ქვინსლენდის უნივერსიტეტში ლინგოდროიდის პროექტის ფარგლებში შექმნეს ისეთი რობოტები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი ენის შექმნა და ამ ენაზე კომუნიკაცია. ეს მცდელობა პირველი არაა, მანამდე რობოტებს ჩვეულებრივ ენებს ასწავლიდნენ, რომ ადამიანებთან საუბარი შესძლებოდათ, თუმცა ლინგოდროიდის პროექტი პირველია, სადაც რობოტები თვითონ ქმნიან ენას. “სიტყვები” რეალურად ელექტრონული სიგნალებია, რომლებიც შემთხვევით შერჩეული მარცვლებით იქმნება და ტელეფონის ღილაკის ხმას ჰგავს. რობოტები ქმნიან საკუთარ სიტყვებს, რადგან ადამიანთა ენები მათთვის ძალიან რთული და კომპლექსურია, ძნელად ასათვისებელი.
ლინგოდროიდები ორბორბლიანი რობოტები არიან და მტვერსასრუტებს ჰგვანან, იყენებენ ჩაშენებულ კამერას, ბგერის არეკვლით სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენს სისტემასა (სონარს) და ლაზერულ მაძებარს მათ გარშემო სივრცის აღსაქმელად.