ბეიჯინგის ტყვია: ჩინეთმა ახალი სუპერჩქარი მატარებლის პრეზენტაცია მოაწყო


ჩინეთის სწრაფად მზარდი ზესწრაფი მატარებლის სარკინიგზო ხაზის მშენებლებმა პეკინი-შანხაის გზაზე გუშინ (26 დეკ.) საგამოცდო მგზავრობა მოაწყვეს. მთავრობის წარმომადგენლებით, სამშენებლო კომპანიების მენეჯერებითა და ჟურნალისტებით დატვირთულმა მატარებელმა 1326 კმ სიგრძის ხაზი 5 საათში დაფარა, რაც ჩვეულებრივი მატარებლის მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფია.

კომუნისტური მთავრობის მითითებით ათასობით კმ-ზე იგება სარკინიგზო ხაზები, რათა შორეული რეგიონები ერთმანეთთან შეაკავშირონ, ასევე აჩვენონ მსოფლიოს, რომ ქვეყანას აქვს საკმარისი რესურსები და ტექნოლოგიური პროგრესით არავის ჩამოუვარდება.

მატარებლის გამოცდისას მძღოლს ორი ინჟინერი ახლავს თან


სატესტო მგზავრობაზე დაპატიჟებულ ჟურნალისტებს სძინავთ, ერთ-ერთი კი მუშაობს

მულტიმილიარდობით დოლარის ღირებულების პროექტს უარყოფითი გამოხმაურებებიც მოყვა, რომ ეს ზედმეტად ძვირი ფუფუნებაა იმ ქვეყნისთვის, რომელშიც მილიონობით მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს.

ამის საპასუხოდ მთავრობამ აპრილში გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნის უსწრაფესი ხაზის სიჩქარე შემცირდებოდა 355 კმ/სთ-იდან 300 კმ/სთ-მდე, რასაც ავტომატურად მოყვებოდა სამგზავრო ბილეთებზე ფასის კლება.

ოფიციალური გეგმის მიხედვით, სარკინიგზო ხაზის საბოლოო სიგრძე წლის ბოლოსთვის იქნება 12900 კმ, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 16 000 კმ-ზე ავა.

ჩინური მატარებლები აგებულია იაპონურ, ფრანგულ და გერმანულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით. მწარმოებლები ცდილობენ, გაყიდონ პროდუქცია ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ამას ბევრჯერ მოჰყვა პროტესტი, რომ პეკინი არღვევს სალიცენზიო წესებს – ჰყიდის უცხოელებზე იმ ტექნოლოგიას, რაც მარტო ჩინეთზეა გათვლილი.

რკინიგზის სამინისტროს განცხადებით, ისინი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ მატარებლების უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. ყოველდღე ხდება ხაზებისა და ნაგებობების შემოწმება, ასევე მიწისძვრისგან დამცავი სისტემის აგება.

მძღოლი კაბინაში ზის და მგზავრობისთვის ემზადება (მარცხნივ),
ციფრული სპიდომეტრი კი მატარებლის მოძრაობის სიჩქარეს აჩვენებს (მარჯვნივ)

ბეიჯინგ-შანხაის გზა შვიდ პროვინციას კვეთს, მათ შორის ჩინეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონებს.

რკინიგზის მინისტრის განცხადებით, ხაზზე ყოველდღე ივლის მატარებლების 63 წყვილი 300 კმ/სთ სიჩქარით და 27 წყვილი 250 კმ/სთ სიჩქარით. ბილეთის ფასის მაქსიმუმია 1750 იუანი ($277) ბიზნეს კლასისთვის უსწრაფეს მატარებელზე, მინიმუმი კი – 410 იუანი ($65) შედარებით დაბალი სიჩქარის ვაგონში მეორე კლასისთვის.

წელს რკინიგზის მშენებლობაზე ჯამში 700 მილიარდი იუანი ($111 მილიარდი) დაიხარჯა. ბეიჯინგ-შანხაის ხაზის ღირებულება კი 215 მილიარდ იუანს ($34 მილიარდი) შეადგენს.

ტყვია-მატარებელს სასოფლო გზებზე 355 კმ/სთ-ით შეუძლია მოძრაობა


მუშა წმენდს ისედაც სუფთა ვაგონს

კრიტიკოსთა თქმით, მთავრობას არასწორი პრიორიტეტები აქვს აღებული და სუპერჩქარი მატარებლის ნაცვლად ჩვეულებრივზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

თებერვალში, მთვარის ახალი წლის დღესასწაულზე, მუშათა კლასის წევრებმა პროტესტი გამოთქვეს, რომ მაღალი სიჩქარის მატარებელზე ბილეთებს ვერ ყიდულობდნენ ფინანსური სიდუხჭირის გამო, ხოლო ჩვეულებრივზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო.

ემიგრანტი მუშა ინტერნეტ-სენსაციად იქცა, როცა მან ტრუსი ჩაიხადა კამერების წინ და ამგვარად გამოთქვა პროტესტი, რადგან ბილეთების სალაროსთან 14 საათის განმავლობაში იცდიდა და საბოლოოდ ხელმოცარული დარჩა.

გამცილებელი სტუმრებს უცდის


მაღალი სიჩქარის მატარებლის ცხვირი რეაქტიულ სამგზავრო თვითმფრინავს მოგვაგონებს

Advertisements

One response to “ბეიჯინგის ტყვია: ჩინეთმა ახალი სუპერჩქარი მატარებლის პრეზენტაცია მოაწყო

  1. Pingback: კოსმოსური მატარებელი „Startram” « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: