ნაკლებად ცნობილი 20 ისტორიული ფაქტი


● ალექსანდრე მაკედონელმა გამოიგონა ჯაშუშური ტექნიკა, რომელიც დღესაც გამოიყენება: ის თავის ჯარისკაცებს ნებას რთავდა, ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის წერილი მიეწერათ. შემდეგ მათ ნაწერებს ხელში იგდებდა, კითხულობდა და ამგვარად იგებდა, ვინ რა აზრის იყო მასზე.

● იტალიის ქალაქ გუბიოში XII საუკუნიდან მოყოლებული ყოველ წელს იმართება რიტუალი, რომლის დროსაც უზარმაზარ ხის კვარცხლბეკზე შემდგარ სამ ქანდაკებას დაატარებენ – წმინდა უბალდოს (ვისგანაც ეს ჩვეულება დაიწყო), წმინდა გიორგისა და წმინდა ანტონის. დანიშნულების ადგილასაც ამ თანმიმდევრობით მიაქვთ. ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ქანდაკებები გადააქვთ, გამოწყობილნი არიან ყვითლებში, ლურჯსა და შავში.

● როცა საანესთეზიო საშუალება პირველად გამოიყენეს მშობიარობისას 1847 წელს, დედა იმდენად განცვიფრებული და შვებამოგვრილი იყო უმტკივნეულო პროცედურის გამო, რომ თავის ახალშობილს ანესთეზია დაარქვა.

● ბოლო 3500 წლის განმავლობაში ჯამში 230 წელი იყო ისეთი, რომლის დროსაც ომი არსად მიმდინარეობდა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი დაფიქრდეს, მოაქვს თუ არა რაიმე შედეგი ე.წ. “მშვიდობიან მოძრაობებს”.


● წმინდა სიმეონ მესვეტე V საუკუნეში მოღვაწე კაბადოკიელი ბერი იყო, რომელმაც სახელი გაითქვა სირიაში მაღალი სვეტის თავზე გაკეთებულ შემაღლებაზე 37 წლის გატარებით. ამ საქციელისკენ მას ასკეტურმა მიზეზებმა უბიძგა და მის მაგალითს მოგვიანებით სხვა, ასევე ცნობილი წმინდანები მიყვნენ.

● ქრისტეს შობამდე 3100-3050 წლებში ეგვიპტეს მართავდა პირველი ფარაონი მენესი. ჩანაწერების მიხედვით, ის იყო ეგვიპტის პირველი მმართველი ადამიანი, რომელმაც ტახტი მემკვიდრეობით მიიღო ღმერთ ჰორუსისგან.

● ბერძენი სოფისტი გორგიას ეპირუსელი (ქრ. შ.-მდე V-IV სს.) მისი გარდაცვლილი დედის კუბოში დაიბადა. კუბოს დამტარებლებს ტირილი მაშინ მოესმათ, როცა სასაფლაოსკენ მიემართებოდნენ.

● ძველი ეგვიპტის პირველი დინასტიის დროს ძვირფასეულობასა და სამეფო ოჯახის წევრებს გარდაცვლილი ფარაონის სხეულთან ერთად მარხავდნენ. ყოფილ ფარაონთან ერთად დაკრძალული ადამიანები და ცხოველები, ეგვიპტელთა რწმენით, საიქიო ცხოვრებაში დაეხმარებოდნენ მათ მბრძანებელს.


● 1927 წელს ოტო როჰვედერმა გამოიგონა დაჭრილი პური. მან შექმნა ისტორიაში პირველი პურის დასაჭრელი და შემდეგ გასახვევი მოწყობილობა, რისთვისაც პატენტი მიიღო. გამოგონებიდან სულ რაღაც 6 წლის შემდეგ დაჭრილი პური უფრო მეტად იყიდებოდა, ვიდრე დაუჭრელი.

● 1911 წელს ჩინეთში აიკრძალა ნაწნავების გაკეთება, რადგან, მთავრობის აზრით, ფეოდალური წარსულის გადმონაშთი იყო.

