“გუგლის” სოციალური ქსელი ნელ-ნელა იკრებს ძალას. ამერიკელი ანალიტიკოსის, პოლ ალენის თქმით, 2012 წლის ბოლოს Google Plus-ის წევრთა რაოდენობა 400 მილიონს გადააჭარბებს. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბერში მოხდა და ყოველდღიურად დაახლოებით 625 000 ახალი მომხმარებელი ემატება. დეკემბრის ბოლოს სოციალური ქსელი 62 მილიონიან ნიშნულს გადაცდა, რომელთაგან მეოთხედი ბოლო 1 თვეშია რეგისტრირებული. ამაში “გუგლს” ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ყოველდღე “ანდროიდის” 700 000 მოწყობილობა იყიდება, რაც Google Plus-ზე რეგისტრაციას აადვილებს.
კატეგორია: ნიუსი
2011 წლის საუკეთესო პოსტები

მიიწურა 2011 წელი და წარმოგიდგენთ ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტების ტოპ ათეულს. თუკი სიაში მყოფი რომელიმე პოსტი არ გაქვთ წაკითხული, იცით, რაც უნდა ქნათ 🙂
განაგრძე კითხვა
ბეიჯინგის ტყვია: ჩინეთმა ახალი სუპერჩქარი მატარებლის პრეზენტაცია მოაწყო

ჩინეთის სწრაფად მზარდი ზესწრაფი მატარებლის სარკინიგზო ხაზის მშენებლებმა პეკინი-შანხაის გზაზე გუშინ (26 დეკ.) საგამოცდო მგზავრობა მოაწყვეს. მთავრობის წარმომადგენლებით, სამშენებლო კომპანიების მენეჯერებითა და ჟურნალისტებით დატვირთულმა მატარებელმა 1326 კმ სიგრძის ხაზი 5 საათში დაფარა, რაც ჩვეულებრივი მატარებლის მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფია.
National Geographic-ის 2011 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

დასრულდა 2011 წელი და National Geographic-მა გამოავლინა საუკეთესო ფოტოები სამ კატეგორიაში: ადამიანები, ადგილები და ბუნება.
ეგვიპტეში ხანძარმა “ცოდნის ტაძარი” გაანადგურა

კაიროს ეგვიპტური სამეცნიერო კომპლექსის შენობაში დამწვარი გვერდებიდან ფარაონთა სახეები შემოგვცქერიან. ეს გვერდები იმ ათასობით უძვირფასეს ისტორიულ ნაშრომში შედის, რომლებიც უიკენდზე მიმდინარე ხანძარმა დააზიანა ან გაანადგურა. კომპლექსს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “ეგვიპტის ინსტიტუტი”, ცეცხლი შაბათს (17 დეკ.) გაუჩნდა პროტესტანტებისა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ტაჰრირის მოედანზე მომხდარი მორიგი შეტაკებისას.
ეგვიპტის ინსტიტუტი დაარსებულია თვით ნაპოლეონის მიერ 1798 წელს და ეძღვნებოდა სამეცნიერო კვლევა-ძიების განვითარებას. კომპლექსში ინახებოდა დაახლოებით 200 000 დოკუმენტი და მანუსკრიპტი, რომელთაგან ზოგი თარიღდება 1500-იანი წლებით.
ჩრდილო კორეელების ისტერიკა კიმ ჩენ ირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
17 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი კიმ ჩენ ირი. რიგითი მოქალაქეები ცხარე ცრემლებით გლოვობენ ამ ამბავს
აქციის ჩახშობა ეგვიპტეში (ვიდეო)
ალბათ იცით, რომ ეგვიპტეში არეულობის ახალი ტალღაა – ამბოხებულები სამხედრო საბჭოს მმართველობას აპროტესტებენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენჯერმე მწვავე შეხლა-შემოხლა დაფიქსირდა. ეს ვიდეო გადაღებულია 17 დეკემბერს, სადაც “სამართალდამცავები” სასტიკად უსწორდებიან დემონსტრანტებს.
ინტერნეტ-მითი: დაიხურება თუ არა ფეისბუქი 2012 წლის 15 მარტს?

ბოლო პერიოდში ინტერნეტს ფართოდ მოედო სენსაციური ამბავი, რომ თითქოს მარკ ცუკერბერგი მომავალი წლის 15 მარტს Facebook-ის გაუქმებას აპირებს. ეს ამბავი ქართული ტელევიზიითაც გადმოიცა. გავრცელებული ინფორმაციით, მარკმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეისბუქი კონტროლს აღარ ექვემდებარება და ამ კომპანიის მართვის გამო მიღებულმა სტრესმა მისი ცხოვრება დაანგრია, ამიტომაც ამ სიგიჟეს ბოლო უნდა მოუღოს.
კამერა, რომელიც ვიდეოს სინათლის სიჩქარით იღებს
50 წლის წინ პირველად მოხდა მოძრავი ტყვიის კამერით დაფიქსირება, მაგრამ ამჟამად ტექნოლოგია გაცილებით წინ წავიდა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა აპარატურა, რომელიც წამში ტრილიონ კადრს იღებს. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სინათლის ნაწილაკების ობიექტებს შორის მოძრაობა ვიდეოში აღიბეჭდოს.
რობოტი, რომელიც სენდვიჩებს ამზადებს
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შექმნეს რობოტები – როუზი და ჯეიმსი – რომლებსაც სენდვიჩების დამზადება შეუძლიათ. როუზი ჩაშენებულ კამერასა და ორ ცალ ოთხთითიან ხელს იყენებს პურის ნაჭრის, ყველის, შებოლილი ძეხვის ან ყავის ჭიქის მანიპულირებისთვის, რათა ლანჩი მოამზადოს. ჯეიმსი კი სამგანზომილებიანი კამერული და რამდენიმე სხვა სენსორის დახმარებით ობიექტების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას ახერხებს. ეს წყვილი შესანიშნავი დამხმარეა მშიერი ადამიანებისთვის.