National Geographic-ის 2011 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები


დასრულდა 2011 წელი და National Geographic-მა გამოავლინა საუკეთესო ფოტოები სამ კატეგორიაში: ადამიანები, ადგილები და ბუნება.


 
 

კატეგორია: ადამიანები


გამარჯვებული ფოტო
ირმებზე მონადირე აბორიგენმა ერთი გასროლით თავის ოჯახს ხანგრძლივი შვედური ზამთრისთვის საკვები მოუპოვა. წარმოშობის მხრივ მამაკაცი სამის (საამის) ხალხს ეკუთვნის. ფოტოგრაფი იზაბელ ნორდფიელი.

 


საპატიო პრიზი
ახალგაზრდა ავსტრალიელები ზომბებივით არიან გამოწყობილნი ქვინსლენდის ქალაქ ბრისბანში. ყოველ ჰელოუინზე ხალხის გარკვეული კატეგორია იკრიბება და ზომბის ფორმაში მოძრაობს, რათა ტვინის კვლევის ფონდისთვის დამატებითი ფინანსები მოაგროვონ. ფოტოგრაფი ლიზა კლარკი.

 


საპატიო პრიზი
სიდნეის გარეუბან ობურნში ახალგაზრდები მანქანით მგზავრობენ, ძარაზე კი სინათლე ირეკლება. ობურნი სიდნეის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ძირითიდად ემიგრანტებისა და ლტოლვილების თავშესაფრის ფუნქცია აქვს, როცა ისინი პირველად ჩამოდიან ავსტრალიაში. ფოტოგრაფი ჯორჯ ვულგაროპულოსი.

 


საპატიო პრიზი
სტეფან ჰარისი, იგივე “ST 2 Lettaz” და დევიდ უილიამსი, იგივე “Yung Clova” ერთად ქმნიან რეპ-დუეტს, რომელიც ცნობილია, როგორც G-Side. მათ ბიზნეს სტრატეგიაში დიდი როლი ითამაშა ციფრულმა ტექნოლოგიამ. სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის მეშვეობით G-Side-მა გულშემატკივრების დიდი და მრავალფეროვანი არმია შეიძინა. ფოტოგრაფი ჰელენ პირსონი.

 


ხალხის არჩევანი
რეალურ საიდუმლო სერობაზე ქალები არ ყოფილან, თუმცა სხვაგვარადაა საქმე ფოტოგრაფ ალესანდრო სიტის ნამუშევარზე.

 
 
 
 

კატეგორია: ადგილები


გამარჯვებული ფოტო
ცისარტყელას თაღი ფილიპინებში, ონუკის კუნძულზე თავსხმა წვიმის შემდგომ. ჟიურის წევრთა თქმით, სურათზე დროისა და კომპოზიციის არაჩვეულებრივი შერწყმაა. ფოტოგრაფი ჯორჯ ტაპანი.

 


საპატიო პრიზი
წელიწადში ერთხელ ტაივანელი მეთევზეები გოგირდის ცეცხლით ატარებენ სათევზაო რიტუალს, რომელიც დიდი ხანია, თაობიდან თაობას გადაეცემა. ფოტოგრაფი ჰუნგ-ჰსიუ შიჰი.

 


საპატიო პრიზი
ფრანების შეჯიბრი სანტა მარტას გეტოში, რიო-დე-ჟანეიროში. მრავალი წლის განმავლობაში ფრანების მეშვეობით ნარკომოვაჭრეებს აფრთხილებდნენ, რომ მტერი ახლოვდებოდა. ეს ადგილი “ომის ზონა” იყო – მოვაჭრეები ნარკოტიკების ბაზრის გაყოფაზე ვერ თანხმდებოდნენ და მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ. რამოდენიმე წლის წინ ტერიტორია პოლიციის ერთ-ერთმა დანაყოფმა აიღო და ხალხი ტერორისგან გაათავისუფლა. ფოტოგრაფი ფილიპე კარვალიო.

 


საპატიო პრიზი
თავსხმა მუსონური წვიმა ნეპალის ქალაქ ბჰაკტაპურში. ფოტოგრაფი ანუარ პატიანე.

 


საპატიო პრიზი
კოსმოსური შატლი “Endeavour STS-130” აღმოსავლეთის მიმართულებით ორბიტაზე გადის ფლორიდის შტატის ქალაქ პონტე ვედრადან, უკან კი ლამაზ ნაკვალევს ტოვებს, რომელიც ფარვატერში ირეკლება. ფოტოგრაფი ჯეიმს ვერნაკოტოლა.