● გამომდინარე იქიდან, რომ მესოპოტამიური ნავები დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას გამძლეობით არ გამოირჩეოდა, ვაჭრები დინების მიმართულებით მიცურავდნენ და თან ვირი მიჰყავდათ. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას სხვა ნივთებთან ერთად ნავსაც ჰყიდდნენ და სახლში დასაბრუნებლად ვირს იყენებდნენ.

● ძველ რომში მამის ან დედის მკვლელობის აქტს დასჯის უნიკალური მეთოდი მოყვებოდა: დამნაშავეს ტომარაში სვამდნენ ძაღლთან, გველთან, მამალთან და მაიმუნთან ერთად, პირს მოუკრავდნენ და მდინარე ტიბროსში აგდებდნენ.


● ომის დროს კავალერია ბოლოს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გამოიყენეს. მონღოლ ცხენოსანთა დანაყოფი გამოდიოდა გერმანელი ქვეითების წინააღმდეგ. შედეგი? ერთი გერმანელიც არ დაღუპულა ამ შეტაკებაში, კავალერიას კი 2000 ადამიანი გამოაკლდა.

● მე-15 საუკუნეში ბესტსელერი წიგნი იყო ეროტიკული ნაწარმოები “ორი საყვარლის ამბავი”, რომელსაც დღესაც კითხულობენ. გასაკვირია, მაგრამ მისი ავტორი გახლავთ აენეს სილვიო პიკოლომინი, ცნობილი როგორც რომის პაპი პიუს II.

● ქრისტეს შობამდე 200 წელს, როცა ძველბერძნული ქალაქი-სახელმწიფო სპარტა დიდების ზენიტში იყო, თითოეულ მოქალაქეზე სტატისტიკურად 20 მონა მოდიოდა.

● ანტიკურ რომში ძალისმომგვრელი და გასამაგრებელი საშუალება იყო უცნაური წამალი, რომელსაც რომაელები ღვინისა და გარეული ღორის ნაკელის შერევით ამზადებდნენ.


● 1904 წელს შემთხვევით გამოიგონეს ჩაის ტომრები. ჩაით მოვაჭრე ტომას სალივანმა გადაწყვიტა, რომ უფრო იაფი დაუჯდებოდა, თუკი მომავალ მყიდველებს საქონელს გაუგზავნიდა აბრეშუმის პატარა პაკეტებით, ვიდრე დიდი ყუთებით. კლიენტებმა შეცდომით იფიქრეს, რომ პაკეტები ცხელ წყალში უნდა ჩაეწოთ, რამაც გამოიწვია ის, რომ ცოტა ხანში სალივანს მყიდველთა ბრბო მიაწყდა ჩაის ტომრების დამზადების მოთხოვნით.

● პირველი პოლიციელი ქალი იყო ალისა სტებინს უელსი, რომელიც 1910 წელს შეუერთდა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს. გამომდინარე იქიდან, რომ ის პირველი და ერთადერთი პოლიციელი ქალი გახლდათ, სამუშაო უნიფორმა თავად შეიკერა. 4 წლის შემდეგ პოლიციელი ქალი ბრიტანეთშიც გამოჩნდა.

● ანტიკურ ეგვიპტეში ინტელექტის წყაროდ გული მიიჩნეოდა და არა ტვინი. ეგვიპტელთა აზრით, ტვინს უბრალოდ თავის ამოვსების ფუნქცია ჰქონდა. ამის გამო მუმიფიცირებისას თავის ქალას მთლიანად ასუფთავებდნენ, გულს კი განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ.

● ძველ რომში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იღლიის თმის ამოპუტვაში იყვნენ დახელოვნებულები. ქრისტეს შობიდან პირველი წლიდან მოდის მიმდევარი რომაელი არისტოკრატები მთელ სხეულზე იშორებდნენ ზედმეტ თმას. თმის მპუტავების აღჭურვილობაში შედიოდა პინცეტი, ძლიერი ხელები და კლიენტის ტკივილთან გამკლავების უნარი.

Advertisements

5 responses to “ნაკლებად ცნობილი 20 ისტორიული ფაქტი

  1. cucqira7hiko777 28/12/2011, 9:57 PM

    ნახე მაგარი პოსტია 😀 წყარო უწერიათ

    Like

  2. cucqira7 28/12/2011, 9:58 PM

    ნახე მაგარი პოსტია წყარო უწერიათ

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: