პლანეტების, ვარსკვლავების, ნისლეულების, გალაქტიკებისა და თავად სამყაროს ზომების შეფარდება.
კატეგორია: ვიდეო
ლეგოს რობოტი ადამიანებზე სწრაფად აწყობს რუბიკის კუბს
მაიკ დობსონისა და დევიდ გილდეის შექმნილი რობოტი, სახელად “Cubestormer II” სამსუნგის მობილურ ტელეფონს იყენებს რუბიკის კუბის გამოსახულების დასაფიქსირებლად, შემდეგ აანალიზებს მიღებულ სურათებს და შესაძლო მოძრაობების ვერსიებს ამუშავებს. ინსტრუქციები ბლუთუზ ტექნოლოგიით გადაეცემა რობოტის 4 “კიდურს”, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. რუბიკის კუბის ასაწყობად ამ რობოტს მხოლოდ 5.35 წამი სჭირდება, ადამიანის რეკორდი კი 5.66 წამია. გარდა ამისა, ჩვენგან განსხვავებით ის არ ათვალიერებს კუბს, არამედ პირდაპირ იწყებს აწყობას.
უდიდესი გველი, სახელად მედუზა
ის 130 კგ-ზე მეტს იწონის, სიგრძეში 7.6 მეტრია და ასაწევად 15 ადამიანია საჭირო. მასიური პითონი, რომლის ნახვის საშუალებაც მსურველებს ქალაქ კანზასში ექნებათ, კვირაში ერთხელ სადილობს და დაახლოებით 20 კგ ხორცს მიირთმევს. თუმცა ამაზე ორჯერ მძიმე ცხოველის შეჭმაც თავისუფლად შეუძლია. მედუზას მალე ესტუმრებიან გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები, რათა ოფიციალურად დადასტურდეს, რომ ესაა ყველაზე დიდი გველი, რომელსაც ტყვეობაში უცხოვრია. პითონის მწვრთნელმა, ლარი ედგარმა ის ჯერ კიდევ მაშინ შეიძინა, როცა ძალიან პატარა იყო – დაახლოებით 60 სმ სიგრძის და მას შემდეგ 7 წელია, უვლის.
აზრების წაკითხვა შესაძლებელი გახდა
ბოლო პერიოდში მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ტვინში არსებული ინფორმაციით აზრების წაკითხვაზე. ამჯერად კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც გონებაში არსებული გამოსახულებების აღდგენა და ეკრანზე გადატანა შეუძლია. მოწყობილობა აკვირდება ტვინის აქტიურობას და ქერქის მიდამოში სისხლის მიმოქცევის მიხედვით ფიქრების ვიზუალურ ვერსიას ქმნის. ჯერჯერობით ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია მხოლოდ ნანახი ვიდეოს გაშიფვრა, თუმცა მეცნიერთა თქმით, ეს წინ გადადგმული რევოლუციური ნაბიჯია და მომავალში საშუალება იქნება, სიზმრები და მოგონებებიც ასეთივე წარმატებით აღდგეს. თუმცა ადამიანის ფიქრებისა და ზრახვების მთლიანად გასაშიფრად საჭირო ტექნოლოგიამდე ათწლეულები გვაშორებს.
სამურაის ხმალი VS ტყვია
გინესის რეკორდსმენ ისაო მაჩიის შეუძლია, BB იარაღიდან ნასროლი ტყვია სამურაის ხმლით შეაჩეროს. მაჩიის შესაძლებლობა გასაოცარია იმ მხრივ, რომ პისტოლეტიდან გამოტყორცნილი ბურთულა 320 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რასაც ადამიანის თვალი ვერ აფიქსირებს. ჩვეულებრივ ადამიანს წამის 3/10 მაინც სჭირდება, სანამ ხმას აღიქვამს, შემდეგ კი უნდა გაიაზროს მოძრაობის შესრულება, მაგრამ ამ პერიოდში ტყვიას უკვე გავლილი ექნება 20 მეტრიანი მანძილი, რომელიც ისაოს მსროლელისგან აშორებს.
კამერაზე აღბეჭდილი ფატალური შემთხვევები

ვიდეოკამერის გამოგონების შემდეგ ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ მნიშვნელოვანი მომენტები გადაეღოთ, შეენახათ და შემდეგ სხვისთვის ეჩვენებინათ. ამ ვიდეოებში ასახულია ნეგატიური მოვლენები – გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევები, რომლებმაც ადამიანთა სიცოცხლეები იმსხვერპლეს და რომლებიც შემთხვევით აღიბეჭდა. მსგავსი ვიდეოები ხშირად ხდება შესწავლის ობიექტი, მკვლევარები საათების განმავლობაში აანალიზებენ მათ, რათა მომავალში მსგავსი რამეები თავიდან აიცილონ.
მოლაპარაკე დროიდი რობოტები
ქვინსლენდის უნივერსიტეტში ლინგოდროიდის პროექტის ფარგლებში შექმნეს ისეთი რობოტები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი ენის შექმნა და ამ ენაზე კომუნიკაცია. ეს მცდელობა პირველი არაა, მანამდე რობოტებს ჩვეულებრივ ენებს ასწავლიდნენ, რომ ადამიანებთან საუბარი შესძლებოდათ, თუმცა ლინგოდროიდის პროექტი პირველია, სადაც რობოტები თვითონ ქმნიან ენას. “სიტყვები” რეალურად ელექტრონული სიგნალებია, რომლებიც შემთხვევით შერჩეული მარცვლებით იქმნება და ტელეფონის ღილაკის ხმას ჰგავს. რობოტები ქმნიან საკუთარ სიტყვებს, რადგან ადამიანთა ენები მათთვის ძალიან რთული და კომპლექსურია, ძნელად ასათვისებელი.
ლინგოდროიდები ორბორბლიანი რობოტები არიან და მტვერსასრუტებს ჰგვანან, იყენებენ ჩაშენებულ კამერას, ბგერის არეკვლით სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენს სისტემასა (სონარს) და ლაზერულ მაძებარს მათ გარშემო სივრცის აღსაქმელად.
ჩარლი ჩაპლინის შთამაგონებელი გამოსვლა
ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და ამაღელვებელი გამოსვლა ისტორიაში – უდიდესი ინგლისელი კომიკოსის, ჩარლი ჩაპლინის, მონოლოგი ფილმიდან “დიდი დიქტატორი”.
განაგრძე კითხვა
ყველაზე გრძელი ფრჩხილები
ლი რედმონი, ქალბატონი იუტას შტატიდან, 1979 წლის შემდეგ იზრდიდა და სათუთად უვლიდა ფრჩხილებს, რომელთა საერთო სიგრძე 8 მეტრსა და 65 სმ-ს აღწევდა. ამ შედეგის გამო ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. სამწუხაროდ, 2009 წლის თებერვალში ლი ავარიაში მოყვა და ფრჩხილები დაკარგა.
3D გამოსახულების შემქმნელი პირველი ჩაფხუტი “Sony”-სგან
ტექნოლოგიის გიგანტმა “სონიმ” გამოუშვა ჩაფხუტი, რომელიც ვიდეოების, ფილმებისა და თამაშების 3D გამოსახულებას ქმნის. “HMZ-T1” მოწყობილობით მისი მფლობელი თავს ისე გრძნობს, როგორც კინოთეატრში. ის ექვივალენტურია 1.9 მეტრიანი ეკრანის ყურებისა 20 მეტრის დისტანციიდან. მოწყობილობის ფასი 800 დოლარია.