 


ხალხის არჩევანი
კრიშნას ტაძარი ინდოეთის ქალაქ ჰამპის ერთ-ერთი გამორჩეული ინდუისტური ნაგებობაა. ფოტოზე ჰამპის არქიტექტურის ყველაზე ლამაზი მონაკვეთი მოჩანს. ეს არის სიმშვიდის, წონასწორობისა და ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის ადგილი. ფოტოგრაფი ალეხანდრა ლორეტო.

 
 
 
 

კატეგორია: ბუნება


გამარჯვებული ფოტო
რიაუს კუნძულებზე (ინდონეზია) წვიმის წვეთები სხეულზე ეცემა ნემსიყლაპიას. მოულოდნელ თავსხმა წვიმაში მოყოლილი ფოტოგრაფი შიხეი გოჰი არ დაბნეულა, ფოტოაპარატი ამოიღო და ლამაზი კადრი დააფიქსირა.

 


საპატიო პრიზი
“ლურჯი ტბორი” მდებარეობს ტურისტების თავშეყრის ადგილას, იაპონიის ქალაქ ბიეიში, კუნძულ ჰოკაიდოზე. გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე ეს ადგილი მუდამ სავსეა უცხოელებით. თუმცა როცა ცივი პერიოდი იწყება და ტბა იყინება, მას აღარავინ სტუმრობს. ფოტო გადაღებულია სეზონის პირველი თოვლის მოსვლისას კენტ შირაიშის მიერ.

 


საპატიო პრიზი
მედუზა Cotylorhiza tuberculata წყლის ზედაპირთან ახლოს დაცურავს, რათა მზის პირველი სხივები დაიჭიროს. ეს მის სიმბიოზ წყალმცენარეებს სჭირდებათ ენერგიის გამომუშავებისთვის. ფოტოგრაფი ანგელ ფიტორი.

 


საპატიო პრიზი
ფოტოგრაფი მარიუს კუტზეე ტანზანიაში, სერენგეტის ეროვნულ პარკში სეირნობდა, როცა უეცრად ზებრების ჯგუფი შენიშნა. შუადღის სიცხეში ცხოველები წყურვილის მოსაკლავად გუბურასთან მივიდნენ. თუმცა აქ სხვა დროსაც მოდიოდნენ, როცა საფრთხეს გაურბოდნენ ან უბრალოდ ერთობოდნენ.

 


საპატიო პრიზი
კენიაში, მასაი-მარას ნაკრძალში, დიდი კატების წარმომადგენელი ნადირობს იმპალაზე (აფრიკულ ანტილოპაზე). მტაცებლის აწეული კუდი სიმეტრიულად ერწყმის მსხვერპლის რქებს. ფოტოგრაფი სტეფანო პესარელი.

 


ხალხის არჩევანი
ბელუგა ვეშაპები, იგივე თეთრი ვეშაპები, მხიარულობენ არქტიკაში, ჩრდილოეთ რუსეთის ტერიტორიაზე. ფოტოგრაფი დაფნა ბენ ნუნი.

9 thoughts on “National Geographic-ის 2011 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

    1. ილიასბლოგი

      ჰჰო :დ თან კვლევების შედეგად დამტკიცდა რომ ქალი საიდუმლოს გათქმას ასწრებს თუ არ ვდები და არ მოგატყუო ერთი დღე არ ჭირდება.იმ დღესვე გაგცემს.

      მმ მაგარი ფოტოებია :ხ

      Like

    1. ორიგინალი სტატია აქაა http://ngm.nationalgeographic.com/ngm/photo-contest/2011/entries/gallery/nature-winners/
      რაღაც ნაწილს აქვს ქვემოთ მითითებული მაღალი გაფართოების ვერსიები დესკტოპის და აიპედისთვის მაგრამ ლოგო ადევს საიტის 🙂

      ლოგოს გარეშე აქაა
      http://www.buzzfeed.com/jpmoore/the-national-geographic-photo-contest-winners
      ყველა არ დევს, მაგრამ უმეტესობა არის 🙂

      ისე კი ზოგი თვითონ National Geographic–ის საიტზეცაა ლოგოს გარეშე და აღწერის მიხედვით რო დაგუგლო, ამოგიგდებს

      Like

  1. გამოხმაურება: 2011-2012 « ბიოს პერსონალური ბლოგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s