნესტ ჰემინგუეიმ გახადა პოპულარული, 2022 წელს სრულიად გაქრება. ეს მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2009 წელს იწინასწარმეტყველეს.

 


ფლორიდის რეგიონ ევერგლეიდსს მრავალი პრობლემა დაატყდა თავს, დაწყებული შემოსეული პითონებიდან დამთავრებული წყლის დაბინძურებით. კლადიუმისა და მანგროს ხეების ეკოსისტემა შეიძლება სამუდამოდ შეიცვალოს, თუკი ის დაიტბორება მლაშე წყლით. ამის საშიშროება კი რეალურია, რადგან მომდევნო წლებში ზღვის დონის მუდმივი მატება იქნება. მიწის ნიმუშები, ზღვის დინების გაზომვა და თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ გასულ საუკუნეში ზღვის დონემ აიწია 10-20 სმ-ით. ამის გამო ევერგლეიდსის ეროვნულ პარკში არსებული ფიჭვნარი შეიძლება სრულად გაუჩინარდეს. გარდა ამისა, პარკის თავთხელი ჭაობები, რომლებიც მრავალი სახეობის თავშესაფარია, ასევე გაქრობის საფრთხის წინაშე დგას.

 


მალდივის რესპუბლიკა მდებარეობს მალდივის კუნძულებზე და მსოფლიოში ყველაზე დაბლა მდებარე ქვეყნის სტატუსითაა ცნობილი. შესაბამისად, მას ყველაზე მეტად ემუქრება ზღვის დონის მატებისგან გამოწვეული ზიანი. საერთაშორისო ანალიზით, 2099 წელს ზღვის დონე აქ 60 სმ-ით მეტი იქნება. ქვეყნის 1192 კუნძულიდან მხოლოდ 200-ია დასახლებული. ეს რიცხვი შეიძლება უფრო შემცირდეს, თუკი ინდოეთის ოკეანის დონის მატება გაგრძელდება.

Advertisements

9 responses to “ადგილები, რომლებიც მალე სამუდამოდ შეიცვლებიან

  1. Jane 02/07/2012, 11:36 AM

    ოხ ეს ადამიანი, ყველაფერს როგორ სპობს რა… რაც აქ წერია ხომ ყველაფერი ჩვენი გაფუჭებულია..

    Like

  2. tami 04/07/2012, 12:05 AM

    mkvdar zgvashi tiovtivze gamaxsenda…

    Like

  3. გიორგია 05/07/2012, 5:05 PM

    ამ მავნე გავლენის ნახევარზე მეტი განვითარებული ქვეყნებზეა თუ 80 %არა

    Like

    • ზურა 09/03/2014, 8:10 PM

      პირიქით, განვითარებადზე მოდის უდიდესი ნაწილი გარემოს დაბინძურების პროცნეტული მაჩვენებლებისა (მაგ: ჩინეთი,ინდოეთი,ინდონეზია,ირანი,რუსეთი და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები,აფრიკის უდიდესი ნაწილი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უმრავლესი ქვეყანა), აი ესე ქვეყნები აბინძურებენ გარემოს ყველაზე ძალიან.

      Like

  4. Java 09/03/2013, 2:38 PM

    სწორედ ამიტომაა საჭირო სხვა პლანეტის აღმოჩენა რომელზეც გადავსახლდებით ან მეორე სახივით იქნება

    Like

  5. Pingback: (MaaR ) | friends blogg

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: